From : Victoria Baikova <v.baikova@mfa.gov.ge>
To : takhvlediani@moh.gov.ge; gbunturi@moh.gov.ge
Subject : ცირკულარული მიგრაცია - სამოდელო შეთანხმება
Cc : Levan Tsurtsumia <ltsurtsumia@mfa.gov.ge>; Nino Baratashvili <nbaratashvili@mfa.gov.ge>; Temur Pipia <tpipia@mfa.gov.ge>; Salome Shapakidze <sshapakidze@mfa.gov.ge>; Archil Karaulashvili <akaraulashvili@mfa.gov.ge>
Received On : 27.06.2019 11:06
Attachments :

თეა, მოგესალმებით,

 

როგორც იცით, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებისთვის სამოდელო შეთანხმების პროექტის გადაცემის მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით, საელჩოებში დავაგზავნეთ ინსტრუქცია და აღნიშნულ საკითხზე ვთხოვეთ მოსაზრება.

 

მიღებული პასუხების თანახმად, გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების პროექტი შეგვიძლია გადავცეთ შემდეგ ქვეყნებს:

 

ესპანეთი

კვიპროსი

პორტუგალია

უნგრეთი

ჩეხეთი

ხორვატია

 

მეილს თან ერთვის მატრიცა, რომელშიც ასახულია თითოეული ქვეყნის პოზიცია.

 

გადასაწყვეტია ლუქსემბურგი, რომელსაც ზოგადად არ აქვს ამ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა, თუმცა საელჩოსთან შეხვედრის დროს აღნიშნეს, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში გაეცნობა მის შინაარსს. აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგს აქვს ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან სტუდენტების სეზონური დასაქმების პრაქტიკა. ჩემი პირადი აზრით, ამ ეტაპზე შეთანხმების გადაცემისგან თავს შევიკავებდი, ალბათ უმჯობესია უფრო მაღალ დონეზე დავაყენოთ საკითხი, რათა გამოიკვეთოს, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით არის შესაძლებელი ლუქსემბურგთან თანამშრომლობა.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ვიკა