მედია მონიტორინგი
31 აგვისტო
ტელევიზია
31.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 31.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.
31.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 31.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
მმართველი პარტიის თანამშრომლების კლასტერი გაიზარდა. სულ ინფიციებულია 5 ადამიანი, მათ შორის არიან დამლაგებელი და სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი. თვითიზოლაციაში რჩება არჩილ თალაკვაძე, რადგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს. "ჩვენ ახალი შემთხვევა დაგვიდასტურდა ორ ლოკაციაზე, ეს გახლავთ "ქართული ოცნების" სათაო ოფისში, სადაც სამეურნეო მუშაკს დაუფიქსირდა და, შემდგომ, მისი კონტაქტები აქტიურად იქნა გამოკვლეული. გუშინწინ და გუშინ ჩვენ გამოვიკვლიეთ, დაახლოებით 240-მდე კონტაქტირებული პირი და მათგან 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
31.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 31.08.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.
31.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 31.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
თბილისში კლინიკა სითი მედიქალში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერტი პაციენტის ოჯახის წევრბის მხრიდან ექიმების მიერ პაციენტზე ძალადობასან დაკავშირეით გამოთქმულ ბრალებას კავშირდება. კლინიკის დირექტორი ძალადობის ფაქტს უარყოფს. პაციენტის ოჯახის წევრები კი აცხდებენ, რომ 77 წლის ქალს სხეულზე დაზიანებებ აღენიშნებოდა, რაც მაი აზრით, მედპერსონალის მხრიდან ძალადობის შედეგი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია მზად არის ჩაერთოს საქმეში.
31.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 31.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ჭიათურაში მაღაროში დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხევა ოთხი დღის წინ შუქრუთის დასახლებაში, ვაკე ტყე ოთხის მაღაროზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესის დროს მუშას ტრაქტორმა გადაუარა. პროფკავშირების ინფორმაციით, გარდაიცვლილია 46 წლის მამაკაცი, კობა ჩაფიძე. მას საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
31.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 31.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა.შუქრუთის დასახლებაში, ვაკე 46 წლის მამაკაცს საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
31.08.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 31.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. მაღაროელს მუშაობის პროცესში ტრაქტორმა გადაურა. გასული 1 თვის განმავლობაში ეს მაღაროელის გარდაცვალების გარდაცვალების უკვე მესამე შემთხვევაა. ირაკლი მხეიძე:"ჩვენ ვიცით, რომ უსაფთხოების შესახებ კანონი განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი უბედური შემთხვევა გათვლილი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, კომპანიის ბრალეულობის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია". გიორგი კაპანაძე:"ჭიათურის მაღაროებს სამწუხაროდ აკონტროლებს ივანიშვილის კლანი. მაღაროების დირექტორები, მმართველეგი გადასულები არიან კორუფციაზე".
31.08.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 31.08.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
ჭიათურაში მაღაროში დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესის დროს მუშას ტრაქტორმა გადაუარა. პროფკავშირების ინფორმაციით, გარდაიცვლილია 46 წლის მამაკაცი, კობა ჩაფიძე. მას საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
31.08.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 31.08.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია. პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება.
31.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 31.08.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
პარტია ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის ორ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც პროტოკოლის დაცვით და ყველა წესის გათვალისწინებით მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პირები კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, პარტიის ოფისში მომუშავე ადამიანების რაოდენობა დროებით შეზღუდულია, მათივე თქმით, პარტიის წევრებს და ოფისის თანამშრომლებს ტესტი უკვე ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია. თვითიზოლაციაშია გადასული პარლამენტის თავმჯდომარე, ინფიცირებულია არჩილ თალაკვაძის დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი, თუმცა თალაკვაძეს ტესტის პასუხი უარყოფითია.
31.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 31.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
პარტია ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის ორ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც პროტოკოლის დაცვით და ყველა წესის გათვალისწინებით მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პირები კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, პარტიის ოფისში მომუშავე ადამიანების რაოდენობა დროებით შეზღუდულია, მათივე თქმით, პარტიის წევრებს და ოფისის თანამშრომლებს ტესტი უკვე ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია.
31.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 31.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
მმართველი პარტიის თანამშრომლების კლასტერი გაიზარდა. სულ ინფიციებულია 5 ადამიანი, მათ შორის არიან დამლაგებელი და სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი. თვითიზოლაციაში რჩება არჩილ თალაკვაძე, რადგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს.
31.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 31.08.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში საქართველოში, მათგან 11 იმპორტირებულია, შვიდი - ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია. ინფიცირებულთა შორისაა პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის თანამშრომელი, რის გამოც, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსის ფაქტი დაუფიქსირდა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის სამეურნეო მიმართულების თანამშრომელს.
31.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 31.08.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში საქართველოში, მათგან 11 იმპორტირებულია, შვიდი - ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია. ინფიცირებულთა შორისაა პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის თანამშრომელი, რის გამოც, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსის ფაქტი დაუფიქსირდა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის სამეურნეო მიმართულების თანამშრომელს. ამირან გამყრელიძე:"საყურადღებო გახლდათ დაცვის სპეციალურ სამსხურში აღმოჩენილი შემთხვევა, რომელიც დაგვიდასტურდა რუსთავის საავადმყოფოში".
