| From : | |
| To : | Ekaterine TikaradzeEkaterinedzalkaliani@mfa.gov.ge <dzalkaliani@mfa.gov.ge>; mbatiashvili@mes.gov.ge; nturnava@moesd.gov.ge; k.zoidze@gmail.com; tchugoshvili@parliament.ge; skatsarava@parliament.ge; tkhulordava@parliament.ge; Tamar BarkalaiaTamar |
| Subject : | შრომითი მიგრაცია - დასაქმების პოლიტიკა - ხედვა/სამოქმედო გეგმა |
| Received On : | 03.07.2019 13:39 |
| Attachments : |
მოგესალმებით!
ორშაბათის შეხვედრაზე მიღებული მითითების შესაბამისად, ისევე როგორც სამშაბათს გამართული ჩვენი სამუშაო შეხვედრის შედეგების თანახმად, შეთანხმებისამებრ, განსახილველად გიგზავნით თანდართულ დოკუმენტებს, რომელთა წარდგენას ვგეგმავთ პრემიერთან ხვალ, ხუთშაბათს, 4 ივლისს 13:00 საათზე.
დანართის სახით გეგზავნებათ შემდეგი 2 დოკუმენტი:
1. - პირველადი ხედვა საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) სფეროში თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით
- შრომითი მიგრაციის სფეროში განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა
აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციის პრიორიტეტის აღსასრულებლად, ამ ეტაპზე არსებული ამოცანების და შრ.მიგრაციის ციკლის მხოლოდ უმთავრესი კომპონენტების წარმოჩენას. ბუნებრივია, მათ მიღმა არაერთი მნიშვნელოვანი ქმედებაა განსახორციელებელი და გასათვალისწინებელი, რაც ამ დოკუმენტში (მისი ხასიათიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, კითხვადიც რომ იყოს) დეტალურად გაწერილი არ არის.
2. ხედვა დასაქმების პოლიტიკის და მისი განხორციელების მექანიზმების გამართვასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, შენიშვნების და დამატებითი მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, მაცნობოთ თქვენი შეხედულებების შესახებ, შესაბამის დოკუმენტში მათი შემდგომი ასახვის/გათვალისწინების მიზნით.
პატივისცემით,
თეა ახვლედიანი