| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | შუალედური გამოკვლევა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად |
| Received On : | 12.07.2019 07:10 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
კიდევ ერთხელ გთხოვთ, მონაწილეობის მიღებას (ვისაც არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში), გაეცნოთ გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) „საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში კომპანია „ეისითი“-ს შუალედურ გამოკვლევას საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად და შეავსოთ ელექტრონული გამოკითხვის ბმული.
- მოგახსენებთ, რომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში კომპანია „ეისითი“ ახორციელებს შუალედურ გამოკვლევას საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად.
კვლევის ფარგლებში „ეისითი“ ჩაატარებს მოსახლეობისა და საჯარო მოხელეების გამოკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ვინაიდან რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს რგოლს საჯარო მოხელეები წარმოადგენენ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ როგორია თქვენი ცოდნა და დამოკიდებულება საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის მიმართ, გავიგოთ, თუ რას მოელით რეფორმის შედეგად და ასევე, გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები კონკრეტული აქტივობების დაგეგმვის პროცესში.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული გამოკითხვის ფორმა, რომელიც კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით: https://www.questionpro.com/t/APBaeZeXG3
კითხვარი ანონიმიურია და მის შევსებას დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდება. კითხვარში მითითებულია კვლევის კოორდინატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ გამოკითხვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
გთხოვთ, ელექტრონული გამოკითხვის ბმული გაავრცელოთ თქვენი უწყების თანამშრომლებში, რათა მათ შეძლონ კვლევაში მონაწილეობის მიღება 2019 წლის 17 ივნისამდე.
გამოკითხვა სრულიად კონფიდენციალურია და მკვლევართა ჯგუფის მიერ არ მოხდება კვლევაში მონაწილე რესპონდენტების პერსონალური ინფორმაციის გაზიარება არცერთ დაინტერესებულ მხარესთან.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისათვის!
საუკეთესო სურვილებით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159