From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Subject : მედიამონიტორინგი-16.07.2019
Received On : 16.07.2019 07:29
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 16.07.2019

ტელევიზია

16.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ხანძარი სოფელ ყარაჯალაში - მეხანძრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მსხვერპლით დასრულდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. მეხანძრე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. გელა მელიქიძე სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6217809

---

 

16.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ბათუმის ბულვარს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების 30 ყუთი განთავსდა. პროექტი, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ბათუმის ბულვარს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად განხორციელდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6217671

---

15.07.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00 

ხელვაჩაურის სოცსააგენტოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ძალადობის მუხლითაა დაწყებული გამოძიება ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. საქმე ეხება თანამშრომლის მიერ თანამშრომლისთვის მიყენებულ დაზიანებებს, რის გამოც ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას. როგორც დაზარალებული აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ტვინის შერყევა მიიღო. ირწმუნება, რომ საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ხელმძღვანელობა ხელს აფარებს, ის სამსახურში იშვიათად დადის, სამუშაო საათებში კი სხვაგან საქმიანობს. ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ძალადობაში დადანაშაულებული თანამშრომელი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, ფიზიკურ ძალადობას კი უარყოფს. სააგენტოს ხელმძღვანელი ნანა კახაძე ამბობს, რომ კონფლიქტი სამუშაო საათებში მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას არავინ შესწრებია. უწყება ადმინისტრაციული ზომების მიღებამდე, გამოძიების დასრულებას ელოდება. ცნობისთვის, ფაქტის შესახებ ინფორმაცია დღეს TV25-მა გაავრცელა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6217352

---

 

15.07.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 12:00 

აჩუქე სითბო - წითელი ჯვარი ბათუმში მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქციას მართავს

აჩუქე სითბო - წითელი ჯვარი ბათუმში მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქციას მართავს. სლოგანია - მარტოობას აქვს გამოსავალი. აქციის ორგანიზატორების მიზანია ადამიანებმა ერთად შეაგროვონ სითბო და ფული იმ მოხუცების დასახმარებლად, რომელთაც არავინ ჰყავთ, ან ჰყავთ, მაგრამ თავს მარტოდ გრძნობენ. ბათუმი მოლში თქვენ ერთი კვირის განმავლობაში ნახავთ წითელი ჯვრის კუთხეს და წაიკითხავთ ორგანიზაციის ბენეფიციარი მოხუცების ისტორიებს, მოკლე გზავნილებით - „შენ ხარ მომავალი, მე ვარ მიმავალი - მადლობა, რომ მომისმინე.“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6216323

---

 

15.07.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 12:00

რა იგეგმება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში?

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის ახალ მინისტრს საქართველოს მედიკამენტებიოთ მომარაგების პროგრამის გადახედვისკენ მოუწოდებს. ასოციაციაში ამბობენ რომ აუცილებელია სამინისტრომ ყურადღება მიაქციოს წამლების ხარისხის კონტროლს და ფარმაცევტული კომპანიების მიერ ექიმებთან კომერციული გარიგებების ფაქტებიც აღმოფხვრას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6215750

---

 

ინტერნეტი

16.07.2019

მედიასაშუალება:https://www.bm.ge/ka/article/shromis-usafrtxoebis-intensiuri-monitoringi-am-dromde-ar-dawyebula/36965/

შრომის უსაფრთხოების ინტენსიური მონიტორინგი ამ დრომდე არ დაწყებულა

თბილისში 1 ივლისიდან დაანონსებული მშენებლობების შემოწმება ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც bm.ge-ის შრომის უფლებების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ გასულ კვირას განუცხადა, სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფები მშენებლობის შემოწმებას 15 ივლისიდან დაიწყებდნენ, თუმცა ირკვევა, რომ მონიტორინგი ამ დრომდე არ დაწყებულა. ფერაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბოლო დეტალები მუშავდება და შესაბამისი ჯგუფები ქალაქში მომდევნო დღეების განმავლობაში გამოჩნდებიან. ინფორმაციისთვის: პირველი ივლისიდან მუნიციპალიტეტებს, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიური მონიტორინგი უნდა დაეწყოთ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვას შეუწყობდნენ ხელს.

