• დღეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე.
• წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გადაიზარდა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ძლიერ ალიანსში.
• აშშ არის და იქნება საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე.
• ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ველით, და მზად ვართ თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის.
• საბჭოთა იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეერთებული შტატები ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს განვითარებაში - დემოკრატიის გაძლიერებაში, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, სახელისუფლო ინსტიტუტების მშენებლობაში და ეს მომავალშიც ასე იქნება.
• აშშ განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ როლი გადამწყვეტი იქნება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს სრულად ინტეგრირებისთვის.
• დღეს ჩვენი საერთო უმთავრესი ამოცანაა მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
• ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ბრძოლის ავანგარდში ვართ, როგორც შეერთებული შტატების ერთგული და მტკიცე მოკავშირე რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ, მსოფლიოს ცხელ წერტილებში. ვამაყობთ ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში.