მედიამონიტორინგი 13.06.2019
ტელევიზია
13.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
"ლურჯი ვეშაპის" კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული. 14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში სიკვდილს ებრძვის. მას შეშუპებული აქვს ტვინი, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი ბოლო პერიოდში უცნაურად იქცეოდა, ქონდა შიშები და ცდილობდა საკუთარი თავისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას. მშობლები ეჭვობენ, რომ გოგონა სუიციდისთვის ემზადებოდა. ოჯახი, საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6146030
---
12.06.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, 2019 წლის მარტში დავით სერგეენკომ უკვე აღიარა, რომ სამწუხაროდ, 2020 წლისთვის კომპანია „გილეადისა“ და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაფინანსებითა და ეგიდით, საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. მისი თქმით, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი აითვისა. ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ეკა ადამიამ უპასუხა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6145229
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6144511
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6144688
---
12.06.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც, - ამის შესაბებ პარტია „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ზურაბ ჭიაბერაშვილი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6145110
---
12.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15
2019 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დააკისრა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6144944
---
12.06.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
როგორ სრულდება შეთანხმება, რომელსაც ჭიათურელმა მაღაროელებმა მენეჯმენტთან 11-დღიანი გაფიცვის შემდეგ მიაღწიეს. მთავრობის წევრებით და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლობით დაკომპლექტებული საკოორდინაციო საბჭო დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების მონიტორინგს იწყებს. შეთანხმების მიხედვით, მაღაროებში მომუშავეთა ხელფასი წლის განმავლობაში ეტაპობრივად 35%-ით უნდა გაიზარდოს, ასევე, უნდა გაუმჯობესდეს დასაქმებულთა კვება და სამედიცინო-სადაზღვევო მომსახურება. ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული პირობების შესრულება ნაწილობრივ უკვე დაწყებულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6145796
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6145704
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6145060
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6144909
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6144498
---
ინტერნეტი
13.06.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/estonetshi-saqartvelos-yofili-elchi-tea-akhvlediani-jandacvis-ministris-moadgiled-dainishna/
ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა ახვლედიანი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით სერგეენკოს მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. თეა ახვლედიანი, უწყებაში შრომითი მიგრაციის საკითხებს უხელმძღვანელებს. თეა ახვლედიანი ელჩის თანამდებობას 2014 წლიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით იკავებდა.
12.06
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/371475/
---
12.06.2019
ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით ჭიაბერაშვილის პრეტენზიებს პასუხობს
ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის პრეტენზიებს პასუხობს. ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსის შეფასებით, პროგრამა ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ეკა ადამიას განცხადებით, ელიმინაციის ამოქმედებიდან დღემდე, ანუ 2019 წლის ივნისის მდგომარეობით, სკრინინგული კვლევა ჩატარებული აქვს 1 700 000-ზე მეტ პირს, მათგან დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარებული აქვს 60 000-მდე ადამიანს. ხოლო მკურნალობის პროცესი დამთავრებული აქვს 55 000-მდე პაციენტს. მისივე თქმით, პროგრამის გარკვეული ბარიერები სხვადასხვა მექანიზმითაა გადაჭრილი. „ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი არის პროექტის დეცენტრალიზაცია, რაც გულისხმობს პროგრამის გავრცელებას, არა მხოლოდ სკრინინგული და სწრაფი მარტივი ტესტის გავრცელებას, არამედ მთლიანად პროგრამის მკურნალობის და მოვლის სერვისების გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და ზიანის შემცირების ცენტრებში. ქვეყნის მასშტაბით, პროექტი გულისხმობს, რომ მინიმუმ ერთი დაწესებულება უნდა იყოს ყველა მუნიციპალიტეტში, და ამ პროექტის ფარგლებში ამ პროგრამაში უკვე ჩართულია 14 დაწესებულება. მათ უკვე სერიოზული მიღწევები აქვთ. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია 21 დაწესებულების ჩართვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა მისამართზე, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებლობა რომ პაციენტებმა ცე ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობის სერვისები ჩაიტარონ სწორედ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“,- განაცხადა ეკა ადამიამ. მისივე თქმით, სწრაფი, მარტივი კვლევა, ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით ყველა დონეზე. „კვლევა სავალდებულოა სტაციონირებული ყველა პაციენტისთვის და გარდა ამისა, ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში. ასევე ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. უფრო მეტიც, ის ხელმისაწვდომია ისეთ არასამედიცინო დაწესებულებებში, როგორიცაა იუსტიციის სახლები“ - განაცხადა ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. რასაც ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც. მისი თქმით, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი დახარჯა.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/551144-c-hepatitze-skrininguli-kvleva-1-700-000-ze-metma-adamianma-chaitara/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/477992
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/eka-adamia-c-hepatitze-skrininguli-kvleva-1-700-000-ze-metma-adamianma-chaitara/
---
12.06.2019
აკაკი ზოიძე - C ჰეპატიტის პროგრამაზე ჭიაბერაშვილის განცხადება პოპულიზმია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე C ჰეპატიტის პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ კრიტიკას ეხმაურება. მისი შეფასებით, ჭიაბერაშვილის განცხადება პოპულისტურია, ხოლო მოცემულობას რომელიც ამ პროგრამასთან მიმართებაში არსებობს თავისი მიზეზები აქვს. კრიტიკა - რატომ არ ხდება თანხების ათვისება მიუღებელია. რეალურად საქმე იმაშია, რომ ერთწლიანი საინფორმაციო კამპანიის პირობებში, მაშინ როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის გამოკვლევები უფასოა, ხოლო დანარჩენებისთვის მიზერული თანხაა გადასახდელი, რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები მკურნალობას არ იტარებენ. რატომ ხდება ასე? რატომ არ სურთ ადამიანებს სიცოცხლე გაიხანგრძლივონ წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ის, რომ 40 ათასმა მოქალაქემ მათთვის გამოყოფილი რესურსი არ გამოიყენა ამაში მთავრობის არაეფექტურობა არაფერ შუაშია“,- აცხადებს აკაკი ზოიძე. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კრიტიკას იმ ნაწილშიც პასუხობს, რომლის მიხედვით, ე.წ. სწრაფი ტესტის უფასოდ გავლა ამბულატორიული პაციენტებისთვის შესაძლებელი არ არის. ზოიძე ამბობს, რომ მთავრობა ამ მიდგომის შეცვლას წლის ბოლოდან გეგმავს, ამის შესახებ შეიტყო ოპოზიციამ და ახლა ცდილობს ინიციატივა საკუთარ აქტივში მიიწეროს. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება, რასაც მისივე თქმით, პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის სამინისტროშიც უპასუხეს. სერგეენკოს უწყებაში აცხადებენ, რომ პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს და გარკვეული ბარიერები სხვადასხვა მექანიზმითაა გადაჭრილი.
---
12.06.2019
ნიკა ჩიქოვანი: ვითვალისწინებთ მაღაროელთა მოთხოვნებს და იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც იყო მთავრობასთან ერთად, კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება
„კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, თანამშრომლებს აქვთ ძირითადად 100%-იანი დაზღვევა და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევოსთან, რაშიც მაღაროელები თავადვე არიან ჩართულნი, - ეს განცხადება ,, ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, ბავშვების ჩათვლით, და არა მხოლოდ არასრულწლოვნები, არამედ 25 წლამდე, - პაკეტი საკმაოდ დიდია. ახლა ვმუშაობთ სადაზღვევოსთანაც. თანამშრომლებს აქვთ ძირითადად 100%-იანი დაზღვევა, ოჯახის წევრებს - 70, ან 50 %-იანი. მაღაროელები თვითონ არიან ახლა პროცესში ჩართული და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. კვებასთან დაკავშირებითაც, ტენდერში 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, 3 კომპანია შეირჩა თავად დასაქმებულთა მიერ, თავად მიიღეს მათ დეგუსტაციის პროცესში მონაწილეობა. ვითვალისწინებთ მოთხოვნებს და იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც იყო მთავრობასთან ერთად, კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება“,- განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.
---
12.06.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ekaterine-miqabadze-magaroelebis-mkurnalobas-sachxeris-saavadmyofo-uzrunvelyofs
ეკატერინე მიქაბაძე - მაღაროელების მკურნალობას საჩხერის საავადმყოფო უზრუნველყოფს
ჭაითურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებული მაღაროელებისთვის შრომის პირობების, მათ შორის, ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში, რომლის მუშაობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული მართვის საკითხებში. მას ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე, „ჯორჯიან მანგანეზის" დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების შესრულების პროცესი კომპანიის ადმინისტრაციასა და მაღაროელებს შორის დადგენილ ვადაში მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ითქვა, სამთავრობო უწყებების მონიტორინგი გაგრძელდება, რადგან შრომის ღირსეული პირობების შექმნა და დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავრობის პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული პირობების შესრულებაზე. შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა - ადგილზე, საწარმოში მაღაროელების პირველადი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, უშუალოდ მკურნალობის კურსის საჩხერის საავადმყოფოში გავლა, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ჭიათურიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე მდებარეობს. „მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრობლემური საკითხის მოგვარებაში სრული კოორდინაცია გვაქვს და ასე ვცდილობთ საკითხების ეფექტიან და დროულ გადაწყვეტას. მაისის ბოლოდან მოყოლებული ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და შეთანხმების პირობებს დადგენილ ვადაში ვაგვარებთ. კმაყოფილი ვარ, რომ შემიძლია ამ პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე ვისაუბრო. კვების საკითხთან ერთად, დღეს ჯანდაცვის მომსახურების საკითხი განვიხილეთ. კერძოდ, მაღაროელთა მკურნალობის პროცესისთვის მზადაა საჩხერის საავადმყოფო, რომელიც თანამდროვე სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და დასაქმებულებს მოემსახურება. ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
---
12.06.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551123-chiatureli-magaroelebistvis-samushao-adgilze-medpunktebi-ipunkcionirebs/
ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს
ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა მაღაროელების საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ იმ შეთანხმების დეტალები განიხილეს, რომელიც მაღაროელების 10-დღიანი გაფიცვის შემდეგ იქნა მიღწეული. რაც შეეხება ხელფასებს, სუბარის თქმით, ხელფასის მომატებაზე ის შეთანხმება, რაც მიღწეულია დროულად შესრულდება. „ორი კვირის წინ მოხდა ჭიათურაში საბოლოო შეთანხმება. დღეს არის პირველი შეხვედრა, როცა ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა რა ეტაპზე ვართ. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით, ხელფასებზე შეთანხმება უკვე იცით რომ მიღწეულია, დარჩა ყველაზე სერიოზული პრობლემა რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო ჯანდაცვით. მიღწეულია შეთანხმება. ადგილზე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება მათ სრულად. ეს კლინიკა უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული, შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც",- განაცხადა სუბარმა.
---
12.06.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/551201-shromiti-usaprtxoebis-dacvis-miznit-1-ivlisidan-intensiuri-monitoringi-icqeba/
შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან ინტენსიური მონიტორინგი იწყება
შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, იწყებენ ინტენსიურ მონიტორინგს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. „2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება. შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, იწყებენ ინტენსიურ მონიტორინგს“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. უბედური შემთხვევების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, 13 ივნისს 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სამუშაო შეხვედრა დეველოპერულ კომპანიებთან. შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე გაუძღვება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებისწარმომადგენლები, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატი
---
12.06.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/15006-xaragaulshi-magistralis-msheneblobaze-dasaqmebuli-50-mde-musha-gaipiza-%E2%80%93-propkavshiri
ხარაგაულში მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 50-მდე მუშა გაიფიცა – პროფკავშირი
ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა, რომელიც შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე ჩინურ კომპანიას ჰყავს დასაქმებული, მესამე დღეა გაფიცულია. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მუშები კუთვნილ ხელფასს და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც ვიტალი გიორგაძემ „რეგინფოს“ უთხრა, 50-მდე ადამიანი მაგისტრალის მშენებლობაზე ორი თვეა მუშაობს, თუმცა მათთან შრომითი ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული. „შესაბამისად, ისინი ვერ სარგებლობენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებებითა და პრივილეგიებით. მუშაობენ თვეში 30 დღე, თუმცა ხელფასს სისტემატურად აკლებენ. ადგილზე გაუსაძლისი პირობებია - არ აქვთ წყალი, საშხაპე და ტუალეტი. კვებით არ არიან უზრუნველყოფილი. მესამე დღეა მაგისტრალის მშენებლობა პარალიზებულია, თუმცა დამსაქმებელი კომპანიიდან მათთან არავინ მისულა“, – ამბობს გიორგაძე. მისივე ინფორმაციით, მუშები შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალს“ ჰყავს დასაქმებული. პროფკავშირის წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. გარდა ამისა, პროფკავშირის მოთხოვნაა, რომ სამინისტრომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველყოს.
