From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-17.06.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 17.06.2019 08:19
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 17.06.2019

ტელევიზია

17.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 12:00

გადაწყვეტილია, დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობას ტოვებს. სერგეენკომ "კურიერის ფაქტიურად დაუდასტურა, რომ ის თანამდებობიდან გაუშვეს და თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივას პრემიერ-მინისტრს უტოვებს. აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი ჯანდაცვის მინისტრს გუშინ შეხვდა და მისი გადადგომის შესახებ აუწყა. ამგვარად, 7 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, "ქართული ოცნების" ყველაზე სტაბილური და სტაჟიანი მინისტრი თანამდებობას, როგორც ჩანს მისი ნების საწინააღმდეგოდ ემშვიდობება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6154180

---

 

17.06.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 11:00 

ქართული ოცნების პოპულარული და ბოლო კვლევების მიხედვით, ყველაზე რეიტინგული მთავრობის უცვლელი მინისტრი, დავით სერგეენკო 7 წლიანი მუშაობის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დღეს ტოვებს. ამის შესახებ განცხადებას პრემიერი სავარაუდოდ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე გააკეთებს. ვინ შეცვლის დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ჯერჯერობით უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის და საჩხერის კლინიკის დირექტორის, ეკატერინე თიკარაძის კანდიდატურები განიხილება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153994

---

 

17.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. "კურიერის" ინფორმაციით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრს დღის ბოლოს შეხვდა. სერგეენკოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უწყებაში საკადრო ცვლილებები. მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა. დავით სერგეენკოს შემცვლელად არაოფიციალური ინფორმაციით, საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153536

---

 

17.06.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: იმედის დილა

უკვე სამი დღეა თბილისში სოციალურ მუშაკთა სერთიფიცირების პროგრამა მიმდინარეობს. იგეგმება 80 სოციალური მუშაკის სერთიფიცირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კანონის თანახმად, ეს პროცესი უნდა2021 წლისთვის უნდა დასრულდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153867

---

 

16.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

საავადმყოფოში მოულოდნელად დაღუპული შვილების მშობლები წლების განმავლობაში ელოდებიან მათი შვილების გარდაცვალების მიზეზის დადგენას და დამნაშავეების დასჯას. მიზეზის დადგენას კომისიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა აბრკოლებს. მედიკოსების ჯგუფი, რომელმაც მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, ხშირ შემთხვევაში თავისივე კოლეგის დადანაშაულებას ერიდებიან. რაც მთავარია - კანონში არ არსებობს მუხლი, რომელიც სპეციალისტებს შეკრებას აიძულებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153325

---

16.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

სოფელში, რომელიც თერთმეტ თემად არის დაყოფილი, 8 თემს აქვს მთის სტატუსის შესაბამისი პენსია, იმავე სოფლის 3 თემს - არა. ამ დაჩაგრული 3 თემის მოსახლეობა დარწმუნებულია, ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი ნაციონალების მხარდამჭერები არიან. როგორც ჩანს, ოპოზიციის მხარდაჭერისთვის ხელისუფლებამ ისინი დასაჯა და კუთვნილი დახმარება არ დაუნიშნა. სოფლის გამგებელი ამას, ბუნებრივია, სრულიად გამორიცხავს, თუმცა ვერც სხვა უფრო დამაჯერებელ მიზეზს ასახელებს.

http://rustavi2.ge/ka/video/43907?v=2

---

 

16.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

როგორ აყაჩაღებს ოლიგარქთან დაალხოებული ბანკი პენსიორენებს და როგორ ართმევენ მოხუცებს უკანასკნელლ კაპიკებს? რა დავალებებს აძლევენ ლიბერთი ბანკის მენეჯერები თავიანთ თანაშრომლებს? როგორ აიძულებენ პენსიონერებს ვალების აღებას და რატომ დუმს ამ ყველაფერზე ხელისუფლება?

http://rustavi2.ge/ka/video/43902?v=2

---

 

16.06.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის კვირა    

სიკვდილს გადარჩენილი პაციენტების ისტორიები საჩხერის საავადმყოფოდან. "იმედის კვირა" იმ დაწესებულებას სტუმრობდა, რომელიც უახლოეს მომავალში საერთაშორისო აღიარებას ელოდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საავადმყოფო არამარტო საჩხერეში, არამედ ქვეყნის მაშტაბით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ეს არის კლინიკა, რომელიც ჭიათურელ მაღაროელებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ მათ მთავრობის წარმომადგენელმა მიმდინარე კვირას აცნობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153334

---

 

16.06.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

ვადაგასული საკვები პროდუქტები, რომლის ყიდვასაც „ნიკორას“ თანამშრომლებს აიძულებდნენ. კონსულტანტებს დახლებსა და საწყობში ჩაწოლილი პროდუქცია უნდა შეეძინათ. ვადაგასული პროდუქტის ყიდვა, როგორც სასჯელის გავრცელებული ფორმა. ვინ უნდა დაიცვას მომსახურე პერსონალის უფლებები?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153317

---

 

16.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

გურიაში დაჭრილი 18 წლის ლუკა ფაცურიას დედა დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს. მისი თქმით შვილის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, შვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და აუცილებელია მისი გადაყვანა საზღვარგარეთ. ლუკა ფაცურია 7 ივნისს დაჭეს, მას პირველადი ოპერაციები ლანჩხუთში ჩაუტარდა, შემდეგ მოხდა მისი გადმოყვანა ქუთაისში. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მშობლებს მისცეს არჩევანის საშუალება ან გადაეყვანათ დაჭრილი რომელიმე სხვა კლინიკაში, ან მას ადგილზე ჩატარებოდა საჭიროების მიხედვით რამდენიმე განმეორებითი ოპერაცია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6153157

--- 

 

16.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  დილა უქმეებზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტურობის აუდიტი ჩაატარა. კვლევა 2015-2016-2017 წლებს მოიცავს. შემოწმებული კლინიკების ნახევარზე მეტი დარღვევებით მუშაობს. აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღმოჩნდა რომ დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესი ყველაზე ხშირად ირღვევა. აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რათა სამომავლოდ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6152569

---

 

16.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  ფორბსის კვირა

სამედიცინო სფერო საქართველოში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6152599

---

 

15.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

"ძმა მომიკვდა იმიტომ, რომ საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს" - ყვარლის ჰოსპიტალში კატასტროფული მდგომარეობაა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6152478

---

 

15.06.2019

არხი:  I არხი  

გადაცემა: მოამბე 20:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის „სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილ სადაზღვევო ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის მიმართულებით ერთობლივი ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას ითვალისწინებს. მხარეები ევროპული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებენ. შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც დატვირთულია სამშენებლო საკითხების გრაფიკული მაგალითებითა და უსაფრთხოების ზომების მისაღებად გამოიყენება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6152268

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6152044

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6151950

---

 

15.06.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

ბათუმში 3 კლინიკა სადაზღვევო სისტემას გამოეთიშა. გადაწყვეტილება რეგულირების ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. მიზეზად ინფექციების მართვა და ჰიგიენური ნორმების დაცვა სახელდება. დარღვევებზე საუბარია აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც, რომელიც მიზეზი გახდა კლინიკების მონიტორინგის დაწყებისა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6152226

---

 

15.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დაღუპულის ნათესავები ამბობენ, რომ ქალი ექიმების უყურადღებობის მსხვერპლია, რადგან პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და ვერ მოხერხდა მისი სხვა კლინიკაში ტრანსპორტირება. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების დაწყებას და ექიმების დასჯას მოითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6152028

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6151659

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6151651

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6151318

---

 

15.06.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

პრეზიდენტი აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სალომე ზურაბიშვილმა ახალაშენებული ფილტვის დაავადებათა სარეაბლიტაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6152032

---

 

14.06.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  აქტუალური თემა

ნაადრევი ქორწინება და საზოგადოების დამოკიდებულება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6150934

---

 

14.06.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00        

შევა თუ არა ცვლილებები „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში. საუბარია იმაზე, გახდება თუ არა ფასიანი დაავადების მკურნალობა მას შემდეგ, რაც 2020 წელს ვადა გაუვა მემურანდუმს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის წინ, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანია „გილიადთან“ გააფორმა. სამინიტროში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ფასიანი გახდება, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6150811

---

 

14.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

მედიკამენტების პროგრამა ისევ ქაღალდზე რჩება. ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით პროგრამაზე რომელზეც 20 მილიონი ლარი გამოიყო 5 თვის განმავლობაში 1 მილიონის ათვისებაც კი ვერ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მისი ადმინისტრირების წესი უნდა გადაიხედო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6150668

I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6150924

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6150467

---

 

14.06.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: მაესტროელები

ბავშვებზე ძალადობა საქართვრლოში სიევ პრობლემაა, ბოლო 5 თვეში, აარსრულწლოვან შვილებზე მშობლების მჯხრიდან ძალადობაში მხილებულია 110 პირი. შსს-ს ინფორ,აციით, 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში მამა ან მამინაცვალი. ამ შემთხვევებიოდან 79%-ში დამნაშავე პირი დააკვებულია. ძალადოების ფორმები იყო თავში, სახეში ან სხეულის სხვა და სხვა ადგილას ფიზიკური ძალადობა, ასვეე მუქარა და სისტემატური ფსიქოლოგიურიო ზეწოლა. ბოლო პერიოდსი აარსრულწლოვნების გაუპატიურების აფტქებიც გახშირდა, მაგალითად 2018 წელს, შსს-მ არასრუსლწლოვანთა მიმართ, განხორციელებული სექსუალურ ძალადობაში 116 პირი ამხილა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6149680

---

 

ინტერნეტი

17.06.2019

მედიასაშუალება: http://rustavi2.ge/ka/news/136102

"არ გამოვრიცხავ" - სერგეენოკოს პირველი კომენტარი თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მას შესაძლოა დღეს თანამდებობა დაატოვებინონ. განცხადება სერგეენკომ "რუსთავი2"-თან გააკეთა.  სერგეენკო ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატოვაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.  "ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ  იმის გათვალისწინებითაც კი , რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება,“-აცხადებს სერგეენკო. კითხვაზე, შეხვდა თუ არა ის მამუკა ბახტაძე და განიხილეს თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხი სერგეენკო ამბობს, რომ პრემიერს ის ხშირად ხვდება. ასევე კითხვაზე, ატოვებინებენ თანამდებობას, თუ ის თავის სურვილით მიდის სერგეენკო ამბობს: „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ნებისმიერ ცვლილებაზე, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში ცვილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება არის პრემიერის საქმე.“ რაც შეეხება მის შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც სავარაუდოდ სერგეენკოს შეცვლის, ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ მოვალეობას  ჯერ კიდევ თავად ასრულებს.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/372624/

ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ, – სერგეენკო თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ. “ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. მე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. იმის გათვალისიწნებითაც კი, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია, ეს არის პრემიერ-მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება”, – განუცხადა სერგეენკომ “რუსთავი 2”-ს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება – ჯანდაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. დავით სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1560748426-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ დღეს დატოვებს. „კურიერის" ინფორმაციით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრს გუშინ შეხვდა. სერგეენკოს შემცვლელად არაოფიციალური ინფორმაციით, საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ. დავით სერგეენკოს გადადგომას წინ უძღვოდა საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/551764-araopicialuri-inpormaciit-davit-sergeenko-dges-tanamdebobas-datovebs/

ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/235118-davit-sergeenkom-dges-shesazloa-tanamdeboba-datovos-vin-shecvlis-ministrs/

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551784-dimitri-ckitishvili-davit-sergeenkos-shesazlo-gadadgomaze-ver-dagidasturebt-ar-makvs-inpormacia/

დიმიტრი ცქიტიშვილი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე - ვერ დაგიდასტურებთ, არ მაქვს ინფორმაცია

ჩვენ გარკვეული სამუშაო პროცესი გვაქვს დაგეგმილი და მე არ მქონია იმის წინაპირობა, რომ გადაყენებას აპირებენ ან გადადგომას აპირებდა, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. მისი თქმით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. „რა ინფორმაციაც გავრცელდა მედიაში, იმის იქით ინფორმაცია მე არ მაქვს. ეს არის საკითხი, რომელსაც საპარლამენტო მხარდაჭერა არ სჭირდება. შესაბამისად, შეიძლება პრემიერ-მინისტრმა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ გარკვეული სამუშაო პროცესი გვაქვს დაგეგმილი და მე არ მქონია იმის წინაპირობა, რომ გადაყენებას აპირებენ ან გადადგომას აპირებდა. თუ რამე სხვა ხდება ან პირადი მიზეზი აქვს არ ვიცი, გამოჩნდება დღეს, ხვალ, თუ ეს არის რეალური ინფორმაცია. მე ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია",-აცხადებს ცქიტიშვილი. არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, სერგეენკო გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.