31.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 31.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.
31.08.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 31.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
კორონავირუსით ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის სამი თანამშრომელი, მათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრია. არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად იზოლაციაშია, ოცნების ლიდერები კი ყოველ სამ დღეში პისიარ ტესტს ჩაიტარებენ. პარლამენტის თავმჯდომარესა და მის ოჯახს პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ, პასუხი უარყოფითია. დეზინფექცია არ ჩატარებულა პარლამენტში, თუმცა წესები ქართული ოცნების ოფისში დაიცვეს, სადაც ინფიცირებული დამლაგებლის გარდა, კორონავირუსი კიდევ ერთი თანამშრომელს აღმოაჩნდა. კოვიდდადებითია ოფისის დამლაგებლის კიდევ 4 კონტაქტიც.
31.08.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 31.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული ოცნების სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, ორი ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებიდან, მათ შორის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრია. კორონა ვირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევების მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს რომ ქვეყანაში ეპიდ ვითარება მართვადია.
31.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 31.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ისევ ორნიშნა რიცხვი და "კოვიდ 19"-ის სახიფათო ტენდენცია საქართველოში - ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ახალი პაციენტია. მათ შორის არიან "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებული პირების და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა კონტაქტები. თავად მმართველი პარტიის ოფისში დღეს კორონავირუსი სამეურნეო სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები პირდაპირ და ირიბ კონტაქტებს სწავლობენ. მათი ნაწილი თვითიზოლაციაშია გადასული, ნაწილი კი კარანტინის ზონებში გადაიყვანეს. აღებული ტესტების პასუხების უმეტესობა ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.
31.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 31.08.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ხვალიდან საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდება. კოდექსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საკანონმდებლოს ორგანოს წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცვლილებათა პაკეტის მიზანია ბავშვების დაცვა და მხარდაჭერა, რისთვისაც გადამზადნენ სოციალური მუშაკები და საჯარო მოხელეები.
31.08.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 31.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
კორონა ვირუსი დაუდასტურდა ქართული ოცნების კიდევ ერთ თანამშრომელს. კოვიდ 19 დაუდგინდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 5 პირსაც. მიუხედავად ამისა სახელისუფლებო პარტიის ცენტრალური ოფისი მუშაობას განაგრძობს. თვითიზოლაციაშია პარლამენტის თავჯდომარე. არჩილ თალაკვაძესთან ერთად იზოლირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც. მათ უკვე ჩაუტარდათ პისიარ ტესტირება და კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ. კორონა ვირუსი არჩილ თალკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა.
31.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 31.08.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
სცემეს თუ არა 77 წლის ქალბატონს კლინიკაში? პაციენტი ექიმებს ძალადობაში ადანაშაულებს. ექსპერტ-კრიმინალისტები კლინიკაში პაციენტს უკვე შეხვდნენ. თავად ადმინისტრაცია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ სიმართლეს ვიდეო მასალა დაამტკიცებს, რომელსაც გამოძიება უკვე სწავლობს. გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ახლა დაზარალებულები გამოძიების შედეგებს ელოდებიან და მოკვლევისთვის ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანას გეგმავენ.
31.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 31.08.2020 - I არხი - მოამბე 21:00
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სპეციალური ზომებია მიღებული. კოვიდ-19 ოფისის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც, საარჩევნო შტაბში მიმოსვლა შეზღუდულია. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის, ყოველ სამ დღეში ერთხელ ტესტირებას ჩაუტარებენ მმართველი პარტიის ლიდერებს და წევრებს, რომლებსაც ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ. იზოლაციაშია პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სავარაუდოდ, ის გახდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კიდევ ორი თანამშრომლის დაინფიცირების წყარო. დღევანდელი მონაცემი – 18 ახალი შემთხვევა, აგვისტოს განმავლობაში მესამე, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
31.08.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 20:00
Link: 31.08.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი შესაძლოა კოვიდ აფეთქების კერად იქცეს. მესამე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. მის გარემოცვას კი კორონა ვირუსიზე ტესტირება უტარდება. კოვიდ-10 თალაკვაძის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა. კოვიდ დადებითი აღმოჩნდა ოცნების ცენტრალური ოფისის დამლაგებელიც. ახლა მთავარი კითხვა არის განეკუთვნება თუ არა ეს ქალი და სუს-ის სამი თანამშრომელი, რომლებსაც კორონა ვირუსი გუშინ დაუდასტურდათ ერთ კლასტერს და გახდება თუ არა ქართული ოცნება ეპიდ-აფეთქების წყარო.
31.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 31.08.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა.შუქრუთის დასახლებაში, ვაკე 46 წლის მამაკაცს საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
31.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 31.08.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
ხვალიდან საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდება. კოდექსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საკანონმდებლოს ორგანოს წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცვლილებათა პაკეტის მიზანია ბავშვების დაცვა და მხარდაჭერა, რისთვისაც გადამზადნენ სოციალური მუშაკები და საჯარო მოხელეები.
