From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Subject : მედიამონიტორინგი-15.07.2019
Received On : 15.07.2019 07:34
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 15.07.2019

ტელევიზია

15.07.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   ახალი დღე

უქმე დღეებსა ან ოფიციალურ დასვენების დღეებზე მუშაობა 50%-ით ძვირად ანაზღაურდება

უქმე დღეებსა ან ოფიციალურ დასვენების დღეებზე მუშაობა 50%-ით ძვირად ანაზღაურდება. შესაბამისი კანონპროექტი დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა მოამზადა. კანონის მიღების შემთხვევაში, დამსაქმებლებს, დასაქმებულთა მიერ. რეალურად შესრულებული სამუშაოს დროის ხანგძლივობის დეტალური აღრიცხვა და ამ აღრიცხვის საფუძველზე ზეგანაკვეთური მუშაობის შესაბამისი სახელფასო დანამატის გაცემა მოუწევთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6214882

---

 

15.07.2019

არხი:  I არხი  

გადაცემა: მოამბე 09:00 

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 7 დაშავებული ისევ საავადმყოფოში რჩება

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 7 დაშავებული ისევ საავადმყოფოში რჩება. აქდან სამს ოპერაცია ჩაუტარდა. ორს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს, დანარჩენ დაშავებულებს კი სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ექიმები ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/main.php?lang=geo#flvplayer90

---

14.07.2019

არხი:  მაესტრო 

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბიჭი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბიჭი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მას ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა, გარდა იმისა, რომ მას მუცლის ღრუში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა თავის ტვინზე ჰქონდა მიყენებული. 3 და 5 წლის ბავშვებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მშობლები დაეღუპნენ, ერთი ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკებში სულ 10 დაშავებული რჩება. შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს 3 მინივენი შეეჯახა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6214606

---

 

13.07.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

სენაკის რაიონში ათამდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

სენაკის რაიონში 10-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტეხურის ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე, ნახევრად დანგრეულ შენობებში შესახლებულები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მათ არც წყალი აქვთ და არც გაზი, ნაგებობებში არ არსებობს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. სოციალურად დაუცველები, პენსიონერები და დევნილები ასე უკვე წლებია ცხოვრობენ. სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ ნაგებობები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მათ რეაბილიტაციის უფლება არ აქვთ. ეკონომიკის სამინისტროში კი გამართავენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად მერიამ ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს. დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობაში ამბობენ , რომ ამ ოჯახებიდან 2 ფართით დაკმაყოფილებულია, ერთი კი მომლოდინეთა რიგშია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6214128

---

 

13.07.2019

არხი:  მაესტრო 

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

ჭარის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა

აჭარის რეგიონში მცხოვრები დევნილების პრობლემები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შორის გაიმართა. საუბარი შეეხო განათლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. ბათუმში მცხოვრები აფხაზური წარმომავლობის მოსახლეობისთვის ენის შენარჩუნების მიზნით რამდენიმე საჯარო სკოლაში სპეციალური პროგრამა ამოქმედდება. რუსლან აბაშიძე: "ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი აჭარაში და მოხარული ვარ, რომ გვქოდნა შესაძლებლობა და შევხვდით მთავრობის თავმჯდომარეს კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6213259

---

 

ინტერნეტი

13.07.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/112-shi-amerikuli-programis-danergva-daitsko/60911

