მედიამონიტორინგი 17.07.2019
ტელევიზია
17.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
პრემიერის ინიციატივას ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების სიმბოლურ ფასად გაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. მათი თქმით, ჯანდაცვის პროგრამას ძირეული რეფორმა სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ჯანდაცვის სფერო ხელისუფლების პრიორიტეტია და მსგავსი პროგრამები კვლავ გაგრძელდება. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფებიც 1 ლარად შეიძენენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა განაცხადა. მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე. ინიციატივას მმართველ გუნდში დადებითად აფასებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220543
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220437
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220349
---
17.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოკითხვა გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. პოლიციაში იმყოფებოდნენ გარდაცვლილი მუშის თანამშრომლები, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. როგორც ცნობილია, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული არასრულწლოვანი იყო. შრომის უსაფრთხოების კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია არ დაასაქმოს არასრულწლოვანი მომატებული საფრთხისშემცველ და საშიშპირობებიან სამუშაოზე. ფაქტს გამოძიება სწავლობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220818
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220545
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220438
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220334
---
17.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს აკისრებენ. მათი თქმით, აუცილებელია შრომის ინსპექციამ უზრუნველჰყოს ობიექტებზე დასაქმებულების შრომითი უსაფრთხოება. მშენებლობაზე არასრულწლოვანის გარდაცვალების გამო, პოლიციაში ინდური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვა სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება. გუშინ კი პროცესი გვიანობამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა ასევე სამი მუშა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220342
---
16.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
უბედური შემთხვევა, რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა - 16 წლის გიორგი ბესკენაძე სამშენებლო ობიექტზე, სადაც თავად მუშაობდა, ლიფტის შახტში ჩავარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220068
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220031
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220019
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6219978
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6219944
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6219737
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6219507
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6219109
---
16.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედი დღე
დღევანდელი რისკ-ფატორი ეხება იმ არასრულწლოვან ბავშვებს, რომელბიც დღემდე საქარტველოში მძიმე შრომაში არიან ჩაფლულები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6218470
---
16.07.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია TV1
დღეს მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების 1 ლარად შეძენა. ეს ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6219962
---
16.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
მამუკა ბახტაძის ბრიფინგი. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების 1 ლარად შეძენა. ეს ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6219203
---
16.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ზაფხულის სეზონურ დაავადებებზე ისაუბრა. პაატა იმნაძის თქმით, ინფექციების მხრივ მშვიდი სეზონია. მისი განცხადებით, ის დაავადებებიც კი, რაც ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი, შემცირებულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6218713
ტელეკომპანია აჭარა- მთავარი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6219073
---
ინტერნეტი
17.07.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/556519-zurab-chiaberashvili-mamuka-baxtazem-medikamentebis-raodenobac-ki-scorad-ver-datvala
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მამუკა ბახტაძემ მედიკამენტების რაოდენობაც კი სწორად ვერ დათვალა
მამუკა ბახტაძემ მედიკამენტების რაოდენობაც კი სწორად ვერ დათვალა, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისივე თქმით, საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. „სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წელს, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. სარგებელს ასიათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი განვლილ ექვსთვენახევარში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან მხოლოდ 2.5 მლნ ლარი აითვისა”, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი. მისივე თქმით, ამ ფონზე საზოგადოების დაცინვად აღიქმება პრემიერ ბახტაძის განცხადება, თითქოს მთავრობა მოქალაქეების დასახმარებლად ახალი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. „პროგრამამ, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, ვერ შეამსუბუქა ტვირთი, რომელიც ასიათასობით გაჭირვებულ ადამიანს წამლების გაძვირებით დაედო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან 8 მლნ ლარის წამალი შეიძინა. პროგრამის ამოქმედებამდე ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. სინამდვილეში, 2017-2018 წლებში პროგრამით 32 669 პირმა ისარგებლა. სავალალოა, რომ პრემიერმა ბახტაძემ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების რაოდენობაც არასწორად დაასახელა. დღეს მოქმედი ჩამონათვალით პროგრამაში არა 35, არამედ 41 წამალია”, - ამბობს ჭიაბერაშვილი. მისივე შეფასებით, მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. „2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ. გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ასიათასობით გაჭირვებული მოქალაქის ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
---
17.07.2019
მედიასაშუალება: http://newpress.ge/35-dasaxelebis-medikamenti-1-larad---mamuka-baxtadzem-gancxadeba-gaaketa
35 დასახელების მედიკამენტი 1 ლარად - სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის
დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც დიფერენცირება იხსნება. „ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“. - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
---
17.07.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=87148
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი სპეცმანქანა შეემატა
ქობულეთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი სპეცმანქანა შეემატა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. „ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გასულ თვეში გაიზარდა ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა. ამჟამად მოსახლეობას მომსახურებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ავტომანქანა უწევს, 20 ივლისიდან ცენტრს მეშვიდე ბრიგადა შეემატება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სასწრაფო ცენტრებზე სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ სამინისტროში.