---

 

16.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=207475-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

მძიმედ დაჭრილი 18 წლის ბიჭის დედა ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს

7 ივნისს ცივი იარაღით დაჭრილი 18 წლის ლუკა ფაცურიას დედა ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, შვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება. დასავლეთის რეგიონალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის ცოტნე სამადაშვილის თქმით, პაციენტს პირველადი ოპერაციები ლანჩხუთში ჩაუტარდა, შემდეგ მოხდა მისი გადმოყვანა ქუთაისში. ექიმებმა პაციენტის მშობლებს მისცეს არჩევანის საშუალება - ან გადაეყვანათ დაჭრილი რომელიმე სხვა კლინიკაში, ან მას ადგილზე ჩატარებოდა საჭიროების მიხედვით რამდენიმე განმეორებითი ოპერაცია. გადაწყვეტილების მისაღებად მშობლებს მხოლოდ რამდენიმე საათი აქვთ.

---

 

16.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1560591955-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

გარდაბანში 8 თვის ორსული გარდაიცვალა - ოჯახი ექიმს ადნაშაულებს

გარდაბნის რაიონის სოფელი ნაზარლოში 33 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ისინი აცხადებენ, რომ რვა თვის ორსული გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა და გარდაბნის კლინიკაში, ე.წ. ემერჯენსის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი თქმით, პაციენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მედიკამენტი დაალევინეს და სახლში გაუშვეს. თუმცა, ორსული მოგვიანებით კვლავ შეუძლოდ გახდა, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა და იმავე კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების განცხადებით, საავადმყოფოში უთხრეს, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და პაციენტის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი კლინიკიდან სახლში გადაასვენეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/15073-gardabanshi-33-xlis-orsuli-gardaizvala,-ojaxi-eqimebs-adanashaulebs

15.06

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/551643-gardabnis-municipalitetshi-pexmzimis-gardacvalebashi-ojaxi-ekimebs-adanashaulebs/

---

 

16.06.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/dzma-momikvda-imitom-rom-saavadmyofos-patroni-ar-hyavs-eveqsis-morigi-msxverpli

ძმა მომიკვდა იმიტომ რომ, საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს - ევექსის მორიგი მსხვერპლი

ყვარლის ჰოსპიტალში უმძიმესი მდგომარეობაა. დაგვაინებული სამედიცინო სერვისის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა. 56 წლის ბესიკ იაშვილს, რომელიც კლნიკაში გულის შეტევით მიიყვანეს, დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რადგან როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ამის რესურსი საავადმყოფოში არ არსებობს. მათივე თქმით, ჰოსპიტალს არ აქვს არც რეანიმაცია და გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო აპარატურა. პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა რეანომობილი გამოიძახეს და ბესიკ იაშვილის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა კატასტროფის ბრიგადა ადგილზე 6 საათის განმავლობაში არ ჩავიდა. ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა დამძიმდა და 56 წლის მამაკაცი რეალურად სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაიცვალა. ძმა მომიკვდა იმიტომ, რომ საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს - განუცხადეს კურიერს. პაციენტების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ყვარელს საავადმყოფო რეალურად არ აქვს და ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ მუნიციპალიტეტში საფრთხეშია. ეროვნული ჰოსპიტალი ევექსის სამედიცინო ჯგუფს ეკუთვნის. ის 2012 წელს გაიხსნა, რა დროსაც რეანიმაციული განყოფილებაც იყო, სამშობიაროც, სტაციონარიც და თანამედროვე აპარატურაც, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი მოხსნეს და სხვა კლინიკებში გადაანაწილეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ყვარლის ჰოსპიტალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აქამდე არ იცოდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალს ნებართვები ყველა სახის მომსახურებაზე აქვს. სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში კონკრეტული გამოსავალი არსებობს, თუმცა ეს საკითხი უწყების წინაშე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა დააყენოს. ყვარლის მერიას კი საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების შესახებ არაფერი უთქვამს. ყვარლის მერს კითხვებს ოპოზიციაც დაუსვამს. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დეპუტატები ამ საკითხის დაყენებას აპირებენ. ყვარლის მთავარი საავადმყოფო 2012 წლის თებერვალში გაიხსნა. კლინიკა 32 საწოლზე იყო გათვლილი. გახსნის დროს ჰოსპიტალში ყველა განყოფილება მუშაობდა და კლინიკა ყველა საჭირო აპარატურით იყო აღჭურვილი. დღეს შენობა, თითქმის, ცარი1ელია.

---

 

16.06.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/372526/

დაღუპული მუშის ოჯახი დამსაქმებლის „კეთილი ნების“ პირისპირ

---

 

16.06.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/chiatura-mshromelebis-cixe

ჭიათურა - მშრომელების ციხე

---

 

15.06.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/478802

„ჯეო ჰოსპიტალში“ მშობიარე და ახალშობილი დაიღუპნენ – მომხდარ ფაქტს ერთდროულად ორი უწყება იკვლევს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალის“ შემოწმებას იწყებს, სადაც მშობიარე და ახალშობილი გარდაიცვალნენ. როგორც „კვირას“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა, ნინო ხუციშვილმა განუცხადა, მათი წარმომადგენლები ორშაბათს იმ სამედიცინო დაწესებულების შესწავლას დაიწყებენ, სადაც მშობიარე და ჩვილი დაიღუპნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გარდაცვლილია ჩვილიც. გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ გოგონა ექიმების უყურადღებობის მსხვერპლია. ისინი ექიმების დასჯას მოითხოვენ.გარდ აცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ქალის ცხედარი სოფელში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალში“ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას შს სამინისტროც აწარმოებს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

---

 

15.06.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/267283-jandacvis-saministrosa-da-bg-bau-s-soris-urtierttanamsromlobis-memorandumi-gaformda

