From :
To : nkvitsiani@iom.int<nkvitsiani@iom.int> <nkvitsiani@iom.int>; nkvitsiani@iom.int
Subject : უნგრეთში მოქმედი კომპანიის შემოთავაზება
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 30.07.2019 13:31
Attachments :

ნათია მოგესალმებით!

 

ჩვენი სატელეფონო საუბრის შედეგად, გაცნობებთ უნგრული საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია „Camion-Group 2000-ის შემოთავაზებას, სატვირთო მანქანის 10 მძღოლის დასაქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დანართის სახით გიგზავნით:

-        თავად კომპანიის მიერ მოწოდებულ საინფორმაციო მონაცემებს და საკონტაქტო დეტალებს;

-        ვაკანსიის შესახებ დამსაქმებლის განაცხადის შევსებულ ფორმას (რომლის შევსებაც ჩვენ მოვთხოვეთ და ფორმაც ჩვენ მივაწოდეთ);

-        მათი შრომის კონტრაქტის ნიმუშს.

ჩვენი თხოვნაა, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოთ აღნიშნული წინადადება და საქართველოს მოქალაქეების აღნიშნულ კომპანიაში დასაქმების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, გვაცნობოთ თქვენი პოზიციისა და შესაძლებლობის შესახებ დასაქმების ამ კონკრეტული სქემის განხორციელებასთან დაკავშირებით (პოლონეთში საპილოტე პროექტის მსგავსად).

ნათია, ასევე გთხოვთ მაცნობოთ, ამ საკითხზე თქვენს ორგანიზაციასთან ნებისმიერ დონეზე კომუნიკაციის თუ ოფიციალური კორესპონდენციის საჭიროების თაობაზე.

 

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

თეა ახვლედიანი