---
17.07.2019
16 წლის ბიჭი პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა - ირაკლი კუპრაძე
სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე გუშინ, მშენებლობაზე არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „16 წლის ბიჭს ძმა დაეღუპა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. ერთადერთი დედა დარჩა. მის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა. უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, უპატრონობის გამო - მშენებლობას რომ არავინ ამოწმებს, დაუსჯელობის გამო, წინა კვირას რომ ორი კაცი მოკვდა და ისინიც ყველას ეკიდა, როგორც ამას დაიკიდებენ, მაგის გამო. მეთერთმეტე კლასელი ბავშვი მოკვდა მშენებლობაზე, იქ, სადაც ბანერი ჰქონდათ გაკრული - ბავშვები მოარიდეთ ტერიტორიას, საშიშიაო - იქ მოკვდა! მეთერთმეტეკლასელი ბიჭი, მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა. სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. ნეტავ ოდესმე თუ გვექნება სახელმწიფო? ეს გაუგებრობა და არქიფო სეთურის გათანამდროვებული კომპაქტური ჩასახლება კი არა, სახელმწიფო, სადაც ბავშვის მძიმე შრომა და დაღუპვა ქვეყნის ტრაგედია იქნება,“ - წერს კუპრაძე. გუშინ, ისანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შემდგომ გაირკვა, ის არასრულწლოვანი იყო. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხობს.
---
16.07.2019
მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=210160-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90,%20%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98
"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებლობაზე დაღუპული მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა, რომელიც სოფელ აფენის თემში შედის. აფენში არსებული ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ, ბეშკენაძეებს თავს ტრაგედია დაატყდა. გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა გარდაცვლილის უფროსმა ძმამ. ოჯახის მამა შვილზე დარდს ვერ გაუმკლავდა და შვილის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გიორგი ბეშკენაძე მშობლიურ სოფელში ჯერ არ ჩაუსვენებიათ. შეგახსენებთ, დღეს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მოზარდმა ობიქტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე ჯანდაცვის სამინისტროში განმარტება გაკეთდა, სადაც დაადასტურეს, რომ სამშენებლო ობიექტზე დარღვევები იყო. უწყების წარმომადგენლების თქმით, უსაფრთხოების არც ერთი ნორმა არ იყო დაცული, რომლების გათვალისწინებაც სავალდებულო იყო. ამ დროისთვის ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
---
16.07.2019
"ადამიანების დაღუპვა სამუშაო ადგილებზე იქცა რუტინად და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას" - ირაკლი კუპრაძე
ტრაგედია დოლაბაურის ქუჩაზე - არასამთავრობო სექტორი მუშის დაღუპვას ეხმაურება და მომხდარზე სრულ პასუხისნგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მესამე სექტორის განცხადებით, მძიმე სამუშაო პირობებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ ხდება, რის შედეგადაც ადამიანები ზარალდებიან. გამოსავალი კი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების რეალური დაცვაა. "ტრაგედიები და ადამიანების დაღუპვა სამუშაო ადგილებზე იქცა რუტინად ქართული საზოგადოებისთვის, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა დღეს ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას ეს არის ლუსტრაცია იმ შრომის ბაზრისა რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. უმძიმესი ფაქტია, რომ არასრულწლოვანია დაღუპული ადამიანი, რომელიც დასაქმებული იყო თავის დროზე. არ არის არანაირად გაკონტროლებული, მშობლის ნებართვით ხდებოდა თუ არა მისი ამ მძიმე სამუშაოზე, სახიფათო სამუშაოზე ყოფნა. პარალელურად, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არ განუხორციელებია არანაირი ინსპექტირება. ერთადერთი გამოსავალი არის მონიტორინგის გაძლიერება, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების რეალური დაცვა. აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი კონტროლის მექანიზმი და აღსრულების მექანზმი, რომელზეც ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
---
16.07.2019
შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი - დოლაბაურის ქუჩაზე უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა
უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაია მიქაიამ დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ მშენებარე კორპუსში, რომლის ლიფტის შახტშიც ერთ-ერთი მუშა ჩავარდა და გარდაიცვალა, რამდენიმე დარღვევა იკვეთება. "ფაქტის დადგომის შემდგომ მოვიდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი და ვსწავლობთ აღნიშნულს, თუ რამ გამოიწვია ეს კონკრეტული უბედური შემთხვევა. პირველადი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ობიექტზე მიმდინარეობდა ლიფტის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, ბაგირის შეცვლა. სამუშაოები მიმდინარეობდა პასუხისმგებელი პირის გარეშე, ასევე, ობიექტზე სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც ახორციელებდნენ სამუშაოებს. რაც შეეხება სწავლების ნაწილს, იყო თუ არა დასაქმებული ინფორმირებული, როგორ უნდა განეხორციელებინა სამუშაოები. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, დამსაქმებელი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებებით შემოიფარგლებოდა. შესაბამისად, არ ტარდებოდა სრულყოფილი სწავლება. რაც შეეხება სხვა დოკუმენტაციას, ველოდებით, რომ კომპანია მოგვაწვდის მას და სწორედ ამ დოკუმენტების შესწავლით, ობიექტის დათვალიერების შემდგომ ექნება ინსპექციას საშუალება, რომ დადოს სრულყოფილი დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები, ამის თქმა შეიძლება", - განაცხადა მიქაიამ. მისივე თქმით, უბედურ შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს. "როგორც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე ადამიანი მუშაობდა ერთობლივად, თუმცა კონკრეტული თვითმხილველი შემთხვევას არ ჰყავს და არ იციან, რას აკეთებდა ეს დასაქმებული იქ, თუმცა მიმდინარეობდა ლიფტის შახტზე სადემონტაჟო სამუშაოები, ანუ ბაგირის გამოცვლა", - აღნიშნა მანვე უპასუხა კითხვას, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო. "ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა ამის დადასტურება არ შემიძლია, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია არ გვაქვს -არ გვაქვს ხელშეკრულება, რაც მასთან ჰქონდათ გაფორმებული, ასევე, ამ ადამიანის მაიდენტიფიცირებელი პირადობა, რომ ჩვენთვის გახდეს ზუსტად ცნობილი, იგი არასრულწლოვანი იყო თუ არა. შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანულ კანონში ცალსახად არის ნორმა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს თავის ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრულწლოვანი. შესაბამისად, უნდა გავარკვიოთ ეს ინფორმაცია, რა იყო გარდაცვლილის ასაკი", - განაცხადა მიქაიამ.
---
16.07.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=103665
დიმიტრი ხუნდაძე: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ ერთ ლარად
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ერთ-ერთია მედიკამენტებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელი ინიციატივა. ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე მოსახლელობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. 33 ქვეყანა სარგებლობს მსოფლიოში ამ პროგრამით და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. მას შემდეგ რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, პრაქტიკულად ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო აღარ იღუპებიან, თუმცა მედიკამენტებზე ძირითადი დანახარჯები ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას, განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებისა და შეჭირვებული მოსახლეობისათვის. სწორედ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად 2017 წელს ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ყველაზე გავრცელებული 6 ქრონიკული დააავადების მქონე პირებისათვის 35 დასახელების მედიკამენტების მნიშვნელოვანი წილის დაფინანსებას გულისხმობდა. პროგრამაში მონაწილეობდა 60 ათასი ადამიანი. ამ დრომდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მედიკამენტებს ერთ ლარად, ხოლო შშმ პირები, პენსიორები განსხვავებულ ფასად იღებდნენ. პრემიერის ინიციატივაა, რომ ყველა ეს ჯგუფი მედიკამენტებს მხოლოდ ერთ ლარად შეიძენს, მოიხსნა დიფერენცირება", - განუცხადა სააგენტო ,,პირველს"დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ,,ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ფინანსურად, რაც შეიძლება ნაკლები ტვირთი ჰქონდეთ განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან შეჭირვებულები. სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მიიღებენ ერთ ლარად. შევეცდებით რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო გაიზარდოს", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ. ესენია, 6 ქრონიკული დაავადების: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები.