31.08.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 31.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
პატრულ ინსპექტორი ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს ისეთი სისწრაფით დაეჯახა, რომ მოზარდი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა ლისის ტბასთან მოხდა, იქ , სადაც საღამოობით უამრავი ადამიანი მოძრაობს, დიდი სიჩქარით მოძრავი სამართალდამცველი ბავშვს სამსახურეობრივი ავტომობილით დაეჯახა. პატრულ-ინსპექტორი ირაკლი ცომაია შემთხვევიდან მალევე დააკავეს. 2270 ავტოსაგზაო შემთხვევიდან არაერთი ავტოავარიის მიზეზი, სწორედ სამართალდამცავების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება გახდა. ერთერთი ასეთი 26 ივლისს დუშეთის რაიონში მოხდა.
1 სექტემბერი
ტელევიზია
01.09.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 01.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
დღეიდან "ბავშვთა უფლებათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით, სოციალური მუშაკი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს და სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი. სოციალური სააგენტოების პარალელურად იმუშავებს, მულტიფუნქიური ჯგუფებიც. შინაგან საქმეთა სამინიტროს როლი კი უცვლელი რჩება. ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცველები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. პარლამენტმა ბავშთა უფლებათა კოდექსი გასულ წელს დაამტკიცა. რატი იონათამიშვილი: "ბავშვთა უფლებათა კოდექსი" ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა. ეს ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც. ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ბავშვთა საუკეთესო უფლებები იყოს დაცული და მათ ჰქონდეთ მეტი გარანტიები იმისათვის, რომ დასძლიონ სიღარიბე".
01.09.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დღეიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება. ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ რიცხვში და მომავალშიც იგივე რიცხვებში გააგრძელებენ პენსიის მიღებას. რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს მოემსახურება "ლიბერთი ექსპრესის" მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში. ვასილ ხოდელი: "14 რიცხვის ნაცვლად, უკვე პირველივე რიცხვიდან შემდგომ ორ კვირაზე განაწილებით მოხდება საპენსიო გასაცემლების განაწილება. არსებული ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას". "აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
01.09.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ბავშვთა უფლებების კოდექსი დღეიდან ამოქმედდა. ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს შესაბამის დახმარებას სპეციალურად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულებში გაუწევენ. ძალადობისგან დაცვა, ინკლუზიური განათლება, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. დღეიდან ნებისმიერ მოზარდს შეუძლია თავისი უფლებების დასაცავად, შესაბამის ორგანოს მიმართოს. კოდექსი იცავს ბავშვის ღირსებასა და პირად სივრცეს. ახალმა კოდექსმა ბავშვები საფრთხის შემცველი ინფორმაციისგანაც უნდა დაიცვას. ცალკე თავი ეთმობა მშობლების ზრუნვის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, რომელთა დაცვა და მხარდაჭერა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ბავშვთა უფლებების კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობით მომზადდა.
01.09.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 10:00
Link: 01.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 10:00
კერძო საბავშვო ბარების წარმომადგენლები დღეს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სააღმზრდელო პროცესის გახანგრძლივებაა. ბაღების წარმომადგენლები პანდემიის პირობებში მათი საქმიანობისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. თამარ ბაქრაძე: "დღეს, 12 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით კერძო ბაღების წარმომადგენლები. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა შენობებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ბაღი ვერ გაიხსნება, რადგანაც ისინი შენობას კარგავენ. ჩვენი მოთხოვნაა, სწავლების დაწყების თარიღი სექტემბრის დასაწყისისთვის გადმოიწიოს".
01.09.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
Link: 01.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
მარინა ეზუგბაია: "ეპიდსამსახურის მუშაობა მყისიერი, თანაზომადი და ეფექტურია. აქედან გამომდინარე, დიდად საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ. იმისთვის, რომ ასეთი ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, რეგულაციები შევასრულოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, დამზოგავი და დამცველი არის დისტანცირება და პირბადეების ტარება".
01.09.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 01.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება იზრდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები ძალაში დღეიდან შედის და წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8 ათასი ლარით მოიმატებს. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს 12 ათასი ლარის ნაცვლად, შესაძლებლობა ექნებათ 20 ათასი ლარის ღირებულების სერვისის მიღება. ასაკობრივი პაკეტით მოსარგებლეებისთვის კი პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 ათასი ლარით განისაზღვრა. პროგრამით ასევე ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპიისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
01.09.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 01.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში. საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1510-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 3 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა ახლა 1243-ია. რა ხდება საკარანტინე სივრცეებში და რამდენად საგანგაშოა ინფიცირების მაჩვენებელი, შემთხვევა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დაცვას უკავშირდება? არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. რატომ მოქმედებს შერჩევითი კარანტინი ქვეყანაში მაშინ, როცა მოქალაქეების დიდ ნაწილს თვითიზოლაციაში წასვლის უფლებას არ აძლევენ? თამარ გაბუნია: "ნებისმიერ ჩვენგანს, რომელსაც ექნება ხვალ კონტაქტი და დასჭირდება თვითიზოლაცია, თუ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა და ამას დაადასტურებს საგანგებო მართვის სამსახური, იქნება ეს არჩილ თალაკვაძე თუ თამარ გაბუნია, თუ ვინმე სხვა, გადავა თვითიზოლაციაში და არა კარანტინში". 2. კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში ერთ-ერთი საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს. 35 წლამდე ასაკის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისათვის ტესტირება უტარდებათ მაღაზიის თანამშრომლებს. ბათუმში ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონდიტრო მაღაზიაა, რომელსაც ასობით მომხმარებელი ჰყავს.
