მედიამონიტორინგი 19.07.2019
ტელევიზია
19.07.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
რას ნიშნავს უფასო მედიკამენტების პროგრამა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6225493
---
19.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
შსს-მ სამშენებლო კომპანია ,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6225802
I არხი - მოამბე 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6225511
რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6225357
---
18.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც 16 წლის ბიჭის გარდაცვალებამ კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში და გააქტიურა. ერთი წელია მოქმედებს ეს კანონი, მაგრამ დარგის სპეციალისტები ევროდირექტივებთან შეუსაბამობებზე მიუთითებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6223682
---
18.07.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში დაკავებული მოქმედი ექიმი 10 წელზე მეტია მუშაობს ამ საავადმყოფოში. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინვე გაავრცელა. თუმცა პირველი კომენტარი სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ დღეს გაკეთდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექმის 3-6 წლამდე პატიმტრობა ემუქრება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6224467
---
18.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს და გახმაურებული საქმეების მოსამართლეს შოთა გეწაძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად მოუსმენეს. პროცესი გუშინდელთნ შედარებით უფრო მშვიდად წარიმართა. უპრეცენდენტოდ ხანმოკლე აღმოჩნდა გიორგაძის მოსმენა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6225082
---
ინტერნეტი
19.07.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saertashoriso-respublikuri-institutis-kvlevit-dghevandeli-mtavrobis-mtavar-mighwevad-jandacvis-sistema-sakheldeba/
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევით, დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად ჯანდაცვის სისტემა სახელდება
საქართველოს დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემას ასახელებენ. ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები. კითხვაზე – „რა არის დღევანდელი მთავრობის მთავარი მიღწევა“, გამოკითხულთა 15 პროცენტი ჯანდაცვას ასახელებს, 4 პროცენტი – ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას, 4 პროცენტი – სიტყვის თავისუფლებას, 3 პროცენტი – ინფრასტრუქტურას, 2 პროცენტი – გზებს, 2 პროცენტი – განათლებას, 2 პროცენტი – დემოკრატიას, 2 პროცენტი – სტაბილურობას, 1 პროცენტი – ადამიანის უფლებების დაცვა, 1 პროცენტი – პენსიების ზრდა, 1 პროცენტი – სესხების განულება, 2 პროცენტი – სხვა. ამასთან, გამოკითხულთა 35 პროცენტი არც ერთ მიღწევას არ ასახელებს, 26 პროცენტი – არ ვიცი/უარი პასუხზე. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.
---
19.07.2019
IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უმთავრეს პრობლემად უმუშევრობისა და საქართველოზე რუსეთის გავლენას მიიჩნევს
---
19.07.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=87279
შსს-მ სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა, რომლის ობიექტზეც 16 წლის მუშა დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტი"-ს დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/556875-shss-m-dolabauris-kuchaze-arasrulclovani-mushis-gardacvalebis-sakmeze-samsheneblo-kompaniis-direktori-daakava/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/486538
---
18.07.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-sachkhereshi-e-ts-bambeulis-dasakhlebashi-mtskhovreb-devnilebs-shekhvda/
ეკატერინე ტიკარაძე საჩხერეში, ე.წ. “ბამბეულის დასახლებაში” მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანმხლებ პირებთან ერთად საჩხერის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. “ბამბეულის დასახლებაში” მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი დევნილებისთვის იმ პირობების გაცნობა იყო, რომლითაც მოხდება მათი საცხოვრებელი ფართების შესწავლა და ამ ფართების დაკანონება. მინისტრს თან ახლდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე დაიწყო სამუშაოები ამ კუთხით. დევნილებს მიეწოდათ ასევე ინფორმაცია, რომ მათ უნდა შექმნან ე.წ. ,,ამხანაგობები“ და მათგან უნდა მოხდეს არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემების დაყენება სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამ ეტაპზე აღმაშენებლის ქუჩაზე დევნილის სტატუსის 12 ოჯახი ფიქსირდება. დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ე. წ. საზღვრისპირა სოფელ პერევშიც იმყოფებოდა და სამედიცინო ამბულატორიას დისტანციური მართვის აპარატი და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურა გადასცა საჩუქრად. შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
---
18.07.2019
4 წლის დემეტრე ჭელიძის მწვავე ლეიკემიის სამკურნალოდ თანხა გროვდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 წლის დემეტრე ჭელიძეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია და ოჯახი ითხოვს დახმარებას მისი გერმანიაში გამგზავრების უზრუნველსაყოფად, სადაც მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს. ინფორმაციას დემეტრეს დეიდა Natia Schmidmeister სოციალურ ქსელში ავრცელებს. „4 წლის დემეტრე ჭელიძეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. დასაწყებია სასწრაფო მკურნალობა გერმანიის კლინიკაში, რომელიც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დემეტრეს გასამგზავრებლად და მკურნალობის დასაწყებად თანხების მობილიზებაა საჭირო. დემეტრეს, ჩვენ, იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, გაღებული სიკეთის, დახმარების!!! თიბისი ბანკი მიმღები: მამა – თემური ჭელიძე ანგარიშის ნომერი GE83TB7305136515100021 GEL; GE73TB7305136615100023 USD; GE46TB7305136615100024 EURO ყველას გიხდით წინასწარ დიდ მადლობას. #დემეტრეჭელიძესთვის“
---
18.07.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/556768-mosamartleobis-kandidati-grigol-giorgaze-politikuri-simpatiebi-xels-ar-shemishlis/
მოსამართლეობის კანდიდატი გრიგოლ გიორგაძე - პოლიტიკური სიმპათიები ხელს არ შემიშლის
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად განაცხადის შეტანაზე გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ როცა ვაკანსიები გამოცხადდა. პოლიტიკური სიმპათიები ხელს არ შემიშლის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გრიგოლ გიორგაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციის დროს მას რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა გაუწია. "მე პროფესიით იურისტი ვარ, სხვადასხვა პოზიციებზე ვიმყოფებოდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ახლა არის ის ეტაპი, სადაც შემიძლია ჩემი თავის რეალიზება და ვფიქრობ, უზენაესი სასამართლო არის ეს ადგილი. ყველა ეტაპი, რაც გავიარე მნიშვნელოვანია გამოცდილებისათვის - როდესაც მოსამართლე იქნები იცოდე სახელმწიფო სად გადის, სად გადის საზოგადოებრივი და კერძო ინტერესი. ამ ბალანსის დაცვა უფრო გაადვილდება, როდესაც მედლის ორივე მხარე გამოცდილი გაქვს. პოლიტიკური სიმპათიები ხელს არ შემიშლის. გადაწყვეტილება მივიღე, როცა ვაკანსიები გამოცხადდა", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. ამასთან, მან თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 10-კაციანი სიის შეფასებაზე, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს განსახილველად, 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. გიორგაძის თქმით, აღნიშნული სიის შეფასებაზე თავს იკავებს იმ მიზეით, რომ ის ახლა კონკურსში მონაწილეობს. "ჩემი საადვოკატო საქმიანობა უკავშირდებოდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს და ამ სფეროში ვარ კომპტენეტური. სოზარ სუბარის რეკომენდატორობით ამაყი ვარ, სხვაგვარად იქნებოდა აბსოლუტურად ფარისევლობა, რომ არ მიმეთითებინა ის, რადგან მთელი ჩემი საქმიანობა უმეტესწილად, ამ ადამიანთან მუშაობას უკავშირდება", - განცხადა გიორგაძემ, რომელიც ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეა.
---
18.07.2019
სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს გრიგოლ გიორგაძეს - ფიქრობთ, რომ სრულად აკმაყოფილებთ კომპეტენტურობას?
ვთქვათ, იუსტიციის საბჭომ ახლა, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაგნიშნათ, საუბარი არ არის მეორეზე და უზენაესზე, ფიქრობთ, რომ სრულად აკმაყოფილებთ კომპეტენტურობას?- ამ კითხვით მიმართა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა გასაუბრების დროს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. როგორც სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნა, ვინაიდან გიორგაძე გულწრფელად საუბრობდა, აინტერესებდა ასევე გულწრფელი პასუხი - საკმარისია თუ არა მისი კომპეტენცია იყოს პირველი ინსტანციის მოსამართლე?! როგორც კანდიდატმა უპასუხა, შესაძლოა მას სიღრმისეული სამოსამართლეო გამოცდილება არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ იმედებს გაამართლებს. „სამოსამართლო სიღრმისეული გამოცდილება არ მაქვს, ისევე როგორც სხვადასხვა კანდიდატებს, ეს რა თქმა უნდა, შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი, თუმცა, თუ ზოგადად, არსებობს ადამიანის მიმართ შეფასება რომ ის ამ იმედებს გაამართლებს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სხვაგვარად არ მივიღებდი გადაწყვეტილებას", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. ამასთან, როგორც გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციის დროს მას რეკომენდაცია პრემირ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა გაუწია.
---
18.07.2019
"13 წლის გოგოს წელში მოხრილს დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო... ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა, დაქირავებულები ვართო"
---