From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : მედიამონიტორინგი-12.07.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 12.07.2019 07:35
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 12.07.2019

ტელევიზია

12.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 09:00

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე,  ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6209979

---

 

11.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

ტყვიის შემცველობის განსაზვრასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, საქსტატმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა აპრილში კვლევა გამოაქვეყნეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6208076

---

 

ინტერნეტი

11.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/555791-zaza-boxua-da-amiran-gamqrelize-evropis-daavadebata-prevenciisa-da-kontrolis-centris-xelmzgvanels-shexvdnen/

ზაზა ბოხუა და ამირან გამყრელიძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ხელმძღვანელს ანდრეა ამონს შეხვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მიმდინარე თანამშრომლობის და სამომავალი ურთიერთობების ახალი გზებისა და მიმართულებების განხილვა იყო. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან (ECDC) და ჩართულია სამ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაში, როგორიცაა ეპიდემიოლოგიური საინფორმაციო სისტემა საკვებითა და წყლით გადაცემადი დაავადებებისა და ზოონოზების თაობაზე, საფრთხეების გამოვლენის პლატფორმა და ევროპის ეპიდზედამხედველობის სისტემა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ორმხრივი პარტნიორული ინსტიტუციების გაძლიერებაში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართული მხარის ინტენსიური ჩართულობა ევროპის საგანმანათლებლო პროგრამებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანისა და ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობის და ეპიდაფეთქებებზე რეაგირების მიმართულებით. „ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო გეგმებზე და ნაბიჯებზე, რომელიც გვაქვს გადასადგმელი სამომავლოდ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში. საუბარი იყო სამ მიმართულებაზე, რომელთაგან მთავარია განათლება, ასევე ვისაუბრეთ საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების საკითხზე განათლების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისა და გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი გზაა. „მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან რამოდენიმე მომართულებით, მათ შორის ინფექციური დაავადებების კუთხით. იმედია, დღეს ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას კიდევ სხვა მიმართულებითაც. როგორიცაა, ადამიანური რესურსის განვითარება, ახალგაზრდა სპეციალისტების მეტი ჩართულობა ევროპულ სასწავლო, სატრენინგო პროგრამებში და გამოცდილების გაზიარება ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე ზედამხედველობის დახვეწის კუთხით. ვფიქრობ, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა ერთ-ერთი გზაა ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისა და მეტი გამოცდილების გაზიარების“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ მზად არის გააძლიეროს შემდგომი თანამშრომლობა. „ჩვენ დღევანდელ შეხვედრას დიდი ხანია ვგეგმავდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელთანაც გვსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა. დღეს გნვიხილეთ სწორედ ის საკითხები, რომლის ირგვლივ ვაპირებთ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებას. ჩვენთვის ასევე შესამჩნევია და მისასალმებელია ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის. ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდებით და შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ბევრი რამის სწავლა შეუძლია საქართველოსგან“,- განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა. შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ მადლობა გადაუხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორს ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/jandatsvis-saministroshi-evropis-daavadebatha-preventsiisa-da-kontrolis-tsentris-khelmdzghvanels-umaspindzles/        

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1562844288-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/211843-saqarthvelos-evropis-daavadebatha-prevenciisa-da-kontrolis-centris-direqtori-etsvia.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/484974?fbclid=IwAR2r_A4cEzJ7XhJgO5bhmAio9gVQHX12uWnSNE1fDxqCPCfNRjToXGNcEc0

პია.ჯი- https://pia.ge/post/272051-saqartvelo-aqtiurad-tanamsromlobs-evropis-daavadebata-prevenciisa-da-kontrolis-centrtan?fbclid=IwAR3mw8kZEpSGyMP0UqQUWlwPvvtpUPnB87sx-_R21VYxdhMTGgrghHFE9kY

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/index.php?id=86862&fbclid=IwAR1raix3v5oi23Oy2YvAVQd4RNUsfIvJT0zS4oePxySDlQKKwIMqa7sXmpg

---

 

 

11.07.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/484800

“როცა ორ ავადმყოფ მოხუცს უვლის თავად ავადმყოფი ქალი – ეს ნამდვილი კატასტროფაა”

„როდესაც ოჯახში მძიმე ავადმყოფი გყავს, ძალიან რთულია, როდესაც ჩნდება მეორე ავადმყოფი – ეს უკვე ნამდვილი უბედურებაა, ხოლო როდესაც ორ ავადმყოფ მოხუცს უვლის თავად ავადმყოფი ქალი – ეს უკვე ნამდვილი კატასტროფაა!“, – ამბობს 58 წლის ია ნათენაძე. აგერ უკვე რამდენიმე წელია, რაც ია ნათენაძე 92 წლის დედას უვლის, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული, იტანჯება ართროზით, ჰიპერტონიითა და ვენების ვარიკოზული გაფართოებით. „მე მყავს მარტოხელა დეიდა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ის ფსიქიკური აშლილობით იტანჯება, ძალიან შემეცოდა და წამოვიყვანე ჩვენთან“, – გვიამბო ია ნათენაძემ. ნინო იაშვილი 90 წლის არის. მას ქრონიკული კოლიტი აქვს, ფეხებს ძლივს ამოძრავებს, ძალიან მაღალი წნევა აწუხებს, შეტევის დროს აგრესიული ხდება და კარგავს კონტროლს. თავად იაც ავად არის. ის საჯარო სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად. 2007 წელს მას უბედური შემთხვევა შეემთხვა – სკოლის ერთ-ერთ ოთახში მას რკინის კონსტრუქცია დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა. მარჯვენა ხელი, ფაქტობრივად, პარალიზებული აქვს, უჭირს დგომა და სიარული, მხოლოდ ყავარჯნით დადის. „ვცდილობ, არ მივაქციო ჩემს ტკივილებს ყურადღება და ღმერთს ვთხოვ, ჯერ არ წამიყვანოს, რადგან ჩემ გარდა მოხუცებს ვერავინ მოუვლის, თუმცა, გამოგიტყდებით – ძალიან მიჭირს მათი მოვლა“, – ამბობს ია ნათენაძე. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს საყოფაცხოვრებო პირობები, რომელშიც ამ სამ ქალბატონს ცხოვრება უწევს – სველი წერტილები, მათ შორის: ტუალეტი, სააბაზანო, სამზარეულო – გამოსაყენებლად უვარგისია. „პენსია იხარჯება საკვებსა და წამლებზე. ფულის უქონლობის გამო, სანტექნიკას ვერ ვცვლი. ძალიან ვწვალობთ, დამაქვს წყალი ბოთლებით“, – გაგვიზიარა ია ნათენაძემ. “მეგობრებო, მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ ამ ადამიანების ტკივილი, არ ვაგრძნობინოთ მათ, რომ ისინი მარტო არიან და ჩვენ ისინი არ გვადარდებს! თანხა შეგიძლიათ, “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათენაძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც“, – აცხადებენ ფონდში.

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=209663-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98

---

 

 

ბეჭდვითი მედია

12.07.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

რას გადაარჩინა დავით სერგეენკო მოხსნით ბიძინა ივანიშვილმა?

მას შემდეგ, რაც დავით სერგეენკო მოხსნეს, კულუარებში გაკვრით თქვეს, ბიძინა ივანიშვილმა პირადი მეგობარი და წარმატებული ექიმი ვერ გაიმეტა იმისთვის, რასაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ აპირებსო. საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებაზე, რადგან წლიურად თითქმის 2.5 მილიარდიანი ხარჯი სახელმწიფოს უმძიმეს ტვირთად აწევს. სწორედ ეს დაადასტურა „ალიას" წყარომ და არც ის დამალა, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან გაუქმდება ცე ჰეპატიტის დაფინანსების პროგრამა. „ცე ჰეპატიტის პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან განულდება. თითოეული პაციენტის განკურნება, დაახლოებით 25 ათასი ევრო ჯდება და სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა აღარ აქვს. არჩევნების შემდეგ იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეჩერებაც, რადგან ბიუჯეტი ამასაც ვეღარ წვდება. უხეში გათვლებით, ამ ორი პროგრამის შეჩერების შემდეგ, ხელისუფლება მინიმუმ 2 მილიარდი ლარი გამოუთავისუფლდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის მეექვსედია და ამ ფულს სხვა მიმართულებით გაუშვებენ. ის სხვა კი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება და 2012 წელს დაანონსებული ქარხნების მშენებლობას, «ქართული ოცნება» 2020 წლიდან აპირებს (თუ რა თქმა უნდა, დარჩნენ ხელისუფლებაში), თუმცა ამ ყველაფერს ჩვენი ჯანმრთელობის ფასად", - ამბობს „ალიასთან" ექსპერტი. ცე ჰეპატიტის პროგრამის გაუქმებაზე უკვე ექიმებიც საუბრობენ და ამ პროგრამაში ჩართული ადამიანებიც ამბობენ, რომ მათ მედიკამენტებს მხოლოდ მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე აძლევენ, თუმცა იმის გარანტიით, რომ ახალი წლის ბიუჯეტის შემდეგ, დაფინანსება გაგრძელდება. დაპირების მიუხედავად, ბენეფიციარები ყველაფერს სკეპტიკურად უყურებენ, რადგან წინა წელს მედიკამენტების მთლიანი დაფინანსება ერთიანად ხდებოდა და არავინ უყურებდა რომელი თვე და რიცხვი იყო. შესაბამისად, პროცესებიდან სერგეენკოს ჩამოშორება და მისთვის წარმატებული მინისტრის იმიჯის შენარჩუნებაც ადვილი ასახსნელი ხდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6209919&name=12.07.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

--- ​