01.09.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დღეიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება. ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ რიცხვში და მომავალშიც იგივე რიცხვებში გააგრძელებენ პენსიის მიღებას. რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს მოემსახურება "ლიბერთი ექსპრესის" მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში. ვასილ ხოდელი: "14 რიცხვის ნაცვლად, უკვე პირველივე რიცხვიდან შემდგომ ორ კვირაზე განაწილებით მოხდება საპენსიო გასაცემლების განაწილება. არსებული ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას". "აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
01.09.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 01.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
1-ელ სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პაციენტებს, რომელთაც სჭირდებათ ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, შესაძლებლობა ექნებათ, ეს სერვისი მიიღონ სრულიად უფასოდ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და წლიური ლიმიტი იზრდება.
01.09.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 01.09.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და წლიური ლიმიტი იზრდება.
31 აგვისტო
ინტერნეტ სააგენტო
31.08.2020
მედია საშუალებები: აიბიზნეს.ჯი
Link: 31.08.2020 - აიბიზნეს.ჯი
დღეს დამტკიცდება პროტოკოლი, რომელშიც გაწერილია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის . როგორც ჯანდაცვის სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გაწერილი. whatsapp sharing button ზოგადი რეკომენდაციები: შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა; არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა.
31.08.2020
მედია საშუალებები: აიბიზნეს.ჯი
Link: 31.08.2020 - აიბიზნეს.ჯი
გაზიარება დღეს დამტკიცდება პროტოკოლი, რომელშიც გაწერილია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის . როგორც ჯანდაცვის სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გაწერილი. არაერთ წვრილმან დეტალთან ერთად, ახალი პროტოკოლის მიხედვით, ბავშვებს ბაღებში, სათამაშოების სახლიდან მიტანა აღარ შეეძლებათ.
31.08.2020
მედია საშუალებები: აიბიზნეს.ჯი
Link: 31.08.2020 - აიბიზნეს.ჯი
დღეს დამტკიცდება პროტოკოლი, რომელშიც გაწერილია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის . როგორც ჯანდაცვის სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გაწერილი.
31.08.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 31.08.2020 - ინფო9
აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ სპინალურ კუნთოვანი ატროფიით (სკა) დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) დაამტკიცა. მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტულ კომპანია Roche-ს მიერ არის წარმოებული, რომელიც საქართველოში ძალიან მალე დარეგისტრირდება. მსოფლიო ბაზარზე Evrysdi -ის (რისდიპლამი) გამოჩენამ საქართველოში სკა-ს პაციენტებს და მათ მშობლებს იმედი გაუჩინა. თუმცა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მათთვის "რისდიპლამის" შეძენა ხელმიუწვდომელია, რადგან ბაზარზე მედიკამენტი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება.
31.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 31.08.2020 - კომერსანტ.ჯი
პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია. პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ. პროტოკოლში გაწერილ რეკომენდაციებზე „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დეტალურად ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება.
31.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 31.08.2020 - კომერსანტ.ჯი
თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად? - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, PSP-ს მფლობელმა, პარტია პროგრესი და თავისუფლება დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. „დღეს ფარმაცევტულ სექტორში ხუთი დიდი კომპანიაა და ჩვენ ერთ-ერთი ვართ. თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად? საქართველოში წამლები ძალიან ძვირია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რადგან მათი წარმოება მაღალტექნოლოგიური, ძვირად ღირებული პროცესია.
31.08.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 31.08.2020 - ბიპიენ.ჯი
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა ბოლო 30 წელიწადში: სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავსახოთ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების განვითარება“, - ამის შესახებ PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუსას განაცხადა. „ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტები იმ სადაზღვევო სისტემისთვის, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. ყველამ იცის, რომ თურქეთში დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტი ორჯერ იაფია, ვიდრე საქართველოში. ეს იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში ევროპაში წარმოებული მედიკამენტები შემოდის. მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება და მყისვე გაბათილდება ის ტყუილი, თითქოს ადგილობრივი კომპანიები მედიკამენტებს კოლოსალურ მოგებას არიცხავენ.
