From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-19.06.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 19.06.2019 09:33
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.06.2019

ტელევიზია

19.06.2019

არხი:   I არხი

 გადაცემა: მოამბე 12:00

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გამართული დასაქმების ფორუმის შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცხრა პირმა მუშაობა „თბილსერვის ჯგუფში” დაიწყო. დასაქმებულებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, 2014 წლიდან დღემდე, უკვე 300-ზე მეტი შშმ პირი დასაქმდა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6159789

---

 

19.06.2019

არხი:   იმედი

 გადაცემა: ქრონიკა 11:00

ფსიქიატრიული კლინიკის ექიმს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდებით დააკავეს, მიაჩნია, რომ მის ქმედებაში რაიმე სახის დარღევვას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა დავით დადიანმა განაცხადა, რომელიც განმარტავს, რომ ამ საკითხს უკვე დიდი ხანია იკვლევს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6159613

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6159173

---

 

19.06.2019

არხი:  ტვ პირველი

 გადაცემა: საქმიანი დილა

2012 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ივნისამდე, ზუსტად ამ დროს ითვლის დავით სერგეენკოს ბიოგრაფიაში მინისტრობა და ქართული ოცნების მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრად დავით სერგეენკოს მუშაობა. ქართული ოცნების აღმასრულებელ ხელისუფლებაში ორიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდიხნით მთავრობაში შემორჩენილი მინისტრი და ამავე დროს საზოგადოებრივი გამოკითხვებით ყველაზე მოწონებადი პოლიტიკოსი პოსტიდან წავიდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158864

---

 

18.06.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

დავით სერგეენკო ეკა ტიკარაძემ შეცვალა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ყოფილის მსგავსად ექიმია და ისევე როგორც სერგეენკო, საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა. 42 წლის ტიკარაძისთვის ეს პირველი საჯარო სამსახურია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158603

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158696

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158770

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158688

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158638

აჭარა-მთავარი ამბები - 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158782

ტვ პირველი - დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158737

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158586

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158553

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158016

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157893

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157846

ტვ პირველი - დღის ამბები 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157737

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157688

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157523

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157338

---

 

18.06.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დავით სერგეენკომ დღეს თანამშრომლებს ეკატერინე ტიკარაძე პირადად გააცნო. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გაგრძელდეს სამინისტროში დაგეგმილი თითოეული რეფორმა. დავით სერგეენკომ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა დაახალ მინისტრს წარმატება უსურვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158068

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158315

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157893

---

 

18.06.2019

არხი:  ტვ პირველი

 გადაცემა: რეაქცია

"ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს რომ ცვლილებები განგვეხილა იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო", - განაცხადა დღეს თანამდებობიდან მოხსნილმა დავით სერგეენკომ. ვინ დაიჯერა და ვინ არა რომ გუნდში გამორჩეულად მაღალრეიტინგული მინისტრი თავად წავიდა და არ მიიღო დირექტივა ზევიდან რომ წასულიყო. დღეიდან საქართველოს ახალი ჯანდაცვის მინისტრი ყავს,  42 წლის ეკატერინე ტიკარაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158671

---

 

18.06.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: თავისუფალი ხედვა

თითქმის 7 წლიანი მინისტრობის შემდეგ ყველაზე რეიტინგული და უცვლელი სახე დავით სერგეენკო დღეს მინისტრის პორტფელს დაემშვიდობა, მისი განცხადებით ის გადაინაცვლებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და სწორედ იქ გააგრძელებს მოღვაწეობას. 00:02:30 თუ NDI-ს კვლევებს ვენდობით დავით სერგეენკო იყო ყველაზე რეიტინგული მინისტრი ხელისუფლებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158755

---

 

18.06.2019

არხი:  კავკასია

 გადაცემა: ბარიერი

დღეს გადაცემაში ჯანდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ. როგორც იცით მინისტრი შეიცვალა.  ყველაზე ხანგრძლივ ვადიანი მინისტრი დავით სერგეენკო გადააყენეს და მის მაგივრად დაინიშნა ეკატერინე ტიკარაძე, რონმელიც არის საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158669

---

 

18.06.2019

არხი:  ტვ პირველი

 გადაცემა: დღის ამბები 14:00

მამუკა ბახტაძის ბრიფინგი. "დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157277

იმედი-ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157323

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157491

---

 

18.06.2019

არხი:  I არხი

 გადაცემა: მოამბე 21:00

დაკავებულია თბილისის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმი. თამარ ალადაშვილს გამოძიება პროფესიული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მან უთხრა გამოკვლევის ჩატარებასა და მკურნალობაზე უარი პირს, რომელმაც ერთი დღის შემდეგ, 13 წლის ძმისშვილი ცივი იარაღით მოკლა. საუბარია რუსთავში, თებერვალში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე. საგამოძიებო მასალების მიხედვით, კლინიკაში მიყვანის დროს მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. დანაშაულის ჩადენის დროს მისი შეურაცხადობა, ექსეპერტიზამაც დაადასტურა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158683

იმედი- ქრონიკა 20:00- https://www.imedi.ge/ge/video/39212/rustavshi-momkhdari-mkvlelobis-saqme--politsiam-psiqikuri-preventsiis-tsentris-eqimi-daakava

---

 

18.06.2019

არხი:  I არხი  

 გადაცემა: მოამბე 12:00

დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოვება გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები 4 წელია სისხლს უანგაროდ გასცემენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6157150

---

 

18.06.2019

არხი:  რუსთავი 2

 გადაცემა: კურიერი 18:00

ნაადრევი და იძულებითი ქორწინება და მასთან ბრძოლის გზები - ამ თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ღონისძიების ორგანიზატორები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სათემო რადიო "მარნეული" იყვნენ. დისკუსიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6158555

---

 

 

 

ინტერნეტი

19.06.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8/?fbclid=IwAR3vLUmiYrhPqHMiZoC-oJIvDfXRA6fZ_ZVnkgQYu8xO1fgB_hfXjhzl4fo

„თუ სერგეენკო კარგად მუშაობდა განახლებასაც კარგად გააკეთებდა, თუ ასვენებდნენ, საერთოდ უნდა დაესვენა და არა მრჩევლად“

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, „სოციალ-დემოკრატ“ გია ჟორჟოლიანისთვის ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შეცვლა გაუგებარი, აუხსნელი და დაუსაბუთებელია. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, თუ მინისტრს დასვენება უნდოდა და ეს ინიციატივა მართლაც მისგან მოდიოდა, დასვენება არ ნიშნავს, მრჩევლად გადაყვანას. „ვინც მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზებიც უნდა განმარტოს. ის მიზეზები, რომლებიც წარმადგინეს, გაუგებარია და ცვლილების მოტივაცია საერთოდ არ ჩანს. განახლება საჭიროა, მაგრამ თუ კარგად მუშაობდა, განახლებასაც კარგად გააკეთებდა. ქობულიას და კვირიკაშვილის შემთხვევაში გასაგები იყო, სერგეენკოს შემთხვევაში, კი გაუგებარია. მთავრობა, არასაკმარისად და არამკაფიოდ განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მთავრობის სისუსტეზე მიუთითებს. მთლიანად, პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო. მით უმეტეს, გაუგებარია, ამ პოლიტიკაში ყველაზე უფრო აღიარებული და მაღალ რეიტინგული მინისტრის ცვლილება“- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“. კითხვაზე, დამაჯერებელია დავით სერგეენკოს განცხადება, რომ ეს თავად მისი სურვილი იყო და მან შესთავაზა პრემიერს ცვლილება, ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ ბევრი რამ აუხსნელი და ბუნდოვანია: „მისი მოთხოვნა შეიძლება ყოფილიყო წასვლა, მაგრამ ეს სურვილი გაჩნდა ალბათ იმიტომ, რომ ვერ დაინახა ამ სისტემაში თავისი ფუნქცია. თუ დასვენებაზე იყო საუბარი, საერთოდ უნდა დაესვენა და დასვენება მრჩევლად გადასვლას არ ნიშნავს“. დეპუტატმა დავით სერგეენკო მაღალ რეიტინგულ მინისტრად შეაფასა.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/aigon-da-cota-adgilobriv-farmacevtul-mewarmeebs-mixedon-unda-gautanabron-mainc-pirobebi-ucxoel-mewarmeebtan-kaxa-oqriashvili-farmacevtul-bazarze-saubrobs

კახა ოქრიაშვილი - ხარისხი, კვალიფიციურობა და კადრების სიმცირე მთავარი პრობლემებია დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველ ოფიციალურ მიმართვაში რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი დაასახელა - „ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს ჯანდაცვის რეფორმის მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. პრიორიტეტად რჩება ისეთი საკითხები,როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის ხარისხი, ფარმაცევტული ბაზის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი და ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი კომერსანტთან“ საუბარში ადასტურებს, რომ წამლების ადგილობრივი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას განიცდის და საჭიროა ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „ფარმაცევტულ დარგს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არ აქვს, იმპორტიორი მწარმოებლები უფრო უკეთეს საგადასახადო პირობებში არიან, ვიდრე ადგილობრივი მეწარმეები. გერმანიაში, უნგრეთში ან აზერბაიჯანში რომ აწარმოებდე წამლებს და საქართველოში გაყიდო, საგადასახადო თვალსაზრისით უფრო კარგია, ვიდრე აქ აწარმოო. აიღონ და ცოტა ადგილობრივ მეწარმეებს მიხედონ, უნდა გაუთანაბრონ მაინც პირობები. დიდი ხანია ამის შესახებ დაანონსა პრემიერ-მინისტრმა და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად განახორციელებს იმას, რასაც დაჰპირდა ფარმაცევტულ ინდუსტრიას და ხალხს,“ - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა. რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც, 2017 წელს შეიქმნა და არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ბოლო დღეებში გაჟღერებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ცვლილების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ცნობილია, 2017 წელს მედიკამენტების ამ პროგრამით მხოლოდ 13 010 ადამიანმა ისარგებლა, 2918 წელს კი 22 651-მა პაციენტმა. არადა დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ პროექტი 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. PSP-ს დამფუძნებელი ამ პროგრამას აფასებს, როგორც აუთვისებელს. კახა ოქრიაშვილის განცხადებით, პაციენტს ზედმეტად ბევრი პროცედურის გავლა და რიგებში დგომა უწევს იმისთვის, რომ აღნიშნული სისტემით მედიკამენტზე შეღავათი მიიღოს. მანვე აღნიშნა, რომ ხარისხი, კვალიფიციურობა და კადრების სიმცირე მთავარი პრობლემებია დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში. „ვერ აითვისა ჯანდაცვამ ეს პროგრამა, ვერ დაალაგა პროცესი, ავადმყოფი უნდა მისულიყო ხუთ ადგილას, რომ რაღაც მედიკამენტზე შეღავათი მიეღო. ვფიქრობ, ვერ გამართეს ეს პროგრამა, თუმცა ჩანაფიქრი ძალიან კარგია, განზრახვა მომწონს. პირველ რიგში მოწყვლად მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, რომ ქრონიკული მედიკამენტები უფასოდ ან თითქმის უფასოდ მიიღონ. აქ არ არის საუბარი გაციების მედიკამენტზე, ქრონიკული მედიკამენტები მნიშვნელოვანი თემაა, რადგან მას ყოველთვიურად და ყოველდღიურად იღებს ადამიანი და ეს ხარჯი როგორმე უნდა დავუფაროთ. პრინციპში მთავრობამ 20 მლნ ლარზე მეტი გამოყო, მაგრამ ათვისება ძალიან დაბალი იყო. ფული რომ გაქვს და ვერ დახარჯავ ჩავარდნაა ხალხისთვის ხომ? აბა რა არის. მინდა გითხრათ, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო ბევრი მიღწევები, მაგრამ იყო ჩავარდნებიც და ერთ-ერთი სწორედ ეს პროგრამა იყო. ამ პროგრამას სჭირდება ჯაჭვი, რომელიც იწყება იქ, სადაც პაციენტი ხვდება ექიმს და მთავრდება იქ, სადაც პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ეს ჯაჭვი უნდა იყოს ძალიან სწრაფად გასავლელი ადამიანისთვის. ქრონიკული დაავადების მედიკამენტზე უნდა გაიცეს 6- თვიანი ან ერთწლიანი რეცეპტი, რომ ხშირად არ იაროს ექიმთან და რიგებში არ იდგნენ პაციენტები. იმედია, ამ ყველაფერს გაივლის ახალი მინისტრი და დაალაგებს სისტემას. საყოველთაო ჯანდაცვის სტრატეგია ძალიან კარგია, მანამდე ხალხი იხოცებოდა , მაგრამ მოვიდა დრო, რომ ცოტა გაშალაშინდეს ეს ყველაფერი. მთავარი ამოცანებია მედიკამენტებით მოცვა, ხარისხის გაუმჯობესება სამედიცინო სერვისებზე, კადრების კვალიფიციურობა - საიდან უნდა იყოს ჯანდაცვაში ხარისხი, თუ კადრების დეფიციტია. კვალიფიციური ექთნებისა და ექიმების დეფიციტია. ძალიან ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი და რთული გამოწვევებია წინ. თუმცა უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, რადგან ერთ დღეში არაფერი არ კეთდება.“ - აღნიშნა ოცნების დეპუტატმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში. რას ფიქრობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე— ამ თემებზე კომენტარი ვთხოვეთ კომპანია “ავერსს“, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/150683-shss-eqimma-pacients-daxmareba-ar-gautsia-ris-shemdegac-kacma-12-tslis-dzmisshvili

შსს: ექიმმა პაციენტს დახმარება არ გაუწია, რის შემდეგაც კაცმა 12 წლის ძმისშვილი მოკლა

სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდებით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 12 წლის ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის" - აცხადებს შსს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება რუსთავში 4 თვის წინ მომხდარ მკვლელობას. ახალგაზრდა მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი მოკლა, რის შემდეგაც, მისმა მეგობრებმა არასათანადო სამედიცინო მომსახურებაზე ისაუბრეს. 29 წლის მამაკაცის მეგობრები ამბობენ, რომ მათი მეგობარი "რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა" და გადაწყვიტეს კლინიკაში წაეყვანათ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართეს, სადაც გადასხმა გაუკეთეს და უთხრეს, რომ მამაკაცი მათი პაციენტი არ არის და თბილისში გადაყვანაა საჭირო. მამაკაცი თბილისში თავდაპირველად ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც პაციენტი "წესიერად არც შეამოწმეს, რაღაცა გამოელაპარაკნენ". მეგობრების თქმით, შენობაში შეიყვანეს მამაკაცის ცოლიც. ქებულაძე ამბობს, რომ კლინიკის წარმომადგენლებს "გასაგებად აუხსნეს, რომ რაღაცებს ხედავს, რაღაცები ეჩვენება, რაღაცები ავიწყდება, ვიღაცას დასდევს", თუმცა იქ უთხრეს, რომ ადგილები არ არის. ამის შემდეგ, როგორ 29 წლის მამაკაცის მეგობარი ყვება, იქვე გვერდით შევიდნენ, რადგან "ორივე ერთად არის, ნარკოლოგიურიც და ფსიქიატრიულიც". მისი თქმით, კლინიკის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათ მეგობარს "შველა სჭირდება", თუმცა იქ მკურნალობის საფასურის, 3000 ლარის წინასწარ გადახდა მოითხოვეს, რის გამოც მეგობრებმა კაცი რუსთავში წაიყვანეს.

აპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/12-tslis-dzmishvilis-mkvlelobis-saqme-movaleobis-arajerovnad-shesrulebis-braldebith-phsiqiatriulis-eqimi-daakaves/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/479479

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/228101-politsiam-samsakhurebrivi-movaleobis-arajerovnad-shesrulebis-faktze-ekimi-daakava

ესპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85501

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552103-bizis-mier-13-clis-zmisshvilis-mkvlelobis-sakmestan-dakavshirebit-dakavebul-psikiatrs-brals-xval-cauqeneben/

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552072-jandacvis-axali-ministri-tanamshromlebs-shexvda/?fbclid=IwAR3IougB7SvdQqJWdRuaOh3eHQTWZbS-km24HrTGDzQz1RG43cW4g_imaBQ

ჯანდაცვის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ახალი მინისტრი თანამშრომლებს დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში წარუდგინა. „დღეიდან სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. გვქონდა ბევრი გამოწვევა, ბევრი წარმატება, რაშიც თქვენი დიდი ღვაწლია. ის თემატიკა, რაც ამ სამინისტროს ქვეშ არის, განუწყვეტლივ საჭიროებს რეფორმებს, ახალ მიდგომებს, ახალ ხედვას და ახალ ენერგიას. სწორედ ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მიღებული იქნა, მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესობის მომტანი იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გაგრძელდეს სამინისტროში დაგეგმილი თითოეული რეფორმა. „მინდა აღვნიშნო, რომ ჩავიბარე მართლაც ურთულესი დარგი და თან ყველაზე წარმატებული მინისტრის ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ. ეს ჩემს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა დარწუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იმ პოზიციიდან, სადაც ის გადაინაცვლებს, ყველა ჩვენგანს მხარში დაგვიდგება და ხელს შეგვიწყობს. რეფორმები, რომელიც წინ გველოდება, იქნება თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით შესრულებული თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენ გუნდურად ყველაფერს გავაკეთებთ" , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დავით სერგეენკომ უწყების თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-axali-ministri-tanamshromlebs-shexvda

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1560865703-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90

კვირა.ჯი- http://kvira.ge/479463  

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-akhali-ministri-ekaterine-tikaradze-uwyebis-khelmdzghvanel-pirebs-shekhvda/?fbclid=IwAR3XfyG1OFxRL2nwMWJXECvM-PwutKs07j4AZzy6cZiwItCCAxCb0rICmSI

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/228069-sergeenkos-mier-ganiavebuli-milionebi-da-chavardnili-mskhvilbiujetiani-programebi-akhali-ministris-zurgze-gadaivlis-sergo-chikhladze

სერგეენკოს მიერ განიავებული მილიონები და ჩავარდნილი მსხვილბიუჯეტიანი პროგრამები, ახალი მინისტრის ზურგზე გადაივლის - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ. "ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს. - ბატონო სერგო, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. რას უკავშირებთ მის წასვლას, რა ასპექტებზე გაამახვილებდით ყურადღებას? - ბატონი სერგეენკოს გადადგომას რამდენიმე ასპექტი გააჩნია. ჩამოვთვლი რამდენიმე ყველაზე წონად მიზეზს. ეს არის ჯანდაცვის მსხვილბიუჯეტიანი პროგრამების ჩავარდნა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც ყოველწლიურად ასეული მილიონობით ლარის გარღვევა აქვს. ნაცვლად პროგრამის გაფართოებისა, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს ეზღუდება ამ პროგრამით სარგებლობა, ხოლო სერვისების ჩამონათვალი სულ უფრო მცირდება. პარადოქსია, სერვისები მცირდება, მოსარგებლეების რიცხვი მცირდება, პროგრამის ბიუჯეტი კი იზრდება და პროგრამა კი მაინც დეფიციტურია, ხოლო ხარჯები კი საერთოდ უკონტროლო ხდება. კატასტროულად დაეცა ჯანდაცვის ხარისხი და ზოგიერთ რაიონში სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემაც კი დადგა უკვე. სოლიდური დავალიანება აქვს სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების, რაც პირდაპირ ურტყამს ხარისხს, სამედიცინო პერსონალის ხელფასებს და ასევე, ქმნის კორუფციული გარიგებების რისკებს. წამლების ხარისხი და ხელმისაწვდომობის პრობლემაც ვერ მოგვარდა. არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ფარმაცევტული ბაზარი და ზოგადად სამედიცინო ბაზარი გამხდარიყო რეალურად კონკურენტული. ყოველდღიურად მზარდი ფასები მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას. სერიოზული მსჯელობის საგანია ასევე თუ რამდენად ხარისხიანი და ქმედითია ის მედიკამენტები, რომლებშიც ასეთ მაღალ ფასს ვიხდით. ცალკე გამოვყოფ, და საერთოდ პირველ ადგილზეც კი დავაყენებ იმას, რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა პირველადი ჯანდაცვის განვითარების კუთხით, მიუხედავად მრავალი დაპირებისა და განცხადებისა, რომ ეს იქნებოდა მთავრობის პრიორიტეტი. არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ ამ სამინისტროს ბიუჯეტი არის 4 მილიარდი ლარი, ქვეყნის მთლიანი 13-მილიარდიანი ბიუჯეტიდან. ჯანდაცვის გარდა, ბატონ მინისტრს ებარა სოციალური მიმართულებაც. და თუ ჯანდაცვის პროგრამებზე ამ 4 მილიარდიდან იხარჯება 1 მილიარდი, დანარჩენი თანხის უდიდესი წილი ზუსტად პენსიებსა და სხვა სოციალურ განაცემებს ხმარდება. სოციალური მიმართულება კი სრულად ჩავარდა, რაც თვითონ სამინისტრომაც აღიარა. ბევრ სეგმენტში სიღარიბე გაიზარდა ქვეყანაში, რასაც ადასტურებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებიც. არაფერს ვამბობ სოციალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებზე და იმ არაადამიანურ პირობებზე, რომელშიც სოციალურ მუშაკებს უწევთ მუშაობა. ზუსტად ამას მოჰყვა სოც.მუშაკების მასობრივი გაფიცვა და სფეროს პარალიზება. სხვათა შორის, სოც. მუშაკებისთვის მიცემული დაპირებების უმეტესობა სერგეენკოს არ შეუსრულებია. ჩავარდნებია სხვა სახელმწიფო პროგრამებშიც. მაგალითად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც ჩავარდა, როგორც 2017, ასევე 2018 წლებშიც, ასევე, 2019 წლის გეგმის 7%-იც არ არის შესრულებული განვლილი თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში. ვერ სრულდება ასევე „ცე ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამა. აქაც ვერ გავიდა სამინისტრო სასურველ შედეგებზე და ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობის პაციენტების ჩართვა პროგრამაში. რამდენიმე ათასი სამკურნალო დოზა კი უბრალოდ გადაყარეს ვადაგასულობის გამო. თითო სამკურნალო დოზის საბაზრო ღირებულება კი 80 000 დოლარი ღირს. ანუ, საუბარია, კოლოსალური თანხების განიავებაზე. -თუმცა, სხვა მინისტრების ფონზე მას მაინც მაღალი რეიტინგი ჰქონდა. რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა მისი ზუსტად ახლა, ამ მაღალი რეიტინგის ფონზე გაშვება? - სერგეენკოს რეიტინგი მართლაც ყველაზე მაღალი იყო მინისტრებს შორის. ამას ადასტურებს NDI ბოლო კვლევაც, რომლითაც მას 40%-იანი პოზიტიური რეიტინგი ჰქონდა. თუმცა გაგახსენებთ, რომ იმავე კვლევებით, მისი პოზიტიური რეიტინგი 65% საც კი აღწევდა 2 წლის წინ. ასე რომ, აქაც დაღმასვლის ტენდენცია სახეზეა. და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდებოდა ზემოთაღნიშნული დაგროვებული მრავალი პრობლემის ფონზე. მიუხედავად ამისა, მაინც გეთანხმებით რომ მაღალი იყო მისი რეიტინგი და პოლიტიკურად კითხვებს იწვევს რატომ გაუშვეს სწორედ ახლა. ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყოს, შიდა გარჩევები და ფინანსების გადანაწილება ოლიგარქის კარზე, სხვადასხვა ჯგუფებს შორის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის სამინისტრო, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მესამედს. ასე, რომ საუბარია კოლოსალურ თანხებზე, საიდანაც ასეული მილიონები ისე იხარჯება, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება. მეორე გარემოება, არ გამოვრიცხავ, რომ სერგეენკო გაიყვანეს თამაშიდან დროებით, იმ პოზიტიური რეიტინგით, რომელიც მას ჯერ კიდევ აქვს, ანუ მას ინახავენ უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუ მას დატოვებდნენ, ეს ნიშნავდა, რომ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დაგროვილი პრობლემები და ჩავარდნები უახლოეს 1 წელიწადში ისევ ბატონი მინისტრის რეიტინგზეც აისახებოდა ნეგატიურად და 2020 წლის არჩევნებისთვის „წარმატებული“ მინისტრიც არ ეყოლებოდა ოცნებას. ასე, რომ ამ სვლით შეიძლება მას ინახავენ უკვე სამომავლო არჩევნებისთვის. მესამე გარემოება, რთულია ხშირად რამე ლოგიკით ახსნა ოლიგარქის კარზე გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა. მითუმეტეს, ვიცით, რომ ოლიგარქ ივანიშვილს სჩვევია ადამიანების შეძულება, ისევე, როგორც ფავორიტიზმი. -მინისტრის ცვლილებით, რას უნდა ველოდოთ? - საბოლოო ჯამში, მე არ ვთვლი რომ რამე განსაკუთრებულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ სერგეენკოს წასვლით. ზოგადად, ქართული ოცნების მავნე და კორუფციული პოლიტიკის შედეგია ის რომ, მიუხედავად, მრავალმილიარდიანი დანახარჯებისა ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში, ეს მილიონები და მილიარდები ვერ მიდიან იმ ადამიანებთან, რომლებისთვისაც გამოყოფილია. ხოლო ის პრობლემები, რაც სერგეენკომ დატოვა კიდევ უფრო გამწვავდება და თავს იჩენს და დიდწილადაც, ზუსტად ახალი მინისტრი იქცევა განტევების ვაცად, რადგანაც ის გადაუჭრელი პრობლემატიკა და მზარდი უკმაყოფილება, ზუსტად ახალი მინისტრის ზურგზე გადაივლის.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenkos-7-weli

დავით სერგეენკოს მუშაობის 7 წელი

კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის მინიტრი პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა. დღეს მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. საყოველთაო ჯანდაცვა 2012 წელს ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება მოსახლეობისთვის ახალი ერთი “გადამხდელის პრინციპზე” მომუშავე ჯანდაცვის სისტემის დანერგვა იყო. ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა, რის გამოც, მისკენ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართა. ცვლილებას მოქალაქეთა ე.წ. “კატასტროფული დანახარჯები” უნდა დაეფარა და მოეცვა ყველა, ვისაც კერძო სადაზღვევო პაკეტი არ ჰქონდა. სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვა იყო დავით სერგეენკოს მინისტრობის ყველაზე მთავარი რეფორმა. ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ 2013 წლის 21 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება განისაზღვრა. პროგრამის შედეგად, მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე გაიზარდა, თუმცა კვლავ პრობლემად დარჩა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას თან ბიუჯეტის მხრიდან გაზრდილი ხარჯვა მოჰყვა. საყოველთაო ჯანდაცვა თითქმის ყოველწლიურად იმაზე უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, რის გამოც, მთავრობამ 2017 წლის 9 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც დაახლოებით, 150,000 ადამიანი პროგრამიდან ამოვიდა. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვა აღარ წარმოადგენს საყოველთაო მოცვის მქონე ჯანდაცვის სისტემას. კიდევ ერთ პრობლემას სისტემაში სამედიცინო დაწესებულებათა მხრიდან ხარჯების ხელოვნური ზრდა წარმოადგენდა, რის გამოც სამინისტრომ მათზე სპეციალური სანქციების დაკისრება დაიწყო. 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვას მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის მთავრობამ 100 მილიონი ლარი დაუმატა. 2016 წელს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მას ჯერ - 35, შემდეგ კი, 18 მილიონი ლარი დაუმატა. გადახარჯვა განმეორდა 2017 და 2018 წლებშიც. შარშან პროგრამის ფაქტობრივმა ხარჯმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2019 წლის ბიუჯეტით კი, ის 754 მილიონ ლარზეა დაგეგმილი - ეს უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ შემადგენლობაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფუნქციებსაც აერთიანებს, გაერთიანებული სამინისტროს ასიგნებები კი 3.9 მილიარდ ლარს აჭარბებს. ეს ქვეყნის 12-მილიარდიანი ბიუჯეტის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს. C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, მოსახლეობის 7.7%-ს აქვს ეს ვირუსი. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები. პროგრამის დაწყებიდან, ანუ 2015 წლიდან, საქართველომ ამერიკული მხარისგან უსასყიდლოდ რამდენიმე მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულების მედიკამენტები მიიღო. პროგრამაში დაახლოებით 50,000 პაციენტი ჩაერთო, საიდანაც 44,000-ზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათ შორის განკურნების მაჩვენებელი 98%-ია. თუმცა, 2018 წელს პროგრამაში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, ეს ახალ პაციენტთა დაბალი მიმართვიანობა იყო. იმისთვის, რათა ელიმინაციის მიზანი, დაგეგმილ ვადებში დამდგარიყო, თვეში 3500 ახალი პაციენტი უნდა ჩართულიყო ამ პროგრამაში. თუმცა, ახალ პაციენტთა ჩართვა ამაზე თითქმის სამჯერ ნაკლები იყო. ამ შეფერხების გამო ძვირადღირებული მედიკამენტების ნაწილს ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს. მას შემდეგ, სამინისტრომ საპასუხო ნაბიჯები გადადგა და მიმართვიანობის ზრდის მიზნით, სკრინინგის ღირებულება შეამცირა. უფასო მედიკამენტები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს BMG-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლო მიზეზად ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის წარუმატებლობა სახელდება. პროგრამა, რომელიც 2017 წელს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შეიქმნა, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც ბიუჯეტით დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას. პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ პირებზეც გავრცელდა. 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო, იმის მიუხედავად, რომ ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა დღეს 800,000-ს აღემატება (პენსიონერთა რაოდენობა, შშმ პირების რაოდენობა). 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. ფაქტჩეკის ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივი გადახდა 1 მილიონ ლარამდეა. ცნობისთვის: მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს წასვლის შემდეგ, ქართული ოცნების ყველაზე სტაჟიანი მინისტრი თეა წულუკიანია; სხვა სამინისტროების ხელმძღვანელები გასული წლების განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შეიცვალნენ. დავით სერგეენკო მინისტრის პორტფელს დაემშვიდობა, მაგრამ ქართული ოცნების გუნდში რჩება და მუშაობას პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1560846514-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/sergeenkos-7-weli-/35542

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/57404-ra-konebit-tovebs-posts-davit-sergeenko

რა ქონებით ტოვებს პოსტს დავით სერგეენკო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, სერგეენკო მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ პოსტზე პრემიერმა ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო. მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2012 წლიდან - დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებდა. მათგან ერთ-ერთი სწორედ დავით სერგეენკო იყო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პრემიერის მომავალი მრჩეველი დავით სერგეენკო. 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის უძრავ-მოძრავი ქონება გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა. სერგეენკო კვლავ ფლობს - 82 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ბულაჩაურში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado. მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 5 900 დოლარი და 7 445 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა მინისტრის პოსტზე წლიურად - 75 000 ლარი შეადგინა. დავით სერგეენკო მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 997 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში, რომელიც 2013 წელს საჩუქრად მიიღო. ცნობისთვის, სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებს. მანამდე კი 2006 წლიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1560882044-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B7-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ra-qonebit-tovebs-posts-davit-sergeenko

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-gavaketebt-yvelafers-rom-arc-erti-sakitkhi-da-problema-ar-darches-chveni-yuradghebis-mighma/

ეკატერინე ტიკარაძე - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა, პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ, ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც გუნდისა და დავით სერგეენკოს დამსახურებაა. „გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ. ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტების უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს დანიშნა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი, მანამდე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ჯანდაცვის ახალი მინისტრი გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552028-eka-tikaraze-vgelav-radgan-dakisrebul-pasuxismgeblobas-vgrznob-chveni-shemdgomi-etapi-repormis-meore-etapis-ganxorcielebaa/

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/tikaradze-farmacevtuli-bazris-mowesrigeba-saministrostvis-mnishvnelovani-prioriteti-iqneba/35561

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/372878/

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/150655-tikaradze-regionshi-kvelaze-tsarmatebul-da-adamianze-morgebul-sistemas-mivighebt

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/228080-madloba-premier-ministrs-ndobistvis-da-baton-davits-rekomendatsiistvis-ekaterine-tikaradze

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ra-ganathleba-da-kvaliphikatsia-aqvs-jandatsvis-akhal-ministrs-eka-tikaradzes/

რა განათლება და კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ეკა ტიკარაძეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა, რომელიც დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა. “აიპრესი” გთავაზობთ, რა კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო განათლება თბილისში აქვს მიღებული, ექიმის კვალიფიკაციით. ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიკაცია ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს გავლილი. 2007-2008 წლებში ის გერმანიაში ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი, გერმანიაში მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა. 2016 – 2019 წლებში ეკატერინე ტიკარაძემ კვალიფიკაცია ავსტრიაში, ვენის დანუბეს უნივერსიტეტში აიმაღლა. მისი სამუშაო გამოცდილება სრულად ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება. 2006-2008 წლებში ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში, ნიურნბერგში, ფონდის „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშე“ პროექტის განვითარების მენეჯერი იყო. 2008-2013 წლებში შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში“ მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე – „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ეკატერინე ტიკარაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ჯანდაცვის ახლამ მინისტრმა წარგდენის შემდეგ განაცხადა: „გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ. ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტების უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას”. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძის წარდგენას, მისი წინამორბედი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, სადაც აღნიშნა: მე გავუწიე რეკომენდაცია ეკა ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1560863247-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A1

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552032-mamuka-baxtaze-darcmunebuli-var-sergeenko-chemi-mrchevlis-postze-isetive-carmatebuli-ikneba-rogorc-ministrad-qopnisas-dato-iqo-aris-da-ikneba-chveni-gundis-cevri/

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, სერგეენკო ჩემი მრჩევლის პოსტზე ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მინისტრად ყოფნისას - დათო იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დათოსთან მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, როდესაც ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე, ჩემთვის მის რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალ მინისტრზე ეკა ტიკარაძეზე საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, ახალი მინისტრი ძალიან გამოცდილი ადამიანია და მას რთული დავალებები ექნება შესასრულებელი. „ქალბატონი ეკა არის ძალიან გამოცდილი ადამიანი. მისი მენეჯერული თვისებები არის ძალიან მაღალი. მე დათოსთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა ინტესნსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, როდესაც ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე, ჩემთვის მის რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ ეს დავალებები, ეს რეფორმები, რომელიც ქალბატონ ეკას, როგორც ახალ მინისტრს გასატარებელი ექნება, არის საკმაოდ რთული და ბევრ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მას აქვს ჩვენი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო, თავის მასშტაბიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ დროს უთმობს მიმდინარე საკითხებს და ამან არ უნდა მოგვცეს ის შედეგი, რომ რეფორმებზე ნაკლები დრო და ენერგია იხარჯებოდეს. დათოს, როგორც ჩემი მრჩევლის როლი კიდევ უფრო დიდია, რომ ჩვენ შევძლოთ ერთობლივი ძალისხმევით იმ რეფორმების გატარება, რომელიც უკვე აღვნიშნე და ახალი რეფორმების დაგეგმვა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, დავით სერგეენკო საუკეთესო კადრია . „მსურს, დათოს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი მრჩევლის პოსტზე ისეთივე წარმატებული და ისეთივე მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი იქნება, როგორიც მინისტრად ყოფნის პერიოდში. დათო იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ის არის ჩვენი საუკეთესო კადრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც მომავალში გვექნება,უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

---  

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552031-mamuka-baxtaze-jer-kidev-sakmaod-magalia-mokalakeebis-mier-ec-jibidan-gadaxdili-tanxa-gansakutrebit-roca-vsaubrobt-medikamentebis-shezenaze/

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული გახდა. „ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები, რაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გაატარა 2012 წლიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და ყველაზე მნიშვნელოვანია. უმთავრესი ცვლილება, რაც ჩვენმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ის, რომ მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა და რეფორმა მორგებულია ადამიანზე, ჩვენს მოქალაქეზე. ყველას კარგად გახსოვთ რა სისტემა ჩავიბარეთ 2012 წლის ბოლოს და რა მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს დღეს. ბუნებრივია, ეს წარმატება უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დათო სერგეენკოს. ადამიანს, რომელმაც შეძლო ამ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა. დაამკვიდრა სტანდარტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური გამოწვევები, ჩვენ გვაქვს სიდუხჭირე, ამის მიუხედავად ჯანდაცვის სტანდარტი იზრდება წლიდან წლამდე და მოქალაქეების ხელმისაწვდომობაც ჯანდაცვის სერვისებზე იზრდება ყოველწლიურად. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას“- განაცხადა პრემიერმა და განსაკუთრებით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გამოჰყო და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში რომელმაც C ჰეპატიტი დაამარცხა. პრემიერმა სისტემის რეფორმის ახალ ტალღაზეც და რეფორმის მიმართულებებზეც ისაუბრა. „ნებისმიერ სისტემას სჭირდება ახალი რეფორმები და რეფორმები ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ ახალ სამთავრობო პროგრამაში წარვადგინეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც დასახული გვაქვს რეფორმების ახალ ფაზაში, რომელსაც განვახორციელებთ ამ სისტემაში. მათ შორისაა ელექტრონული ჯანდაცვა და სერვისების გაციფრულება, ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის ზრდა, ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ვინაიდან ჩვენი მხრიდან და ბიუჯეტის მხრიდან იზრდება ინვესტიციები, დანახარჯები სამედიცინო სფეროზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის იღებს უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის სერვისს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხები, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ ჩვენ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის და მე ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება, რომ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება იმ ხაჯებს, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში იხდიან სხვადასხვა ტიპის წამლების ყიდვისას. ეს ამავდროულად საქართველოში სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია“,- დასძინა პრემიერმა.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadze-miukhedavad-imisa-rom-gvaqvs-ekonomikuri-gamowvevebi-da-sidukhchire-jandacvis-standarti-wlidan-wlamde-izrdeba/

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadze-2019-2020-wlebshi-devnilebistvis-binebis-shesadzenad-da-msheneblobistvis-350-milion-larze-meti-tankhaa-gamoyofili/

მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინების შესაძენად და მშენებლობისთვის 350 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი

2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინების შესაძენად დამშენებლობისთვის 350 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვადების დაცვა, მშენებლობის ხარისხის დაცვა და ბინების ობიექტური კრიტერიუმებით განაწილება, რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. „მსურს, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ბინათმშენებლობაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. მას შემდეგ, რაც სამინისტრო გამსხვილდა, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება  2019-2020 წლებში 350 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი თანხები, რათა ჩვენი დევნილებისთვის მოხდეს ბინების შეძენა და მათი მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ამ ვადების დაცვა, მშენებლობის ხარისხის დაცვა და რაც მთავარია ბინების ობიექტური კრიტერიუმებით განაწილება, რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, მე ხაზი მინდა გავუსვა შრომით უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად გაჩნდა ვაკუუმი შრომის უსაფრთხოების დარგში, ჩვენ მოგვცა უმძიმესი შედეგები და ამ მძიმე შედეგებს ჩვენ დღემდე ვებრძვით. აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების საკითხების განმტკიცება, გაძლიერება რჩება და იქნება სამინისტროს პრიორტეტებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552035-premieri-2019-2020-clebshi-350-milion-larze-meti-aris-gamoqopili-devnilebistvis-binebis-shezenisa-da-msheneblobistvis/

---

 

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552027-davit-sergeenko-minda-kalbaton-ekas-vusurvo-carmatebebi-da-es-ar-aris-protokoluri-survili-esaa-absoluturad-gulcrpeli/

დავით სერგეენკო - მინდა, ქალბატონ ეკას ვუსურვო წარმატებები და ეს არ არის პროტოკოლური სურვილი, ესაა აბსოლუტურად გულწრფელი

მინდა წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკას და ეს არ არის პროტოკოლური სურვილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსაც მადლობა გადაუხადა. „მინდა ხაზგასმულად მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. მათ უზარმაზარი სამუშაო გასწიეს ამ წლების განმავლობაში და მჯერა, რომ ეს სამუშაო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასევე მინდა, რომ ქალბატონ ეკას ვუსურვო წარმატებები. ეს არ არის პროტოკოლური სურვილი, ესაა აბსოლუტურად გულწრფელი იმიტომ, რომ თქვენ წარმატებაზე დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობა და მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ცვლილებები იქნება უკეთესი შედეგების მომტანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552023-mamuka-baxtaze-jandacvis-axal-ministrze-eka-ikneba-zalian-carmatebuli-ministri-da-chveni-politikuri-gundis-gamorcheuli-saxe/

მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე - ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე

მე დარწმუნებული ვარ, ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ტიკარაძეს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. „ეკას მინდა წარმატებები ვუსურვო. მას აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი გუნდის. მას აქვს საკმაოდ რთული დავალებები, ამავე დროს, გრაფიკი არის საკმაოდ შეზღუდული. ის ხედვები, რაც აქვს მას, ამავე დროს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას უმაგრებს ზურგს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, დარწმუნებული ვიყო, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს გახდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს. ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენას ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadze-ekaterine-tikaradzis-gamocdileba-madzlevs-imis-tqmis-shesadzleblobas-rom-igi-chveni-politikuri-gundis-gamorcheuli-sakhe-gakhdeba/

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552024-davit-sergeenko-ar-dagimalavt-rom-cvlilebebi-chemi-iniciativa-iqo-me-gavucie-rekomendacia-eka-tikarazes

დავით სერგეენკო - არ დაგიმალავთ, რომ ცვლილებები ჩემი ინიციატივა იყო, მე გავუწიე რეკომენდაცია ეკა ტიკარაძეს

ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში ცვლილებების ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის. როგორც სერგეენკომ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თავად სთხოვა მამუკა ბახტაძეს, რომ უწყების ხელმძღვანელის ცვლილების საკითხი განეხილა, რადგან დარწმუნებულია, ამით რეფორმები კიდევ უფრო წარმატებული იქნება. სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს რეკომენდაცია თავად გაუწია. „ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/sergeenko-acxadebs-rom-tanamdebobis-datovebis-sakitxi-premiertan-tavad-daayena-/35558

კვირა.ჯი- http://kvira.ge/479389?fbclid=IwAR0tDtiMDQDSx5AO8r20hAOkb5lfgBvVi7gw_ZuBJXzV1qHZou7T9yVOc2c

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/davith-sergeenko-me-gautsie-rekomendatsia-eka-tikaradzes-jandatsvis-ministris-postze/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/me-vtkhove-premiers-gangvekhila-aseti-tsvlilebebi-rata-uketesi-shedegi-migvegho-davit-sergeenko/60207

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552018-davit-sergeenko-premier-ministris-mrchevlis-tanamdebobas-daikavebs/

დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე. დარწმუნებული ვარ, დათო ჩემი მრჩევლის პოსტზე იქნება ისეთივე წარმატებული და მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი, როგორიც მინისტრად ყოფნის პერიოდში. დათო იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და ის არის ჩვენი საუკეთესო კადრი. დარწმუნებული ვარ, იმ ერთობლივი საქმიანობა, რომელიც გვექნება მომავალში, ჩვენ უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა. ტიკარაძე ამ დრომდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-premier-ministr-mamuka-bakhtadzis-mrchevlad-dainishneba/

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552017-jandacvis-ministrad-sachxeris-saavadmqopos-direktori-ekaterine-tikaraze-dainishna/

ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს. ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენას ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე, მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-ministrad-ekaterine-tikaradze-dainishna/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/479357?fbclid=IwAR2Wzgu2tNIw22-Zx7KrQscloOvofhTX4CGgR-5nGDeDXn8SmCCMtVYNAlY

ექსკლუზივნიუს.ჯი- http://exclusivenews.ge/post/143026?fbclid=IwAR0e3dRl2R17i8mJKWcBg_nCVA9BIWAdlbRMtK_2RKDJe7Ej9qqF9oWF4g0

---

 

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98/?fbclid=IwAR1l7oTgJ3dcg4JksdCI2F4nIDlZ8IJaGbst1EVx9dvL4SchmL3EuM7l1v8

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ექიმი და სტომატოლოგი – ვინ არის ჯანდაცვის ახალი მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ახალი მინისტრი, 42 წლის, ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს  როგორც საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ახალი მინისტრი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა, პროფესიით სტომატოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმია.  ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია.  როგორც საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ეკატერინე ტიკარაძე, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა და საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში პერიოდულად ჩადიოდა, სადაც თანამედროვე სიახლეებს ნერგავდა, ინპლანტებისა და გადანერგვის მიმართულებით.  საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგეენკომ წარადგინა, თუმცა ამ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა. Linkedin პროფილის მიხედვით, ის გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს პირად მრჩევლად, ჯანდაცვის საკითხებში დაინიშნა.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3/?fbclid=IwAR0rfbxCRM2sZadb3p_8XuUhUAXwOilQv1rym-uDyO12gdayM1hhPYVJfaw

“არ მგონია, ეს მინისტრის სურვილით მომხდარიყო“ – მირიან წიკლაური დავით სერგეენკოს საუკეთესო მინისტრს უწოდეს

„სერგეენსკოს მუშაობა უფრო დადებითად უნდა შეფასდეს, ვიდრე უარყოფითად. ალბათ, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი. ვფიქრობ, მან ისეთი გარდაქმნები მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში, რომლის მსგავსი, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არც მომხდარა“ – აღნიშნული შეფასება დეპუტატმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც დეპუტატი აცხადებს, დავით სერგეენკოს მიერ გატარებული რეფორმებით შვება ძალიან ბევრმა მოქალაქემ იგრძნო. ეს კი იმ შრომის შედეგი იყო, რასაც მინისტრი აკეთებდა. „რაც მანამდე ხდებოდა, ამას რეფორმას ვერ დავარქმევ. ის, რაც სერგეენკომ გააკეთა, ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემუშავება და გაშვება. ამ პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა და ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ შვება იგრძნო. ეს იყო მინისტრის დამსახურება იმით, რომ დღე და ღამეს როგორ ასწორებდა და მძიმე სამუშაოს ასრულებდა, ყველა დეტალს აკვირდებოდა და მისი დამსახურებაა რომ ამ პროგრამამ კარგად იმუშავა. ამის გარდა ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს დაუდო მან საფუძველი,“ – აღნიშნა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა. დავით სერგეენკოს ერთ-ერთ დამსახურებად კი ელიმინაციის პროგრამას მიიჩნევს, რომელმაც ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. „ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც 100 ათასობით ჩვენს თანამემამულეს ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა. თუ ერთი მიმართულებით გარკვეული ხარვეზი იყო, ნაკლებად იყო მისი ბრალი ან საერთოდ არ იყო მისი ბრალი. ამის გამო, დავით სერგეენკოს განთავისუფლება მიზანშეწონილი არ არის. მიზანშეწონილი იქნება, რომ გუნდთან ერთად ხდებოდეს გარკვეული საკითხების განხილვას. მით უმეტეს, ისეთი საკითხის, როგორიც არის ასეთი პოპულარული წარმატებული მინისტრის გადაყენება. არ მგონია, ეს თავად მინისტრის სურვილით მომხდარიყო“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/372866/

მინისტრთა კაბინეტს ყველაზე დადებითი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი ტოვებს

დავით სერგეენკო, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ოფიციალურად დატოვებს, NDI-ის ბოლო კვლევით კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობაში პოზიტიური განწყობების თვალსაზრისით ლიდერი პოლიტიკოსია. NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, სერგეენკოს მიმართ დადებითი განწყობა 40%-ს აქვს, ხოლო უარყოფითი 12%-ს. ეს ქართულ პოლიტიკურ ველში საუკეთესო შედეგია. მინისტრთა კაბინეტში ამჟამად მხოლოდ დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც “ოცნების” მთავრობაში პირველივე დღიდან, ანუ 2012 წლიდან მუშაობდნენ. დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ. “ჩვენ დღეს პრემიერთან ერთად გავაკებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, მას ბევრი შემფასებელი ჰყავს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით…  ვფიქრობ, რომ დღეს, ყველაფერს ცასლსახა პასუხი გაეცემა,“- ამბობს სერგეენკო. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მან ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ გუნდში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს. “გუნდში დავრჩები, იმიტომ რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი ჩემთვის, რომელიც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისათვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. არსად არ მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ხედვა რომ ვიმუშავო ამ გუნდთან ერთად,“- ამბობს სერგეენკო. გუშინ სერგეენკო ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელება პრემიერის პრეროგატივა იყო. “ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. მე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. იმის გათვალისიწნებითაც კი, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია, ეს არის პრემიერ-მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება”, – განუცხადა სერგეენკომ “რუსთავი 2”-ს გუშინ, 17 ივნისს. სერგეენკოს გადადგომის შესახებ მედიაში ინფორმაცია რამდენიმე დღეა, რაც ვრცელდება. დავით სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება. ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია. თავის დროზე ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552040-ramaz-saqvarelize-jandacvis-ministris-cvlilebaze-shesazloa-axali-cocxi-repormebistvis-uketesi-iqos/?fbclid=IwAR0R3Smrm9cdeuY-UXG5hDq4RQ7pgTRQV87xUijVS264zb24aKRjrNnYp0o

რამაზ საყვარელიძე ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებაზე - შესაძლოა, „ახალი ცოცხი“ რეფორმებისთვის უკეთესი იყოს

დავით სერგეენკო მინისტრთა კაბინეტის ადრინდელი ცვლილებების დროსაც შედიოდა მინისტრთა კაბინეტში წინადადებით - გამიშვითო, მაგრამ მისი წასვლა არავის უნდოდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარლეიძემ, „ინტერპრესნიუსთან“, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს თანამდებობის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ დავით სერგეენკო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო. „უცხოეთში ცდილობენ, რომ ადამიანი 5 წელიწადზე მეტ ხანს არ გაჩერდეს ერთ ადგილას იმიტომ, რომ მერე ბეზრდებათ ის სამუშაო, რასაც აკეთებენ და სიახლის განცდა და ინტერესი ეკარგება ამით. ასე რომ, თუ გადავითვლით, სერგეენკოს მინისტრად მოღვაწეობის, მინისტრად ყოფნის დროს, აშკარად გადააჭარბა 5 წელიწადს. რამდენადაც ვიცი, ადრინდელი კაბინეტის ცვლილებების დროს, სერგეენკო მინისტრთა კაბინეტში შედიოდა წინადადებით - გამიშვითო. კონკრეტული დრო არ მახსოვს, მაგრამ გამიგია სერგეენკოს წასვლა რომ უნდოდა და არ უშვებდნენ. გასაგებიცაა, რომ არ უშვებდნენ იმიტომ, რომ ერთ-ერთ წარმატებული მინისტრია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. რაც შეეხება დავით სერგეენკოს არგუმენტაციას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, რომ მისი წასვლა ჯანდავის სისტემისთვის ცვლილებების მხრივ უკეთეს შედეგს მოიტანს, საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი დავუშვებთ იმას, რომ სერგეენკოს თანამდებობა მობეზრდა, შესაძლოა, „ახალი ცოცხი“ უკეთესი იყოს რეფორმებისთვის. „თუ ვიგულისხმებთ, რომ შესაძლოა, მობეზრდა სერგეენკოს ერთი და იგივე ადგილას ყოფნა, ერთი და იგივე საქმის კეთება, მაშინ ახალი ცოცხლი შეიძლება უკეთესი იყოს რეფორმებისთვის. ამდენად, სერგეენკოს არგუმეტის ინტერპრეტაცია უკვე გამართლებული იქნება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/267766-otar-crdileli-ekaterine-tikarazes-tanamdebobaze-danisvnas-ulocavs

ოთარ ჩრდილელი ეკატერინე ტიკარაძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და სოციალურ ქსელში 2012 წელს, ,,ქართული ოცნების" დაფუძნების დღეს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ამავე პოსტში, დეპუტატი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს გაწეული საქმიანობისათვის მადლობას უხდის. ,,2012 წელი 21აპრილი. ,,ქართული ოცნების" დაფუძნება. ჩემს წინ - დღეს უკვე ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე. წარმატებებს და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ. ბატონ დათო სერგეენკოს კი უდიდეს მადლობას მოვახსენებ, გაწეული სამსახურისათვის. წარმატებები", - წერს დეპუტატი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე დღეს წარადგინა. რაც შეეხება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს, ის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552038-archil-talakvaze-jandacvis-axal-ministrs-xvdeba-sakmaod-rtuli-repormebis-paketi/?fbclid=IwAR32EItlo4msB8ddTTEYsFSCD97La9rYVhGE2BeqQFxy8N-xKEzuftE8VeE

არჩილ თალაკვაძე - ჯანდაცვის ახალ მინისტრს ხვდება საკმაოდ რთული რეფორმების პაკეტი

ახალ მინისტრს ხვდება საკმაოდ რთული რეფორმების პაკეტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებს, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, თალაკვაძე ამბობს, რომ დანახარჯებთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასება ობიექტური არ არის. „ის დანახარჯები, რასაც საქართველო ჯანდაცვის სერვისებისთვის გასცემს, ჯერ კიდევ არ არის იმდენი, რამდენიც თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას შეეფერება. შესაბამისად, იმის მტკიცება საზოგადოებისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემაში ქვეყანა ხარჯავს გადამეტებულს, ეს არ არის ობიექტური შეფასება. ზოგიერთი რიცხვებში და საქმეში ჩაუხედავი ოპონენტი ამ კომენტარს აკეთებს და ეს ცალსახად უნდა ითქვას. რაც შეეხება ახალ მინისტრს, ის მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების სფეროში. მას უკვე აქვს გამოცდილება ჯანდაცვის ადმინისტრირების და მას ჩემი აზრით, წინ ხვდება საკმაოდ რთული პაკეტი რეფორმების, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოებას, სამედიცინო უსაფრთხოების ხარისხს, ადამიანური რესურსის განვითარებას ჯანდაცვის სფეროში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. რაც შეეხება ცვლილებების მიზეზებს, არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნულზე პრემიერ-მინისტრმა უკვე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს. ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552036-archil-talakvaze-ar-aris-gamoricxuli-rom-momaval-politikur-gundshi-davit-sergeenkom-gamorcheuli-adgili-daikavos

არჩილ თალაკვაძე - არ არის გამორიცხული, რომ მომავალ პოლიტიკურ გუნდში დავით სერგეენკომ გამორჩეული ადგილი დაიკავოს

არ არის გამორიცხული, რომ მომავალ პოლიტიკურ გუნდში დავით სერგეენკომ გამორჩეული ადგილი დაიკავოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუნდის თითოეული წევრის პოზიცია არის ის, რომ თანამდებობა არ არის თვითმიზანი. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ყველა პოზიციაზე მუშაობას აქვს დასაწყისი და დასასრული. თალაკვაძის განცხადებით, სერგეენკოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ავტორიტეტი და პოლიტიკური რესურსი, რომ 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში ჩაერთოს. „დავით სერგეენკო კარგი მინისტრი და ძლიერი პოლიტიკოსია და ის ცალსახად დადებითი შეფასებით ასრულებს ამ პოზიციაზე მუშაობას. მან ძალიან ბევრი გაააკეთა იმისთვის , რომ ჯანდაცვა ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის მოლოდინი, რომ ის იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის შემუშავებაში. ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვქონდა პრემიერთან კონსულტაციები. ვფიქრობ, რომ ის პირდაპირ იქნება ჩართული 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში, რითაც „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარსდგება",-განაცხადა თალაკვაძემ.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1560857841-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

ჯანდაცვის მისნისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო - ოთარ კახიძე

ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიუღია არც პრემიერ-მინისტრს არც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას. გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სერგეენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას. მისი შეფასებით, პრემიერი მოგვევლინა როგორც ივანიშვილის პრესსპიკერი. „ძალიან პრობლემურია ჩვენი საზოგადოებისთვის ის, რომ რამდენიმე მილიარდიანი უწყების ხელმძღვანელი ხდება პოლიტიკური გამოცდილების არმქონე პირი, არასაჯარო ფიგურა. ახალ მინისტრს არც შესაბამისი მენეჯერული გამოცდილება აქვს, რომ ამხელა სამინისტრო მართოს და ამდენი ფული განკარგოს“, - აცხადებს კახიძე. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის აზრით, მსგავსი ფიგურების მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშვნა მმართველობის კუთხით ქვეყანას, დაღს ასვამს. კახიძის თქმით, ივანიშვილის სტილია კადრების არა პროფესიონალიზმის კუთხით შერჩევა არამედ მათი მისადმი ერთგულებით, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების სისუსტეს განაპირობებს. დღეს მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა. დავით სერგეენკო კი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშნა.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mikheil-batiashvili-reformebshi-romelic-jandacvis-sferoshi-gankhorcielda-davit-sergeenkos-uzarmazari-wvlili-miudzghvis/

მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმებში, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა, დავით სერგეენკოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის

დავით სერგეენკოს წვლილი საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ძალიან დიდია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღება, ეს ყველაფრის ერთ დღეში დასრულებას არ ნიშნავს. „დავით სერგეენკოს წვლილი ძალიან დიდია ამ წლების განმავლობაში, მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში. პროგრამებში, რომელიც განხორციელდა და ალბათ, ამ ბენეფიტით სარგებლობს ყველა მოქალაქე, ამ უზარმაზარ რეფორმებში, რომელიც განხორციელდა, დავით სერგეენკოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთ დღეს დასრულდეს, პირიქით, ჯერ გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – განაცხადა მიხეილ  ბატიაშვილმა. მისი თქმით, დეტალური კომენტარის გაკეთება აღნიშნული საკითხზე ოფიციალური განცხადების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთან, კითხვაზე, ელოდება თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე, არანაირ ცვლილებებს არ ელოდება. „არანაირ საკადრო ცვლილებებს არ ველოდებით“, – განუცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს. დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე ინიშნება.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552005-mixeil-batiashvili-davit-sergeenkos-uzarmazari-cvlili-miuzgvis-jandacvis-speroshi/

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://news.ge/2019/06/18/chavardnili-jandacvis-reforma/

ჩავარდნილი ჯანდაცვის რეფორმა და კულუარული ბრძოლები მმართველ გუნდში – რატიანი სერგეენკოს გადაყენების მიზეზებზე საუბრობს

ჩავარდნილი ჯანდაცვის რეფორმა და კულუარული ბრძოლები მმართველ გუნდში – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, სწორედ ეს ორი საკითხი გახდა ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების მიზეზი. როგორც რატიანი აცხადებს, მმართველი გუნდი ცდილობს ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნა დავით სერგეენკოს დააბრალოს. დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რომელიც მათ გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის გამო ეკისრებათ. “როგორც ჩანს ჩავარდნილი რეფორმის ფონზე სურთ სერგეენკოს შეაწმინდონ ხელები როგორც ჩანს მიდის კულუარული ბრძოლები. ფაქტია, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ჯანდაცვაში,“-აცხადებს სერგო რატიანი. დავთ სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება. დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის. მას პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგენს. ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა. შეგახსენებთ, თავის დროზე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იკავებდა.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/479482

გია ვოლსკი: არ მგონია, რომ სერგეენკო ნაკლები მნიშვნელობის თანამდებობაზე დაინიშნა

„არ მგონია, რომ დავით სერგეენკო ნაკლები მნიშვნელობის თანამდებობაზე დაინიშნა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რესურსი სჭირდება. „არ მგონია, რომ დავით სერგეენკო ნაკლები მნიშვნელობის თანამდებობაზე დაინიშნა. ამხელა რესურსებისა და ამხელა ფინანსების მხარჯველ სისტემას ახალი რესურსები სჭირდება. დავით სერგეენკოს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უარყოფითად არანაირად ახასიათებს, პირიქით, დადებითი შეიძლება, უფრო მეტი ითქვას. დავით სერგეენკოს უშველებელი სამუშაო გამოცდილება და განათლება აქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს დავით სერგეენკო პრემიერმინისტის მრჩევლად დაინიშნა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი კი ეკატერინე ტიკარაძემ დაიკავა.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/verbatim/150665-volski-tikaradzeze-ivanishviltan-urtiertoba-mas-aranairad-uarkofitad-ar-axasiatebs

ვოლსკი ტიკარაძეზე: ივანიშვილთან ურთიერთობა მას არანაირად უარყოფითად არ ახასიათებს, პირიქით

ამხელა რესურსების, ამხელა ბიუჯეტის ასეთი დიდი ნაწილით მხარჯველ სტრუქტურას და სისტემას, რასაკვირველია, ახალი ენერგია სჭირდება. მე არ მგონია, რომ აქ რაიმე წინააღმდეგობაზე ლაპარაკი შეიძლება იყოს, შიდა წინააღმდეგობაზე მითუმეტეს, თუ არა სურვილი პოლიტიზირების ამ საკითხის. ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა მას არანაირად უარყოფითად არ ახასიათებს, პირიქით, შეიძლება დადებითი უფრო მეტი ითქვას იმ შესანიშნავ მონაცემებთან ერთად, რომელიც მას გააჩნია, გნებავთ განათლების თვალსაზრისით და გნებავთ უშველებელი სამუშაო გამოცდილების თვალსაზრისით ” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ჯანდაცვის ახალ მინისტრ ეკა ტიკარაძეზე. ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს, 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ბახტაძემ იქვე აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრი სერგეენკო დღეიდან მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552076-gia-volski-ivanishviltan-urtiertoba-eka-tikarazes-aranairad-uarqopitad-ar-axasiatebs-pirikit-sheizleba-dadebiti-upro-meti-itkvas/

---   

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/natia-turnava-davit-sergeenkos-roli-mtavrobasa-da-djandacvis-sistemis-reformirebashi-dzalian-didia

ნათია თურნავა - დავით სერგეენკოს როლი მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია

დავით სერგეენკოს როლი მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, დავით სერგეენკოს სახელი ჯანდაცვის სისტემაში ძალიან სერიოზულ რეფორმებს უკავშირდება. მინდა ვთქვა, რომ თვითონ დავით სერგეენკოს როლი მთავრობაში და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, მთლიანად გუნდი მუშაობდა, მაგრამ კონკრეტულად ის ედგა სათავეში მთელი ეს წლები სამინისტროს და უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, საყოველთაო ჯანდაცვას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ბევრ სხვა სიკეთეს, რაც გაკეთდა ჩვენი გუნდის პერიოდში წინა წლებში ჯანდაცვის მიმართულებით, - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრის შეფასებით, დავით სერგეენკო უაღრესად ღირსეული ადამიანია. დავით სერგეენკო ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც დაატყო თავისი ხელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ასეთივე წარმატებული იქნება ნებისმიერ ასპარეზზე, - განაცხადა ნათია თურნავამ.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552107-natia-turnava-eka-tikarazis-jandacvis-ministrad-danishvnaze-minda-mivesalmo-im-pakts-rom-kalta-carmomadgenloba-sakartvelos-mtavrobashi-izrdeba/

ნათია თურნავა ეკა ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაზე - მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობაში იზრდება

დარწმუნებული ვარ, ეკა ტიკარაძე, ჩვენი მხარდაჭერით, შესანიშნავად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ჯანდაცვის ახალი მინისტრის ეკა ტიკარაძე შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეკა ტიკარაძეს კარგად იცნობს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც თავად საპარტნიორო ფონდში მუშაობდა, ხოლო ჯანდაცვის ახალი მინისტრი მათ კონკრეტულ სამედიცინო პროექტებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდა. "ქალბატონ ეკას ვიცნობ როგორც ძალიან თანამედროვე ცოდნის მქონე პროფესიონალ ადამიანს და სულ არ მიკვირს, რომ მოსვლისთანავე აანონსებს უკვე რეფორმების მეორე ტალღას, ძალიან ენერგიულია. დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავად, ჩვენი მხარდაჭერით, თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას. ზოგადად, მინდა მივესალმო იმ ფაქტსაც, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობაში, ასე ვთქვათ, კიდევ იზრდება. იმიტომ, რომ ზოგადად მნიშვნელოვანია ის, რომ ქალი თავისი ბუნებით არის მზრუნველი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვაშენებთ ეკონომიკას, რომელიც ინკლუზიურია, რომლის ცენტრშიც თითოეული ადამიანი და ოჯახი დგას, აი ეს თვისებები გამოგვადგება ალბათ. ასე ვთქვათ, რაღაც სხვა უფრო ჰუმანურ მიმართულებას შევძენთ გარკვეულ რეფორმებს. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება არის ზოგადად ძალიან პოზიტიური ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/mamuka-mdinaradze-dartsmunebuli-var-davith-sergeenko-qveqhanas-kidev-didi-khani-gamoadgeba/

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, დავით სერგეენკო ქვეყანას კიდევ დიდი ხანი გამოადგება

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში ყველა თანხმდება, რომ დავით სერგეენკო წარმატებული სფეროს ძალიან წარმატებული მინისტრია, თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ყოველთვის არის საჭიროება, რომ კონკრეტული სფერო გადახალისდეს, ახალი ენერგია გაჩნდეს, ახალი გამოწვევების პარალელურად სფერო ისეთმა ადამიანმა ჩაიბაროს, ვისაც კარგი მენეჯერული გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. 5 Shares 5 „ეკა ტიკარაძემ ავსტრიასა და გერმანიაში ისწავლა, ამ გამოცდილებების ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი ახალ გამოწვევებსა და რეფორმებს კარგად შეუდგება. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, დარწმუნებული ვარ, ქვეყანას კიდევ დიდი ხანი გამოადგება. ჯანდაცვის სფეროში კარგი მენეჯერი, კარგი შემცველი გვყავს, კარგი განათლებით. ახალ გამოწვევებს რაც ამ სფეროშია, ეკა ტიკარაძე თავს კარგად გაართმევს ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს ხოლმე, მათ შორის ოპოზიცია სასაცილო კომენტარებსაც აკეთებს და ცდილობს, საკითხი იუმორის ჟანრში გადაიტანონ. თუ საუბარია გამოცდილ, განათლებულ და კარგ მენეჯერზე, დამატებით არგუმენტებზე ყურადღება მისაქცევი არ არის. მთავარია, სფეროს წარმატებული ლიდერი ჰყავდეს, რომელიც ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს, როგორც ეს გააკეთა დავით სერგეენკომ გაართვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად ინიშნება.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90/?fbclid=IwAR1HZHdj4hV48qCo7rOLHvJijNo-BAjQP-bELuoy4Vj6_ex73JjKakSWSK0

„მე რომ ვიყო, გუნდს მოვეთათბირებოდი“ – დავით სერგეენკო პრემერის მრჩევლად ინიშნება

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო სამუშაოდ მთავრობის კანცელარიაში გადადი. ის, ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩეველი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ დადასტურებისგან თავს იკავებენ თუმცა, პირად საუბარში აცხადებენ რომ ეს ასეა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, დავით სერგეენკო საუკეთესო მინისტრია. „სერგეენკოს მუშაობა შემიძლია შევაფასო მხოლოდ და მხოლოდ დადებითად. ის საუკეთესო მინისტრია. მან სისტემაში მნიშვნელოვანი გარდაქმნები მოახდინა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს არაერთი პროგრამა გამართულად მუშაობს. დანარჩენს, ალბათ, პრემიერ-მინისტრი იტყვის. მე რომ ვიყო, გუნდსაც დავეკითხებოდი“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი კი მინისტრის შეცვლის მიზეზებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. „ვერ გეტყვით, რა მიზეზები შეიძლება იყოს. მე ნაკლებად ვუშვებ, რომ გადაყენებაზე იყოს საუბარი. ალბათ, უფრო, პრემიერ-მინისტრის სამდივნოს უნდა ვთხოვოთ ამ ინფორმაციის გავრცელება თუ აქამდე მივიდა საქმე. ჩვენი კონსტიტუციით, მინისტრების თანამდებობიდან განთავისუფლება და გარკვეული ნაწილის გამწესება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის ექსკლუზივს. პარლამენტი ერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ რაოდენობას გადააჭარბებს წასული ან განთავისუფლებული მინისტრების რაოდენობა. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრია მთავარი. მაგრამ, მე რომ ვიყო პრემიერ-მინისტრი, მოვეთათბირებოდი ამის თაობაზე ჩემი მთავრობის კაბინეტის სხვა წევრებსაც. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა პრემიერზეა. მაგრამ ჩემი შეხედულებით ჯერ თათბირობს და მერე იღებს გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551995-tina-bokuchava-bizina-ivanishvili-cqvets-vin-unda-iqos-ministri-vin-premieri-misi-gadacqvetilebebis-mixedvit-xdeba-mtavrobashi-rotacia/

თინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ პრემიერი, მისი გადაწყვეტილებების მიხედვით ხდება მთავრობაში როტაცია

პირადად ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ პრემიერი, მისი გადაწყვეტილებების მიხედვით ხდება როტაცია მთავრობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმათინა ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის კომენირებისას განაცხადა. „ამ შემთხვევაში საკუთარ პირად ექიმს ბიძინა ივანიშვილი ანაცვლებს სტომატოლოგით. რა კრიტერიუმით მოხდა ეს ჩანაცვლება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. პირადი ლოიალობა და ვიწრო პირადი ინტერესები - ასე მოქმედებენ და ამიტომ არის ქვეყანა ასეთ ღრმა კრიზისში. ივანიშვილი არ ამოდის სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან, არ ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ მხოლოდ საკუთარი ლოიალობიდან საზღვრავს ვინ უნდა იკავებდეს ამა თუ იმ თანამდებობას მთავრობაში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიუპოსტ.ჯი- https://www.newposts.ge/?l=G&id=207639-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

ნიუს.ჯი- https://news.ge/2019/06/18/ivanishvilma-sakutari-eqimi/

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551993-roman-gocirize-jandacvis-ministrad-ivanishvilis-piradi-stomatologi-inishneba-es-aris-xalxis-abuchad-agdeba/

რომან გოცირიძე - ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი ინიშნება, ეს არის ხალხის აბუჩად აგდება

შვიდი წელი ერთ ადგილზე ოქროც რომ დადო, დაჟანგდება - ეს ადრე იყო გასაკეთებელი, ვიდრე სისტემა დახავსდებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს წასვლასთან დაკავშირებით განუცხადა. გოცირიძემ აქვე აღნიშნა, რომ სერგეენკო კორუმპირებული მინისტრი არ იყო, განსხვავებით მისი სხვა კოლეგებისაგან. "სისტემაში კი კორუფციაა და ამ მხრივ ვერ ჩაითვლება მისი საქმიანობა ეფექტიანად. რაც შეეხება ახალ მინისტრს, როგორც ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. მომავალ მინისტრად ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/roman-gociridze-djandacvis-ministrad-ivanishvilis-piradi-stomatologi-inishneba-es-aris-xalxis-abuchad-agdeba

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/roman-gociridze-ministrebis-gantavisufleba-shida-intrigebis-shedegia-qartuli-ocnebis-62-ministridan-50-gaqra

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა. ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში. “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე. ვინმეს სჯერა, რომ მაგალითად, კვირიკაშვილის განთავისუფლების მიზეზი სიღარიბის გაზრდა და გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნა იყო?!— ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს გადაყენება “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძიმ ტვ პირველის ეთერში. “ბევრს შეიძლება არ მოსწონდა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს პირადი რეიტინგი. ის განსხვავდებოდა სხვა მინისტრებისგან, მას არ ჰქონია კორუფციული საქმიანობა, არის გაწონასწორებული ადამიანი, ყოველთვის კორექტული იყო ოპოზიციასთან, არ გამოირჩეოდა ისტერიულობით. მას ჰქონდა პიროვნული რეიტინგი და ეს რეიტინგი არ გამომდინარეობდა იქიდან, რომ წარმატებული მინისტრი იყო, პირიქით, ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთ ცუდ მდგომარეობაშია დღეს. საქართველოში წარუმატებლობის გამო არ ხსნიან მინისტრებს, თორემ წარუმატებელი მინისტრები იმდენი გვყავს, ისინი მოსახსნელები კი არა, პასუხისმგებლობაში მისაცემები არიან. ჯანსაღი ლოგიკით 7 წლის განმავლობაში მინისტრი ერთ ადგილას არ უნდა იყოს, სამინისტრო საჭიროებს განახლებას. ივანიშვილის რეიტინგი ბოლო კვლევებით კატასტროფულად დაეცა და სერგეენკოსი კი ყველაზე მაღალი იყო, თუმცა ვიღაცებს არ მოსწონდათ მოსახლეობის სიმპატიები მის მიმართ. სწორი ლოგიკით წინა საარჩევნო პერიოდში ყველაზე რეიტინგულ ადამიანს არ ხსნიან. ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს, ვერავინ გაიგებს რატომ მოხსნა ივანიშვილმა, გაიღვიძა და იფიქრა, ხომ არ აჯობებს ეს ახალგაზრდა გოგო დავნიშნოო? სერგეენკო უკვე მრჩევლად გაუშვეს, ასეთი მრჩევლები ბევრი გვინახავს, დაწყებული ჭიკაიძიდან, დამთავრებული სხვადასხვა მინისტრებით. მათ კანცელარიაში უქმნიდნენ სამსახურებს. კანცელარია მოხსნილი მინისტრების თავშესაფარია. საზოგადოების ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, როცა ივანიშვილი პირად მომსახურე პერსონალს ნიშნავს მინისტრებად. არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავისი სასოფლო სამეურნეო ფერმის ვეტერინარი დანიშნოს მომავალში მინისტრად. არაფერი სადაო არ გვაქვს ამ ახალგაზრდა ქალბატონთან, მან არ იცის,რომ ეს პოლიტიკური და მენეჯერული თანამდებობაა? მას უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი ოპოზიციასთან, პარლამენტარებთან, საზოგადოებასთან. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია,რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ექიმი, ადამიანი შეიძლება იყო კარგი ყელ-ყურის ექიმი, კარგი პროფესორი და სპეციალისტი, მაგრამ იმის გამო, რომ ის კარგი ექიმია, კარგი მინისტრი შეიძლება იყოს? მიდგომაა არასწორი. საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, რომ მინისტრი უნდა გახდეს ის, ვინც ივანიშვილისგან დავალებულია, ის უნდა იყოს დამქირავებელი, მისი „პატრონი“ უნდა იყოს. ივანიშვილი არ სცემს საზოგადოებას პატივს. საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების მინისტრების კლასი ეცემა. გვახსოვს პირველი ტალღა, როცა ქართული ოცნების კლასი მაღალი იყო, ახლა ეს კლასი დაბალ ნიშნულზეა დასული. მე, რომ პრემიერი ვიყო, მათ მინისტრებად კი არა, თანაშემწეებად თუ ავიყვანდი ესეც საკითხავია,“— განაცხადა რომან გოცირიძემ.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551989-gigi-ugulava-mtavrobashi-sakadro-cvlilebaze-gadavikecit-shps-d-sadac-ivanishvili-tavis-pirad-momsaxure-personals-gvinishnavs/

გიგი უგულავა მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე - გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს

ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შედის – ქვეყანას მართავს და მინისტრები ხდებიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმები, ორი პირადი დაცვა, ყველგან „ქართუს“ თანამშრომლებია – ჩვენ გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობაში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს უკავშირდება. უგულავას შეფასებით, ის, რომ სერგეენკო სხვა მინისტრებთან შედარებით უკეთესი მინისტრი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კარგი მინისტრი იყო. უგულავას თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მართავს ცუდი მთავრობა. „დავით სერგეენკომ გადაიბარა ჩვენს მიერ დატოვებული ინფრასტრუქტურა და საყოველთაო ჯანდაცვა გამოაცხადა. აღნიშნული პროგრამით ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა გაჩნდა უდიდესი შავი ხვრელი, რაც ბიუჯეტს დამოკლეს მახვილივით აწევს. ამიტომ, ის იძულებული გახდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა აღარ ყოფილიყო საყოველთაო“, - აღნიშნა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/gigi-ugulava-sxva-ministrebtan-shedarebit-davit-sergeenko-uketesi-iyo

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/gigi-ugulava-skhva-ministrebtan-shedarebit-davit-sergeenko-uketesi-iyo/

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-usufashvili-davit-sergeenkos-jildo-ekutvnis-shvdiwliani-gamdzleobistvis/

დავით უსუფაშვილი - დავით სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის შვდიწლიანი გამძლეობისთვის

დავით სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის შვდიწლიანი გამძლეობისთვის, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ოცნებისთვის“ ყველაზე თვითდამაზიანებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვება, რომელიც დღემდე ყველაზე საამაყოდ ჰქონდათ. „არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა, როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა კონიუქტურამ იჩინა თავი. თუ სურთ, რომ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ და გაარიდონ სახათაბალო საქმეებს სამინისტროდან, რომ მერე შემობრუნდეს, როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ამ ჭორების ფონზე. „ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო, შესაძლოა, ახლაც იფიქრეს და მოიფიქრეს, ყველაზე თვითდამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ყველაზე საამაყოდ ჰქონდათ. ეს არის „ოცნებისა“ და მათი ლიდერის გენეტიკური კოდი, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. დავით სერგეენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განცხადებას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გააკეთებს.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=207648-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98,%20%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1

"ივანიშვილმა ყველა გახვეტა და თანამდებობებზე პირადი "დანტისტი" "პარიკმახერი" ან "პოვარი" მოიყვანა" - ბაჩუკი ქარდავა

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების უკან სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა არ დგას. ედპ-ს ლიდერის თქმით, ივანიშვილი მნიშვნელოვან უწყებებს პირად გარემოცვას აბარებს. "სუს-იდან დაწყებული და ჯანდაცვის სამინისტროთი დასრულებული, ნებისმიერი უწყება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, ყველგან თანამდებობაზე "დანტისტი", ან მისი პირადი "პარიკმახერი" ან მისი პირადი "პოვარია". ეს ადამიანი მხოლოდ პირად წრეს, უახლოეს გარემოცვას ენდობა. გახსოვთ, რომ 2012 წელს შექმნა დიდი კოალიცია - "ქართული ოცნება". შემდეგ კი ეს ადამიანები, ვისაც მეტ-ნაკლებად პოლიტიკასთან შეხება ჰქონდა, კოალიციიდან ნელ-ნელა გახვეტა. ახლა კი მისი მოსამსახურე პერსონალი უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში. რასაც ნელ-ნელა ახორციელებს. ამ რეალობასთან გვაქვს საქმე. მეტი ამ გადაწყვეტილებას რაიმე სერიოზუილი პოლიტიკური დატვირთვა ნამდვილად არ აქვს"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს, მის პოსტს კი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი ეკეტერინე ტიკარაძე დაიკავებს.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552056-gia-xuxashvili-rodesac-aset-magal-tanamdebobaze-sachxeres-ver-gascdnen-da-jandacvis-ministrad-sachxeris-saavadmqopos-jer-erti-da-mere-meore-direktori-dainishna-es-ivanishvilis-mimart-pretenziebs-azlierebs/

გია ხუხაშვილი - როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საჩხერეს ვერ გასცდნენ და ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ჯერ ერთი და მერე მეორე დირექტორი დაინიშნა, ეს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებს აძლიერებს

როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საჩხერეს ვერ გასცდნენ და ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ჯერ ერთი დირექტორი, მერე მეორე დირექტორი დაინიშნა, ეს აძლიერებს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებს, რასაც შეიძლება არც ჰქონდეს ობიექტური საფუძველი, მაგრამ ეს ყველაფერი გვერდიდან ძალიან ცუდად გამოიყურება, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგენკოს წასვლას და ამ პოსტზე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ეკა ტიკარაძის დანიშვნას. ხუხაშვილის თქმით, სერგეენკოსთვის პოლიტიკაში ყოფნა, საერთოდ არ იყო კომფორტული. „მას, როგორც ჩანს, თავისი პროფესია უყვარს და თავის პროფესიაში დაბრუნების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. ასე, რომ მე, აქ სერიოზულ ინტრიგას ვერ ვხედავ. ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია და მისი გადწყვეტილება მისასალმებელიც არის. მრჩევლობა ძირითადად, ფორმალური თანამდებობაა. მე, ვფიქრობ, მჩევლად მისი დანიშვნა განპირობებული იყო იმით, რომ აქცენტი გაკეთებულიყო შემდეგზე, რომ ეს ადამიანი გუნდის მრჩევლად რჩება და არანაირი რეალური პრობლემა არ არის. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა ხუხაშვილმა. ამასთან პოლიტოლოგი არ იზიარებს არსებულ მოსაზრებას, რომ დავით სერგეენკო მმართველ გუნდში არსებულ „კლანს“ შეეწირა. „მე არადამაჯერებლად მიმაჩნია სერგეენკოსთან დაკავშირებით ასეთი თეორიის განვითარება, იმიტომ, რომ სერგეენკო არასდროს იყო პოლიტიკურად ამბიციური ფიგურა. მის რეიტინგზე ეჭვიანობას უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ მას არ ეტყობოდა ის ამბიცია, ეწარმოებინა პოლიტიკური თამაშები. ამ ტიპის პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები, როგორც წესი, არავის აღიზიანებენ. ამიტომ, უცნაური იქნებოდა , რომ რაღაც პოლიტიკურ შეტევასთან გვქონდეს საქმე. სხვა საკითხია ის, რომ შესაძლოა აქ რაღაც კარიერული ინტრიგა არსებობდეს, თუმცა ვიმეორებ, მაინც მგონია, რომ ეს სერგეენკოს პირადი გადაწყვეტილება იყოს. მე არც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს მართავს, მაგრამ საზოგადოება ყველაფერზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტზე გადაინაცვლებს

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/169267/sergeenko-midis--Semdegi-wulukiania.html

სერგეენკო მიდის – შემდეგი წულუკიანია?

მამუკა ბახტაძე გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორებს უწოდებს, თუმცა მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს არ უარყოფს. პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში ახალი სისხლი 42 წლის ეკატერინე ტიკარაძე იქნება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, რომელიც კომპანია „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორია და რომლის შემადგენლობაში შედის საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფო. მთავრობის კულუარებში ადასტურებენ, რომ შემდეგი, ვინც მინისტრთა კაბინეტს დატოვებს თეა წულუკიანია, რომელიც „ოცნების“ ყველაზე ურეიტინგო მინისტრია. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, არსებული ინფორმაციით, იგი „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება. სერგეენკოსთან დაკავშირებით მოლოდინები დიდია, არაოფიციალური ინფორმაციით, სერგეენკო „ოცნების“ საარჩევნო სიაში პირველი იქნება, რომელიც არჩევნის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელიც მომავლ პრემიერ–მინისტრად სახელდება, აცხადებს, რომ ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაციას პრემიერ–მინისტრი მიაწვდის. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ დავით სერგეენკო გუნდის წევრია. „ნებისმიერ ასეთი სახის ინტერპრეტაციას საერთოდ გამოვრიცხავ. პრემიერ–მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილება და, თუ ასეთი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის თაობაზე პირველ რიგში ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მინისტრის პორტფელის დატოვებას ადასტურებს ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, რომლის განცხადებით, მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ. „ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ–მინისტრი პრეროგატივა, მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება“, – აცხადებს დავით სერგეენკო. მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ საკანონდმებლო ორგანოში. ვიცე–სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რა გარემოებებია ზუსტად და რის გამო ხდება ეს ცვლილება, თუკი მოხდა, რასაკვირველია, ამაზე მთავრობას ექნება დამატებითი კომენტარი. „არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, თუმცა ეს პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ–მინისტრს და ის დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში გააკეთებს შესაბამის განცხადებას. როდესაც ასეთი საკითხი წყდება, ეს არის საერთო კონსენსუსი - ხვდებიან ადამიანები, ფიქრობენ და რასაკვირველია, იქ განცხადება დაიწერება. პრინციპში, თემაზე ეფექტური იყო თუ არა ჯანდაცვის მინისტრი, სადავო არავის არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ოპოზიციაში ფარულ დაპირისპირებაზე საუბრობენ, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა შეეწირა. უმრავლესობის ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები. დეპუტატი თვლის, რომ სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლა არანაირად არ იქნება სწორი, გამართლებული და კარგი ნაბიჯი, რადგან თვლის, რომ ჯანდაცვის მინისტრს რეფორმების გასატარებლად საკმაოდ დიდი რესურსი ჰქონდა. „თუ ეს ასე მოხდება, რაც ჯერ დადასტურებული არ არის, ვფიქრობ, რომ არანაირად არ იქნება სწორი, გამართლებული და კარგი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეფორმა გასატარებელია, მე ვთვლი, რომ სერგეენკოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეფორმები გაატაროს. ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარა არის გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები“, – ამბობს ლევან კობერიძე. ლევან კობერიძე განმარტავს, რომ შესაძლოა სერგეენკოს გადაყენება მის მაღალ რეიტინგს პირდაპირ არ უკავშირდებოდეს, თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრების უმრავლესობისთვის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი მოსაწონი არ იქნებოდა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მინისტრების დანიშვნა–მოხსნასთან დაკავშირებით, ივანიშვილთან შეთანხმებით, ან მისი პირადი მითითებით მიიღება. კობერიძეს მსგავსად, შიდა კლანურ დაპირისპირებაზე საუბრობს დეპუატატი ბექა ნაცვლიშვილი, რომლის შეფასებით, ეს არის კლანური დაპირისპირება, სადაც სერგეენკო, როგორც მთავრობის წევრი, დამარცხდა. დეპუტატის განცხადებით, სერგეენკო მთავრობის სხვა წევრებთან შედარებით რეიტინგული მინისტრი იყო და სწორედ ამის გამო, ის კლანურ ბრძოლას შეეწირა. „ნებისმიერი მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება–დანიშვნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის თანხმობაა საჭირო. გამომდინარე აქედან, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარის გარეშე პრემიერი ბახტაძე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკოსი უნდა იყოს და არა ვიწრო სპეციალობის მქონე პირი. საექიმო საქმიანობის გამოცდილების მინისტრები კიარა პოლიტიკოსებია საჭირო“, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები წარუმატებელი იყო, ის არ ყოფილა კორუმპირებული თანამდებობის პირი. დეპუტატი აცხადებს, რომ სერგეენკო გაათავისუფლეს შიდა ინტრიგების გამო. „მიზეზები უნდა ვეძებოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიაში, ამიტომ, მე ფსიქოლოგიურ კვლევებს ვერ დავიწყებ. ძალიან საყვარელი მინისტრებია, როგორც ჩანს, უყვარს ასეთი გამონათქვამი და ერთ-ერთი საყვარელი გაწირა, როგორც ამბობენ, შიდა ინტრიგების გამო. ის არ იყო კორუმპირებული და მან ბევრი კორუმპირებული თავისი მოადგილე თუ თანამშრომელი გაათავისუფლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სერგეენკოს მიერ ჩატარებული ეკონომიკური რეფორმები იყო ცუდი, ვინაიდან მრავალი მილიარდი დაიხარჯა ამ წლების განმავლობაში, რომელსაც არ ჰქონდა სათანადო უკუგება, ეს კი უშუალოდ მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიდგომების ბრალი იყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სერგეენკოს შეცვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სისტემაში უამრავი ხარვეზი არსებობს, რომელიც არ მოგვარდება ვიდრე ხელისუფლება სრულად არ შეიცვლება. „თუ მინისტრის ცვლილება ჯანდაცვის სფეროში სინამდვილეს შეესაბამება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სფეროში არსებულ უზარმაზარ პრობლემებსა და გამოწვევებს „ქართული ოცნები“ პირობებში ვერაფერს უშველის. აქ მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვის არასწორი სტრუქტურა, არასწორი დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვა, რაც აკლდება 10 ათასობით პაციენტს. ამის გამოა ზუსტად, რომ მედიკამენტების პროგრამა არის უფუნქციო. წარმოუდგენელი მგონია, რომ ან სერგეენკოს ან მისი შემცვლელის პირობებში რამე შეიცვალოს, ვიდრე არ მოხდება ხელისუფლების ცვლილება და ზოგადად პოლიტიკის შეცვლა“, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/235180-mgoni-ocneba-tviton-ezebs-gzebs-rom-xelisupleba-dakargos-ratom-cavida-sergeenko/?fbclid=IwAR1Wh2G8r7zraPEFAiYyQefLjGRqjHcgg9LG38olBHEKYFeUREqzWLB1AH4

"მგონი "ოცნება“ თვითონ ეძებს გზებს, რომ ხელისუფლება დაკარგოს" - რატომ წავიდა სერგეენკო?

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552013-daskvnis-tanaxmad-2015-2017-clebshi-shemocmebuli-stomatologiuri-dacesebulebis-54-inpekciis-prevenciisa-da-kontrolis-motxovnebs-ver-akmaqopilebs/

დასკვნის თანახმად, 2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

რეგულირების სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილია სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ - ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიშში, რომელზეც დღეს პარლამენტში იმსჯელეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტის თანახმად, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში: 2015 წელს აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს − 48%-ში და 2017 წელს − 51%-ში. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის სავალდებულო მოთხოვნად არ არის გათვალისწინებული მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე წვდომა, რაც შესაძლოა ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენის და დაფიქსირების შესაძლებლობას ამცირებდეს. რაც შეეხება სტაციონარული დაწესებულებების ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის კონტროლის ნაკლოვანებებს, სტაციონარულ დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის ეტაპზე რეგულირების სააგენტო სათანადოდ ვერ ახდენს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის მოთხოვნების შეფასებას. კერძოდ, რეგულირების სააგენტო ნებართვის გაცემის ეტაპზე არ სწავლობს, აქვს თუ არა სტაციონარულ დაწესებულებას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის პროგრამა და მორგებულია თუ არა აღნიშნული პროგრამა კონკრეტულ სტაციონარულ დაწესებულებაზე. „მაგალითად, 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო 35-მა სტაციონარულმა დაწესებულებამ, მათგან 21 დაწესებულებას არ ჰქონდა წარმოდგენილი პროგრამა, ხოლო 14-ის მიერ წარმოდგენილი პროგრამა შაბლონურია და არ არის მორგებული კონკრეტულ დაწესებულებაზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან სტაციონარული დაწესებულებების, დაახლოებით, 43%-მა საქმიანობა დაიწყო როგორც ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის, ისე ხარისხის ინსტრუქციის გარეშე. რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების კონტროლი ხორციელდება დეტალური ინსტრუქციის გარეშე, სადაც განსაზღვრული იქნებოდა, როგორ უნდა შემოწმდეს სანებართვო პირობების თითოეული მოთხოვნა. შედეგად, რეგულირების სააგენტოს მიერ არასათანადოდ დანერგილი კონტროლის მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის პირობებში, იზრდება რისკი, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ნაკლოვანებები“, - ნათქვამია სახელწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552033-2015-2017-clebis-monacemit-518-ma-pacientma-inpekcia-samedicino-dacesebulebashi-sheizina/?fbclid=IwAR3Li5_hFIfJkvKPKW9tWk4MiX3roqTeM0uzjDPcU7IJF27mfX3gvhqIbPs

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/stomatologiuri-datsesebulebebis-54-inpheqtsiis-preventsiisa-da-kontrolis-mothkhovnebs-ver-akmaqhophilebs/

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/2015-2017-wlebshi-shemowmebuli-stomatologiuri-dawesebulebis-54-infeqciis-prevenciisa-da-kontrolis-motxovnebs-ver-akmayofilebs

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/2015-2017-wlebis-monacemit-518-ma-pacientma-infeqcia-samedicino-dawesebulebashi-sheidzina/

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=207645-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

გავერთიანდეთ კიდევ ერთი სიცოცხლის გადასარჩენად - 28 წლის ულამაზეს გოგონას მწვავე მიელობლასტური ლეიკემია დაუდგინდა

28 წლის თამთა ბერბიჭაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ულამაზეს გოგონას მწვავე მიელობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. მისთვის თითო ლარსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან საკმაოდ ძვირათღირებული მკურნალობაა საჭირო. დახმარების მსურველებისთვის საჭირო ინფორმაცია: საქართველოს ბანკი: GE65BG0000000736150100მიმღები : თამთა ბერბიჭაშვილი

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1/30004299.html

რატომ მოელიან დავით სერგეენკოს გადადგომას?

“მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”, - ასე უპასუხა მედიას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, როდესაც მთავრობის სხდომის დაწყების წინ შეკითხვა დაუსვეს დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ. მინისტრი, რომელიც შვიდი წელია ჯანდაცვის სისტემას ხელმძღვანელობს, დღეს არ გადამდგარა, თუმცა გუნდის განახლება “ქართული ოცნების” პრიორიტეტად რჩება. "დათო სერგეენკო იყო, არის და, მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ 17 ივნისს. სერგეენკო მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარმომადგენელია. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ის რჩება იმ გამონაკლისად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა უწყების ხელმძღვანელად და უცვლელად ინარჩუნებს პოსტს. მას ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და ძვირადღირებული მიმართულება აბარია. ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში პირველია. 2019 წელს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი სამი მილიარდ 926 მილიონი ლარი იყო. მიმდინარე წელს ქვეყნის ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა. ამგვარად, წელს ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ქვეყანა ბიუჯეტის 30%-ს ხარჯავს. რეიტინგული მინისტრი NDI-ს 2019 წლის კვლევიდან ირკვევა, რომ დავით სერგეენკოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად არის განწყობილი. გამოკითხულთა 40% კმაყოფილია მისი საქმიანობით, ხოლო უკმაყოფილო მხოლოდ 12 %-ია. ამავე კვლევით, ის ყველაზე რეიტინგული მინისტრია. თუმცა, სერგეენკოს მაღალი რეიტინგი შედარებით შემცირებულია 2018 წელთან შედარებით. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 46%-მა. გადადგომა თუ გადაყენება? თავად ჯანდაცვის მინისტრმა გავრცელებული ხმები არც დაადასტურა და არც უარყო. „ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ "რუსთავი 2"-თან კომენტარში. დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებას არა პირდაპირ, მაგრამ მაინც მის რეიტინგს უკავშირებს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობერიძე. „ერთი რამ შეიმჩნევა, არის გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები. თუ ეს ასე მოხდება, ვფიქრობ, არ იქნება სწორი, გამართლებული და კარგი ნაბიჯი. სერგეენკოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ რეფორმები გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეფორმა ჯერ ისევ გასატარებელია“, - ამბობს კობერიძე. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლა “კლანური” დაპირისპირების შედეგია და ამ დაპირისპირებაში ჯანდაცვის მინისტრი დამარცხდა. "მისი გადაყენება პოლიტიკის საფუძველზე არ არის. მთავრობას მაღალი სტანდარტები არ აქვს პოლიტიკის შეფასებისა, - განსაკუთრებით, სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის, - ამიტომ პოლიტიკის გამო მას არავინ გადააყენებდა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა ლაპარაკი მიზეზებზე, თუ რატომ შეიძლება დატოვოს თანამდებობა ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, პროგნოზებისთვის ჯერ უნდა გამართლდეს მოლოდინი გადადგომის შესახებ და შემდეგ მასზე კომენტარი თავად მმართველმა გუნდმა უნდა გააკეთოს. “სერგეენკო არასდროს ყოფილა პოლიტიკური დისკომფორტის შემქმნელი. ის მთელი მოღვაწეობის განმავლობაში დისტანციას იჭერდა წმინდა პოლიტიკური საკითხებისგან. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკა იყოს წამყვანი, ნეგატიური ან პოზიტიური ნიშნით. ტექნიკურ მიზეზს უფრო ვხედავ ამაში, ვიდრე პოლიტიკურად მნიშვნელოვანს”, - ამბობს გია ხუხაშვილი. შეუსრულებელი დაპირებები “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ მინისტრების შეცვლა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს ვერ უშველის. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაშ ჯანდაცვის სისტემაში თანხები გაიფლანგა, რისი დასტურიცაა უფასო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის პროგრამები. „მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორი სტრუქტურა, არასწორი დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვა, რომელიც, საბოლოოდ, აკლდება ათიათასობით პაციენტს. ამის გამოა, რომ მედიკამენტების პროგრამა უფუნქციოა და ვერ ხერხდება მისი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იმისთვის, რომ გაძვირებულ მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, - ამბობს ჭიაბერაშვილი. სიმონ გაბრიჭიძე, Welfare Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ჯანდაცვის რეფორმას ადევნებს თვალს, დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდს ასე აფასებს: “ამ 7 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ქაოსურად. არ ჰქონდა მიზანმიმართული, ლოგიკური გეგმა, რასაც მიჰყვებოდა და შედეგს მიიღებდა. ასევე, ძალიან ძლიერი იყო კერძო კომერციული სექტორის ზეგავლენა. მინისტრი ძირითადად მათ ინტერესებს ითვალისწინებდა”, - ამბობს გაბრიჭიძე. სიმონ გაბრიჭიძის აზრით, კომერციული სექტორის გავლენები განსაკუთრებით კარგად ჩანს პირველად ჯანდაცვაში, რითაც კომერციული სექტორი ნაკლებად ინტერესდება. “პირველადი ჯანდაცვა ქვეყანაში არ არსებობს და მოქალაქეებს ეზრდებათ ხარჯები”, - ამბობს გაბრიჭიძე. პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც დავით სერგეენკოს 7-წლიანი მინისტრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში საუბარია დავით სერგეენკოს სავარაუდო შემცვლელზეც. მის მაგივრად ეკატერინე ტიკარაძე სახელდება. ტიკარაძე 2015 წლიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორია. თუმცა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ძველი მინისტრი ჯერ ისევ თანამდებობაზე რჩება.

---

 

ბეჭდვითი მედია

19.06.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

მადლობა პრემიერს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის

ნამდვილად ვღელავ, მადლობა მინდა გადავუხადო, პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის – განაცხადა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც მინისტრის პოსტზე პრემიერმა წარადგინა. „ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. პრიორიტეტად რჩება ისეთი საკითხები ,როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის ხარისხი, ფარმაცევტული ბაზის იმგვარად მოწესრიგება,რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები. ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კვლავ რჩება დიდი გამოწვევად. დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ ყველაფერს და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში მივიღებთ წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას,“-განაცხადა ტიკარაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158905&name=19.06.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: ვერსია

რა კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო განათლება თბილისში აქვს მიღებული, ექიმის კვალიფიკაციით. ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიკაცია ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს გავლილი. 2007-2008 წლებში, ის გერმანიაში, ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი გერმანიაში, მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა. 2016-2019 წლებში, ეკატერინე ტიკარაძემ კვალიფიკაცია ავსტრიაში, ვენის დანუბეს უნივერსიტეტში აიმაღლა. მისი სამუშაო გამოცდილება სრულად ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება. 2006-2008 წლებში, ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში, ნიურნბერგში, ფონდის „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშე“ პროექტის განვითარების მენეჯერი იყო. 2008-2013 წლებში, შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში“ მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე, „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ეკატერინე ტიკარაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158896&name=19.06.2019+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: მესინჯერი

ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, 7 წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს

ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში ცვლილებების ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის. როგორც სერგეენკომ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თავად სთხოვა მამუკა ბახტაძეს, რომ უწყების ხელმძღვანელის ცვლილების საკითხი განეხილა, რადგან დარწმუნებულია, ამით რეფორმები კიდევ უფრო წარმატებული იქნება. სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს რეკომენდაცია თავად გაუწია. „ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ენდიაის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სერგეენკო ერთერთი მინისტრია რომელსაც 40%-იანი პოზიტიური რეიტინგი აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6159202&name=19.06.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:    ახალი თაობა

რა ქონებით ტოვებს პოსტს დავით სერგეენკო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, სერგეენკო მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ პოსტზე პრემიერმა ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო. მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2012 წლიდან - დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებდა. მათგან ერთ-ერთი სწორედ დავით სერგეენკო იყო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პრემიერის მომავალი მრჩეველი დავით სერგეენკო. 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის უძრავ-მოძრავი ქონება გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა. სერგეენკო კვლავ ფლობს - 82 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ბულაჩაურში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado. მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 5 900 დოლარი და 7 445 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა მინისტრის პოსტზე წლიურად - 75 000 ლარი შეადგინა. დავით სერგეენკო მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 997 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში, რომელიც 2013 წელს საჩუქრად მიიღო. ცნობისთვის, სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებს. მანამდე კი 2006 წლიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158873&name=19.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

მას ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები

როგორ აფასებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დავით სერგეენკოს საქმიანობას და ინფორმაციას მისი თანამდებობის დატოვების შესახებ? როგორ იმუშავა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ და შესაძლოა თუ არა ეს გახდეს 7 წლიანი მინისტრობის დასასრულის მიზეზი? ექიმების ნაწილი დავით სერგეენკოს მიერ განხორციელებული პროექტების ნაწილს დადებითად აფასებს, ხოლო რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, სამეციდინო წრეებში მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობა და არასათანადო პროპაგანდაა. „ბატონ დავით სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი იდეები, ასევე არც ისე კარგი. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი ჩვენს რეალობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამის შესრულება. არ არსებობს პირველადი ჯანდაცვა, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა განახორციელოს . აქ სისტემურ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ და არა ერთი კონკრეტული პროგრამის შესრულება-არშესრულებაზე. მთავარ მიზეზად მოსახლეობის არაინფორმირებუილება მიმაჩნია, ამ პროგრამის პროპაგანდირება ვის უნდა გაეკეთებინა? -უნდა გაეკეთებინა ოჯახის ექიმს, რომელიც ჩვენ არ გვყავს. ეს კარგი იდეა ვერ განხორციელდა იმიტომ, რომ ინფორმაცია ვერ მივიტანეთ მოსახლეობამდე. ოჯახის ექიმი არის ის პირი, რომელიც პაციენტთან მუშაობს, იცნობს მას, უხსნის ყველაფერს. სატელევიზიო რგოლები ასეთი რთული და კარგი პროგრამის განხორციელებას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფდა,“ - აცხადებს ჯანდაცვის სისტემის ყოფილი მაღალჩინოსანი და ექპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე. ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ექპერტები კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა დავით სერგეენკოს, როგორც ექიმის კომპეტენტურობას „კომერსანტთან“ საუბარში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ. „ჯანდაცვის სფეროში 35 წელია ვმუშაობ, ამ დროის განმავლობაში ბევრ მინისტრს მოვესწარი და ახლო ურთიერთობა მქონდა. დავითი არის ექიმი და მასთან საუბარი ძალიან ადვილია. ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთევა. მე როგორც პრაქტიკოს ექიმს პირადად დავითზე მაქვს დადებითი წარმოდგენა და დიდ პატივს ვცემ,“ — ასე აფასებს დავით სერგეენკოს საქმიანობის 7 წელიწადს სამშობიარო PINEO-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე. დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლო მიზეზად ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის დაავადებების დაფინანსების პროგრამის წარუმატებლობა სახელდება. პროგრამა, რომელიც 2017 წელს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შეიქმნა, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც ბიუჯეტით დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას. პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო, იმის მიუხედავად, რომ ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა დღეს 800,000-ს აღემატება (პენსიონერთა რაოდენობა, შშმ პირების რაოდენობა). 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. ფაქტჩეკის ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივი გადახდა 1 მილიონ ლარამდეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158870&name=19.06.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

რატომ გაუშვეს სინამდვილეში სერგეენკო

ახლო მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შესაძლოა, საჩხერის საავადმყოფოში განთავსდეს. სხვა თუ არაფერი, ეს საავადმყოფო ბანკ `ქართუსთან~ ერთად კადრების ნამდვილ სამჭედლოდ იქცა. ჯანდაცვის ახალ მინისტრად გუშინ, 18 ივნისს, საჩხერის საავადმყოფოს კიდევ ერთი ექიმი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. მის წინამორბედი დავით სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს ექიმი იყო. ოპოზიციის მტკიცებით, ტიკარაძის გამინისტრებაში გადამწყვეტი როლი საჩხერის საავადმყოფოში გატარებულ წლებს არ შეუტანია. პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის თანამეცხედრის პირადი სტომატოლოგია. მინისტრობიდან წასული სერგეენკო აცხადებს, რომ ტიკარაძეს რეკომენდაცია მან გაუწია. _     ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რათა სწორად დაგეგმილიყო სწორად დანერგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფე როში და ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი, _ განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, სჯერა, რომ ჯანდაცვის სფეროში რეფორმები ასე უკეთესად განვითარდება. _        ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული, რომ მხარში ამოვუდგე პრემიერმინისტრსა და ახალ ჯანდაცვის მინისტრს, მეორე მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ ძალიან რთული სისტემის მართვას. მინდა, ხაზი გავუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და უღ რმესი მადლობა მათ. 2012 წელს, როგორც კი საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ჯანდაცვა არის პრიორიტეტი, ეს თემა მოექცა საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერის ქვეშ. მინდა ხაზგასმულად მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. მათ უზარმაზარი სამუშაო გააკეთეს წლების განმავლობაში და მადლობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკას, ეს არ არის უბრალოდ პროტოკოლური სურვილი, ეს არის ნამდვილად გულწრფელი. თქვენს წარმატებაზე დამოკიდებული იქნება ბევრი ადამიანის კეთილდღეობა და მე მჯერა, რომ ეს ცვლილებები იქნება უკეთესი შედეგების მომტანი, _ აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა. დავით სერგეენკო ამიერიდან პრემიერ მამუკა ბახტაძის მრჩევლად იმუშავებს. 2020 წლისთვის კი `ოცნება~ მას საპარლამენტო სიაში ჩაწერს, თუ მანამდე მისი დაკავება არ მოხდა. `ახალი თაობა~ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ცე ჰეპატიტის წამლებთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სკანდალში გაეხვია. ძვირადღირებული წამლები რუსეთში შავ ბაზარზე იქნა აღმოჩენილი. ამერიკელმა სამართალდამცავებმაც რუსეთში ნახეს ეს წამალი, რომელიც გაყიდვაში არ უნდა ყოფილიყო. დაიწყო გამოძიება და კვალმა ისინი თბილისში ჩამოიყვანა. გამოძიებით გაირკვა, რომ ამ საქმეში ჯანდაცვისა და შერიგების სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. მათ აფხაზებისა და ოსების დახმარებით გაიტანეს ეს წამალი რუსეთში. `ოცნებასთან~ დაახლოებული წყარო `ახალ თაობასთან~ ამ საქმის ახალ დეტალებზეც საუბრობს. მისი თქმით, ამერიკელებმა ცე ჰეპატიტის წამლები, რომლის ერთი კურსის ღირებულება ათეულობით ათასი დოლარია, ევროპაშიც აღმოაჩინეს. საუბარია იტალიასა და საბერძნეთზე. იქ საქართველოდან წამლები ქართველ კანონიერ ქურდებს გაუგზავნეს. ამ საქმეშიც მაღალჩინოსნები არიან გარეული. ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, ამის შესახებ პრეტენზიები ამერიკაში საიდუმლო ვიზიტით მყოფ გიორგი გახარიას წაუყენეს. შს მინისტრი აშშს მაისში სტუმრობდა. სერგეენკო, სავარაუდოდ, მხოლოდ ამ სკანდალს არ შეეწირა. მას თავადაც სურდა წასვლა და ახლა საამისოდ კარგი დრო გამონახა. წლების განმავლობაში ის ყველაზე რეიტინგულ მინისტრად ითვლებოდა, რაც მთავრობაში ვიღაცებს ძალიან არ აწყობდათ. ბოლო პერიოდში ვიღაცების მიერ ის აშკარა ჩაგვრას განიცდიდა. როგორც `ოცნებასთან~ დაახლოებული წყარო გვიყვება, სერგეენკოს ისე უნიშნავდნენ და უხსნიდნენ მოადგილეებს, მის აზრს არც კითხულობდნენ. ამის გარდა, ტენდერებშიც ის ფირმები იმარჯვებდნენ, რომლებსაც ივანიშვილის გარემოცვა აკონტროლებდა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრიც ივანიშვილის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, მაგრამ ბოლოს მათ შორის სიტუაცია ოდნავ დაიძაბა. იყო დრო, როცა ის პრემიერის პოსტზეც კი მოიაზრებოდა. ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააანონსა, რომ 2013 წლის ბოლოსთვის დატოვებდა პრემიერის პოსტს. პირველად მაშინ ითქვა, რომ მას სერგეენკო ჩაანაცვლებდა. მეორედ მის გაპრემიერებაზე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ალაპარაკდნენ. როგორც ამბობენ, მაშინ აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ყველაფერი გააკეთა, რათა მთავრობის მეთაური არ გამხდარიყო. `ოცნებაში~ ამბობენ, რომ ის მომავალ პარლამენტში დეპუტატად მოგვევლინება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ივანიშვილს სიბრაზე გადაუვლის. `ოცნებასთან~ დაახლოებული წყარო `ახალ თაობასთან~ იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც დაეძაბა ყოფილ მინისტრს მთავარ მეოცნებესთან ურთიერთობა. _            დავით სერგეენკოს უყურადღებობა რომ არ გამოეჩინა და თავისი უფროსის თხოვნა არ დაეკიდებინა, ის კვლავ თანამდებობაზე იქნებოდა. ივანიშვილმა მის მოხსნაზე მაშინაც კი თქვა უარი, როცა ცე ჰეპატიტის სკანდალის შესახებ აცნობეს, მაგრამ დაკიდება არ აპატია. ივანიშვილის ბავშვების ძიძის ძმა ცოტა ხნის წინ ძალიან ცუდად გახდა. ივანიშვილმა პირადად დაურეკა სერგეენკოს და სთხოვა, რომ მისთვის მიეხედა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაეყვანა. ყოფილმა მინისტრმა ივანიშვილს თხოვნა არ შეუსრულა და მისი შვილების ძიძის ძმა სამკურნალოდ თბილისში დააწვინა. აქ ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა. ეს ამბავი ლიდერის ყურამდეც მივიდა და ის ძალიან გაბრაზდა. მან სერგეენკო დაიბარა და ეჩხუბა, უთხრა, კაცად გაქციე, ამდენი რამე გაპატიე და ეს ერთი თხოვნა როგორ არ შემისრულეო. ამის შემდეგ სერგეენკოს მთავრობაში აღარ დაედ გომებოდა. მას გადადგომა ისედაც უნდოდა და წავიდა, _ ამბობს `ოცნებასთან~ დაახლოებული წყარო. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთავარი მეოცნებე ყოფილ მინისტრზე ძალიან გაბრაზე ბულია. მოგვარდება თუ არა მათ შორის ურთიერთობა, ამას მომავალი გვაჩვენებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158860&name=19.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:     რეზონანსი

"ჩვენი კადრებთუხუცესი კადრებს მხოლოდ საჩხერეში პოულობს" - ცისკარიშვილი

"სერგეენკომ თუ ვერ შეძლო გაძღოლოდა ჯანდაცვის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლობას როგორ შეძლებს, საკითხავი ეს არის, თორემ, თვითონ შვებით ამოისუნთქებდა, თავი რომ დააღწია ამ აჯაფსანდალს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლას. "უკვე აღარავის უკვირს, რომ ჩვენი კადრებთუხუცესი კადრებს მხოლოდ საჩხერეში რომ პოულობს. მალე არც ის გაგვიკვირდება დედაქალაქი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი სოფელი გახდეს. "სერგეეენკოც საჩხერის კლინიკის უფროსი იყო და შემდეგ გახდა მინისტრი, ახლადდანიშნული მინისტრიც საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო, ოღონდ უფრო იმედის მომცემი პროფილით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაცემული დანაპირები ვისაც კბილები არ ქონდა საქართველოში ყველას ჩაუსვავდნენ, ეტყობა ეს დრო ახლა მოვიდა. "სერგეენკომ თუ ჯანდაცვის გაძღოლა ვერ შეძლო, პრემიერ-მინისტრის მრჩევლობას როგორ შეძლებს, საკითხავი ეს არის, თორემ, ალბათ თვითონ შევებით ამოისუნთქა თავი რომ დააღწია. "ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ეს სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო კი არა, კერძო ბიზნეს ცენტრი იყო და ახლა საერთოდ აჯაფასანდალი გახდა. "ახალი მინისტრი კი მალე ინანებს ამ თანამდებობას რომ დათანხმდა. მე ისეთი შთაბედილება მრჩება, რომ ჩვენს კადრებთუხუცესს, თვითონ რომ არა აქვს პრობლემები მედიცინასთან, დანარჩენებს თავში ქვა გვიხლია"- განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცისკარიშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158942&name=19.06.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:    ახალი თაობა

"სერგეენკო იმიტომ მოხსნეს, რომ "ოცნება" წარმატებულ ხალხს ებრძვის"

`ქართული ოცნების~ ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებაზე საუბრობს. _ ბატონო დავით, თქვენ რას უკავშირებთ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენებას? ამბობენ, რომ შიდა ინტრიგებს ვერ გაუძლო. _      დავით სერგეენკოს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ის არის ყველაზე წარმატებული მინისტრი და ამ დროს მისი მოხსნა, უბრალოდ, აუხსნელია. მე აქ ლოგიკას ვერ ვხედავ. ყველაზე ხელშესახები, რაც საზოგადოებამ მიიღო, ეს არის ჯანდაცვა. ამიტომ, ვერ ვხვდები, `ქართული ოცნება~ რა ფილოსოფიით ხელმძღვანელობს, როდესაც იღებს ასეთ საკადრო გადაწყვეტილებას. მერწმუნეთ, სერგეენკოს სახელს მიიღებს ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვაში გატარდა. _     პრემიერი რეფორმების მეორე ტალღაზე საუბრობდა. _     და ვინმეს სჯერა ამის?! _       მაშ რა მოხდა? _    წარმატებულ ადამიანებს ებრძვიან. იმდენად მძლავრია უკვე წარუმატებლობა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, წარმატებული ადა მიანები შეავიწროონ. სიმართლე გითხრათ, არც იმას გამოვრიცხავ, რაც თქვენ თქვით, რომ სწორედ არსებულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში დამარცხდა სერგეენკო. დიახ, მართლაც ვერ გაუძლო საშინელ ინტრიგებს. თავიანთ რიგებში წარმატებულ ადამიანებს ძირს უთხრიან, ინტრიგებს უწყობენ. მე მას ვიცნობ, უმრავლესობის სხდომებზეც შევხვედრივარ და მისი აზრიც მომისმენია. ის მართლაც არის დამოუკიდებელი, ალბათ უფრო თავისუფალი ბუნების ადამიანი. საკმაოდ კრიტიკული და შეუვალი იყო. ნაკლებად ითვალისწინებდა ვიღაცების პირად ინტერესებს. მაქსიმალურად ცდილობდა, გამიჯვნოდა გარკვეულ ჯგუფებს. უმრავლესობის ფორმატში ყოველთვის საინტერესო იყო დავით სერგეენკოსთან შეხვედრა. დავით სერგეენკო არასდროს არ იყო რომელიღაც ჯგუფთან ასოცირებული. ის ყოველთვის ამბობდა იმას, რასაც გულწრფელად ფიქრობდა და რისიც სჯეროდა. ის ყოველთვის თავის საქმეს აკეთებდა პირნათლად, ეს ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონდა. სწორედ აქედან გამომდინარე ზოგიერთებს ეს თვალში არ მოუვიდათ. საკმაოდ მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით გამოირჩეოდა ყოველთვის. ეს ნამდვილად თვალშისაცემი იყო. _            იმასაც ამბობენ, რომ თავის მაღალ რეიტინგს შეეწირა. _   არ არის გამორიცხული. ხომ გეუბნებით, `ოცნებაში~ წარმატებულ ადამიანებს ებრძვიან. ყველა ნორმალური ჩაძირეს. ისედაც გასაგებია, რომ თავმოყვარე და პატიოსანი ადამიანი სიბინძურეში დიდხანს ვერ ძლებს. როგორც ჩანს, მხოლოდ ინტრიგანების ადგილი რჩება `ქართულ ოცნებაში~. _      ახალ მინისტრზე რა შეგიძლიათ გვით ხრათ? _            არაფერი, გარდა იმისა, რომ ახალ მინისტრს გეოგრაფიული კავშირი გააჩნია, რაც, როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა. _     პრემიერის შეცვლას ელოდებით? _ თუ `ქართული ოცნება~ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას აპირებს, მაშინ, ბუნებრივია, პრემიერსაც შეცვლის და სხვა ვიღაცებსაც. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების თარიღს გადმოწევენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ. თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მაშინ ახალ წლამდე პრემიერი ბახტაძე არ შეიცვლება. ახალი წლის შემდეგ კი იქნება ცვლილებები და 2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყებენ მზადებას სწორედ პრემიერისა და გუნდის ცვლილებით. ამომრჩევლის წინაშე ახალი შემადგენლობით გავლენ და საარჩევნო კამპანიასაც დაიწყებენ. ამიტომ, პრემიერის ცვლილებაც იმ დროისთვის გადაიწევს, რათა დაძველება არ მოასწროს, მაგრამ, მერწმუნეთ, არაფერი არ უშველით, არც ახალი სახეები და არც არავინ, ხალხი ისეა გამწარებული. _          ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს საპარლამენტო სიის პირველი ნომერი? _            ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ალბათ სხვადასხვა ვარიანტები განიხილება. _            ივანიშვილი? _ ივანიშვილი არის ისედაც და ასედაც. მის გარდა არავინ არაფერს არ წარმოადგენს. ამიტომ, მას მოუწევს ისევ საკუთარ თავზე აღება ყველაფრის. რაც შეეხება სიას, `ქართული ოცნება~ გააქრეს, გაზაფხულის თოვლივით გვადნება ხელში. ალბათ, ისევ ნაციონალებში მოძებნიან და პორტირება უფრო აქტუალური გახდება. _ ოპოზიციისა და ხელისუფლების კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება დათმობს შერეულ სისტემას? _    მე განსხვავებულად ვუყურებ ამ საკითხს _ არჩევნებს არა სისტემები, არამედ ხალხის მხარდაჭერა იგებს. ისე, ხელისუფლებას ურჩევ ნია, ოპოზიციას ნაკლები სალაპარაკო დაუტოვოს და პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს, რადგან არც მაჟორიტარული არჩევნები იქნება `ოცნებისთვის~ ადვილი გასეირნება. თუ არსებულ სისტემას დატოვებენ, მაშინ ბევრი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდება და `ქართულმა ოცნებამ~ პოლიტიკური არსებობა შეიძლება დაასრულოს ისე, როგორც თავის დროზე მოქალაქეთა კავშირმა დაასრულა. სხვათა შორის, ბოლო დროს `ქართულ ოცნებას~ მოქალა ქეთა კავშირთან ძალიან ბევრი ანალოგია დაუგროვდა. _           რას გულისხმობთ? _  ისეთივე მორღვევას, ისეთივე დაშლას, ისეთივე დეზორგანიზებას, რაც ბოლოდროინდელ მოქალაქეთა კავშირთან აკავშირებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158881&name=19.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:    რეზონანსი

საჩხერული ტრამპლინი - “ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრის შერჩევისას საჩხერის საავადმყოფოს ვერ გასცდა”

მედიაში გავრცელებული ცნობა ამჯერადაც გამართლდა, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრობიდან გაუშვეს და მის შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა, რომელიც წინამორბედის მსგავსად პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კადრია - საჩხერის კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორი. 42 წლის ეკატერინე ტიკარაძე ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ საჩხერის კლინიკას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა და ოპოზიციამ ასევე თქვა ისიც, რომ ის ივანიშვილის პირადი სტომატოლოგია. ცნობისთვის, სერგეენკოც ამავე კლინიკის დირექტორი იყო გამინისტრებამდე და ასევე - ივანიშვილის ოჯახის ექიმიც. მინისტრობიდან სერგეენკო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს მრჩევლად. მრჩევლად გადაინაცვლებს. მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრების გადაყვანა ეს „ქართული ოცნების" ერთგვარი პრაქტიკაცაა, ასე პრემიერის მრჩეველი იყო ცოტა ხნით კულტურის მინისტრობიდან გაშვებული გურამ ოდიშარიაც და უკვე ერთი წელია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია ასევე მინისტრობიდან გაშვებული კახი კახიშვილიც. სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა და ახლის დანიშვნა ბრიფინგზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს. ბრიფინგზე დავით სერგეენკომ თქვა, რომ წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ბოლო კვირეებია კონსულტაციებს მართავდა პრემიერთან. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ბოლო 2 კვირაა მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტად იმყოფებოდა და ამ ვიზიტამდე სერგეენკოს შესაძლო წასვლაზე საუბრები არ ყოფილა, ამიტომაც გაჩნდა კითხვა, რა ასეთი აუცილებლობა იყო, რომ ოკეანის გაღმიდან გამართულიყო კონსულტაციები ცვლილებაზე. ამასთან, წინა დღით მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, ახალ მინისტრებს ივანიშვილი ნიშნავს თუ არა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა საკადრო ცვლილებას გეგმავს და ახორციელებს თავად. საჩხერის კლინიკის დირექტორის დანიშვნის შემდეგ კი ასევე გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა - რატომ შეარჩია ბახტაძემ მაინცდამაინც საჩხერის კლინიკის დირექტორი და ივანიშვილთან ასოცირებული კადრი. ამჯერად 12-წევრიან მთავრობაში ივანიშვილის პირად კადრად მიჩნეულია 4 მინისტრი - თავად პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ახლად დანიშნული ეკა ტიკარაძე. გარდა ამისა, მთავრობაში შეუცვლელ მინისტრად მხოლოდ იუსტიციის უწყების ხელმძღვანელი თეა წულუკიანი დარჩა, რომელიც 7 წელზე მეტია ინარჩუნებს პორტფელს დიდი კრიტიკის მიუხედავად. ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე რეიტინგული მინისტრი დავით სერგეენკო კი პორტფელის გარეშე დარჩა. სერგეენკოს უწყებას უკავშირდება „ოცნების" ხელისუფლებას 2 მთავარი პროექტი - - საყოველთაო ჯანდაცვა და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ასევე სერგეენკო მუდმივად იყო ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი სოციოლოგიურ კვლევებშიც. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც აპრილში ჩაატარა ენ-დი-აიმ, ხალხის სიმპათიებით სერგეენკო და კახა კალაძე ლიდერობენ 40-40%-ით. ივანიშვილი კი ამავე კვლევით ანტირეიტინგის ლიდერი იყო. იმ ფონზე, როცა „ოცნების" რეიტინგი სულ უფრო და უფრო ეცემა და მუდმივად საუბარია იმაზე, რომ მმართველ პარტიას კადრების მოძიება უჭირს, პოლიტოლოგების ნაწილის თქმით, სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა „ოცნების" რეიტინგისთვის წამგებიანი ნაბიჯია. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში სერგეენკოს გაშვება სარისკო ნაბიჯია. „სერგეენკოს და ერთი წლის წინ კახი კახიშვილის მინისტრობიდან გაშვება არ არის „ოცნებისთვის" წარმატებული ნაბიჯი. თითოეული ასეთი ადამიანის ჩრდილში გადაყვანა აკლდება „ოცნების" რეიტინგს. თუმცა, მაგალითად კახიშვილის ჩრდილში გადაყვანისას კარზე მომდგარი არ იყო არჩევნები და მაშინ არც ასეთ მძიმე მდგომაროებაში იყო „ოცნება". "დღეს უკვე ძალიან სარისკოდ მეჩვენება სერგეენკოს გარეშე შეხვედრა ამომრჩეველთან 2020 წელს. ვნახოთ, შესაძლოა ახალი ცოცხი უკეთესია რეფორმებისთვის და ახალმა მინისტრმა 1 წელიწადში საზოგადოებისთვის საგრძნობი რეფორმების განახორციელოს, ამ სიტყვის კარგი გაგებით, რადგან, მაშინაც სერგეენკომ საკმაოდ მცირე დროში გადადგა ის ნაბიჯები, რამაც პოპულარული გახადა, მაგრამ თავისთავად ეს სარისკო ცვლილებაა,"- მიიჩნევს საყვარელიძე. მისი თქმით, სერგეენკოს პოპულარობა მოიტანა იმან, რომ დღეს ოჯახს ახლობლის მკურნალობისთვის სახლის გაყიდვა აღარ უწევს, თუმცა თვლის, რომ პრობლემები მაინც დარჩა და ახალი მინისტრისთვის არის პოპულარული ნაბიჯების გადადგმის რესურსი, იგივე მედიკამენტების ძალიან დიდ ფასებისა და მონოპოლიებთან ბრძოლა. გარდა ამისა, საყვარელიძე ამბობს, რომ როგორც თავად იცის, სერგეენკოს თვითონ უნდოდა წასვლა უკვე დიდი ხანია და შესაძლოა „ოცნების" ხელმძღვანელობას სულაც არ უნდოდა სერგეენკოს გაშვება, მაგრამ მოუწიათ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის თქმით, პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა თავად სერგეენკოს სურვილით მოხდა და მოლოდინი აქვს, რომ ექსმინისტრი სულ ცოტა ხანში პროფესიაში დაბრუნდება. „ქართულ ოცნების" რეიტინგისთვის პრობლემური იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამაზე ლაპარაკი აზრს კარგავს, იმიტომ რომ, „ოცნებას" იმდენი პრობლემა აქვს, ერთით მეტი ექნება თუ - ერთით ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს?! ისევე როგორც სისულელეა და ვერ განხორციელდება ვითომ ახალი სახეების მიზიდვა. „ქართული ოცნება" პარტია და სახეები არ არის, მხოლოდ ერთი ადამიანია თავიდან ბოლომდე. მთელი მინისტრთა კაბინეტი რომ გადადგეს ხვალ, არაფერი შეიცვლება," - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, ამ ცვლილებაში დიდი ხარვეზია ის, როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საჩხერეს ვერ გასცდნენ და ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ჯერ ერთი დირექტორი, შემდეგ კი მეორე დირექტორი დაინიშნა, რაც აძლიერებს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებს. „ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გაუკვირდეს, როდესაც მისკენ ხელს იშვერს საზოგადოება და ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს. როცა ის ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს, თუნდაც სწორი იყოს, ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება. "ჯანდაცვის მინისტრის შერჩევის საქმეში საჩხერის საავადმყოფოს ვერ გასცდა. ეს აღიზიანებს საზოგადოებას. როცა ამ განწყობას არ ითვალისწინებ, ე.ი.პატივს არ სცემ საზოგადოებას და ეს უპატვცემლობა ადრე თუ გვიან ცუდად მთავრდება... ახლა ბახტაძემ რამდენიც არ უნდა თქვას, რომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალბატონი საჩხერის საავადმყოფოდანაა, ვინ დაიჯერებს ამას?! შესაბამისად მმართველობითი სისტემა ამიტომაა დაზიანებული"- აცხადებს ხუხაშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158872&name=19.06.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

ახალი თაობა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158893&name=19.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:    ახალი თაობა

რამაზ საყვარელიძე: "ახალი ცოცხი" რეფორმებისთვის, შესაძლოა, უკეთესი იყოს"

_ დავით სერგეენკო მინისტრთა კაბინეტის ადრინდელი ცვლილებე ბის დროსაც შედიოდა მინისტრთა კაბინეტში წინადადებით, გამიშვი თო, მაგრამ მისი წასვლა არავის უნ დოდა. ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ `ინტერპრესნი უსთან~ ჯანდაცვის ყოფილი მინის ტრის დავით სერგეენკოს თანამდე ბობის დატოვების შესახებ კომენტი რებისას განაცხადა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ და ვით სერგეენკო ერთერთი წარმატე ბული მინისტრი იყო. _ უცხოეთში ცდილო ბენ, რომ ადამიანი 5 წელი წადზე მეტ ხანს არ გაჩერდეს ერთ ადგილას იმიტომ, რომ მერე ბეზრდებათ ის სამუშაო, რასაც აკეთებენ და სიახლის განცდა და ინტერესი ეკარგე ბა ამით. ასე რომ, თუ გადა ვითვლით, სერგეენკოს მინის ტრად მოღვაწეობის, მინის ტრად ყოფნის დროს, აშკა რად გადააჭარბა 5 წელიწადს. რამდენადაც ვიცი, ადრინდე ლი კაბინეტის ცვლილებების დროს, სერგეენკო მინისტრთა კაბინეტში შედიოდა წინადა დებით _ გამიშვითო. კონკრეტული დრო არ მახსოვს, მაგრამ გა მიგია სერგეენკოს წასვლა რომ უნ დოდა და არ უშვებდნენ. გასაგები ცაა, რომ არ უშვებდნენ იმიტომ, რომ ერთერთი წარმატებული მინისტრია, _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. რაც შეეხება დავით სერგეენ კოს არგუმენტაციას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, რომ მისი წასვლა ჯანდაცვის სისტემის თვის ცვლილებების მხრივ უკეთეს შედეგს მოიტანს, საყვარელიძე ამ ბობს, რომ თუკი დავუშვებთ იმას, რომ სერგეენკოს თანამდებობა მობეზრდა, შესაძლოა, `ახალი ცოცხი~ უკეთესი იყოს რეფორმებისთვის. _ თუ ვიგულისხმებთ, რომ შე საძლოა, მობეზრდა სერგეენკოს ერ თი და იგივე ადგილას ყოფნა, ერთი და იგივე საქმის კეთება, მაშინ ახალი ცოცხი შეიძლება უკეთესი იყოს რეფორმებისთვის. ამდენად, სერგეენ კოს არგუმენტის ინტერპრეტაცია უკვე გამართლებული იქნება, _ აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158920&name=19.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:    ახალი თაობა

კახაბერ ოქრიაშვილი: "ოცნება" დავით სერგეენკოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებს"

ფრაქცია `ქართული ოცნება _ რეგიონების განვითა რებისთვის~ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი `2020NEWS~_ თან ადასტურებს ინფორმაციას იმის შესა ხებ, რომ ჯანდაცვის ყოფი; მინისტრ დავით სერგეენკოს `ქართული ოცნება~ საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზა დებს. როგორც დეპუტატი გვეუბნება, `ქართული ოცნების~ გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, სერგეენკო პარლა მენტის თავმჯდომარედაც ვიხილოთ.          იქედან გამომდინარე, რომ 2020 წლის საპარლა მენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დროა, ოქრიაშვილს ვკითხეთ, ადრე ხომ არ არის დავით სერგეენკოს თანამდე ბობიდან გადაყენება?! რაზეც დეპუტატი გვპასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, `ქართულმა ოცნებამ~ მუშაობა აქტიურად უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, აღნიშნული მისი პირადი მოსაზრებაა და არანაირ კულუალურ ინფორმაციას არ ფლობს. _ დავით სერგეენკოს აშკარა წარმატებები და აშკარა შეცდომები ჰქონდა დაშვებული. მთავარია, რომ შეცდომე ბი საბედისწერო არ აღმოჩნდეს.    სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიზეზს პრემიერი თავად განმარტავს. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ ბატონ დავითს პარტიულ თანამდებობაზე ვიხილავთ. ის მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.     მისი რეიტინგი პარტიულ რეიტინგსაც ასწევს. სერ გეენკოს საზოგადოების ნდობა აქვს და რატომ არ უნდა იყოს ასე?! ეს ჩემი პირადი აზრია და კულუარებიდან არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, _ განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158927&name=19.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:     რეზონანსი

"სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისათვის, 7 წელი გაუძლო "ქართულ ოცნებას" - უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა. "გამახსენდა წინა განცხადება, როდესაც გვითხრეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით მინისტრი ქობულია გადადგაო, ახლა ამას როგორ გვეტყვიან ძალიან საინტერესოა. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის, 7 წელი გაძლო. როგორც ჩანს პოლიტიკურ, პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი. ერთი ვერსია, ისაა, რომ შესაძლოა უნდოდეთ, არჩევნებამდე სერგეენკოს იმიჯი შემოინახონ და გაარიდონ სახაბალათო საქმეებს და მერე შემობრუნდეს როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ კიდევ სხვანაირად უნდა წასულიყო. ოცნების მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო და შესალოა იფიქრეს, იფიქრეს და ყველაზე თვითდამაზარებელი გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდიდან მიდის ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა" - აღნიშნა უსუფაშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6159021&name=19.06.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:    საქართველოს რესპუბლიკა

საგანგაშო მონაცემები

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიშის თანახმად 2015-2017 წლების მონაცემით, ქვეყანაში დადასტურებულია სულ 518 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა, იმ დროისათვის მოქმედი 299 სტაციონარული დაწესებულებიდან. გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციების 51% მოდის ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ 11 სტაციონარულ დაწესებულებაზე, რომელიც დადასტურებულია სახელმწიფოს რესურსებითა და ჩართულობით. სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ნოზოკომიური ინფექციების დანარჩენი 49% ფიქსირდება 288 სტაციონარული დაწესებულებაზე, რომლებიც არ არიან ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც მიუთითებს იმ რისკზე, რომ სტაციონარული დაწესებულებების მიერ მონაცემები წარმოდგენილია არასრულად. ნოზოკომიური ინფექცია წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ ინფექციას, რომელიც შეძენილია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში მანიფესტური ფორმით ან არ იმყოფებოდა ინკუბაციურ პერიოდში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158982&name=19.06.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:    ახალი თაობა

ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ექიმი დააკავეს

რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება. რუსთავში ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი გოგიტა ირემაძე 10 თებერვალს მოკლა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა - ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158972&name=19.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება:    საქართველოს რესპუბლიკა

ფილტვის სამკურნალო ცენტრი, ანუ "ქართუ ჯგუფის" კიდევ ერთი საჩუქარი

„აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდება“,- ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „პოზიტივის“ დირექტორმა და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარმა არქიტექტორმა მალხაზ ჯეირანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფონდი ქართუ უახლოეს მომავალში ახლად აშენებულ საავადმყოფოს სახელმწიფოს გადაეცემა, რის შემდეგაც ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი პაციენტების მიღებას შეძლებს. ოფიციალური დოკუმენტებით მშენებლობის დამკვეთი საქველმოქმედო ფონდი “ატუა“, არაოფიციალურად კი ყველამ იცის, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის “ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განახორციელა. მალხაზ ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 5 მლნ ლარია. სამშენებლო-სამონტაჟო ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი 400 ლარი იყო. ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო. საავადმყოფო 100 პაციენტზეა გათვლილი. ცენტის სამშენებლო ფართი 4400 კვადრატული მეტრია. სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მოეწყო და მოპირკეთდა საავადმყოფოს ეზო, სადაც იტალიიდან ჩამოტანილი მარავალწლიანი ნაძვები, ფიჭვები და ფოთლოვანი მცენარეები დაირგო. ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი პროფილის სამედიცინო დაწესებულება პირველად იხსნება არა მარტო საქართველოში, არამედ ასეთი დაწესებულება ამიერკავკასიის მასშტაბითაც პირველია. მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ ტუბერკულიოზის მკურნალობა არ იქნება შესაძლებელი. „ახლა საბოლოო ტესტირებებს გავდივართ. ეს იქნება ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიების სარეაბილიტაციო— სამკურნალო ცენტრი. აქ შევა პროფესიული დაავადებები, მუნიკულიოზი, ქრონიკული ბრონქიტები, სარკოიდოზები, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები. აქამდე თუ იყო ტოლობის ნიშანი ტუბერკულიოზი აბასთუმანია, შეიქმნა ისეთი რეალობა, რომ თანამედროვე მედიკამენტებით აღარ საჭიროებს დაავადება აქცენტირებას. სარეაბილიტაციო ცენტრში იქნება კომპლექსური გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები, როგორც რენტგენი, ექოსკოპია, სრული ბიო-ქიმიური კვლევა. ძალიან ფართო სპექტრით იქნება წარმოდგენილი ფიზიო პროცედურები - სატრენაჟორო დარბაზი, სპეციფიური სუნთქვითი ვარჯიშები, მასაჟი. მოეწყობა მარილის ოთახი, ასევე გვექნება სხვადასხვა არომატის ინჰალაციები. ხშირად ვინც ავადმყოფობს ფილტვის ანთებით, გრიპოზული მდგომარეობებით, ეს ცენტრი იქნება მოწოდებული რომ, ზოგადად, მდგრადობა აუმაღლოს. ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო, ანუ ეს იქნება ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამა. საწყის ეტაპზე პაციენტთა მიმართვიანობა განისაზღვრება თბილისში ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრის მიერ. მომავალი წლიდან იგეგმება სამედიცინო ტურიზმის კუთხითაც მუშაობა და პაციენტების მოზიდვაზეც იქნება აქცენტი გაკეთებული“, - განაცხადა რევაზ ჟღენტმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158933&name=19.06.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2019

მედიასაშუალება: ვერსია

რა გახდა გარდაბანში ორსული ქალის გარდაცვალების მიზეზი

გარდაბანში მორიგი ტრაგედია დატრიალდა _ 14 ივნისს, სოფელ ნაზარლოს მკვიდრი, 33 წლის ორსული ქალბატონი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმთან კონსულტაციისა და მედიკამენტის მიღების შემდეგ, 8 თვის ორსული შინ გაუშვეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ ცუდად გახდა და იმავე `ჯეო ჰოსპიტალის~ კლინიკაში მიიყვანეს. მისვლიდან რამდენიმე წუთში, ექიმებმა ოჯახის ახლობლებს უთხრეს, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და დედის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა ესეც ვერ მოხერხდა და დედაც გარდაიცვალა. გარდაცვლილი რუსთავში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ექსპერტიზის პასუხი დღე-დღეზე უნდა იყოს. მანამდე კი მოვლენები ისე განვითარდა, ჰიჩკოკის ფილმშიც რომ არ გინახავთ. დავიწყოთ იმით, რომ გარდაცვლილის ნათესავებს არ შეხვდა კლინიკის დირექტორი, ვახტანგ გაგუა. შეხვედრას ვინ ჩივის, ასეთი ტრაგედიის მიუხედავად, ის გარდაბანში არც კი ჩასულა. მისგან კომენტარის მოპოვებას ამაოდ ვეცადეთ, რადგან ბატონმა ვახომ ჩვენს ზარებს არ უპასუხა, თავის ქვეშევრდომთ კი შეუთვალა, მე რა შუაში ვარ, გამოძიება დაადგენს, ვისი ბრალი იყო და ის დაისჯებაო. ჰო, გაგუამ ისიც თქვა, თურმე, ერთი ადამიანია გარდაცვლილი და ორს რატომ ამბობენო! სავარაუდოდ, მისთვის რვა თვის ბავშვი ადამიანი არ არის. პასუხის ვერმიღების შემდეგ, გარდაცვლილის ნათესავებმა კვირას ანუ 16 ივნისს, კლინიკის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს და ერთადერთ რამეს ითხოვდნენ _ დაგველაპარაკოს ხელმძღვანელობა, რომელიც აგვიხსნის, რა იყო ქალის და ბავშვის უეცარი გარდაცვალების მიზეზი, რა პრეპარატი მისცეს პირველ მისვლაზე ორსულს და ზოგადად, ვინ იყო პასუხისმგებელი მკურნალობაზეო? აქციაზე ჩვენც გახლდით ჩასულები... `დღეს კვირაა, ხელმძღვანელობა არ არის, ხვალ მობრძანდით~, _ ეს იყო პასუხი, რომელიც 200-მდე ადამიანს კლინიკის დაცვის თანამშრომელმა უთხრა და დაცვის თანამშრომელმა იმიტომ, რომ იქ ხელმძღვანელობიდან არავინ იყო, გარდა მორიგე ექიმისა, რომელიც უმწეოდ შლიდა ხელებს, სამი დღეა აქ არ ვყოფილვარ, დღეს დილით მოვედი და ასეთი ამბავი დამხვდა, არაფერ შუაში ვარო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. პოლიციელები უკვე თავისი არხებით შეეცადნენ კლინიკაში ვინმე ისეთი მოეყვანათ, ვინც პასუხს გასცემდა და დაძაბულ სიტუაციას ოდნავ მაინც გაანეიტრალებდა, მაგრამ ბატონმა ვახტანგმა არც სამართალდამცავთა ზარებს უპასუხა და საბოლოო ჯამში, ისევ პოლიციელებმა ივარგეს: მათ პირობა დადეს, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმე აუცილებლად დაადგენს საქმეზე ჭეშმარიტებას და დაზარალებულები სიმართლეს გაიგებენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ამასთან ერთად, პოლიციელთა მოწოდებას, დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნასო, აქციის მონაწილეები მალევე დაეთანხმნენ და დაიშალნენ. ჩვენ გარდაცვლილის ნათესავებს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს რაიმე სახის პათოლოგია, ან რამეს ხომ არ უჩიოდა. `იმდენად კარგი ორსულობა ჰქონდა, რომ ბოლოს კონსულტაციებს უბნის ექიმთან გადიოდა. არაფერი აწუხებდა, ბავშვი ჩვეულებრივად მოძრაობდა, გეგმიურ ექოსკოპიას იღებდა და ყველაფერი რიგზე იყო. როცა 14-ში, საღამის, ცუდად გახდა, ისიც კი ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა, ნაადრევი მშობიარობა დაწყებულიყო, რადგან მეცხრე თვეში იყო, თუმცა საავადმყოფოში მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ არ იმშობიარებდა და როგორც გვითხრეს, საშიშიც არაფერი იყო. არ ვიცით, რა დაალევინეს, ტკივილგამაყუჩებელი თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ წამლის მიღების შემდეგ გვითხრეს, ყველაფერი რიგზეა, შინ წადითო. თავბრუსხვევები ჰქონდა, ვერ გრძნობდა თავს კარგად, მაგრამ განგვიმარტეს, აბა, როგორ გინდათ, ორსულია, თან სიცხეა გარეთ და ყველაფერი ეს მოქმედებსო. ექიმი რომ საავადმყოფოში არ გაჩერებს, ძალით ხომ ვერ დარჩები? წამოვედით და იმავე საღამოს იმდენად ცუდად გახდა, საავადმყოფოსკენ რომ მოგვყავდა, გზაში გვეთიშებოდა. მივიყვანეთ ისევ იმ საავადმყოფოში და მალევე გვითხრეს, ბავშვი უკვე გარდაცვლილიაო. შოკიდან გამოსულები არ ვიყავით, როცა გვითხრეს, ქალიც გარდაიცვალაო. ამის შემდეგ ველოდებით ახსნა- განმარტებას ვინმესგან, ვინმე რომ გამოვიდეს და გვითხრას, ეს გავუკეთეთ, ეს დავალევინეთ, ამის გამო დაიღუპაო, მაგრამ არავინ შეგვხვდა. გასაგებია, რომ ძიება მიდის, მაგრამ ხომ შეიძლება ოჯახმა იცოდეს, როგორ და რის გამო დაკარგა ორი ადამიანი ნახევარ საათში?! ვიღაც კაცი ყოფილა დირექტორი, რომელიც ჩვენ კი არა, სამი თვეა არავის უნახავს ანუ ის აქ არ ჩამოდის და დირექტორი რომ არ დადის, უპატრონოა აქაურობა და მორიგე ექიმების იმედად არის მიტოვებული~, _ გვითხრეს მათ. ვერ გეტყვით, რით დასრულდება გამოძიება და ვის დანაშაულს გამოავლენენ სამართალდამცავები, მაგრამ მწარე სიმართლე ის გახლავთ, რომ კლინიკის დირექტორი ტელეფონს დღემდე არ პასუხობს, მოხმდარი ტრაგედიის შემდეგ გარდაბანში არ ჩასულა და როგორც თანამშრომლები ამბობენ, კლინიკას თბილისიდან ისე მართავს, კვარტალში ერთხელაც არ შეივლის ხოლმე. ნიჭი უნდა, ალბათ, ამასაც, ნიჭი!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6158923&name=19.06.2019+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​