---
16.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sergo-chixladze-mamuka-baxtadzis-iniciativa-morigi-populisturi-gancxadebaa
სერგო ჩიხლაძე - მამუკა ბახტაძის ინიციატივა მორიგი პოპულისტური განცხადებაა
პრემიერ ბახტაძის ინიციატივა არის მორიგი პოპულისტური განცხადება, რომელიც არ ემყარება არცერთ გათვლას და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას,” – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, მედიცინის დოქტორმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ამით ჩიხლაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პენსიონერებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებსა და სხვა ჯგუფებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 1 ლარად შეეძლებათ. „პრემიერ ბახტაძის ინიციატივა არის მორიგი პოპულისტური განცხადება, რომელიც არ ემყარება არცერთ გათვლას და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას. პრემიერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება და უფრო ფართე ჯგუფებს მოიცავს. საუბარია პროგრამაზე, რომელიც 3 წლის განმავლობაში სამივეჯერ ჩავარდა და რომლითაც ვერ ისარგებლა იმ სამიზნე ჯგუფებმაც კი, რომელზედაც ეს პროგრამა იყო განკუთვნილი. 2017 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. მისი განხორციელების მაჩვენებელი 2017 წელს კატასტროფულად დაბალი იყო. ნაცვლად 200 000 ადამიანისა, ამ პროგრამით ისარგებლა მხოლოდ 13 000-მა, რაც არის დასახული ინდიკატორის მხოლოდ 6.5%. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა და 10 მილიონით განისაზღვრა. გაიზარდა, ასევე, მედიკამენტების ჩამონათვალი. სამწუხაროდ, პროგრამის ათვისება 2018 წელსაც კრიტიკულზე უფრო დაბალია. 10 მილიონი ლარიდან, მხოლოდ 1 700 000 ლარის წამალი მივიდა ადამიანებამდე. საგულისხმოა, რომ უკვე ყოფილმა მინისტრმა, სერგეენკომ ცინიკურად განაცხადა, რომ მართალია წამლები ვერ ავითვისეთ მაგრამ ვიყიდეთ და დავასაწყობეთო. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ადამიანები უწამლობის გამო იღუპებიან. პროგრამის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა 2019 წელს და შეადგინა 20 მილიონი ლარი. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით ამ 20 მილიონი ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 1 200 000 ლარი, ანუ პროგრამის 7% 6.5 თვის თავზე,” - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. პროგრამის ჩავარდნის მიზეზად ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის პროგრამის არასწორი დიზაინი, ცუდი დაგეგმარება, ცუდად წარმოებული საინფორმაციო კამპანია და არაეფექტური მენეჯმენტი. ინფორმაციას "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" ავრცელებს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/556479-sergo-chixlaze-mamuka-baxtazis-iniciativa-morigi-populisturi-gancxadebaa/
---
16.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/akaki-zoidze-medikamentebis-xelmisawvdomobis-gasazrdelad-kidev-aris-nabidjebi-dagegmili
აკაკი ზოიძე - მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, კიდევ არის ნაბიჯები დაგეგმილი
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ერთ ლარად მედიკამენტების გაცემის პროგრამის გარდა, იგეგმება სხვა ნაბიჯებიც, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. მისი თქმით, მედიკამენტებზე დანახარჯები ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. „საყოველთაო ჯანდაცვით ბევრ ადამიანს მოეხსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლებით მომარაგების პრობლემა. თუმცა მედიკამენტების ფასები ბოლო პერიოდში იზრდებოდა და ამან ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა განსაკუთრებით ხანდაზმულ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს. ქრონიკული ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ორი წლის წინ დაიწყო და ამით დაახლოებით 50-მა ათასმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ფართოვდება, პენსიონერებზე, შშმ პირებზე, რომელთაც მანამდე შეღავათიან ფასში შეეძლოთ მიეღოთ 35 მედიკამენტი, ახლა უკვე მიიღებენ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ეს სიახლე ძალიან დიდი შეღავათი იქნება განსაკუთრებით პენსიონერებისთვის, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების შესაძენად პენსიის მესამედი ან ნახევარი სჭირდებოდათ. საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ეს არის პირველი ნაბიჯი, კიდევ სხვა ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რომლითაც არა მხოლოდ ამ მოსახლეობის ჯგუფებს, არამედ სხვებსაც გაუადვილდებათ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და ასევე, გაფართოვდება მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც შეღავათიან ან სიმბოლურ ფასად იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფებიც ერთ ლარად შეიძენენ. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება ექვსი ქორნიკული დაავადებისას, ესენია: გულსისძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტის, ეპილეფსიის, ფილტვის, პარკინსონის დაავადებები.