ჯანდაცვის სამინისტროსა და BG BAU -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და გერმანიის „სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილ სადაზღვევო ინსტიტუტს (BG BAU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და BG BAU-ს წარმომადგენელმა ბერნდ მერცმა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის მიმართულებით ერთობლივი ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. მხარეები ერთმანეთს ხელს შეუწყობენ გააუმჯობესონ ევროპული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ინფომაციის ხელმისაწვდომობა, სამშენებლო სექტორში როგორც ინდივიდუალურად დასაქმებულებისთვის და მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის, ასევე პროფესიული კოლეჯებისა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე შექმნილი მობილური აპლიკაცია - „მშენებლობის უსაფრთხოება“. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა BG BAU-ს აპლიკაციის BAUSTEINE ქართული ვერსია სმარტფონებისთვის, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის დახმარებით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. აპლიკაციის შექმნის მიზანია საქართველოში მშენებლობაზე უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობა. BG BAU-ს აპლიკაციის ქართული ვერსია შეიქმნა ქართული და გერმანული კანონმდებლობისა და ევროკავშირის სტანდარტების საფუძველზე. წარმოდგენილი კონცეფცია ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც მორგებულია ქართულ გარემოზე. აპლიკაცია დატვირთულია გრაფიკული მაგალითებით და ადვილად გამოიყენება კონკრეტული უსაფრთხოების ზომების მისაღებად. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ყველა მოწყობილობისთვის ოფლაინ რეჟიმში და განკუთვნილია სამშენებლო სექტორში ფუნქციონირებადი კომპანიებისთვის, მენეჯერებისთვის, უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.

---

 

15.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551658-sakartvelos-prezidenti-abastumani-samedicino-turizmis-centri-gaxdeba/

საქართველოს პრეზიდენტი - აბასთუმანი სამედიცინო ტურიზმის ცენტრი გახდება

საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანს ეწვია და სამცხე - ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს არსებული ვითარებისა და იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში. პრეზიდენტი დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და პროფესიული გადამზადების ცენტრების მშენებლობის საკითხებით და აღნიშნა, რომ ადგილობრივი კადრების გადამზადება მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რეგიონებში მისი გასვლები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ადგილზე ვითარების გაცნობას ემსახურება. „მინდა ჩემი წარმოდგენა მქონდეს რა პრობლემები რჩება და რა ვითარდება. აქ ნათელია, რომ მიმდინარეობს სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება. ეს რეგიონი ძალიან მალე სერიოზული, სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურისტული ცენტრი იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ახალი თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც “ქართუ ჯგუფის“ მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა. ცენტრი ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან ერთად, ფილტვების სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებსაც მოემსახურება. „ეს ძალიან თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრია. მიმაჩნია, რომ ბალნეოთერაპიისა და სამედიცინო მიმართულებები ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი პოტენციალის მომცემია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ასეთი მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრი ახალი სიტყვაა ქართულ მედიცინაში. თანამედროვე აღჭურვილობის ცენტრი 100 პაციენტზეა გათვლილი.

---

 

14.06.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=23058

'ფიქრობენ, რომ ექიმი ადამიანი კი არა, ჯადოქარია'– სამედიცინო პერსონალის დამცავი კანონპროექტი

პარლამენტი იმ კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა დასჯადი გახდება. კანონპროექტის ერთ–ერთი წარმდგენი ამბობს, რომ ექიმსა და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალზე განხორცილებული სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ლანძღვა და ღირსების შელახვა კანონში აუცილებლად ცალკე მუხლით უნდა იყოს განსაზღვრული. 'ფიქრობენ, რომ ექიმი ადამიანი კი არა, ჯადოქარია'– სამედიცინო პერსონალის დამცავი კანონპროექტი სამედიცინო საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი ღირსებისა და პატივის შელახვა დასჯადი ხდება. კანონპროექტის ერთ– ერთი წარმდგენი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბოხუა ამბობს, რომ, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა კანონებით განიხილებოდა, ხოლო ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევაში რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება. „რამდენიმე წელია ეს თემა მუსირებს. ინიციატორი, ამ შემთხვევაში, არის პარლამენტის ჯანავდაცვის კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე 35 დარგობრივი ასოციაცია და თვითონ ექიმები. ამ კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღოდა დიდი შეხვედრები.ჩვენ ვმუშაობთ მრავალპროფილურ კლინიკებთან, სასწრაფოს და ემერჯენსის გადაუდებელი დახმარების ცენტრებთან. ემერჯენსის მანქანების მძღოლებს სპეციალური ფორმები ჩავაცვით, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური ზეწოლა მათზე აღარ ყოფილიყო“, – განმარტავს ბოხუა. მისივე თქმით, ექიმების პრაქტიკაში ხშირია, როცა პაციენტის ახლობლები ემუქრებიან. „ყოფილა შემთხვევა, როდესაც ექიმმა თვალიც დაკარგა. ეს არ ხმაურდებოდა. სამედიცინო პერსონალს და ექიმს ეს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ. იყო შემთვევა, როდესაც პაციენტი ცუდად იყო, მისი პატრონი იარაღით ხელში ადგა და ეუბნებოდა, თუ ვერ გადაარჩენ, მოგკლავო“,– იხსენებს ბოხუა. კანონპროექტს მიესალმება ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი. მისი თქმით, როგორც სხვაგან, ისევე მათთანაც, ყოფილა პაციენტის ან მისი პარტონის მხრიდან ექიმის მიმართ ძალადობის, ან სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტები. „პაციენტი არის შეწუხებული, თავისი დაავადების გამო უკვე პრობლემური. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადამიანების მდგომარეობაში შევიდეთ და ამ კუთხით ვუყუროთ, გარკვეული ვალდებულება თმენისა სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს გვაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ზღვარს გადადიან და საქმე მიდის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც“,–ამბობს კეკელაშვილი. საავადმყოფოში მომხდარ კონფლიქტებს კლინიკის დაცვის და, უკიდურეს შემთხვევაში, დაცვის პოლიციის მეშვეობით აგვარებენ. „ხშირია ტრავმები ნასვამ ადამინებში. არის ხოლმე ავარია ან რაიმე მსგავსი შემთხვევა. ამ დროს ხშირად თანმხლები პირებიც არიან ალკოჰოლის ზემოქმედებს ქვეშ . ძნელად აღიქვამენ ხოლმე რას ეუბნები და აქვთ აღგზნებული ფონი. ვიღაც ფიქრობს, რომ ექიმი ადამიანი კი არა, ჯადოქარია. ან ვიღაცა ფიქრობს, რადგან პაციენტი კლინიკაში მოვიდა თავისი ფეხით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელია. ვერ აცნობიერებენ, რა სიმძიმისაა დაავადება, უბრალოდ არ იციან, და შემდეგ ამ უცოდინრობის, ან ცუდად ინფორმირებულობის გამო, პრეტენზიები უჩნდებათ. ამას ცუდად გამოხატავენ.“,–განმარტავს ხათუნა. პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე კი ამბობს, რომ ბოლო წლეში სამედიცინო პერსონალზე ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობის შემთვევვებმა მოიმატა. ამიტომ, საჭირო გახდა მსგავსი კანონის მიღება. კანონი, ასევე მესამე პირს, ანუ პაციენტსაც იცავს. „ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, გახშირდა ძალადობის შემთხვევები სამედიცინო პერსონალზე – როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. არის ძალადობა სოციალურ მუშაკებზე. ცნობილია, რომ ძალადობის ან ზემოქმედების ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალისგან კი შეცდომის დაშვების ალბათბა 30 პროცენტია. ეს შეცდომა კი პირდაპირ მოქმედებს მესამე პირის ანუ პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის პრევენცია სამედიცინო პერსონალის მოვალეობის შესრულების მომენტში. მისივე თქმით, კანონპროეტი უკვე განიხილა პარლამეტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, გადაეგზავნება იურიდიულ კომიტეტს და შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 2 000 ლარის ოდენობით. ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა სამედიცინო პერსონალსა და სოციალურ მუშაკებზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა.