112-ში ამერიკული პროგრამის დანერგვა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-ში ე.წ. MPDS პროტოკოლების ტრენინგი მიმდინარეობს. აღნიშნული ტრენინგი არის ინციდენტის ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა ProQA-ის დანერგვის პროცესის ნაწილი. ProQA მუშაობს სპეციალური სამედიცინო, სახანძრო და საპოლიციო პროტოკოლების გამოყენებით და მისი მთავარი დანიშნულებაა ინციდენტის პრიორიტეტების მაღალი სიზუსტით დადგენა და ინციდენტის შესაბამისი სატელეფონო ინსტრუქციების გაცემა. აღნიშნულ ტრენინგებში "112"-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართულები. ტრენინგების გავლის შემდეგ ინსტრუქტორები "112"-ის ქოლ-ცენტრის 300-მდე თანამშრომელს გადაამზადებენ ProQA-ისა და მისი პროტოკოლების მოხმარებაში. ProQA მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გამოიყენება და მისი პროტოკოლები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, რათა სრულად შეესაბამებოდეს გადაუდებელი შემთხვევების მართვის მსოფლიო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ქართულად ითარგმნა და კულტურული კომიტეტების შეხვედრებზე მოხდება მისი მორგება ქართულ რეალობაზე. აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან "112"-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ProQA – გადაუდებელი დახმარების ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა წლის ბოლოს დაინერგება. პროგრამის მთავარი უპირატესობებია: ინფორმაციის დამუშავების პროცესის გამარტივება, ინციდენტის პრიორიტეტების სწორედ და შეუცდომლად განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარების რესურსის რაციონალური გადანაწილება და გადაუდებელი დახმარების დაწყება დარეკვისთანავე და მისი უწყვეტობა სატელეფონო კონსულტაციების გზით.

 

http://kvira.ge/485460

---

 

 

14.07.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/152363-acharashi-momxdari-avariis-shedegad-dashavebuli-5-tslis-bichi-gardaicvala

აჭარაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მისი თბილისში ტრასპორტირება შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბიჭის დას, 6 წლის გოგო მკურნალობას თბილისში აგრძელებს. 13 ივლისის საღამოს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინი ვენი შეეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე - საავადმყოფოში გადაყვანისას. 5 წლის ბიჭი ავარიის მე-3 მსხვერპლია. შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კვირა.ჯი - http://kvira.ge/485556

ექსპრესნიუს.ჯი - https://expressnews.com.ge/?id=87022

---

 

 

ბეჭდვითი მედია

15.07.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

კახა საბახტარაშვილი: ჰიალურონის მჟავა კიბოს უჯრედებს სპობს!

ქართველი მეცნიერი და ჰომეოპათი, ექიმი კახა საბახტარიშვილი ჰიალურონის მჟავის უნიკალური თვისებების შესახებ გვესაუბრება და აცხადებს, რომ ნობელის პრემიას, რომელიც ამ ოცდაათი წლის წინათ დიდ ქართველ მეცნიერსა და პატრიოტს ალექსანდრე გაჩეჩილაძეს უნდა მიეღო, ცოლ-ქმარი ვერა გორბუნოვა და ანდრეი სილუინოვი მიიღებენ. მისის თქმით, ალექსანდრე გაჩეჩილაზე ჯერ კიდევ "კატრექსის" შექმნის სათავეებთან აცხადებდა, რომ ზვიგენის სისხლი და ღვიძლი სწორედ ჰიალურონოს მჟავის საბადო იყო. კახა საბახტარიშვილი: "ალექსანდრე გაჩეჩილაძე თავის გასაიდუმლოებულ მასალებში, რომელიც სამეცნიერო კონფერენციაზე გამომსვლელთა კრებულის სახით 1990 წელს 3-ათასიანი ტირაჟით გამოიცა, საგანგებოდ საუბრობს ჰიაულონის მჟავის შესახებ, რომელიც კიბოს უჯრედების დაუძინებელი მტერია. ჰიალურონის მჟავა კიბოს უჯრედებს სპობს!"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6215290&name=15.07.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

 ---

15.07.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"სანამ დროა, დაამარცხეთ C!"

