From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : მედიამონიტორინგი-20.06.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 20.06.2019 08:20
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.06.2019

ტელევიზია

20.06.2019

არხი:  იმედი

 გადაცემა: ქრონიკა 11:00

ბიძის მიერ 13 წლის ძმიშილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ფსიქიატრისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურის მოთხოვნა ადვოკატისათვის უცნობია. ადვოკატი ექიმის გათავისუფლების საკითხს დააყენებს , თუმცა არც გირაოს გამორიცხავს. მისი თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვალიფიციური ფსიქიატრია და ბრადლებას არ ეთანხმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6162254

რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6161869

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6161852

---

 

20.06.2019

არხი:   ტვ პირველი

 გადაცემა: საქმიანი დილა

ფოთის სამშობიარო სამეანო განყოფილებას ახალი ინვესტორი ქუთაისის სამშობიარო სახლი „ ბომონდი“ ჰყავს. msnews.ge-სთან საუბარში სამშობიარო სახლის დირექტორი ნანი მორგოშია ამბობს, რომ ფოთს მალე ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ექნება, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6162083

---

 

19.06.2019

არხი:  ტვ პირველი

 გადაცემა: დღის ამბები 22:00

სამთავრობო ცვლილებები საპარლამენტო რესპუბლიკაში და თამაშ გარეთ დარჩენილი პარლამენტი. საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესახებ იმაზე მეტი არაფერი იციანი ვიდრე იცის მედიამ. არაფერს ამბობენ რა მიზნით გადააყენეს ყველაზე სტაჟიანი მინისტრი და რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეკატერინე ტიკარაძე. ოპოზიცია ცვლილებებში ერთპიროვნული მართველობის კიდევ ერთ დადასტურებას ხედავს და ამბობს რომ მინისტრთა ცვლილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. ოცნებაში ამბობენ რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი 2020 ის არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება და მომავალ გუნდშიც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6161388

---

 

19.06.2019

არხი:  კავკასია

 გადაცემა: ბარიერი

გადაცემის ერთ-ერთი თემაა სამთავრობო ცვლილებები, დავით სერგეენკოს პოსტიდან წასვლა (22:17 წუთიდან)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6161327

---

 

19.06.2019

არხი:  პალიტრა ტვ

 გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია, მისივე თქმით სერგეენკო არის კარგი კადრი რომლიც ქვეყანასა და გუნდს გამოადგება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან მხოლოდ წარმატება და პოზიტივი ასოცირდება. შეგახსენებთ, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. მისი თქმით, იგი რჩება "ქართული ოცნების" გუნდში, თუმცა კონკრეტულად რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას, ამ დროისთვის უცნობია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6161443

---

 

19.06.2019

არხი:  იმედი

 გადაცემა: ქრონიკა 20:00

ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი თამარ ალადაშვილი რომელიც რუსთავში ბიძისის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, დანაშაულს არ აღიარებს. მას ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. ექიმს სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ედება ბრალი. 13 წლის ბიჭი ბიძამ 10 თებერვალს მოკლა. ამის შემდეგ შემზარავ ტრაგედიამდე 1 დღით ადრე კი ბრალდებული ოჯახმა ფსიქიკური პრევენციის ცენტრში მიიყვანა თუმცა ის შინ გაუშვეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6161239

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6160940

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6159821

---

 

19.06.2019

არხი:  იმედი

 გადაცემა: იმედის დილა

გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და ის საუბრობს იმ საექიმო სპეციალობებზე რომელთა რეზიდენტური პროგრამას სახელმწიფო დააფინანსებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158945

---

 

19.06.2019

არხი:  იმედი

 გადაცემა: იმედის დღე

ყალბი ახალი ამბების გარეშე არც გასულ კვირას ჩაუვლია. სოციალურ ქსელებში არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში ადუღებულ წყალში ბავშვი ჩავარდა და დაიწვა, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა. ფაქტი შსს-ც დაინტერესდა და გამოძიება დაიწყო. ტყული აღმოჩნდა ინფორმაცია იმაზეც, რომ თითქოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პენსიონერებს მშობიარობა დაუფინანსდებათ. ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6160049

---

 

 

 

ინტერნეტი

20.06.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=75873

საერთაშორისო სკანდალი, რომელსაც ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო შეეწირა - რატომ დაიწყო გამოძიება სუსში?

მიზეზი, რომლის გამოც ივანიშვილის ერთერთი ფავორიტი მინისტრი მოხსნეს, c ჰეპატიტის სამკურნალო უძვირესი მედიკამენტების შავ ბაზარზე გაყიდვაა, რომლის შესახებაც დონორმა ქვეყანამ გაიგო და პრემიერ ბახტაძეს, ამერიკაში ვიზიტისას ჯანდაცვის მინისტრის გაშვება მოსთხოვა.  დიდი და სკანდალური კორუფციული სქემის არსებობის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სამსახურში ახლა გამოძიებაც კი მიმდინარეობს, თუმცა, რატომღაც "ეჭვმიტანილების" გარეშე. ელიმინაციის პროგრამა 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში 150 ათას პაციენტს აღენიშნებოდა ქრონიკული c ჰეპატიტი.  ამიტომ, c ჰეპატიტის ვირუსის მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველო ერთ-ერთ საპილოტე ქვეყნად შეირჩა.  შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ამერიკის ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ისტორიული ხელშეკრულება. შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი ქვეყანა სრულიად უფასოდ იღებს ძალიან ძვირ სამკურნალო მედიკამენტებს ყველა პაციენტისთვის - ვირუსის სრული განკურნების მიზნით. შედეგად, ამერიკის დახმარებით, ამ პროგრამამ ათასობით ადამიანი უკვე იხსნა ნელი სიკვდილისაგან.  ხოლო სრული ელიმინაციის (ორგანიზმიდან  მავნე ნივთიერების განდევნა) მისაღწევად საჭიროა საშუალოდ 135 ათასი პაციენტის დიაგნოსტირება, 128 ათასი პაციენტის მკურნალობა და მინიმუმ 122 ათასის განკურნება. პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის ისეთ ძვირადღირებულ მედიკამენტებს, როგორიცაა: "სოფოსბუვირი" და „ჰარვონი".  პაციენტები ასევე უფასოდ იღებენ დამხმარე მედიკამენტებს - „ინტერფერონს" და „რიბავირინს". გამოძიება შედეგის გარეშე მედიკამენტ "ჰარვონის" ერთი კოლოფის საბაზრო ფასი 25 ათასი დოლარიდან იწყება.  პრეპარატს მისი მწარმოებელი კომპანია საქართველოს საჩუქრად უგზავნის. წესით, კლინიკიდან მედიკამენტების გაცემა ვიდეომეთვალყურეობით ხდება. თუმცა, როგორც ჩანს, "ფანჯარა" მაინც არსებობს... კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან მჭირდო კავშირი აქვს, სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა.  სერგეენკოს გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, მინისტრთან შეთანხმებით, ამერიკის სახელმწიფოს მიერ უფასოდ მოწოდებულ ძვირადღირებულ მედიკამენტებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შავ ბაზარზე ყიდდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში. მეტიც, კორუფციისა და უძვირესი მედიკამენტების გაყიდვის მიზნით, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროში "ჰარვონის" მარაგები ჩამოიწერა.  უწყებამ შეადგინა დოკუმენტი, სადაც ჩაწერა რომ მედიკამენტს, რომლის ერთი კოლოფის ფასი 25 ათასი დოლარია, ვადა გაუვიდა.  "სინამდვილეში, "ჩამოწერილი" მედიკამენტების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაიტანეს და გაყიდეს. საუბარია მილიონებზე", - გვიყვება წყარო ჯანდაცვის სამინისტროდან. c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული კორუფციის ფაქტებს ანტიკორუფციული სააგენტო დღემდე სწავლობს. თუმცა, შედეგის გარეშე... არადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გასული წლის აპრილში, პროექტის მიმდინარეობისას პირველად, სერგეენკოს უწყებამ მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჩამოწერა. სუს-მა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის "ვადაგასული" ძვირადღირებული მედიკამენტების საცავში დაგროვების ფაქტის შესწავლა კი დაიწყო, მაგრამ ვერ თუ არ დაასრულა... ეს მაშინ, როდესაც სუსი დღემდე იძიებს მედიკამენტების განაწილების დროს კორუფციის შესაძლო ნიშნებს, მათ შორის იმას, ხდებოდა თუ არა, ამერიკის სახელმწიფოს მიერ უფასოდ მოწოდებული ძვირადღირებული მედიკამენტების ქვეყნიდან არალეგალური გატანა, მისი გაყიდვის მიზნით. რა მოხდა ამერიკაში? ცოტა ხნის წინ, პრემიერი ბახტაძე ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.  პრემიერი, ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა, რომელმაც ბახტაძეს საჯაროდ მიანიშნა საქართველოში არსებულ უსამართლო სასამართლოზე, ძალადობრივ არჩევნებსა და პრორუსულ პოლიტიკაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე საჯაროდ განაცხადა ანაკლიის პორტის მნიშვნელობის შესახებ.  "პომპეოს გარდა, ბახტაძე ამერიკელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, "გილიადის" მეგობრებს შეხვდა.  სწორედ ამ შეხვედრაზე ახსენეს ამერიკის მიერ უფასოდ გამოგზავნილი მედიკამენტების შავ ბაზარზე გაყიდვის ფაქტი. ეს არაოფიციალური შეხვედრა იყო, თუმცა, ყველაფერი ნათელი გახდა. ამერიკელებმა იცოდნენ იმის შესახებ, რაც სერგეენკოს უწყებაში ხდებოდა...", - გვიყვება წყარო.   შედეგად, ბახტაძის ამერიკული ტურნედან მალევე ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.  ის ივანიშვილის ცოლის პირადმა სტომატოლოგმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჩაანაცვლა, რომელმაც მინისტრის რანგში, პირველი განცხადება სწორედ "მედიკამენტების ბაზარზე არსებული სიტუაციის მოგვარებას" მიუძღვნა. ახალმა მინისტრმა ამით სიგნალი გაუგზავნა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს რომ c ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული უფასო მედიკამენტები შავ ბაზარზე აღარ გაიყიდება.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/479747

ამირან სალუქვაძე ეკა ტიკარაძეზე: იქნებ, დავით სერგეენკოზე ძლიერი მინისტრი აღმოჩნდეს, სად მიდიხართ შემდეგ?!

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება. “რა “გაუჩმახეთ” საქმე ეკა ტიკარაძეს? ორი დღეა ვისმენ და ვკითხულობ უაზრო ქილიკს. წყალის გარეშე, პირდაპირ თეზისებად: 1. სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები, განსაკუთრებით ექსმინისტრები, გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობდით? 10 მინისტრში 5 ქალბატონია. რატომ არ იწონებთ?; 2. ზოგადად, სად ხართ უფლებადამცველები, ეს არაა ადამიანის დევნა ან ეს არაა სტომატოლოგის პროფესიის დაცინვა?; 3. საჩხერეს საავადმყოფო არაა სოფლის ვეტერინარული პუნქტის დონე. თანამედროვე, კვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფილი სამედიცინო ცენტრია, რომელსაც წლებია, ხელმძღვანელობდა; 4. სერგეენკოც მაგ კლინიკის დირექტორობიდან გახდა მინისტრი და თუ ერთი გამოდგა, რა იცით, მეორე იქნება უვარგისი?; 5. ჰო, ბატონ დავითს დიდი მადლობა გაწეული საქმიანობისა და სიკეთეებისთვის. ჩემს ოჯახს რამდენჯერმე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მ.შ. მე, ჩემს შვილს და ა.შ. და თეთრი არ გადამიხდია. ჩატარდა კვლევები, მ.შ. ტომოგრაფიული, ასევე, ოპერაცია და სხვა. არაფერს ვამბობ “ც”-ჰეპატიტის პროგრამაზე. თუ გვსურს, გვყავდნენ კარგი მინისტრები, მადლობის თქმაც უნდა ვისწავლოთ; უტაქტო კითხვების დასმას – “გიშვებენ თუ მიდიხართ”, რაიმე კარგი სიუჟეტი მიუძღვენით, გაიხსენეთ პიერ კარდენის ჰალსტუხი და სხვა რამეები. სხვათა შორის, ბატონი სერგეენკო 1992-93 წლებში საჰაერო ძალების სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო. ეს ისე… 6. ისე, ისეთ ხალხს ვაბარებდით ეკონომიკას, ქვეყნის თავდაცვასა და სხვა უწყებებს, დიდი კლინიკის დირექტორს ჯანდაცვა თუ ჩავაბარეთ, რა მოხდა?!; 7. რაც შეეხება ახალ მინისტრს – სტომატოლოგი არ ნიშნავს კბილის “ტექნიკს”. მას უმაღლესი სამედიცინო განათლება აქვს. არ იცნობთ, არ გიცნობთ. იქნებ, დავით სერგეენკოზე ძლიერი მინისტრი აღმოჩნდეს, სად მიდიხართ შემდეგ?!; თავის სიტყვაში რაც ისაუბრა, დაკისრებული სფეროები არ გამორჩენია. განსაკუთრებით მომეწონა – ვღელავო, რომ თქვა. იმედია, მინისტრობა არ გააფუჭებს?! ამიტომ, დაველოდები სტანდარტულ 100 დღეს. ამ პერიოდში გააჟღერებს, რას აპირებს დაანონსებულ მეორე ფაზაში და შემდგომშიც მივადევნოთ თვალი, დაგეგმილს როგორ განახორციელებს. ამდენ ქილიკს, დაიბარეთ პარლამენტში ახალი წესების თანახმად (ინტერპელაცია – არ მიყვარს უცხო სიტყვები) და გაესაუბრეთ. საუბარში დაინახავთ, თემაშია თუ დროზეა განგაში ასატეხი. შესაძლოა, კმაყოფილიც დარჩეთ. მინისტრი მენეჯერია, დარგობრივი განათლება არ სჭირდებაო და მენეჯერიცაა და დარგის სპეციალისტიც. ვადროვოთ და შევაფასოთ. P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!”, – წერს ამირან სალუქვაძე.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/amiran-saluqvadze-ra-gauchmakheth-saqme-eka-tikaradzes-sad-kharth-qaltha-uphlebebis-damtsvelebi/?fbclid=IwAR02S6Yzx1CUv90EaTLvsxAioTEg-jXZFqa4vswJqVGfr8fYm4q5UQxXtfQ

ფორ.ჯი- https://for.ge/view/169392/sad-xarT-qalTa-uflebebis-damcvelebi-gansakuTrebiT-eqsministrebi-genderul-Tanasworobaze-rom-saubrobdiT.html

           

პია.ჯი- https://pia.ge/post/268045-amiran-saluqvaze-sad-xart-qalta-uflebebis-damcvelebi-gansakutrebit-eqsministrebi-genderul-tanasworobaze-rom-saubrobdit-

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-saqmianobas-oficialurad-sheudga/?fbclid=IwAR2gX4esE7B3as5mcUaHFjkerT7Frygx-zhzXFaZU6mqxCikdTnDYxPyL3c

ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრების შემდეგ გადაწყდება, რა სტრუქტურული განახლება იგეგმება უწყებაში. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ჯანდაცვის ახალი მინისტრი მზად არის საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის. „სამინისტრო ორიენტირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე. ყველა პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ევროპის წამყვან ქვეყნებში – გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების მიმართულებით საქმიანობდა. 2015 წლიდან ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ახალ მინისტრს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განათლება ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს მიღებული. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ავსტრიის დანუბეს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტში, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით. 2007-2008 წლებში ის გერმანიაში, ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი – გერმანიაში, მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა. ეკატერინე ტიკარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით.

პრაიმტაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1560955580-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90

პია.ჯი- https://pia.ge/post/268041-ekaterine-tikaraze-saqmianobas-oficialurad-seudga

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-dgheidan-saqmianobas-ophitsialurad-sheudga/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85558

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552283-eka-tikarazis-gancxadebit-am-etapze-jandacvis-saministroshi-sakadro-cvlilebebi-ar-igegmeba/

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/eka-tikaradzis-gancxadebit-am-etapze-djandacvis-saministroshi-sakadro-cvlilebebi-ar-igegmeba

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/rogoria-jandacvis-axali-ministris-cv-/35615

როგორია ჯანდაცვის ახალი მინისტრის CV

7-წლიანი მინისტრობის შემდეგ დავით სერგეენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პორტფელი ეკატერინე ტიკარაძეს გადააბარა, ხოლო თავად პრემიერის მრჩევლის პოზიცია დაიკავა. საკადრო ცვლილება ოფიციალურად გუშინ გაფორმდა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია; ჟურნალისტების გარეშე შეხვდა ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს თანამშრომლებსაც. ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ახალი მინისტრის ბიოგრაფიული მონაცემები უკვე აიტვირთა. ეკატერინე ტიკარაძე დაბადების თარიღი: 03 მარტი, 1976 დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო განათლება: 2016 - 2019 წწ- მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი , ჯანდაცვის მენეჯმენტი, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკა და მართვა, დანუბეს უნივერსიტეტი კრემსი ვენა, ავსტრია; 2015 - 2016 წწ- მართვის კომპეტენცია ჰოსპიტალურ სექტორში, ჯანდაცვის აკადემია მიუნსტერი, გერმანია; 2007 - 2008 წწ- ყბა-სახის ინპლანტაციის სრული კურსი, პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემია ლუდვიქსჰაფენი, გერმანია; 2005 წელი- ზოგადი პროფილის სტომატოლოგი, სახელმწიფო სერტიფიკატი, თბილისი, საქართველო; 1993 - 1998 წწ- კვალიფიკაცია - ექიმი, სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო; სამუშაო გამოცდილება: 2019 წლის 18 ივნისიდან -დღემდე- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 2015-2019წწ - ააიპ "დოსტაქარი" საჩხერე, საქართველო, აღმასრულებელი დირექტორი; 2015 – 2019წწ- ს.ს. "საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება" საჩხერე, საქართველო, გენერალური დირექტორი; 2015 - 2016 წწ- საპარტნიორო ფონდი, თბილისი, საქართველო, "თბილისი კლასტერი" ჯანდაცვის სექტორის განვითარება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; 2009 - 2015 წწ- ააიპ "დოსტაქარი" საჩხერე, საქართველო, სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი კონცეპტუალურ საკითხებში; 2008 - 2013 წწ- მედტრანსი არბონი, შვეიცარია, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტი; 2006 - 2008 წწ- ფონდი "სტომატოლოგები საზღვრების გარეშე" ნიუნბერგი, გერმანია, პროექტის განვითარების მენეჯერი; ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1560952247-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

როგორ იზრდებოდა ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი - მიღწევები და ხარვეზები დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს

2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის პროგრამების ჯამური დაფინანსება 332 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ თანხაში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტისთვის გამოყოფილი თანხებიც შედიოდა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, რომლის ავტორად, დღეს უკვე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ითვლება. პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყების დაფინანსება, ყოველწლიურად, მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. როგორ იზრდებოდა ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 2012 -2018 წლებში 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2013 წელს დაფინანსება წინა წელთან შედარებით ას მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა და 435 მლნ ლარი შეადგინა. აქედან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილმა თანხამ 70 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 588 მილიონი ლარი გახდა. სრული თანხიდან 338 მლნ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მოხმარდა. 2015 წელს დაფინანსებამ 790 მლნ ლარი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის წილი 574 მლნ იყო. 2016 წელი - 920 მლნ ლარი. აქედან საყოველთაო ჯანდაცვა - 681 მლნ. 2017 წელი - 964 მლნ ლარი. აქედან საყოველთაო ჯანდაცვა - 710 მლნ. 2018 წელი - 1 031 მლნ ლარი. აქედან საყოველთაო ჯანდაცვა - 760 მლნ. რამდენად გაიზარდა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და შემცირდა თუ არა მოსახლეობის მიერ გაწეული ხარჯები? ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის ბოლო მონაცემების თანახმად, 2017 წლელს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი 54.7%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2012 წელს 73.4% იყო. ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფოს წილი 38%-ია, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 21% იყო. გაეროს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევები აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა. თუმცა, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით არის გამოწვეული. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარზე მეტს მოსახლეობა კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდის. ეს რომ პრობლემაა, პრემიერმა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენის დროსაც დაადასტურა. „საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ ე. წ ჯიბიდან გადახდილი თანხები. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც კარგად გვაქვს გააზრებული. გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა,“ - განაცხადა ბახტაძემ. სწორედ მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან ამოქმედდა „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამა. რამდენმა ადამიანმა ისარგებლა მედიკამენტების პროგრამით ? სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობის მიზნით, 2017-2018 წლებში ჯამში, 35 661 ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა). 2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, რაც, დიდწილად, პროგრამის გაფართოებას უკავშირდება. 2018 წელს მედიკამენტების პროგრამით ჯამში 29 483 ადამიანმა ისარგებლა (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტი გაიტანა). C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი პროექტი, რომელიც სერგეენკოს მინისტრობის შვიდწლიან მონაკვეთს უკავშირდება C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაა. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში 40 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო კურსის სრულფასოვანი გავლა და თითქმის სრულად განიკურნა. აღსანიშნავია, რომ ელიმინაციის პროგრამააში მონაწილეობა წლებია მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ. საყოველთაო ჯანდაცვის და C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები სერგეენკოს მინისტრობის ყველაზე წარმატებულ პროექტებად ითვლება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამები უკვე წლებია ფუნქციონირებს, მოსახლეობის მხრიდან ჯანდაცვის ხარჯებზე გაწეული ფინანსები საკმაოდ მაღალია

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/169339/vinc-normalurad-iqceva-politikuri-velidan-ar-gadis-xolme.html

„ვინც ნორმალურად იქცევა, პოლიტიკური ველიდან არ გადის ხოლმე“

დავით სერგეენკო „ოცნებაში“ მოსწონთ, მის სურათებს ბანერებზე აკრავენ, მას საპრეზიდენტო კანდიდატადაც განიხილავდნენ, მაგრამ სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ეს დაახლოებით იგივე სცენარია, როგორც ქობულიას შემთხვევაში, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ საუკეთესო პროფესიონალად მიაჩნდათ, მაგრამ მას მოძრაობის ტემპი დაუწუნეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგეენკოსაც განცხადების დაწერა მოსთხოვეს, მაგრამ ქობულიას მსგავსად მისგანაც თურმე უარი მიიღეს. თუმცა დავით სერგეენკო ვითარებას ნათელს ხდის და ამბობს, რომ ამ ტიპის ცვლილებები სწორედ მისი რეკომენდაცია იყო და პრემიერიც დაითანხმა. სერგეენკო მთავრობის კანცელარიაში ჯანდაცვის საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნება. პირადი მკურნალის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პირად სტომატოლოგზე - ეკატერინე ტიკარაძეზე დებს ფსონს. სერგეენკო მისი შემცვლელის წარდგენას თავად დაესწრო და აღნიშნა, რომ ტიკარაძის კანდიდატურა თავად შესთავაზა პრემიერს. დღეს იგი ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება ადვილად მისაღები არ ყოფილა. პრემიერთან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა მის გაშვებასთან დაკავშირებით. დავით სერგეენკო იმასაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით მას არ შეხვედრია. დღემდე დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გაშვების რამდენიმე ვერსია სახელდებოდა, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჩავარდა; მეორე ვერსიაა, რომ კლანურ დაპირისპირებას გადაყვა ჯანდაცვის მინისტრი და მესამე ვერსია - ივანიშვილს მისი მაღალი რეიტინგი არ მოეწონა. თუმცა სერგეენკო თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად საკუთარ სურვილს ასახელებს. ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ სერგეენკოზე არსებობს ეჭვი, რომ ის კორუფციაში იყო ჩართული, რასაც არც ბოკუჩავა გამორიცხავს. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ჩვენ გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი გვინიშნავს თავის პირად მომსახურე პერსონალს. დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ იგი ელოდა, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სერგეენკოს გაარიდებდნენ მინისტრობას და მის პოზიტიურ იმიჯს გამოიყენებდნენ 2020 წლისთვის. თუმცა „ოცნებაში“ მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე საამაყოდ ჰყავდათ. უსუფაშვილის აზრით, „ოცნების“ მაზოხისტური ნაბიჯებისკენ მიდრეკილება უსაზღვროა, სერგეენკოს კი გამძლეობისთვის ჯილდო ეკუთვნის. Welfare Foundation-ის წარმომადგენელი სიმონ გაბრიჭიძე აცხადებს, რომ დავით სერგეენკოს დროს ჯანდაცვის სისტემა ქაოსურად მუშაობდა და კომერციული სექტორის ძლიერ გავლენას განიცდიდა. მინისტრი ამ სექტორის ინტერესს ითვალისწინებდა, პირველადი ჯანდაცვა ქვეყანაში არ არსებობდა და მოქალაქეებს ეზრდებოდათ სამედიცინო ხარჯები. რეალურად, დავით სერგეენკო ის იშვიათი გამონაკლისი იყო თეა წულუკიანთან ერთად, რომელიც უცვლელად ინარჩუნებდა თანამდებობას. 3 პრეზიდენტი და 4 პრემიერი შეიცვალა, მაგრამ ხელშეუხებელი იყო დავით სერგეენკო. ოპოზიციის მტკიცებით, სერგეენკოს ბედი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მის მაღალ რეიტინგზე იეჭვიანა. „ენ-დი-აი“-ს ბოლო კვლევით, სერგეენკო ხალხის რჩეულად დასახელდა და კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობის სიმპათიის 40-40% დაიმსახურა. ამ მაჩვენებლით კი ივანიშვილის რეიტინგსაც გადაუსწრო. პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.Ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სიმშვიდის, კონსტრუქციულობის გამო დავით სერგეენკო მაღალი რეიტინგის პოლიტიკოსია. ამდენად, შეუძლებელია იგი არ გამოიყენონ. „თუ დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი არ იქნება, არ შეიძლება, სადმე არ გამოყენონ და უკეთესი რამ არ შესთავაზონ. შეიძლება, შემონახული კრედიტის სახით გამოჩნდეს მომავალ არჩევნებზე. თუნდაც იმავე ღარიბაშვილის მაგალითი ავიღოთ, ვინც ნორმალურად იქცევა, პოლიტიკური ველიდან არ გადის ხოლმე“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე. ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ კლანურ დაპირისპირებაზე საუბარი გადაჭარბებულია. გარკვეული დაპირისპირებები ყველგან არის, მაგრამ დამატებითი არგუმენტების გარეშე ამას კლანურ დაპირისპირებას ვერ დავარქმევთ. „ძირითადად ჯანდაცვის რეფორმის იდეა და პრინციპი იყო სწორი, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გაცილებით მეტია და როგორ შეიძლება შევადაროთ წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ მდგომარეობას. განსხვავება ცა და დედამიწასავითაა. თუმცა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რომ გაიზარდა, ეს არ ნიშნავს მიღწევით დავკმაყოფილდეთ. სერგეენკო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, მას დიდი ავტორიტეტი და პოპულარობა ჰქონდა. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე აუგს იტყვის, გარდა „ნაცებისა“, რომლებიც ყველას ლანძღავენ. მე მაგალითად, გული დამწყდა, რომ სერგეენკო, ეს ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, წავიდა თანამდებობიდან“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში დავით ზარდიაშვილი და არ ეთანხმება ოპოზიციის მოსაზრებას, თითქოს სერგეენკო „ენ დი აი“-ს მაღალი შეფასების გამო გაუშვეს. ანალიტიკოსის თქმით, სერგეენკოს ღრმა სპეციფიურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის იყო ჯანდაცვის მინისტრი, არ მოიაზრებოდა გლობალური მასშტაბის პოლიტიკურ ლიდერად და არც ჰქონდა ამის ამბიცია. მას ებარა კონკრეტული მიმართულება და ამ მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული, არც პრემიერმინისტრობა უნდოდა და არც პრეზიდენტობა. ის სამედიცინო დარგის ლიდერი იყო, ყველაზე წარმატებული საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/kakha-oqriashvili-khariskhi-kvalificiuroba-da-kadrebis-simcire-mtavari-problemebia-dghevandel-jandacvis-sistemashi/

კახა ოქრიაშვილი – ხარისხი, კვალიფიციურობა და კადრების სიმცირე მთავარი პრობლემებია დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველ ოფიციალურ მიმართვაში რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი დაასახელა - „ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს ჯანდაცვის რეფორმის მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. პრიორიტეტად რჩება ისეთი საკითხები,როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის ხარისხი, ფარმაცევტული ბაზის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი და ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი კომერსანტთან“ საუბარში ადასტურებს, რომ წამლების ადგილობრივი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას განიცდის და საჭიროა ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „ფარმაცევტულ დარგს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არ აქვს, იმპორტიორი მწარმოებლები უფრო უკეთეს საგადასახადო პირობებში არიან, ვიდრე ადგილობრივი მეწარმეები. გერმანიაში, უნგრეთში ან აზერბაიჯანში რომ აწარმოებდე წამლებს და საქართველოში გაყიდო, საგადასახადო თვალსაზრისით უფრო კარგია, ვიდრე აქ აწარმოო. აიღონ და ცოტა ადგილობრივ მეწარმეებს მიხედონ, უნდა გაუთანაბრონ მაინც პირობები. დიდი ხანია ამის შესახებ დაანონსა პრემიერ-მინისტრმა და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად განახორციელებს იმას, რასაც დაჰპირდა ფარმაცევტულ ინდუსტრიას და ხალხს,“ - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა. რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც, 2017 წელს შეიქმნა და არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ბოლო დღეებში გაჟღერებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ცვლილების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ცნობილია, 2017 წელს მედიკამენტების ამ პროგრამით მხოლოდ 13 010 ადამიანმა ისარგებლა, 2918 წელს კი 22 651-მა პაციენტმა. არადა დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ პროექტი 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. PSP-ს დამფუძნებელი ამ პროგრამას აფასებს, როგორც აუთვისებელს. კახა ოქრიაშვილის განცხადებით, პაციენტს ზედმეტად ბევრი პროცედურის გავლა და რიგებში დგომა უწევს იმისთვის, რომ აღნიშნული სისტემით მედიკამენტზე შეღავათი მიიღოს. მანვე აღნიშნა, რომ ხარისხი, კვალიფიციურობა და კადრების სიმცირე მთავარი პრობლემებია დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში. „ვერ აითვისა ჯანდაცვამ ეს პროგრამა, ვერ დაალაგა პროცესი, ავადმყოფი უნდა მისულიყო ხუთ ადგილას, რომ რაღაც მედიკამენტზე შეღავათი მიეღო. ვფიქრობ, ვერ გამართეს ეს პროგრამა, თუმცა ჩანაფიქრი ძალიან კარგია, განზრახვა მომწონს. პირველ რიგში მოწყვლად მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, რომ ქრონიკული მედიკამენტები უფასოდ ან თითქმის უფასოდ მიიღონ. აქ არ არის საუბარი გაციების მედიკამენტზე, ქრონიკული მედიკამენტები მნიშვნელოვანი თემაა, რადგან მას ყოველთვიურად და ყოველდღიურად იღებს ადამიანი და ეს ხარჯი როგორმე უნდა დავუფაროთ. პრინციპში მთავრობამ 20 მლნ ლარზე მეტი გამოყო, მაგრამ ათვისება ძალიან დაბალი იყო. ფული რომ გაქვს და ვერ დახარჯავ ჩავარდნაა ხალხისთვის ხომ? აბა რა არის. მინდა გითხრათ, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო ბევრი მიღწევები, მაგრამ იყო ჩავარდნებიც და ერთ-ერთი სწორედ ეს პროგრამა იყო. ამ პროგრამას სჭირდება ჯაჭვი, რომელიც იწყება იქ, სადაც პაციენტი ხვდება ექიმს და მთავრდება იქ, სადაც პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ეს ჯაჭვი უნდა იყოს ძალიან სწრაფად გასავლელი ადამიანისთვის. ქრონიკული დაავადების მედიკამენტზე უნდა გაიცეს 6- თვიანი ან ერთწლიანი რეცეპტი, რომ ხშირად არ იაროს ექიმთან და რიგებში არ იდგნენ პაციენტები. იმედია, ამ ყველაფერს გაივლის ახალი მინისტრი და დაალაგებს სისტემას. საყოველთაო ჯანდაცვის სტრატეგია ძალიან კარგია, მანამდე ხალხი იხოცებოდა , მაგრამ მოვიდა დრო, რომ ცოტა გაშალაშინდეს ეს ყველაფერი. მთავარი ამოცანებია მედიკამენტებით მოცვა, ხარისხის გაუმჯობესება სამედიცინო სერვისებზე, კადრების კვალიფიციურობა - საიდან უნდა იყოს ჯანდაცვაში ხარისხი, თუ კადრების დეფიციტია. კვალიფიციური ექთნებისა და ექიმების დეფიციტია. ძალიან ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი და რთული გამოწვევებია წინ. თუმცა უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, რადგან ერთ დღეში არაფერი არ კეთდება.“ - აღნიშნა ოცნების დეპუტატმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში. რას ფიქრობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე— ამ თემებზე კომენტარი ვთხოვეთ კომპანია “ავერსს“, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=101410

ნინო ჯღარკავა: დავით სერგეენკო იმსახურებს იმას, რომ ყველამ მადლობა გადავუხადოთ!

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: “დავით სერგეენკო იმსახურებს იმას,რომ ყველამ მადლობა გადავუხადოთ! მადლობა მას, რომ სერიოზული რეფორმები ჩაატარა ჯანდაცვის სფეროში, მარტო ც ჰეპატიტის პროგრამა რად ღირს და უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე… წარმატებები მას ახალ პოსტზე, პრემიერის მრჩევლად ჯანდაცვის საკითხებში!” - წერს ჯღარკავა.

---  

 

19.06.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/210698-mamuka-mdinaradze-2020-tslis-saparlamento-archevnebisthvis-qarthuli-ocnebis-saarchevno-siashi-davith-sergeenkos-yofna-kargi-azria.html?lang=ka-GE

მამუკა მდინარაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია

მიმაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია - სერგეენკო არის ძალიან კარგი კადრი, რომელიც კიდევ დიდი ხანი გამოადგება ჩვენ ქვეყანასა და გუნდს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. "ერთი რამ ვიცი, დავით სერგეენკო იქნება საპარლამენტო სიაში, სამთავრობო გუნდში თუ სხვა პოზიციაზე, ის თავის გუნდსა და ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში გამოადგება და ყოველთვის ასოცირდება წარმატებასთან. სერგეენკოსთან დაკავშირებით სხვანაიარად წარმოუდგენელია, რადგან იყო ერთ-ერთი წარმატებული რეფორმის ავტორი და წარმატებული სამინისტროს წარმატებული მინისტრი. მასთან მხოლოდ პოზიტივი და წარმატება ასოცირდება. დავით სერგეენკოზე ცუდს ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ამბობენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 7-წლიანი საქმიანობის შემდეგ, დავით სერგეენკო ეკა ტიკარაძემ შეცვალა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552213-mamuka-mdinaraze-2020-clis-saparlamento-archevnebistvis-kartuli-ocnebis-saarchevno-siashi-davit-sergeenkos-qopna-kargi-azria/

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/228180-sakartvelo-tsitelas-shemtkhvevebit-evropashi-me-2-adgilzea

საქართველო წითელას შემთხვევებით ევროპაში მე-2 ადგილზეა

საქართველო წითელას დაავადების გამოვლენის 4678 შემთხვევით, ევროპაში მე-2 ადგილზეა, - ამის შესახებ წერია Gallup-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის შედეგები „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, წითელას შემთხვევებით, პირველ ადგილზე, უკრაინაა - 78 659 შემთხვევით. მესამე ადგილს, 2028 შემთხვევით, საფრანგეთი იკავებს. კვლევა ძირითადად ვაქცინიციის მიმართ მოქალაქეების ნდობის ხარისხს ეხებოდა. საქართველოში გამოკითხულთა 84 პროცენტი ამბობს, რომ მათ შვილებს ერთი ან მეტი გეგმიური ვაქცინაცია აქვს ჩატარებული. შედეგებმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ვაქცინის მიმართ ნდობა უარესდება. გარდა ამისა, საქართველოში გამოკითხულთა 70 პროცენტი თანხმდება, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა, 9 პროცენტი კი ფიქრობს რომ ვაქცინაცია უსაფრთხო არ არის. გამოკითხულთა 77 პროცენტის აზრით, ვაქცინაცია ევექტურია, ხოლო საწინააღმდეგოს ფიქრობს 5%. საქართველოში გამოკითხულთა 90 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია ბავშვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, 4%-ს კი საწინააღმდეგოს ფიქრობს.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1560928784-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

საქართველოში ვაქცინებისადმი ნდობა მაღალია - გლობალური კვლევის შედეგები

ვაქცინებისადმი უნდობლობა გლობალურ კრიზისად დასახელდა ვაქცინებისადმი უნდობლობა ნიშნავს, რომ მსოფლიო მომაკვდინებელი, თუმცა პრევენცირებადი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში უკუსვლით მიდის. ამ გაფრთხილებას ექსპერტები ავრცელებენ. ჩატარდა ყველაზე მასშტაბური კვლევა იმუნიზაციისადმი საზოგადოების დამოკიდებულების დასადგენად, სადაც გამოვლინდა რომ არაერთ ქვეყანაში, ვაქცინებისადმი ნდობა, სახიფათოდ დაბალია.  The Welcome Trust ანგარიშში წარმოდგენილია 140 ქვეყნის 140 000-ზე მეტი მოქალაქის პასუხები.  გამოკითხულთა შორის არის საქართველოც. ქართველი მშობლების პასუხებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ საქართველოში ბავშვების 84% აცრილია. ვაქცინების უსაფრთხოების სჯერა გამოკითხულთა 70%-ს, 9% კი აცრებს უნდობლობას უცხადებს. ვაქცინების ეფექტურობისადმი ნდობა 77%-მა დააფიქსირა, გამოკითხული ქართველების 90% კი აცხადებს, რომ იმუნიზაცია ბავშვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.  ნდობის მაღალი კოეფიციენტის მიუხედავად, საქართველო მაინც აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც წითელას საგულისხმო აფეთქება დაფიქსირდა. თუმცა არ ვართ იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში წითელას ყველაზე მასშტაბური აფეთქებები მოხდა. ესენია: უკრაინა, ინდოეთი, იემენი, ფილიპინები, ტაილანდი, ყაზახეთი, მადაგასკარი, ნიგერია, ბრაზილია, პაკისტანი. კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში, საქართველოში წითელას 4 678 შემთხვევა დაფიქსირდა. ვაქცინებისადმი ნდობის დაბალი მაჩვენებელია საფრანგეთში, სადაც ყოველი მესამე გამოკითხული იმუნიზაციას უნდობლობას უცხადებს. საფრანგეთი იმ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, სადაც ახლა წითელას აფეთქებაა.  ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 2019 წელს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, წითელას ყველაზე მასშტაბური აფეთქება დაფიქსირდა. იანვრის თვიდან დღემდე, აშშ-ს 26 შტატში, წითელას 980 შემთხვევაა დადასტურებული.  ექსპერტები განმარტავენ, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში, წითელას შემთხვევებმა 30%-ით იმატა. ამის მიზეზად სწორედ ვაქცინებისადმი უნდობლობა და ანტივაქსერული მოძრაობის ზრდა სახელდება.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552278-bizis-mier-mokluli-13-clis-zmisshvilis-sakmestan-dakavshirebit-dakavebul-psikiatr-tamar-aladashvils-brali-opicialurad-carudgines/

ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ძმისშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრ თამარ ალადაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

რუსთავში, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ძმისშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა დავით დადიანმა განაცხადა, მას ბრალი სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც გულგრილობას, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას, ვადით ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომა აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ გაიმართება. " ექიმი თავს დამნაშავედ არ სცნობს. თქვა, რომ გაეცნობა სრულად საქმის მასალებს და შემდეგ უფრო ვრცლად ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას. გადმოგვცემენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გავეცნობით და სრულად ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. ერთია, რას უყენებენ ბრალს და მეორე, რა პოზიცია აქვს მას. გამოძიების პერიოდში დგინდება ყველა ჭეშმარიტება. როგორც თამარ ალადაშვილი განმარტავს, პაციენტი დასატოვებლად არ მიუყვანიათ. არაფერი არ ეტყობოდაო და არც ვიდეოკადრებზე არის ჩაწერილი რაიმე სახის აშლილობა", - აცხადებს დავით დადიანი.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552215-advokati-bizis-mier-moklul-zmisshvils-25-sasikvdilo-chriloba-hkonda-ojaxis-motxovnaa-ekimebtan-ertad-daisajon-samartaldamcvelebi/

ადვოკატი - ბიძის მიერ მოკლულ ძმისშვილს 25 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა - ოჯახის მოთხოვნაა, ექიმებთან ერთად დაისაჯონ სამართალდამცველები

რუსთავში ბიძის მიერ მოკლულ 13 წლის გოგიტა ირემაძეს 25 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოკლული მოზარდის ოჯახის ადვოკატმა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელმა, ეკა ქობესაშვილმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, ექიმებთან ერთად, სამართალდამცველებიც დაისაჯონ, ვინაიდან მათ შემთხვევის ადგილზე მყისიერად არ იმოქმედეს. „დაზარალებულის უფლებამონაცვლის, თამარ გოგოჩაშვილის სამართლებრივ ინტერესებს ვიცავ. გოგოჩაშვილი იმ 13 წლის ბავშვის დედაა, რომელიც საკუთარმა ბიძამ მოკლა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის არაერთი განცხადებით გვაქვს მიმართული, რომ აღნიშნულ საქმეზე ყველა იმ თანამშრომლის საქმის შესწავლა და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდეს, ვისმა სამსახურეობრივმა უმოქმედობამაც გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია. გვაქვს იმის განცდა, რომ გამოძიება ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით შემოფარგლოს აღნიშნული საქმე. დეტალურად უნდა იყოს საქმე შესწავლილი პოლიციის თანამშრომლების მიმართაც. როგორც მოგეხსენებათ, პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ მიერ არაჯეროვნად შესრულებულმა სამსახურეობრივმა მოქმედებამ გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია. ვიმედოვნებთ, აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ და მხოლიდ ერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი არ იქნება დაყენებული. ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, დაისაჯონ სამართალდამცველები, ვინაიდან თვითმხილველი მოწმეები ამბობდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს რეაგირება მყისიერად განეხორციელებინათ, შესაძლოა, ბავშვი არ ყოფილიყო მოკლული", - განაცხადა ქობესაშვილმა. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება. რაც შეეხება, მოკლული მოზარდის ბიძას, ვალერი ირემაძეს, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მას ორწლიანი ნებაყოფლობითი მკურნალობა მიესაჯა. ირემაძე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფება.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/dmanisshi-sophlis-eqimebthan-samushao-shekhvedra-gaimartha/

დმანისში სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა ბესიკ ტეფნაძემ მოადგილესთან – თინათინ ბაკაშვილთან და სოფლის ექიმის კოორდინატორთან ნინო ქოქოსაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქმედ სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 2 Shares 2 შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – მეგი ედიბერიძე. მხარეებმა შეხვერდაზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა განიხილეს.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=75852

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს. ეს 19 წლის ლუკაა – ერთადერთი შვილი ოჯახში. მძიმედ დაჭრილი ლუკა სიკვდილს ებრძვის. სულ რაღაც 1 წლის იყო, როდესაც გულზე პირველი ოპერაცია აშშ–ში გაუკეთეს. მას შემდეგ უცხოელმა ქირურგებმა უკვე საქართველოში გაუკეთეს კიდევ სამი ოპერაცია. ოპერაციის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში და მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, რის შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. ლუკას შენი დახმარება სჭირდება. ჩვენ ერთად შეგვიძლია ლუკას დახმარება, რათა მან თავისი ლამაზი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. დავეხმაროთ – ოპერაციის ღირებულება 30 000 ევროს სცდება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდის გადარჩენას! ლუკას მხოლოდ ჩვენი იმედი აქვს! ნებისმიერი ოდენობის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი: GE30BG0000000101046625 მიმღები პირი: მაია ჩხიკვიშვილი.

პია.ჯი- http://pia.ge/post/267903-lukas-seni-daxmareba-swirdeba-18-wlis-mzimed-dawrili-biwis-mdgomareoba-kritikulia

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552286-beka-nacvlishvili-da-axali-mshromelta-gaertianeba-sakanonmdeblo-iniciativebis-irgvliv-parto-kampanias-icqeben/

ბექა ნაცვლიშვილი და ახალი მშრომელთა გაერთიანება საკანონმდებლო ინიციატივების ირგვლივ ფართო კამპანიას იწყებენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და ახალი მშრომელთა გაერთიანება საკანონმდებლო ინიციატივების ირგვლივ ფართო კამპანიას იწყებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. „დღეს 229 ათას ადამიანს დარიცხული ხელფასი 500 ლარზე დაბალი აქვს. არადა, რეალური საარსებო მინიმუმი ერთ სულზე 390 ლარია, ნაცვლად სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 181 ლარისა. არ შეიძლება, ადამიანი სრული განაკვეთით მუშაობდეს და საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდეს. დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაში კომპანიები ძირითადად ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან მშრომელთა ექსპლუატაციის ხარჯზე. ამიტომ კანონით უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით და უნდა მოხდეს სამუშაო დროის მკაცრი რეგლამენტირება ზეგანაკვეთური და ღამის გაზრდილი ანაზღაურების საფუძველზე. რადგან კანონით 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ვერავის განესაზღვრება, ეს გახდება საფუძველი მეტი ანაზღაურებისთვის ბრძოლისა, არა მხოლოდ მათთვის, ვისაც დღეს 500 ლარზე ნაკლები აქვს, არამედ ნებისმიერი დასაქმებულისთვის. გარდა ამ ინიციატივებისა, ეს კამპანია მოიცავს ხუთ ფუნდამენტურ მოთხოვნას, ესენი არის: 1) დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში; 2) მკაცრად მოხდეს ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანეკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით; 3) შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე; 4) სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში); 5) შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა, დასაქმებულებთან (დასაქმებულთა გაერთიანებებთან) ერთად გადაიხედოს სპეციფიკური საწარმოების დარგების ჩამონათვალი - არ შეიძლება ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=75836

ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ივანიშვილებთან, სტომატოლოგიის გარდა ნათელ-მირონობაც აკავშირებს

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, სტომატოლოგიის გარდა, ოლიგარქის ოჯახთან ნათელ-მირონობითაც არის დაკავშირებული.  ეკატერინე ტიკარაძე, გარდა იმისა რომ ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკა ხვედელიძის პირადი სტომატოლოგია, ის ასევე მათი ნათესავიცაა.  კერძოდ, ბერა ივანიშვილი ჯანდაცვის ახალი მინისტრის შვილის ნათლიაა.  ნათელ-მირონობით ურთიერთობა მას შემდეგ განმტკიცდა, რაც ეკატერინე ტიკარაძემ ივანიშვილის ოჯახის წევრების კბილების მკურნალობით თავი გამოიჩინა.  შეგახსენებთ რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დღეს დავით სერგეენკო შეცვალა.  მინისტრობამდე ის საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის პოსტს იკავებდა, სადაც მუშაობის პერიოდში სამედიცინო ტექნიკის დიდი ნაწილი დააგირავა. ტიკარაძის ნდობით აღჭურვილი პირები საჩხერის საავადმყოფოში თემურ კაპანაძე (მას ანდობდა ფინანსების მართვას) და მიშა შალამბერიძე იყვნენ, რომლებმაც შესაძლოა ასევე შეიცვალონ პოზიცია და სამუშაოდ სამინისტროში გადავიდნენ.

---

 

ბეჭდვითი მედია

20.06.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

ვინ წაყვება სერგეენკოს - „ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ სამთავრობო ცვლილებები ჯერ არ დასრულებულა

საკადრო ცვლილებები მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის გადადგომით არ დასრულებულა და ახლო მომავალში სხვა გადაადგილებებიცაა მოსალოდნელი - ეს ინფორმაცია „რეზონანსს“ „ოცნების“ დეპუტატებმა დაუდასტურეს. თუმცა, ისინი დაზუსტები ვერ ამბობენ, შეეხება თუ არა ეს ცვლილებები პრემიერ მამუკა ბახტაძეს. როგორც 18 ივნისს გახდა ცნობილი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ხოლო მის ადგილს - ეკა ტიკარაძე. ჯანდაცვის ახალი მინისტრი მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლა კლანური დაპირისპირების შედეგია და ამ დაპირისპირებაში ჯანდაცვის მინისტრი დამარცხდა. თუმცა მინისტრის წასვლის უფრო რეალურ მიზეზად, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის დაავადებების დაფინანსების პროგრამის წარუმატებლობა სახელდება. პროგრამა, რომელიც 2017 წელს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შეიქმნა, არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც ბიუჯეტით დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება და მას ამის მოლდინი ნამდვილად აქვს. თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბრისგან თავს შეიკავებს. ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მამუკა ბახტაძის წასვლა და მისი გიორგი გახარიათი ჩანაცვლება, ქანთარია ამბობს, რომ პერსონებზე საუბარი არ სურს და ამას დრო გვიჩვენბს. მისი აზრით, მსგავსი სამთავრობო ცვლილებები აუცილებელიც არის და ხალხს ამის მოლოდინი ნამდვილად აქვს. ქანთარია ამბობს, რომ ეს წელი სამთავრობო გადახალისების და ცვლილებების წელი იქნება. „კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, რა თქმა უნდა, არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ ცვლილებების მოლოდინი მაქვს. ეს ცვლილებები რეალობამ და ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ მოითხოვა. ეს არის ხალხის დაკვეთა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. „ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წელია. საზოგადოება და ჩვენი ამომრჩეველიც სიახლეს ელოდება. ეს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაც არის, რომ ასეთი ცვლილებები და ახალი სისხლის გადასხმა მოხდეს. ერთ წელიწადში ამ მოწვევის პარლამენტის ვადა მთავრდება და არჩევნებისთვის მზადებაც უკვე აქტიურ ფაზაში შედის. სამთავრობო ცვლილებები სწორედაც რომ ამის ერთ-ერთი ლოგიკური გაგრძელებაა. „კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით ვინ შეცვლება, მაგრამ ცვლილებები რომ იქნება და ამას ყველა ველით, დაგიდასტურებთ“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“. რაც შეეხება სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლას, ქანთარია კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ის გადააყენეს. მისი აზრით, სრეგეენკო საკუთარი სურვილით წავიდა, რადგანაც ამ პოსტზე მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა და ახლა სიახლის დროა. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი და დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერი არ არის და თუ საჭირო გახდება, მის გუნდს პრემიერის შეცვლაც არ გაუჭირდება. ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემებია და ამ პრობლემების აღიარება „ოცნებას“ არასდროს უჭირდა. ამიტომაც, თუკი რომელიმე სფეროში ცვლილებაა საჭირო, ეს ცვლლება აუცილებლად მოხდება და ეს მხოლოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშიდება. „ჩვენს გუნდს იმის აღიარება არასდროს უჭირდა, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი პრობლემებია და ეს მოსაგვარებელია. სადაც ცვლილებები იქნება საჭირო, იქ აუცილებლად მოხდება. რა თქმა უნდა, ველით სამთავრობო ცვლილებებს და ამაზე გუნდის შიგნით საუბარი ყოველთვის იქნება. „რაც შეეხება თქვენს კითხვას მოხდება თუ არა პრემიერის ცვლილება, რა თქმა უნდა, არც ეს გაჭირდება თუკი საჭირო გახდება. ნამდვილად გეთანხმებით, რომ წინა პრემიერ-მინისტრებიც არ აკეთებდნენ ღიად განცხადებებს, რომ მათი პოსტიდან წასვლა არ იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ მათ თანამდებობები დატოვეს. „ასეთი საუბრები გუნდში რომც იყოს, რა თქმა უნდა, ამაზე ღიად არ ვისაუბრებთ, რადგანაც ეს ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას ეხება. როცა ეს ცვლილება მოხდება და ამას გუნდი გადაწყვეტს, ყველა გაიგებს. ამიტომ სამთავრობო ცვლილებებისგან რაიმე სკანდალების გამოცხობას არ უნად ვეცადოთ. ეს არის ჩვეულებრივი და ლოგიკური გადაადგილებები, რომელსაც ჯანსაღი პროცესი ითხოვს“, - აცხადებს ხუნდაძე „რეზონანსთან“. ხუნდაძე სერგეენკოს პოსტის დატოვებასაც აფასებს და ამბობს, რომ ის ყველაზე წარმატებული და რეიტინგული მინისტრი იყო, თუმცა თანამდებობის დატოვება მან თავადვე მოისურვა. ხუნდაძე აცხადებს, რომ სერგეენკო წასვლაზე ჯერ კიდევ სამი წლის წაინ ფიქრობდა და მას ამაზე გუნდში აზრი შეაცვლევინეს. თუმცა დადგა დღე, როდესაც მან ეს სურვილი რელობად აქცია. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ასეთი სამთავრობო ცვლილებები წინასაარჩევნოდ „ოცნებას“ არაფერს მოუტანს. მისი აზრით, ასე თითო-თითო მინისტრების ცვლით ბევრს ვერაფერს მოიგებენ. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ თუ რამე რადიკალური ცვლილება უნდათ და ამომრჩევლის თვალშიც გარკვეული პიარნაბიჯის გადადგმა სურთ, მაშინ დეკემბერ-იანვარში კიდევ აქვთ დრო, რომ მთლიანად მინისტრთა კაბინეტის ცვლილება მოხდეს და მოვიდეს სრულიად ახალი მთავრობა, რომელიც ამომრჩეველს ერთ წლიან სამოქმედო გეგმას წარუდგენს და ხალხში შექმნიან განწყობას, რომ რაღაცას ცვლიან. „ჩემთვის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლა სრულიად გაუგონარი იყო. სიმართლეს გეტყვით, მოულოდნელიც კი იყო. მისი წასვლის შესახებ რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ ის სრულიად დამოუკიდებელი და ცალკე ავტონომიის მქონე მინისტრი იყო, რომელიც ივანიშვილთან პირდაპირ მიბმული იყო. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ის უბრალოდ პოლიტიკური ველიდან გაიყვანეს. მეორე ვერსია კი ის განუხორციელებლი პროგრამაა, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით ჩავარდა. თუმცა, ესეც არ იყო უსაშველო ამბავი. უფრო პოლიტიკურ ინტრიგებს შეწირული უნდა იყოს. „რაც შეეხება პრემიერის შესაძლო ცვლილებას, რა თქმა უნდა, რომ სულ სამი გვარია, ვისაც შეძლება პოლიტიკურად ამ თანამდებობაზე ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს არის თავად ივანიშვილი, კალაძე და გახარია, რადგანაც ამ სამის გარდა დღეს ქვეყანაში როგორც პოლიტკური ფიგურები არავინ არაფერს არ წარმოადგენს. „თუმცა, ამით რა შეიძლება შეიცვალოს, რთული სათქმელია. უბრალოდ, თუ წინასაარჩევნოდ წარადგენენ რამე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომლითაც ამომრჩევლის ნაწილის ყურადღებას მიიქცევენ. სხვა რადიკალური რაიმე შედეგი ამით მივიღოთ, ძალიან მეეჭვება“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6161505&name=20.06.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

         

20.06.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

ფსიქიატრ თამარ ალადაშვილს ბრალი წარუდგინეს

ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ძმისშვილის საქმე გრძელდება რუსთავში, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ძმისშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ექიმფსიქიატრ თამარ ალადაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა დავით დადიანმა განაცხადა, მას ბრალი სსკის 220ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც გულგრილობას, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომა აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე 20 ივნისს გაიმართება. _    ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა, რომ გაეცნობა სრულად საქმის მასალებს და შემდეგ უფრო ვრცლად ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას. გადმოგვცემენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გავეცნობით და სრულად ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. ერთია, რას უყენებენ ბრალს და მეორე, რა პოზიცია აქვს მას. გამოძიების პერიოდში დგინდება ყველა ჭეშმარიტება. როგორც თამარ ალადაშვილი განმარტავს, პაციენტი დასატოვებლად არ მიუყვანიათ. არაფერი არ ეტყობოდაო და არც ვიდეოკადრებზე არის ჩაწერილი რაიმე სახის აშლილობა, _ განაცხადა დავით დადიანმა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6161830&name=20.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

20.06.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

შეზღუდუული შესაძლებლობების მქონე ცხრა პირმა მუშაობა დაიწყო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გამართული დასაქმების ფორუმის შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცხრა პირმა მუშაობა „თბილსერვის ჯგუფში“ დაიწყო. დასაქმებულებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. შრომის ბაზრის მართვის სისტემის ვებგვერდზე (worknet.gov.ge) დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პოტენციურ დამსაქმებლებს, 2019 წლის გაზაფხულზე, „თბილისი მოლში“, სპეციალურად მათთვის გამართულ დასაქმების ფორუმზე შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მათ რეკომენდაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ანიკამ“ და „ყრუთა კავშირმაც“ გაუწიეს. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, 2014 წლიდან დღემდე, უკვე 300-ზე მეტი შშმ პირი დასაქმდა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6161778&name=20.06.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

         

 ​