| From : | Tina Gogheliani <tinagog@hotmail.com> |
| To : | takhvlediani@moh.gov.ge |
| Subject : | Fw: Shexvedra |
| Cc : | Lia Gigauri <l.gigauri@smr.gov.ge> |
| Received On : | 12.08.2020 13:39 |
თინა გამარჯობა,
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო (ბათუმის შეხვედრაზე ჩვენი შეთანხმებისამებრ) სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ახალი დოკუმენტის შემუშავებისთვის ამზადებს რეკომენდაციებს, რაც ნაწილობრივ ეყრდნობა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის (2017-2018 წწ ) შესრულების მონიტორინგის შედეგებს.
საბჭოსთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეკომენდაციები თქვენ უწყებას შეხვედრის ფორმატში წარვუდგინოთ, რათა მათი განხილვა უშუალო დიალოგით მოხდეს.
როგორც ცნობილია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ქალბატონი თეა ახვლედიანი. ვფიქრობთ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა თეამ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრაში, სადაც მას შესაძლებლობა ექნება პირადად გაეცნოს ეროვნული უმცირესობების ლიდერებს, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ხედვას.
მოგმართავთ თხოვნით, დახმარება გაგვიწიოთ ამ შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებში - თქვენი და სხვა უწყებების (უწყებათშორისი კომისია) წარმომადგენლებისა და ქალბატონი თეა ახვლედიანის მოწვევაში.
ვფიქრობთ უმჯობესია, რომ ეს შეხვედრა 17-ს კვირაში მოეწყოს. გთხოვთ გვაცნობოთ თქვენთვის სასურველი თარიღი.
პატივისცემით,
ბელა