მედიამონიტორინგი 26.06.2019
ტელევიზია
25.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
რუსთაველის გამზირზე დაშავებულებიდან 19 ადამიანი საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს. მათგან 2 კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია. ერთის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულების ნაწილი კლინიკებს დღის განმავლობაშ დატოვებს. აქციის დაშლიშ შემდგომ კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს მათ შორის 80 პოლიციელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6173420
---
25.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
20 ივნისის დარბევის დროს დაშავებულები - "კურიერმა" გაარკვია ის, რის დამალვასაც "ოცნების" ხელისუფლება ცდილობს. უპრეცედენტო პროტესტის რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6174447
---
ინტერნეტი
26.06.2019
20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან, ამ დროისთვის, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება
20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან, ამ დროისთვის, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება. აღნიშნულის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობა აღენიშნება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ორ პაციენტს. მათგან ერთი, შესაძლოა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან უახლოეს პერიოდში ჩაიხსნას. დღის ბოლომდე კი, სამედიცინო დაწესებულება კიდევ 5-მა პირმა დატოვოს. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/481321
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85958
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/109888/gogo-romelmats-aqtsiaze-tvali-dakarga-samkurnalod-sazgvargaret-gaemgzavra
---
25.06.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mako-gomuri-wavedit-me-da-chemi-tvaluka-evropashi-da-dagibrundebit-kargi-ambebit/
მაკო გომური - წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით
წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით, – წერს „ფეისბუქში“ მაკო გომური, რომელმაც 21 ივნისის ღამეს, პარლამენტთან აქციის დაშლისას თვალი დაკარგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველ არხზე, „მოამბეში“ გუშინ განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მთავარი დაზარალებული მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობაა და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ მკურნალობას საუკეთესო კლინიკებში, მათ შორის საზღვარგარეთ, ასევე ჩამოიყვანს საუკეთესო სპეციალისტებს, ვინაიდან მისი შეფასებით, ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
---
25.06.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/375521/
“რეზინის ტყვიას ჩემი ორგანიზმიდან დღემდე ვერ იღებენ” – აქციის მონაწილე
„ექიმები მეუბნებიან, რომ თუ ახლა ტყვიას ამომიღებენ, შესაძლოა, ანთებითი პროცესი გააქტიურდეს, ქსოვილი ძალიან დაზიანებული და დასუსტებულია, 11 მმ-ით არის ტყვია შესული ხელში,“ – გვიყვება ბათუმელი გიორგი თებიძე. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია. 20 ივნისის ღამეს მას რეზინის ხუთი ტყვია მოხვდა სხეულზე. გიორგი ტყვიით სხეულში სამსახურში დადის – ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში, და დღევანდელ აქციაზეც აპირებს მისვლას. „ახლა თუ საზოგადოებამ დათმო, ეს უფრო ცუდი იქნება, ვიდრე იმის მიღწევა, რასაც დღემდე მივაღწიეთო“, – ირწმუნება იგი. გიორგი თებიძე პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს: „…ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა ძიძგილაობა ატყდა. ჩვენ უკან დავიხიეთ, რუსთაველის თეატრისკენ, მაგრამ მალე უკან მოვბრუნდით, პარლამენტთან, იქ უკვე ეყარა ხალხი… მაგათ გამოყვანას ვცდილობდით. მე ორის გამოყვანა შევძელი და ისევ ატყდა ტყვიების სროლა. იქვე რამდენიმე სპეცრაზმელის ფარი ეგდო და ავიღე, რადგან პირდაპირ გვესროდნენ. ერთ მომენტში მარტო დავრჩი. ფარი მქონდა აფარებული, მაგრამ ფეხში მესროლეს, ბოტასზე მომხვდა, როგორც კი ხელი გამოვყავი, ხელში მესროლეს ეს რეზინის მრგვალი ტყვია. ის მეორე რომ მომხვედროდა, დათვების ტყვია, ალბათ დავკარგავდი ხელს საერთოდ. ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს მელოდნენ, როდის გამომიჩნდებოდა ხელი ან ფეხი, რომ ესროლათ… წამოვიდა ხელიდან სისხლი და გახეთქვის ხმა გავიგე. მერე აღარ ვიცი, როგორ მომხვდა დანარჩენი ტყვიები მუცელში, მხარში… უკან დავიხიე, გონება არ დამიკარგავს. ველოდი, როდის მომიწევდა რიგი სასწრაფოს მანქანაში. იმდენი იყო დაშავებული, ექიმები ვერ აუდიოდნენ. მერე გავაჩერე სასწრაფოს მანქანა და წამიყვანეს. ღამის სამის ნახევარი იქნებოდა, მე-9 საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს. ტყვიები ამომიღეს, მაგრამ ხელში ვერა. ექიმმა ჩემი ხელის რენტგენის სურათს უცებ დახედა, ამას მე ვერ მოვკიდებ ხელსო და შემდეგიო, დაიყვირა. კურიოზული ის იყო, რომ არავინ გეკითხება, გჭირდება თუ არა პალატა, არავის სცალია… დილის რვაზე მითხრეს, რომ 243 ლარი უნდა გადამეხადა. სადაზღვევო კომპანია „იმედი L“- ში დავრეკე. ცხელი ხაზის ოპერატორმა მითხრა, რომ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში მონაწილე ადამიანებს ოპერაციებს არ უფინანსებდნენ… მალევე სადაზღვევოს მენეჯერმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ყველაფერი გარკვეულია. მე მეორე დღესვე მივედი აქციაზე. არ მქონია განცდა, რომ რაღაც დამაკლდა. ჩემი 100 გრამი სისხლი არაფერია. ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ თუ საზოგადოება უკან დაიხევს და მინისტრს ვერ გადააყენებს, იგივე სიტუაცია დატრიალდება, რაც იყო 7 ნოემბერს – მაშინაც ხომ ვანო მერაბიშვილმა არ დათმო პოზიცია. მერე ეს ხელისუფლებაც გაიზიარებს იგივე ბედს, რაც წინამ, მაგრამ ჩვენთვის არ იქნება ეს კარგი. ვფიქრობ, რომ უფრო პერმანენტული აქციები უნდა იყოს და მკაცრი საზოგადოება. გახარია არის რუსული ყაიდის ჩინოვნიკი, რომელიც თავისას აწვება, რამდენიც არ უნდა უყვირო. რაღაც მოსაფიქრებელია. ორგანიზტორებს არ უნდათ პოლიტიკოსები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა სამოქალქო საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს თავისას, მაგრამ პოლიტიკურმა ძალებმა კი არ უნდა გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ – პირიქით. ახლა ჩვენ ხელისუფლება აქეთ გვიტევს პირდაპირ თუ ირიბად, ცდილობენ ჩვენს მარგინალებად წარმოჩენას, რომ თითქოს ყურსაკიდიანი ტიპები დგანან მხოლოდ. ცდილობენ, რომ ჩაახშონ როგორმე ამ აქციის სულისკვეთება… ახლა საპატრიარქოც არაფერს ამბობს და ეს დუმილი ნიშნავს, რომ მთელი საპატრიარქო გაყიდულია ივანიშვილის ფულზე, იმ მილიონებზე, რასაც ისინი იღებენ შავად თუ თეთრად. მიკვირს, როცა ჩემი ბათუმი თავისი მოწოდების სიმაღლეზე არაა. მახსოვს, როგორი აქციები იყო 11-12 მარტის მოვლენების დროს. ახლა კი, როცა რუსი დაგვასვეს თავზე, ბათუმი ძალიან მშვიდად, წყნარად და მოზომილად, ხმაურის გარეშე აპროტესტებს ამას…“ – გვიამბო გიორგი თებიძემ.
---
ბეჭდვითი მედია
26.06.2019
მედიასაშუალება: ვერსია
რა ქონებას ფლობს სერგეენკოს შემცვლელი
18 ივნისიდან, საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ამ პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა უკვე წარადგინა და ბრძანებასაც ხელი მოაწერა. ექსმინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩეველია. 2015 წლის სექტემბრიდან, ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის რაიონული საავადმყოფოსა და „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ამ საავადმყოფოში კი, 2009 წლიდან, მიწვეული კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა, მანამდე გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში საქმიანობდა. ეკატერინე ტიკარაძე გერმანული Dონაუ-Uნივერსიტäტ Kრემს-ის კურსდამთავრებულია. ყველას აინტერესებს, რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრი, მაგრამ ქონებრივი დეკლარაციის შესავსებად, ეკატერინე ტიკარაძეს ორთვიანი ვადა აქვს. საჯარო სამსახურის ბიუროში `ვერსიას~ განუცხადეს, რომ ვინაიდან ახალი მინისტრი თავისი მოვალეობის შესრულებას 18 ივნისიდან შეუდგა, ქონებრივი დეკლარაცია 19 აგვისტომდე უნდა შეავსოს. არანაკლებ საინტერესოა, რამდენმილიარდიანი ბიუჯეტის განკარგვა მოუწევს ახალ მინისტრს, კონკრეტულად, რა პროგრამებია გათვალისწინებული 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და როგორია მათი დაფინანსება. თავდაპირველად, ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოციალური დაცვის პროგრამებზე 2 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, მათ შორის, 225 მილიონი ლარით იზრდება პენსიები, რაც ჯამში, 1 მილიარდ 925 მილიონ ლარს შეადგენს. რაც მთავარია, ნაკლებად დაცული ოჯახებისთვის, ბიუჯეტში 69 მილიონ 500 ათასი ლარი გამოყვეს. ამასთან, 2019 წლიდან, 144 000 ბავშვი, 50-ლარიან დახმარებას მიიღებს2019 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 3 მილიარდ 968 მილიონ 400 ათასი ლარით დაფინანსდა. აქედან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვისთვის 57 803 000 ლარია გამოყოფილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა 11 850 000 ლარით ფინანსდება. ახლა უფრო დეტალურ ინფორმაციასაც გავეცნოთ: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების პროგრამაზე 4 020 000 ლარია გამოყოფილი; სამედიცინო საქმიანობის რეგულირების პროგრამა _ 2 705 000 ლარი; სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზა და კონტროლი _ 100 000 ლარი; სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი _ 1 215 000 ლარი; სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მართვა _ 1 065 000 ლარი; სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი _ 150 000 ლარი; დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვა _ 11 258 000 ლარი; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა _ 26 290 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (აპარატი) _ 25 513 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრი _ 101 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრი _ 80 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრი _ 80 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო ცენტრი _ 47 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრი _ 59 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის სამხარეო ცენტრი _ 42 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა- მთიანეთის სამხარეო ცენტრი _ 37 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრი _ 22 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრი _ 20 000 ლარი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა.რ. ფილიალი _ 45 000 ლარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო _ 92 000 ლარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა აჭარისა და სამეგრელოზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო _ 152 000 ლარი; სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მართვა _ 1 100 000 ლარი; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვა _ 2 600 000 ლარი. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა _ 685 000 ლარი; მოსახლეობის სოციალური დაცვა _ 2 783 892 000 ლარი; მოსახლეობისსაპენსიო უზრუნველყოფა _ 1 925 000 000 ლარი; მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება _ 770 002 000 ლარი; სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა _ 35 890 000 ლარი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება _ 2 000 000 ლარი; ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობა _ 2 500 000 ლარი; ბავშვთა რეაბილიტაცია/ აბილიტაცია _ 3 500 000 ლარი; ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა _ 40 000 ლარი; დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფა _ 6 500 000 ლარი; დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა _ 5 500 000 ლარი; ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობა _ 50 000 ლარი; დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა _ 380 000 ლარი; მინდობით აღზრდა _ 9 200 000 ლარი; მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფა _ 2 700 000 ლარი; მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა _ 900 000 ლარი; სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფა _ 2 100 000 ლარი; მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფა _ 260 000 ლარი; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება _ 260 000 ლარი; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში _ 46 500 000 ლარი; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში _ სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა დანამატი _ 30 000 000 ლარი; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში _ სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა დანამატი _ 4 000 000 ლარი; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში _ სხვა დანარჩენი კატეგორიებისთვის _ 4 500 000 ლარი; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში- მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური _ 8 000 000 ლარი; სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფა _ 6 500 000 ლარი. რაც შეეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სხვადასხვა სახის პროგრამებს, 2019 წლის ბიუჯეტში ასეა წარმოდგენილი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა _ 1 044 565 000 ლარი; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა _ 754 000 000 ლარი; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა _ 89 400 000 ლარი; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი _ 1 800 000 ლარი; იმუნიზაცია _ 22 400 000 ლარი; ეპიდზედამხედველობა _ 1 700 000 ლარი; უსაფრთხო სახლი _ 1 800 000 ლარი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოსა და პროფესიულ დაავადებათა ჯანმრთელობის სფეროში არსებული ვალდებულებების ხელშეწყობა _ 260 000 ლარი; ტუბერკულოზის მართვა _ 15 670 000 ლარი; ტუბერკულოზის მართვა სოციალური უზრუნველყოფა _ 12 660 000 ლარი; ტუბერკულოზის მართვა (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) _ 1 350 000 ლარი; ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამა _ 1 660 000 ლარი; აივ ინფექციის/ შიდსის მართვა _ 12 520 000 ლარი. აივ ინფექციის/ შიდსი _ 6 105 000 ლარი; აივ ინფექციის/ შიდსი (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრი) _ 4 000 000 ლარი; საქართველოში აივ ინფექცია/ შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ ინფექცია/ შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით _ 2 415 000 ლარი; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა _ 8 000 000 ლარი; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (ამ ერთი და იგივე პროგრამას ბიუჯეტში სხვადასხვა კოდები აქვს მინიჭებული და შესაბამისად, დაფინანსებაც სხვადასხვაა) _ 7 526 000 ლარი; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) _ 474 000 ლარი; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა _ 12 150 000 ლარი; ჯანმრთელობის ხელშეწყობა _ 2 100 000 ლარი; ჩ ჰეპატიტის მართვა _ 11 000 000 ლარი; ჩ ჰეპატიტის მართვა (აქაც ამ ორ პროგრამას სხვადასხვა კოდები აქვს მინიჭებული) _ 9 900 000 ლარი; ჩ ჰეპატიტის მართვა (სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) _ 1 100 000 ლარი; მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში _ 200 365 000 ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა _ 24 000 000 ლარი; დიაბეტის მართვა _ 13 500 000 ლარი; ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება _ 2 000 000 ლარი; დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია _ 36 340 000 ლარი; ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა _ 3 000 000 ლარი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა _ 9 800 000 ლარი; სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება _ 44 725 000 ლარი; სასწრაფო სამედიცინო დახმარება _ 725 000 ლარი; სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება _ 44 000 000 ლარი; სოფლის ექიმი _ 26 000 000 ლარი. რეფერალური მომსახურება _ 20 000 000 ლარი; თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება _ 1 000 000 ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა _ 20 000 000 ლარი; დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება _ 800 000 ლარი; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა _ 20 000 000 ლარი; შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა _ 4 290 000 ლარი; დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება _ 700 000 ლარი; შრომის პირობების ინსპექტირება _ 1 500 000 ლარი; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება- გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება _ 2 090 000 ლარი. ახლა ვნახოთ, რა პროგრამები ფინანსდება 2019 წელს იძულებით გადაადგილებული პირებისა და მიგრანტებისთვის: იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა _ 57 850 000 ლარი; სარეინტეგრაციო დახმარება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის _ 650 000 ლარი. ეკომიგრანტთა მიგრაციის მართვა _ 4 500 000 ლარი; განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება _ 52 700 000 ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა სოციალური და საცხოვრებელი პირობების შექმნა _ 52 700 000 ლარი.
---