მედიამონიტორინგი 2 სექტემბერი
ტელევიზია
ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
01.09.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 01.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება იზრდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები ძალაში დღეიდან შედის და წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8 ათასი ლარით მოიმატებს. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს 12 ათასი ლარის ნაცვლად, შესაძლებლობა ექნებათ 20 ათასი ლარის ღირებულების სერვისის მიღება. ასაკობრივი პაკეტით მოსარგებლეებისთვის კი პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 ათასი ლარით განისაზღვრა. პროგრამით ასევე ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპიისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 01.09.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 01.09.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 01.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 01.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 01.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 01.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 01.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 02.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
---
01.09.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დღეიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება. ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ რიცხვში და მომავალშიც იგივე რიცხვებში გააგრძელებენ პენსიის მიღებას. რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს მოემსახურება "ლიბერთი ექსპრესის" მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში. ვასილ ხოდელი: "14 რიცხვის ნაცვლად, უკვე პირველივე რიცხვიდან შემდგომ ორ კვირაზე განაწილებით მოხდება საპენსიო გასაცემლების განაწილება. არსებული ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას". "აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
---
01.09.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 01.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
ბავშვის უფლებების კოდექსი დღეიდან ამოქმედდა, თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მასში შესული ცვლილებები ბავშვთა სიღარიბეს ვერ აღმოფხვრის. მმართველი გუნდის ოპონენტებს კითხვები აქვთ მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის კონტროლთან დაკავშირებით. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მარეგულირებელი საბჭო მისთვის მინიჭებულ უფლებებს ბოროტად გამოიყენებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ ახალი კოდექსის წყალობით, სახელმწიფო სისტემა ბავშვთა უფლებების დაცვასა და განვითარებაზე იქნება მიმართული. "ქართული ოცნება ცდილობს, ის უზარმაზარი პრობლემა, რაც უკავშირდება ჩვენთან სიღარიბის ზრდას, მათ შორის ბავშვებში, რაღაცნაირად თავი გაიმართოს და იღებს ახალ-ახალ კანონებს. კანონმდებლობა ფურცელზე დაწერილი თავისთავად ძალიან კარგიც შეიძლება იყოს, მაგრამ პრობლემა არის ზუსტად ის, რომ "ქართული ოცნების" პირობებში გაიზარდა სიღარიბე, რომელიც ყველაზე მწვავედ ჩვენს ბავშვებს შეეხო,"-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. "ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს მედიისა და სოციალური ქსელების თავისუფლების შეზღუდვას," - აღნიშნა რომან გოცირიძემ. "ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც დღეიდან ძალაში შედის, ქმნის სამართლებრივ სისტემას როგორც ცენტრალური ხელისუფლების ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა მიმართული იყოს იმაზე, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ოჯახები და ამ ოჯახებში ბავშვის აღზრდის და ბავშვის სრულფასოვნად განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები," - აცხადებს სოფო კილაძე.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 01.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება. 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხების, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველამდე
Link: 01.09.2020 - ტვ პირველი - პირველამდე
იმ ფონზე, როდესაც მცირე ბიზნესი პანდემიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის და გამოსვლის ძიებაშია, სილამაზის სფეროში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თმის შეჭრასა და მსგავს მომსახურებას ბინაზე მისვლით, დაბალ ფასად სთავაზობენ. თავისუფალი ბაზრის პრინციპით მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა, კითხვები სტერილიზაციასთან დაკავშირებით უპასუხო. ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომემლიც ამ საქმიანობას დაარეგულირებს. სალონების ფედერაციამ ამ თემით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. თემაზე თამარ შარაშენიძე საუბრობს.
---
კერძო ბაღების ასოციაციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართა.
01.09.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 01.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
კერძო ბაღების ასოციაციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია - აქციის მონაწილეები მუშაობის განახლებას ითხოვენ. მათი განმარტებით, თუ საკოორდინაციო საბჭო ბაღების გახსნაზე უარს იტყვის, აქციებს პერმანენტული სახე მიეცემა. უტიტროდ:"მთელი ნახევარი წლის მანძილზე ჩვენ არ გვქონდა შემოსავლები და ვერ ვიხდიდით იჯარებს".
---
01.09.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 01.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რატომ არ იხსნება საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს. მინისტრის მოადგილის თქმით, ბაგა-ბაღების სკოლებთან ერთად გახსნა გარკვეულწილად სარისკოა. გაბუნიას თქმით, საჭიროა, რომ შემზღუდველი ღონისძიებები ეტაპობრივად მოიხსნას. „საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები მოვამზადეთ და გამოვეცით. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ ეპიდემიის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, არის ეტაპობრივი გახსნა და ეტაპობრივი მოშვება შემზღუდავი ღონისძიებების. სკოლის გახსნა არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა და ამდენად, 15 სექტემბერს, როდესაც ჩვენ სკოლის გახსნას ვგეგმავთ, გარკვეული გარდამავალი პერიოდი გვჭირდება, ვიდრე შემდეგ დამატებით ღონისძიებას გავხსნით. ამ შემთხვევაში, საბავშვო ბაღები დარჩა ის დიდი თავშეყრის ადგილი, რომელიც ჯერჯერობით არის შეზღუდვის რეჟიმში. სჯობს, რომ უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ისევ გამკაცრდეს ზომები, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რეგულაციების თავიდან შემოღების საჭიროება არ არის და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
Link: 01.09.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
საქწართველოში მოქმედ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს მათი თანამშრომლების მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ახალი წესით ანაზღაურება შეიძლება დაევალოთ. ამას შრომის კოდექსში დაგეგმილი ის ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პირველი მოსმენით საკანონმდებლო ორგანომ მხარი უკვე დაუჭირა. ზეგანაკვეთური სამუშაო საათების 25 %-იანი დანამატით ანაზღაურება ერთ-ერთი პრინციპული საკითხია, რომელსაც ბიზნესი არ ემხრობა.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 01.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
დაცვის სამსახურის შემდეგ დაინფიცირებულები არიან სუსში. კორონა ვირუსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. 38 კარანტინშია გადაყვანილი. უკვე ამკაცრებენ ზომებს საკანონმდებლო ორგანოს შიდა დეპუტატებსა და მედიას პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებენ. ოცნობია მოჰყვა თუ არა რეაქცია პარლამენტის თავმჯდომარის თვითიზოლაციაში ყოფნას.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 01.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
საქართველოში დღეს კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ახალი კერა ბათუმშია. დახურულია ცნობილი საკონდიტრო "დონა". კურიერის ინფორმაციით, იქ ინფიცირებულია 9 ადამიანი, რის გამოც 30 თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. ამის გარდა დღეს COVID-19 დაუდასტურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელსაც, შედეგად 38 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, სადაც კორონავირუსი 4 თანამშრომელს გამოუვლინდა, ადგილზე ათეულობით დასაქმებულის მონაცემების გადამოწმება მოხდა და არცერთს ვირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიაში გაიგზავნა პარტიის ხელმძღვანელების მონაცემებიც და პასუხები უარყოფითია. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის 1,510-ია, გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 83%-ია. ამ მონაცემების ფონზე, იქნება თუ არა საჭირო ზომების გამკაცრება და დამატებითი რეგულაციების ამოქმედება - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მერყევი სტატისტიკური მონაცემები საგანგაშო არ არის და ეპიდსიტუაცია ჯერ სტაბილურია.