31.08.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 31.08.2020 - ბიპიენ.ჯი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა 68 პარტიამ თუ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და აქედან რეგისტრაციაზე უარი მხოლოდ ცხრას ეთქვა. პარტიების სიმრავლე საარჩევნო მარათონში არც აქამდე გვიკვირდა და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა პარლამენტში ერთხელაც არ მოხვედრილა, ტრადიციულად, წინასაარჩევნოდ კვლავ გვახსენებენ თავს. თუმცა ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია და პარლამენტში მოხვედრის პრეტენდენტთა სიმრავლეც სახეზეა მმართველიგუნდის დაშლისა და ახალი პარტიების შექმნის ფონზე.
31.08.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 31.08.2020 - ბიპიენ.ჯი
პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია. პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ. პროტოკოლში გაწერილ რეკომენდაციებზე „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დეტალურად ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება. დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.
31.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 31.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2 სექტემბერს, სავარაუდოდ, მესტიისა და ლენჯერის თემი გაიხსნება. როგორც მან აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში იყო 67 ახალი შემთხვევა და 90 ადამიანი გამოჯანმრთელდა. „დღევანდელი 18 ახალი შემთხვევიდან 7 არის ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირი და 11 არის იმპორტირებული. უფრო და უფრო გაფართოებულია ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი. მთლიანად ქვეყანაში ტესტირებულია 376 ათასამდე ადამიანი და დღეში ჩვენ 4800-მდე PCR ტესტირებას ვაკეთებთ. ქვეყანაში ინფექციის თვალსაზრისით, რამდენიმე საყურადღებო წერტილი კვლავ რჩება.
31.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 31.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია, ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი. „ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენელს, საიდაცანც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
31.08.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 31.08.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 7 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო 11 — შემოტანილი შემთხვევა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 487-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 240 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 524 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 221 პაციენტია.
31.08.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 31.08.2020 - ინფო9
მმართველი პარტიის თანამშრომლების კლასტერი გაიზარდა. მას შემდეგ, რაც 30 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა "ქართული ოცნების" ოფისის საწყობის თანამშრომელ ქალს, ვირუსი აღმოაჩნდა მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს, რომელთაგან 2 "ქართული ოცნების" ოფისის თანამშრომელია. მათ შორის არიან დამლაგებელი და სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი. მიმდინარეობს პარტიის წევრების შემოწმება. PCR ტესტირება ჩაუტარდათ ლიდერებს. ამ დროისთვის, ყველა პასუხი უარყოფითია. თვითიზოლაციაში რჩება არჩილ თალაკვაძე, რადგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს. გუშინვე დაუდასტურდა ვირუსი სახელმწიფო დაცვის სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელმაც სიმპტომებით რუსთავის ცხელების ცენტრს მიმართა. დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით სახელმწიფო დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელია ინფიცირებული.
31.08.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 31.08.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ახალ ინფიცირებულ პირებზე განმარტებას აკეთებს. „ჩვენ ახალი შემთხვევა დაგვიდასტურდაორ ლოკაციაზე, ეს გახლავთ “ქართული ოცნების” სათაო ოფისში, სადაც სამეურნეო მუშაკს დაუფიქსირდა და შემდგომ, მისი კონტაქტები აქტიურად იქნა გამოკვლეული. გუშინწინ და გუშინ ჩვენ გამოვიკვლიეთ, დაახლოებით 240-მდე კონტაქტირებულიპირი და მათგან 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მეორეს მხრივ, საყურადღებოა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აღმოჩენილი ერთი შემთხვევა, რომელიც დაგვიდასტურდა რუსთავის საავადმყოფოში. ცხელებით შესული პიროვნება, რომელიც მუშაობდა დაცვის სპეციალურ სამსახურში და მასთან დაკავშირებული 2 კონტაქტში იქნა დადასტურებული შემთხვევა, ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრი და, ამიტომ, ბატონი არჩილი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში გადავიდა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
31.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 31.08.2020 - პია.ჯი
პარტია „ქართული ოცნების“ ინფიცირებული თანამშრომლის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს. მათივე ცნობით, კორონავირუსზე კვლევა ინფიცირებული თანამშრომლის 240 კონტაქტს ჩაუტარდა. ცენტრის განცხადებით, კორონავირუსი სახელმწიფო დაცვის კიდევ 1 თანამშრომელსაც დაუდასტურდა.ამ დროისთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურში კორონავირუსით ორი პირია ინფიცირებული. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მისი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 1 487-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 1 240 და გარდაცვლილია 19 პაციენტი.
31.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 31.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კოვიდ-19-ის ინფექციის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინი, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი შეიმუშავა.
31.08.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 31.08.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი ქართული ოცნების სათაო ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტს დაუდასტურდა. "ახალი შემთხვევა დაგვიდასტურდა 2 ლოკაციაზე. ეს არის ქართული ოცნების სათაო ოფისში, სადაც სამეურნეო მუშაკს დაუფიქსირდა და შემდეგ მისი კონტაქტები აქტიურად იქნა გამოკვლეული.
31.08.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 31.08.2020 - ტაბულა.ჯი
კორონავირუსი ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულია 2 თანამშრომელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 31 აგვისტოს თქვა, კორონავირუსით ჯამში "ოცნების" სათაო ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტია ინფიცირებული. ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს კორონავირუსი 30 აგვისტოს დაუდასტურდა. COVID-19 დაუდასტურდა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრსაც. არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი PCR ტესტირების პასუხი უარყოფითია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 487 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 240 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.
31.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 31.08.2020 - პია.ჯი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კოვიდ-19-ის ინფექციის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინი, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საერთაშორისო პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში 140 სპეციალისტი მომზადდა, რომლებმაც ინფექციის გავრცელების პრევენციისა და მედპერსონალის პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ სპეციალური კურსი გაიარეს.
31.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 31.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
2016 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, ევექსი ჰოსპიტლებისა და ევექსი კლინიკების ბაზაზე სარეზიდენტო პროგრამები დაარსა, ჯგუფი ამ დროისთვის 29 სარეზიდენტო პროგრამას მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიდან აცნობეს, 315 მომავალი ექიმიდან 175 - ისინი ვინც მაღალი აკადემიური მოსწრებით და სწავლის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდნენ, ქსელის მასშტაბით უმცროს ექიმებად და ექიმებად დასაქმდნენ. მათივე ცნობით, წარჩინებული რეზიდენტებისთვის სწავლის საფასურს კომპანია სრულად აფინანსებს და 2020 წლის მონაცემებით, 84 რეზიდენტმა დაასრულა სწავლა და ისინი სრულუფლებიან ექიმებად გააგრძელებენ საქმიანობას.
31.08.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 31.08.2020 - პროგრესნიუს.ჯი
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა ბოლო 30 წელიწადში: სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავსახოთ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების განვითარება“, – ამის შესახებ PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუსას განაცხადა. „ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტები იმ სადაზღვევო სისტემისთვის, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. ყველამ იცის, რომ თურქეთში დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტი ორჯერ იაფია, ვიდრე საქართველოში. ეს იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში ევროპაში წარმოებული მედიკამენტები შემოდის. მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება და მყისვე გაბათილდება ის ტყუილი, თითქოს ადგილობრივი კომპანიები მედიკამენტებს კოლოსალურ მოგებას არიცხავენ. ევროპის ქვეყნების მსგავსად, თურქეთთან არა გვაქვს მედიკამენტების რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი.
31.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 31.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არ არსებობს არავითარი საშიშროება, რომ ქვეყანა ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეს. მისივე თქმით, მოსახლეობა მოდუნდა და ინფექციისგან დაცვის ელემენტარულ სტანდარტებს სათანადოდ არ ასრულებს. „მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ შედარებით უკეთესი მაჩვენებელი რადგან გვაქვს, „კოვიდი“ დავამარცხეთ. არ დაგვიმარცხებია და ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, იქნება საშიშროება, რომ ინფექცია ქვეყანაში გავრცელდეს. ეს ელემენტარული რეგულაციაა, პირველ რიგში, პირბადის ხმარება. ამ რვა თვის განმავლობაში, რაც კოვიდინფექცია არსებობს, არის უამრავი მტკიცებულება, რომ ყველაზე კარგი პრევენციის საშუალება არის პირბადის ტარება როგორც სიმპტომიანი, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრიდან. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, თუ რა პროცენტით იცავს , როდესაც პირბადე ორივე ადამიანს უკეთია. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა, დახურულ სივრცეში ყველამ ვატაროთ პირბადე. ადამიანები უკვე მოეშვნენ და მაღაზიებშიც აღარ ატარებენ პირბადეს, აღარ ატარებენ სხვა საჯარო სივრცეებში.
31.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 31.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "COVID-19 "ოცნების" სათაო ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტს დაუდასტურდა: "ახალი შემთხვევა დაგვიდასტურდა 2 ლოკაციაზე. ეს არის ქართული ოცნების სათაო ოფისში, სადაც სამეურნეო მუშაკს დაუფიქსირდა და შემდეგ მისი კონტაქტები აქტიურად იქნა გამოკვლეული. გუშინწინ და გუშინ ჩვენ, დაახლოებით, 240-მდე კონტაქტირებული პირი გამოვიკვლიეთ. გვაქვს კიდევ 5 დადასტურებული შემთხვევა კონტაქტირებულ ადამიანებში. ასევე, მეორეს მხრივ საყურადღებო გახლდათ დაცვის სამსახურში აღმოჩენილი 1 შემთხვევა, რომელიც დაგვიდასტურდა რუსთავის საავადმყოფოში, ცხელებით შესული პიროვნება, რომელიც მუშაობდა დაცვის სპეციალურ სამსახურში და მასთან დაკავშირებულ ორ კონტაქტში იქნა დადასტურებული შემთხვევა. ერთ-ერთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია". – თქვა ამირან გამყრელიძემ.
31.08.2020
მედია საშუალებები: რეგინფო.ჯი
Link: 31.08.2020 - რეგინფო.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ პირთან კონტაქტში მყოფი 240-მდე ადამიანი გამოიკვლიეს. გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი აქვთ დადასტურებული დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს. „რუსთავის საავადმყოფოში ცხელებით იყო შესული პიროვნება, რომელიც მუშაობდა დაცვის სპეციალურ სამსახურში და შემდგომ, მასთან დაკავშირებულ 2 კონტაქტში იქნა დადასტურებული ვირუსი. ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრი და ამიტომ არჩილ თალაკვაძე თავისი ოჯახით თვითიზოლაციაში გადავიდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
31.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 31.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
2016 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, ევექსი ჰოსპიტლებისა და ევექსი კლინიკების ბაზაზე სარეზიდენტო პროგრამები დაარსა, ჯგუფი ამ დროისთვის 29 სარეზიდენტო პროგრამას მართავს. 315 მომავალი ექიმიდან 175-ი, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით და სწავლის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდნენ ქსელის მასშტაბით უმცროს ექიმებად და ექიმებად დასაქმდნენ. წარჩინებული რეზიდენტებისთვის სწავლის საფასურს კომპანია სრულად აფინანსებს. 2020 წლის მონაცემებით 84 რეზიდენტმა სწავლა დაასრულა და ისისნი სრულუფლებიან ექიმებად გააგრძელებენ საქმიანობას.
31.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 31.08.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ არ მოხდა იმ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც ხშირად ჟღერდება, მაშინ იქნება საშიშროება იმის, რომ ქვეყანაში ინფექცია გავრცელდეს. ამასთან, მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის კონტროლირებადი, მართული, არავითარი საშიშროება იმის, რომ ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, არ არსებობს. „მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ მოსახლეობას, ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან ჩვენ შედარებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, დავამარცხეთ თითქოს კოვიდი. არ დაგვიმარცხებია.
31.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 31.08.2020 - პია.ჯი
2016 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, ევექსი ჰოსპიტლებისა და ევექსი კლინიკების ბაზაზე სარეზიდენტო პროგრამები დაარსა, ჯგუფი ამ დროისთვის 29 სარეზიდენტო პროგრამას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს. მათი ცნობით, 315 მომავალი ექიმიდან 175, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით და სწავლის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდნენ, ქსელის მასშტაბით უმცროს ექიმებად და ექიმებად დასაქმდნენ. წარჩინებული რეზიდენტებისთვის სწავლის საფასურს კომპანია სრულად აფინანსებს. 2020 წლის მონაცემებით 84 რეზიდენტმა სწავლა დაასრულა და ისისნი სრულუფლებიან ექიმებად გააგრძელებენ საქმიანობას.
31.08.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 31.08.2020 - პუბლიკა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია, ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი. „ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს, საიდანაც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია.
31.08.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 31.08.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
2016 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, ევექსი ჰოსპიტლებისა და ევექსი კლინიკების ბაზაზე სარეზიდენტო პროგრამები დაარსა, ჯგუფი ამ დროისთვის 29 სარეზიდენტო პროგრამას მართავს. 315 მომავალი ექიმიდან 175-ი, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით და სწავლის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდნენ ქსელის მასშტაბით უმცროს ექიმებად და ექიმებად დასაქმდნენ. წარჩინებული რეზიდენტებისთვის სწავლის საფასურს კომპანია სრულად აფინანსებს. 2020 წლის მონაცემებით 84 რეზიდენტმა სწავლა დაასრულა და ისისნი სრულუფლებიან ექიმებად გააგრძელებენ საქმიანობას.
31.08.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 31.08.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
პირბადე და დისტანცია არის მთავარი იარაღი კოვიდთან ბრძოლაში, ვიდრე იქნება ვაქცინა და მედიკამენტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა მოდუნდა და ინფექციისგან დაცვის ელემენტარულ სტანდარტებს სათანადოდ არ ასრულებს.
31.08.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 31.08.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული ოცნების ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის სათაო ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირის 240-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს.
31.08.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 31.08.2020 - ონ.ჯი
2016 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, ევექსი ჰოსპიტლებისა და ევექსი კლინიკების ბაზაზე სარეზიდენტო პროგრამები დაარსა, ჯგუფი ამ დროისთვის 29 სარეზიდენტო პროგრამას მართავს. 315 მომავალი ექიმიდან 175, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით და სწავლის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდნენ ქსელის მასშტაბით უმცროს ექიმებად და ექიმებად დასაქმდნენ. წარჩინებული რეზიდენტებისთვის სწავლის საფასურს კომპანია სრულად აფინანსებს. 2020 წლის მონაცემებით 84 რეზიდენტმა სწავლა დაასრულა და ისისნი სრულუფლებიან ექიმებად გააგრძელებენ საქმიანობას.
31.08.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 31.08.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ქართული ოცნების ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს. სულ კორონავირუსი ოფისის ორ თანამშრომელს აღმოაჩნდა. გუშინ, 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის სათაო ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული ოცნების ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
31.08.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 31.08.2020 - ონ.ჯი
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 46 წლის მემანქანის, კობა ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. ვაშაძე ჭიათურის მაღაროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს და ხელისუფლებას "ჯორჯიან მანგანეზთან" გარიგებაში ადანაშაულებს.
