მედიამონიტორინგი 24.06.2019
ტელევიზია
24.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
20 ივნისის ღამეს დაშავებულებიდან 19 პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათგან ერთი ჟურნალისტი და ორი პოლიციელია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი ისევ მართვით სუნთქვაზეა. (მეოთხე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6169996
---
23.06.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
აქციაზე დაშავებული მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. თბილისის სხვადასხვა კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობას 23 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის არის რამდენიმე სამართალდამცველი და ჟურნალისტი. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში, მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩებიან. ზაზა ბოხუას კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6168651
იმედი -ქრონიკა 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6168762
რუსთავი 2 - კურიერი 15:00(მეორე ვიდეო ფაილი)-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6168610
I არხი- მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6169092
აჭარა - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6169183
---
23.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
მძიმე შედეგები მოყვა რეზინის ტყვიების გამოყენებას აქციაზე. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობას ყოველდღიურად ეცნობა ჯანდაცვის მინისტრი (მეოთხე ვიდეო ფაილი 08:09 წუთი). დაზარალებულის მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო ფარავს. ზაზა ბოხუას კომენტარი (მეოთხე ვიდეო ფაილი 08:20 წუთი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6169066
---
22.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, 20 ივნისს დაშავებულები მოინახულა. მინისტრმა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკურნალი ექიმებისგან მიიღო. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 39 პირი რჩება, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6168031
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6167865
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6168180
კავკასია - დღეს 19:00 (მეორე ვიდეო ფაილი)-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6168205
---
22.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სახელმწიფო აანაზღაურებს ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს - აკაკი ზოიძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6168233
---
22.06.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსული მედია ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს აქციაზე ერთი დაშავებული პირი გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6167088
---
ინტერნეტი
24.06.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradzem-aqciaze-dashavebulebi-moinakhula/
პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება, აქედან 2 მართვით სუნთქვაზეა
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე მათგანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენ 17 ადამიანს კი ჯანმრთელობის მსუბუქი ან საშუალო დაზიანება აღენიშნება. 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელია.
---
24.06.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/jandacva-dges-damsgavsebulia-natelmxilvelebis-konkurss/35838
„ჯანდაცვა დღეს დამსგავსებულია ნათელმხილველების კონკურსს“
„ჯანდაცვა დღეს დამსგავსებულია ნათელმხილველების კონკურსს“- ასე ეხმაურება გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში ჰიპერდიაგნოსტიკის პრობლემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. „შეჯიბრია, ჩვეულებრივი სატელევიზიო შოუა, ნათელმხილველები სხედან და ამბობენ, მოდი ახლა ეს ვცადოთ, ეს გავაკეთოთ, ვნახოთ რა შედეგს მოგვცემს? ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი არის განვითარება-საზღვრის გახსნა, გლობალიზაცია და ქართული ბიზნესის საზღვარგარეთ გატანა. უცხოეთში მიღებული განათლებით პროფესიონალების ჩამოყვანა და ჩვენთან დასაქმება. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი სასახელო ექიმი გვყავს, რომელიც დაფრინავს სხვადასხვა ქვეყნებში და ატარებს მასტეკლასებს. ამ ადამიანების სახელები თითზე ჩამოსათვლელია. ეს ადამიანები ქმნიან უცხო ქვეყნის დოვლათს, როცა შეუძლიათ ადგილზე შექმნან. საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების მიღება, საჭიროა ჩამოვაცილოთ ყველა ნათელმხილველი ამ საქმეს. მედიცინას არ სჭირდება ნათელმხილველები, მედიცინას აქვს კითხვა და ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ეს პასუხი შეიძლება ძალიან ხშირად არ მოგვეწონოს, მაგრამ პასუხი არის ესეც. ამ პასუხის გასაცემად საჭიროა მაღალი დონის განათლება და მაღალი დონის დიაგნოსტიკა“-აცხადებს გიორგი ჩალაძე. მისი თქმით, სახელმწიფომ და ასევე ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მოქალაქეებისთვის ამ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. „თუ ჩვენ დავიწყებთ სიმსივნის დიაგნოსტიკას და დავსვავთ ქალბატონს მიკროსკოპთან, დავიწყებთ გარკვევას რამდენად შესაძლებელია აქ იყოს სიმსივნე, პასუხი გვექნება იგივე, რაც მანამდე გვქონდა -სავარაუდო სიმსივნე. ამ დროს მთელს მსოფლიოში ამ კითხვებზე პასუხს სცემს პატარა ჩიპი, ეს არის ბიოტექნოლოგია, ძვირი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული პასუხის გაცემა. ამ მიღებული პასუხით ექიმს ხელში უჭირავს სწორი დიაგნოზი და ზუსტად იცის კონკრეტული გაიდლაინები დიაგნოზის შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. თვითშემოქმედების ადგილი მედიცინაში არ არის. არ არის საჭირო დაკავება მცდელობებით. ბევრი იტყვის ასეთი ხელმისაწვდომი რომ იყოს ხომ ყველა გაიკეთებდაო? დიახ, პასუხი არ არის ძვირია და ვერ ვაკეთებ. პასუხი არის ძლიერ სახელმწიფოში, აი ეს ძვირადღირებული ტექნიკა უნდა გახადონ ხელმისაწვდომი, ამის საშუალება დღეს არის. მე თუ არ შემიძლია, არის სახელმწიფო, რომელიც უნდა დამეხმაროს და გამიკეთოს. სახელმწიფოში არ იგულისხმება მხოლოდ პასუხისმგებლიანი მთავრობა, სახელმწიფოში იგულისხმება პასუხისმგებლიანი ბიზნესი. ბიზნესი არ შეიძლება იყოს სარდაფში გახსნილი ცენტრი, ვინც იცის ეს საქმე, იმან უნდა აკეთოს საერთაშორისო გაიდლაინებით. ბიზნესში პოლიტიკურ ენას და განსაკუთრებით სამედიცინო ბიზნესში მხოლოდ და მხოლოდ მივყავათ ჰიპერდიაგნოსტიკამდე, არასწორ დიაგნოსიტიკამდე და დაგვიანებულ შედეგებამდე“-აცახდებს გიორგი ჩალაძე.
---
23.06.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/quotparadoqsia-rom-sayoveltao-jandacva-sayoveltao-agar-aris-da-tanxa-mainc-ar-yofnisquot/35834/
"პარადოქსია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო აღარ არის და თანხა მაინც არ ყოფნის"
ჯანდაცვის ექსპერტმა სერგი ჩიხლაძემ “საქმიან დილაში“ სტუმრობისას ჯანდაცვის პროგრამების აუთვისებლობის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს. ჩიხლაძის შეფასებით, სწორედ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება სამიზნე პაციენტების პროგრამებში ჩართვა, რაც საბოლოო ჯამში არაეფექტურ ხარჯვას იწვევს. „C ჰეპატიტის პროგრამაში 4 წლის განმავლობაში 55 000 ადამიანი ჩაერთო და დარჩენილ 1 წელიწადში გასაგებია, რომ 70 000 ადამიანი ვეღარ ჩაერთვება, არადა სწორედ ეს იყო მიზანი, რომ მოხერხებულიყო ელიმინაცია. საქართველოს მხარე ერთადერთ რამეს იღებდა ამ პროგრამაში, რომ მოეძიებინა ადამიანები და ჩაერთო და ეს ერთადერთი მოვალეობაც ვერ შეასრულა. ეს არის ის სისტემური პრობლემა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ, პირველადი ჯანდაცვის პროგრამა, ადმინისტრირება, 7 წლის განმავლობაში პირველად ჯანდაცვაში არაფერი არ გაკეთებულა, პატარა წამოწყებაც კი და როცა ეს არ გივარგა, როცა ოჯახის ექიმების ინსტიტუტი ისე არ მოქმედებს როგორც უნდა იყოს, რასაკვირველია პროგრამაში ჩართვა, ინფორმაციის მიტანა პაციენტებამდე ვერ შედგება. 2000 ადამიანის სამკურნალო დოზას შარშან უბრალოდ ვადა გაუვიდა და გადაყარეს, მაშინ როცა ერთი ადამიანის მკურნალობის საბაზრო ღირებულება 85-90 ათასი დოლარია, მერე რა, რომ ნაჩუქარი იყო ეს აშშ-ს მთავრობის მიერ, ეს უპატიებელია. იგივეა მედიკამენტების პროგრამასთან მიმართებით. შარშან გვახსოვს სერგეენკოს გამოსვლა არაუშავს, რომ ვერ ავითვისეთ სამაგიეროდ ვიყიდეთ და დავასაწყობეთო, ეს ხდება ქვეყანაში სადაც ადამიანები იმის გამო, რომ წამლებს ვერ ყიდულობენ, იღუპებიან. ასევე მთავარი პრობლემა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დგას არის დეფიციტური ხარჯვა და ეს იმ ფონზე, როდესაც წლიდან წლამდე ბენეფიციარების რიცხვი მცირდება. პარადოქსია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო აღარ არის და თანხა მაინც არ ყოფნის. გაურკვეველ ვითრებაში იხარჯება ასეულობით მილიონი.“ - აცხადებს ჩიხლაძე.
---
23.06.2019
თბილისის კლინიკებში 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული 23 პაციენტი რჩება, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული 23 პაციენტი რჩება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ზაზა ბოხუას თქმით, მათი უმრავლესობა კლინიკებს დღეს და ხვალ დატოვებს. "რჩება ორი მძიმე პაციენტი, რომლებიც სტაბილურად მძიმედ არიან. მიდის სრული მონიტორინგი. გავდივართ კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს კოლეგებთან", - აცხადებს ზაზა ბოხუა. ამასთან, იმ ორი პაციენტიდან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმედ შეფასდა, ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე მათგანი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. რაც შეეხება დაშავებულების მხედველობის პრობლემას, ზაზა ბოხუას თქმით, ორი ცნობილი შემთხვევის გარდა, მხედველობა სხვა ყველა დაშავებულს შეუნარჩუნეს. მინისტრის მოადგილემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გამოჩენილი ერთსულოვნებისთვის მინისტრისა და სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა.
---
22.06.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552847-jandacvis-ministrma-parlamentis-cin-akciaze-dashavebulebi-moinaxula/
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის წინ აქციაზე დაშავებულები მოინახულა
ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, 20 ივნისს დაშავებულები მოინახულა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკურნალი ექიმებისგან მიიღო. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 39 პირი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაციონარში მყოფ ყველა პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85796&fbclid=IwAR0I8mDtsRjAb4EnOfhle13KwplMX223RRx_xmIh1WqpiK4Rpqd-AsUujiU
კვირა.ჯი- http://kvira.ge/480746?fbclid=IwAR3H-uSeLmpNGgFm1JMDIshI0PhxHi6GI9gNtWBe1EvGhG_DseNLg7DvZ6o
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradzem-aqciaze-dashavebulebi-moinakhula/
---
23.06.2019
"კატეგორიულად უარვყოფ დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალებას"- ავთანდილ თალაკვაძე
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავანდილ თალაკვაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისისის მოვლენებისას დაშავებულთაგან ერთი პირი გარდაიცვალა. როგორც თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია. „კატეგორიულად უარვყოფ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. თითოეული დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება“, - წერს თალაკვაძე.
---
23.06.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/15232-demetre-naybopia,-romelsaz-rezinis-tybvia-tvalshi-moartybes,-sinatles-xedavs
დემეტრე ნაყოფია, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს, სინათლეს ხედავს
დემეტრე ნაყოფია, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს, სინათლეს ხედავს დემეტრე ნაყოფია, რომელსაც 20 ივნისის აქციის დარბევისას სპეცრაზმელმა რეზინის ტყვია თვალში მოარტყა, სინათლეს ხედავს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 20 ივნისის საპროტესტო აქციიდან საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, აქედან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის დაშლის დროს გადაღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ. ორ დაშავებულ მოქალაქეს ტყვია თვალში აქვს მოხვედრილი. როგორც „რეგიონული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განაცხადა, ორივე პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა.
---
21.06.2019
“უკაცრავად,მაგრამ საავადმყოფო უნიტაზი არ არის-მთავარს, ხარისხს აქ არავინ აკონტროლებს“
ექიმების განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში დღეს არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, რომელიც კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააკონტროლებს. შესაბამისად, მათი თქმით, საავადმყოფოს მფლობელის მთავარი ინტერესი მიღებული შემოსავლებია და არა იმაზე ზრუნვა, რომ ხარისხობრივი სტანდარტები დააკმაყოფილოს. „ვიღაცა ავეჯის მაღაზიის მფლობელმა რატომ უნდა გახსნას ტრადიციულ საქართველოში კლინიკა? ამ ნაწილში რეგულაციების მომხრე ვარ. პირველ რიგში აქედან უნდა დავიწყოთ. 26 მილიონს რომ დახარჯავს კლინიკის მშენებლობაში, როდის უნდა ამოიღო ის 26 მილიონი, თუ შენ კარუსელს არ ჩაატარებ?“-აცხადებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია. „სავადმყოფო, მფლობელი პირველ რიგში ითხოვს დილით რამდენი ფული შემოვიდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება რეგულაციებს, გასაგებია, მესმის, რომ ძალიან კარგია, რომ გაკეთდა რეგულაციები რომელიც ეხება ფართობებს, მაგრამ უკაცრავად, უნიტაზი არ არის საავადმყოფო. მთავარი რაც არის, არავინ არ ითხოვს ხარისხის მაჩვენებლებს. შემოსდის სავადმყოფოს მფლობელს მაგალითად 10 მანეთი და რატომ დახარჯოს იმ ფულიდან, არავინ არ თხოვს ამას.
---
ბეჭდვითი მედია
24.06.2019
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
სააკაშვილის ტიკინები ეკატერინე ტიკარაძის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო საჩხერის საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ტიკარაძემ ჩაანაცვლა, ნაცებმა და მათთან გათანაბრებულებმა სუბიექტებმა ერთი ამბავი ატეხეს - ივანიშვილმა ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრად პირადი სტომატოლოგი დაუნიშნაო! ამ ნაცებსა და მათთან გათანაბრებულ სუბიექტებს რომ უსმინო, სტომატოლოგობა, თურმე, ასაგდები პროფესია ყოფილა და, თუ ადამიანი სტომატოლოგია, არ შეიძლება, იმან ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. და ვინ ეწევა ეკატერინე ტიკარაძის დისკრიმინაციას პროფესიული ნიშნით? ძალიან ლიბერალი ნაცები, ევრონაცები და მათნაირები, რომლებმაც პარლამენში, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, გრიალ-გრიალით მიიღეს "კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", შემოკლებით "ანტიდისკრიმინაციულ კანონს" რომ ეძახიან. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო და როგორი მინისტრი იქნება ტიკარაძე, ამას მისი გაკეთებული საქმეების მიხედვით მივხვდებით, თუმცა, მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, იმედისმომცემი ნამდვილად ეთქმის. ასე რომ, სააკაშვილის ტიკინებმა, ტიკი-ტომრებმა ტიკარაძის წინააღმდეგრაც არ უნდა იტლიკინონ, საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ვერაფერს დააკლებენ! იმედია, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ეკატერინე ტიკარაძე ამ შანსს არ გაანიავებს.
---
24.06.2019
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ღია მოხსენენებითი სამძიმარი საქართველოს ჯანდაკვლის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ბატონ ზაზა სოფრომაძეს დავით სერგეენკოს მოულოდნელი კუტილიზაციის გამო
პატივცემულო მკითხველო, ვიდრე საქართველოს ჯანდაკვლის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს მივმართავდეთ, მანამდე მოგმართავთ თქვენ და განგიმარტავთ იმრამდენიმე სპეცტერმინის არსს, რომლებსაც წნამდებარე მოხსენებით სამძიმარში ხშირად გამოვიყენებთ! პოლიტიკური ნაგავი, რასაც ნაცსექტა ჰქვია, ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან ერთ-ორ კვირაში პარლამენტიდან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან რომ გაეტანა, ქვეყანა ასე არ დაზარალდებოდა. რაც ამ დღეებში ქვეყნის მთავარ პროსპექტზე დატრიალდა, სწორედ იმის ბრალია, რომ ხელისუფლებამ ნაგვისა და მისი ნარჩენების უტილიზაცია დააგვიანა. ბგერწერითა და კეთილხმოვანებით უტილიზაციას ძალიან წააგავს სპეცტერმინი კუტილიზაცია!კუტილიზაცია გახლავთ დროში გაჭიმული პროცესი, როცა სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის პოლიტიკური კარიერა და პოსტი პაციენტ შოთა კაპანაძის კუტალას ეწირება! არაერთგზის გვითქვამს, რომ ბატონი შოთა კაპანაძე, რომელსაც "პროფესორებად" სახელდებულმა ყასბებმა - გურამ ქარაზანაშვილმა და ზაზა ჭანტურიამ შარდის შემაკავეველი სფინქტერი ამოაჭრეს და საღ-სალამათი კაცს კუტალა დაუინვალიდეს, შესაძლოა, ჯანდაკვლის სამინისტროში მიმდინარე ფარული პროცესების კუტილიზატორად ქცეულიყო, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა სერგეენოს კუტილიზაცია! ერთი სიტყვით, მოხდა დავით სერგეენკოს კუტილიზაცია, ისევე როგორც ეს ამბავი რამდენიმე თვის წინათ სერგეენკოს ყოფილ მოადგილესა და სააკაშვილის საპენსიო ფონდის ყოფილ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს დაემართა. მოგვიანებით კუტილიზებული იქნა გია თვალავაძეც - სამედიცინო რეგულაციის სააგენტოს უფროსი და, როგორც ამბობენ, ჯანდაკვლის სამინისტროს რუხი კარდინალი, რომლის გარეშეც ამოდენა ინსტიტუტში თაგვიც კი ვერ გაფაჩუნდებოდა. ბატონო ზაზა, გისამძიმრებთ და მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების, რომ პაციენტ შოთა კაპანაძის კუტალამ, რომელიც ახლა ყოფილ გენპროკურორსა და უდიპლომო სიძეს შალვა თადუმაძეს დაეძებს, მთელი ჯანდაკვლის სამინისტროს "ვერხუშკა" შეიწირა და ბეჭებზე დასცა. იმედია, ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეჯანდაკვლის სამინისტროს ისევ ჯანდაცვის სამინტროდ გადააქცევს და თქვენს გამრუდებულ საქმეებს გამოასწორებს!
---
24.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს - ზოიძე
სახელმწიფო მთლიანად აანაზღაურებს ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. აკაკი ზოიძე რუსთაველის აქციის დარბევის დროს დაშავებულთა მდგომარეობაზე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაშავებულთა საზღვარგარეთ მკურნალობასაც. „სახელმწიფო მთლიანად აანაზღაურებს, რა თქმა უნდა ყველა დაშავებულის მკურნალობს ხარჯებს და მათ შორის თუ დასჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებსაც. ეს მტკიცე პოზიციაა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, ამ პოლიტიკოსების წაქეზებით, თავდასხმა. ეს ერთ მხარე. მაგრამ იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ უნდა ხდებოდეს ის რომ დამიზნებით, უკანონო გამოყენებით, პროპორციული ძალის გადამეტება მიუღებელია. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
---
24.06.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
საქართველოში რეპროდუქციის სფეროში კრიმინალი მაქსიმალურად ხელშეწყობილია"
37 წლის იულია სუსლიაკის დაკავებამ სუროგაციის საკითხების შესახებ ბევრი კითხვა გააჩინა. ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინელი ქალი 25 აპრილს დააკავეს და ტრეფიკინგში დასდეს ბრალი. ის საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა და აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. ბავშვები ზუგდიდის საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით აღმოჩნდნენ. მაშინ გაირკვა, რომ 4 პატარა ერთ წელს იყო დაბადებული, კიდევ ორი კი 2018 წელს. პატარები სუროგაციის გზით არიან გაჩენილი. ისიც დადგინდა, რომ რუსეთში ეს ოჯახი 11 ბავშვით შევიდა და საქართველოში 10 ბავშვით ჩამოვიდა. როგორც სუსლიაკის ადვოკატი ამბობს, შეძლებულ ოჯახს უნდოდა ბევრი შვილი ჰყოლოდა და ამიტომ აჩენინებდნენ სუროგატებს, ერთი ბავშვი კი რუსეთში გარდაიცვალა... თუმცა პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ ქალი ბავშვთა ტრეფიკინგში იყო ჩართული. ექსპერტიზით გაირკვა, რომ 10 ბავშვიდან 4 ბავშვის ბიოლოგიური დედა იულია სუსლიაკია, ხოლო 10-ვე ბავშვის ბიოლოგიური მამა - იური სუსლიაკი. დედის დაკავების შემდეგ კარგა ხანს ბავშვები მინდობით აღზრდაში იყვნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ საქმეში უკრაინის ხელისუფლება ჩაერთო, შედგა მოლაპარაკება და გასულ კვირას ათივე პატარა სპეცრეისით უკრაინაში დააბრუნეს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება იულია სუსლიაკი, მას სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუგრძელა. ადვოკატი ზურაბ თოდუა ირწმუნება, რომ ქალის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს, რადგან უკრაინაში საქართველოს მსგავსად რეგულირდება ბავშვების სუროგაცია-დონაციის საკითხი და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ყველა პროცედურა დაცული აქვს... "ბავშვები გაჩენილი და დარეგისტრირებულია ისე, რომ დონორის არსებობაზე იუსტიციამ არაფერი იცოდა" ლალი პეტრიაშვილი, საიას იურისტი: - როცა სუროგატი აჩენს პატარას, წყვილმა შეიძლება დონაციაც გამოიყენოს, ან შეიძლება დონორი არ სჭირდებოდეს და მხოლოდ სუროგატი დასჭირდეს, მაგრამ კანონი არ გვეუბნება, შემდგომში რა პირობები უნდა შეასრულოს დამკვეთმა. მხარეთა შორის ხელშეკრულება იდება სამედიცინო მომსახურების გამწევ სუბიექტთან წარსადგენად, რათა მან პროცედურები დაიწყოს. თუ დონორთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, კლინიკა მის მასალას ვერ გამოიყენებს. ბავშვის დაბადების შემდგომ მშობლებმა ხელშეკრულებები რეესტრში უნდა წარადგინონ, დაბადების მოწმობის ასაღებად. მაგრამ ხშირად მშობლებს მიაქვთ მხოლოდ ცნობა ბავშვის დაბადების შესახებ და შეიძლება ხელშეკრულება არც გამოაჩინონ. შესაბამისად, რეგისტრაციისას არ ფიქსირდება, რომ ბავშვი სუროგაციით არის დაბადებული. თუ სააგენტო აღმოაჩენს, რომ ხელშეკრულება არ გაფორმებულა ან ვინმემ დამალა, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში უქმდება მშობლის სტატუსი და ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში გადავა. თუ ბავშვი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის გზით და მას არ უწერია დაბადების მოწმობაში თუნდაც ერთი მშობელი, ასეთ ბავშვს საზღვარგარეთ ვერ გაიყვანენ, თუნდაც დამკვეთები უცხოელები იყვნენ... რაც შეეხება სხვა ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს, ვინც მათ დოკუმენტებშია მითითებული მშობლებად, ჩვენც ისინი უნდა ვაღიაროთ მშობლებად. შეუძლებელია იმის გაკონტროლება, რამდენად სწორად დაარეგისტრირეს ის სხვა სახელმწიფოში. - ვთქვათ, საქართველოში დონორის კვერცხუჯრედით გააჩინა სუროგატმა ბავშვი, დამკვეთი უცხოელია, რეალური მიზანი კი ბავშვის გაშვილებაა. ამის გაკონტროლება შესაძლებელია? - სიტუაციას ვაკონტროლებთ საზღვრამდე, მერე კი ითვლება, რომ მას უკვე ჰყავს რეგისტრირებული მშობლები და ბავშვი მათ მიჰყავთ. მთავარია, გაყვანის პროცედურა დავიცვათ, მერე მასზე იმ ქვეყნის კანონმდებლობა გავრცელდება, რომელი ქვეყნის მოქალაქეც გახდება. - დონორების ბაზები არსებობს? - არსებობდა კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხების დარეგულირებისთვის იყო შექმნილი, მაგრამ კანონად ვერ იქცა. ვერ ვიტყვი, რომ მოსაწონი იყო, მაგრამ რამდენიმე საკითხს მაინც დაარეგულირებდა. ზოგადად, ვერც ერთი საკანონმდებლო აქტი ამ პრობლემას ბოლომდე ვერ გამორიცხავს, მაგრამ თუ კარგად მოვიფიქრებთ, რისკებს მინიმუმამდე დავიყვანთ. - ერთი და იმავე ადამიანის დონორად გამოყენება არ წარმოქმნის პრობლემებს? - ინცესტის საშიშროება, ბუნებრივია, არის, მაგრამ როცა იარსებებს დონორთა ბაზა, წყვილი თავად აირჩევს დონორს. ბაზაში უნდა ჩანდეს, ამა თუ იმ დონორით რამდენი ბავშვი დაიბადა. ლიმიტი უნდა იყოს დადგენილი. - სასამართლოში დავები ამ საკითხებზე გქონიათ? - გვქონდა ერთი საქმე. წყვილის დაკვეთით ემბრიონი შეიქმნა. მერე მამაკაცმა აზრი შეიცვალა და აღარ სურდა მისი გამოყენება, ქალისთვის კი ეს გენეტიკური შვილის ყოლის უკანასკნელი შანსი იყო. სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, რომ მხოლოდ ქალის თანხმობით მომხდარიყო ემბრიონის გადატანა სუროგატთან. ეს საქმე ქალმა მოიგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ორსულობა ვერ განვითარდა. ახლაც გვაქვს ერთი შემთხვევა, სადაც გამოყენებულია როგორც დონაცია, ასევე სუროგაცია. როგორც აღმოჩნდა, დონაციის ხელშეკრულება არ დადებულა, ბავშვები გაჩენილია და დარეგისტრირებული ისე, რომ დონორის არსებობაზე იუსტიციამ არაფერი იცოდა. ამიტომ კანონით, ბავშვის მშობლის ჩანაწერები უქმდება და დავა, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაინაცვლებს. "ვიღაცები ძალიან დიდ ფულს შოულობენ ბავშვების საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე" თამარ ხაჭაპურიძე, ასოციაცია "მომავლის იმედის" თავმჯდომარე: - უკრაინის მოქალაქის დაპატიმრებით პროკურატურა ვერ დაგვარწმუნებს, რომ სუროგაციის სფეროში ებრძვის კრიმინალს, ან ბავშვთა ტრეფიკინგს, რადგან წლებია თაროზე აქვს შემოდებული არაერთი საქმე უკანონო სუროგაციისა და სუროგაციით დაბადებულ ბავშვთა საქართველოდან ყალბი საბუთებით გაყვანის შესახებ. არსებობს პროკურორ შალვა ცერცვაძის დადგენილებაც, სადაც ჩამოთვლილია ის პირები, რომლებმაც გააყალბეს ჩვილ ბავშვთა დოკუმენტები. დოკუმენტების გაყალბებას სწორედ საზღვარზე გადაყვანის მიზნით ახდენდნენ. რატომ აჭიანურებენ ამ საქმის გამოძიებას, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს. იქნებ იმიტომ, რომ არ დასაჯონ დამნაშავეები. წარმოიდგინეთ, 2014 წლის 13 თებერვლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 344-ე პრიმა მუხლით, ქვეყნიდან ჩვილი ბავშვების ყალბი დოკუმენტებით გაყვანის კონკრეტულ ფაქტებზე, მაგრამ ამ დრომდე შედეგი არ დამდგარა. როგორც ჩანს, ვიღაცის ინტერესებშია ამ საქმის სამუდამოდ თაროზე შემოდება. თორემ გამოძიების დაწყებიდან 6 წელია გასული, როგორ ვერ მიიყვანეს საქმე ბოლომდე. არადა, არის უტყუარი მტკიცებულებები. დღემდე უცნობია, რა ბედი ეწიათ ყალბი საბუთებით გაყვანილ ბავშვებს... რამდენიმე წლის წინ წარვადგინე ცვლილებების ინიციატივა შესაბამის ინსტანციაში, მაგრამ არ სჭირდებათ უფასო და გამზადებული კანონპროექტი... ცოტა ხანში გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტროში შეიმუშავეს ცვლილება, რომელიც პრაქტიკულად არ იყო გათვლილი კრიმინალურ სქემებზე... წულუკიანმა დანერგა ისეთი პრაქტიკაც, როცა დონორი, სუროგატი დედა და უშვილო წყვილი ერთ ხელშეკრულებას აწერს ხელს. ეს არასწორია. რატომ უნდა იცოდეს სუროგატმა დედამ დონორის პერსონალური ინფორმაცია? ან რატომ უნდა იცოდეს, რომ წყვილმა დონორი გამოიყენა? სუროგაციის ხელშეკრულებაში დონორის ჩართულობა ქმნის სხვა პრობლემებსაც. კერძოდ, ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მიღება ხდება. შესაბამისად, მიიღება რამდენიმე ემბრიონი. რასაკვირველია, ყველა ბავშვს ერთდროულად ვერ დაბადებენ, ამიტომ ემბრიონების ნაწილს ყინავენ და ზოგჯერ წლობით ინახავენ. წლების შემდეგ, როცა წყვილი მე-2 და მე-3 ბავშვს დაგეგმავს, სად ეძებოს წლებისწინანდელი დონორი, რათა ხელი მოაწერინოს ხელშეკრულებაზე? ან რატომ უნდა იყოს საჭირო ერთხელ გაწეულ დონაციაზე ხელშეკრულების განმეორებით გაფორმება დონორთან? ან რომელ კვერცხუჯრედზე უნდა დაიდოს ხელშეკრულება, წლების წინ რომ განაყოფიერდა და წყვილის კუთვნილი ემბრიონია? ეს უცნაური მოთხოვნა არსებობს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით... რეპროდუქციის ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, ემბრიონი ლაბორატორიულ პირობებში შეიქმნას, მათ შორის დონორული უჯრედებით და შემდგომ გადატანილ იქნეს დედის ან სუროგატი დედის საშვილოსნოში. ეს, როგორც უშვილობის პრობლემის გადაჭრის საშუალება უდიდესი სიკეთის მომტანია, მაგრამ თუ არ არის დაქვემდებარებული კონტროლს, დიდი საფრთხის შემცველია. ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში რეპროდუქციის სფეროში კრიმინალი მაქსიმალურად ხელშეწყობილი და წახალისებულია. ამას მოწმობს ის, რომ კანონდარღვევის არც ერთ ფაქტზე არავინ დასჯილა. უკონტროლოდ არიან კლინიკები და სააგენტოები. ვიღაცები ძალიან დიდ ფულს შოულობენ ბავშვების საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე. ბოლო დროს უამრავი ჩინელი მარტოხელა მამაკაცი თუ ჰომოსექსუალი მოაწყდა საქართველოს, უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული ხმა, რომ საქართველოში საბუთების გაყალბებით შეიძლება ბავშვების უკანონო ჩასახვაც და ქვეყნიდან გაყვანაც. უცხოელმა ჰომოსექსუალებმა იციან, რომ საქართველოში დონაცია-სუროგაციის მეთოდებით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილისთვის, ამიტომ უცოლო მამაკაცებს საბუთებზე ხელმოსაწერად ჩამოჰყავთ სპეციალურად დაქირავებული ქალები, ზოგჯერ კი აქვე სთავაზობენ მეწყვილის შოვნას. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს მოვთხოვე საზღვრის მონაცემებისა და სამოქალაქო რეესტრის მონაცემების შედარება და უამრავი ახალშობილი აღმოჩნდა გადაყვანილი საზღვარზე მხოლოდ მამაკაცის მიერ, ანუ დედად რეგისტრირებული პირის თანხლების გარეშე, ხოლო დედად რეგისტრირებულ პირებს მომდევნო თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაშიც არ უფიქსირდებოდათ საზღვრის კვეთა. აშკარა სიყალბეა - ან სუროგატი დაარეგისტრირეს დედად, ან ცრუ გერლფრენდი. პროკურატურა საქმეებს თაროებზე აძველებს, იუსტიციის სამინისტრო კი დაბადების მოწმობების გაცემისას რატომღაც ხშირად ვერ ამჩნევს, რომ სამედიცინო ცნობაში არ წერია დონაცია და სუროგაცია, არც ქალისა და მამაკაცის მისამართები. საცხოვრებელი ადგილის ცნობებით მარტივად დადგინდებოდა, წყვილი მართლაც ეწევა ერთობლივ თანაცხოვრებას თუ საჭიროა მოკვლევა და ბარიერების ამოქმედება. საქართველოში დონორთა ელექტრონული ბაზა რომ არ არსებობს, ამის თაობაზე მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. დღეს ერთი და იგივე დონორი მრავალჯერადად ეწევა დონაციას სხვადასხვა კლინიკაში, არ არის დაწესებული ლიმიტი დონაციის ჯერადობაზე და ეს ზრდის ინცესტის შემთხვევათა საფრთხეს. ასევე უკონტროლოა კრიოკონსერვირებული კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების ქვეყნიდან გატანის საკითხი, დონორების ქვეყნიდან ორგანიზებული გაყვანა სხვა ქვეყანაში დონაციისთვის. ეს ბავშვთა ტრეფიკინგის წინა პირობაა. ვიდრე დამნაშავეებზე ხელის დაფარებისა და საქმეების გამოძიების განზრახ გაჭიანურებისთვის არ ისჯება არავინ, ვიდრე კანონი არ არის ყველასათვის ერთი, კრიმინალი არ შემცირდება და მხოლოდ მოიმატებს. მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა კანონმდებლობის დახვეწაში, მაგრამ არასოდეს არც ერთ კანონს არ ექნება აზრი, სანამ კანონის დამრღვევებს ეცოდინებათ, რომ მათ არ დასჯიან.
---
24.06.2019
მედიასაშუალება: ალია
გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ხაზარაძე პარტიას ქმნიან?! რა ელის დავით სერგეენკოს
---
22.06.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა. „კონკრეტულად ამ დაწესებულებაში იყო შემოყვანილი 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე. მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთის პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრამვა“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.
---