From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : მედიამონიტორინგი-27.06.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 27.06.2019 08:23
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 27.06.2019

ტელევიზია

27.06.2019

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 09:00

აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქეებიდან კლინიკებში 9 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, აქედან 3 საზღვარგარეთ. მათ შორის არიან სამართალდამცველები. ორი მოქალაქე კვლვ რეანიმაციურ განყოფილებაში რჩება. საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს ფარავს ფონდი ქართუ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6177378

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6177362

I არხი- მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6177442

---

 

26.06.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

რეგიონულ ჰოსპიტალში აქციის დროს დაშავებულები ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა. მისი განმარტებით დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 10 პაციენტი. აქედან 7 საქართველოში 3 კი საზღვარგარეთ. მათ შორის არიან სამართალდამცავები. ავთანდილ თალაკვაძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია რომ ერთ-ერთი დაზარალებულის, დავით ფარადაშვილსი მდგომარეობა გაუმჯობესდა. დანარჩენი დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თალაკვაძემ ასევე დაადასტურა რომ აქციის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს ფონდი ქართუ აანაზრაურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6176802

Iარხი-მოამბე21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6176737 (მესამე ვიდეო ფაილი)

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6176551

იმედი - ქრონიკა 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6176636

---

 

26.06.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

ივლისიდან სამშენებლო ობიექტებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. მშენებლობის ადგილზე არსებულ სიტუაციას ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების და მერიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფები შეამოწმებენ. მონიტორინგი გაუფრთხილებლად ჩატარდება, რა დროსაც მონიტორები დეტალურად შეისწავლიან, რამდენად დაცულია სამშენებლო სამუშაოების დროს შრომითი და უსაფრთხოების სტანდარტები. მოსალოდნელ ცვლილებას სამშენებლო კომპანიების ნაწილი ნეგატიურად ხვდება. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, წლის დასაწყისიდან დღემდე სამშენებლო ობიექტებზე 11 ადამიანია დაღუპული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6176906

---

26.06.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

საქართველოს პრეზიდენტმა 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე ამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის და ღირსეული სამსახურისთვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. ცერემონია ათონელის რეზიდენციაში გაიმართა. სალომე ზუაბიშვილმა სასწრაფო დახმარების უფროსსა და ექიხმებს ღირსების მედლები და მადლობის სიგელები გადასცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6176810

---

 

 

 

ინტერნეტი

26.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/553545-avtandil-talakvazis-inpormaciit-pondi-kartu-gamotkvams-mzadqopnas-20-21-ivnisis-movlenebisas-dashavebulta-mkurnalobis-xarji-srulad-aanazgauros/?fbclid=IwAR0tIvJyDPfzD2vk5SKAphFDAF6F9VNrw1S0O5LopRSFWUAIdC7ae-U0vWg

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთა მკურნალობის ხარჯი სრულად აანაზღაუროს

ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთა მკურნალობის ხარჯი სრულად აანაზღაუროს,- ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ,, რეგიონალურ ჰოსპიტალში“ გააკეთა, სადაც იგი 20 ივნისს დაშავებული პაციენტების მდგომარეობას გაეცნო. ,,ვადასტურებ, რომ ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების მოცულობის საკითხზე კონკრეტულად ჯერ ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცით, რა შემდგომ დანიშნულებებს მისცემენ პაციენტებს., თუმცა ფონდი „ქართუ“ მზაობას გამოთქვამს სრული დანახარჯი აანაზღაუროს“,- განაცხადა ავთო თალაკვაძემ. მისი თქმით, კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, ერთ-ერთი პაციენტი გაემგზავრა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე 2 პოლიციელი თურქეთში, „აჯიბადემის“ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, დღეს ღამით კი კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში. ,,თბილისის „რეგიონულ ჰოსიტალში“ რჩება 3 პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. იმ ორი პაციენტიდან , რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთ-ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, ის კონტაქტურია, თუმცა ამ დროისთვის იმყოფება დამზოგველ რეჟიმში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება მისი აპარატიდან მოხსნა. მეორე პაციენტთან დაკავშირებით, ასევე სტაბილური ჰემოდინამიკა გვაქვს, მას სავარაუდოდ უფრო ხანგრძლივი ვადით დასჭირდება რეანიმაციის განყოფილებაში განთავსება, თუმცა მაჩვენებლები გაუარესებული არ არის. დღეის მდგომარეობით მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, გუშინ მოხდა ერთ-ერთი პაციენტი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა, ასევე დღეს გაემგზავრა 2 პოლიციელი თურქეთში, რომლებიც „აჯიბადემის“ კლინიკაში შემდგომ მკურნალობას გააგრძელებს. ასევე, დღეს ღამე კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში რეაბილიტაციისთვის“,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

პია.ჯი- https://pia.ge/post/269442-avtandil-talakvaze-fondi-qartu-mzaobas-gamotqvams-sruli-danaxarji-aanazrauros

კვირა.ჯი- http://kvira.ge/481660

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/109959/avtandil-talakvadze-qartum-dashavebulebis-mkurnalobis-sruli-dapinansebis-mzaoba-gamotqva?fbclid=IwAR1Pm68ZjDqPh9UVE6EOmIJGpB1VdnKBCCmpGx47_3jc9ZiFbFhAxJX6aAI

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/avtandil-talakvadze-fondma-qartum-gamotqva-mzaoba-aqciaze-dashavebulta-sazghvargaret-mkurnalobis-kharjebi-srulad-aanazghauros/?fbclid=IwAR2PbFi48xG2lF7hO7NLW5tulMGiEJWrUl4Lam5zcAcRDfdP2cWtS0CX-ww

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/15358-aqziis-dashlis-dros-dashavebulebis-sazgvargaret-mkurnalobas-pondi-%E2%80%9Eqartu%E2%80%9C-daapinansebs

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/avtandil-talakvadzis-informaciit-fondi-qartu-gamotqvams-mzadyofnas-20-21-ivnisis-movlenebisas-dashavebulta-mkurnalobis-xardji-srulad-aanazgauros

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/211210-aqciaze-dashavebulebis-sazghvargareth-mkurnalobis-kharjebs-fondi-qqarthuq-dafaravs.html?lang=ka-GE

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1561553921-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94?fbclid=IwAR2wCqQ37Wo8KJ9gHRItZlAh25cwbuZ9wHXFxMS_F-iKehQqbDVzHHAV4pA

---

 

26.06.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/375886/

2 მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთის კლინიკური პარამეტრები უმჯობესდება — კლინიკა

ნეტგაზეთს“ ევექსის რეგიონული ჰოსპიტალიდან აცნობეს, რომ ორი მძიმედ მყოფი პაციენტიდან ერთ-ერთის კლინიკური პარამეტრები უმჯობესდება; მეორე მძიმე პაციენტის მდგომარეობა უცვლელია — სტაბილურად მძიმე, ხოლო მესამე დღეს გადაჰყავთ პალატაში და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაწერენ. როგორც კლინიკის დირეტორმა, ნათია ნუცუბიძემ გვითხრა, ამ ეტაპზე ორი მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთი მართვითი სუნთქვის აპარატიდან ჩახსნის პროცესშია, მისი კლინიკური პარამეტრები უმჯობესდება, თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ჯერაც მართვით სუნთქვაზეა. ეს პაციენტი, სავარაუდოდ, არის 31 წლის დავით ფარადაშვილი. მეორე მძიმე პაციენტი, რომელიც სტაბილურად მძიმედაა, მართვით სუნთქვაზე რჩება. როგორც კლინიკის დირექტორმა გვითხრა, მათთან გადმოყვანის შემდეგ პაციენტის მდგოამრეობა არ შეცვლილა — არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა. მესამე პაციენტი, რომელიც ამ დრომდე ევექსის რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება, დირექტორის ცნობით, დღეს პალატაში გადაჰყავთ. მისივე ცნობით, რამდენიმე დღეში მისი გაწერა იგეგმება. ეს პაციენტი, ნეტგაზეთის ინფორმაციით, არის 24 წლის დემეტრე ნაყოფია. მას ოფთალმოლოგიური და ნეიროქირურგიული ოპერაციები გაუკეთეს (ანუ თვალსა და თავის ტვინზე). მას თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია მხედველობის საკითხი. როგორც მისმა მეგობარმა გვითხრა, იგი აღიქვამს სინათლეს, თუმცა, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა, შეუნარჩუნდება თუ არა მხედველობა, ან რამდენი პროცენტით. საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

---

 

26.06.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/269428-grigol-giorgaze-imeretis-regionsi-mcxovreb-devnil-ojaxebs-sexvda

გრიგოლ გიორგაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ქუთაისსა და სამტრედიაში ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნგრევადი ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები ოჯახების განსახლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 245 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები წლის ბოლომდე გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/553538-ministris-moadgile-grigol-giorgaze-imeretshi-mcxovreb-devnilebs-shexvda/

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/grigol-giorgadze-imeretis-regionshi-mcxovreb-devnil-odjaxebs-shexvda

---

 

26.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/553548-grigol-giorgazem-kutaissa-da-cqaltuboshi-mimdinare-samsheneblo-samushaoebi-moinaxula/

გრიგოლ გიორგაძემ ქუთაისსა და წყალტუბოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილი ოჯახების განახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, წყალტუბოში, 2019 წლის ბოლოს დასრულდება ორი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინა 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. „დამატებით, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 420 ოჯახი მიიღებს. ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები, წლის ბოლომდე, 245 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

---

 

26.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/553594-shekvetilshi-bizina-ivanishvilis-saxlis-mimdebare-teritoriaze-moshimshimshileebidan-ert-erti-sheuzlod-gaxda/

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოშიმშიმშილეებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა

შეკვეთილში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოშიმშიმშილეებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა. მას მედიკოსების დახმარება დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ,,ჯერ კიდევ გუშინ ვთხოვეთ პოლიციას, რომ მოსულიყო სასწრაფო და ემორიგევათ აქ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. იქ, სადაც მიმდინარობს შიმშილობის აქცია, მუდმივად უნდა იდგეს სასწრაფო“, -განაცხადა ერთ- ერთმა მოშიმშილე, გიგა ნაგერვაძემ. მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან აქციის სხვა მონაწილეებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოშიმშილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

---

 

26.06.2019

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/109956/prezidentma-aqtsiis-games-momushave-eqimebs-girsebis-medlebi-gadastsa

პრეზიდენტმა აქციის ღამეს მომუშავე ექიმებს ღირსების მედლები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ათონელის რეზიდენციაში გაიმართა. პრეზიდენტმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსსა და ექიმებს ღირსების მედლები გადასცა.  ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილს.

---

 

26.06.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/kviris-ganmavlobashi-7-dgit-mushaoba-shesadzloa-aikrdzalos-ra-cvlilebebis-shetana-igegmeba-shromis-kodeqsshi

შეიძლება კვირაში 7 დღე მუშაობა აიკრძალოს - რა ცვლილებების შეტანა იგეგმება შრომის კოდექსში

კვირის განმავლობაში 7 დღით მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია, საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა. როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეს შრომის კოდექსი კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას არ ადგენს, რის გამოც ხშირად გვხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ. ცვლილების შედეგად კი, შრომის კოდექსში გაჩნდება ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში სამუშო დღეების მაქსიმალურ ოდენობად - 6 დღეს დაადგენს. შესაბამისად 1 კვირის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლება პირი, მხოლოდ 6 დღით დაასაქმოს. „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი და დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებდეს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, მაგრამ შესასრულებელი სამუშაო თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ ითვალისწინებდეს აღნიშნულს სხვა დასაქმებულთათვის. ადამიანის ჯანმრთელობის ფიზიკური, გონებრივი თუ პირადი ცხოვრებისათვის, დამსაქმებელმა დასაქმებული უნდა უზრუნველყოს ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროით, მაგალითად, როდესაც ცვლიანობის განრიგი ითვალიწინებს დასაქმებულის მიერ 18 საათიან ან 24 საათიან სამუშაო დროს, ცვლის დასრულების შემდეგ დასაქმებულის დასვენების დრო უნდა შეადგენდეს მინიმუმ 18 ან შესაბამისად 24 საათს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. ამასთან, ახალი რედაქციით დამსაქმებელი ვალდებული იქნება აწარმოოს სამუშაო დროის აღწერა და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამუშაო დროის შესახებ წარმოშობილი დავის შემთხვევაში სწორედ მას ეკისრება სამუშაო დროსთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი. აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორ/ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

---

 

 ​