From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-18.06.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 18.06.2019 08:34
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 18.06.2019

ტელევიზია

18.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 12:00

პირადი მკურნალის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ფსონს პირად სტომატოლოგზე დებს და ჯანდაცვის სამინისტროს, მისი 4 მილიარდიანი ბიუჯეტით, სწორედ თავისი ოჯახის კბილის ექიმს აბარებს. ეკა ტიკარაძეს პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალურად წარადგენს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156927

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156921

იმედი -ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156869

---

 

18.06.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 11:00

რას შეეწირა დავით სერგეენკოს თანამდებობა? ეს შეკითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღეა ცნობილი ხდება, რომ ოცნების ყველაზე სტაჟიანი და რეიტინგული მინისტრი პოსტიდან მიდის. დავით სერგეენკო მინისტრთა კაბინეტიდან წასვლა პრაქტიკულად დადასტურებულია, თავად პრემიერმაც გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალი სისხლის მნიშვნელობაზე გააკეთა განცხადება და გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. დავით სერგეენკოს პოსტზე სავარაუდოდ, საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156803

---

 

18.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ჯანდაცვის ახალ მინისტრს პრემიერი დღეს დაასახელებს. „კურიერის“ ინფორმაციით, მინისტრის წარდგენა 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგიენკოს სავარაუდოდ, საჩხერის კლინიკის დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის. საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგიენკოც, რომელიც ჯანდაცის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. დავით სერგეენკოს გადაყენების რამდენიმე არაოფიციალური ვერსია სახელდება. ერთ-ერთის მიხედვით, შიდა კლანური დაპირისპირება გახდა. საკადრო ცვლილებას ადასტურებენ უმრავლესობაშიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156413

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156520

---

18.06.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დღეს იძულებით და ნაადრევი ქორწინების პრობლემატიკაზე დისკუსიას გამართავს. შეხვედრას შსს სოციალური მომსახურების სააგენტოს და სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრებიან. საუბარი იქნება პრობლემის მიზეზებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიზნებზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156664

---

 

17.06.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 22:00

დავით სერგეენკოს მინისტრთა კაბინეტიდან წასვლა პრაქტიკულად დადასტურებულია. თავად პრემიერ-მინისტრმაც დღეს ახალი სისხლის მნიშვნელობაზე გააკეთა მინიშვნელობა და გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156165

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156052

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156018

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156086

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156146

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156177

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155996

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155705

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155789

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155440

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155314

ტვ პირველი - დღის ამბები 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155166

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155428

პალიტრა ტვ -პალიტრა ნიუს 16:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155179

რუსთავი 2-კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154977

იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154864

ტელეკომპანია აჭარა -მთავარი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154845

იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154673

ტვ პირველი -დღის ამბები 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154574

ტვ პირველი-დღის ამბები 13:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154517

რუსთავი 2 -კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154180

ტვ პირველი -დღის ამბები 11:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153994

რუსთავი 2 -კურიერი 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153536

მაესტრო -ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154203

პალიტრა ტვ -  პალიტრა ნიუს 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154142

---

 

17.06.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

საქართველოს მთავრობა შორიმის ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობისთვის მაერგურირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებულ ერთობლივ ჯგუფებს ქმნის რომელბიც პრემიერ-მინისტრის თქმით განახორციელებნ იმ ინტეგრირებლუ მონიტორინგს სამშენებლო კომპანებიში. მამუკა ბახტაძემ განაცახდა რომ შრომის უსაფრთხოება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156190

---

 

17.06.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

4 წლის ანრი ბერიძის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს კარინე აბგარიანს სახელწიფო სერთიფიკატის მოქმედების ვადა 4 თვით შეუჩერდა. გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტომ გასული წლის 8 ივნისს მიიღო, ოჯახმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. შესაბამისად დაკისრებული სანქციის ვადა უკვე გასულია. სააგენტოს მიერ მიღებულ დასკვნაში წერია რომ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმისთვის, კარინე აბგარიანისთვის სანქციის დაკისრების მიზეზი დაავადების დროული ვერ ამოცნობა გახდა. ასევე დასკვნაში წერია, რომ პაციენტს არ ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და უგულებელყოფილია ბარათში აღწერილი ძლიერი თავის ტკივილის ჩივილი.გარდაცვლილი ბავშვის დედა საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს, მიიჩნევს რომ უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოეყენებინათ. შორენა იაკობაძე ექიმის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გვითხრეს რომ ექიმი კარინე აბგარიანი იქ აღარ მუშაობს. ანრი ბერიძე 2017 წლის მარტში გარდაიცვალა. ოჯახის მის გარდაცვალებაში მკურნალ ექიმს ადანაშაულებდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156125

---

 

17.06.2019

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უანგარო დონაციაში ჩართული პირები, ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები სიმბოლური სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიება სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. დღესვე 2019 წლის უანგარო დონაციის საკომუნიკაციო კამპანიისა და უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ვებგვერდის წარდგენა მოხდა. გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს. სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. მის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155752

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6155574

---

 

17.06.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია იწყება. სტატისტიკა საგანგაშოა. ადრეულ ასაკში ოჯახების შექმნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში, აჭარასა და კახეთში ფიქსირდება. უფლებადამცველები პრობლემის მთავარ მიზეზად განათლების და ცნობიერების დაბალ დონეს და პოლიციისადმი მიმართვიანობის დაგვიანებას ასახელებენ. პრევენციის და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიზნით დღეიდან მაღალი რისკის ზონებში სპეციალური ზომების მიღება იგეგმება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156172

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156123

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6156099

---

 

 

ინტერნეტი

18.06.2019

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/108914/davit-sergeenkom-jandatsvis-ministris-postidan-tsasvla-daadastura?fbclid=IwAR2TT6bc5e5bDJgOctZJsOgGuPxfqC8U6Iebq9rwVnMNcvwuf4cJeKkhdVs

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა დაადასტურა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობიდან წასვლა დაადასტურა. "ქრონიკის" ინფორმაციით, ეს განცხადება მან მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.  გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნება. დავით სერგეენკომ ჯანდაცვა 2012 წელს ჩაიბარა და იუსტიციის მინისტრთან ერთად ის გამონაკლისია, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არ შეცვლილა. 2018 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გარდა მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებზე ზრუნვაც დაევალა. იმის გარდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ხანგრძლივად იმუშავა, სერგეენკო სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა, როგორც გაწეული სამუშაოს, ისე პერსონალური დამოკიდებულების მიმართულებით. მაგ: მიმდინარე წლის 21 მაისის NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, პოლიტიკოსების მიმართ განწყობის რეიტინგში ის თბილისის მერთან ერთად ლიდერობდა, 40 პროცენტით.

რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/30005310.html

რუსთავი2.ჯი- http://rustavi2.ge/ka/news/136194

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/551982-davit-sergeenko-gadadgomaze-amas-xangrzlivi-konsultaciebi-uzgoda-cin-dges-gvekneba-sashualeba-rom-premiertan-ertad-gavaketot-gancxadeba/

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/372847/

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenkom-jandacvis-ministris-tanamdeboba-datova/

გურიანიუს.ქომ.ჯი- http://www.gurianews.com/article/mtavari/politika/vrchebi-gundshi-sergeenkom-postidan-tsasvla-daadastura

პია.ჯი- https://www.pia.ge/post/267684-davit-sergeenko-adasturebs-rom-tanamdebobas-tovebs

კვირა.ჯი- http://kvira.ge/479293

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551991-davit-usupashvili-sergeenkos-gadadgomaze-ocnebis-mazoxisturi-nabijebisken-midrekileba-usazgvroa-sergeenkos-ki-gamzleobistvis-jildo-ekutvnis/

დავით უსუფაშვილი სერგეენკოს გადადგომაზე - „ოცნების“ მაზოხისტური ნაბიჯებისკენ მიდრეკილება უსაზღვროა - სერგეენკოს კი, გამძლეობისთვის ჯილდო ეკუთვნის

„ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ უსაზღვროა, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლა. ამასთან, მან არ გამორიცხა ვერსია, რომ სერგეენკო, როგორც დადებითი იმიჯის მატარებელი მინისტრი, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებისთვის კვლავ გამოიყენოს. „გამახსენდა წინა გადაწყვეტილება, როდესაც თქვეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით ქობულია გადადგაო. ახლა როგორ გვეტყვიან, ამას დავაკვირდეთ. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის. მასზე გამძლე წულუკიანია მხოლოდ. მე არ მრჩება განცდა, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა. როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი, სხვას ვერაფერს ვხედავ. ერთი ვერსიაცაა, თუ სურთ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ, 2020 წლამდე გაარიდონ საქმეებს და მერე შემოაბრუნონ, როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ამ ჭორების ფონზე. „ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო. შესაძლოა, ახლაც იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ჰყავდათ ყველაზე საამაყო. ეს არის რაღაც გენეტიკური კოდი „ოცნების“ ლიდერის, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას"-განაცხადა უსუფაშვილმა.

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: https://akhalitaoba.ge/2019/06/kakhaber-oqriashvili-otsneba-davith-sergeenkos-saparlamento-archevnebisthvis-amzadebs/

კახაბერ ოქრიაშვილი – „ოცნება“ დავით სერგეენკოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებს

ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი “2020NEWS“– თან ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მოქმედ მინისტრს, დავით სერგეენკოს “ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებს. როგორც დეპუტატი გვეუბნება, “ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, სერგეენკო პარლამენტის თავმჯდომარედაც შესაძლოა, ვიხილოთ. იქედან გამომდინარე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დროა, ოქრიაშვილს ვკითხეთ, ადრე ხომ არ არის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენება?! რაზეც დეპუტატი გვპასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, “ქართულმა ოცნებამ“ მუშაობა აქტიურად უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, აღნიშნული მისი პირადი მოსაზრებაა და არანაირ კულუალურ ინფორმაციას არ ფლობს. “დავით სერგეენკოს აშკარა წარმატებები და აშკარა შეცდომები ჰქონდა დაშვებული. მთავარია, რომ შეცდომები საბედისწერო არ აღმოჩნდეს. სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიზეზს პრემიერი თავად განმარტავს. მე პირადად ვფიქრობ, რომ ბატონ დავითს პარტიულ თანმდებობაზე ვიხილავთ. ის მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მისი რეიტინი პარტიულ რეიტინგსაც აწევს. სერგეენკოს საზოგადოების ნდობა აქვს და რატომ არ უნდა იყოს ასე?! ეს ჩემი პირადი  აზრია და კულუარებიდან არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, სავარაუდოდ, თანამდებობიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/programa-romlis-chavardnis-gamoc-davit-sergeenko-savaraudod-tanamdebobas-tovebs/35520/