C ჰეპატიტის ახალი საინფორმაციო კამპანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, მოვინდომოთ და ერთად დავამარცხოთ ვირუსი, რომელიც კლავს! საქართველოში 2015 წლიდან დღემდე მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში უპრეცედენტო პროექტი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოქმედებს. მისი მიზანია თითოეული ადამიანის უფასოდ გამოკვლევა და მკურნალობა. საქართველოს ტერიტორიაზე, 600-მდე დაწესებულებაში უფასოდ გაიკეთებთ ე.წ. სწრაფ ტესტს და დაადგენთ, სისხლში C ჰეპატიტის ანტისხეულები გაქვთ თუ არა. თუ გაქვთ, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ინფიცირებული ხართ. შესაძლოა C ჰეპატიტი ისე გადაიტანოთ, არც იცოდეთ, მაგრამ, რადგან ვირუსმა ორგანიზმში გაიარა, ანტისხეულები რჩება და ამიტომ საჭიროა უფრო ღრმა კვლევა. თუ კვლევის შედეგად დაავადება დადასტურდა, დაუყოვნებლივ მიმართავთ მკურნალობას - რა თქმა უნდა, უფასოდ! გახსოვდეთ, უფასო პროგრამა მარადიულად არ იქნება. ამასთან, მკურნალობა საშურია, რათა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს... საქართველოში 2015 წლიდან დღემდე 1 500 000 კაცმა გაიარა სკრინინგი, მათგან 52 053 მოქალაქეს უმკურნალეს და 98.1% განიკურნა. სამწუხაროდ, 1 300 000-ს ჯერაც არ მიუმართავს სკრინინგისთვის, თუმცა, ვინც მიმართა და სისხლში ანტისხეულები დაუფიქსირდა, მათგან რამდენიმე ათეული ათასი არც ღრმა კვლევაზე მისულა და მკურნალობაზეც არ უფიქრია. რატომ? მიზეზები განმაცვიფრებელია. ზოგიერთი მკურნალობისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ სასმელზე უარის თქმა უჭირს. რადგან დღეს ღვიძლი არ აწუხებს, ჰგონია, რომ არაფერიც არ სჭირს, არადა, C ჰეპატიტი ვერაგი დაავადებაა, შესაძლოა 15-20 წელი ისე ატარო, არანაირი სიმპტომი არ გქონდეთ და უცებ დაგარტყათ ღვიძლზე, რასაც ხშირად მოჰყვება ციროზი და ღვიძლის კიბო... ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - საბედნიეროდ, დღეს C ჰეპატიტის განკურნება შესაძლებელია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში მოქმედი ელიმინაციის პროგრამა. ჯერჯერობით მსოფლიოში სრულად აღმოფხვრილია მხოლოდ ერთი ინფექციური დაავადება - ყვავილი. მისი ვირუსის ცირკულაცია მსოფლიოში 1980 წლიდან აღარ არის და რადგან ლიკვიდირებულია, აცრაც აღარ მოითხოვება. მეორე დაავადება, რომელიც სულ მალე აღმოიფხვრება, პოლიომიელიტია, მხოლოდ სამ ქვეყანაშია დარჩენილი. შემდეგ რიგში იყო წითელა, მაგრამ აცრების მოდუნების გამო ისევ იჩინა თავი. მალე გასაქრობ ვირუსთა რიგშია ცოფი და სხვ. მათი აღმოფხვრა და ელიმინაცია ვაქცინაციით ხდება. მედიკამენტის საშუალებით აღმოფხვრის პრეცედენტი კი შესაძლოა გახდეს C ჰეპატიტის დამარცხება. B ჰეპატიტის პრობლემა თითქმის გვარდება. მისი გავრცელების რისკები 3-4-ჯერ დიდია, მაგრამ არსებობს B ჰეპატიტის ძალიან ეფექტიანი ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოს მოსახლეობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან, საქართველოს მოქალაქეები კი 2001 წლიდან იცრებიან და დაავადების რაოდენობა იკლებს. C ჰეპატიტის ვაქცინა ჯერ არ არსებობს, მაგრამ 2013 წელს გამოვიდა ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო პრეპარატი "სოფოსბუვირი", რომლის უახლესი გენერაციის პრეპარატები ჩვენთან