---
16.07.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/272866-akaki-zoize-35-dasaxelebis-medikamentis-sezena-1-larad-mosaxleobistvis-didi-seravati-iqneba
აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო შეამსუბუქებს. ,,საყოველთაო ჯანდაცვით ბევრ ადამიანს მოეხსნა სიცოცხლის გადამრჩენელი წამლით მომსახურების გადახდის პრობლემა, მაგრამ მედიკამენტების ფასები, ბოლო პერიოდში იზრდებოდა და ამან ძალიან დიდი პრობლემები შეუმქნა განსაკუთრებით ხანდაზმულ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს. პირველი, რაც დაიწყო, ქრონიკული ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ორი წლის წინ და ამით დაახლოებით 50 ათასმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ფართოვდება. პენსიონერები, შშმ პირები, რომელთაც მანამდე შეღავათიან ფასში შეეძლოთ მიეღოთ ეს 35 მედიკამენტი, ახლა უკვე მიიღებენ სიმბოლურ ფასში, ერთ ლარად. ძალიან დიდი შეღავათი იქნება, განსაკუთრებით პენსიონერებისათვის, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დანახარჯები პენსიის მესამედს და ნახევარს შეადგენს. ველოდებით, რომ გაორმაგდება მომხმარებელთა რაოდენობა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა რომ ისარგებლოს: არტერიული წნევის, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, პარკისონსონის, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებით - ყველა ის დაავადება, რომლის გულისთვისაც ყოველდღიურად უხდებათ ადამიანებს მედიკამენტების შესყიდვა და ამით საკმაოდ დიდი დანახარჯების გაწევა", - განუცხადა ,,პირველს" აკაკი ზოიძემ. მისივე თქმით, მთავრობას მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კიდევ სხვა ნაბიჯებიც აქვს დაგეგმილი. ,,ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი. კიდევ სხვა ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რომლითაც არა მხოლოდ მოსახლეობის ამ ჯგუფებს, არამედ სხვებსაც გაუადვილდებათ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და ასევე გაფართოვდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც იქნება შეღავათიან ფასში ან სიმბოლურ ფასში, ხელმისაწვდომი ყველასთვის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.
---
16.07.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/baxtadze-quotufaso-medikamentebisquot-programis-gafartoebas-aanonsebs/37017/
ბახტაძე "უფასო მედიკამენტების" პროგრამის გაფართოებას აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოების შესახებ გააკეთა განცხადება. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ცვლილების მიზანს მოქალაქეთა მხრიდან მედიკამენტების შესაძენად, ჯიბიდან გადახდილი თანხის შემცირება წარმოადგენს. "ჯიბიდან გადახდილი თანხები მედიკამენტებისათვის არის ძალიან მაღალი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება და დღეიდან არსებული დიფერენცირება იცვლება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა 1 ლარად. საუბარი არის 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადების დროს. ეს დაავადებები არის გულ-სისხლძარღვთა, ფარისერბრი ჯირკვლის, დიაბეტის, ეპილეპსსიისა და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისათვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები იყოს მინიმალური,"- ამბობს ბახტაძე. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა და შემდგომ მოქალაქეთა სხვა ჯგუფებზეც გაფართოვდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდება. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ პირებზეც გავრცელდა. როგორც პროგრამის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, მისი ათვისება გაცილებით უფრო მცირე აღმოჩნდა, ვიდრე ეს მინისტრმა დავით სერგეენკმ დაანონსა. 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. "ფაქტჩეკის" ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
---
16.07.2019
პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა ერთ ლარად შეეძლებათ
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. „ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძლიან მაღალი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა – ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცვლელ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებებისას. ეს გახლავთ: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები“, – განაცხადა პრემიერმა. მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შეჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან მედიკამენტებისთვის გადახდილი ხარჯები მინიმალური იყოს. „მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური“, – აღნიშნა პრემიერმა.
---
16.07.2019
მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=3675
პაატა იმნაძე სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. იმნაძის განცხადებით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მწერებთან, რომელთაც სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჰაერის მაღალი ტემპრატურიდან გამომდინარე მოსახლეობას მიმართავს, მზეზე დიდხანს ყოფნას მოერიდონ. იმნაძის განცხადებით, ინფექციების მხრივ ჯერ–ჯერობით მშვიდი სეზონია. შემცირებულია ისეთი დაავადებები, როგორიცაა ყირიმკონგო, ტკიპების მიერ გადამტანი დაავადება. რაც შეეხება საკურორტო ზონის დამუშავებას, იმნაძის თქმით, პირველი ეტაპი დასრულებულია და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით შავიზღვისპირეთში კოღოების რაოდენობა შემცირებულია. კვებით ინტოქსიკაციისგან თავის არიდებისთვის კი, იმნაძის თქმით, სასურველია მაქსიმალურად მოერიდოთ რძის პროდუქტებსა და ხორცს. განსაკუთრებით კი მალფუჭებად პროდუქტებს, მაიონეზიან და არაჟნიან სალათებს.
---
16.07.2019
პაატა იმნაძე: რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო
იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებს სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ, ტყვიის წყაროები იყო - დასავლეთი აღმოსავლეთ საქართველოსგან გამოირჩეოდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ავტომობილების ბრალი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იმ რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა იყო დაფიქსირებული, იყო ტყვიის სხვადასხვა წყარო, ასეთი ოჯახები კი ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. "რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია იყო დაფიქსირებული, მამა იყო მონადირე ან მეთევზე. შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ საფანტი არის ტყვია. ასევე, მეთევზეებში ტყვიას იყენებენ, როგორც სიმძიმის წყაროს, როდესაც ანკესს აგდებენ სათევზაოდ. ასევე, იქ ტყვიის ნივთებს იყენებდნენ კაკლის გასატეხად, ტყვიის ჩაქუჩს და ა.შ. ასეთი ფაქტები იყო და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ამგვარ ოჯახებში კვლევა გრძელდება. ძირითადად, დასავლეთ საქართველო გამოირჩეოდა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით: აჭარა, გურია, სამეგრელო, მაღალმთიანი ადგილები. ეს გვაფიქრებინებს, რომ სადაც მეტი ავტომობილია, ტყვიის მაღალი კონცენტრაციის ეს მიზეზი პრაქტიკულად გამოირიცხა. ბევრი საუბარი იყო, რომ ტყვიის მაღალი კონცენტრაცია იყო ავტომობილების ბრალი, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთ ადგილებში, სადაც მეტი ავტომობილია, მაღალი კონცენტრაციის შემთხვევები უფრო მეტი და მასიური უნდა ყოფილიყო. მიზეზზე კვლევა გაგვცემს პასუხს, ჯერ დაიდო შედეგი, თუ ვის აქვს მომატებული, მერე კი კვლევამ გვაჩვენა, რომ იმ ოჯახებში, სადაც ეს შემთხვევები დაფიქსირდა, იყო ტყვიის წყაროები. მაგრამ იმისთვის, რომ ვისაუბროთ, თუ რა მოხდა ზუსტად, მეცნიერულად, კვლევა გრძელდება ყველა იმ ოჯახში და მათ შორის, ყველა იმ ბავშვის ოჯახში, რომელსაც ტყვიის შემცველობა სისხლში მომატებული ჰქონდა. უნდა დადგინდეს, კიდევ რა ფაქტორები შეიძლებოდა, ყოფილიყო", - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.
---
ბეჭდვითი მედია
17.07.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
თბილისში მშენებარე კორპუსიდან არასრულწლოვანი მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.მუშა არასრულწლოვანი იყო. მოზარდმა ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,მომხდარზე შრომის ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას და დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით კი,სამშენებლო ობიექტზე დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. -პირველადი მონაცემებით, რაც ამ ეტაპზე მაქვს, ნამდვილად დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, მიმდინარეობდა ლიფტის დემონტაჟი, რა დროსაც გაწყდა ბაგირი და კონკრეტულ დეტალებს ინსპექტირების ჯგუფი ახლა იკვლევს და უახლოეს მომავალში გახდება პერიოდში, -განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი პარლამენტმა 2019 წლის თებერვალში მიიღო.კანონი არეგულირებს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, განსაზღვრავს არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს და უბედური შემთხვევების პრევენციას ახდენს. - შრომის უსაფრთხოებს კანონი ახალი მიღებულია, ამიტომ ჯამში საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 460 ობიექტზე განხორციელდა ინსპექტირება, მათ შორის კონკრეტულად თბილისში 70-მდე კომპანიაში მშენებლობაზე მოხდა ინსპექტირება და უმეტეს მათგანში 60-მდე კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის გამო მოხდა სამუშაო პროცესის შეჩერება, -განაცხადა ბექა ფერაძემ. ჯანდაცვის სამინისტრომ დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო პროცესი შეაჩერა. არასამთავრობო სექტორის განცხადებით,ადამიანების დაღუპვა სამუშაო ადგილებზე ჩვენი საზოგადოების რუტინად იქცა, გამოსავალი კი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების რეალური დაცვაა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
---