· 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 1,055.8 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ექსპორტის 51.0 პროცენტი შეადგინა.
· 2020 წლის აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 14.9 პროცენტით გაიზარდა და 132.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
· 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 81.2%-ით და 77.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ჩინეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 162.0%-ით და 41.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), შვეიცარიაში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 39.6%-ით და 58.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სომხეთსა (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 14.3%-ით და 56.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და ლიეტუვაში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 21.3%-ით და 22.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).
· 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა რუსეთში (შემცირდა 17.0%-ით და 240.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აშშ-ში (შემცირდა 46.2%-ით და 39.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აზერბაიჯანში (შემცირდა 22.3%-ით და 45.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), უკრაინასა (შემცირდა 15.4%-ით და 67.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) და თურქეთში (შემცირდა 2.3%-ით და 118.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა).
· პროდუქტების მიხედვით 2020 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების (შეადგინა 75.2 მლნ აშშ დოლარი, წინა წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი არ დაფიქსირებულა), ოქროს (გაიზარდა 30.7%-ით და 59.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თხილისა და კაკლის (გაიზარდა 52.1%-ით და 28.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (გაიზარდა 23.2%-ით და 43.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპირტიანი სასმელებისა (გაიზარდა 13.1%-ით და 49.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 6.3%-ით და 27.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ადგილობრივი ექსპორტი.
· პროდუქტების მიხედვით 2020 წლის იანვარ-აგვისტოში შემცირდა ფეროშენადნობის (შემცირდა 29.7%-ით და 144.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), მინერალური და მტკნარი წყლების (შემცირდა 21.1%-ით და 69.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ყურძნის ნატურალური ღვინოებისა (შემცირდა 8.6%-ით და 121.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და აზოტოვანი სასუქების (შემცირდა 10.2%-ით და 53.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ადგილობრივი ექსპორტი.