- პირველ რიგში ჩვენს მორაგბეებსა და სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ უდიდეს წარმატებას.
- ეს არის ქართული რაგბისა და მთლიანად ქართული სპორტის ისტოიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა. ამ ტურნირის ფარგლებში ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და სხვა ნაკრებებთან სათამაშოდ ჩვენი გუნდის მიწვევა, იმ უდიდესი პროგრესის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენმა ნაკრებმა უკანასკნელ წლებში მიაღწია.
- მეორე მხრივ კი, ელიტარულ გუნდებთან პერმანენტული თამაში, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი მორაგბეები უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ და კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევენ.
- რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ აღნიშნული წარმატება, პირველ რიგში, სპორტსმენების დამსახურებაა, მაგრამ შეუძლებელია დავივიწყოთ ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც ამ მიმართულებით ფონდმა ქართუმ და ბიძინა ივანიშვილმა გასწია.
ბიძინა ივანიშვილის მიერ რაგბის სფეროში განხორციელებულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით:
· საზოგადოდ ცნობილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო აქტივობა ქართული სპორტის მხარდაჭერის საქმეში. თუმცა, საერთო ფონზე, მარტივად თვალშისაცემია ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ქართული რაგბის განვითარებას უთმობს.
- ქართუს დაფინანასება წლების განმავლობაში მოიცავდა რაგბის კლუბების და რაგბის კავშირის ყოველთვიური დაფინანსების პროგრამას.
- ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა სტადიონი ,,შევარდენი’’, სტადიონი ,,სინათლე, 2 რაგბის ბაზა თბილისში, რაგბის ბაზა რუსთავში, ასპინძაში, მარტყოფში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, გორში, თელავში.
- ასევე, მოზარდთა ბაზა თბილისში, ბავშვთა აკადემია ქუთაისში, ახალი სტადიონის და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს ზუგდიდში.
- ქართუს დაფინანსება მიემართება ასევე არსებული მოედნების შენახვასა და მოვლაზე.
- მხოლოდ რაგბის მიმართულებით ქართუს დაფინანსება 200 მილიონ ლარზე მეტია.
• ათი წლის წინ ფონდმა რაგბის მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა დაიწყო. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ყველა რიგის ნაკრებს, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი მოაწყო. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცათ 13 სარაგბო ბაზა. თბილისის გარდა, რაგბის ცენტრები გაჩნდა რეგიონებში.
• ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა პირდაპირპროპორციულად აისახა ჩვენი მორაგბეების წარმატებასა და იმ უამრავ გამარჯვებაზე, რაც მათ მსოფლიო სხვადასხვა ასპარეზზე მოიპოვეს. შექმნილმა ინფრასტრუქტურამ გახადა შესაძლებელი 2017 წელს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება.
2014 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპეციალური საპატიო ჯილდო ბიძინა ივანიშვილს გადაეცა.