მედიამონიტორინგი 28.06.2019
ტელევიზია
28.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილამშვიდობისა საქართველო
20 ივნისის დაზარალებულებს შეუძლიათ სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოსთხოვონ
http://rustavi2.ge/ka/video/44201?v=2
---
28.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
წიგნი, რომელსაც ისურვებდით, რომ თქვენ მშობლებთან ერთად წაკითხული გქონოდათ. "განათლება უკეთესი მშობლობისთვის", ასე ჰქვია წიგნს, რომელიც საქართველოს 4 რეგიონში სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში ჩართულ ოჯახებს დაურიგდებათ. ანუ ოჯახებს, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ეზრუნათ ბავშვებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ოჯახური ზრუნვის გარეშე დარჩნენ. წიგნი ვორლდ ვიჟენი საქართველოსა და ფსიქოლემტრიული და საკონსულტაციო ასოციაციის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. რა არის მინდობით აღზრდა. ეს სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული შეთანხმებაა. ოჯახი იღებს ვალდებულებას, რომ ბავშვს ან ბავშვებს გარკვეული ვადით, ოჯახურ გარემოში აღზრდის. მიდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არის ობოლი, ან მის მშობლებს ჩაემორთვათ ან შეეზღუდათ მშობლის უფლებები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6179631
---
28.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
დღეს დილიდან 200-მდე ადამიანი ვერ ახერხებს ენგურის ხიდის გადმოკვეთას. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ისე ჩაკეტა ე.წ. საზღვარი, რომ მოსახლეობა არ გააფრთხილა. დილიდან, მხოლოდ ორმა ადამიანმა შეძლო ხიდზე გადმოსვლა. ისინი დიალიზზე არიან და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დართეს მათ ამის ნება. იქ ისევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც ასევე, სამკურნალოდ აპირებდნენ გადმოსვლას. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი, დღეს დილით, ცალმხრივად ჩაკეტა. მიზეზად, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახლედება, რომლებიც ოკუპირებული სოხუმის ე.წ. მთავრობის შეფასებით, პროვოკაციული ხასიათს ატარებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6180431
---
ინტერნეტი
28.06.2019
საქსტატი - სისხლის მიმოქცევის სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავცრელებული მიზეზებია
2018 წელს საქართველოში 46 524 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 23 836 მამაკაცი და 22 688 ქალი. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს. უწყების მონაცემებით, გარდაცვალების ყველაზე გავცრელებული მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია. ამ მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა – 21,549 ადამიანი, წინა წელთან შედარებით 1700-თაა გაზრდილი. გარდაცვალების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა სიმსივნეები, რაც 2018 წელს 7 329 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა (წინა წელს 7 095). ამასთან, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების შედეგად საქართველოში 2018 წელს 3 676 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წელს – 2 608.
---
28.06.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/482092
გორგოძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია – მათ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ
გორგოძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა უკვე დიდი ხანია, რაც სიღარიბის ზღვარს გადააბიჯა. ეს ბავშვები, რომლებსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ მოკლებულნი არიან ნორმალურ საჭმელს და წამლებს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, ისინი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ და თუ საზოგადოება დროულად არ დაეხმარება, მათ განვითარების შანსი არ გააჩნიათ. მთელი ოჯახი შეყუჟულია ერთ პატარა გაპარტახებულ ოთახში, სადაც არც წყალია და არც გაზი, არც გათბობა და არც ავეჯი. იქ მხოლოდ რკინის 2 საწოლი დგას, რომლებიც ამავდროულად მაგიდის ფუნქციასაც ითავსებენ. ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც ჩანს, გულგრილია ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ, ამ ბავშვების ბედი არც მერიას აინტერესებს და არც მაჟორიტარ დეპუტატს. ჩვენ ვესაუბრეთ მრავალშვილიან დედას ნარგიზა გორგოძე-გველესიანს: – რამდენი წელია ამ შენობაში ცხოვრობთ? ნარგიზა: ეს ყოფილი სტამბის შენობაა. სახელმწიფომ შეგვასახლა აქ. -დროებით? ნარგიზა: არა, საკუთრებაში გადმოგცეს. დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მატერიალურად უაღრესად გვიჭირს. – რატომ? ნარგიზა: მე და ჩემს მეუღლეს არ გაგვაჩნია არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ ვშოულობთ. თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში. -რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს? ნარგიზა: სოციალური შემწეობის თანხა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევს, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის. -თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი თუ გეხმარებათ? ხომ არ მიგიმართავთ მისთვის დახმარების თხოვნით? ნარგიზა: არა, არ მიგვიმართავს. თქვენ მოგმართავთ ახლა, რომ გაგვიწიოთ შუამდგომლობა დეპუტატთან, რომ მოგვაქციოს მან ყურადღება. -არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? ნარგიზა: მე ქრისტიანი ვარ და ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ბავშვის ჩანასახში მოკვლა. ბავშვები – ეს ქვეყნის მომავალია! მე მჯერა, რომ უფალი ჩემს შვილებს არ მიატოვებს და მათ დასახმარებლად გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები! -რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად? ნარგიზა: არ გვაქვს ტელევიზორი, მაცივარი, გამათბობელი, სარეცხი მანქანა… მეგობრებო, გორგოძეების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს. მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ბაღდათი, თამარ მეფის 13, ტელ.: 595469227. თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გორგოძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/473-gg/
---
27.06.2019
დევნილებთან დაკავშირებით დეპუტატ ადა მარშანია საკანონმდებლო ინიციატივას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა
დევნილის მიერ ქვეყნის ორი თვით დატოვების გამო დახმარების შეჩერების ვადის გაზრდის თაობაზე დეპუტატ ადა მარშანია საკანონმდებლო ინიციატივას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, აღნიშნული ვადა იზრდება 3 თვემდე, ნაცვლად 2 თვისა, დღეს პირველი მოსმენით - 86 ხმით მიიღეს. პროექტი ადა მარშანიამ მოამზადა. “საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლეობაც სეზონურ სამუშაოებზე მიდიან მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებში. ამ ქვეყნებთან არსებობს უვიზო რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობა 3 თვეს არ აღემატება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხშირია დევნილის დახმარების შეწყვეტისა შემთხვევები, დევნილი პირების მიერ კანონით დათქმული 2 თვიანი ვადის დარღვევის გამო“, - განმარტავს ადა მარშანია. “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ მოქმედი კანონით, დევნილს შემწეობა უწყდება, თუ 2-თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან.
---