From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 17-18 აგვისტო მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 18.08.2020 09:37
Attachments :

მედია მონიტორინგი

17 აგვისტო

ტელევიზია

ბინები დევნილებს

17.08.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    17.08.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისია დევნილი ოჯახების საკითხს კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს და მუშაობას 10 სამუშაო დღეში დაასრულებს. 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახის სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

კორონავირუსი საქართველოში

17.08.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    17.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

თბილისში, ევექსის კლინიკის თანამშრომელს კოორნავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი, წყარო კი უცნობია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, უკვე მოკვლეულია კონტაქტები, 17 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი კარანტინში.

დედა წართმეული შვილის დაბრუნებას ითხოვს - აქცია სოციალური მომსახურების სააგენტოსთან

17.08.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    17.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ნანა შარაშენიძემ, რომელიც უკვე ოთხი თვეა შვილის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს, საპროტესტო აქცია დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გამართა. შარაშენიძე ამბობს, რომ 3 წლის შვილი სოციალური სამსახურის მუშაკებმა მას უკანონოდ წაართვეს. დედა ირწმუნება, რომ შვილისთვის აქვს შესაბამისი პირობები და მასზე სათნადოდ ზრუნვაც შეუძლია.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

17.08.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    17.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ორის ინფიცირების გზა სპეციალისტებმა ვერ გაარკვიეს. ერთი ახალი შემთხვევა შემოტანილია, ორი კი შემოტანილ შემთხვევასთან დადასტურებული კონტაქტი. ბოლო მონაცემებით ვირუსის გავრცელების დღიდან სულ დადასტურდა 1341 შემთხვევა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა

17.08.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    17.08.2020 - I არხი - მოამბე 18:00

140 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა იწყება. სპეციალური კომისია დევნილთა განსახლებას ამჯერად წყალტუბოში გეგმავს. საკითხზე მუშაობა დაახლოებით 10 დღეში დასრულდება, რის შემდგომაც დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ, დევნილთა სამინისტროსა და ეკო-მიგრანტთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება. წყალტუბოში, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას დამატებით 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.

„წითელი ჯვრის“ ახალი კამპანია აჭარაში

17.08.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    17.08.2020 - I არხი - მოამბე 18:00

ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, აჭარაში ახალი კამპანია დაიწყო, რომელშიც მოხალისეები ჩაერთვებიან. მოხალისეები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გავრცელებისა და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით იმუშავებენ. მოხალისეებს „წითელი ჯვარი“ გადაამზადებს.

კოვიდ-19

17.08.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 20:00

Link:    17.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 20:00

ხუთი ახალი პაციენტი და 4 გამოჯანმრთელებული. ასეთია კორონა ვირუსის გავრცელებბის შესახებ ბოლო მონაცემები. აჭარა, სვანეთი და ყაზბეგი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის. კვლევა გრძელდება. კოვიდ 19 არ დაუდასტურდა ევექსის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტში მყოფ არც ერთ პირს.

კოვიდ19 საქართველოში

17.08.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    17.08.2020 - I არხი - მოამბე 21:00

რამდენიმე დღიანი ორნიშნა მატების შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი დღეს ერთციფრიან ნიშნულზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი.

კორონავირუსი

17.08.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    17.08.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

1. კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს, საქართველოში, ამასთანავე გამოჯანმრთელდა 4. უკვე რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი, ამჯერად ქობულეთის კაფე ჰავანას კლასტერი გაჩნდა. ქობულეთში ყველა კაფე-რესტორნისა თანამშრომლებს ამოწმებენ. ეპიდემილოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 9-11 აგვისტოს ვინც ამ კაფეში იყო, თუ სიმპტომები გამოუვლინდებათ, „ცხელების ცენტრებს“ უნდა მიმართონ.

მიიღებენ თუ არა დახმარებას უსახლკარო ბავშვები

17.08.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    17.08.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

უკვე რამდენიმე დღეა, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია. თუმცა, მთავარი პრობლემა. უცნობია უმწეოდ დარჩენილების ბედი, როგორ მიიღებენ დამხმარება ქუჩაში მცხოვრები ბავშვები. ჯანდაცვის უწყებაში, საკითხს იკვლევენ და პრობლემის უახლოეს მომავალში გადაჭრის იმედიც გამოთქვეს.

კოვიდ-19

17.08.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 20:00

Link:    17.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 20:00

17 დღეში საქართველოში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. ბოლო 2 დღეში 4 ასეთი ფაქტი გამოვლინდა. ერთი მათგანი პოლიკლინიკების ქსელის "ევექსის" მედპერსონალია. მასთან კავშირში მყოფი 17 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. ასევე იდენტიფიცირებულია ყველა ის პაციენტი, ვისთანაც ინფიცირებულ მედიკოსს კონტაქტი ჰქონდა. ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების არეალს იკვლევნ.

კორონავირუსი

17.08.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    17.08.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ეპიდვითარება ქვეყანაში რადიკალურად არ იცვლება, ჯანდაცვის სისტემა ვირუსის გავრცელებაზე კონტროლს ინარჩუნებს და სიტუაციას მართავს. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 2-ის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. ახალი ინფიცირებულებიდან 1 ევექსის თანამშრომელია, რომელიც ვაჟა ფაშაველას გამზირზე მდებარე კლინიკაში მუშაობს.

18 აგვისტო

ტელევიზია

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

18.08.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    18.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ექიმები კოლეგების საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

18.08.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    18.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ექიმების კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია - ისინი თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორის, გიორგი ლობჟანიძისთვის და ანგიო-ქირურგ ვახტანგ ყიფიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ექიმები გენერალურ პროკურორთან შეხვედრასაც ითხოვენ.

კორონავირუსი

18.08.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    18.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა და არცერთი გამოჯანმრთელებული-ასეთია დღევადელი კოვიდ სტატისტიკა ქვეყანაში. მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდზე განახლდა. რაც შეეხება რეგიონებს, მესტიის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება, პისიარ კვლევა მხოლოდ იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც ინფიცირებულთან აქტიური შეხება ჰქონდათ.

ექიმების საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

18.08.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

Link:    18.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

ექიმების საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

17 აგვისტო

ინტერნეტ სააგენტო

წყალტუბოში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

17.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    17.08.2020 - კომერსანტ.ჯი

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წყალტუბოში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

17.08.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    17.08.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, 140 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

17.08.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    17.08.2020 - პია.ჯი

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „კომისია თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს.

აჭარაში ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით წითელი ჯვარის და მოხალისეების ჩართულობით ახალი კამპანია დაიწყო

17.08.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    17.08.2020 - რეგიონ.ჯი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17.08.2020

მედია საშუალებები:    ტივი25.ჯი

Link:    17.08.2020 - ტივი25.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს.

200 ლარიანი დახმარება მთავრობისგან

17.08.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    17.08.2020 - ინფორუსთავი.ჯი

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას 2020 წლის 1 დეკემბრამდე შეძლებენ.

კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია

17.08.2020

მედია საშუალებები:    ქეინიუს.ჯი

Link:    17.08.2020 - ქეინიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

17.08.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    17.08.2020 - ფორ.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

25 წლის გოგომ მანქანით 4 ქვეითი მოკლა და შემთვევის ადგილიდან გაიქცა - თბილისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

17.08.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    17.08.2020 - ფორ.ჯი

დააკავეს პირი, რომელმაც ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მანქანას 25 წლის გოგო მართავდა. იგი ავარიის შემდეგ შემთხვევვის ადგილიდან მიიმალა.

კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი „ევექსის“ ვაჟა-ფშაველას ფილიალში მუშაობს

17.08.2020

მედია საშუალებები:    დრონი.ჯი

Link:    17.08.2020 - დრონი.ჯი

ევექსის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები სამედიცინო კორპორაციის მედპერსონალის კონტაქტებს იკვლევენ. ინფიცირებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაედო ინფექცია შუახნის ქალს.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

17.08.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    17.08.2020 - ამბები.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

17.08.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    17.08.2020 - ამბები.ჯი

თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განუცხადა, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

17 აგვისტო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 4

17.08.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    17.08.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაია ამბობს, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 იმპორტირებული, 2 ინფიცირებულის წყარო კი ამ დროისთვის უცნობია.

კახეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 176 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია

17.08.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    17.08.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამჟამად, კარანტინის 4 ლოკაციაზე 160 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში 34 პირია, მოიხსნა – 8 . 15 აგვისტოს აღებული და PCR ტესტირებისათვის 176 ნიმუში გაიგზავნა. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი ნეგატიურია. კახეთის რეგიონში ჯამში აღებული და ტესტირებულია 13 059 ნიმუში, აქედან 4 788 მედპერსონალია, შშმ პირი – 605, ტრაილერის მძღოლი – 57, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი – 207, შსს-ის თანამშრომელი – 1667.

"ევექსის" კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17.08.2020

მედია საშუალებები:    ფრანთნიუს.ჯი

Link:    17.08.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: "ევექსის" კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები სამედიცინო კორპორაციის მედპერსონალის კონტაქტებს იკვლევენ. ინფიცირებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს სკოლებში სწავლა

17.08.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    17.08.2020 - გურიანიუს.ქომ

გადაცემა „ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში დადგეს სკოლებში სწავლის გადადება. „ჩვენამდეც სკოლების დახურვის და გახსნის გამოცდილება ბევრმა ქვეყანამ გაიარა. ზოგადად კორონავირუსმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა საგანმანათლებლო პროცესებზე.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს პორტალზე daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური შეფერხების გამო ბოდიშს უხდის

17.08.2020

მედია საშუალებები:    ქუთაისიპოსტ.ჯი

Link:    17.08.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოქალაქეებს ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის. „მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - www.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.

ინფიცირებული მედიკოსი „ევექსის“ ვაჟა-ფშაველას ფილიალში მუშაობს

17.08.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    17.08.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

“ევექსის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები სამედიცინო კორპორაციის მედპერსონალის კონტაქტებს იკვლევენ. ინფიცირებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაედო ინფექცია შუახნის ქალს. ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა

17.08.2020

მედია საშუალებები:    ლაივპრეს.ჯი

Link:    17.08.2020 - ლაივპრეს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 17 აგვისტოს მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1341-ია. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და ჯამში 1092 გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

COVID-19 – ყველა სიახლე: დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 4 გამოჯანმრთელდა

17.08.2020

მედია საშუალებები:    სივილ.ჯი

Link:    17.08.2020 - სივილ.ჯი

17 აგვისტოს 10:30 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 1 341 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქე სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს. 1 092 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 17 კი – გარდაიცვალა. 7 597 მოქალაქე 12 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 249 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა

17.08.2020

მედია საშუალებები:    ოდიშინიუს.ჯი

Link:    17.08.2020 - ოდიშინიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა.რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წყალტუბოში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

17.08.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    17.08.2020 - აიპრეს.ჯი

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. 3 Shares facebook sharing button 3 twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში 40 ერთოთახიანი, 80 ოროთახიანი და 20 სამოთახიანი ბინა ნაწილდება.

წყალტუბოში 140 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

17.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    17.08.2020 - კომერსანტ.ჯი

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.

200 ლარიანი დახმარება მთავრობისგან

17.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    17.08.2020 - კომერსანტ.ჯი

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას 2020 წლის 1 დეკემბრამდე შეძლებენ.

ბავშვებისთვის 200 ლარიან დახმარებაზე რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და “ლიბერთი ბანკშიც” არის შესაძლებელი

17.08.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    17.08.2020 - აიპრეს.ჯი

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა 2020 წლის 15 აგვისტოდან დაიწყეს. თუმცა, ამ ორი დღის განმავლობაში „აიპრესის“ რედაქციაში უამრავი მშობელი რეკავს და პრეტენზიებს გამოთქვამს, მათი თქმით, პორტალის ხარვეზით მუშაობის გამო.

აქცია სოციალური მომსახურების სააგენტოსთან - დედა წართმეული შვილის დაბრუნებას ითხოვს

17.08.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    17.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი

სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ნანა შარაშენიძემ აქცია გამართა. დედა, რომელსაც შვილი. 4 დღის წინ წაართვეს, ირწმუნება, რომ რომ 3 წლის შვილი სოციალური სამსახურის მუშაკებმა უკანონოდ წაიყვანეს. შარაშენიძე აცხადებს, რომ ბავშვებისთვის პირობების შესაქმნელად ყველაფერი გააკეთა და მისთვის გაუგებარია, რატომ არ უბრუნებენ შვილს. "ვითხოვ, რომ დამიბრუნონ ჩემი შვილი, უკვე 4 თვეა რაც წაყვანილი ჰყავთ" - აცხადებს დედა. ცნობისთვის, ნანა შარაშენიძეს შვილი, 3 წლის ნიკოლოზი სოციალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე წაართვეს.

სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრომ სამუშაო შეხვედრები დაიწყო

17.08.2020

მედია საშუალებები:    ეტალონი.ჯი

Link:    17.08.2020 - ეტალონი.ჯი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ხელმძღვანელობით სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია სკოლებში დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.

200-ლარიანი დახმარების მისაღებად ბანკს ასობით ადამიანი მიაწყდა - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ინტერნეტთან წვდომა არ გაქვთ

17.08.2020

მედია საშუალებები:    ეტალონი.ჯი

Link:    17.08.2020 - ეტალონი.ჯი

0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200-ლარიან სახელმწიფო სუბსიდიას უკვე ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საიტის ჩაშვებიდან მალევე მშობელთა უკმაყოფილების კასკადის წამოვიდა- რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ მალევე გააკეთა კომენტარი და საიტის მუშაობის შეფერხების მიზეზად დაასახელა, ის რომ მას ერთბაშად ბევრი ადამიანი მიაწყდა და უმოკლეს ვადაში ყველა ხარვეზი აღმოიფხვრებოდა.

18 აგვისტო

ინტერნეტ სააგენტო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

18.08.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    18.08.2020 - პია.ჯი

დღეს, 18 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 18 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1351 ადამიანია, აქედან 1092 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ს პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

200-ლარიან დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ დაიბადნენ

18.08.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    18.08.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ის ბავშვები, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ დაიბადნენ, ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ. „ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე პირველ დეკემბრამდეა რეგისტრაცია. შესაბამისად, პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ყველა ბავშვს ეკუთვნის დახმარება“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ უწყებაში.

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18.08.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    18.08.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 351-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 092 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 17. კარანტინის რეჟიმში რჩება 7 597 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 249 პაციენტია.

​