მედია მონიტორინგ
24 აგვისტო
ტელევიზია
24.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 24.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
17-მდე გაიზარდა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი სოფელ ბისოსთან 80 მეტრის სიმაღლის ხევში დღის ბოლოს გადავარდა.
24.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 24.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
17 გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ტრაგედია შატილის გზაზე. ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის სამი გადარჩენილი მგზავრის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი გვიან ღამით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.სამივე პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ინტერნეტ სააგენტო
24.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
შინაგან საქმეთა სამინისტრო შატილის გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.
24.08.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 24.08.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
24.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 24.08.2020 - კომერსანტ.ჯი
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
24.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 24.08.2020 - პია.ჯი
დღეს, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კოვიდ-19-ის 1421 შემთხვევა, აქედან 1137 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კოვიდ-19 პანდემიად კი 11 მარტს გამოცხადდა.
24.08.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 24.08.2020 - მედიანიუს.ჯი
შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.
პრესა
24.08.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 24.08.2020 - ახალი თაობა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე ინფორმირებული არ იყო. `რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციისა და 20 აგვის ტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, ესეც სრული სიცრუეა.
24.08.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 24.08.2020 - მესინჯერი
ჟურნალისტის კითხვაზე აპირებდა თუ არა ინფექციური საავადმყოფო შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარის თქმას, ეკატერინე ტიკარაძემ ასე უპასუხა : “აივ-ინფექციის პროგრამიდან გასვლას წინასწარი წერილობითი მიმართვა სჭირდება, რაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს არ გაუკეთებია და საჭიროა დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ” – განაცხადა ტიკარაძემ.
24.08.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 24.08.2020 - ალია
უამრავი ადამიანი წერს ბოლო დღეების მანძილზე, რომ ხელისუფლება უკვე ღიად ებრძვის ინფექციურ საავადმყოფოს. რატომ არ უყვარს არც ერთ ხელისუფლებას თენგიზ ცერცვაძე; საოცრად გულწრფელი ადამიანი და მაღალი დონის პროფესიონალი? თუ არ უყვარდა, რატომ აქებდა? თუ არ უყვარს, როგორ ჩააბარა კლინიკური ჯგუფი? ვისთვის უნდა ჩაებარებია სხვისთვის? ჩინოვნიკი გამყრელიძისთვის, თუ ჩინოვნიკი იმნაძესთვის? პრემიერი თავისი ფეხით მივიდა ინფექციურ კლინიკაში და მადლობა უთხრა ექიმებს, თავისი თვალით იხილა შენობა, რომელშიც წყალი ჩადის წვიმისას, შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა და მაინც, კორონავირუსის პირველი დარტყმაც თავის თავზე გადაიტანა და ბოლო დარტყმის მოსაგერიებლადაც ისევ დასჭირდებათ.
24.08.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 24.08.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიეწოდა. „ვფიქრობ, ბატონი თენგიზის ამდაგვარი პასუხი განაპირობა არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ და კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ჩემმა გამონათქვამმა. პირველ რიგში, მინდა, დავადასტურო ბატონი თენგიზის, როგორც პიროვნების, ასევე უდიდესი პროფესიონალის მიმართ პატივისცემა. ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, პაციენტების მიღების შეწყვეტა არ არის საუკეთესო გამოსავალი.