მედიამონიტორინგი 14.06.2019
ტელევიზია
13.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
სამედიცინო შეცდომები, მსოფლიო სტატისტიკა და ვითარება საქართველოში
---
13.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის 110 შემთხვევა 5 თვეში. მიმდინარე წლის ამ სტატისტიკას შსს აქვეყნებს. 15 შემთხვევაში მოძალადე დედაა, 95 შემთხვევაში კი მამა ან მამინაცვალი. უწყების ცნობითვე კანონდარღვევების 79% დამნაშავის დაკავებით დასრულდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148223
რუსთავი 2 - კურიერი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148318
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6147835
---
13.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
უმძიმესი 4 დღე 14 წლის მოზარდის მშობლებისთვის - ექიმები ამ დრომდე ვერ ახერხებენ გოგონას კომიდან გამოყვანას, რომელიც სახლში დედამ მომაკვდავი იპოვა. მერვე კლასის მოსწავლე გაურკვეველი ნივთიერებით რამდენიმე დღის წინ მოიწამლა, გული გაუჩერდა და დღემდე სიკვდილს ბავშვთა „პრივატ კლინიკაში“ ებრძვის. ბავშვის მშობლები ფიქრობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების უკან სახიფათო ინტერნეტ თამაში დგას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148254
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148201
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148002
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6147409
---
13.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15
ივლისიდან შრომის უსაფრთხოების საკითხებს სამშენებლო სექტორში ინტეგრირებული ინსპექტირების ჯგუფები შეისწავლიან. ინტეგრირებულ ჯგუფში შრომის ინსპექციის, მერიის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები გაერთიანდებიან. სიახლე სამშენებლო სექტორს დღეს გააცნეს, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საფინანსო სექტორში დანერგილი რეგულაციების გავლენას სამშენებლო სექტორზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6147549
ტვ პირველი -საქმის კურსი 22:30-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148373
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148299
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148249
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6148089
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6147931
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6147688
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6147176
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6146993
---
ინტერნეტი
14.06.2019
უმრავლესობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მამუკა ბახტაძე და დავით სერგეენკო თანამდებობებს ტოვებენ, პრემიერის პოსტს კი მაია ცქიტიშვილი დაიკავებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს, ასევე პოსტი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დატოვოს. მისი თქმით, ამ თემაზე არანაირი საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა. "მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ კონკრეტული პირების საქმიანობას ვაფასებთ, როცა მოდიან პარლამენტში, დანარჩენი შეფასება არის პრემიერის პრეროგატივა. უმრავლესობის სხდომის ფორმატში ამაზე საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა ოხანაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, რის ფარგლებშიც პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ცნობით, პრემიერის პოსტზე ბახტაძეს სწორედ მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.
---
14.06.2019
რამ მოწამლა 14 წლის მოზარდი და რატომ არ ჩაუტარდა ბიოქიმიური ანალიზი - გოგონას ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს
14 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია -გოგონა მეხუთე დღეა სიკვდილს ებრძვის
არასრულწლოვნის ოჯახის წევრებს მედიკოსებთან პრეტენზიები აქვთ და ამბობენ, რომ მას სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა დროულად არ ჩაუტარდა. მოზარდის მშობლებმა განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს და აინტერესებთ, რატომ არ ჩაუტარდა გოგონას ბიოქიმიური ანალიზი, რითაც მოწამვლის მიზეზი გამოვლინდებოდა. „რატომ ვერ მოხერხდა ბავშვისთვის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება, რომლითაც გამოვლინდებოდა, რითი იყო მოწამლული ბავშვი, რომ შემდეგ ჩატარებულიყო შესაბამისი მკურნალობა. თუ 14 წლის ბავშვის ბედი და ჯანმრთელობა არავის არ აინტერესებს, მაშინ დამთავრებულია ამ ქვეყანაში ყველაფერი,“- აცხადებს მოზარდის მამა გიორგი ჭახელიძე. 14 წლის მოზარდი სავარაუდოდ "ლურჯი ვეშაპის" მორიგი მსხვერპლია. გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ის მშობლებმა უმძიმესი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინინკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მოზაედი გაუკვეველი ნივშიერებით არის მოწამლული. ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ მოზარდი ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და ცდილობდა საკუთარი თავისთვის დაზიანებები მიეყენებინა. ოჯახის წევრების თქმით, შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ჭრილობები, სწორედ ამიტომ მშობლები ეჭვობენ, რომ გოგონას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.
---
14.06.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/267022-abasize-lugaris-laboratoriis-kari-riaa-yvela-qveynis-mat-soris-rusi-eqspertebistvis
აბაშიძე: ლუგარის ლაბორატორიის კარი ღიაა ყველა ქვეყნის მათ შორის რუსი ექსპერტებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ "ლუგარის ლაბორატორიის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის". აბაშიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთს კრიტიკული მოსაზრებები აქვს, ამიტომ მათ შეუძლიათ, ჩამოვიდნენ და ობიექტი მოინახულონ, განუცხადა აბაშიძემ პირველ არხს. „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე გამუდმებით აყენებს კრიტიკულ კონტექსტში საკითხს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ აღნიშნული ცენტრის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მიესალმება ქართული მხარის წინადადებას, რომ რუს ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიის მონახულების შესაძლებლობა ექნებათ. კარასინის თქმით, სპეციალისტები დაინტერესებული არიან ლაბორატორიის ფუნქციონირების შესწავლით, კითხვების დასმით და პასუხების მიღებით. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.
---
13.06.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/jandacvis-ministrs-axali-moadgile-hyavs-/35351
ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. თეა ახვლედიანი უწყებაში შრომითი მიგრაციის საკითხებს უხელმძღვანელებს. თეა ახვლედიანი 2014 წლიდან ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა. 1997 წლიდან, საქმიანობას შეუდგა საქართველოს საგარეო უწყებაში, სადაც ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებით დეპარტამენტის დაარსებიდან, შესაბამისი დიპლომატიური საფეხურების გავლით, სხვადასხვა შესაბამისი პოზიციიდან მუშაობდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე. თეა ახვლედიანი ორჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტს (2004 წელს და 2008-2014 წლებში); ხოლო 2004-2008 წლებში იკავებდა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩევლის თანამდებობას. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წარმოებისა და ევროინტეგრაციის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პარალელურად, თეა ახვლედიანი, მუშაობდა ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიზნით, სავიზო დიალოგის წარმოებაზე; ასევე, აღმასრულებელი მდივნის სტატუსით ახორციელებდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესს. თეა ახვლედიანი არის კარიერული დიპლომატი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგით, რომელსაც განათლება საერთაშორისო პოლიტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული აქვს ბრიუსელში (Summum cum Laude) - (European Centre for International and Strategic Research (CERIS), Master of Arts in International Politics და დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/551341-jandacvis-saministro-ministris-axali-moadgilis-danishvnastan-dakavshirebit-inpormacias-avrcelebs/
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85235
პია.ჯი- https://pia.ge/post/266934-jandacvis-ministrs-axali-moadgile-hyavs
---
13.06.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551342-jandacvis-ministris-moadgile-msheneblobebze-dashavebulta-da-dagupulta-raodenoba-shemcirebulia/
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მშენებლობებზე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია
მშენებლობებზე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, გაზრდილია არა სტატისტიკური მონაცემები, არამედ აღრიცხვიანობა. „ოფიციალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო პერიოდში რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადო, იმის მიხედვით გაიზარდა აღრიცხვა უბედური შემთხვევების, რომელიც სამუშაო ადგილებზე მოხდა, თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა იდენტიფიცირება, შსს-მ გააუმჯობესა თავისი მეთოდოლოგია, შესაბამისად, დღეს ჩვენ უკეთესად ვხედავთ უბედურ შემთხვევებს. ასევე გაუმჯობესდა რეფერირება სასწრაფო დახმარების მხრიდან. თუმცა, თუ გადავხედავთ პროფესიული კავშირების მიერ დადებულ სტატისტიკას და ასევე ჩვენ სტატისტიკას, რეალურად, უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2018 წლის სექტემბრიდან წელიწადზე ნაკლებია გასული, რაც ეს კანონი მოქმედებს, ვფიქრობთ, საკმოდ ეფექტურია კანონის აღსრულება დამსაქმებლების მიერ, მაგრამ არასაკმარისი. ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას არა მარტო ჩვენი, როგორც ზედამხედველი ორგანოს, არამედ დამსაქმებლების მხრიდან",- განაცხადა ბარკალაიამ. მინისტრის მოადგილემ კანონის აღსრულების მექანიზმის მუშაობის პრინციპიც განმარტა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორს რამდენიმე უწყება ერთობლივად შეამოწმებს. „ვინაიდან სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოთა სფეროში, გადავწყვიტეთ სამუშაო შეხვედრები ვაწარმოოთ სამშენებლო სექტორთან. ასევე, მძიმე სტატისტიკაა როგორც გარდაცვალების, ასევე სამუშაო ტრავმების, რის გამოც გადაწყდა შეიქმნას ინტეგრირებული ინსპექტირების ჯგუფი სამი საზედამხედველო ორგანოსი - შრომის ინსპექცია, მერიის საზედამხედველო სამსახური და ასევე ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ინსპექტირების სამსახური. ინტეგრირებული ჯგუფი ერთი ვიზიტის ფარგლებში განახორციელებს ინსპექტირებას, შეამოწმებს ყველა იმ სფეროს, რომელიც მათ კომპეტენციას ეხება, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს ან დააწესებს ჯარიმებს. თუმცა, ჩვენ სამივე ორგანო ცალ-ცალკეც გავაგრძელებთ საქმინობას“, - განაცხადა ბარკალაიამ.
---
13.06.2019
კომპანიებში შრომის პირობების მონიტორინგი იწყება
თბილისი (BPI) – თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც, პირველი ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიურ მონიტორინგს დაიწყებენ. სამუშაო შეხვედრაში ასევე, საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი მონაწილეობდა. მათ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისგან მოისმინეს მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებიან შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების ამოქმედების თვალსაზრისით. ასევე, უპასუხეს მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს. „მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამ მიზნით, რეგულაციებიც კი გავამკაცრეთ, რათა მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. კანონში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. დღეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება და დაცულობა. მშენებლობაზე ჩაფხუტების გარეშე, ან მაღალ სართულებზე შესაბამისი დამცავი თოკის გარეშე მუშაობის შემთხვევები ყოფილა. ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი, ვინც ამ ყველაფერს უსაფრთხოების მიმართულებით გააკონტროლებს. მხოლოდ ჯარიმა არ არის გამოსავალი, თუმცა ჩვენ მიერ რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, უბედური შემთხვევების სტატისტიკა შემცირებულია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. დღევანდელ შეხვედრაზე მათი მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები მოვისმინეთ. პროცესში ასევე, ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი, ბიზნესომბუდსმენიც და ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი კოორდინაციით, არსებული პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს პარლამეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2018 წელს მიიღო. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. სამუშაო შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სხვები ესწრებოდნენ.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/tbilisis-meri-shromis-usafrtxoebis-sakitxze-samsheneblo-kompaniebis-warmomadgenlebs-shexvda
---
13.06.2019
ბიზნეომბუდსმენი მზად არის შრომის ინსპექტირების პროცესში ბიზნესის უფლებები დაიცვას
თბილისი (BPI) – „თუ შრომის ინსპექტირების პროცესში იქნება გარკვეული შემთხვევები, ბიზნესის ჩაგვრის ან დაირღვევა მათი უფლებები ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ყველასთან ვიყოთ კომუნიკაციაში და შესაბამისად ვიმოქმედოთ” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ბიზნესომბუდსმენის თქმით, სექტემბერი არაა ის ვადა, როდესაც ყველაზე უნდა გავრცელდეს რეგულაცია და ამ ნაწილში შეიძლება კიდევ არსებობდეს გარკვეული გონივრული დრო. “შეხვედრების ციკლი, რომელიც დაიწყო და ბიზნესთან კომუნიკაციას გულისხმობს, მთავარი მესიჯი არის ის, რომ აღსრულების ნაწილი ახლოვდება და პროცესში კომპანიებმა კანონის შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა. ეს კომუნიკაცია არის ძალიან სწორი ფორმა ბიზნესთან ურთიერთობაში. თუ ამ ინსპექტირების პროცესში იქნება გარკვეული შემთხვევები, ბიზნესის ჩაგვრის ან დაირღვევა მათი უფლებები ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ყველასთან ვიყოთ კომუნიკაციაში და შესაბამისი მოქმედებებიც გავაკეთოთ. ვფიქრობ, არის რიგი საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოზიციები. მაგალითად, არის ის, რომ ამ ეტაპზე ინსპექტირება ეხებათ მომატებული საფრთხის მქონე კომპანიებს და სექტემბრიდან უნდა გავრცელდეს ყველაზე. ვთვლით, რომ სექტემბერი არაა ის ვადა, როდესაც უნდა გავრცელდეს რეგულაცია ყველაზე და ამ ნაწილში შეიძლება კიდევ არსებობდეს გარკვეული გონივრული დრო. ასევე ჩვენთან არის დასმული საკითხი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ტენდერებში ისეთი მუხლის გაჩენას, რომელიც გარკვეულ ხარჯვის კომპონენტს გააჩენს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან ის რეგულაციები რომლებიც შემოვიდა, ყველა ბიზნესისთვის იწვევს დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობას. ანუ გაჩნდეს მუხლი, სადაც აღნიშული იქნება იმ ხარჯების შესახებ, რომელიც კომპანიებს სჭირდებათ შრომის უსაფრთხოების აღჭურვილობის, ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების მოწყობაში. ეს იმისთვის, რომ გამორიცხული იყოს კომპანიების მხრიდან ტენდერში მონაწილეობისას ეკონომია ასეთი დანახარჯების ხარჯზე და ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობები. ამ საკითხებზე მუშაობას ვაგრძელებთ. არის ერთ-ერთი საკითხიც, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოების მენეჯერის არსებობას კომპანიებში. არის გარკვეული ადამიანური რესურსი მომზადებული ამ კუთხით, თუმცა კომპანიები თვლიან, რომ ბაზარზე მიწოდება მეტი რაოდენობითაა საჭირო. რამდენადაც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა სატრენინგო ცენტრები გამოთქვამენ მზაობას სურვილის შემთხვევაში გადაამზადონ შესაბამისი რაოდენობის შრომის ინსპექტორების სპეციალისტები, ანუ ეს მოგვარებადი პრობლემაა. ამ ეტაპზე კანონი მიღებულია, საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაციის პროცესი”,- განაცხადა ლექვინაძემ. ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი ივლისიდან მუნიციპალიტეტები უწყებებთან ერთად კოორდინირებულად შრომის უსაფრთხოების მონიტორინგს განახორციელებენ. მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან კი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი გაფართოვდება და ეკონომიკის ყველა სფეროზე გავრცელდება. შეხვედრას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
---
13.06.2019
ომბუდსმენმა არასრულწლოვნის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაცია გამოსცა
საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს არასრულწლოვანის საცხოვრებელი გარემოს შეფასების და მისი განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2019 წლის 22 მაისის განცხადება, არასრულწლოვანის მიმართ განმეორებითი ძალადობის და სავარაუდო იძულებითი ქორწინების თაობაზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგები, მათ შორის, განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტი. რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მოითხოვა, დაიგეგმოს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. კერძოდ, შეფასდეს არსებული რისკები და გარემო ფაქტორები რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვანის ემოციურ მდგომარეობაზე თუ მისი ნების ფორმირების პროცესზე. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ბავშვის მშობლების როლის გაძლიერებით, მათი მხარდაჭერით და არასრულწლოვნისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით. „აუცილებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად გატარონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. მათ შორის, გამკაცრდეს კონტროლი რეფერირების პროცედურის შესრულებაზე. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით იკვეთება, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებას (განსაკუთრებით, როდესაც არასრულწლოვანის ნების ფორმირებაზე სავარაუდო გავლენა მოახდინა წარსულში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, და რომელიც არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას), ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ყურადღება არ ექცევა. უმეტესწილად ხაზგასმულია ქორწინების ნებაყოფლობითობა ან/და ტრადიციული ფაქტორი და არ ტარდება ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
---
13.06.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/478328
არასრულწლოვნის იძულებითი ქორწინება და ძალადობა – ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
2019 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს არასრულწლოვანის საცხოვრებელი გარემოს შეფასების და მისი განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2019 წლის 22 მაისის განცხადება, არასრულწლოვანის მიმართ განმეორებითი ძალადობის და სავარაუდო იძულებითი ქორწინების თაობაზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგები, მათ შორის, განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტი. რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მოითხოვა, დაიგეგმოს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. კერძოდ, შეფასდეს არსებული რისკები და გარემო ფაქტორები რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვანის ემოციურ მდგომარეობაზე თუ მისი ნების ფორმირების პროცესზე. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ბავშვის მშობლების როლის გაძლიერებით, მათი მხარდაჭერით და არასრულწლოვნისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით. აუცილებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად გატარონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. მათ შორის, გამკაცრდეს კონტროლი რეფერირების პროცედურის შესრულებაზე. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით იკვეთება, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებას (განსაკუთრებით, როდესაც არასრულწლოვანის ნების ფორმირებაზე სავარაუდო გავლენა მოახდინა წარსულში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, და რომელიც არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას), ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ყურადღება არ ექცევა. უმეტესწილად ხაზგასმულია ქორწინების ნებაყოფლობითობა ან/და ტრადიციული ფაქტორი და არ ტარდება ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
---
13.06.2019
14 წლის გოგონას დეიდა - ბოლო დროს ბავშვს 2-ჯერ დაეჯახა მანქანა, რაც ეჭვს ბადებს, რომ შემთხვევითობა არ იყო - ყველა გარემოებას იქამდე მივყავართ, რომ „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია
ყველა გარემოებას მივყავართ იქამდე, რომ ბავშვი სახიფათო თამაშის, „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია, - ამის შესახებ14 წლის გოგონას დეიდამ ინეზა ბურდულმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. „დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთანავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშის თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც მიდის იქითკენ, რომ ბავშვს ნათამაშები აქვს „ლურჯი ვეშაპი", - განაცხადა ბავშვის დეიდამ. მისი თქმით, გოგონას ხელის არეში აღენიშება ნანემსარი, რომელიც სასწრაფოს გაკეთებული არ არის. გარდა ამისა, როგორც გოგონას დეიდას ექიმებმა განუცხადეს, ბავშვს გაკეთებული აქვს ისეთი რაღაც, რაც სისხლში კვალს არ ტოვებს, რადგან სისხლის ანალიზით ვერ დადგინდა თუ რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა. ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. „პოლიციამ 9 ივნისს, საავადმყოფოდან მიიღო შეტყობინება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” , - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
---
13.06.2019
"ნანახმა ყველაზე ცუდ მოლოდინს გადააჭარბა" - ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მდებარე „ვექტორის“ დევნილთა დასახლება მოინახულეს
ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ. ზუგდიდში მდებარე „ვექტორის“ დევნილთა დასახლება, სადაც გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები სუფევს. ნანახმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც კი გადააჭარბა! დევნილთა 45 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფომ აქ 90-იანი წლების დასაწყისში განათავსა მწყობრიდან გამოსულ შენობებში, ყოველდღიურად უხდებათ ბრძოლა გადარჩენისთვის! როგორც გაირკვა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. აქ არ არის სველი წერტილები, არ არის გაზგაყვანილობა, სახურავიდან წყალი ჩამოდის, საცხოვრებელი ოთახები მოუწყობელია, ხოლო კორიდორები - გაპარტახებული. დასახლების ტერიტორიაზე არსებული კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც ეზოში საშინელი სუნი დგება, ხოლო გამეფებული ანტისანიტარია ხელს უწყობს ქვეწარმავლების გამრავლებას. აი, რას აცხადებენ იქ მცხოვრებიბი: ლ.ნ.: უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ აქ. წარმოშობით გალის რაიონიდან ვართ და როდესაც აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდა დაიწყო, გამოვიქეცით. დავსახლდით ზუგდიდში, რადგან ახლოს არის აფხაზეთთან. პირველი წლებში, საშინელ პირობებს რაღაცნაირად ვიტანდით, რამეთუ იმედი გვქონდა, რომ სახლში დავბრუნდებოდით. ეს მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა და ახლა გაუსაძლის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება! ი.ა.: აქ მცხოვრებთა ძირითად შემოსავალს დევილის შემწეობა წარმოადგენს. დიახ, ეს 45 ლარი არის ერთადერთი სტაბილური „შემოსავალი“. ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს სეზონური სამუშაოს შოვნას. ჩვენთან საშინელი უმუშევრობაა. წლების წინ თხილის კრეფაში მაინც გვიხდიდნენ ფულს, თუმცა ახლა ფაროსანამ გაანადგურა პლანტაციები და მცირე შემოსავლის შოვნის საშუალებაც არ არის. კ.ნ.: ჩემი მეუღლე უმუშევარია, ვზრდით სამ პატარა ბავშვს, სოციალურ დახმარებას ვიღებდით, რაც მხოლოდ პურის საყიდლად გვყოფნიდა. რამდენიმე თვის წინ, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეგვიჩერა დახმარება. მიზეზად დაასახელეს ის, რომ 45 ლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია გამოვიყენეთ. მ.შ.: არაერთხელ მიგვიმართავს დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუმცა რეაგირება არ ყოფილა, მხოლოდ დაპირებები. არ მესმის, რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?! ა.ს.: ახალი მერი წინაასაარჩევნო კამპანიის დროს გვესტუმრა და დაგვიპირდა დახმარებას. თუმცა უმეტესობას უკვე აღარ სჯერა მსგავსი დაპირებების. მე მხოლოდ კანალიზაციის გასუფთავება ვთხოვე. ავუხსენი, რომ იგი გასაწმენდია და რომ საშინელი სუნის გამო ფანჯარასაც ვერ ვაღებ ზაფხულში. როგორც ხედავთ, „ვექტორის დევნილთა დასახლებაში საშინელი მდგომარეობაა და შესაბამისად, ადამიანებში უიმედობა არის გამეფებული. განსაკუთრებით უჭირთ მოხუცებსა და ბავშვებს. ამ ხალხს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!
---
ბეჭდვითი მედია
14.06.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული. უწყების განცხადებით, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, მათ შორის, მშობლების მიერ შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი. აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.
---