მედია მონიტორინგი
31 აგვისტო
ტელევიზია
31.08.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 31.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
ზუგდიდი-თბილისის მატარებლიდან მგზავრი სამტრედიასთან ჩამოსვეს. შუახნის მამაკაცი სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილმა სასწრაფო სამედიცინო მანქანის ბრიგადამ, კორონავირუსზე გამოკველვისთვის საკარანტინე ზონაში გადაიყვანა. მამაკაცი კოვიდ-ინფიცირებული ახალგაზრდა ქალის უშუალო კონტაქტი აღმოჩნდა, რომელსაც კოვიდ-19 ორი დღის წინ დაუდასტურდა და რომელმაც 28 აგვისტოს თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა. მგზავრის ჩამოყვანის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალგაზრდა მამაკაცის ვაგონში იზოლირება ვერ მოხერხდა. ირკვევა ისიც რომ სავარაუდო კოვიდინფირებულთან გადაადგილებაზე გაფრთხილებული, ზუგდიდი-თბილისის რეისის არცერთი მგზავრი არ იყო. როგორც ცნობილი გახდა, ვაგონში მყოფი პირებიდან, ვინც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ მამაკაცთან ერთად მგზავრობდა, მხოლოდ 6 პირის სკონტაქტო ნომერი ჩაიწერეს, ხოლო დანარჩენი მგზავრები ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე გაუშვეს.
31.08.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 11:00
Link: 31.08.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
მეორე დღეა თვითიზოლაციაშია პარლამენტის თავმჯდომარე. არჩლ თალაკვაძე კარანტინის დღეებს ნუცუბიძეზე საკუთარ სახლში მეუღლესა და შვილებთან ერთად ატარებს. ამ დრომდე ქართული ოცნების ლიდერთან ეპიდემიოლოგები არ მისულან. არ შეუმოწმებიათ არც მეზობლები და არ ჩატარებულა დეზინფექცია. სწორედ ამ კორპუსთან მორიგეობდა პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, მივიდნენ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ჩაუტარეს თუ არა ტესტირება მეზობლებს.
ინტერნეტ სააგენტო
31.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 31.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია. პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ. პროტოკოლში გაწერილ რეკომენდაციებზე „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დეტალურად ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება.
31.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 31.08.2020 - პია.ჯი
დღეს, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 18 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 1487 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1240 ადამიანი განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
31.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
ink: 31.08.2020 - პია.ჯი
დღეს, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეისათვის საქართველოში კოვიდ-19-ის 1487 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1240 ადამიანი განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა. ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა
31.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 31.08.2020 - პია.ჯი
დღეს, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 18 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს დადასტურებული 18 ახალი შემთხვევიდან 7 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო 11 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელია 83%. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
31.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 31.08.2020 - პია.ჯი
აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ სპინალურ კუნთოვანი ატროფიით (სკა) დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) დაამტკიცა. მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტულ კომპანია Roche-ს მიერ არის წარმოებული, რომელიც საქართველოში ძალიან მალე დარეგისტრირდება. მსოფლიო ბაზარზე Evrysdi-ის (რისდიპლამი) გამოჩენამ საქართველოში სკა-ს პაციენტებს და მათ მშობლებს იმედი გაუჩინა. თუმცა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მათთვის „რისდიპლამის“ შეძენა ხელმიუწვდომელია, რადგან ბაზარზე მედიკამენტი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება.
31.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 31.08.2020 - კვირა.ჯი
აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ სპინალურ კუნთოვანი ატროფიით (სკა) დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) დაამტკიცა. მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტულ კომპანია Roche-ს მიერ არის წარმოებული, რომელიც საქართველოში ძალიან მალე დარეგისტრირდება. მსოფლიო ბაზარზე Evrysdi-ის (რისდიპლამი) გამოჩენამ საქართველოში სკა-ს პაციენტებს და მათ მშობლებს იმედი გაუჩინა. თუმცა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მათთვის „რისდიპლამის“ შეძენა ხელმიუწვდომელია, რადგან ბაზარზე მედიკამენტი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება.
31.08.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 31.08.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
პირველი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს მოერ დამტკიცებული პროტოკოლით, ბაღის შენობაში მშობლებს შესვლა აეკრძალებათ და ბავშვის გარეთ, მშობელთან გამოყვანას თანამშრომელი უზრუნველყოფს. ამასთან, ყოველდღიურად მოხდება ადმინისტრაციის და ბავშვების თერმოსკრინინგი. ჯგუფებში ბავშვების გადანაწილება მოხდება ისე, რომ თითო ჯგუფში ოპტიმალური რაოდენობით იყვნენ ბავშვები და არ მოხდეს გადატვირთვა. გარდა ამისა, კორონავირუსის და ზოგადად ვირუსების თემაზე ბავშვებისთვის შემუშავდება სახალისო თამაშები, რომელიც მათი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სასწავლო თამაში იქნება დისტანციურად მისალმება, შეჯიბრი ხელების დაბანვაში და ა.შ.
პრესა
31.08.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 31.08.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
„შეიძლება ითქვას, რომ რიგ ქვეყნებში ამ სტატისტიკით მართლაც იწყება კორონავირუსის მეორე ტალღა", - ასე ეხმიანება ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან საუბრისას ბოლო პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ტენდენციებს, რის გამოც რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები სრულიად ჩაკეტა. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოელებს უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში შესვლა ეკრძალებათ, რაც კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას უკავშირდება.
31.08.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 31.08.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
„ქართული ონცების" ოფისში მომუშავე ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის წევრი და „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ინფიცირებულ პირთან პარტიის წევრებს შეხება არ ჰქონიათ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ოფისში კარანტინი გამოცხადდეს, თუმცა მომავალში გამორიცხული არაფერია. როგორც კახაძე ამბობს, ამ ეტაპზე პატრიის ოფისში ეპიდკველვა მიმდინარეობს, რომლის შედეგების შესაბამისადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას ოფისში ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. კახაძის თქმით, პიროვნება კორონავირუსით მაშინ დაინფიცირდა, როდესაც სამსახურში არ დადიოდა. „ეპიდემიოლოგების მიერ ახლა ჩატარებულია მოკვლევა. რამდენადაც მე ვიცი, ის ადამიანი სამსახურში არყოფნის პირობებში არის დაინფიცირებული. როდესაც მოხდება ამ ფაქტის დადასტურება, აბოლუტურად ყველა პირი შემოწმდება და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, უნდა გამოცხადდეს თუ არა კარანტინი ოფისში.
31.08.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 31.08.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. „პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
31.08.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 31.08.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
რატომ ვერ ხერხდება ბავშვებზე ძალადობის პრევენცია? საზოგადოება განგაშს მხოლოდ მას შემდეგ ტეხს, როდესაც ბავშვებზე ძალადობა ფატალურად სრულდება. ბავშვთა უფლებადამცველები „რეზონანსთან“ ქვეყანაში ბავშვებზე ძალადობის შემაშფოთებელ სტატისტიკაზე
საუბრობენ და ამბობენ, რომ გაუმართავი სოციალური სამსახურისა და რიგი პრობლემების გამო, ბავშვებზე ძალადობა სრულიად უკონტროლო ხდება. ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც ბავშვებს ოჯახში და მის გარეთ ძალადობისგან დაიცავს
და აარიდებს ისეთ ტრაგედიებს, რომელიც თერჯოლაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.