---
12.06.2019
"ხათუნას სჯერა, რომ სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება..." - ახალგაზრდა გოგოს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება
„ვფიქრობ, განვიცდი, ვტირი, ვყვირი, მტკივა“,- ეს სასოწარკვეთილი სიტყვები 26 წლის ხათუნა ლემსაძეს ეკუთვნის, რომელიც ყოველდღე ებრძვის სიკვდილს! კრუნჩხვები იმდენად ხშირად აქვს, რომ ძვლების დეფორმაცია დაეწყო! ხათუნას დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდმა საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა: chernovetskyifund.ge. ...სამ წლამდე არავის გასჩენია ეჭვი, რომ ხათუნა მძიმე სენით იყო დაავადებული. ბავშვის ფიზიკური განვითარების შეფერხება დროებით მოვლენად იქნა აღქმული, მაგრამ როდესაც 7 წლის გოგონამ ფეხზე გავლა ვერ შესძლო, მშობლებმა განგაში ატეხეს. სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო, თანაც ოჯახს ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, რომ ბავშვისთვის უცხოეთში ემკურნალათ. ლემსაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია და დუხჭირ პირობებში ცხოვრობს. ფული არც საკვებისთვის ჰყოფნით დ არც მედიკამენტებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების თაობაზე. ახალგაზრდა გოგო ხშირად ტირის ბედის უკუღმართობის გამო, იმ უმძიმესი მდგომარეობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა მისი ოჯახი, თუმცა ფარხმალს არ ჰყრის და გადარჩენისთვის განაგრძობს ბრძოლას. ხათუნა ოცნებობს მეგობრების შეძენაზე, რათა გაუზიაროს თვისი ტკივილი და სევდა. მას სჯერა, რომ სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება! მას კიდევ ბევრი რამ სჭირდება: პამპერსები, ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ორთოპედიული საწოლი და სხვა. თუ ჩვენმა ნაამბობმა თქვენში გამოიწვია თანადგომის სურვილი, გაუწოდეთ ხათუნას დახმარების ხელი და გაუხანგრძლივეთ მას სიცოცხლე! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხათუნა ლემსაძე)
---
12.06.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/index.php?id=85165
ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, საქართველოს 15 ქალაქში/დაბაში საინფორმაციო კვირეული დაიწყო. კვირეულს მედიაციის სახლის სოციალური და ახალგაზრდული მუშაკები უძღვებიან. შეხვედრებს 13-18 წლის ასაკის მოზარდები ესწრებიან. მათ შორის არიან თბილისსა და რეგიონებში მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და დღის ცენტრების ბენეფიციარები, საზღვრისპირა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდები, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები და სხვა. შეხვედრების მიზანია ცნობიერების ამაღლება მოზარდების შრომითი უფლებების შესახებ. კერძოდ, რა ასაკიდან შეუძლიათ მათ შრომა, რა სახის სამუშაოს შესრულებაა მათთვის ნებადართული, რა ხანგრძლივობითა და რა პირობებში შეუძლიათ მათ სამუშაოს შესრულება. გარდა ამისა, პრევენციული მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე ახალგაზრდები მოისმენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან; მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კიბერუსაფრთხოების თემებსაც. კერძოდ, კი მოისმენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დაიცვან პირადი უსაფრთხოება სოციალური მედიით სარგებლობისას. შეხვედრები თბილისში მედიაციის სახლში გაიმართება, ხოლო რეგიონებში ადგილობრივ გამგეობებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) მიერ 2002 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია პრობლემის გაცნობიერება, ცნობიერების ამაღლება, რათა დაცული იყოს ბავშვთა შრომითი უფლება. ცნობისთვის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის საჭიროების შესაბამისი პროგრამები/პროექტები მიმდინარეობს, რომელთა მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის თავიდან არიდებაა. შეთავაზებული სერვისები ბენეფიციარებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს, 14 წლამდე და 14-18 წლის ასაკის მოზარდებს ეთმობა.
---
12.06.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=85151
„კოალიცია თანასწორობისთვის“ გოგონათა მიმართ ძალადობის და ადრეული ქორწინების შემაშფოთებელ ფაქტებს ეხმაურება
---
ბეჭდვითი მედია
13.06.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
ხარაგაულში მაგისტრალის მშენებლობაზე 50-მდე მუშა გაიფიცა
ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა გაიფიცა. დასაქმებულებს, რომლებიც შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობენ, საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების თქმით, მინიმალური შრომითი პირობებიც კი არ აქვთ. გაფიცვის მიზეზი არის, ის, რომ მუშებს ხელფასები დანაკლისებით ჩაერიცხათ. დასაქმებულებს ისედაც დაბალი საათობრივი ტარიფი აქვთ, მაგრამ პლუს ამას, მათ თვეში 30-ვე დღე იმუშავეს ,ანაზღაურება კი მაინც ჩაერიცხათ დანაკლისით. გარდა ამისა, როგორც ისინი ამბობენ, არ აქვთ შრომით კონტაქტები წერილობითი ფორმით და ასევე არ აქვთ ბიულეტენი, შვებულება, დასვენების დღე და ა.შ. გაფიცვის გამო მაგისტრალი მესამე დღეა პარალიზებულია. პროფკავშირი მოუწოდებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექცია და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება.
---
13.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები გაიხსნება
ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს. განცხადება ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა გააკეთა. ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, სუბარის განცხადებით შეთანხმება, რომელიც მიღწეულია, დროულად შესრულდება.„ორი კვირის წინ მოხდა ჭიათურაში საბოლოო შეთანხმება. დღეს არის პირველი შეხვედრა, როცა ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ რომ განგვეხილა რა ეტაპზე ვართ. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით, ხელფასებზე შეთანხმება უკვე იცით რომ მიღწეული, დარჩა ყველაზე სერიოზული პრობლემა რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი საანადო ჯანდაცვით. მიღწეულია შეთანხმება. ადგილე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება მათ სრულად. ეს კლინიკა უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული,შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც“,- განაცხადა სუბარმა.
---
13.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან - ცხელი ზაფხულის მოლოდინში
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა, აღსანიშნავია ის, რომ წინა წლებთან შედარებით წელს ტემპერატურის მატება ივნისის დასაწყისიდან აღინიშნება. მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის დეფიციტი და ორგანიზმის გამოფიტვა, მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და დაავადებულ ადამიანებისთვის. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან"აღნიშნავს, რომ წელს მოსალოდნელია ცხელი ზაფხული, დაფიქსირდება საშუალო კლიმატურ ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი ტემპერატურა, თუმცა იგი კატასტროფულ სიცხეებს არ ვარაუდობს. „ცხელი ზაფხული გველის, ცხელი ზაფხული იმ კონტექსტში, რომ მთლიანად ზაფხულის ტემპერატურა საშუალო კლიმატურ ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი დაფიქსირდება, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულ კატასტროფულ სიცხეებს ჯერჯერობით ვერ ვვარაუდობთ. "ყველაზე მაღალი ტემპერატურა ივლისში და აგვისტოში ფიქსირდება, მაგრამ წელს ივნისით დაიწყო მაღალი ტემპერატურა. ზაფხულის პერიოდში ცელკეულ დღეებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს +35 +38 °C-მდე, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მოკლე პრიოდში უფრო მაღალიც დაფიქსირდეს, კატასტროფულ სიცხეებს არ ველოდებით ისეთს, რაც ჯერ არ დაფიქსირებულა. „სეზონის პროგნოზი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალური ტემპერატურა დავაკონკრრეტოთ, თითქმის ყოველ ზაფხულს ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა ამიტომ, გამორიცხული არაფერი არ არის (თან პანიკის საფუძველიც არ არის)" - აღნიშნა მან მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, საღამოს საათებში, მოსალოდნელია წვიმა მაღალი ტემპერატურის ფონზე. „დღეს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +37°C- მდე მოიმატებს, 13 ივნისს დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა დაიკლებს +27 +32°C-მდე, შემდეგ დღეებშიც ღამის საათებში მოსალოდნელია, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად მაღალი რემპერატურის ფონზე, სეტყვის შესაძლებობაც არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია მაღალი ტემპერატურისაგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები, როგორებიცაა: ორგანიზმის გაუწყლოვანება, გადახურება,სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯფუფს განეკუთვნებიან 75 წლის და ზემო ასაკის ადამიანები,ბავშვები (განსაკუთრებით ახალშობილები), და დაავადებების მქონე პირები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, განსაკუთრებით ცხელ დღეებში რეკომენდებულია, რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე გარდა აკლოჰოლისა ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა, ასევე აუცილებელია,სახლში შევინარჩუნოთ სიგრილე, ასევე მივიღოთ ცივი შხაპი, ან გამოვიყენოთ ყინულის პაკეტები ან სველი პირსახოცი, რათა სხეული შევინარჩუნოთ გრილად და ტენიანად.
---
13.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
მშენებლობაზე დასაქმებულმა 4000-ზე მეტმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა
მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით - 12 745 ადამიანით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში დარგში დასაქმებული იყო 59 662 ადამიანი. მაშინ როცა 2018 წლის 1-ელ კვარტალში სექტორში 63 837; ხოლო მე-4 კვარტალში - 72 407 პირი იყო დასაქმებული. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, რომ დარგში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა შესაძლოა, სამუშაო დაკარგოს. ეს კი მათი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირდება. კერძოდ, როგორც მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი გასულ თვეებში აცხადებდა, რეგულაციების შედეგად დეველოპერულ კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით, 30-35%-ით შეუმცირდათ. შედეგად კი მისი პროგნოზით, საერთო დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 10% -ით შემცირდებოდა, ხოლო დაახლოებით 20%-ს შემოსავალი გაუნახევრდებოდა.
---
13.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
400 000 კაცით შემცირებული სიღარიბე - "ამ ზღაპრის მოყოლა მალე ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას" ირაკლი კობახიძის მოტანილმა ციფრებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
---