From :
To : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Subject : საფრანგეთში საქართველოს ელჩთან სასაუბრო
Cc : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
Received On : 30.07.2019 07:22

საფრანგეთი - 2019 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“. მ/წლის 2 აპრილს გაიმართა საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის შეხვედრა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურთან. ფრანგულმა მხარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო არ ჩაერევა დასაქმების პროცესში და შესაბამისად, ქართულ მხარეს ვერ მიაწვდის ინფორმაციას არსებული ვაკანსიების შესახებ. დაინტერესებულმა მოქალაქეებმა დამოუკიდებლად უნდა მოძებნონ სამსახური. ამისთვის, საფრანგეთში ფუნქციონირებს ორი მსხვილი ოპერატორი, რომლებიც საკუთარ ვებ-გვერდებზე ათავსებენ ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ. 

 

ქართული მხარის მიზანია, შეთანხმების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთოს საფრანგეთის მხრიდან შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო სამსახური, რომელიც, შეთანხმების თანახმად, ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შეთანხმებული სქემის ეფექტიანად აღსრულებას.

IOM-ის დახმარებით, აგვისტოს თვეში ჩატარდება საფრანგეთის ბაზრის კვლევა; ასევე შეძლებისდაგვარად უშუალოდ დამსაქმებლებთან კონტაქტის დამყარება.

IOM-ის ზემოაღნიშნული კვლევის შემდეგ, შემოდგომაზე იგეგმება საქართველოს შრომის მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტი ფრანგ კოლეგებთან შეთანხმების აღსრულების გზებზე მსჯელობის მიზნით.