31.08.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 31.08.2020 - ფრანთნიუს.ჯი
თბილისი: კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ ისაუბრეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის" მნიშვნელობაზე და გაწეული საქმიანობა შეაფასეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, მესამე სექტორის და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც კოდექსის განხილვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული.
31.08.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 31.08.2020 - პუბლიკა.ჯი
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს და ჭიათურაში, ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. „შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა. შემთხვევა 24 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის „შუქრუთი +“-ის ობიექტზე მოხდა. დაშავებული საჩხერის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მედიკოსების განმარტებით, ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 26 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – წერია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.
31.08.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 31.08.2020 - პროგრესნიუს.ჯი
„ქართული ოცნების” სათაო ოფისში ამ დრომდე კორონავირუსი ოფისის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტესტირება სულ 200-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა, მათი ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კი წესების დაცვით აგრძელებს მუშაობას. “ქართული ოცნების” ოფისში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს დაფიქსირდა. როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, ოფისში გუშინვე ჩატარდა ყველა ის ღონისძიება, რაც ეპიდემიოლოგიური პროტოკოლებით არის განსაზღვრული, ჩატარდა დეზინფექცია, ახლო კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გადავიდნენ, ოფისის დანარჩენ თანამშრომლებს კი ტესტირებები ჩაუტარდათ.
31.08.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 31.08.2020 - აიპრეს.ჯი
დღეს დამტკიცდება პროტოკოლი, რომელშიც გაწერილია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის . როგორც ჯანდაცვის სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გაწერილი.
31.08.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 31.08.2020 - ფორ.ჯი
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი საშიშროება, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
31.08.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 31.08.2020 - ფორ.ჯი
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ხვალ ბიუროზე დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსიებისა და სოციალური დახმარებების უკან დაბრუნების ვალდებულებებისაგან ბენეფიციართა გათავისუფლებას, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
1 სექტემბრტი
ინტერნეტ სააგენტო
01.09.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 01.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
1-ელი სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.
01.09.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.09.2020 - პია.ჯი
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება. ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილია სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge, საიტზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ. „დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან, დეტალური ინფორმაციის მოძიების და შეკრების შემდეგ, ბავშვების მშობლებს პირველიდან 15 სექტემბრამდე თანხა გადაერიცხებათ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200 ლარიანი დახმარების მისაღებად 810 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული.
01.09.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 01.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ამ დროისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით შესაბამის პორტალზე 852 915 ბავშვია რეგისტრირებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 1-ელი სექტემბრის 10:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე 508 037 მშობელი და 852 915 ბავშვია რეგისტრირებული. ცნობისთვის, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებებზე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება.
01.09.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 01.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ დღეიდან ამოქმედდება. კოდექსის თანახმად, პროცესში მულტიფუნქიური ჯგუფებიც ჩაერთვებია. ასევე, სოციალური მუშაკი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს და სიღარიბის გამო ბავშვის ოჯახიდან გაყვანა ვერ მოხდება. ცნობისთვის, კოდექსი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.
01.09.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 01.09.2020 - ინფო9
1-ელი სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.
01.09.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.09.2020 - პია.ჯი
დღეს, პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 ადამიანი კი განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს დადასტურებული 23 შემთხვევიდან 14 პაციენტის წყარო არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 8 შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, 1 შემთხვევაზე კი გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1510 შემთხვევა დასტურდება, აქედან 1243 განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
01.09.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.09.2020 - პია.ჯი
„ჯანდაცვის სამინისტრო პირველი სექტემბრიდან იწყებს ახალ პროგრამას ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლითაც მათ, ვისაც ესაჭიროება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, და სხივური თერაპია, აგრეთვე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, შესაძლებლობა ექნებათ ეს სერვისი სრულიად უფასოდ მიიღონ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
პრესა
01.09.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 01.09.2020 - რეზონანსი
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი საშიშროება, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მოსახლეობა მოდუნდა და ინფექციისგან დაცვის ელემენტარულ სტანდარტებს სათანადოდ არ ასრულებს. „მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, თითქოს „კოვიდი" დავამარცხეთ.
01.09.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 01.09.2020 - რეზონანსი
პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია. პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ. პროტოკოლში გაწერილ რეკომენდაციებზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე დეტალურად საუბრობს.
რადიო
01.09.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 01.09.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
დღეიდან ბავშვთა უფლებათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი ცვლიოლებების მიხედვით სოციალური მუშაკი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი. სოციალური სააგენტოების პარალელურად იმუშავებს მულტიფუნქციური ჯგუფებიც. შსს-ს როლი იქნება უცვლელი.
01.09.2020
მედია საშუალებები: პირველი რადიო - პირველი რადიო–მთავარი 11:00
Link: 01.09.2020 - პირველი რადიო - პირველი რადიო–მთავარი 11:00
200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 18 წლამდე ბავშებისთვის დღეიდან იწყება. დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე.
01.09.2020
მედია საშუალებები: რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00
Link: 01.09.2020 - რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და წლიური ლიმიტი იზრდება. დეტალებზე ბრიფინდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამართავს.