• გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების 38 შემთხვევა, დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც უაღრესად საყურადღებოა.
• გუშინ ქვეყნის მასშტაბით გაკეთდა 7 186 ტესტი, რომელთა პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება და რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს.
• ცალკე აღებული ერთი ქვეყანა, გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკა.
• ამისათვის, თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას რეგულაციები, მნიშვნელობა არ აქვს ბათუმში თუ თბილისში - ყველგან აუცილებელია დისტანცია, პირბადის ტარება და არა მოვალეობისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის!
• ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ, როგორც კოვიდთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ქვეყანამ და ის ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენისთვის იდგმება - არ უნდა გადავყაროთ წყალში!
• უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკის კვლავ ჩაკეტვა იქნება ძალიან მძიმე. შესაბამისად, დღეიდან ჯანდაცვის და შს სამინისტროები, ასევე მუნიციპალიტეტები რეგულაციების დაცვის კონტროლს მაქსიმალურად გაამკაცრებენ.
• პარალელურად, სახელმწიფო აგრძელებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებისკენ და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.
• ყველაზე მეტად ტურიზმი დაზარალდა და დღესაც, ამ მიმართულებით კრიზისი აქტიურ ფაზაშია, რის გამოც სექტორს სახელმწიფოს დახმარება განსაკუთრებულად სჭირდება.
• აქამდე მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის ვახდენდით 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო 6 თვეში დარიცხული საბანკო პროცენტის სუბსიდირებას, თუმცა, ახლა თანადაფინანსების ვადა 12 თვემდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ვადის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ წინა ორი ეტაპზე დაფინანსებულ ბენეფიციარებსაც.
• ასევე, სექტორის მხარდასაჭერად ვახორციელებთ პროექტს „იმუშავე საქართველოდან“ - ვეპატიჟებით 95 ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის თანამშრომლებს საქართველოში. პროექტი წარმატებით დაიწყო, რადგან საქართველოდან მუშაობის სურვილი უკვე 200-ზე მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოთქვა, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, სინგაპური, თურქეთი და სხვ.
• გარდა ამისა, მთავრობა ეხმარება ფერმერებს უხვი მოსავლის რეალიზაციაში. წელს, შარშანდელთან შედარებით ვაშლის თითქმის 3-ჯერ მეტ მოსავალს - დაახლოებით, 120 ათას ტონას ველოდებით, საერთაშორისო ბაზრებზე კი მისი ფასი საკმაოდ დაეცა, რის გამოც მოხდება არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება და ფერმერები 1 კგ მიიღებენ არანაკლებ 22 თეთრს.
• ამავე დროს, ფერმერების მაქსიმალურად ხელშესაწყობად ფართოვდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც და ემატება ახალი კომპონენტი - შეღავათიანი სესხის გიცემა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებისთვისაც.
ვიდეო:
https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/764599867660057/