02.09.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 02.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გუშინ განმარტა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გატანისას კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე დღის წესრიგიდან მოიხსნა, საშემოდგომო სესიაზე იქნება განხილული. ჯანდაცვის სამინისტრომ კანონპროექტის მესამედ საბოლოოდ მოსმენის კენჭისყრით დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ითხოვა კენჭისყრის გადადება.
---
02.09.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 02.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
მინისტრის მოადგილემ გუშინვე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა შეაფასა, რამდენიმე თვის შემდეგ, რომლის მხრიდანაც მისი ხელმძღვანელისთვის მიცემული დავალებით თანამდებობაზე დანიშვიდან ას დღეში კონკრეტული ხედვა და სტრატეგია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა, პანდემიის პირობებში გეგმა არ განხორციელდა. გაბუნია მიიჩნევს, რომ სამინისტროში ახალი სიპის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა იყო სწორი გადაწყვეტილება.
---
02.09.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 02.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
უმუშევრობა პანდემიის პირობებში ფაქტობრივად ყველა ქვეყნისთვის კიდევ უფრო მწვავე პრობლემა გახდა ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო. კონკრეტული რიცხვები საქართველოს რეალობაში დღეს ასეთია. ივლისში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 226 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2019 წელთან შედარებით 33 მილიონი ლარით ანუ 13%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. თავისმხრივ, საშემოსავლო გადასახადის 33 მილიონით შემცირება გაცემული ხელფასების 165 მილიონი ლარით შემცირებას ნიშნავს. საქართველოში დღე „სამუშაოს ბევრად მეტი ეძებს, ვიდრე ვაკანსიებია“ - ამ შეფასებას აკეთებს HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერი იმ მონაცემებზე დაყრდნობით რასაც ერთ ერთი უმსხვილესი დასაქმების პორტალი ყოველდღიურად ამუშავებს. სტუმარი: ინგა შახბაზიანი - HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი: "კორონამ იმოქმედა შრომის ბაზარზე. ივნისის თვიდან დაიწყო ვაკანსიების მატება, თუმცა, ეს მატება არ იყო იმხელა, რომ დავბრუნებულიყავით იმ პერიოდში,რაც გვქონდა თებერვლის თვემდე. კომპანიების ნაწლი ჯერ კიდევ არ გააქტიურებულა".
---
02.09.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 02.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ჭიათურაში, შუქრუთში მდებარე მაღაროში 46 წლის მაღაროელის გარდაცვალებას ეხმაურება და სახელმწიფოს უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. კოტე ერისთავის განცხადებით, ჭიათურასა და ტყიბულში ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა. მისივე თქმით, ინსპექციას შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლისა და მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს, რაც კიდევ უფრო დაუცველს ხდის დასაქმებულებს. კოტე ერისთავი: "მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექცია მანდატის გაზრდის თვალსაზრისით, ადამიანური და მატერიალური რესურსების კუთხით გაძლიერდეს, იმისთვის, რომ შეძლოს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების დაცვა. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია მძიმე ინდუსტრიებში - ტყიბულსა და ჭიათურაში. ამ ადგილებში არაერთი შემთხვევა ვიცით დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების, ამიტომ, შრომის ინსპექციის, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა".
---
02.09.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 02.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
ჯორჯიან მანგანეზის შემოწმებისკენ მოუწოდებს შრომის ინსპექციას არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. EMC-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულთა შრომითი უფლებები სისტემატურად ირღვევა. კოტე ერისთავის თქმით, დაბალი ანაზღაურების პარალელურად დაუცველია უსაფრთხოების წესები, რის გამოც იქ მომუშავეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა მუდმივად რისკის წინაშეა. ორგანიზაცია მაღაროებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას კომპანიასთან ერთად სახელმწიფოს აკისრებს. EMC-ის განცხადება 46 წლის მაღაროელის გარდაცვალებას მოჰყვა. მას რამდენიმე დღის წინ მაღაროში ტრაქტორმა გადაუარა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის გამოძიებას ორგანიზაცია პროკურატურას სთხოვს.
---
ინტერნეტი
ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება
01.09.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.09.2020 - პია.ჯი
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება. ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილია სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge, საიტზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ. „დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან, დეტალური ინფორმაციის მოძიების და შეკრების შემდეგ, ბავშვების მშობლებს პირველიდან 15 სექტემბრამდე თანხა გადაერიცხებათ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200 ლარიანი დახმარების მისაღებად 810 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.09.2020 - პია.ჯი
„ჯანდაცვის სამინისტრო პირველი სექტემბრიდან იწყებს ახალ პროგრამას ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლითაც მათ, ვისაც ესაჭიროება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, და სხივური თერაპია, აგრეთვე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, შესაძლებლობა ექნებათ ეს სერვისი სრულიად უფასოდ მიიღონ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანასების ორივე პაკეტს, 12 000-იან და 15 000-ლარიან შეღავათებს 8 000 ლარის ოდენობით დაფინანსება დაემატება. „ერთ შემთხვევაში დაფინასება 20 000, ხოლო მეორე შემთხვევაში 23 000 ლარამდე იზრდება. ეს პროგრამა ითვალისწინებს ქიმიო, სხივურ და ჰორმონალური თერაპიის, აგრეთვე 21 დასახელების მედიკამენტის სრულიად უფასოდ მიწოდებას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, დღეისთვის საქართველოში, ონკოლოგიის პროგრამით წლის განმავლობაში 38 000-მდე პაციენტი სარგებლობს.
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიპიენ.ჯი
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.09.2020 - კომერსანტ.ჯი
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 01.09.2020 - ინფო9
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 01.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 01.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
01.09.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.09.2020 - კომერსანტ.ჯი
კორონავირუსის პანდემიის გამო, ღამის კლუბების გახსნის თარიღი კვლავ გაურკვეველია. როგორც „კომერსანტს“ კლუბ" ხიდის" წარმომადგენელმა თამუნა აქსანდერმა განუცხადა „ხიდს“ მუშაობა ჯერ არ განუახლებია და შეზღუდული რაოდენობის გამო სასმელზე ფასიც გაძვირდება და ბილეთის ფასიც. „ხიდმა მუშაობა ვერ განაახლა, მხოლოდ ერთი ივენთი ეზოს ტერიტორიაზე, მთაწმინდაზე გვქონდა და ერთი „ცისკარის“ ტერიტორიაზე. "ხიდი" კვლავ დაკეტილია. მერიასთან ვართ მუდმივ კონტაქტზე, ჯერჯერობით მხოლოდ გარე ივენთებზე გვაქვს ნებართვა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროდან რეგულაციების მოლოდინში ვართ. ჯერჯერობით ვერ გვეუბნებიან როდის შევძლებთ გახსნას, ჩვენ ივენთზე იმდენი ადამიანი იყო, რეგულაციებით რამდენის დასწრების უფლებაც გვქონდა, სხვებთან არ ვიცი რა ხდება, ბათუმშიც დადის ხალხი და სავსეა კლუბები. რაოდენობა შეზღუდულია და ათას კაცს შეუძლია შემოსვლა, აქედან გამომდინარე ბილეთის ფასიც და სასმელიც გაძვირებულია“ — აღნიშნავს თამუნა აქსანდერი „კომერსანტი“ ღამის კლუბ „მტკვარზე-ს წარმომადგენელს ქეთა გაბუნიას დაუკავშირდა, თუმცა მან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არაფერი აქვთ მოფიქრებული. ჩვენც საკმაოდ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ და ვერანაირ განცხადებებს ვერ ვაკეთებთ.“ - აცხადებს ქეთა გაბუნია.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.09.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოში თეატრები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება. Covid-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, თეატრები გახსნისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ. რეგულაციები ამჟამინდელი სახით, მოითხოვს თეატრებში დეზობარიერს, სადეზინფექციო პროცედურებს, პირბადესა და თითო სკამის გამოტოვებით მაყურებლის განთავსებას — ეს ყველაფერი თეატრში სტუმრების შესაშვებად აუცილებელი წინაპირობაა. „სამეფო უბნის თეატრის“ ტექნიკური რეჟისორის მაია სახლთხუციშვილის განცხადებით, სივრცე გასახსნელად მზად არის და ყველა რეგულაცია თეატრს გათვალისწინებული აქვს. „ყველა რეგულაციის გათვალისწინებით, გახსნისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. მაყურებლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, დეზინფექცია, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და დარბაზში ერთი ადგილის გამოტოვებით მოვათავსებთ. ჩვენ ყველა რეგულაციას დავიცავთ და სავარაუდოდ 1 ოქტომბრიდან შევუდგებით საქმიანობას.“ - აღნიშნავს მაია სახლთხუციშვილი. განსხვავებული მოლოდინი აქვთ „ათონელის თეატრში“, სადაც თეატრის ადმინისტრატორი ნატო მჭედლიშვილი არსებული სიტუაციის გამო ბილეთის ღირებულების სავარაუდო ზრდაზე საუბრობს. „მზად ვართ გახსნისთვის, თუმცა თუ ერთი სკამის გამოტოვებით მოგვიწევს სტუმრების განთავსება, ასეთ შემთხვევაში, ბილეთის ფასი თავისთავად გაიზრდება. თუმცა, ამ რეგულაციაზე ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და შეიძლება შეიცვალოს. რაც შეეხება პირბადეებს, ჩვენთან ერთმოქმედებიანი სპექტაკლებია და მაქსიმუმ 1 საათი და 10 წუთი გრძელდება, გვაქვს ვენტილაცია და სპექტაკლის დროს ჩახუთულობა არ იქნება, - აცხადებს ნატო მჭედლიშვილი. როგორც „კომერსანტს“ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განუცხადა, სახელმწიფო თეატრებმა ბილეთის ფასი არ უნდა გაზარდონ. „ვფიქრობთ ძალიან ბევრი მაყურებელი გვეყოლება, რადგან სოციალურ ქსელში დაინტერესებულ პირებს აქტიურად ვეკონტაქტებით. ბევრი იწერება სპექტაკლების შესახებ და ერთი კვირის თავზე მათ ოქტომბერ-ნოემბრის რეპერტუარს მივაწოდებთ. რაც შეეხება რეგულაციებს, ეს მსოფლიოს მასშტაბით ასე ხდება. ჩემი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებში უკვე მონაწილეობენ წარმოდგენებში შესაბამისად, არც ჩვენ შეგვაფერხებს ეს სიტუაცია სპექტაკლების ჩასატარებლად. ერთი სკამის გამოტოვების შემთხვევაში მაყურებლის განთავსების გამო, ბილეთის ფასი არ უნდა გაიზარდოს, რადგან ამ რეგულაციებს მუდმივი სახე არ აქვს. ეს არის გარკვეული პერიოდი და რადგან ჩვენ ქართველ მაყურებელს ვემსახურებით, ბილეთის ფასი მათი ბიუჯეტიდან გამომდინარე უნდა იყოს და არა კორონა-რეგულაციიდან. მაყურებელი მონატრებულია თეატრს და ჯობია იგივე ფასში მივაწოდოთ პროდუქტი, განსაკუთრებით სახელმწიფო თეატრებმა, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. კერძო თეატრებმა უნდა გაზარდონ ფასი, რადგან ისინი მხოლოდ თავის შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი. რა თქმა უნდა, ჩვენც ვართ შემოსავალზე დამოკიდებული, მაგრამ საბაზისო ბიუჯეტს (ხელფასს, კომუნალურ ხარჯებს და. ა.შ) სახელმწიფო უზრუნველყოფს. შესაბამისად, ჩვენი თეატრი ბილეთის ფასს არ გაზრდის.“ - განმარტავს ირაკლი გოგია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში თეატრები გარკვეული შეზღუდვებით 1 ოქტომბრიდან გაიხსნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა შენობაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დაწესდა სპექტაკლის ხანგრძლივობის 3 საათიანი ზედა ზღვარი, ხოლო მაყურებლები დარბაზში თითო სკამის გამოტოვებით დასხდებიან. სავალდებულო იქნება სკრინინგის განხორციელება და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 5 კვადრატულ მეტრზე მოხდება 1 ადამიანის დაშვება და განისაზღვრება ღონისძიების ზედა ზღვარი, ეს არის 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ასევე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე.
---
01.09.2020
01.09.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 01.09.2020 - ინფო9
კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტი, რომელსაც აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა, შესაძლებელია დარჩეს თვითიზოლაციაში და კარანტინში მისი გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში და არა - კარანტინში. მინისტრის მოადგილის თქმით, არის ბევრი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირებული პირის კონტაქტი თვითიზოლაციაში გადადის. „არჩილ თალაკვაძის შემთხვევა უბრალოდ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, თუმცა არის ბევრი შემთხვევა, როდესაც კონტაქტი გადადის თვითიზოლაციაში. ჩვენ ვთავაზობთ კონტაქტებს გადავიდნენ საკარანტინე სივრცეში, თუ მათ არ აქვთ თვითიზოლაციის პირობები. ეს არის მექანიზმი. ნებისმიერ ჩვენგანს, რომელიც იქნება ხვალ კონტაქტი და დასჭირდება თვითიზოლაცია, თუ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა და ამას დაადასტურებს საგანგებო მართვის სამსახური, ეს ადამიანი, იქნება არჩილ თალაკვაძე, თამარ გაბუნია თუ სხვა, გადავა თვითიზოლაციაში და არა -კარანტინში”,- განცხადა თამარ გაბუნიამ. ამასთან, მისივე თქმით, მიზანშეწონილია, რომ მაღალი რისკის ქვეყნიდან ჩამოსული პირი კარანტინში გადავიდეს. „სამწუხაროდ, ჩვენ სავალალო გამოცდილება დაგვიგროვდა, როდესაც მოქალაქეები არღვევენ თვითიზოლაციის პირობებს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება, რომ თვითიზოლაციის პირობა ჰქონდეს მოქალაქეს. ეს დაზოგავდა სერიოზულ რესურსსაც და იქნებოდა ნაკლებად სტრესული, მაგრამ დღეს ამისი დაცვის გარანტიები არ არის”,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით გატანისას, კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე დღის წესრიგიდან მოიხსნა, საშემოდგომო სესიაზე იქნება განხილული. Bm.ge-ს შესაბამის კითხვას მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ როგორც კი შესაძლებლობა იქნება, პარლამენტთან ამ საკითხზე მუშაობა დაიწყება. „ჯანდაცვის კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი გეგმაა, რომ ეს ცვლილებები ბოლომდე მივიდეს. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, განვაახლებთ ამ საკითხზე მუშაობას პარლამენტთან. ვფიქრობთ, რომ საშემოდგომო სესიაზე ეს საკითხი მოესწრება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ინფორმაციისთვის: 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ კანონპროექტის მესამე, საბოლოო მოსმენით კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთი ადრე ითხოვა კენჭისყრის გადადება, არადა, არსებული ვერსია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც უკვე მისაღები იყო. ვიცით ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე ეკატერინე ტიკარაძეს ესაუბრა და, სავარაუდოდ, სწორედ მინისტრმა ითხოვა კანონპროექტის მიღების გადადება. ამაზე ტიკარაძის მიერ bm.ge-ისთან გაკეთებული კომენტარიც მიანიშნებს: “კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა პარლამენტში და სამინისტროს გააჩნდა თავისი მოსაზრება; კანონი გავა იმ ფორმატით, რაც ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისების უსაფრთხოებას ყველაზე მეტად დაიცავს“. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მხოლოდ მესამე, საბოლოო მოსმენა იყო დარჩენილი, ახლა მთავარი კითხვაა, საშემოდგომო სესიაზე კანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენიდან გაგრძელდება ანუ კლინიკებთან უკვე შეთანხმებული ვარიანტით თუ დოკუმენტს მეორე მოსმენაზე დააბრუნებენ. „პარლამენტს მსგავსი პრაქტიკა ძალიან ცოტა აქვს, თუმცა პროცედურულად, საშემოდგომო სესიაზე ინიციატორთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მისი კენჭისყრა გაიმართება ან მეორე მოსმენით განხილვაზე დაბრუნდება. აქ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საშემოდგომო სესია როდის გაიხსნება, ვინაიდან კანონით, არჩევნებამდე (31 ოქტომბრამდე) ერთი თვით ადრე, საკანონმდებლო საქმიანობა წყდება. როგორც წესი არჩევნებამდე ერთი თვის ადრე აღარ ტარდება სესიები, ვინაიდან 31 ოქტომბერს არის არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლომდე შეიძლება სხდომების ჩატარება. ეს პარლამენტზეა დამოკიდებული“, - განუმარტა bm.ge-ის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა. მისივე თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას პარლამენტში განხილვა და დადგენილების მიღება სჭირდება. „პროცედურულად, ამ კანონის მიღება შეიძლება საშემოდგომო სესიაზე, რომელსაც აუცილებლად გავხსნით და თეორიულად, კანონპროექტის მიღება შესაძლებელია, მაგრამ თუკი დადგა საჭიროება, რომ მესამე მოსმენამდე მისულ კანონპროექტში შევიდეს შინაარსობრივი ცვლილებები, მაშინ ჯერ საჭირო იქნება პარლამენტმა მესამედან მეორე მოსმენაზე დააბრუნოს კანონპროექტი, განიხილოს მეორე მოსმენით და ამას მოჰყვება მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება, თუმცა ალბათ მესამე მოსმენამდე მისულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ყველაფერი ინიციატორზე და პარლამენტზეა დამოკიდებული. უნდა მოხდეს შეთანხმება. თუკი ინიციატორი ითხოვს შინაარსობრივი ცვლილებების შეტანას, მაშინ პარლამენტმა ეს უნდა განიხილოს სესიაზე და უნდა მიიღოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი დაბრუნდება მეორე მოსმენაზე“, - განმარტა bm.ge-ისთან საუბარში კახიანმა. ცნობისთვის: 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა. სამინისტრო დათმობაზე წავიდა საჯარიმო სანქციების ნაწილშიც და რიგ პუნქტებში მოიხსნა ქვედა ზღვარი, რითაც სასამართლოს შეუძლია დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განსაზღვროს რა მოცულობის სანქციას დააკისრებს კლინიკებს. ასევე, 20-დან 5 დღემდე შემცირდა სალიცენზიო პირობების შესრულების გადამოწმებისთვის მარეგულირებლის მიერ კლინიკაში შესვლის დრო. საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ნაწილში კი, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაიზიარა ბიზნესის მოთხოვნა, და ეს დისკრეციული უფლება კვლავ მარეგულირებელს დარჩა, თუმცა როგორც ახლა, სააგენტომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიემ.ჯი
2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რეკორდული მოცულობის $2.3 მილიარდის ( 7 მილიარდი ლარის) საგარეო ვალდებულების აღებას გეგმავს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით და მიზნობრიობით დიხარჯება. 2020 წლის ბიუჯეტის 7 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან AIIB მისაღები სახსრები 300 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები თანხა 240 მილიონი ლარია. კონკრეტულად რაში დაიხარჯება დონორების ფული - ამ კითხვით Bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრის მოდგილეს მიმართა. "ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-19-ის პანდემიაზე გადაუდებელი პასუხისთვის მსოფლიო ბანკისგან და აზიის განვითარების საინვესტიციო ბანკისგან ერთდროულად მიიღო დახმარება. ჯანდაცვის ნაწილში თანხა ჯამურად 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მისი გამოყენება ხდება ტესტების შესყიდვისთვის, ასევე, დამატებით მოხდება გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის შესყიდვა რუხის და ბათუმის საავადმყოფოებისთვის, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რამდენიმე საავადმყოფოსთვის. დამატებით ინფექციური საავადმყოფოსთვის მოხდება ინვენტარის შესყიდვა და ეს ყველაფერი ამ პაკეტის ნაწილია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. bm.ge ჯანდაცვის სამინისტროდან დეტალურად გამოითხოვს, თუ რაში დაიხარჯება მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებული 71 მლნ დოლარი, ასევე, სხვა თანხები და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
01.09.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიემ.ჯი
კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაცია STOP COVID-ის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა. აპლიკაცია 16 აპრილიდან არის ხელმისაწვდომი. BMG დაინტერესდა, რამდენად გაამართლა აპლიკაციამ და სარგებლობს თუ არა მოსახლეობა STOP COVID-ით? "Stop Covid აპოლიკაციას ძალიან დიდი სარგებელი იმ შემთხვევაში ექნებოდა, ყველა ჩვენგანს რომ ჩამოეტვირთა; როცა ვსაუბრობთ შემთხვევების მატებაზე, ვკითხულობთ სად იყო ეს შემთხვევები და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ სწორედ ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რადგან ჩვენივე ინტერესებში შედის, რომ დროულად გავიგოთ, ვიყავით თუ არა კონტაქტში ინფიცირებულთან. მეორე მხრივ, ჩვენთვის შედარებით ადვილია მუშაობა იმ პირებთან, რომლებსაც დაუდასტურდებათ კოვიდი, რადგან ასეთი ადამიანი არ არის ბევრი. მათთან მიდის მუშაობა იმაზე, რომ თავიანთი სტატუსი შეიყვანონ სისტემაში. ეს მათი პირადი სურვილით უნდა მოხდეს, თუმცა მათაც უნდა გაითვალისწინონ, რომ სხვა ადამიანებს დაეხმარებიან იმის გარკვევაში, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულთან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისი ინფორმაციით, ამჟამად აპლიკაცია 400 ათასამდე ადამიანმა ჩამოტვირთა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აპლიკაცია ჩამოვტვირთოთ. დაახლოებით, 400 ათასმა ადამიანმა უკვე ჩამოტვირთა; ასევე, არის მცირე რაოდენობა პაციენტების, ვინც შეიყვანა მონაცემები, მაგრამ ეს მაჩვენებელი ცოტაა. დაახლოებით, მილიონ ადამიანს რომ ჰქონდეს ჩამოტვირთული, სურათი შეიცვლებოდა და 2-მდე თუ ავედით, საერთოდ ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 01.09.2020 - კვირა.ჯი
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8000 ლარით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო დაფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს, ამდენად, პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო, ჰორმონი და სხივური თერაპია, ასევე, სიმსივნის საწინააღდეგო მედიკამენტები იქნება სრულიად უფასო. „საბაზისო, მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ) და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეებს, ნაცვლად 12 000 ლარისა, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ 20 000 ლარის ღირებულების სერვისი. ასაკობრივი (0-5 წლის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები, სტუდენტები) პაკეტის მოსარგებლეებისთვის ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა გახდა 23 000 ლარი. ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას ემატება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სამი ჯგუფი: მონოკლონალურ ანტისხეულები, პროტეინ-კინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები. მედიკამენტების ნუსხა დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. ეს მედიკამენტები დღემდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო დაფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს, ამდენად, პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო, ჰორმონი და სხივური თერაპია, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები იქნება სრულიად უფასო“, – განაცხადა გაბუნიამ.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 01.09.2020 - კვირა.ჯი
“ტესტირების შედეგად გამოვლენილი ინფიცირებულების პროპორციული რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად არის საიმედო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, უნდა დავიცვათ წესები, ეს არის: დისტანცირება, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. „ბოლო პერიოდში ვხედავთ, ტენდენცია გარკვეულწილად მერყევია, 23 შემთხვევა, 15 შემთხვევა და ეს ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს არაფერს საგანგაშოს. თუ შევხედავთ საერთო სურათს, ვნახავთ, რომ ტესტირების შედეგად გამოვლენილი ინფიცირებულების პროპორციული რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია, ანუ თუ ჩვენ დღეში ვატარებთ ხუთი ათასამდე ტესტირებას და აქედან 25 დასტურდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად არის საიმედო. ბევრი ქვეყანა ამ მაჩვენებელს სამ პროცენტამდე განიხილავს, აშშ-ში ხუთი პროცენტია. შესაბამისად, დღეს ჩვენ განსაკუთრებულ შემზღუდველ ღონისძიებებზე არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უნდა დავიცვათ წესები. ეს არის სამი ძირითადი წესი: დისტანცირება, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ტარდება აქტიურად ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა კარანტინის ზომები, აქტიური ტესტირება, სასწრაფოდ იზოლირება იმ ადამიანის, რომელიც იყო კონტაქტი ან არის დაავადებული და შემდეგ მკურნალობა. დღეს საავადმყოფოებში, დაახლოებით, 200-მდე ადამიანი რჩება. კიდევ 200 საწოლი არის მობილიზებული იმ შემთხვევისთვის, თუ დაგვჭირდება და, რა თქმა უნდა, ეს მექანიზმი უკვე აწყობილია, კლინიკების მობილიზაციის გამოცდილება არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 01.09.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება დაგეგმილის მიხედვით გაიცემა. „რეგისტრაცია მიმდინარეობს და 200-ლარიანი დახმარებების გაცემა დღეიდან იგეგმება. ამ პროგრამაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს და ის წარიმართება ისე, როგორც დაგეგმილი იყო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება. ამასთან, საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ. 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge, რომელზეც რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
