From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 24-25 აგვისტო მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 25.08.2020 10:01
Attachments :

მედია მონიტორინგი

24 აგვისტო

ტელევიზია

კოვიდ 19

24.08.2020

Link:    24.08.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

საქართველოში დღეს კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კოვიდ 19-ის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 4 აჭარაში არის გაოვლენილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 3 იმპორტირებულია. დაინფიცირებულები კარანტინში იმყოფებოდნენ, ერთი კი ქობულეთში ბოლოს გამოვლენილ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია.

კორონავირუსი

24.08.2020

Link:    24.08.2020 - I არხი - მოამბე 15:00

კოვიდ 19-ის სტატისტიკა და ეპიდემიოლოგიური ვითარება. საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით საერთო ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1421-მდე გაიზარდა, 1137 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, აქედან 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

კოვიდ 19

24.08.2020

Link:    24.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ახლა კი ეპიდ.ვითარება საქ-ში. დღევანდელი მონაცემებითა და სპეციალისტების შეფასებით, ცხელ წერტილებად რჩება რამდენიმე რეგიონი. მათ შორის განსაკუთრებული დაკვირვება ხდება, პირებზე, რომლებიც სვანეთში არსებულ საკარანტინე ზონებში იმყოფებიან. ირკვევა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში 571-მა მოქალაქემ საკარანტინე სივრცე დატოვა.

კორონავირუსი

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 იმპორტირებულია და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ბათუმის კოვიდ მიმღებ კლინიკაში 30-მდე პაციენტი მკურნალობს. დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. 2

კოვიდ 19

24.08.2020

Link:    24.08.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა. მისივე თქმით, კარანტინში რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება, მათთვის კი საკარანტინო რეჟიმი 27 აგვისტოს სრულდება. რაც შეეხება ზოგადად ეპიდემიოლოგიურ სურათს, გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1421 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველოში დღეს კორონა ვირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი

24.08.2020

Link:    24.08.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

საქართველოში დღეს კორონა ვირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. კოვიდ 19-ის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, ორი პაციენტის წყაროა ლენჯერი, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, 5-ია იმპორტირებული,მათ შორის ერთი სატვირთოს მძღოლი, ერთის კონტაქტებზე კვლევა კი გრძელდება.

კოვიდ 19

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

დღეის მდგომარეობით საქართველოში კოვიდ 19-ის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდნეობა 1421 გახდა. ათი ახალი შემთხვევიდან სამი კოვიდ ინფიცირებული ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში მესმტიიდან გადაიყვანეს. 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 5 იმპორტირებულია.

კოვიდ-19

24.08.2020

Link:    24.08.2020 - კავკასია - დღეს 19:00

საქარტველოში კორონა ვირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. დაღუპულია 87 წლის ქალბატონი, რომელიც რუსთავიდან მცხეთის სამედიცინო ცხენტრში მუშაობდა. ეპიდემიოლოგების განცხადებით გარდაცვლილს კოვიდ-19-თან ერთად სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა. კორონა ვირუსის მხრივ მვავე მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში. ექიმების ცნობით ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, პოტენციურად ინფიცირებულად ითვლება, რადგან ეიდემიოლოგები სიტუაციის მართვას და კონტაქტების მოძიებას ვერ ახერხებენ.

ეპიდ-სიტუაცია აჭარაში

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

საქართველოში კოვიდ-13-ით 18-ე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ხანში შესული ქალია, რომელიც მცხეთის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული. ექიმის თქმით, მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ის მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვისა და პირბადის ტარების აუცილებლობას ახსენებს. მისი განმარტებით სიტუაცია არასახარბიელოა. სამი დღეა აჭარაში ტესტირება მიმდინარეობს.

COVID 19

24.08.2020

Link:    24.08.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

საქართველოს კოვიდ 19-ს სამწუხაროდ კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 87 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსების ინფორმაციით საკმაოდ მძიმე იყო. მას ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პაციენტს ჰქონდა ასევე პნევმონიაც.

COVID-19 - საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - I არხი - მოამბე 21:00

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. 87 წლის ქალს, კოვიდ-19-თან ერთად, თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, ბოლო 24 საათში, საქართველოში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. განიკურნა ხუთი პაციენტი. სპეციალისტების შეფასებით, ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. ვირუსის გავრცელების კუთხით, ამ დრომდე ცხელ წერტილებად რჩება სვანეთი და აჭარა.

გორის თავშესაფარში მოზარდები აღმზრდელს ძალადობაში ადანაშულებენ

24.08.2020

Link:    24.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი გორში. გორის თავშესაფარში მოზარდები ერთ-ერთ თანამშრომელს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით პოლიციასაც მიმართეს და საქმეზე გამოძიებაც დაიწყო. ბავშვები ამბობენ, რომ ზეწოლა დიდი ხანია ხდება და რუსუდან ოქროშიაშვილს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

COVID-19-ით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი - 87 წლის ქალი "ლილოს" ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდან იყო

24.08.2020

Link:    24.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

COVID-19-ით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია. იგი მცხეთის ცხელების ცენტრში 29 ივლის შეიყვანეს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა ჰქონდა. ვირუსმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ 87 წლის ქალი "ლილოს" ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდან იყო.

გორის თავშესაფარში მოზარდები აღმზრდელს ძალადობაში ადანაშულებენ

24.08.2020

Link:    24.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი გორში. გორის თავშესაფარში მოზარდები ერთ-ერთ თანამშრომელს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით პოლიციასაც მიმართეს და საქმეზე გამოძიებაც დაიწყო. ბავშვები ამბობენ, რომ ზეწოლა დიდი ხანია ხდება და რუსუდან ოქროშიაშვილს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

25 აგვისტო

ტელევიზია

საქართველოში გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

25.08.2020

Link:    25.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

საქართველო შატილის გზაზე დაღუპულებს გლოვობს. მთავრობის ხელმძღვანელის განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე - მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე - სახელმწიფო დროშები ღამის 12 საათიდან დაეშვა.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადება

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგულირების სააგენტოს დასკვნას არასწორს უწოდებს და ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. როგორც ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე აცხადებს, პაციენტს ანესთეზიის გაკეთების დროს მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მეორე ქირურგიული ჩარევა აღარ გახდა საჭირო. ფაქტი 21 აგვისტოს წერილობით დაადასტურა ჯანდაცვის სამინისტრომ და სწორედ ამიტომ მოუწოდებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პროკურატურას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წერილი მხედველობაში მიიღოს.

კორონავირუსი

25.08.2020

Link:    25.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1 137 შეადგენს. 2. კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია, რომელსაც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადება

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგულირების სააგენტოს დასკვნას არასწორს უწოდებს და ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. როგორც ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე აცხადებს, პაციენტს ანესთეზიის გაკეთების დროს მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მეორე ქირურგიული ჩარევა აღარ გახდა საჭირო.

 

 

 

24 აგვისტო

ინტერნეტ სააგენტო

დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შს მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - პია.ჯი

დღეს, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კოვიდ-19-ის 1421 შემთხვევა, აქედან 1137 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კოვიდ-19 პანდემიად კი 11 მარტს გამოცხადდა.

დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შს მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა(ფოტო,ვიდეო)

24.08.2020

Link:    24.08.2020 - კვირა.ჯი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შატილის გზაზე სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.

შს მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დუშეთში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს კოორდინირებას პირადად უწევენ

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.

მთავრობის განკარგულებით 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - კომერსანტ.ჯი

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - პია.ჯი

დღეს, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კოვიდ-19-ის 1421 შემთხვევა, აქედან 1137 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კოვიდ-19 პანდემიად კი 11 მარტს გამოცხადდა.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი განიკურნა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - პია.ჯი

დღეს, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1421 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1137 ადამიანი გამოჯანმრთერლდა, 17 კი გარდაიცვალა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ამჟამად მსოფლიოში კოვიდ-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 23 მნილიონს გადააჭარბა.

24 აგვისტო: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1421 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შორის 1137 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 259 აქტიური შემთხვევაა ანუ ის პაციენტი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობს. ამასთანავე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 341 166 პისიარ ტესტი, ყოველდღიურად, კი, დაახლოებით, 1600 ტესტი ტარდება.

შატილის გზაზე დაშავებული სამივე მგზავრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული

24.08.2020

Link:    24.08.2020 - რეპორტიორი.ჯი

შატილის გზაზე დაშავებული მესამე მგზავრიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს. კლინიკაში ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი ცოტა ხნის წინ შეყვანილი კიდევ ორი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი.

სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციები ყადაღას არ ექვემდებარება – ახალი დადგენილება

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ბათუმელები.ჯი

მთავრობის ახალი დადგენილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ყადაღას არ ექვემდებარება. საუბარია პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე გაცემულ/გასაცემ 200 და 300-ლარიან დახმარებებზე, ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე [200 ლარი]. ამ კომპენსაციებზე არც ინკასო ვრცელდება.

„მოეშვა მოსახლეობა“ - ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულიად მართვადი და კონტროლირებადი, მაგრამ მიუხედავად ამისა, „არ უნდა მივეცეთ დამშვიდებას, რადგან რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში სიტუაცია არასახარბიელოა.

ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა - კორონა არსად გამქრალა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში PCR ტესტირება 220-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. მისივე თქმით, ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია.

მესტიის მუნიციპალიტეტში 571-მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა.

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემით, საერთო ინფიცირებულთა რაოდენობა 22.5 მლნ-ია, 800 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ – პანდემია გრძელდება ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემით, საერთო ინფიცირებულთა რაოდენობა 22.5 მლნ-ია, 800 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ – პანდემია გრძელდება

24.08.2020

Link:    24.08.2020 - კვირა.ჯი

მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა, პანდემია გრძელდება, ამიტომ ყველა ის ღონისძიებები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემლძღვანელმა, ამირან გაყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიის გლობალურ სიტუაციასა და კონკრეტულად საქართველოზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა - კორონა არსად გამქრალა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში PCR ტესტირება 220-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. მისივე თქმით, ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია.

იყო თუ არა აყვანილი სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ 11 წლის ბიჭი, რომელიც მამამ ჩამომხრჩვალი იპოვა?

24.08.2020

Link:    24.08.2020 - 2020ნიუს.ჯი

11 წლის ბიჭი, რომელიც მამამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა და დედის გარეშე იზრდებოდა, თერჯოლის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა სამსახურში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები „2020NEWS”-ის სატელეფონო ზარებს ან თიშავენ, ან ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებენ.

კოვიდსიტუაცია მართვადია - ამირან გამყრელიძე

24.08.2020

Link:    24.08.2020 - 2020ნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ეპიდსიტუაცია მართვადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგულირების სააგენტოს დასკვნას არასწორს უწოდებს და ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგულირების სააგენტოს დასკვნას არასწორს უწოდებს და ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მიიღო წერილობითი პასუხი ჯანდაცვის სამინისტროდან, რითაც დასტურდება, რომ რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტში გამოტანილი დასკვნა არის არასწორი.

სომხეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სომხეთში, ბოლო დღე - ღამეში, კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 825 - მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ 19“- ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 854 -ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 36 049 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - მედიანიუს.ჯი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგულირების სააგენტოს დასკვნას არასწორს უწოდებს და ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მიიღო წერილობითი პასუხი ჯანდაცვის სამინისტროდან, რითაც დასტურდება, რომ რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტში გამოტანილი დასკვნა არის არასწორი.

მესტიის მუნიციპალიტეტში 14-21 აგვისტოს პერიოდში 401 ობიექტი შემოწმდა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - კვირა.ჯი

14-21 აგვისტოს, შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ბიზნესოპერატორები შეამოწმეს. სულ 401 ობიექტი შემოწმდა. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, იმ ობიექტებს, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ. მათივე ცნობით, სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობის მომზადებას მდგრადი გახსნისთვის ისევე, როგორც ატარებს პრევენციულ ფუნქციას – დასაქმებულთა და მოქალაქეთა ვირუსისგან დაცვას.

ამირან გამყრელიძე: მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო სივრცეს 571 ადამიანი დატოვებს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ყურადღებას იქცევდა მესტიის მუნიციპალიტეტი და ლენჯერის თემში გვქონდა რამდენიმე ათეული დადასტურებული შემთხვევა.

დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - აიპრეს.ჯი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

საელჩო თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ბიპიენ.ჯი

თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. საქართველოს მთავრობის #164 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2020 წლის 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე.

ამირან გამყრელიძე: მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო სივრცეს 571 ადამიანი დატოვებს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - აიპრეს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ყურადღებას იქცევდა მესტიის მუნიციპალიტეტი და ლენჯერის თემში გვქონდა რამდენიმე ათეული დადასტურებული შემთხვევა.

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის სრულად მართვადი და ემორჩილება კონტროლს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - აიპრეს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში PCR ტესტირება 220-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. მისივე თქმით, ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია. ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არაა.

NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, გააქტიუროს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)- საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს აწვდიან აფხაზეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ოდიშინიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა. მისივე თქმით, კარანტინში რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება, მათთვის კი საკარანტინო რეჟიმი 27 აგვისტოს სრულდება.

