მედიამონიტორინგი 25.06.2019
ტელევიზია
24.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რუსთაველზე აქციის დფაშლის დროს დაშავებული მოქალაქეებიდან 15 ამ დრომდე სხხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მათგან ერთი სამართალდამცავია. ორი პაციენტი ამ დრომდე მმართველ სუნთქვაზეა, თუმცა მედიკოსების ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკა დღეს დატოვა 18 წლის გოოგნამ, რომელმაც რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა. რეგიონულ ჰოსპიტალში დაშავებულები საგანგებოს სიტუაციები კოორდინაცისაა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6171863
I არხი-მოამბე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6171908 (05:45 წუთზე)
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6171586
---
24.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სისხლიანი ღამე - "კურიერის" ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს, იმაზე მეტი დაშავებული ჰყავს, ვიდრე გახარიას უწყება ასაჯაროებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6171820
---
ინტერნეტი
25.06.2019
სოზარ სუბარის განცხადებით, 18 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს
18 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობია დაშავებულებს შორის. მათ შორის ჟურნალისტები რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობ, ვიცნობ, პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მტკივა მათთან ერთად, ისევე როგორც ძალიან მტკიცა სრულიად უცნობი ადამიანების ტკივილიც. შეიძლება ეს არ იყოს მათთვის ბოლომდე ნუგეში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის საუკეთესო კლინიკებში რომ მათი ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად აღდგენილი, მათ შორის იმ გოგონასი რომელიც დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ყველა ადამიანს ჩაუტარდება მაქსიმალური მკურნალობა“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
---
24.06.2019
ავთანდილ თალაკვაძე აქციაზე დაშავებულებზე - კლინიკაში მყოფი პაციენტების ჰემოდინამიკა სტაბილურია
კლინიკაში მყოფი პაციენტების ჰემოდინამიკა სტაბილურია,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თალაკვაძემ რეგიონულ ჰოსპიტალში პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას დაშავებული ადამიანები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. „დღეის მდგომარეობით კლინიკაში რჩება 19 პაციენტი, რომელთაგან დღის განმავლობაში რამდენიმე გაიწერება. მართვით სუნთქვაზე იმყოფება ორი ადამიანი, მათი ჰემოდინამიკა არის სტაბილური და დადებითი. კლინიკის ექიმები მუდმივ მზადყოფნაში არიან და ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პაციენტთან დაკავშირებით აწარმოებს მუდმივ მონიტორინგს”, - განაცხადა თალაკვაძემ.
---
24.06.2019
კლინიკებში 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებული 15 მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას, 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული პირებიდან კლინიკებში 15 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საავადმყოფოში მყოფი პირებიდან ორი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. "ამ დროისთვის, კლინიკებში მკურნალობას 15 პაციენტი განაგრძობს, მათგან ორი, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
---
24.06.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/premieri-20-ivnisis-games-dashavebultatvis-nebismieri-saxis-daxmareba-iqneba-garantirebuli-chveni-mxridan/35894
პრემიერი: 20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან
20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მძიმე იყო ქართული საზოგადოებისთვის ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. „ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ძალიან მძიმე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში. დაშავებულები არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პოლიციელები. დღეს მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან. ამასთან, მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ მსურს, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო ქართული მედიის მიმართ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ავტორი: თელარა გელანტია
---
24.06.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/268996-akaki-zoize-saxelmwifo-yvelafers-gaaketebs-18-wlis-gogonas-sazrvargaret-mkurnalobistvis
აკაკი ზოიძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს 18 წლის გოგონას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის
„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს 18 წლის გოგონას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის“ - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ. როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, იგი ესაუბრა ოჯახს და ჯანდაცვის სამინისტროშესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. “რამდენადაც ვიცი და მე მქონდა ამაზე საუბარი თვითონ ოჯახთანაც, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მისთვის. ნამდვილად უმძიმესია 18 წლის ასაკში ასეთი ტრავმა თავად გოგონასთვის და მისი ოჯახისთვის. ძალიან მხნე და ვაჟკაცური გოგონაა. იქ, ასევე, არის ახალგაზრდა, რომელმაც ასევე, თვალი დაკარგა. მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის სოციალური მედიითაც, თითქოს რაღაც სჭირდება და არ კეთდება. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კეთდება, რაც შესაძლებელია, მათი სიცოცხლის გადასარჩენად და ამისათვის სპეციალისტებიც კი არიან ჩამოყვანილები. მადლობა ქალბატონ ეკას, მთავრობას და პრემიერ-მინისტრს. ყველაფერი გაკეთდება, თუ საჭირო გახდება საზღვარგარეთ გადაყვანაც“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. აკაკი ზოიძის თქმით, მნიშვნელოვანია პასუხი აგოს ყველამ, ვინც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.
---
24.06.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/269026--jorjian-manganezsi-dasaqmebuli-mararoelebi-gancxadebas-avrceleben
“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ
შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება. “გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე პირისა და მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჭიათურის მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულთა გაფიცვის საფუძ ველი არ არსებობს. შეთანხმების ყველა პუნქტი, რომელიც მაღაროელებსა და კომპანიას შორის დაიდო, ეტაპობრივად სრულდება – გაზრდილი ხელფასები მაღაროელებზე უკვე გაიცა, გამოსწორებულია კვების ხარისხი. მაღაროელები კატეგორიულად ემიჯნებიან მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებას და აღნიშნულს საზოგადოების შეცდომაში შეყვანად აფასებენ”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ადვოკატი გია ფოლადიშვილი.
---
24.06.2019
11 წლის ლიზი გერსამიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა - პატარა გოგოს საზოგადოების დამხმარება სასწრაფოდ სჭირდება
11 წლის ლიზი გერსამიას ისტორია ყველა ადამიანს გულს ატკენს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავს! ეს ამბავი ქალაქ ფოთში 2014 წლის მარტში მოხდა. პატარა ლიზი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ნაწვიმარ გზაზე დიდი სიჩქარით მანქანა მოჰქროდა. ახალგაზრდა გამოუცდელმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პატარა გოგონას დაეჯახა. ერთმა წამმა ხაზი გადაუსვა ლიზის ბედნიერ ცხოვრებას... ლიზი კომაში იყო, თვეების განმავლობაში რეანიმაციაში იწვა. ექიმები იმედს არ იძლეოდნენ. მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს რაც კი გააჩნდათ, შვილი სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანეს და ახლა უსახსრობის გამო ნათესავებთან ცხოვრობენ. მათ იციან, რომ ლიზი ისეთი აღარ იქნება როგორც ავტოკატასტროფამდე. იციან რომ, აწი ის ვეღარ იმღერებს და იცეკვებს, მაგრამ მთავარია, რომ მან იცოცხლოს! ოჯახმა, ნათესავებმა, ნაცნობებმა, კლასელებმა, ყველამ წვლილი შეიტანეს ლიზის სამკურნალოდ თანხების მობილიზებაში. რეაბილიტაციამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ლიზიმ თვალები გააღო, ყლაპვა და ხელის მოძრაობა შესძლო. მაგრამ, როგორც კი რეაბილიტაცია შეაჩერეს თანხების უქონლობის გამო, ლიზის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. მშობლებმა აღარ იციან ვის მიმართონ დახმარების თხოვნით. მათ არაფერი დარჩათ! ახლა ლიზის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის საავადმყოფოშია, სუნთქვის აპარატის გარეშე 10 წუთიც ვერ ძლებს. ჩვენ ვიწყებთ აქციას პატარა ლიზის დასახმარებლად! მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. რატომღაც საყოველთაო დაზღვევა ამას არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია. ეს საბედისწერო დღე რომ არ ყოფილიყო, ლიზი ახლა მეხუთე კლასში იქნებოდა, ისეთივე სიცოცხლით სავსე, მხიარული, კისკისა გოგონა! წარმოიდგინეთ როგორ მძიმედაა ახლა ლიზი, როგორ უჭირთ მის მშობლებს და იმოქმედეთ თქვენი გულის კარნახით! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ლიზის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ლიზი გერსამია)
---
ბეჭდვითი მედია
25.06.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
აუღებელი ხელფასები და გაურკვეველი ჩამოჭრები
ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის მედპერსონალს თვეების განმავლობაში არ აუღია ხელფასი (უკვე ივნისია და პერსონალს გასული წლის დეკემბერის ხელფასი არ აუღია). ექიმების გარდა განსაკუთრებით მძიმე დღეში ექთნები ჩავარდნენ. 30-ზე მეტი ადამიანი კლინიკიდან წავიდა და სხვა კლინიკებში დაიწყო მუშაობა. სხვები იმის შიშით ვერ მოდიან, რომ კლინიკის დირექტორმა მათ განუცხადა, თუ აქედან წახვალთ, სახელფასო დავალიანებას ვერ მიიღებთო. "ქრონიკა+"-ს ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის ერთ-ერთი ყოფილი ექიმი ესაუბრება: "დირექტორი ხათუნა ჩიხლაძე გვეუბნებოდა, რომ სახელმწიფო არ მირიცხავს შესრულებასო." -ანუ ჯანდაცვის სამინისტროს ადანაშაულებდა? -როდესაც ერთ-ერთ კონფერენციაზე დაისვა შეკითხვა, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო არ გირიცხავთ, წავიდეთ სამინისტროში და გავარკვიოთ-მეთქი, ამის შემდეგ, როგორც ჩანს, რომ არ გაგვეკითხა, ხელფასი დაირიცხა, მაგრამ მომდევნო თვეებში იგივე განმეორდა - ხელფასები აღარ გვერიცხებოდა. ამიტომ დავწერე განცხადება და კლინიკიდან წამოვედი. "ქრონიკა+" შეეცადა, ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის დირექტორს, ხათუნა ჩიხლაძეს დაკავშირებოდა. მას შემდეგ, რაც ზარებს არ უპასუხა, სატელეფონო შეტყობინებები გავუგზავნეთ. არც ერთზე და არც მეორეზე ჩიხლაძეს არ უპასუხია.
---