პროგრამა, რომლის ჩავარდნის გამოც, დავით სერგეენკო სავარაუდოდ თანამდებობას ტოვებს

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს უმსხვილესი მხარჯავი დაწესებულებაა. მხოლოდ 2019 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 968 400 000 ლარია, ეს ნომინალურად 2006 წლის საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. სამინისტროს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე იხარჯება. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე შსს-ს, ან თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტები.  დავით სერგეენკოს მინისტრთა კაბინეტიდან წასვლა უკვე პრაქტიკულად დადასტურებულია, თავად პრემიერ-მინისტრმაც "ახალი სისხლის" მნიშვნელობაზე გააკეთა განცხადება.  როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, სავარაუდოდ, დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლო მიზეზად ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის დაავადებების დაფინანსების პროგრამის წარუმატებლობა სახელდება.  პროგრამა, რომელიც 2017 წელს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შეიქმნა, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც ბიუჯეტით დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა.  "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას.  პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა.  2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო, იმის მიუხედავად, რომ ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა დღეს 800,000-ს აღემატება (პენსიონერთა რაოდენობა, შშმ პირების რაოდენობა).  2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. ფაქტჩეკის ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.  სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივი გადახდა 1 მილიონ ლარამდეა.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1560754505-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1

გაიცანით 42 წლის ეკა ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკოს შეცვლის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგენკოს ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.  საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ მინისტრი სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს. ეკა ტიკარაძე კომპანია „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, რომლის შემადგენლობნაში შედის საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფო.  საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგენკომ წარადგინა, თუმცა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი სწავლობდა უცხოეთში და საქმიანობდა გერმანიის ერთ-ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. რაც შეეხება დავით სერგენკოს, როგორც ცნობილია, ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2012 წელს დაინიშნა და 7 წლის განმავლობაში თანამდებობას უცვლელად ინარჩუნებდა. ერთ-ერთი ვერსიით, სერგენკო მუშაობას პრემიერ მინისტრის მრჩეველის პოსტზე გააგრძელებს.

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/128173-sacxeris-saavadmyofos-axali-direqtori-hyavs-ekaterine-tikaraze-davit-sergeenkom-waradgina-.html?lang=ka-GE

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=politics&AID=75805

ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრად თავისი ცოლის პირად სტომატოლოგს ნიშნავს

სერგეენკო მიდის, ივანიშვილის ცოლის პირადი სტომატოლოგი კი - მოდის... სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს განხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობს. ის თავდაპირველად მიწვეული სპეციალისტი იყო და იქ სწორედ დავით სერგეენკოს რეკომენდაციით აღმოჩნდა.  თუმცა, შემდეგ სერგეენკომ ტიკარაძე ივანიშვილის ოჯახს გააცნო, როგორც პერსპექტიული ექიმი...  ასე  იქცა მიწვეული სპეციალისტი ოლიგარქის ოჯახის პირად სტომატოლოგად. 2015 წელს კი, სერგეენკომ ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დანიშნა მას შემდეგ, რაც გოგა გუდაძემ თანამდებობა დატოვა. ბედის ირონიით, დავით სერგეენკოს, დღეს, სავადაუდოდ, მისივე რეკომენდირებული კადრი, ივანიშვილების ოჯახის პირადი სტომატოლოგი, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის. P.S: ივანიშვილის ცოლის პირადი სტომატოლოგი და მომავალი მინისტრი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და გვიგზავნის შეტყობინებას რომ დაკავებულია.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=207550-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

"ერთი საავადმყოფოს მართვა საკმარისი უნარი არ არის"- ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრად ისევ თავის ოჯახის ექიმს ნიშნავს

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი თვლის, რომ ჯანდაცვის სფეროში არსებულ მძიმე მდგომარეობას თანამდებობიდან მინისტრ სერგეენკოს გაშვება ვერ მოაგვარებს.  როგორც "ნიუპოსტს" ბეჟაშვილმა განუცხადა, თავის დროზე ივანიშვილის ოჯახის ექიმის მინისტრის პოსტზე დანიშვნა სუბიექტური მოსაზრებით იყო ნაკარნახები. "პრაქტიკულად ივანიშვილის ოჯახის წევრის, მის ოჯახის ექიმის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა, ვფიქრობ, უკვე არასერიოზულად მეტყველებს ამ გადაწყვეტილებაზე. ჯანდაცვის სისტემაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. ერთ დროს ყველაზე წარმატებული სფერო "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უკვე კარგავს პოზიციებს. დღითი-დღე იზრდება საზოგადოებაში უკმაყოფილება. უფრო მეტი სახელმწიფო ვალი გროვდება საავადმყოფოების მიმართ. ძალიან ბევრი პაციენტი გამოხატავს უკმაყოფილებას. ამიტომ სერგეენკოს გათავისუფლება პრობლემებს ვერ გადაწყვეტს"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. ოპოზიციის წარმომადგენელი დავით სერგენკოს შესაძლო შემცველზე ეკატერინე ტიკარაძეზეც საუბრობს. როგორც მან "ნიუპოსტს" უთხრა, საზოგადოება აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობს:  "არამგონია სამედიცინო საზოგადოება ამ ფაქტს დადებითად შეხვდეს. ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით და ბევრად უფრო ეფექტურად შეძლებდა ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა. სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ, სისტემაზე დადებითად არ იმოქმედებს. ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანს რა გამოცდილება და რა შეხედულებები აქვს, როგორ შეუძლია სისტემის მართვა. ის რომ ლოკალურად ერთ-ერთ საავადმყოფოს მართავ, ეს საკმარისი უნარი არ არის იმისთვის, რომ მინისტრის პოსტი დაიკავო"- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/108935/premieri-sergeenkos-gatavisuplebaze-movlenebs-tsin-nu-gavustsrebt

პრემიერი სერგეენკოს გათავისუფლებაზე: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ

"მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დავით სერგეენკო არის, იყო და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გუნდში განახლება და ახალი სისხლი არის მთავრობის პრიორიტეტი. "ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი, დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებთ, ქართული მედია“, - თქვა პრემიერმა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სფერო 2012 წელს ჩაიბარა და იუსტიციის მინისტრთან ერთად ის გამონაკლისია, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არ შეცვლილა. 2018 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გარდა მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებზე ზრუნვაც დაევალა. გარდა იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტში ხანგრძლივად იმუშავა, სერგეენკო სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა, როგორც გაწეული სამუშაოს, ისე პერსონალური დამოკიდებულების მიმართულებით. მაგალითად, მიმდინარე წლის 21 მაისის NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, პოლიტიკოსების მიმართ განწყობის რეიტინგში ის თბილისის მერთან ერთად ლიდერობდა 40 პროცენტით. გავრცელებული ინფორმაციით, დავით სერგეენკოს, სავარაუდოდ, საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadze-davit-sergeenko-iyo-aris-da-mudmivad-iqneba-chveni-gundis-ertguli-da-warmatebuli-wevri/

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/551829-mamuka-baxtaze-davit-sergeenkos-shesazlo-gadadgomaze-movlenebs-cin-ar-gavuscrot-gundshi-ganaxleba-da-axali-sisxli-ikneba/

იმედინიუს.ჯი-  https://imedinews.ge/ge/saqartvelo/108935/mamuka-bakhtadze-davit-sergeenkos-gatavisuplebaze-movlenebs-tsin-nu-gavustsrebt

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/150586-baxtadze-movlenebs-tsin-nu-gavustsrebt-sergeenko-iko-aris-da-iqneba-gundis-ertguli

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/372670/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85407

პია.ჯი- https://pia.ge/post/267521-premieris-pirveli-komentari-davit-sergeenkos-sesazlo-gadadgomaze

კვირისპალიტრა.ჯი- https://www.kvirispalitra.ge/politic/54472-qakhali-siskhli-yovelthvis-satciroaq-ras-ambobs-premieri-davith-sergeenkos-shesadzlo-gadadgomaze.html

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/243464

კვირა.ჯი- http://kvira.ge/479019

ინფო9- http://www.info9.ge/politika/210611-mamuka-bakhtadze-davith-sergeenkos-shesadzlo-gadadgomaze-movlenebs-tsin-ar-gavustsroth-gundshi-ganakhleba-da-akhali-siskhli-iqneba.html?lang=ka-GE&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+info9+%28Info9.Ge%29

პრაიმტაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1560767066-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/30003574.html

ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/news/228014-sergeenko-mudmivad-ikneba-chveni-gundis-ertguli-tsevri-premieri-jandatsvis-ministris-shetsvlas-ar-uarqofs

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551834-premieri-ratom-pikrobt-rom-sergeenkos-shexedulebebi-dauzvelda-axali-sisxli-qoveltvis-sachiroa/

პრემიერი - რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს შეხედულებები დაუძველდა? ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა

რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს შეხედულებები დაუძველდა? ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა, საკადრო გადაწყვეტილებას კი დღეს მე არ ვიღებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შესაძლო გათავისუფლების მიზეზი და არის თუ არა ეს უკვე გადაწყვეტილი. „რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს დაუძველდა შეხედულებები? ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, ორიენტირებულები ვართ პროგრესზე და ახალი სისხლი რომ საჭიროა, ამ პრინციპზე მთელი გუნდი ვთანხმდებით. რაც შეეხება დათო სერგეენკოს, მე მინდა გავიმეორო ის, რაც განვაცხადე. დათო ჩვენი გუნდის ერთგული წევრია, ასე იყო და მუდმივად ასე იქნება. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. მე გპირდებით, რომ პირველი თქვენ გაიგებთ საკადრო გადაადგილებების შესახებ. ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებთ კონსულტაციების შედეგად, რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებებს ვიღებ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი - საკადრო გადაწყვეტილებას დღეს მე არ ვიღებ. როცა ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერზე გვექნება საუბარი. ხომ მარტივია? რატომ გიყვართ ყოველთვის სიტუაციის გაზვიადება? მე ჩემს კაბინეტში ასეთი მუშაობის წესები ნამდვილად არ მაქვს დალაგებული, მინდა გითხრათ, რასაც თქვენ ბრძანებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ექსპრესნიუს.ჯი-  https://expressnews.com.ge/?id=85411

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: http://rustavi2.ge/ka/news/136102

"არ გამოვრიცხავ" - სერგეენოკოს პირველი კომენტარი თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მას შესაძლოა დღეს თანამდებობა დაატოვებინონ. განცხადება სერგეენკომ "რუსთავი2"-თან გააკეთა.  სერგეენკო ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატოვაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.  "ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ  იმის გათვალისწინებითაც კი , რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება,“-აცხადებს სერგეენკო. კითხვაზე, შეხვდა თუ არა ის მამუკა ბახტაძე და განიხილეს თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხი სერგეენკო ამბობს, რომ პრემიერს ის ხშირად ხვდება. ასევე კითხვაზე, ატოვებინებენ თანამდებობას, თუ ის თავის სურვილით მიდის სერგეენკო ამბობს: „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ნებისმიერ ცვლილებაზე, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში ცვილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება არის პრემიერის საქმე.“ რაც შეეხება მის შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც სავარაუდოდ სერგეენკოს შეცვლის, ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ მოვალეობას  ჯერ კიდევ თავად ასრულებს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/551803-davit-sergeenko-gadadgomis-shesaxeb-verc-dagidasturebt-da-verc-gamovricxav-nu-cavartmevt-premiers-am-shesazleblobas/