ბოლო სამ დღეში მესტიაში 1 216 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ლაივპრეს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 571 -მა მოქალაქემ მესტიის საკარანტინო სივრცე დატოვა. ხოლო დარჩენილი რამდენიმე ათეული ადამიანისთვის საკარანტინო რეჟიმი 27 აგვისტოს დასრულდება. ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ბოლო სამი დღის განამვლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში აქტიური განმეორებითი ტესტირება მიმიდინაროებს, როგორც კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა, ასევე, ლენჯერის თემშიც.

ბოლო სამ დღეში მესტიაში 1 216 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ლაივპრეს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 571 -მა მოქალაქემ მესტიის საკარანტინო სივრცე დატოვა. ხოლო დარჩენილი რამდენიმე ათეული ადამიანისთვის საკარანტინო რეჟიმი 27 აგვისტოს დასრულდება.

არასამთავრობოები ხელისუფლებას აფხაზებთან დალოგის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ლაივპრეს.ჯი

Print არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ხელისუფლებას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

საელჩო თურქეთში სამუშაოდ წასულებსა და წასვლის მსურველებს აფრთხილებს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ბათუმელები.ჯი

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო თურქეთში შესვლის დროებითი წესი [სამთვიანი მოწვევის საფუძველზე], თურქეთის საელჩო ახსენებს თურქეთში დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ უნდა დაიცვან თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებიც.

თურქეთში სამუშაო მოსაწვევი 150-200 აშშ დოლარის სანაცვლოდ

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ბათუმელები.ჯი

თურქეთში სამუშაოდ ან სტუმრად მიწვევის შესახებ დოკუმენტის მისაღებად მოქალაქეებს სხვადასხვა ჯგუფი 150-200 დოლარამდე თანხის გადახდის სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობს. მოქალაქეების თქმით, რომლებსაც ასეთი დახმარება დასჭირდათ, მათ განუმარტეს, რომ ამ თანხას ნოტარიუსი ითხოვს.

„ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო

24.08.2020

Link:    24.08.2020 - პია.ჯი

აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს შ.პ.ს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია „ასოციაცია ბროწეულის“ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.ასოციაციაციაში აღნიშნულ ფაქტს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად აფასებენ და განმარტავენ, რომ პაციენტების მკურნალობის გარეშე დატოვება, ცენტრის ხელმძღვანელობის მორალურ ღირებულებებზე მეტყველებს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო „ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - კვირა.ჯი

აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ასოციაცია ბროწეული” ფეიბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ასოციაციის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ შ.პ.ს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო.

რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტში გამოტანილი დასკვნა არასწორია - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილით დასტურდება, რომ რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტში გამოტანილი დასკვნა არასწორია.

მდგომარეობა არასახარბიელოა, პანდემია გრძელდება - ამირან გამყრელიძე

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემია გრძელდება და მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციები შეასრულოს. "რომ შევაჯამოთ გლობალური და რეგიონალური ეპიდსიტუაცია, მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა. პანდემია გრძელდება და ამიტომ, ყველა ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, აუცილებლად გასათვალისწინებელია", - განმარტა გამყრელიძემ.

„ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს შ.პ.ს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია „ასოციაცია ბროწეულის“ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო „ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - კვირა.ჯი

აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ასოციაცია ბროწეული” ფეიბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ასოციაციის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ შ.პ.ს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო. ასოციაციაციაში აღნიშნულ ფაქტს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად აფასებენ, რაც მათი თქმით, საექიმო საქმიანობისას უკიდურეს პროფესიულ გულგრილობას წარმოადგენს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო „ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს

24.08.2020

Link:    24.08.2020 - რეპორტიორი.ჯი

აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ასოციაცია ბროწეული“ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ასოციაციის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ შპს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო. ასოციაციაციაში აღნიშნულ ფაქტს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად აფასებენ, რაც მათი თქმით, საექიმო საქმიანობისას უკიდურეს პროფესიულ გულგრილობას წარმოადგენს.

ლომჯარია – ბავშვთა უფლებებზე: „არაერთი ინიციატივა რელიგიური წინააღმდეგობების გამო ფერხდება“

24.08.2020

Link:    24.08.2020 - აქცენტნიუს.ჯი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე ბავშვთა ძალადობის შესახებ წერს, რომ საქართველოში ისინი ოჯახსა თუ საჯარო სივრცეში ძალადობის პირისპის მარტონი არიან. მისი შეფასებით, ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას. "მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით.

დამლაგებლების არსებული შტატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას - რა საფრთხეებს ხედავენ სკოლის დირექტორები ახალ რეკომენდაციებში?

24.08.2020

Link:    24.08.2020 - ეტალონი.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად სასწავლო პროცესის დასაწყებად რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების ვრცელმა ჩამონათვალმა სკოლის დირექტორებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. მათ 15 სექტემბრამდე მოუწევთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის შესაბამისი სასწავლო მოდელი შეიმუშაონ.

COVID-19 – ყველა სიახლე: მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

24.08.2020

Link:    24.08.2020 - სივილ.ჯი

კოვიდ-19-ის გავრცელება საქართველოში 24 აგვისტოს 18:15 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქე სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს. 1 137 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 18 კი – გარდაიცვალა. 7 005 მოქალაქე 12 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 255 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

25 აგვისტო

ინტერნეტ სააგენტო

ომბუდსმენი - ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ბავშვები ძალადობის პირისპირ მარტო არიან. ამ განცხადებით ლომჯარია არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მამის დაკავებას ეხმაურება.

ლომჯარია: ბავშვები ძალადობის პირისპირ მარტონი არიან, რადგან არ აქვთ ინფორმაცია ვის მიმართონ

25.08.2020

Link:    25.08.2020 - აიპრეს.ჯი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში 11 წლის მოზარდის ტვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება და იმ მიზეზებს თვლის, რის გამოც ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ მარტოები რჩებიან.

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 კი გამოჯანმრთელდა — StopCov

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - 2020ნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი. ამასთან, საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 1 429-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსი სულ 1 1150-მა ინფიცირებულმა დაძლია.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი განიკურნა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - პია.ჯი

დღეს, 25 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში კოვიდ-19 1429 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1150 ადამიანი განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

25 აგვისტო: კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ახალი 8 შემთხვევა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ქართლი.ჯი

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, გამოვლინდა კორონავირუსის ახალი 8 შემთხვევა გამოვლინდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1429-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1150 გახდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - კვირა.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი. ამასთან, საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ოდიშინიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - რეპორტიორი.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი. ამასთან, საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 1 429-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსი სულ 1 1150-მა ინფიცირებულმა დაძლია.

ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 446 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - რეპორტიორი.ჯი

ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 446 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირვე არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ მიაწოდა. გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - მედიანიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი. ამასთან, საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 1 429-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსი სულ 1150-მა ინფიცირებულმა დაძლია.

25 აგვისტო: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან 1 სოფელ ლენჯერიდანაა, 2 – ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი, 4 კი – შემოტანილი, საიდანაც 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

NCDC: საქართველოში მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 94 202-ია

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 350 139 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 344 976-ია. NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 94 202 შეადგენს.

კოვიდ-19-ის 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია

25.08.2020

Link:    25.08.2020 - პია.ჯი

დღეს, 25 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „8 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო გახლავთ ლენჯერიდან, 2 დაავადებულის წყაროა კონტაქტი დაავადებულთან, 4 შემთხვევა არის შემოტანილი, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი გახლავთ სამედიცინო პერსონალი“- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაია: გარდაცვლილი მე-19 პაციენტი მკურნალობდა ბინაზე, რომელსაც მისი და უვლიდა

25.08.2020

Link:    25.08.2020 - პია.ჯი

დღეს, 25 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი და პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

"ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში"

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

 

პრესა

დუშეთში სამაშველო სამუშაოები შს მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდება

25.08.2020

Link:    25.08.2020 - რეზონანსი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

ამირან გამყრელიძე: "ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია"

25.08.2020

Link:    25.08.2020 - ახალი თაობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში PCR ტესტირება 220-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.

ყოველ მეხუთე ადამიანს 200 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს

25.08.2020

Link:    25.08.2020 - რეზონანსი

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს 200 ლარი ან უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს. ამ ფონზე, გამაოგნებელია შემოსავლების სამსახურის მონაცემი, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 500 ადამიანის წლიური შემოსავალი 1 მლნ ლარს აჭარბებს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამდენად არის რეალობას აცდენილი საშუალო ხელფასის სტანდარტი საქართველოში, რომელიც ნამდვილად არასამართლიანია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე : "სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ბევრი ჩვენი მოქალაქის შრომის ანაზღაურება ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავს. დაქირავებული პირები იღებენ ბევრად ნაკლებ ხელფასს, ვიდრე მათი ძალისხმევა, გაწეული შრომა და მიღებული შედეგია.

ძალიან გთხოვთ, დაიცვათ ყველა საჭირო რეკომენდაცია!

25.08.2020

Link:    25.08.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულიად მართვადია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცახდა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან მთლიანად რეგიონში , ასევე მსოფლიოში, სიტუაცია არასახარბიელოა.​