მედია მონიტორინგი
17 აგვისტო
ტელევიზია
17.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 17.08.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორის ინფიცირების წყაროს დასადგენად კვლევა ამ დრომდე გრძელდება. ბოლო მონაცემებით სულ საქართველოში 1336 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1088 გამოჯანმრთელდა. კოვიდ 19-ს საქართველოში 17 ადამიანი ემსხვერპლა.
17.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 17.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
არ არის გამორიცხული ქობულეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. დღეს 25 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგს ელოდებიან. ზღვისპირა ქალაქში COVID-19 გუშინ კიდევ ორ პირს დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში კორონავირუსი კაფე "ჰავანაში" ახალგაზრდა გოგოს დაუდასტურდა, კაფეს 54 თანამშრომელი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.
17.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 17.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ 1341 შემთხვევა არის აღრიცხული. ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შემთხვევები ლენჯერს და ქობულეთს უკავშირდება. უმეტესობა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია. ასევე აღრიცხულია იმპორტირებული შემთხვევებიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში არსებული ზოგადი ეპიდსიტუაცია შეაფასა.
17.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 17.08.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, აჭარაში ახალი კამპანია დაიწყო, რომელშიც მოხალისეები ჩაერთვებიან. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გავრცელებისა და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით იმუშავებენ. მოხალისეებს „წითელი ჯვარი“ გადაამზადებს.
17.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 17.08.2020 - I არხი - მოამბე 12:00
140 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა იწყება. სპეციალური კომისია დევნილთა განსახლებას ამჯერად წყალტუბოში გეგმავს. საკითხზე მუშაობა დაახლოებით 10 დღეში დასრულდება, რის შემდგომაც დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ, დევნილთა სამინისტროსა და ეკო-მიგრანტთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება. წყალტუბოში, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას დამატებით 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
17.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 17.08.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
აჭარის რეგიონში აღებული 25 პისიარ ტესტის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ბოლო 24 საათში დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 4 სწორედ აჭარაში გამოვლინდა. მათგან ორი ინფიცირებული ქობულეთის კაფე "ჰავანას" კლასტერს უკავშირდება. კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ და არ არის გამორიცხული, რომ წრე გაფართოვდეს.
17.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 17.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ნანა შარაშენიძე, რომელიც 4 თვეა, შვილის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს, დღეს აქციას გამართავს. შარაშენიძის თქმით, მას შვილი, 3 წლის ნიკოლოზი, სოციალურმა მუშაკებმა უკანონოდ წაართვეს. დედა ირწმუნება, რომ შვილის გასაზრდელად აქვს შესაბამისი პირობები და შეუძლია მასზე სათანადოდ ზრუნვა.
17.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 17.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მათგან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ვირუსი დაუდასტურდა კაფე "ჰავანაში" გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ორ პირს. ჯამში ქობულეთში კორონავირუსი 5 მოქალაქეს აქვს დადასტურებული, 60 პირი კარანტინშია გადაყვანილი, თვითიზოლაციაში 12 ადამიანი იმყოფება.
17.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 17.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადასახლებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში 40 - ერთოთახიანი, 80 - ოროთახიანი და 20 - სამოთახიაში ბინა ნაწილდება.
17.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 17.08.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
140 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა იწყება. სპეციალური კომისია დევნილთა განსახლებას ამჯერად წყალტუბოში გეგმავს. საკითხზე მუშაობა დაახლოებით 10 დღეში დასრულდება, რის შემდგომაც დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ, დევნილთა სამინისტროსა და ეკო-მიგრანტთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება. წყალტუბოში, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას დამატებით 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
ინტერნეტ სააგენტო
17.08.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 17.08.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
17.08.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 17.08.2020 - ტაბულა.ჯი
დღეს, 17 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წუთის წინ განაახლა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1341 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1092 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.
17.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
17.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 17.08.2020 - პია.ჯი
საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 17 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
17.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 17.08.2020 - პია.ჯი
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ-19-სგან კიდევ 4 ადამიანი განიკურნა. 17 აგვისტოს მდგომარეობით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1341-ს შეადგენს, აქედან 1092 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
17.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 17.08.2020 - კვირა.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
17.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 17.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 1341-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 1092, მათგან დღეს - 4. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 082 მოქალაქე.