---

 

14.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-chven-da-zurab-chiaberashvili-ricxvebis-dajamebashi-ver-vemtxvevit-/35419/

ჯანდაცვის სამინისტრო: ჩვენ და ზურაბ ჭიაბერაშვილი რიცხვების დაჯამებაში ვერ ვემთხვევით

ჯანდაცვის სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას პასუხობს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის 20 მილიონიანი ბიუჯეტიდან განვლილ 5-ნახევარ თვეში 1 მილიონის ათვისებაც ვერ შეძლო. მისივე განცხადებით, 2018 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან 8 მლნ ლარის წამალი შეიძინა. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია, bm.ge-თან საუბარში განმარტავს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „არ არის სწორი ეს მაჩვენებელი. 2018 წელს ბენეფიციარების საშუალო ხარჯვამ შეადგინა თითქმის 4 მილიონ ლარზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ არ არის უტილიზაცია იმ რაოდენობის, რამდენიც გვინდა რომ იყოს, თუმცა ეტაპობრივად ეს პროგრამა მზარდია. შარშანდელი თანხები ჩვენ ავითვისეთ სრულად. პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 7 მილიონის წამალი შევისყიდეთ, 2 მილიონი კი სატენდერო ეკონომია იყო. როგორ ითვლის მონაცემებს ზურაბ ჭიაბერაშვილი არ ვიცით. ის ითხოვს ყოველთვიურად ჩვენგან ინფორმაციას, თუმცა დაჯამებაში ვერ ვემთხვევით ერთმანეთს“-აცხადებს ეკა ადამია. რაც შეეხება პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, ადამია აცხადებს, რომ თანხების ათვისების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება, რადგან მედიკამენტების შესყიდვებს ძირითადად წლის მეორე ნახევარში ახდენენ. „შეიძლება შესყიდული მედიკამენტები სრულად ვერ დაიხარჯოს, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვყიდულობთ ბუფერით. არ შეიძლება ვიყიდოთ კონკრეტულად მოჭრილი რაოდენობა და რაღაც პერიოდის მერე აღმოჩნდეს, რომ ეს მედიკამენტი აფთიაქში არ არის. ამიტომ შესაძლებელია 20 მილიონით შესყიდული მედიკამენტი სრულად არ დაიხარჯოს. ჩვენ ახლა ვუყურებთ უტილიზაციის სურათს. ფაქტია მზარდი გვაქვს მაჩვენებლები და პროგრამის შემდგომი გაფართოვებაც აქედან გამომდინარე დაიგეგმება. 20 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება საჭირო ყველა გამოწვევას და სიახლეს რომ ვუპასუხოთ. შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტს ავითვისებთ. პროგრამის ბიუჯეტი უმეტესად წლის მეორე ნახევარში იხარჯება, რადგან ბუფერით ვყიდულობთ, წლის დასაწყისში მედიკამენტების ნაწილი გადმოვიდა, შესაბამისად ხარჯვა წლის მეორე ნახევარში იქნება“-აცხადებს ადამია. რაც შეეხება პროგრამის მიმდინარეობას, ადამიას განმარტებით, ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის 23 დასახელების მედიკამენტს მოიცავდა. 2017 წლის მონაცემებით, პროგრამით 13 ათასმა ბენეფიციარმა ისარგებლა. რაც შეეხება 2018 წელს, პროგრამის მოსარგებელთა არეალი გაფართოვდა, გაიზარდა მედიკამენტების დასახელებები და მიმართულებები. ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებს 41 დასახელების მედიკამენტით სარგებლობა შეუძლიათ. ადამიას თქმით, თუ პროგრამაში ყოველთვიურად მხოლოდ 800 პაციენტი ერთვებოდა, სამინისტროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 4100 ბენეფიცირამდეა გაზრდილი და ჩართულობის მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდება.

---

 

14.06.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1560518855-%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

ქრონიკული დავაადებების მედიკამენტების გაცემა შესაძლოა ვაუჩერული სისტემით მოხდეს - აკაკი ზოიძე

ქრონიკული დავაადებებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. მეტი ხელმისაწვდომობის და გამოყოფილი რესურსების უკეთესად ათვისების მისაღწევად, ცვლილებების რამდენიმე ვერსია მუშავდება. მათ შორის განიხილება, რომ მედიკამენტების გაცემა, ცენტრალიზებულის ნაცვლად, ვაუჩერული სისტემით მოხდეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ პარლაამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თაავმჯდომარემ განუცხდა. აკაკი ზოიძე „ევროპული სქრთველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერშვილის კრიტიკასაც გამოეხმურა, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან, გასულ თვეებში ერთი მილიონიც ვერ აითვისა. ზოიძე ადასტურებს, რომ პროგრამა გადახედვას საჭიროებს, თუმცა ჭიაბერაშვილს პოპულიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ის საკითხი გაახმოვანა, რომელზეც ჰქონდა ინფორმაცია და უკვე დამუშავების პროცესში იყო. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, პროგრამის მიმდინარეობისას რამდენიმე ბარიერი გამოიკვეთა. ძირითადად პროცედურების ჯაჭვი, რომლის გავლა სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და შშმ პირებს მედიკამენტების მიღებამდე უწევთ. შესაბამისად, მუშაობა მიმდინარეობს გამარტივებაზე, რათა ათვისების მაჩვენებელი გაიზარდოს. ამასთან, დაგეგმილია რაოდენობის ზრდა მედიკამენტების ჩამონათვალში. „კომიტეტზე იქნება საჯარო მოსმენები, რომელია საუკეთესო ვარიანტი, რათა ჩვენი მოქალაქეები უზრუნველვყოთ მედიკამენტებით, რომელიც სჭირდებათ. შესაძლოა, ეს ცვლილებები წელსაც განხორციელდეს. ფორმატი საჭიროებს გადახედვას. 30 000-მდე ადამიანმა ისარგებლა, ეს არ არის ცოტა, მაგრამ არც საკმარისია. პოტენციურად ასეთი მომსახურებით 104 000 ადამიანმა უნდა ისარგებლოს. ამასთან, გარკვეული მარაგები არსებობდა შარშანდელი და როგორც კი ამოიწურება, მერე თავიდან გვიხდება შესყიდვა, სწორედ ამიტომ არ მოხდა ათვისება. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროგრამა საჭიროებს გადახედვას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. ქრონიკული დავაადებებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მესამე წელია მოქმედებს. ამ ეტაპზე მის ფარგლებში სოციალურად დაუცველებს 40-მდე დასახელების მედიკამენტი შეუძლიათ სიმბოლურ ფასად მიიღონ, ხოლო პენსიონერებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ნახევარ ფასად გაიცემა.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/akaki-zoidze-miichnevs-rom-medikamentebit-uzrunvelyofis-programa-gadasakhedia/?fbclid=IwAR01JQf7OOI0XcGaZ7jGQ86JrZpAz8SRzzlAAS7zGHIiz1cEzsrXFjrzFZQ

---

 

14.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/zurab-chiaberashvili-jandacvis-saministrom-medikamentebis-programistvis-gamoyofili-20-milionidan-gasul-tveebshi-erti-milionic-ver-aitvisa/?fbclid=IwAR1RTEohw4TaWl9ZEhbAZWmHFBSMhElBARWnNHSsAMpHR3HMAayGZ2LH4BA

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან, გასულ თვეებში ერთი მილიონიც ვერ აითვისა

მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც პრაქტიკულად ქაღალდზე რჩება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა“, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წელს მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი ერთი მილიონი ლარიც ვერ აითვისა. „სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წლებში, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. სარგებელს ასიათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი, განვლილ 5-თვენახევარში პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან ერთი მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის მედიკამენტი მივიდა იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან რვა8 მილიონი ლარის მედიკამენტი შეიძინა. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, პროგრამის ამოქმედებამდე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200 000 მოქალაქე ისარგებლებდა. სინამდვილეში, 2017-2018 წლებში პროგრამით 32 669 პირმა ისარგებლა. „საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60 პროცენტითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობა საზოგადოების ყველაზე დაუცველ ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისი შეფასებით, მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. დეპუტატის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ, ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ. ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სწორი ადმინისტრირება უნდა მოხდეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1560506238-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/150412-chiaberashvili-medikamentebis-programa-isev-qaghaldze-rcheba

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/zurab-chiaberashvili-medikamentebis-programa-welsac-qagaldze-rcheba-programaze-gamoyofili-20-mln-laridan-djandacvis-saministrom-5-tveshi-1-mln-laris-atvisebac-ki-ver-moaxerxa

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/jandacvis-saministrom-medikamentebis-programistvis-gamoyofili-20-milionidan-gasul-tveebshi-1-milionic-ver-aitvisa/

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/551467-zurab-chiaberashvili-medikamentebis-programa-celsac-kagaldze-rcheba-programaze-gamoqopili-20-mln-laridan-jandacvis-saministrom-5-tveshi-1-mln-laris-atvisebac-ki-ver-moaxerxa/

---

 

14.06.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1560522106-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98

“თქვენ ჩვენ დედა მოგვიკალით“ - რა მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში

„დედაჩემის სიკვდილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების: ლალი ფაციასა და ზვიად მათოშვილის კისერზეა. თქვენ ჩვენ დედა მოგვიკალით მაშინ, როცა მას სასიკვდილო არაფერი სჭირდა.“ ეს არის მცირე ფრაგმენტი ფეისბუქის პოსტიდან, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა - მარიამ შტილერმა გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დედის - ნატალია ჩიმაკაძის არასწორ მკურნალობასა და გარდაცვალებაში ადანაშაულებს. „პრაიმტაიმი“ მეტი დეტალისთვის გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა. ნატალია ჩიმაკაძის გარდაცვალების მიზეზებზე საკუთარ ვერსიას მისი მეორე შვილი - გვანცა ფოფხაძე გვიყვება: „ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო. როდესაც, დედამ თავი სუსტად იგრძნო და თავბრუსხვევები დაეწყო. მაშინვე მიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგს, ზვიად მათოშვილს. დედას გულის არითმია დაუდგინდა. მათოშვილმა მას რამდენიმე პრეპარატი დაუნიშნა. მკურნალობა სახლში განვაგრძეთ. თუმცა, პროგრესის ნაცვლად უკუჩვენება მივიღეთ: თავბრუსხვევბმა იმატა, რასაც გულისწასვლებიც დაერთო. პრეპარატების მიღებიდან დაახლოებით 2 კვირაში მათოშვილს დავურეკეთ და ვკითხეთ, ხომ არ შეგვეცვალა მკურნალობის კურსი?- თუმცა, მან ამაზე უარი გვითხრა. რამდენიმე დღეში დედა ისევ შეუძლოდ გახდა. მას სამსახურში წაუვიდა გული, რის შემდეგაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მაშინ 29 მაისი იყო. ექიმმა ლალი ფაციამ რეანიმაციაში დააწვინა, სადაც მეორე დღეს, კორონაროგრაფია გაუკეთეს. ვიცი, რომ ამ პროცედურის შემდეგ პაციენტი 24 საათის განმავლობაში გაუნძრევლად უნდა იწვეს. თუმცა, მათ საერთოდ არ მოგვაქციეს ყურადღება. მეტიც, დედა ფეხით გავიყვანე საპირფარეშოში. იმ დღესვე, ძალიან ცუდად გახდა, რასაც დიარეა და გულისრევა დაერთო. მომდევნო დღეს, როდესაც მის მოსანახულებლად მივედი, მითხრეს, რომ თურმე ლალი ფაციას რეანიმაციიდან გაუწერია. ამ დროს დედაჩემი ჯერ კიდევ ძალიან სუსტად იყო. მაშინვე მივედი მკურნალ ექიმთან, ზვიად მათოშვილთან და ვთხოვე პალატაში დავეტოვებინეთ რამდენიმე დღე მაინც. მაგრამ უარი მითხრა: „კარგად არის და ჩემი პაციენტი აღარ არისო“. იგივე მკურნალობა დაგვინიშნა, რაც მანამდე ჰქონდა, თუმცა, დოზები გაუნახევრა. მითხრა - „როგორც ჩანს სრული დოზა ორგანიზმმა ვერ აიტანაო“. ეს იყო 31 მაისი. დილის 11:30 წუთი. ძლივს დადიოდა დედაჩემი, ეტლიც კი არ მოგვცეს, აბსოლუტურად არანაირი დახმარება - მე თვითონ ძლივსძლიობით ჩავიყვანე მანქანამდე და წავიყვანე სახლში. იქვე ვცხოვრობთ. 10 წუთში უკვე სახლში მყავდა. მაგრამ, შევაღეთ თუ არა კარი- იქვე გარდაიცვალა. ხელებში ჩამაკვდა.“- ჰყვება „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გარდაცვლილი ნატალია ჩიმაკაძის შვილი გვანცა ფოფხაძე. მისივე განმარტებით, დედის დაკრძალვის შემდეგ, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ კონსილიუმი შედგებოდა და ნატალია ჩიმაკაძის გარდაცვალებაზე დასკვნა დაიდებოდა. „მითხრეს რომ იმსჯელებდნენ მის საქმეზე პასუხისმგებელი ექიმების ზვიად მათოშვილისა და ლალი ფაციას მონაწილეობით. თუმცა, მეორე დღესვე, ფაცია შვებულებაში გავიდა და პოლონეთიდან დებდა ფოტოებს სოციალურ ქსელში. პარალელურად, ჩემი ახლობლის სახელით, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, არაერთხელ შემომითვალეს, რომ ამ საქმის გამოძიებისგან ხელი ამეღო.“- აცხადებს გვანცა ფოფხაძე. „პრაიმტაიმმა“ ბრალდებებზე საპასუხოდ ზვიად მათოშვილთან და ლალი ფაციასთან დაკავშირება სცადა. თუმცა, კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. „მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არასდროს, არცერთი წერილი მათ წინააღმდეგ არ შემოსულა. ორივე მათგანი არის მაღალი ზნეობის და მაღალი პასუხისმგებლომის მატარებელი ექიმები“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ხურციძემ. ნატალია ჩიმაკიძე 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ოჯახის წევრებმა საქმის მოკვლევისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დღეს მიმართეს

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

17.06.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

"დავაი, დასვიდანია, ანუ სერგეენკო, ფაქტობრივად, მოხსნილია, მან კაბინეტი დაცალა!

ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს რომ კარგა ხანია, წყალი აქვს შემდგარი, ამის შესახებ არაერთხელ ვწერდით და პროგნოზირებდით კიდეც, რომ ერთხელაც იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილის ყელში ამოუვიდოდა ის, რბილად რომ ვთქვათ, საჩოთირო ვითარება, რაც ჯანდაცვის სამინისტროშია გამეფებული. კორუფცია, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის არასწორი მენეჯმენტის გამო ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი მილიონები და კლინიკებში არსებული სრული განუკითხაობა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი გულგრილობის მასობრივი შემთხვევები, ფარმაცევტული კლანების ლობირება და კიდევ ბევრი ნეგატივი, რომელიც ბოლო დროს სერგეენკოს უწყება დაუკავშირდა, მოსახლეობაში საპროტესტო განწყობის ზრდას უწყობს ხელს. ჯანდაცვის სისტემაში დაგროვილი უამრავი პრობლემისა და ამასთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალის" მხილებული პუბლიკაციების გამოძახილი იყო ის, რომ გასული წლის გაზაფხულზე ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. იმასაც შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ჯანდაცვის სამინისტროს "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" უფროსი გია თვალავაძე, რომელიც დღეს გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითქმის ნახევარი წელიწადია, "სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური ჯანდაცვის სამინისტროში ცე ჰეპატატის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ შესაძლო კანონდარღვევებს სწავლობს და იძიებს, რამდენად მიზანშეწონილად ჩამოწერა სერგეენკოს უწყებამ უძვირესი პრეპარატის - "ჰარვონის" 6 ათასი კოლოფი. ჩვენ ვცადეთ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც პრემიერ ბახტაძის და ჯანდაცვის მინისტრს სერგეენკოს მოხსნას უკავშირდება, მთავრობასთან დაახლოებულ წრეებში გადაგვემოწმებინა. კომპეტენტურმა წყაროებმა არ დაგვიდასტურეს, რომ პრემიერ- მინისტრის შეცვლა იგეგმება, თუმცა გვითხრეს, რომ სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრობიდან, ფაქტობრივად, მოხსნილია და ამის შესახებ უახლოეს დღეებში საჯაროდ გაცხადდება. სერგეენკოს შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა, იმედია, საქართველოს მასზე ბევრად უკეთესი ჯანდაცვის მინისტრი ეღირსება, რომელიც ყასაბ-უროლოგ გურამ ქარაზანაშვილისნაირ ვაი-ექიმების კი არა, მათგან გაუბედურებული შოთა კაპანაძის მსგავსი პაციენტების ქომაგი და ისეთივე დამცველი იქნება, როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე თემურ პირველაშვილი, რომელიც სერგეენკოს მიერ ჩაბნელებულ სისტემაში ლამის ერთადერთ ნათელ წერტილად ითვლება!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6153465&name=17.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

სერგეენკოს ჯანდაცვა პენსიონერ ქალბატონებს სასაცილოდ იგდებს!

