ძირითადი გზავნილები:
· 28-30 სექტემბერს გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროკავშირისა და ნატოში უმაღლესი რანგის პირებთან გამართავს შეხვედრებს.
· თავად ის გარემოება, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოდან მაღალი დონის ვიზიტი ხორციელდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებულ პარტნიორობაზე. ვიზიტის ყოვლისმომცველი ხასიათი ასევე მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რასაც ევროკავშირი და ნატო ანიჭებს საქართველოს რეგიონში, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ისე განვითარების კუთხით.
· თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებულ პარტნიორობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება 2 საფინანსო შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული საფინანსო შეთანხმება მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შემსუბუქებასა და გაუმჯობესებას.
· ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე იქნება განხილული დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, განსაკუთრებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები და ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალ პერსპექტივები. ისევე როგორც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, და ამ პროცესის ეფექტიანობისთვის არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება, მათ შორის არსებითი პაკეტის განახლების პროცესი.
· რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. და რეგიონში საქართველოს როლის გათვალისწინებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ინფორმაციისთვის:
· პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოსეპ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. შეხვედრები ასევე ჩანიშნულია შინაგან საქმეთა და იუსტიციის ევროკომისრებთან, ასევე სხვადასხვა დარგობრივ ევროკომისართან, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან დავიდ მაკკალისტერთან და სხვადასხვა დიდი პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან.
· საფინანსო შეთანხმებები: - მდგრადობის კონტრაქტი (Resilience Contact), რომლის ბიუჯეტია 75 მილიონი ევრო და იგი მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარების შემსუბუქებას. დახმარება ითვალისწინებს ისეთ მიმართულებებში დახმარებას როგორებიცაა, ჯანდაცვა, დაავადებათა კონტროლი, სახელმწიფო პოლიტიკა და ადმინისტრაციული მმართველობა, სახელმწიფო შესყიდვები, მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური დაცვა.
ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება (EU4 Integrated Territorial Development), რომელის ბიუჯეტია 54 მილიონი ევრო და იგი მიზნად ისახავს წინასწარ შერჩეული პილოტურ რეგიონებში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
· ასევე, განხილული იქნება ეპიდემიასთან ერთობლივად გამკლავების შესაძლებლობები და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევაში.
· მიუხედავად იმისა რომ, ევროკავშირი მის ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალებით უკვე აქტიურად მონაწილეობს კონფლიქტის მოგვარებაში, მხარეები განიხილავენ ევროკავშირის შემდგომ უფრო აქტიურ და უფრო ქმედით ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. (ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სხვა საკითხს, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებთან, კიბერ საფრთხეებთან, დეზინფორმაციასთან და სხვა საერთო გამოწვევებთან ერთობლივად გამკლავების შესაძლებლობებს.)
· საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის შემდგომ გაღრმავებას, ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებს, ევროკავშირთან ერთობლივი სატრანსპორტო და ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ევროკავშირის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პოლიტიკაში შავი ზღვის მნიშვნელობის ზრდას და სხვა, რაც საქართველოს ევროკავშირში მეტ ინტეგრაციასა და შესაბამისად საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება.
· ისაუბრებენ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანაშრომლობაზე, კერძოდ კი, უფრო მეტი ქართველი სტუდენტისა და მეცნიერის სწავლასა და მოღვაწეობას ევროპულ უნივერსიტეტებში და, ასევე, ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის უფრო მეტ კავშირსა და თანამშრომლობას. საქართველო უკვე ლიდერობს ევროკავშირის საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში აქტიური მონაწილეობით და ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური და მრავალხმრივი გავხადოთ.