17.08.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 17.08.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების იცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემთხვევის წყარო არის დადასტირებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ერთი არის იმპორტირებული, 2 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება და წყაროების დადგენა.
17.08.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 17.08.2020 - ბიპიენ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
17.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 17.08.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
17.08.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 17.08.2020 - რეპორტიორი.ჯი
ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად, წითელ ჯვართან ერთად აჭარაში ახალი კამპანია დაიწყო, რომელშიც მოხალისეებიც ჩაერთვებიან. კერძოდ, ახალგაზრდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გავრცელებისა და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით იმუშავებენ. მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს.
17.08.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 17.08.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა.
17.08.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - 2020ნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, ხოლო ერთი იმპორტირებული შემთხვევაა. „გამოჯანმრთელებულები გაგვეზარდა მხოლოდ 4-ით. იყო 1088 და 1092 გახდა. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა.
17.08.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - 2020ნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. განახლებული მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 341 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1092-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 082 მოქალაქე.
17.08.2020
მედია საშუალებები: ნიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - ნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
17.08.2020
მედია საშუალებები: ნიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - ნიუს.ჯი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, ილია II-ს, ამირან გამყრელიძეს, გიორგი გახარიას, კახა კალაძეს, დავით ბაქრაძესა და შალვა ნათელაშვილს უფრო მეტი ადამიანი აფასებს დადებითად, ვიდრე ივანიშვილს. კითხვაზე — “რას ფიქრობთ ჩამოთვლილ ქართველ პოლიტიკურ, საჯარო და სასულიერო მოღვაწეებზე”, ილია მეორეს დადებითად აფასებს 89%, ხოლო 74% ამირან გამყრელიძეს. პრემიერმინისტრ გახარიას დადებითად აფასებს 63%, ხოლო კახა კალაძეს — 57%. რაც შეეხება ოპოზიციას, კალაძის შემდეგ დადებითი განწყობებით მოდის დავით ბაქრაძე — 53%, ხოლო შალვა ნათელაშვილს — 42%. 41% აფასებს დადებითად ბიძინა ივანიშვილს. იგივე მაჩვენებელი აქვს გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო გიორგი ვაშაძეს — 40%. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე უარყოფითად გამოკითხულთა 73% განწყობილია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 72% კი ეკა ბესელიას მიმართ.
17.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 17.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დედა, რომელიც 4 თვეა, შვილის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს, დღეს აქციას გამართავს. ნანა შარაშენიძე ირწმუნება, რომ ბავშვებისთვის პირობების შესაქმნელად ყველაფერი გააკეთა და მისთვის გაუგებარია, რატომ არ უბრუნებენ შვილს. "ვითხოვ, რომ დამიბრუნონ ჩემი შვილი, უკვე 4 თვეა რაც წაყვანილი ჰყავთ, თვალით არ მინახავს, ხან ერთ ოჯახში, ხან მეორე ოჯახში გადაჰყავთ, დამიბრუნონ, რატომ არ მიბრუნებენ, ის მაინც მითხრან სიმართლე, დაუბანელი ან მოუწესრიგებელი ბავშვი არასდროს არ ყოფილა, გავაკეთ ყველაფერი, რაღას მებრძვიან" - განაცხადა დედამ. ცნობისთვის, ნანა შარაშენიძეს შვილი, 3 წლის ნიკოლოზი სოციალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე წაართვეს.
17.08.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 17.08.2020 - ბიემ.ჯი
გვაქვს მარტივი, მკაფიო, გასაგები კრიტერიუმები, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
17.08.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 17.08.2020 - ბიემ.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
17.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში 40 ერთოთახიანი, 80 ოროთახიანი და 20 სამოთახიანი ბინა ნაწილდება.
17.08.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - აქცენტნიუს.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
17.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 17.08.2020 - კომერსანტ.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17.08.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში 40 ერთოთახიანი, 80 ოროთახიანი და 20 სამოთახიანი ბინა ნაწილდება.