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/372624/

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/243417?fbclid=IwAR3NCDNPbo21ogicCWdTU62m4AhXFuEKL7Ovfov5yg77IFB1nrC1CfE8wPs

ონ.ჯი- https://on.ge/story/39226-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%95-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

კვირა.ჯი- http://kvira.ge/478961

ახალჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/news/228001-verts-davadastureb-da-verts-gamovritskhav-davit-sergeenko-tanamdebobis-datovebaze

ახლი თაობა.ჯი- http://akhalitaoba.ge/2019/06/sergeenko-ministris-movaleobas-jer-kidev-me-vasruleb/

ნიუს.ჯი-  https://news.coa.ge/?id=27793

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-gadadgomis-shesaxeb-verc-dagidasturebt-da-verc-gamovricxav-nu-wavartmevt-premiers-am-shesadzleblobas

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/index.php?id=85391

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551791-zurab-chiaberashvili-kartuli-ocnebis-pirobebshi-ministrebis-cvlileba-jandacvis-speroshi-arsebul-problemebs-verapers-ushvelis/

ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების" პირობებში, მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს ვერაფერს უშველის

ჯანდაცვის მინისტრის ცვლილება თუ სინამდვილეს შეესაბამება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრების ცვლილება ჯანდაცის სფეროში არსებულ უზარმაზარ გამოწვევებს და პრობლემებს „ქართული ოცნების" პირობებში ვერაფერს უშველის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის დავით სეერგენკოს მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას გამოეხმაურა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სფეროში თანხების არასწორი ხარჯვის ავტორი არის „ქართული ოცნება". მისივე თქმით, თანხები ამ სფეროში ისე გაიფლანგა, რომ პაციენტებამდე ვერც კი მივიდა. ჭიაბერაშვილის თქმით, ამის დასტურია თუნდაც ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა და C ჰეპატიტის პროგრამა. „აქ, მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორი სტრუქტურა, არასწორი დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვა, რომელიც საბოლოოდ აკლდება ათიათასობით პაციენტს. ამის გამოა, რომ მედიკამენტების პროგრამა უფუნქციოა და ვერ ხერხდება მისი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იმისთვის, რომ გაძვირებულ მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. წარმოუდგენელი მგონია,რომ სერგეენკოს ან სავარაუდოდ, მისი შემცველის პირობებში რაიმე შეიცვალოს, ვიდრე არ იქნება ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/150569-chiaberashvili-jandacvis-sferoshi-ministrebis-cvlileba-arsebul-problemebs-verafers

ნიუს.ჯი- https://news.ge/2019/06/17/ministris-shecvlas-jandacvis/

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://digest.pia.ge/post/267491-ristvis-emzadeba-davit-sergeenko-

რისთვის ემზადება დავით სერგეენკო?

ეკონომიკის ექსპერტი თემურ ხომერიკი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას არასარწმუნოდ მიიჩნევს. „ვფიქრობ, შეფასებები, რომელიც ზოგიერთი მედია საშუალებით გაისმა და ასევე კომენტარები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს დავით სერგეენკოს საქმიანობის მიმართ, თითქოს მას რეფორმებში ჩავარდნები ჰქონდა და ამის გამო პოსტის დატოვებას სთხოვენ, არარელევანტურია. თუ ჯანდაცვის სფეროში ქვეყანას წარმატება აქვს, ეს სწორედ სერგეენკოს უკავშირდება და მას მაღალი რეიტინგი აქვს. სწორედ ამიტომ, არ ველი, რომ გუნდი მის დაქვეითებას აპირებდეს, პირიქით, თუ მართლაც დატოვებს თანამდებობას, მას, ალბათ, როგორც ერთ-ერთ რეიტინგულ სახეს 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და უფრო მაღალი პოზიციისთვის გამოიყენებენ. სათანადო ინფორმაცია არ მაქვს , თუმცა მისი კანდიდატურა არაერთხელ დასახელდა მთავრობისა და პარლამენტის სავარაუდო თავმჯდომარედ", - უთხრა „პირველს“ თემურ ხომერიკმა. მედიასაშუალებებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიაში 14 ივნისს გავრცელდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება. თუმცა, უმრავლესობაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

---  

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551807-beka-nacvlishvili-davit-sergeenko-klanur-dapirispirebashi-damarcxda/

ბექა ნაცვლიშვილი - დავით სერგეენკო „კლანურ“ დაპირისპირებაში დამარცხდა

დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლა, უფრო "კლანური" დაპირისპირების შედეგია იქიდან გამომდინარე, რომ მას მართლაც ჰქონდა შედარებით მაღალი რეიტინგი, ვიდრე სხვა პოლიტიკოსებს. ამიტომ ცოტა გასაკვირია მისი გადაყენება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შესაძლოა, პოსტი დატოვოს. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, დავით სერგეენკოს საქმიანობის შეფასება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე თავიდან დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა ამის შემდეგ ცალსახაა, რომ სოციალურმა და ჯანდაცვის პოლიტიკამ ვერ გაამართალა, რადგან საყოველთაოდან ქვეყანა ისევ მიზნობრივ ჯანდაცვაზე გადავიდა. ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის ამ სისტემის ჩავარდნა. "მგონი, მისი გადაყენება პოლიტიკის საფუძველზე არ არის. ეს არის უფრო "კლანური" დაპირისპირება, რა დროსაც დავით სერგეენკო დამარცხდა. რადგან ჩვენს მთავრობას მაღალი სტანდარტები არ აქვს პოლიტიკის შეფასებისა, განსაკუთრებით სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის, ამიტომ პოლიტიკის გამო მას არავინ გადააყენებდა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ცოტა უცნაური იქნება, თუ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, კვლავ საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაინიშნოს. "ეს ძალიან სასაცილო იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი მინისტრი. ქვეყანას არ სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ საექიმო გამოცდილების მინისტრი. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი მინისტრი და არა მენეჯერი, იმიტომ, რომ პოლიტიკა არ არის მენეჯერების და ტექნოკრატების საქმე. ეს არის პოლიტიკოსების საქმე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1560762654-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551812-roman-gocirize-rogorc-chans-bizina-ivanishvilma-siqvarulis-resursi-amocura-da-davit-sergeenko-midis/

რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა სიყვარულის რესურსი ამოწურა და დავით სერგეენკო მიდის

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს სიყვარულის რესურსი ამოწურა და ბატონი სერგეენკო მიდის, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით სერგეენკომ შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვოს. გოცირიძის თქმით, ივანიშვილს ორი „ხელშეუხებელი" მინისტრი ჰყავს დავით სერგეენკოსა და თეა წულუკიანის სახით. მისივე თქმით, უკვე, ალბათ, თეა წულუკიანის წასვლაც არის მოსალოდნელი იუსტიციის მინისტრის პოსტიდან. „ამ 7 წლის განმავლობაში საქართველოში შეიცვალა 62 მინისტრი. აქედან, ორი ადამიანი იყო ხელშეუხებელი და როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, განსაკუთრებით საყვარელი. როგორც ჩანს სიყვარულის რესურსი ამოწურა და ბატონი სერგეენკო მიდის. ახლა, ერთი განსაკუთრებული დარჩა საქართველოს ხელისუფლებაში და ალბათ მასაც უნდა ველოდოთ მალე“, - განაცხადა გოცირიძემ.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=207598-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%97,%20%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551784-dimitri-ckitishvili-davit-sergeenkos-shesazlo-gadadgomaze-ver-dagidasturebt-ar-makvs-inpormacia/

დიმიტრი ცქიტიშვილი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე - ვერ დაგიდასტურებთ, არ მაქვს ინფორმაცია

ჩვენ გარკვეული სამუშაო პროცესი გვაქვს დაგეგმილი და მე არ მქონია იმის წინაპირობა, რომ გადაყენებას აპირებენ ან გადადგომას აპირებდა, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. მისი თქმით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. „რა ინფორმაციაც გავრცელდა მედიაში, იმის იქით ინფორმაცია მე არ მაქვს. ეს არის საკითხი, რომელსაც საპარლამენტო მხარდაჭერა არ სჭირდება. შესაბამისად, შეიძლება პრემიერ-მინისტრმა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ გარკვეული სამუშაო პროცესი გვაქვს დაგეგმილი და მე არ მქონია იმის წინაპირობა, რომ გადაყენებას აპირებენ ან გადადგომას აპირებდა. თუ რამე სხვა ხდება ან პირადი მიზეზი აქვს არ ვიცი, გამოჩნდება დღეს, ხვალ, თუ ეს არის რეალური ინფორმაცია. მე ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია",-აცხადებს ცქიტიშვილი. არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, სერგეენკო გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551818-levan-koberize-sergeenkos-mier-postis-shesazlo-datovebaze-rasac-vuqureb-erti-ram-sheimchneva-rom-ashkaraa-garkveul-jgupebs-shoris-paruli-dapirispirebebi/

ლევან კობერიძე სერგეენკოს მიერ პოსტის შესაძლო დატოვებაზე - რასაც ვუყურებ, ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები

მე, რასაც ვუყურებ ბოლოდროინდელ მოვლენებს, ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლის საკითხს. ლევან კობერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროში ბევრი რეფორმა გატარდა, ამ ტიპის რეფორმები კიდევ არის გასატარებელი და ამის რესურსი დავით სერგეენკოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, კობერიძის თქმით, მისთვის გაუგებარია ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან სერგეენკოს შესაძლო გაშვების გადაწყვეტილება. კითხვაზე, სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებდა, თუ პრემიერი მამუკა ბახტაძე, კობერიძე პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრი პარტიის თავმჯდომარის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ და არ იღებს. „ერთი რამ მგონია, რომ სერგეენკოს ან სხვა ნებისმიერი პირის მაღალი რეიტინგი ვიღაცეებისთვის არ იქნებოდა მოსაწონი. ყოველ შემთხვევაში, მმართველ გუნდში ვერ ვხედავ დალაგებულ პოზიციას, რომ ერთმანეთის რეიტინგები მოსწონდეთ", - განაცხადა კობერიძემ. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაინიშნოს, ლევან კობერიძის თქმით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ამის შემდეგ მზად არის მკვეთრი განცხადებებიც გააკეთოს.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/levan-koberidze-sergeenkos-mier-postis-shesadzlo-datovebaze-rasac-vuyureb-erti-ram-sheimchneva-rom-ashkaraa-garkveul-djgufebs-shoris-faruli-dapirispirebebi

ნიუს.ჯი- https://news.ge/2019/06/17/ashkara-aris-garveul-jgufebs-shoris/

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/bmge-is-informaciit-davit-sergeenko-posts-oficialurad-xval-datovebs-/35498/

BM.GE-ის ინფორმაციით, დავით სერგეენკო პოსტს ოფიციალურად ხვალ დატოვებს

bm.ge-ის ინფორმაციით, პრემიერის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს ოფიციალურად ხვალ დატოვებს.  პრემიერმა სერგეენკოს მოხსნის გადაწყვეტილება ქრონიკული დაავადებების პროგრამის განხორციელების დაბალი ეფექტურობის გამო მიიღო. კერძოდ, პროგრამა ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების ათვისების დაბალი ტემპებით ხასიათდება.  აღსანიშნავია, რომ დავით სერგეენკო მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება. ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მოვიდა.  სხდომათა დარბაზში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/17623-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E2%80%9C%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E2%80%9C-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98

დავით სერგეენკო “ოცნების“ წამყვანი ფიგურა იქნება - თემურ ხომერიკი

ეკონომიკის ექსპერტი თემურ ხომერიკი “2020NEWS“- თან აცხადებს, რომ  დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა კვლავ იქნება. “ბატონი სერგეენკო ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სახეა და შეუძლებელია, რომ მას ჩავარდნილად ჩაუთვალონ  წარმატებული ჯანდაცვის რეფორმა და გაუმჯობესებული სოციალური სამსახური. თუ სერგეენკო გადადგა, ასეთ შემთხვევაში, ჩემი ვარაუდით, “ოცნების“ პოლიტიკურ ბატალიებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება. მმართველი გუნდი ამ პიროვნებას უფრო  აქტიურად გამოიყენებს“,- განაცხადა თემურ ხომერიკმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სეგეენკოს, სავარაუდოდ, დღეს პოსტიდან  გაათავისუფლებენ.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/17620-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1-2020news-%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98

ის უკვე სამინისტროშია და მინისტრად მუშაობს - რა უთხრეს "2020NEWS"-ს საჩხერის საავადმყოფოში?

ის უკვე სამინისტროშია და მინისტრად მუშაობს - უთხრეს "2020NEWS"-ს საჩხერის საავადმყოფოში, სადაც ეკატერინე ტიკარაძე მოვიკითხეთ და მასთან გასაუბრება ვცადეთ. საჩხერის საავადმყოფოს თანამშრომლები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის სავარძელში გადაინაცვლა და მან დავით სერგეენკო უკვე შეცვალა. ამდენად, მედიასი გავრცელებული ინფორმაცია, სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ, დადასტურებულია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  კომპანია "დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, რომლის შემადგენლობნაში შედის საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფო. საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგენკომ წარადგინა, თუმცა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი სწავლობდა უცხოეთში და საქმიანობდა გერმანიის ერთ-ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. რაც შეეხება დავით სერგენკოს, როგორც ცნობილია, ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2012 წელს დაინიშნა და 7 წლის განმავლობაში თანამდებობას უცვლელად ინარჩუნებდა. ერთ-ერთი ვერსიით, სერგენკო მუშაობას პრემიერ მინისტრის მრჩეველის პოსტზე გააგრძელებს.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/150583-samadashvili-sergeenkos-gadakeneba-ivanishvilma-gadatskvita-popularobis-gamo-ushveben

სამადაშვილი: სერგეენკოს გადაყენება ივანიშვილმა გადაწყვიტა, პოპულარობის გამო უშვებენ

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მაღალი რეიტინგის გამო უშვებენ.  "სერგეენკოს გადაყენება არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც გამოკითხვამ აჩვენა, რომ სერგეენკო ბევრად უფრო პოპულარული არის ქართულ საზოგადოებაში ვიდრე ივანიშვილი. სერგეენკო გახდა იმ გამოკითხვების მსხვერპლი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ბევრად მეტი კეთილგანწყობილი ადამიანი ჰყავს ქვეყანაში ვიდრე ივანიშვილს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო გადაქცეული არის ივანიშვილის პირად შპს-დ ის ნიშნავს საკუთარი დაცვის უფროსს სუს-ის უფროსად, საკუთარი ექიმი ჰყავდა ჯანდაცვის მინისტრად. ახლა როგორც ჩანს შესაძლოა,იგივე გააკეთოს, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, შესაბამისად მარტივად სამართავი ადამიანების წამოწევა სურს",- ამბობს სამადაშვილი.  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს პოლიტიკური კვლევის შედეგების მიხედვით პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ ადგილზე (40%)ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა. სერგეენკოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რესპონდენტთა 12%-ს რაც შეეხება ივანიშვილს, მას უარყოფითად მოსახლეობის 39% აფასებს, დადებითად - 23%. 35%-ს მის მიმართ არც დადებითი დამოკიდებულება აქვს და არც უარყოფითი, 3%-მა არ იცის, როგორ აფასებს, 1% თავს იკავებს, კიდევ 1%-ს კი - მის შესახებ არ სმენია.  ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის გადაყენებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. თავად სერგეენკო მის გათავისუფლებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, მთავრობაში ცვლილებები პრემიერმინისტრის პრეროგატივაა და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება პრემიერის საქმეა.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: http://alia.ge/news/30719

დავით სერგეენკო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს?

პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც სავარაუდოდ, პოსტიდან უახლოეს მომავალში გადააყენებენ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ ცინცაძემ „2020NEWS“-თან განაცხადა. „2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლებად რეიტინგული კადრები თავიდან მოიცილოს ან გადამალოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას, რომელიც გათავისუფლდება, ირაკლი კობახიძე გადაიბარეს. კობახიძის ადგილს კი ლოგიკურია, რომ უფრო სოლიდური ადამიანი, დავით სერგეენკო დაიკავებს“,- განაცხადა სოსო ცინცაძემ. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თანამდებობას ტოვებს.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://akhalitaoba.ge/2019/06/mirian-tsiklauri-sergeenkos-chamoshoreba-qarthul-otsnebas-daazaralebs/

მირიან წიკლაური – სერგეენკოს ჩამოშორება “ქართულ ოცნებას” დააზარალებს

ქართული ოცნების” ყოფილი წევრი მირიან წიკლაური თვლის, რომ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენება, “ქართულ ოცნებას” დააზარალებს.მისი თქმით, სერგეენკო წარმატებული მინისტრია. „ვფიქრობ, ეს “ქართულ ოცნებას” დააზარალებს, იმიტომ რომ ისეთი წარმატებული მინისტრების ჩამოცილება როგორიც სერგეენკოა ვფიქრობ არ წაადგება საქმეს,“-ამბობს წიკლაური. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თანამდებობას დღეს დატოვებს. წყარო სამთავრობო კულუარებიდან გვატყობინებს, რომ ამერიკიდან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი სერგეენკოს გუშინ შეხვდა და გადაწყვეტილების შესახებ პირადად ამცნო. ასევე, “ნიუპოსტის” ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე განცხადებას მთავრობის მეთაური მედიასათან დღეს, 14:00 საათზე, კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს.

დღეს, სერგეენკომ პოსტიდან შესაძლო გაშვების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა და თქვა, რომ “არაფერს გამორიცხავს”.

ინტერპრესნიუს.ჯი-  https://www.interpressnews.ge/ka/article/551792-mirian-ciklauri-davit-sergeenkos-sakmianoba-namdvilad-iqo-mogvaceoba-aseti-carmatebuli-ministris-tanamdebobidan-chamocileba-sakmes-ar-caadgeba/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/478975

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551876-maia-ckitishvili-davit-sergeenko-aris-chveni-gundis-cevri/

მაია ცქიტიშვილი - დავით სერგეენკო არის ჩვენი გუნდის წევრი

დავით სერგეენკო არის ჩვენი გუნდის წევრი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადადგომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი მიაწვდის. „დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კომენტარი. დავით სერგეენკო არის ჩვენი გუნდის წევრი. ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილების შემთხვევაში პრემიერი დაგპირდათ, რომ მედია პირველი გაიგებს ამის თაობაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სერგეენკო მედიკამენტების პროგრამას შეეწირა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მსგავს ინსინუაციებს ის გამორიცხავს. „ნებისმიერ ასეთი სახის ინტერპრეტაციას საერთოდ გამოვრიცხავ. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილება და თუ ასეთი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის თაობაზე პირველ რიგში ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1560776175-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98

ვინც სერგეენკოს საკითხს კლანებს უკავშირებს პოპულისტია - გია ვოლსკი

გია ვოლსკი ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო თანამდებობიდან წასვლას არ გამორიცხავს. ვიცე სპიკერი აცხადებს, რომ ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და იმ შემთხვევაში, თუ სერგეენკო მართლაც წავა, მთავრობა განმარტებას აუცილებლად გაააკეთებს. ეფექტური იყო თუ არა ჯანდაცვის მინისტრი, ამაზე სადავო არავის არ აქვს. რა გარემოებებია ზუსტად და რის გამო ხდება ეს ცვლილება, თუკი ეს მოხდა, ამაზე მთავრობას ექნება განმარტება.„- აცხადებს გია ვოლსკი ჯანდაცვის მინისტრის სერგეენკოს შესაძლო გადაყენების თაობაზე.  ვოლსკის აზრით, იცნებიდან ახლად წასული დეპუტატების ნაწილი რუსთავი 2 -ის ნარატივს იზიარებს და სერგეენკოს კლანური დაპირისპირების მსხვერპლად აცხადებს, რაც არასერიოზული და პოპულისტურია. „რაც შეეხება კლანურ მმართველობაზე სუბარს ეს არის ნარატივი რომელიც რუსთავი2-ს აქვს და ზოგიერთი პოლიტიკოსი იმისთვის რომ უფრო პოპულარული გახდეს იტაცებს ამ ნარატივს, -  აცხადებს ვოლსკი.

---  

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/372675/

ვქმნით ჯგუფებს შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობისთვის — ბახტაძე

საქართველოს მთავრობა შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობისთვის ქმნის „მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებულ ერთობლივ ჯგუფებს“, რომლებიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, „განახორციელებენ ინტეგრირებულ მონიტორინგს სამშენებლო კომპანიებში“. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 ივნისს განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოება ბოლო წლების განმავლობაში „ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა“ იმის გამო, რომ „სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით მოხდა სამართლებრივი ვაკუუმის შექმნა ამ სფეროში“. ბახტაძემ თქვა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტებზე იჩენს თავს. „შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით შეიქმნება სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ ინტეგრირებულ მონიტორინგს სამშენებლო კომპანიებში“, — განაცხადა პრემიერმა. ბახტაძის თქმით, ეს ნაბიჯი „ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფართხის შემცველ გარემოში მოხვედრის ალბათობის შემცირებას და მინიმუმამდე დაიყვანს უბედური შემთხვევის რისკს“. „ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ცნობიერების ამაღლება, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სამშენებლო სფეროში დასაქმებული და ამავე დროს დამსაქმებელი კომპანიებისთვის“, — თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ მონიტორინგის ჯგუფები ჯერ მხოლოდ თბილისში იმუშავებენ, შემდეგ კი რეგიონებშიც. პრემიერს არ დაუზუსტებია, როდის შეიქმნება ჯგუფები, უშუალოდ ვინ დააკომპლექტებს ან კონკრეტულად რა უფლებამოსილება ექნებათ მათ.  

ბიპიაი.ჯი- https://bpi.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A8/

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551931-dimitri-ckitishvili-mnishvnelovania-rom-shromis-usaprtxoebis-kanonmdebloba-dasakmebulebis-da-damsakmebelta-interesebs-pasuxobdes/

დიმიტრი ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა დასაქმებულების და დამსაქმებელთა ინტერესებს პასუხობდეს

პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონის შესახებ ისაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დეპუტატმა ღონისძიების მონაწილეებს კანონის ძირითადი პრინციპები გააცნო და იმ სამართლებრივ რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, საკითხი შეეხებოდა როგორც შრომით უფლებებს, ასევე შრომით ურთიერთობებს, შრომის ინსპექციის საქმიანობას და კანონის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებს. „კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი გარდაიქმნა ორგანულ კანონად. მისი მოქმედების არეალი შეუზღუდავია და იგი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე ვრცელდება. კანონის მიხედვით ჩამოყალიბებულია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ინსიტიტუტი და კომპანიის სიდიდისა და რისკების ხარისხის შესაბამისად, განსაზღვრულია მათი მინიმალური რაოდენობაც. კანონი ხაზს უსვამს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის როლს და მათთან კონსულტაციების შედეგად მიღებული სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებას ახორციელებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა. მისივე შეფასებით, იურიდიულ და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები და დისკუსიები კანონის აღსრულების ზედამხეველობის პროცესში პარლამენტს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1560784754-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%95%E1%83%99%E1%83%95%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C

ექიმის აღიარება, რომელიც ევთანაზიის პრაქტიკას გადის

„ამას მკვლელობას ვერ დავარქმევდი“, - ამბობს დოქტორი ივ დე ლოხტი, რომელიც ბელგიაში ევთანაზიის პრაქტიკას გადის. „BBC“-ის ინფორმაციით, ექიმი, იმ პაციენტებს პასუხობს, რომლებიც ყოველდღე სიკვდილს ელოდებიან. პირადი და ემოციური მიზეზების გამო, ამბობს, რომ მას თვეში, მაქსიმუმ ერთი ევთანაზიის გაკეთება შეუძლია. აქტიური ევთანაზია, ანუ მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია კანონით დაშვებული. ბელგიაში, კანონის ლეგალიზაცია 2002 წელს მოხდა და ცნობილია, რომ ყოველდღიურად, საშუალოდ ექვსი ადამიანი იყენებს ამ მეთოდს. დიდ ბრიტანეთში, ეს მკვლელობად, ან გაუაზრებელ მკვლელობად ითვლება, ხოლო მაქსიმალურ სასჯელად უვადო პატიმრობაა დაწესებული. შეგახსენებთ, რომ აქტიური ევთანაზიის საკითხს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა განსხვავებულად აგვარებს. ზოგ ქვეყანაში ევთანაზია ლეგალიზებულია (ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ვაშინგტონის შტატი), ზოგ ქვეყანაში მას მკვლელობად განიხილავენ (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი), ხოლო ზოგან კი დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ (გერმანია, ავსტრალია). საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური ევთანაზია დანაშაულად ითვლება (თუმცა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღიარებული, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), რომელიც ისჯება 2-დან 5 წლამდე.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/372628/

შსს-მ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებამ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ 18 დღიანი კამკპანია, “ნუ წაართმევ ბავშვობას” დაიწყო. უწყების ცნობით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შსს-ში აცხადებენ, რომ უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შეთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას: „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომელიც სიმბოლურად გაგრძელდება 18 დღის განმავლობაში. ამ კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქორწინების იძულებასთან დაკავშირებით და იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ქორწინების იძულებას თან სდევს ხოლმე. ეს გახლავთ, სექსუალური ძალადობა და ძირითადად, ოჯახში ძალადობა. ამ დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან. როგორც წესი დანაშაულს ოჯახის წევრები ჩადიან. მართალია, მომართვიანობის მაჩვენებელი, ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ, ამ კამპანიით ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას. დღეს ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოვახდინოთ ეფექტიანი და დროული რეაგირება და ფაქტიურად გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები. მივცეთ მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება” – თქვა მეზვრიშვილმა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, 18 დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. უწყებაში ამბობენ, რომ კამპანიაში ჩაერთვებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები: “ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=207577-%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"დედა 20 წელზე მეტია, რაც შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის" - 81 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება

81 წლის ლიანა ხითარიშვილი 20 წელზე მეტია, რაც შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის! ის ფაქტი, რომ გიო დღეს ცოცხალია, სწორედ რომ დედის დამსახურებაა! მიუხედავად იმისა, რომ თავად ხშირად ავადმყოფობს, ქალბატონი ლიანა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შვილს სათანადო პირობები შეუქმნას, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირე ამის საშუალებას არ იძლევა. ცოტა ხნის წინ, ლიანა ხითარიშვილმა ინფარქტი გადაიტანა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამჟამად მას აწუხებს: სტენოკარდია, ჰიპერტენზია, მაღალი წნევა... ჩვენ ვესაუბრეთ ქალბატონ ლიანას და ვთხოვეთ გაეზიარებინა საკუთარი პრობლემები: ქალბატონო ლიანა, პროფესიით ვინ ბრძანდებით? ლიანა ხითარიშვილი: 24 წელი სტიუარდესა ვიყავი. 60-იანი წლების დასაწყისში გავიარე სპეციალური კურსები და დავიწყე მუშაობა. ეს თქვენი ოცნება იყო? ლიანა ხითარიშვილი: დიახ. მაშინ 22 წლის ვიყავი, როდესაც შემოთავაზება მივიღე, სიხარულისგან დავფრინავდი. მთელი ჩემი სიცოცხლე სწორედ ამ შესანიშნავ პროფესიას მივუძღვენი. თქვენი პირადი ცხოვრება არ აეწყო, არა? ლიანა ხითარიშვილი: ქმარს გავშორდი, როდესაც ჩვენი შვილი 3 წლის იყო. მას შემდეგ იგი არ მინახავს, არ მონაწილეობდა ბიჭის აღზრდაში. გიოც ჩემს პროფესიას გაყვა და სტიუარდი გახდა. რა დაემართა, რატომ არის საწოლს მიჯაჭვული? ლიანა ხითარიშვილი: აფხაზეთში ომის დროს სოხუმის რეისებს ემსახურებოდა, რომლებსაც დაჭრილი მეომრები ჩამოყავდა თბილისში. მასზე ძალიან იმოქმედა ომის საშინელებამ და ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. მკურნალობდით? ლიანა ხითარიშვილი: გავყიდე ბინა და აღებული თანხა შვილის მკურნალობას მოვახმარე. ახლა ვცხოვრობთ ნათესავის ბინაში, რომელიც მან უსასყიდლოთ დაგვითმო დროებით სარგებლობაში. როგორია გიოს მდგომარეობა ამ ეტაპზე? ლიანა ხითარიშვილი: იგი 54 წლისაა და მისი მდგომარეობა მძიმეა საკმაოდ. გიო საწოლს არის მიჯაჭვული. 2010 წელს ტვინის ინსულტი გადაიტანა. მაშინ მთავრობამ დააფინანსა მისი თურქეთში მკურნალობა, აგრეთვე სარეაბილიტაციო კურსიც. თავად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე? ლიანა ხითარიშვილი: მე ჩემს თავზე არც კი ვფიქრობ. მადარდებს ჩემი შვილის მომავალი და ძალიან განვიცდი. რა გესაჭიროებათ ამჟამად ყველაზე მეტად? ლიანა ხითარიშვილი: მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა - აი ეს არის ჩვენი შემოსავალი. ძალიან მჭირდება დახმარება. გთხოვთ არ დაგვტოვოთ მარტო! მეგობრებო, ლიანა ხითარიშვილს და მის ვაჟს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლიანა ხითარიშვილი).

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=207607-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

26 წლის გოგიტა მალაყმაძე, რომელიც ეტლზეა მიჯაჭვული და გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება საზოგადოების დახმარება ჭირდება

26 წლის გოგიტა მალაყმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბიჭი პირველი ჯგუფის ინვალიდია. გოგიტა სასტიკი ტკივილებით იტანჯება. ოჯახის გადმოცემით გოგიტა მალაყმაძე მეორე კლასში იყო როცა რევმატიული ართრიტი დაემართა. ის უკვე 13 წელია ეტლსაა მიჯაჭვული. ყველას შველას სთხოვს ,თუმცა უშედეგოთ. ერთი თვის წინ მეზობლების მიერ შეგროვებული თანხით ოჯახმა გოგიტა წაიყვანა თურქეთში, სადაც გაუკეთდა სპეციალური გადასახმა, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლირას შეადგენდა. აუცილებელი იყო გაკეთებულიყო კიდევ ერთი გადასხმა რომ გოგიტა ტკივილებს აღარ შეეწუხებინა. ოჯახმა დახმარებისთის ბათუმის მერიას და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, საიდნაც დახმარებაზე უარი მიიღეს.ახლა მალაყმაძეებს მხოლოდ იმედი გვაქვს კეთილო ადამინების დასმარების იმედი აქვს. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ გოგიტა მალაყმაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551842-amiran-gamqrelize-mosaxleobas-uangaro-donaciisken-moucodebs/?fbclid=IwAR0xNuP0RIhoiIjpDCXUAMw51YuDo4o0wpf8skajncYsn1u4ptdn2B1L9ZM

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას უანგარო დონაციისკენ მოუწოდებს

ბოლო წლის განმავლობაში, სისხლის უანგარო დონაციათა ხვედრითი წილი საერთო დონაციებში, 8-დან 28%-მდე გავზარდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ 100%-ში გვქონდეს უანგარო დონაცია, რადგან სწორედ უანგარო დონაციაა მეტი გარანტია გადასასხმელი სისხლის უსაფრთხოების. „საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით 100 000-მდე დონაცია გვაქვს. ერთ-ერთი პროგრესული ნაბიჯია ის, რომ ბოლო წლის განმავლობაში გავზარდეთ სისხლის უანგარო დონაციათა ხვედრითი წილი საერთო დონაციებში 8-დან 28%- მდე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ჩვენ 100%-ში გვქონდეს უანგარო დონაცია, რამეთუ უანგარო დონაცია მეტი გარანტია გახლავთ გადასასხმელი სისხლის უსაფრთხოების", -განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, „წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 000 -მდე ადამიანს სჭირდება სისხლის გადასხმა", ამიტომ მოსახლეობას უანგარო დონაციისკენ მოუწოდებს.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/210619-amiran-gamyrelidze-mosakhleobas-uangaro-donaciisken-moutsodebs.html?lang=ka-GE

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/478979

15 წლის წინ ექიმების დაუდევრობით გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგო

2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ, გულნარა სარიშვილმა 15-წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო. საქმე ეხება 2014 წლის თებერვაში „აჭარგანათებაში“ მომუშავე გიორგი ბოლქვაძის გარდაცვალების ფაქტს. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა. ადვოკატმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს დღეს მიმართა. გარდაცვლილის დედა საქმის ხელახლა აღძვრას ითხოვს. შემთხვევა 2004 წლის 16 თებერვალს მოხდა. გიორგი ბოლქვაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. იგი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში იმავე წლის 14 მარტს გარდაიცვალა

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/abastumanshi-filtvis-daavadebata-sareabilitacio-centris-mshenebloba-dasrulda

აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდა - რა დაავადებებს და როგორ უმკურნალებენ ახალ ცენტრში

„აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდება“,- ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „პოზიტივის“ დირექტორმა და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარმა არქიტექტორმა მალხაზ ჯეირანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფონდი ქართუ უახლოეს მომავალში ახლად აშენებულ საავადმყოფოს სახელმწიფოს გადაეცემა, რის შემდეგაც ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი პაციენტების მიღებას შეძლებს. ოფიციალური დოკუმენტებით მშენებლობის დამკვეთი საქველმოქმედო ფონდი “ატუა“, არაოფიციალურად კი ყველამ იცის, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის “ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განახორციელა. მალხაზ ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 5 მლნ ლარია. სამშენებლო-სამონტაჟო ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი 400 ლარი იყო. ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო. საავადმყოფო 100 პაციენტზეა გათვლილი. ცენტის სამშენებლო ფართი 4400 კვადრატული მეტრია. სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მოეწყო და მოპირკეთდა საავადმყოფოს ეზო, სადაც იტალიიდან ჩამოტანილი მარავალწლიანი ნაძვები, ფიჭვები და ფოთლოვანი მცენარეები დაირგო. ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი პროფილის სამედიცინო დაწესებულება პირველად იხსნება არა მარტო საქართველოში, არამედ ასეთი დაწესებულება ამიერკავკასიის მასშტაბითაც პირველია. მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ ტუბერკულიოზის მკურნალობა არ იქნება შესაძლებელი. „ახლა საბოლოო ტესტირებებს გავდივართ. ეს იქნება ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიების სარეაბილიტაციო— სამკურნალო ცენტრი. აქ შევა პროფესიული დაავადებები, მუნიკულიოზი, ქრონიკული ბრონქიტები, სარკოიდოზები, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები. აქამდე თუ იყო ტოლობის ნიშანი ტუბერკულიოზი აბასთუმანია, შეიქმნა ისეთი რეალობა, რომ თანამედროვე მედიკამენტებით აღარ საჭიროებს დაავადება აქცენტირებას. სარეაბილიტაციო ცენტრში იქნება კომპლექსური გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები, როგორც რენტგენი, ექოსკოპია, სრული ბიო-ქიმიური კვლევა. ძალიან ფართო სპექტრით იქნება წარმოდგენილი ფიზიო პროცედურები - სატრენაჟორო დარბაზი, სპეციფიური სუნთქვითი ვარჯიშები, მასაჟი. მოეწყობა მარილის ოთახი, ასევე გვექნება სხვადასხვა არომატის ინჰალაციები. ხშირად ვინც ავადმყოფობს ფილტვის ანთებით, გრიპოზული მდგომარეობებით, ეს ცენტრი იქნება მოწოდებული რომ, ზოგადად, მდგრადობა აუმაღლოს. ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო, ანუ ეს იქნება ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამა. საწყის ეტაპზე პაციენტთა მიმართვიანობა განისაზღვრება თბილისშ,ი ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრის მიერ. მომავალი წლიდან იგეგმება სამედიცინო ტურიზმის კუთხითაც მუშაობა და პაციენტების მოზიდვაზეც იქნება აქცენტი გაკეთებული“, - განაცხადა რევაზ ჟღენტმა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

18.06.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

დააკავებენ თუ არა დავით სერგეენკოს?

ხელისუფლება ხალხს პურს ვერ აძლევს, სამაგიეროდ, სანახაობა არ გვაკლია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წინ უფრო დიდი გართობა გველოდება. ამჯერად ეს გართობა მხოლოდ სამთავრობო ცვლილებებით არ შემოიფარგლება და შესაძლოა პოლიტიკურ ავანსცენაზე ახალი პოლიტიკური ძალა შემოგრიალდეს. ამ ახალი ძალის პოლიტიკურ ავანსცენაზე შემოსვლა რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ახლა, ეტყობა, ამის დრო მოვიდა და ლევან ვასაძე შეეცდება იმის მიღებას, რისთვისაც ამდენი ხანი იბრძვის. `ახალი თაობა~ ჯერ კიდევ მარტის თვეში წერდა, რომ რაინდის ტიტულის მატარებელს ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლაზე კურთხევა მისცა. მათ შორის მოლაპარაკება მარტის მეორე ნახევარში შედგა. მაშინ გადაწყვიტეს, რომ ვასაძე პოლიტიკა ში შემოდგომისთვის ნელნელა შემოვიდოდა. იმაზეც კი იყო საუბარი, რომ მისგან შეიქმნებოდა მესამე ძალა. მერე ოლიგარქს და რაინდს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მესამე ძალის ხელოვნურად დაბადება ჩაშლამდე მივიდა. ივანიშვილმა გადაწყვიტა, მცირე პარტიებზე გაეკეთებინა აქცენტი, რომელთაც ასევე თავად შექმნიდა. `ოცნებიდან~ წასულები რომ მის დაკრულზე იცეკვებენ, ამაში ეჭვი ისედაც არავის შეჰპარვია. ოლიგარქის დაკრულზე ისინი მომავალშიც იცეკვებენ, მაგრამ მესამე ძალობისთვის კვლავ ვასაძეზე შეაჩერეს არჩევანი. ამაში ნინო ბურჯანაძეს და ირაკლი ოქრუაშვილს მიუძღვით ლომის წილი. ამ უკანასკნელმა დააფუძნა პარტია და გაბრაზებული ხალხი მიიპატიჟა. ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი საქართველოში მრავლად არის და არაა გამორიცხული, მათი ნაწილი თავდაცვის ექსმინისტრის მოძრაობას შეუერთდეს, რომელსაც სერიოზული ქარიზმა აქვს და ხალხის აყოლიება შეუძლია. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, `ოცნებაში~ ამბობენ, რომ მის პარტიას 15%იანი რეიტინგი აქვს. აქედან გამომდინარე საჭიროა მისი განეიტრალება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდო მარე რუსეთთან ასოცირდება და ამ ძალის გასანეიტრალებლად შეიძლება ვასაძე გამოიყენონ. ხელისუფლებაში აქვთ გათვლა, რომ ვასაძე ბურჯანაძეს პრორუსულ ელექტორატს წაართმევს, ოქრუაშვილს კი იმ ხალხს, რომლებიც ამდენი ხანია, ეროვნული ძალის გამოჩენას ელოდებიან. არც ის ყოფილა შემთხვევითი, ვასაძისგან ეროვნული მოღვაწის ხატი რომ შექმნეს. შემოდგომისთვის უფრო კარგად შეიფუთებოდა ეს პროექტი, მაგრამ დრო აღარ ითმენდა და რაინდიც გამოვიდა ასპარეზზე. ამ პროექტის ავტორებს, როგორც იტყვიან, სულზე მოუსწო თბილისი პრაიდმა, რომლის ჩასაშლელად რაინდმა კომბალი აიღო და თეთრი ჩოხა შემოიცვა. ვიღაცა შეიძლება მის ფიგურას არასერიოზულად აღიქვამდეს, მაგრამ თავისი აგრესიული განცხადებებით ამ დღეებში მას ბევრი მომხრე გამოუჩნდა. ამ დღეებში თუ პრაიდისტებთან შეტაკებებში მოუწია მონაწილეობა, მისი რეიტინგი ალბათ კიდევ უფრო აიწევს. რამდენად შეინარჩუნებს რაინდი ამ რეიტინგს, ჯერ უცნობია _ ივანიშვილი ხშირად იცვლის ხოლმე პოზიციებს. მით უმეტეს, როცა ამერიკიდან შენიშვნებს აძლევენ. ახლაც სერიოზული შენიშვნა მიიღო ვაშინგტონიდან. აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ღიად თქვა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოში უნდა აშენდეს. `ოცნების~ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ვასაძის ასეთი მოულოდნელი გააფთრებული გააქტიურება ანაკლიის ამბის გადაფარვასაც ისახავდეს მიზნად. მართალია, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ივანიშვილს ქონების ნაწილი იქ აქვს დაბინავებული, მაგრამ ოლიგარქს მოსკოვისთვისაც უწევს ანგარიშის გაწევა, ლევან ვასაძე კი რუსული პროექტია. სახელისუფლებო კულუარებში ასევე აქტიურად განიხილება სამთავრობო ცვლილებებიც. იმდენად მძიმედ და სერიოზულად არის საქმე, რომ ივანიშვილი მზადაა, დავით სერგეენკოსაც კი შეელიოს, რომელიც, წულუკიანთან ერთად, `ოცნების~ მოსვლის დღიდან მინისტრის სავარძელზე ზის. ხმები მისი შესაძლო გადადგომის შესახებ სერგეენკომ არც უარყო და არც დაადასტურა, `ოცნების~ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ მისი სკამის შერყევა იმ სკანდალს უკავშირდებოდეს, რომელიც ამერიკელებმა გამოიძიეს. ცე ჰეპატიტისთვის განკუთვნილი წამალი, რომლის ღირებულებაც ათეულობით ათასი დოლარი ღირს, დასავლეთმა საქართველოს აჩუქა. ცოტა ხნის წინ კი ამერიკელებმა ეს ვაქცინა რუსეთში, შავ ბაზარზე აღმოაჩინეს. რუსეთში ის აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მოხვდა. ჩვენი ხელისუფლება ხშირად აპელირებდა, რომ ამ პროგრამაში ოსები და აფხაზებიც ჰყავდა ჩართული. ამას არც დასავლეთი ეწინააღმდეგებოდა. ქართველები, ოსები და აფხაზები მალე მიხვდნენ, რომ ამ წამლით დიდ ფულს იშოვიდნენ და საქმესაც შეუდგნენ. აფხაზებისა და ოსებისთვის განკუთვნილი წამლები რუსეთში აღმოჩნდა. რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებაში აქტიურად საუბრობდნენ, რომ ამ სკანდალს დავით სერგეენკო და შერიგების საქმეთა მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გადაჰყვებოდნენ. ხელისუფლებაში არც მათ დაკავებას გამორიცხავდნენ. სერგეენკო აშკარად ნიჩაბზე ზის და მალე მის ბედს სხვა მინისტრებიც გაიზიარებენ. მთავრობის მეთაურმა გუშინ, 17 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობაში ცვლილებები იქნება. `ოცნების~ კულუარებში ამბობენ, რომ ის ცვლილებები და ვასაძის ეროვნული გამოსვლები ხელოვნურ კრიზისს შექმნის, რასაც ვადამდელი არჩევნები მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში ანაკლიის ამბავიც გადაიფარება და ივანიშვილიც მესამე ვადით შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას. ამ დროისთვის არჩევნებისთვის, `ოცნების~ გარდა, მზად არავინ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6156363&name=18.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ჯანდაცვის სისტემის საჩხერიზაცია გრძელდება

ერთი "საჩხერელი" მეორე "საჩხერელს" ჩაანაცვლებს. ეკატერინე ტიკარაძე დავით სერგეენკოს არც პროფესიონალიზმით, არც გამოცდილებით და არც მენეჯმენტით სჯობს და ზოგადადაც, ივანიშვილის ოდნავ მეტი დრო რომ ჰქონოდა, ტიკარაძეს ამ ადგილზე არ დანიშნავდა. მაგრამ ვინაიდან სერგეენკოს გადაყენება გარდაუვალი იყო საქართველოში FBI-ს წარმომადგენლების ჩამოსვლის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო ფონდების გახარჯულ თანხებს ეხებოდა, სასწრაფოდ უნდა მოძებნილიყო მისი შემცვლელის კანდიდატურა. არადა, "5 წუთით" ადრე, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა განიხილებოდა, რომელიც ტიკარაძის თბილისში გადმონაცვლებამდე, რატომღაც, მეორე მოადგილედ გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ბიძინას თავისი საჩხერელი ურჩევნია... ერთი წლის მონაცემებით 15-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა. ამის შესახებ საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, მაია ხომერიკი აცხადებს... მაია ხომერიკის განმარტებით, ჯარიმების დაკისრების მიზანი საკეისრო კვეთების შემცირებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს საკეისრო კვეთებმა მშობიარობების საერთო რაოდენობის 43% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება. საერთო ჯამში ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა. საქართველოს მასშტაბით 2016-2018 წლებში აღმოჩენილი დარღვევების გამო სულ 197 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ისეთი კლინიკები, როგორიც არის "ევექსი", "მედლაფა", "ჩაჩავას კლინიკა", "ჰერა", "ღუდუშაური", "ჯეოჰოსპიტალსი", "მედკაპიტალი" და ა.შ. სერგეენკომ აღნიშნული სანქციები შემდეგნაირად ახსნა, რომ "დატერორებულმა" კლინიკებმა თანხები არასწორად მიიღეს ბიუჯეტიდან და უკან უნდა დააბრუნონ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ცვლილების შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმაც გასცა რეკომენდაციები, რომლის ნახევარზე მეტი არ გაითვალისწინეს. ერთადერთი, 3 თვის ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება. ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდისა და ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად - 5% და 10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა, რომელზედაც გაფორმდება გრაფიკი, არ ჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების გაგრძელების პერსპექტივა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6156525&name=18.06.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

„წამლების რეფორმის“ ჩავარდნა თუ შიდა პოლიტიკური ინტრიგა - რატომ უშვებენ სერგეენკოს

„მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ დავით სერგეენკოს შესაძლო გათავისუფლებაზე არაერთგზის დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა, თუმცა, ამ ზოგადი პასუხის მიუხედავად, ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ „ქართული ოცნების" დღემდე უცვლელ, ყველაზე რეიტინგულ და ასევე დიდი სამინისტროს მინისტრს, სერგეენკოს თანამდებობიდან უშვებენ და მამუკა ბახტაძე ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად, დიდი ალბათობით, სამშაბათს ან უახლოეს დღეებში აუცილებლად გამოაცხადებს. მის შემცველად კი, როგორც მედიაში ითქვა, საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე განიხილება. თავის დროზე ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ წარუდგინა. სწორედ ამ საავადმყოფოს ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი იყო გამინისტრებამდე სერგეენკო. უკვე მინიშნებაც გაკეთდა იმაზე, რომ სერგეენკოს სახლში არ გაუშვებენ და ის ისევ სახელმწიფო სამსახურში დარჩება, თუმცა, სად, ეს ჯერ არ თქმულა. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი მინისტრი დავით სერგეენკო ამ დრომდე „ოცნების" სამთავრობო კაბინეტში თეა წულუკიანთან ერთად უცვლელი მინისტრი გახლავთ, ის 2012 წლიდან ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტროს და არსებული ინფორმაციით მისი 7-წლიანი მინისტრობა სამშაბათს დასრულდება. რას გახდა სერგეენკოს გაშვების მიზეზი? ოფიციალურად ჯერ, რასაკვირველია, არაფერი თქმულა, თუმცა, ორი სავარაუდო მიზეზი დასახელდა. ერთ-ერთ მიზეზად სახელდება უფასო მედიკამენტების გაცემის პროგრამის ჩავარდნა. 2019 წელს მედიკამენტების პროგრამაზე მთლიანობაში 20 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო და ოფიციალური მონაცემებით 5 თვის განმავლობაში მხოლოდ 1-მილიონ ლარამდეა დახარჯული და ითქვა, რომ ეს გახდა ბახტაძის უკმაყოფილების მიზეზი. მეორე ვერსიაა შიდა კლანური დაპირისპირება. „ოცნებიდან" წამოსული დეპუტატები აცხადებენ, რომ რეალური მიზეზი პოლიტიკური ეჭვიანობაა, რადგან სერგეენკოს პოპულარობა „ოცნებაში" ბევრს არ მოსწონს. ასევე, ჯანდაცვის მინისტრის პოპულარობა არც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეიძლება მოსწონდეს, რადგან ბოლო ენ-დი-აის მიერ აპრილში ჩატარებული კვლევით დავით სერგეენკო და კახა კალაძე იყვნენ ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები 40-40%-ით, თავად ივანიშვილი კი პოლიტიკოსების ანტირეიტინგის სათავეში აღმოჩნდა 39%-ით და ის დადებითად მხოლოდ 21%-მა შეაფასა. ამავე კვლევით, მამუკა ბახტაძეს მხოლოდ 26% იწონებდა, შს მინისტრ გიორგი გახარიას - 27%. ცნობისათვის, 2 დღეა მედიაში ატეხილია ხმაური, რომ „ოცნების" ყველაზე მძიმეწონიან მინისტრს თანამდებობიდან უშვებენ და მიუხედავად ჟურნალისტების მიერ არაერთგზის დასმული შეკითხვისას, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე, სადაც აშშ-ში ვიზიტის წარმატებებზე ისაუბრა, გარკვევით არ თქვა, აპირებს თუ არა უახლოეს დღეებში სერგეენკოს კაბინეტიდან გაშვებას. მამუკა ბახტაძემ თქვა მხოლოდ ის, დღეს (ორშაბათს) საკადრო გადაწყვეტილება არ მიუღია და „მოვლენებს წინ არ გავუსწროთ". ასევე თქვა, რომ „გუნდში ყოველთვის საჭიროა ახალი სისხლი" და რომ სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება „ოცნების" გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. თუმცა, რამდენჯერმე განმეორებული შეკითხვის პასუხად ერთხელაც არ უარყვია, რომ სერგეენკოს გაშვება არ განხილულა და არ მოხდება. სამაგიეროდ კატეგორიულად უარყო და უსაფუძვლო ჭორები უწოდა ასევე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ თანამდებობას თვითონაც დატოვებს და მის შემცვლელად მაია ცქიტიშვილი განიხილება. „გუნდში განახლება და ახალი სისხლი, განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. თქვენ იქნებით პირველი, ვინ ამის შესახებ შეიტყობთ", - განაცხადა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის მსგავსად მოვლენებისათვის წინ არ გასწრება ურჩიეს მედიას კაბინეტის სხვა მინისტრებმაც. მაია ცქიტიშვილმა და ნათია თურნავამ განაცხადეს, რომ სამთავრობო ცვლილებებიც და ამაზე საჯარო განცხადების გაკეთებაც პრემიერის პრეროგატივაა და არა მათი. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი თქვა, რომ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. „ეს პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს და იგი დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში გააკეთებს შესაბამის განცხადებას... ზუსტად რა გარემოებებია და რის გამო ხდება ეს ცვლილება, თუკი მოხდა, ცხადია, ამაზე მთავრობას დამატებითი კომენტარი ექნება", - განაცხადა ვოლსკიმ. მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკოს გათავისუფლებაზე ინფორმაცია გადაჭრით არავინ დაადასტურა, თავად სერგეენკომ „რუსთავი 2"-თან საუბარში თქვა, რომ „ვერ გამორიცხავს" და როგორც სხვა ყველამ, მანაც თქვა, რომ ამაზე განცხადების გაკეთების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. „ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ,"- განაცხადა ორშაბათს მთავრობის სხდომის დაწყებამდე სერგეენკომ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დღეს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი იმართება და ელოდება თუ არა, რომ მის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება გამოცხადდება, სერგეენკომ თქვა, რომ დღეს ამას არ ელოდება. „მართალი გითხრათ, მე ასე არ ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში იქნება",- თქვა სერგეენკომ. ხელისუფლების ოპონენტებში ყველა დარწმუნებულია, რომ სერგეენკოს გაშვებაზე გადაწყვეტილება მიიღო არა მამუკა ბახტაძემ, არამედ პირადად ივანიშვილმა, რომლის რჩეულიც იყო თავის დროზე ჯანდაცვის მინისტრი. გარდა ამისა, „ოცნებიდან" წამოსული დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს იმასაც, რომ სერგეენკო მთავრობის სხვა წევრებთან შედარებით რეიტინგული მინისტრი იყო და ამიტომაც მისი გაშვება უფრო „კლანური" დაპირისპირების შედეგია. „ეს არის უფრო კლანური დაპირისპირება, სადაც სერგეენკო, როგორც მთავრობის წევრი, დამარცხდა," - ამბობს ნაცვლიშვილი. დაახლოებით იმავეს ამბობს ასევე „ოცნების" ყოფილი წევრი ლევან კობერიძე. „ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარა არის გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები," - ამბობს კობერიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6156288&name=18.06.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

რომან გოცირიძე: "მიზეზები უნდა ვეძებოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიაში"

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გოცირიძე ფიქრობს, რომ სერგეენკო შიდა ინტრიგების გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები წარუმატებელი იყო, ის არ ყოფილა კორუმპირებული თანამდებობის პირი. - მიზეზები უნდა ვეძებოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიაში, ამიტომ, მე ფსიქოლოგიურ კვლევებს ვერ დავიწყებ. ძალიან საყვარელი მინისტრებია, როგორც ჩანს, უყვარს ასეთი გამონათქვამი და ერთ-ერთი საყვარელი გაწირა, ამბობენ, შიდა ინტრიგების გამო. ის არ იყო კორუმპირებული და მან ბევრი კორუმპირებული თავისი მოადგილე თუ თანამშრომელი გაათავისუფლა, მიუხედავად ამისა, სერგეენკოს მიერ ჩატარებული ეკონომიკური რეფორმები იყო ცუდი, ვინაიდან მრავალი მილიარდი დაიხარჯა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მას არ ჰქონდა სათანადო უკუგება, ეს უშუალოდ მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიდგომების ბრალი იყო, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6156388&name=18.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

"ჩაუდგება თუ არა 2020 წლის საარჩევნო სიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი?"

`ქართული ოცნების~ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე და 2020 წლის საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე საუბრობს. _ ბატონო ნუკრი, რას უკავშირდება ჯან დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსთანამდე ბობიდან შესაძლო გადაყენება? ბევრი ამბობს, რომ მან გუნდის შიგნით არსებულ ჯგუფებს შორის ფარულ დაპირისპირებას ვერ გაუძლო და ამას შეეწირა. _ არა, ამას გამოვრიცხავ. არავითარი ჯგუ ფებს შორის ფარული დაპირისპირება არ არსე ბობს. სექტემბეროქტომბერში ეს პროცესი კი დევ უფრო გაგრძელდება და მე ამას მხოლოდ განახლებას ვუკავშირებ. დავით სერგეენკოს თა ნამდებობიდან შესაძლო წასვლას ვუკავშირებ მხოლოდ იმას, რომ ახალი სისხლია საჭირო. ახალი ენერგია, ახალი ძალებია საჭირო. მე გუნ დის განახლებაზე ბევრჯერ მისაუბრია თქვენთა ნაც და საერთოდ, ამაზე `ქართული ოცნების~ შეხვედრებზეც ვსაუბრობ ხოლმე. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ის იყო ერთერთი ხელმძღვანელი სწორედ ჯანდაცვის პროგრამის, რომელმაც ნამდვილად გადაარჩინა ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ის 78 წელი ემსა ხურებოდა ამ საქმეს. მის მიმართ საზოგადოებას ნამდვილად ჰქონდა და ახლაც აქვს კეთილგან წყობა. _ სწორედ ეს იწვევს კითხვებს. _ თუ მოხდება ეს ცვლილება, მაშინ ეს იქნება სიახლისთვის გადადგმული ნაბიჯი. ახ ლის შემოტანისთვის გაკეთებული სვლა. მე კატე გორიულად არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი წარმატებული პიროვნება გუნდს განერიდე ბა და ის პოლიტიკური არეალიდან გაქრება. _ ფიქრობთ, საპარლამენტო სიაში გადაინაცვლებს? _ დიახ, არ გამოვრიცხავ. სერგეენკო აუცილებლად შეიტანს დადებით წვლილს `ქართული ოცნების~ შემდგომ საქმიანობა ში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. _ ასეთი მოსაზრებაც ვრცელდება, რომ დავით სერგეენკო სწორედ 2020 წლის საარ ჩევნო სიაში შეიძლება ვიხილოთ, რადგან მას ყოველთვის მაღალი მოწონების რეიტინგი აქვს. _ დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. თუმცა, მე აქვე ვადასტურებ, რომ ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება და მე არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. ცხადია, ჯერ საპარლამენტო სია ფორმირებული არ არის და ამაზე ჯერ საუბარიც არ ყოფილა, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასეთი გამოცდილე ბისა და მით უფრო, რეიტინგის ადამიანი დასაკარგი არ არის. ასეთი ხალხი, პირიქით, მაქსიმალურად არის გუნდის მიერ გამოსაყენებე ლი. _ წინა კვირას ასევე გავრცელდა ინფორ მაცია პრემიერ ბახტაძის გადადგომის შესახებ. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ მისი გადაყენე ბა რამდენიმე თვით გადაიწევს ამერიკაში ვიზი ტიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყოს ამერიკე ლების მიერ უარყოფითად აღქმული. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? _ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ მუდმივად არავინ არ არის, ამას მოწმობს თუნდაც ჩვენი 78წლიანი ხელი სუფლებაში ყოფნის პერიოდი, როდესაც პრემი ერები იცვლებოდნენ და ეს როტაცია იყო. თუმცა, ამ ეტაპზე ამას გამოვრიცხავ სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც თქვით, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. _ საუბარია, რომ ვიცეპრემიერი მაია ცქი ტიშვილი ჩაანაცვლებს. _ არა, ვერაფერს გეტყვით, მე ეს ინფორ მაცია არ მაქვს. ცქიტიშვილი იქნება თუ ვინ იქნება, არ ვიცი, არავითარი სიმპტომი ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ბახტაძე მიდის, მაგრამ მომავალში არაფერი არ არის გამორიცხული. _ პრესაში ვრცელდება 2020 წლის საპარ ლამენტო სიასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია. თქვენ რა შეგიძლიათ ამ დროისთვის გვითხრათ? თალაკვაძემ ახალი სახეები უკვე და აანონსა. _ მხოლოდ ზოგადად შემიძლია გითხრათ: დიახ, სიახლე საჭიროა, მაგრამ ახალი სახეები უნდა სჯობდნენ, მაგრამ არა მხოლოდ სიახ ლით! ცოდნა, მაღალი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ეს ყველაფერი ძალიან მნიშ ვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთგულება. ამიტომ, ვისაც ჩაანაცვლებენ, იმას უნდა სჯობდეს. განახლება აუცილებე ლია. ეს დროის მოთხოვნაა. რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, დღეს ვერაფერს გეტ ყვით, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. _ სიას ვინ დააკომპლექტებს? თითქოს ამაზე ძალიან დიდი დავაა გუნდში. _ პარტიის თავმჯდომარე იმიტომ არის პარტიის თავმჯდომარე, რომ მას ექნება ამ საქმეში დიდი წვლილი. ბუნებრივია, ივანიშ ვილის პოზიციები იქნება უმნიშვნელოვანესი, მაგრამ გუნდისგანაც არ იქნება დამალული. _ იყო ამაზე საუბარი გუნდში? _ ჯერ ეს პროცესი ასეთ კონკრეტიკაში არ გადასულა. რამდენიმე თვეში დღის წეს რიგში დადგება. სექტემბრიდან დაიწყება მზა დება, გეგმის შემუშავება, შემდეგ გაცნობა. ასევე მოსამზადებელი იქნება კონფერენციები, მოსამზადებელი იქნება ყრილობა, ერთგვარი დათ ვალიერება უნდა მოხდეს პარტიული ორგანიზა ციების. კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა და ეს ჯერ ნაადრევიც არის. _ ჩემი ინფორმაციით, საარჩევნო სიას სათავეში თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. ამით სიის პირველი ნომრის პრობლემაც მოიხ სნება და ეს იქნება ერთგვარი გზავნილიც `ოცნე ბის~ მხარდამჭერებისთვისაც. რა შეგიძლიათ გვითხრათ? _ ალბათ, ეს ვარიანტიც იქნება განხილუ ლი. თუმცა, ამ ეტაპზე ასე კონკრეტულად საუ ბარი არ ყოფილა. თუმცა, რასაკვირველია, შე საძლებელია, რომ ეს ვარიანტიც იყოს განხილული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6156391&name=18.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.06.2019

მედიასაშუალება: ქრონიკა+

დაუნის სინდრომი -გამოწვევა ჯანდაცვის სამინისტროსთვის

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების საჭიროებებზე ქრონიკა+ ორი შვილის მარტოხელა დედას, ეკატერინე ონიანს ესაუბრა, რომელიც სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებს. ონიანი ინტერვიუში ამბობს, რომ იძულებულია ქვეყანა დატოვოს და სხვა სახელმწიფოს მოსთხოვოს თავშესაფარი. 9 წლის ლუკას დიაგნოზია ტრანსლოკაციური ფორმის დაუნის სინდრომი, რომელსაც განსაკუთრებული და მუდმივი მკურნალობა სჭირდება. ეკა ონიანი: -ჩემი შვილი არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, აქვს მეტყველების პრობლემა და საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენა. მთელი წელი ვატარე საჯარო სკოლაში. სამწუხაროდ, შედეგი ვერ დავინახე, ამიტომ სხვა სკოლაში გადამყავს. -როგორც ვიცი, ლუკას სხვადასხვა ტიპის თერაპია სჭირდება, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. სახელმწიფო რამდენად ადეკვატურია გვერდით დგომის მხრივ? -ჯანდაცვის სამინისტროში მეტყველების თერაპიაზე დაფინანსება მოვითხოვე, რაზეც უარი მივიღე. ეს დაფინანსება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ლუკამ ბგერების გამოთქმა დაიწყო. -რა თანხაზე იყო საუბარი? -100 ლარზე ცოტა მეტი იყო საჭირო. სიმართლე გითხრათ, ბევრ რამეში არასწორად იქცევა ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ, აგიხსნით: საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და ვიცი ერთი ოჯახი, რომელსაც უარს არასდროს ეუბნებიან - რა დროსაც არ უნდა შეიტანოს განაცხადი დაფინანსებაზე, ყოველთვის ურიცხავენ გარკვეულ თანხას და ცოტა არ იყოს, ეს საწყენია. მგონია, რომ პირადი სიმპათიით არჩევენ ადამიანებს. -ძალიან ხშირად საუბარია, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან უფასო სერვისები აქვს, ეს ყველაფერი არასაკმარისია? -იცით, როგორ არის სახელმწიფოს მხრიდან ეს სერვისები რასაც გვთავაზობენ? სახლი რომ ააშენო და მხოლოდ გარე ფასადი გადაღებო და შიგნით უწესრიგობა დატოვო. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში თანხები არ არის საკმარისი? ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის და მათი ხელფასებისთვის ხომ არის ბიუჯეტში თანხები? ვთქვათ მერიაში შეიტანე კალკულაცია 1000 ლარის დაფინანსებაზე, მაგრამ რეალურად ამ თანხას არ გაძლევენ. თუ გაგიმართლა და დაგიფინანსეს, მხოლოდ 250 ლარს გიგდებენ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სტანდარტი. ძალიან ცუდია, როცა უყურადღებობას გრძნობ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე თბილისის მერიის მხრიდან. უკვე ძალიან მინდა ეს ქვეყანა დავტოვო და სადმე მოვითხოვო თავშესაფარი.. რატომ მიიღო ეკა ონიანმა უარი ჯანდაცვის სამინისტროსგან 9 წლის ლუკას მკურნალობაზე? -ამ კითხვით ქრონიკა+-მა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. ნატო ჩაფიძე - სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: "რეფერალური პროგრამის ფარგლებში მას ერთხელ უკვე დაფინანსება მიღებული აქვს.. შემდეგ უკვე რაც გვაქვს პროგრამით გათვალისწინებული სერვისი დღის ცენტრის მომსახურებაზე, დედას არ მოუმართავს.”

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6156537&name=18.06.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

​