დავით სერგეენკოს მოზარდთა და კარდიოქირურგის კვალიფიკაცია კი აქვს, მაგრამ მას შემდეგ რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ქართველი პენსიონერი ქალებისთვის უფასო გახადა მშობიარობა უფასო გახადა, სერგეენკოს როგორც ექიმის კომპეტენციაში სრულიად საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება. ისღა დაგვრჩენია, სერგეენკოზე გაგვეცინოს, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მშობიარე პენსიონერების დახმარების დაპირება, იმავე პენსიონერების მასხრად აგდებად შევაფასოთ. როგორც ჩანს, სერგეენკო არც იმ ქვეყნის სამშობიარო სტატისტიკას ეცნობა, სადაც მინისტრად ზის და არხც გინესის რეკორდების წიგნსაა გაცნობილი, სადაც მსოფლიო მასშტაბით ხანდაზმულობის ასაკში ქალთა მშობიარობის მაგალითებია ასახული. ასე რომ არ იყოს, ეცოდინებოდა, რომ ერთადერთი ქალბატონი საქართველოში, რომელმაც 59 წლის ასაკში იმშობიარა, ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში მცხოვრები ნათელა ლაზიშვილია და ეს ქალბატონი პირველია საქართველოში, რომელმაც ამ ასაკში შვილი გააჩინა, ხოლო მსოფლიოში -მეექვსე. რამდენიმე წლის წინათ თბილისში 54 წლის ქალმაც იმშობიარა, ოღონდ ხელოვნური განაყოფიერებით... საქმე ის გახლავთ, რომ დღევანდელი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ახალგაზრდა ქალბატონები თავს იკავებენ შვილის გაჩენაზე, არათუ საპენსიო ასაკს მიღწეულები, რომელთაც ძალა არ ჰყოფნით, შვილიშვილებს მოეფერონ, არათუ თავად იმშობიარონ. სააკაშვილმა წასვლის წინ ხალხს უკანასკნელი კბილები დააცალა, ხოლო სერგეენკომ სასაცილოდ აიგდო 60 წლის და მეტი ასაკის ქართველი ქალბატონები! ღიმილისმომგვრელია ხაზგასმა: "პროგრამით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა საპენსიო ასაკის პირებისა. მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომსახურება პროგრამის მხოლოდ შემდეგი კომპონენტების ფარგლებში: მშობიარობა/საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება". წლიურად 40 000 ლარის შემოსავლის მქონე პენსიონერებს შორის ეტყობა ჯანდაცვის სამინისტრომ გუგული მაღრაძე იგულისხმა, თორემ უბრალო მოქალაქეებს პენსია 200 ლარი აქვთ. ასე, რომ რომელიმე პენსიონერმა თუ იმშობიარა, ჯანდაცვას დაპირების შესრულება მოუწევს. მაგრამ ზუსტად იციან, რომ ამ დაპირებას განხორციელება არ უწერია და ეს პროგრამაც ხალხის დასაცინად დადეს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჯანდაცვის მამები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით პენსიონერების მშობიარობებზე გათვალისწინებულ ბიუჯეტს თავიანთი ახლობლების საოპერაციოდ არ მიმართავენ და მერე ხმამაღლა არ იტყვიან, ორსული გვეგონა, მაგრამ მუცელზე ცხიმი ჰქონიაო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6153394&name=17.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---  

 

17.06.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

"ძმა მომიკვდა, რადგან საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს” – რა მოხდა ყვარელში

ყვარლის საავადმყოფოში 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ბესიკ იაშვილი საავადმყოფოში გულის შეტევით შეიყვანეს. გარდაცვილის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ 56 წლის მამაკაცს დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რადგან მისივე თქმით, ამის რესურსი საავადმყოფოში არ არსებობს. "ძმა მომიკვდა იმიტომ, რომ საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს" - განუცხადეს "კურიერს". "კურიერის" ინფორმაციით, პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა რეანომობილი გამოიძახეს და ბესიკ იაშვილის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა კატასტროფის ბრიგადა ადგილზე 6 საათის განმავლობაში არ ჩავიდა. ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა დამძიმდა და 56 წლის მამაკაცი რეალურად სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაიცვალა. პაციენტების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ყვარელს საავადმყოფო რეალურად არ აქვს და ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ მუნიციპალიტეტში საფრთხეშია. ეროვნული ჰოსპიტალი "ევექსის" სამედიცინო ჯგუფს ეკუთვნის. ის 2012 წელს გაიხსნა, რა დროსაც რეანიმაციული განყოფილებაც იყო, სამშობიაროც, სტაციონარიც და თანამედროვე აპარატურაც, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი მოხსნეს და სხვა კლინიკებში გადაანაწილეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ყვარლის ჰოსპიტალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აქამდე არ იცოდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალს ნებართვები ყველა სახის მომსახურებაზე აქვს. სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში კონკრეტული გამოსავალი არსებობს, თუმცა ეს საკითხი უწყების წინაშე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა დააყენოს. ყვარლის მერიას კი საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების შესახებ არაფერი უთქვამს. ყვარლის მერს კითხვებს ოპოზიციაც დაუსვამს. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დეპუტატები ამ საკითხის დაყენებას აპირებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6153572&name=17.06.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6153705&name=17.06.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

რატომ დაიხურა საქართველოში სახელმწიფო პროგრამა "რადიაცია"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6153862&name=17.06.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება: ალია

რა გაუსაძლის პირობებში მუშაობენ "სასწრაფოს" ექიმები და სად მიდის მათთვის გამოყოფილი თანხები?!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6153562&name=17.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.06.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

მხუთავი ჰაერი ანუ საგანგაშო სტატისტიკა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6153496&name=17.06.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.06.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ `ჯიეიჩენს~ წყარომ აცნობა. `ჯიეიჩენი~ და უკავშირდა სამინისტროს პრესამსახურს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. წყაროს ინფორმაციით, სერგეენკომ სამუშაო კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე გაიტანა, რასაც ასევე არ ადასტურებენ პრესსამსახურში. `ჯიეჩენისთვის~ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და მეორე კანდიდატი სააჩხერის საავადმყოფოს ერთერთი თანამშრომელია, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. `ჯიეიჩენი~, ინფორმაციის გადასამოწმებლად პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. პარლამენტარმა, მისი კანდიდატურის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განხილვასთან დაკავშირებით უარყო, ასევე უარყო დავით სერგეენკოს თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია. _ 6 თვე არ გავა, რომ სერგეენკოს წასვლაზე ჭორი არ გავრცელდეს. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ `ჯიეიჩენთან~ საუბარში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6151155&name=15.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​