ხელმისაწვდომია და განკურნების 95%-ზე მეტ შანსს იძლევა. ეს პრეპარატი მედიცინის ისტორიაში გარღვევად ითვლება, რადგან მან უმოკლეს დროში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვისაც ღვიძლი დაზიანებული არა აქვს და მხოლოდ ვირუსის მატარებელია, ეს პრეპარატი 100%-ით კურნავს, ხოლო იმ პაციენტების განკურნების შანსი, რომელთაც ღვიძლი დაზიანებული აქვთ, 95%-ზე მეტია. ამ შემთხვევაში ვირუსი კვდება, ნულდება, მაგრამ ღვიძლის დაზიანება მაინც რჩება... ამიტომ, რაც უფრო ნაკლები გართულების ფონზე იწყება მკურნალობა, მით მეტია აბსოლუტური განკურნების შანსი. - შეიძლება ვირუსი თავიდან დაგვემართოს? - თუ კვლავ შევეხებით დაინფიცირების წყაროს, ისევ შეგვეყრება. ჩვენთან C ჰეპატიტის გადადების ყველაზე დიდი ალბათობა საინიექციო ნარკომანიის შემთხვევაშია... სამწუხაროდ, ხალხის დიდი ნაწილი რატომღაც ვერ ხვდება, რა მნიშვნელოვანი პროგრამა მოქმედებს და მიაჩნიათ, რომ 10-15 წელი მაინც არაფერი დაემართებათ. ეს შეცდომაა. არავინ იცის, ზუსტად როდის შეეყარა ვირუსი და მდგომარეობის დამძიმებამდე რა დრო დარჩა. უკვე 1 500 000 კაცმა გაიარა სკრინინგი, მათგან სწრაფ ტესტზე დაახლოებით 125 000-ს ანტისხეულები დაუფიქსირდა, ღრმა, მოლეკულური კვლევა მხოლოდ 90 000-მა კაცმა ჩაიტარა. მათგან 79 000 ინფექციის მქონე აღმოჩნდა, მაგრამ სამკურნალოდ მხოლოდ 2/3 მივიდა. არადა, C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების რისკი მანამ იარსებებს, ვიდრე იარსებებს თუნდაც ერთი დაავადებული ადამიანი. ვიწყებთ მიდევნებისა და ძებნის პროგრამას. ჩვენ ვიცით იმ ხალხის ვინაობა. შესაძლებელია მათი იდენტიფიკაცია-კომუნიკაცია. ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაყოლიებლად, მაგრამ ჩვენზე დიდი როლი შეიძლება შეასრულოს საზოგადოებამ, მედიამ. მას, ვინც ვერ ხვდება, რა საფრთხე ემუქრება მკურნალობისგან თავის არიდების გამო, უნდა გავაგებინოთ, რატომ უნდა იმკურნალოს დღეს. ერთ-ერთ ბარიერად თურმე ღრმა კვლევის და მონიტორინგის პროცესში თანაგადახდა, ფინანსური საკითხი იყო. ესეც მოგვარდა - ღრმა კვლევა უკვე უფასოა. მთავრობის დადგენილებით ყოველგვარი ხარჯი ნულდება. ამასთან, სოციალურად დაუცველთათვის ყველაფერი ისედაც უფასო იყო. წამალი რამდენიმე ათი ათასი დოლარი ღირს. თუ ელიმინაციის პროგრამა დასრულდება, ვეღარ შეძლებთ უფასო პროგრამით სარგებლობას. დაგვიანება შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, სანამ დროა, დაამარცხეთ С! სტატისტიკური მონაცემებით: მსოფლიოში დაახლოებით 71 მილიონ ადამიანს აქვს ქრონიკული C ჰეპატიტის ინფექცია, მათგან ყოველწლიურად 399 000 ადამიანი იღუპება C ჰეპატიტით. C ჰეპატიტი მსოფლიოში გავრცელებული ინფექციაა, თუმცა მისი მოქმედების უმწვავესი ზონაა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა და ევროპის რეგიონები. მათ შორის არის საქართველოც. საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, 2020 წლისთვის ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჩატარებული სკრინინგი, ერთხელ მაინც და განსაკურნებელ პაციენტთა რაოდენობა აბსოლუტურ მინიმუმზე დავიდეს. შედეგის მისაღწევად პირველ რიგში საჭიროა სკრინინგი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6214917&name=15.07.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

15.07.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

უნიკალური ოპერაცია ჩაფიძეში: გულის ორი მესამედი შეცვლილია

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, რომელსაც ავთო ჯორბენაძე და მისი ღირსეული შთამომავლობა ხელმძღვანელობდნენ, არაერთი პაციენტი მოუბრუნებიათ სიცოცხლისკენ, მაგრამ ამჯერად ნამდვილი სასწაული მოხდა: 60 წლის მამაკაცს შვიდსაათნახევრიანი უნიკალური ოპერაციით, გულის თითქმის ორი მესამედი განუახლეს, ხოლო გულიდან გამომავალი თავის ტვინის მკვებავი მთავარი სისხლძარღვები პროთეზით ჩაუნაცვლეს. ვესაუბრებით ჩაფიძის ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზვიად ბახუტაშვილს: -პაციენტი თავდაპირველად ჩვენთან შუნტირებისა და აორტის სარქვლის შეცვლის მიზნით მოვიდა, მაგრამ სისხლძარღვებში, რომლებიც რბილი და ელასტიკური უნდა იყოს, ექოსკოპიამ გაქვავებული ელემენტები გამოაჩინა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ ეს მსხვილი სისხლძარღვი რკალის ჩათვლით და მისგან გამომავალი სისხლძარღვების საწყისი ნაწილები ერთიანად გაქვავებული იყო და ამის გამო ჩვეულებრივი ოპერაცია კომპლექსურ და მოცულობით ოპერაციაში გადაიზარდა. თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებთან ერთად აორტის რკალის შეცვლის ოპერაცია ადრეც ჩაგვიტარებია, მაგრამ ამჯერად გულზე აორტალური სარქვლის შეცვლა და შუნტირება გახდა საჭირო.... ოპერაციის დასრულების შემდეგ პაციენტი კონტაქტში შემოვიდა. ჩვენს თხოვნაზე - პირი გაეღო და წყალი მიეღო -პასუხი გაგვცა. -ასეთი მასშტაბური ოპერაციის წარმატების საფუძვლად რა მიგაჩნიათ? -საოპერაციო მაგიდასთან თითქმის 8 საათი ვიდექი, ამ ხნის განმავლობაში წუთითაც არ მქონია შესვენების საშუალება. იმ 7 ათას ოპერაციას შორის, რომელიც ჩაფიძის კლინიკაში გულზე ჩატარებულა, მსგავსი მოცულობის ოპერაცია ჯერ არ ყოფილა. ასეთ ოპერაციებს მნიშვნელოვანი ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები სჭირდება. წარმატებას განაპირობებს საოპერაციო გუნდი, რომელიც დაძაბულობის გარეშე მოქმედებს. ამიტომ 27 ივნისს ჩატარებული ოპერაცია სრულიად იმ გუნდის გამარჯვებაა, რომელთან ერთადაც უკვე 18 წელია, შრომა მიწევს! -თქვენი პაციენტი ახლა როგორაა? -როგორც მოგახსენეთ, ოპერაციიდან ერთ კვირაში სახლში გაეწერა. ამჟამად ამბულატორიულ მეთვალყურეობაზეა. ქირურგისგან დამოუკიდებლად მოვახერხეთ პაციენტის ვინაობის დადგენა. ის 60 წლის რუბენ ქართველიშვილი აღმოჩნდა. -თავს კარგად ვგრძნობ და ამაში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვგულისხმობ. ის გარემო, სადაც ვარ, მეხმარება კიდევ უფრო გავიაზრო, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირდა. ოპერაციამდე 9 წლის განმავლობაში წამლებს ვსვამდი, გული დიდი ხანია მაწუხებს. იმ დღესაც ყვავილებს ვრწყავდი და თვალთ დამიბნელდა.. სასწრაფო დახმარების სამსახურმა აქ მომიყვანა, აღმოჩნდა საოპერაციო გახლდით. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო მომღიმარ და პროფესიონა ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ, განსაკუთრებით ბატონ ზვიად ბახუტაშვილს, მან მე სიცოცხლე მაჩუქა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6214845&name=15.07.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

15.07.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ახალი სამედიცინო ცენტრი აბაშაში

აბაშაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ადმინისტრაციული შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან და აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სპეციალურად სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. ამ დრომდე, აბაშის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6212760&name=13.07.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge