საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) 2020
კითხვა-პასუხი
1. რამდენი ქულა აქვს საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად?
საქართველოს იგივე ქულა აქვს შენარჩუნებული, რაც შარშან (56 ქულა).
[Note: თითოეული ქვეყანა 100-ქულიანი სისტემით ფასდება. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებად აღიქმება, რომ კორუფციაა ქვეყანაში].
2. რითი არის გამოწვეული საქართველო პოზიციის გაუარესება რეიტინგში (44-იდან 45-ზე გადასვლა)?
საქართველოს იგივე ქულა აქვს, რაც შარშან (56 ქულა) და რეიტინგში 180 ქვეყანას შორის იკავებს 45-ე ადგილს. პოზიციის ცვლილება, იგივე ქულის (შეფასების მაჩვენებლის) შენარჩუნების პირობებში გამოწვეულია იმით, რომ სხვა ქვეყნის ან ქვეყნების შეფასება შეიცვალა.
3. რომელ ქვეყანას აქვს საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში და რამდენი ქულით არის შეფასებული?
რეიტინგში პირველ ადგილზეა დანია და ზელანდია 88 ქულით.
4. როგორ იცვლებოდა საქართველოს მაჩვენებელი საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახხმად 2012 წლის შემდეგ?
საქართველოს მაჩვენებელი რეიტინგში გაუმჯობესებულია.
2012 წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა ოთხი ქულითაა გაუმჯობესებული [52-დან 56]. ამ მონაცემით ქვეყანა 51-ე ადგილიდან 45-ზე გადავიდა.
|
|
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
|
Rank |
51 (176) |
55(177) |
51(175) |
48 (168) |
44(176) |
46(180) |
41(180) |
44(180) |
45 (180) |
|
Score |
52 |
49 |
52 |
52 |
57 |
56 |
58 |
56 |
56 |
5. ევროკავშირის წევრ რომელ ქვეყნებს უსწრებს საქართველო უკეთესი მაჩვენებლით რეიტინგში?
ჩეხეთი (49-ე ადგილზეა 54 ქულით), იტალია (52-ე ადგილზეა 53 ქულით), მალტა (52-ე ადგილზეა 53 ქულით), საბერძნეთი (59-ე ადგილზეა 50 ქულით), სლოვაკეთი (60-ე ადგილზე 49 ქულით), ხორვატია (63-ე ადგილზე 47 ქულით), ბულგარეთი (69-ე ადგილზე 44 ქულით), უნგრეთი (69-ე ადგილზე 44 ქულით), რუმინეთი (69-ე ადგილზეა 44 ქულით).
საქართველოს იგივე მაჩვენებელი (ქულა - 56 და პოზიცია - 45) აქვს როგორც ევროკავშირის წევრ პოლონეთს.