---
01.09.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ სამინისტროში ახალი სსიპ-ის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც გაბუნია ამბობს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ქვეყანაში ჯანდაცვის პრიორიტეტულობაზე მინიშნებს. „ახალი სსიპ-ის შექმნა მიანიშნებს ჩვენს წინსვლას საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნებისკენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიზანი. ჯანდაცვის პროგრამის უნიკალურობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის პროგრამების დაგეგმარებას, ასევე, მართვას სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, საჭიროდ ჩაითვალა ჯანდაცვის პროგრამების განმახორციელებელ ერთეულს ჰქონოდა მეტი ავტონომია და დაქვემდებარება სამინისტროს ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ეს სსიპ ცალკე ჩამოყალიბდა, რადგან ეს არის ჩანასახი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს გამართული მექანიზმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის აღსრულებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება ახალი სსიპ-ის თანამშრომლებს, თამარ გაბუნია ამბობს, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ამ კუთხით მომუშავე ადამიანები ახალ სსიპ-ში გადაინაცვლებენ, ხოლო დირექტორის და სხვა ხელმძღვანელი პირების შესარჩევად კონკურსები გამოცხადდება.
01.09.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 01.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 450-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, 400-ზე მეტ ბინას თბილისში, 30-მდე ბინას კი ქუთაისში შეისყიდის. სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 40 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. საკონკურსო წინადადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყო და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) უნდა წარადგინონ. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდებზე.
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიპიენ.ჯი
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.09.2020 - კომერსანტ.ჯი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 01.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.09.2020 - პია.ჯი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიემ.ჯი
01.09.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიპიენ.ჯი
საბავშვო ბაღები საქართველოში 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს. ბაღებისთვის შემუშავებული წესების ნაწილი კი ასე გამოიყურება: არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ; დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით; პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას; უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე; შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ; შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს; აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა; ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება; უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ; სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%- იანი ხსნარით.
01.09.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 01.09.2020 - ბიემ.ჯი
დასჭირდებათ თუ არა მშობლებს მათი შვილის სახელზე არსებული საბავშო ანაბრიდან თანხის გამოსატანად სასამართლოსთვის მიმართვა? - ამ საკითხის შესახებ დღეს განმარტება ბავშვის უფლებათა კოდექსის ავტორებმა გააკეთეს. დეპუტატები ერთხმად აცხადებენ, რომ მათ მიერ კანონში გაკეთებული ჩანაწერი, იმის თაობაზე, რომ მშობლებს ბავშვის საკუთრებაში არსებული 1000 ლარზე მეტი უძრავ/მოძრავი ქონების განსაკარგავად სასამართლოს ნებართვა დასჭირდებათ, საბანკო ანგარიშებზე არ ვცრელდება. კოდექსში არსებული ეს ჩანაწერი ძალაში დღეს შევიდა, რის გამოც ზოგიერთმა ბანკმა მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ 1 სექტემბრიდან მათი შვილის საკუთრებაში არსებული საბავშვო ანაბრის განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნებოდა შესაძლებელი. საბანკო სექტორის მიერ გაკეთებულ ინტერპეტაციას კი ეწინააღმდეგებიან თავად ამ კანონის ავტორები, რისთვისაც მათ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას წერილი გაუგზავნეს. დეპუტატების განმარტება საბავშვო ანაბრებთან დაკავშირებით: თქვენი 2020 წლის 27 აგვისტოს N2-14/2624 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების სოფო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურის და მამუკა მდინარაძის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი №07-3/282. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, რომლის თანახმად კოდექსის 186-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“. აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენდა ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლით განმტკიცებული უფლების პრაქტიკული რეალიზების მექანიზმის შემუშავება. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილება პირდაპირ მითითებას აკეთებს, რომ შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ბავშვის საკუთრებაში არსებული „მოძრავი“ და „უძრავი“ ნივთის განკარგვაზე. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად კი ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. აღსანიშნავია, რომ ანაბარი თავისი არსით არ წარმოადგენს ბავშვის საკუთრებაში არსებულ არც მოძრავ და არც უძრავ ნივთს, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის ამ ურთიერთობებზე გავრცელების საფუძველი და აღნიშნული არც კანონპროექტის ავტორთა მიზანს წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შესახებ პირდაპირი მითითება გაკეთდებოდა კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ანაბრის განკარგვასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების განხილვისას, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის და 874-ე მუხლის დებულებები. სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად: „მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“. სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიზანს არ წარმოადგენდა ანაბართან დაკავშირებული საკითხების ახლებური დარეგულირება და 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის განკარგვაში არ იყო მოაზრებული ბავშვის სახელზე არსებული ანაბარი.
01.09.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 01.09.2020 - პროგრესნიუს.ჯი
კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტი, რომელსაც აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა, შესაძლებელია დარჩეს თვითიზოლაციაში და კარანტინში მისი გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში და არა – კარანტინში. მინისტრის მოადგილის თქმით, არის ბევრი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირებული პირის კონტაქტი თვითიზოლაციაში გადადის. „არჩილ თალაკვაძის შემთხვევა უბრალოდ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, თუმცა არის ბევრი შემთხვევა, როდესაც კონტაქტი გადადის თვითიზოლაციაში. ჩვენ ვთავაზობთ კონტაქტებს გადავიდნენ საკარანტინე სივრცეში, თუ მათ არ აქვთ თვითიზოლაციის პირობები. ეს არის მექანიზმი. ნებისმიერ ჩვენგანს, რომელიც იქნება ხვალ კონტაქტი და დასჭირდება თვითიზოლაცია, თუ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა და ამას დაადასტურებს საგანგებო მართვის სამსახური, ეს ადამიანი, იქნება არჩილ თალაკვაძე, თამარ გაბუნია თუ სხვა, გადავა თვითიზოლაციაში და არა -კარანტინში”,- განცხადა თამარ გაბუნიამ. ამასთან, მისივე თქმით, მიზანშეწონილია, რომ მაღალი რისკის ქვეყნიდან ჩამოსული პირი კარანტინში გადავიდეს. „სამწუხაროდ, ჩვენ სავალალო გამოცდილება დაგვიგროვდა, როდესაც მოქალაქეები არღვევენ თვითიზოლაციის პირობებს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება, რომ თვითიზოლაციის პირობა ჰქონდეს მოქალაქეს. ეს დაზოგავდა სერიოზულ რესურსსაც და იქნებოდა ნაკლებად სტრესული, მაგრამ დღეს ამისი დაცვის გარანტიები არ არის”,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.
01.09.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.09.2020 - კომერსანტ.ჯი
2019 წელს მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და 39.8 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 41.6 პროცენტი იყო. ცენტრის მონაცემებით, 2019 წელს გეგმური საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობის 46 პროცენტი მოდის საკეისრო კვეთებზე, რომელიც დედის მოთხოვნით ტარდება. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკეისრო კვეთების კლების ტენდენცია გაკავშირებულია გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემცირებთან. „ქვეყანაში შემუშავებული რეგულაციების შედეგად, 2016 წლიდან აღინიშნება საკეისრო კვეთების კლების დინამიკა. შემცირების ტენდენცია განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს დაწყებულმა პერინატალური ჯანდაცვის რეგიონალიზაციის პროექტმა, რომლის ფარგლებშიც 2017 წლიდან ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებებთან სელექციური კონტრაქტირება. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, პერინატალური მოვლის სპეციალიზებულ (II დონის) და სუბსპეციალიზებულ (III დონის) სამედიცინო დაწესებულებებს საკეისრო კვეთის ჩატარებაზე დაწესებული აქვთ პროცენტული ზღვარი, რისი გადაჭარბების შემთხვევაში ექვემდებარებიან ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ რეგულირების წესებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში სახელწოდებით „ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში.“
01.09.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 01.09.2020 - ტაბულა.ჯი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი – ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, უკვე მიმდინარეობს PCR ტესტირება და სხვა სავარაუდო კონტაქტების კვლევა.
02.09.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 02.09.2020 - პია.ჯი
დღეიდან დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 26 აგვისტოს მიიღეს. სვანეთში საკარანტინო შეზღუდვები კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევის დადასტურების შემდეგ დაწესდა. საკარანტინო პერიოდში რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და კორონავირუსზე ფართო ტესტირება მიმდინარეობდა. დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ დროისთვის, რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.
01.09.2020
მედია საშუალებები: ეტალონი.ჯი
Link: 01.09.2020 - ეტალონი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რატომ არ იხსნება საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს. მინისტრის მოადგილის თქმით, ბაგა-ბაღების სკოლებთან ერთად გახსნა გარკვეულწილად სარისკოა. მისი თქმით, საბჭომ დაწესებულებების ეტაპობრივად გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. „საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები მოვამზადეთ და გამოვეცით. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ ეპიდემიის კონტროლი საშუალებას გვაძლევს, არის ეტაპობრივი გახსნა და ეტაპობრივი მოშვება შემზღუდავი ღონისძიებების. სკოლის გახსნა არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა და ამდენად, 15 სექტემბერს, როდესაც ჩვენ სკოლის გახსნას ვგეგმავთ, გარკვეული გარდამავალი პერიოდი გვჭირდება, ვიდრე შემდეგ დამატებით ღონისძიებას გავხსნით. ამ შემთხვევაში, საბავშვო ბაღები დარჩა ის დიდი თავშეყრის ადგილი, რომელიც ჯერჯერობით არის შეზღუდვის რეჟიმში. სჯობს, რომ უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ისევ გამკაცრდეს ზომები, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რეგულაციების თავიდან შემოღების საჭიროება არ არის და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. „ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს არაფერს საგანგაშოს. თუ ჩვენ შევხედავთ საერთო სურათს, ვნახავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ანუ ტესტირების შედეგად გამოვლენილი დაინფიცირებული ადამიანების პროპორციული რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუ ჩვენ დღეში ვატარებთ 5000-მდე ტესტირებას და აქედან 25 არის დადებითი, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიურად ქვეყანა არის საიმედო. სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლირებადი. სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ რომ განსაკუთრებულ შემზღუდველ ღონისძიებებზე ვისაუბროთ - არა, მაგრამ უნდა დავიცვათ ის წესები, რაზეც აქამდე შევთანხმდით”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
02.09.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 02.09.2020 - ბიემ.ჯი
დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მომზადებული შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა ბიზნესი ჯერ კიდევ ცდილობს, კანონმდებლები დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებში არგუმენტირებულად დაარწმუნოს. შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატის გარდა კიდევ ერთი პრინციპული საკითხი ბიზნესისთვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება რჩება. კანონპროექტის მიხედვით, თითოეულ ზეგანაკვეთურ საათზე კერძო თუ საჯარო სამსახურში დასაქმებულმა სტანდარტულ სამუშაო საათზე 25%-ით მეტი ანაზღაურება უნდა მიიღოს. კერძო სექტორი ამბობს, რომ ეს მათ ფინანსურ ხარჯს გაუზრდის, რაც ისევ და ისევ ნეგატიურად დასაქმებულებზე აისახება. „დღეს ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება ფიქსირებული საათობრივი განაკვეთის მინიმუმ გაზრდილი ოდენობით. რა იქნება მინიმუმ გაზრდილი ოდენობა ეს არის დამსაქმებლის და დასაქმებულის შეთანხმების საგანი. არსებული პროექტი გვეუბნება, რომ ეს მინიმუმი უნდა იყოს, ნორმირებული სამუშაო დროის სულ ცოტა 125%. კანონი არ გვიტოვებს შეთანხმების საშუალებას. ეს აისახება შრომით დანახარჯებზე, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება როგორც პროდუქტის, ასევე სერვისის ღირებულებაზე. ამას მოჰყვება შტატების ხელოვნურად დაყოფა, იმიტომ, რომ არ ვამუშავებ ერთ ადამიანს ზეგანაკვეთურად, რომ გაზრდილი ხარჯი არ გავწიო, ვამუშავებ მის ადგილას ორ ადამიანს. ეს ასე მოხდება, ესაა ეკონომიკური რაციონალურობა. ის დამსაქმებელი ცდილობს პროდუქტის ღირებულება შეამციროს ნებისმიერი საშუალებით; მათ შორის სამუშაო ძალის დანახარჯებით, რაც, ბუნებრივია, დააზარალებს ისევ დასაქმებულს, ვისაც უნდა იმუშაოს მეტი, შეთანხმებულ ხელფასზე ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ“, - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი. საქართველოს ბიზნეს ასოციაციას იმედი აქვს, რომ პარლამენტი კერძო სექტორის საფუძვლიან არგუმენტებს გაიზიარებს. კანონმდებლების დასარწმუნებლად დრო კერძო სექტორს არც თუ ისე ბევრი აქვს. დოკუმენტს კენჭს დეპუტატები მეორე მოსმენით უკვე მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათის პლენარულ სესიაზე უყრიან.