---

 

 

16.07.2019

მედიასაშუალება:https://www.primetime.ge/news/1563223012-8-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1

8 წლის გოგონას მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

35 წლის მაია არუნაშვილს, რომელსაც მკერდზე ავთვისებიანი, მეტასტაზური სიმსივნე აღმოაჩნდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას მკურნალობის პერიოდში ერთი მკერდი მოჰკვეთეს, ასევე ჩაუტარდა რამდენიმე ქიმიოთერაპია. ბოლო პერიოდში ჩატარებული ტომოგრაფიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მეტასტაზები გადასულია ძვლებზეც. ახალგაზრდა გოგონა დამატებით კვლევებსა და შესაბამის მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს, რისი საშუალებად ოჯახს არ აქვს. მას სჭირდება პრეპარატები ჰერცეპტინი და პერჟეტა. მაია არუნაშვილი მარტოხელა დედაა, მას 8 წლის ქალიშვილი ჰყავს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE06BG0000000101410225 მიმღები: ლია დათაშვილი ტელეფონი: 599 606 939

---

 

16.07.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=23516

დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის

დღეს, 15 ივლისს, დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა ორგანიზაცია "ტოლერანტმა", პროექტის – "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა" – პრეზენტაცია გამართა. დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის პროექტის სამიზნე რეგიონებია სამცხე–ჯავახეთი და შიდა ქართლი. პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებია: სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ორგანოიზაცია „ტოლერანტი“ და შიდა–ქართლის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“. პროექტის მიზანია, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა-ქართლში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის წარმატების უზრუნველსაყოფად, ისეთი სერვისებით მომსახურება, რომელიც მათ დაეხმარება დაბრუნების შემდგომ წარმოშობილი სირთულეების გადალახვაში. ასევე, უზრუნველყოფს პროექტის ბენეფიციარების მხრიდან საზღვარგარეთ არალეგალურად განმეორებით წასვლის პრევენციას. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: – არის საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც გააჩნია საქართველოში ბინადრობის უფლება; – საზღვარგარეთ იმყოფებოდა არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდა განაცხადი თავშესაფარზე, ან სარგებლობდა დროებითი ჰუმანიტარული სტატუსით; – საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდი, ბოლო დაბრუნებამდე, იყო ერთი წელი და მეტი; – მობილურობის ცენტრს ან გრანტის განმახორციელებელ ორგანიზაციას რეგისტრაციისათვის მომართა საქართველოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, სოციალური პროექტების დაფინანსება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა. პროექტის განხორციელების ვადა ათი თვეა და ბიუჯეტი მოიცავს 96 250 ლარს. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და პროგრამის ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ. 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. [გულო კოხოძე, ახალციხე]

--

 

15.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/556274-xelvachaurshi-socialuri-momsaxurebis-saagentos-tanamshromlebs-shoris-dapirispireba-moxda-ris-shedegadac-ert-piri-saavadmqoposhi-gadaiqvanes/

ხელვაჩაურში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხელვაჩაურში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ინცინდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება კოლეგა მამაკაცმა ქალბატონს მიაყენა. ინცინდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მხარეები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშიდებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება ხელვაჩაურში სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადმინისტრაციაში საგამოძიები მოქმედებების გამო კომენტარს არ აკეთებენ. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

---

 

15.07.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/pirveladi-gadaudebeli-sameditsino-dakhmarebis-kampania-gadaarchine-sitsotskhle-daitsko/60934

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 15 ივლისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ბათუმის ბულვარს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსიდან“ აცნობეს. ერთობლივი პროექტი ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთის განთავსებას ითვალისწინებს. პროექტი არამედიკოსი მოქალაქეების პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში უფასოდ გადამზადებას გულისხმობს. მოხალისეებს ტრენინგს First Aid-ში TOT მოდულით გადამზადებული, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ტრენერები ჩაუტარებენ. პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა. აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1-ლი ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება. მსურველებს საშუალება აქვთ, შეავსონ სპეციალური ფორმა ბმულზე: www.evexhospitals.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 032 255 05 05. “გადამზადებულ მოხალისეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი. საჭიროების შემთხვევაში ისინი ყუთში მოთავსებული სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუს.ჯი: https://www.interpressnews.ge/ka/article/556234-pirveladi-gadaudebeli-samedicino-daxmarebis-kampania-gadaarchine-sicocxle-daicqo/

---

 

15.07.2019

მედიასაშუალება:https://www.primetime.ge/news/1563183654-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D

გურიაში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა დაიწყო

გურიაში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში უბნის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის საკითხებზე, აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე და დასახული მიზნების მისაღწევად ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

---

15.07.2019

მედიასაშუალება:https://commersant.ge/ge/post/damsaqmebelta-asociaciashi-shromis-usafrtxoebis-specialistebi-momzaddnen

დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები მომზადდნენ

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი დაასრულეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას 2018 წლის დეკემბრიდან ახორციელებს და ამ ეტაპისთვის სერტიფიცირებული ჰყავს 400-ზე მეტი სპეციალისტი. „შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ცოდნა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების არ არსებობა შრომის ბაზარზე. სწორედ, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ამ სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნას უზიარებს კომპანიებს კონსულტაციების, აუდიტების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ამასთან, რაც ყველაზე აქტუალურია ამ ეტაპზე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სწავლებას შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული მოდულებით, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე ვრცელდება და ობიექტების შემოწმება შრომის ინსპექტორებს წინასწარი ნებართვის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ. ამასთან ბიზნეს სექტორი ვალდებული იქნება, რომ ადგილზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს.

 

 

 

ბეჭდვითი მედია

16.07.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

მითი და რეალობა აცრების შესახებ და ზოგი რამ გენმოდიფიცირებულ კულტურებზეც

14. წითელას ბოლოდროინდელი აფეთქებები წითელას ყველაზე დიდი აფეთქება ამერიკაში ბოლო 20 წლის მანძილზე წელს აღინიშნა - 1000 შემთხვევა ექვსი თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ წითელას 1000 შემთხვევა შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულ ყურადღებას, თითქოს, არც უნდა იმსახურებდეს, მაინც მაშინვე იძულებით ვაქცინაციაზე დაიწყეს ლაპარაკი, რაც აღსასრულებელ დირექტივასავით არის დანარჩენი მსოფლიოსთვის. ისე ჰაიჰარად ლაპარაკობენ იძულებით, სავალდებული აცრებზე, თითქოს ადამიანის უფლებები არც გაეგონოთ! შეიძლება ზოგმა თქვას: ძალადობის და ჯარიმების მსგავსი არაფერი ხდება ჩვენთანო, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვერ იტყვის ვერავინ, თუ როდის დაგვავალდებულებსიგივეს ჩვენც - ანტიდისკრიმინაციული კანონი თუ მიგვაღებინეს, ვითომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის გამიზნულ, ანუ სავალდებულო ვაქცინაციის კანონებზე გავბედავთ უარის თქმას?! 15. შეკითხვები დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბ-ნ ამირან გამყრელიძეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გვარწმუნებს, რომ "წითელას ვერაფერი შეაჩერებს აცრების გარდა"! და ყველას მოუწოდებს აუცილებლად აცრან ბავშვები ორჯერ - ერთი და ხუთი წლის ასაკში. შესაძლოა, მას მართლაც სწამს ვაქცინაციის ეფექტურობის და არც ვაქცინების უვნებლობაში ეპარება ეჭვი, მაგრამ პროპაგანდას და დაუსაბუთებელ დაშინებას ბევრად აჯობებდა, საზოგადოებაში დაგროვილი და წერილში უკვე ნახსენები კითხვებიდან ზოგიერთზე მაინც რომ იძლეოდეს იგი კონკრეტულ პასუხს. თქვენ გგონიათ დეპოპულაციაზე მხოლოდ ამერიკაში და მხოლოდ მილიადერები ფიქრობენ, და მათ თანამოაზრეები არ ჰყავთ, თუნდაც, ჩვენთან, გადაშენების პირას მყოფ ქართველებში?! როგორ გეკადრებათ! "კუმ ფეხი გამოყო..."-ს პრინციპით ჩვენ ხომ ყველაფერში თავის გამოჩენა გვიყვარს - რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან მიერთება იქნება ეს, თუ - აფრიკა-ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა ჩვენი "პარტნიორის" გულის მოსაგებად და, ჩვენი ხარჯით, რა თქმა უნდა. 2019 წლის 7 აპრილ ტელეგადაცემაში "ცეცხლის ხაზი" ქ-მა მაგდა ანიკაშვილმა ისეთი "ფილოსოფიური" კითხვა თანაწამყვანს და მიწვეულ სტუმარს, ჩემი ყურით რომ არ მომესმინა და ჩემი თვალით არ მენახა, სხვის მონაყოლს ნამდვილად არ დავიჯერებდი. ანიკაშილი: პლამეტის მთავარი პრობლემა დღეს არის ჭარბი მოსახლეობა და გაეროს თუ დავეყრდნობით, 2050 წელს 13 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს ამ პლანეტაზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა ისეთი, უპასუხისმგებლო მიდგომაა, როდესაც ჩვენ მარტო ვიწრო ნაციონალისტური კუთხით ვუყურებთ ამ საკითხს, რომ ქართველები ვიყოთ ბევრი.... საუბედუროდ, ამგვარი მსოფლმხედველობის ლიბერასტი ადამიანები გვყავს ყველგან, განსაკუთრებით ტელევიზიაში, ე.წ. არასამთავრობო სექტორში, მთავრობასა და პარლამენტში, რომლებსაც ამერიკული ინტერესების პრიზმაში გაუტარებლად არც ერთი პრობლემის არათუ გადაჭრა, უბრალოდ, მასზე საღად აზროვნებაც არ შეუძლიათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6217686&name=16.07.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

 ---

15.07.2019

მედიასაშუალება: თბილისელები

"ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი" - მსოფლიოში აღიარებული მძლავრი სა,ედიცინო ცენტრი

ს.ს "ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი" მძლავრი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც საამკურნალო და სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, ქვეყნის ტუბსაწინააღმდეგო ქსელის მეთოდურ ხელმძღვანელობას ახორციელებს. ცენტრის წარმატებებზე, დაავადების მართვის ბერკეტებზე და პირველად სიმპტომებზე "ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის" დირექტორი - პროფესორი ზაზა ავალიანი გვესაუბრება. ზაზა ავალიანი: "ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის" კლინიკა განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აგებულ, უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ თანამედროვე შენობა-ნაგებობებში, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა. გაძლიერდა დიაგნოსტიკური რესურსები. გვაქვს ისეთი სერიოზული ინსტრუმენტი, როგორიცაა თანამედროვე მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მოცემულობებზე დაყრდნობით შექმნილი გაიდლაინი, რაც ყველა ექიმისთვის უნივერსალური სამოქმედო იარაღია. - რა მატერიალურ რესურსს ფლობთ და როგორია დაავადების შემცირების სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში? - ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჩართულობით გლობალური ფონდი პროექტების ფარგლებში მნიშვნელოვნად განვვითარდით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეექვსე მშენებლობა მიმდინარეობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, სწორად და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ საერთაშორისო რესურსები პროგრამისა და ქსელის განვითარებისთვის. გვაქვს ორი ახალი არაჩვეულებრივი ამბულატორიული ცენტრი, ასევე, მნიშვნელოვანი ინოვაციაა, აბასთუმანში "ფონდი ქართუს" დაფინანსებითა და ინიციატივით აშენებული 100-საწოლიანი შესანიშნავი, ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო კლინიკა. გვაქ სკომპიუტერული ტომოგრაფია, რაზეც წლების წინ ვერც კი ვიოცნებებდით, რენტგენის უახლესი ციფრული აპარატები და ბოდიპლეტიზმოგრაფი (აშშ-ის საელჩოს საჩუქარი), რომელიც უნიკალური აპარატია რეგიონში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6215981&name=15.07.2019+-+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

​