17.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 17.08.2020 - პია.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
17.08.2020
მედია საშუალებები: ინფორუსთავი.ჯი
Link: 17.08.2020 - ინფორუსთავი.ჯი
0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას 2020 წლის 1 დეკემბრამდე შეძლებენ.
17.08.2020
მედია საშუალებები: ქეინიუს.ჯი
Link: 17.08.2020 - ქეინიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია.
17.08.2020
მედია საშუალებები: დრონი.ჯი
Link: 17.08.2020 - დრონი.ჯი
ევექსის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები სამედიცინო კორპორაციის მედპერსონალის კონტაქტებს იკვლევენ. ინფიცირებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.
17.08.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 17.08.2020 - ამბები.ჯი
თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განუცხადა, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
პრესა
17.08.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 17.08.2020 - ალია
სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი ფუტკარაძეების ოჯახისთვის ცხრა შვილის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურება: „ეს არ არის ქართული ფენომენი, უცხოეთიდან კარნახობენ. მიჭერილი აქვთ იარაღი შუბლზე. ეუბნებიან ფულებს არ მოგცემთ, თქვენი ფული ჩვენთან იბეჭდება (კონკრეტულად საფრანგეთში) მოკვდებით შიმშილით, ხალხი აგიჯანყდებათ თვითონო, და აწერინებენ ამ უკუღმართ კანონებს. ხდება გაუგონარის სიბილწე, მკრეხელობა, საძაგლობა, კაციჭამიობა.
17.08.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 17.08.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს.
17.08.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 17.08.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაშიც და ორივე დაზარალებულ რეგიონში, მხედველობაში მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, მართვადია და ძალიან ინტენიური გამოკვლევები მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მესტიაში ყოველდღიურად 10-დან 15-მდე ეპიდბრიგადა მუშაობს. „დღეის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 2800-მდე ნიმუშია გამოკვლეული, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
17.08.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 17.08.2020 - ალია
საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს ითვალისწინებს.
17.08.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 17.08.2020 - კვირის პალიტრა
0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ პორტალზე მშობლების რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge.
17.08.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 17.08.2020 - მესინჯერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეისთვის ქვეყანაში 3 საყურადღებო წერტილია, ესაა მესტიის, ყაზბეგისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ინტენსიური ეპიდსაწინაღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. მისი თქმით, ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად კონტროლირებადი და მართვადია.
17.08.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 17.08.2020 - კვირის პალიტრა
გასულ კვირას ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც უწებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.
17.08.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 17.08.2020 - კვირის პალიტრა
დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება და მოსწავლეები საკლასო ოთახებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით დაუბრუნდებიან.
17.08.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 17.08.2020 - ახალი თაობა
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ხაიშში, ლენჯერში, იფარში, ცაიში, უშგულში, მულახში, ნაკრაში, ჭუბერსა და ბეჩოში, სადაც საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული, დეზინფექცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ყველა შენობას, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის სექტორებსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების საგუშაგოებს, ასევე, სვანეთში განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.
17.08.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 17.08.2020 - ახალი თაობა
ბათუმში, სასტუმრო ლეგასში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან 27 წლის ფელიქს ჯიქია გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. `ბათუმელები~ ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო. _ გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. `ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით~ _ ასეთი ხმები იყო.
17.08.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 17.08.2020 - ალია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ რუსულ ვაქცინას, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, რის გამოც მას სკეპტიკურად უყურებენ. მისივე თქმით, ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი საერთაშორისო სამეცნიერო პრესაშიც არსებობს.
17.08.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 17.08.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ხაიშში, ლენჯერში, იფარში, ცაიში, უშგულში, მულახში, ნაკრაში, ჭუბერსა და ბეჩოში, სადაც საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული, დეზინფექცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ყველა შენობას, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის სექტორებსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების საგუშაგოებს, ასევე, სვანეთში განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.
17.08.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 17.08.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
სრულიად რეალისტური გვგონია ის, რომ ეპიდემიური სიტუაცია მოგცემს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საშუალებას. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რაღა მოგვეზადებინა ერთიანი, სრული პაკეტი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რათა ყველა დაცული იყოს კორონავირუსის რისკებისგან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.