02.09.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 02.09.2020 - ბიემ.ჯი
"მოგეხსენებათ, ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბავშვების. დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200 ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამ განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ, 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განცხადებებიც ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება. „შესაბამის უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროში ევალებათ 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა იმისთვის, რომ სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა 1 დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
01.09.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 01.09.2020 - ონ.ჯი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შრომის ინსპექციისგან, უფლებამოსილების ფარგლებში, ჭიათურის მაღაროში არსებული შრომის უსაფრთხოების შემოწმებას ითხოვს. ისინი, ასევე, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დროულად გატარებას მოუწოდებენ. პროკურატურისგან კი მაღაროში მომხდარი საწარმოო შემთხვევის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. "ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ადამიანების შრომის პირობები წლების განმავლობაში მძიმე რჩება. დაბალი ანაზღაურების პარალელურად, დასაქმებულთა შრომითი უფლებები სისტემატიურად ირღვევა. შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, დასაქმებულები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ. ჭიათურასა და ზოგადად სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის კერებში არსებული უმძიმესი, სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი სამუშაო პირობების არსებობას ადასტურებს არაერთი კვლევა, მათ შორის Human Rights Watch-ის სიღრმისეული ანგარიში", — აცხადებენ EMC-ში. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ჯორჯიან მანგანეზს დღეს სახელმწიფო მმართველი განკარგავს, ჭიათურაში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობა მძიმე რჩება. მათივე თქმით, ჭიათურასა და მის მიმდებარე სოფლებში ხშირია სასმელი წყლის უკმარისობა, საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების დაკარგვა, ბუნებრივი და საცხოვრებელი გარემოს ხმაურით, მტვრითა და საწარმოო ნარჩენებით დაბინძურება. ეს და სხვა პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. ჭიათურის მაღაროში მუშა 24 აგვისტოს გარდაიცვალა. 46 წლის კობა ჩაფიძეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაქტორმა გადაურა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
02.09.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 02.09.2020 - ბიპიენ.ჯი
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. „საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები. „ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
02.09.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 02.09.2020 - ბიპიენ.ჯი
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბავშვების. დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამ განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ, 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განცხადებებიც ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება. „შესაბამის უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინსიტროში ევალებათ 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა იმისთვის, რომ სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა 1 დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
02.09.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 02.09.2020 - ბიპიენ.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. „ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 38 ინფიცირებულია, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის. მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.
02.09.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 02.09.2020 - ბიპიენ.ჯი
კინოთეატრები საქართველოში 15 სექტემბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამასთან, უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც კინოთეატრებში სავალდებულო იქნება. უწყების მიერ გამოქვეყნებული წესების ნაწილი კი ასე გამოიყურება: უზრუნველყავით დახურულ სივრცეებში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება; ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, ვიდეოსკრინინგის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე ვიზიტორთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს; ფილმის ბილეთების გაყიდვისთვის გამოიყენეთ ელექტრონული სისტემა. ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, შესთავაზეთ პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი; მოლარე, რომელიც ახდენს ბილეთების გაყიდვას, აღჭურვეთ ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსეთ ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები; კინოჩვენების განმახორციელებელმა ორგანიზაციამ/პირმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კინოჩვენების პროცესში; მაყურებელთათვის განკუთვნილი ადგილები გადაანაწილეთ იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო დისტანციის (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა) დაცვა. ამ მიზნით კინოჩვენების დარბაზში, მაყურებელი განათავსეთ 1 სავარძლის გამოტოვებით; მაყურებელთა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია; შესასვლელებთან, ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია; უზრუნველყავით მაყურებელთა დაშვება დახურულ სივრცეში, ისევე როგორც კინოჩვენების დარბაზში, მხოლოდ ნიღბით.
პრესა
გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, სასკოლო პროცესის გადადებაზე არანაირი საუბარი არ არის
02.09.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
Link: 02.09.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.
---
02.09.2020
მედია საშუალებები: რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
Link: 02.09.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.აღნიშნული რაოდენობა საქართველოში 16 აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, როცა 42 შემთხვევა იყო გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. „ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. დღეიდან, აჭარაში, ბულვარში განთავსებულ კარვებთან ერთად, კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. მოქალაქეებს ნიმუშის აღება - N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში 10:00 დან 17:00 საათამდე შეეძლებათ.
---
02.09.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 02.09.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
საქართველოში კორონა ვირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულტა რაოდენობა 1548 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1270. მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის სემდეგ საკოორდინაცი ოსაბჭოს წევრები განცხადებას გააკეთებენ. "მიუხედავად იმის რომ ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული არანაირი საუბარი სწავლსი გადადებაზე არ არის", ამის შესახებ პრემეირმა განაცხადა. მისი თქმით სკოლებში სწავლის პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს და ამისთვის სრულად უნდა იტვნენ მობილიზებული განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები. ბათუმში საკონდიტრო მაღაზია დონას 80-ზე მეტი თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ უკვე ჩაუტარდათ პისიარ ტესტირება და პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. გუშინ კოვიდ 19 საკონდიტრო კომპანია დონას კონსულტანტს დაუდასტურდა. ბათუმში დაგეგმილი რამდენიემ კულტურული ღონისძიება გართულებული ეპიდ ვიტარების გამო გაუქმდა.
---