მედიამონიტორინგი 12.06.2019
ტელევიზია
12.06.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია. მიზეზად ადგილზე დასაქმებულებისთვის ხელფასის გადაუხდელობა სახელდება. რეაბილიტაციის პროცესში ქუჩაში არსებულ პრობლემებსა და მუშებისთვის ხელფასის გადაუხდელობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელში მომხმარებელს ადგილობრივმა მიაწოდა. როგორც ისინი აღნიშნავენ, მიტოვებული სამუშაოების გამო ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში არიან. ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს კი ჯეოსერვისი ახორციელებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6143310
---
12.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 10:00
აქცია ტელეკომპანია იმედთან - მაუდის ქარხნის დაზარალებული თანამშრომლები ფულად კომპენსაციას ითხოვენ. მათი განმარტებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე, რომელიც ამავე დროს ლიბერთი ბანკის მფლობელი და მაუდის ქარხნის ყოფილი მეპატრონეცაა, მათ დასაქმებას და კომპენსაციის გადახდას დაპირდა, თუმცა, ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი დამოკიდებულება გაგრძელდება, დაზარალებული თანამშრომლები აქციას, უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6143557
---
11.06.2019
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: სიახლენი 22:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა მედიაცენტრ მთვარში პრესკონფერენცია გამართა. პაატა იმნაძემ ძირითდი აქცენტი სეზონურ დაავადებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე გააკეთა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ტემპერატურის მატებასთან ერთად განსაკუთრბეული ყურადღება პროდუქტის შენახვა-გამოყენებაზე უნდა გაკეთდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6143208
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6141712
---
11.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ტრაგიკულად გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის დაკავებიდან 4 თვის შემდეგ საბრალდებო სკამზე ბავშვის მამინაცვალი აღმოჩნდა. არკადი ძავაშვილს მეორე გერზე, 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. ახლა უკვე ორივე მშობელი ბრალდებულია - დედა 4 წლის ნინოზე ძალადობისთვის, რომელიც მძიმე ფიზიკური დაზიანებების გამო იანვარში გარდაიცვალა, მამინაცვალი კი ნინოს ძმის ცემისთვის. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახიდან ზიგზაგის ქუჩაზე მომხდარი საზარელი ამბის შემდეგ წაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა რთულია და მოზარდებთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6143120
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6142931
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6141943
---
11.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
სამედიცინო პერსონალისათვის, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაჯარიმებას ან პატიმრობას გამოიწვევს. პარლამენტი საკანონდმებლო წინადადაებაზე მუშაობს, რომლის მხიედვითაც ექიმისთვის საქმიანობაში ხელის შემშლელი პირი 1000 ლარით დაჯარიდმება, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6141813
---
11.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
აუტიზმი ავადმყოფობა არ არის, აცრები არ იწვევს აუტიზმს. საქართველოში აუტიზმის მქონე ადამიანების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. აუტიზმის პირველი ცენტრი, საქართველოში 2010 წელს შექმნა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, მათ შორის გაერო მოუწოდებენ ყველას, რაც შეიძლება ნაადრევ პერიოდში მოხდეს დიაგნოსტიკა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოდიშარია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6142952
მაესტრო - მაესტროელები- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6142922
---
11.06.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
ბათუმში მრავალპროფილურ კლინიკას სახელმწიფო დაზღვევის სისტემიდან გამოთიშავენ - გადაწყვეტილება რეგულირების ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. მიზეზად ინფექციების მართვა და ჰიგიენური ნორმების დაცვა სახლდება. პარალელურად კი აუდიტის სამსახური აქვეყნებს ანგარიშს, რომლის თანახმადაც ქვეყანას არ აქვს ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამასთან რისკის ქვეშ დგება ისეთი მაღალბიუჯეტიანი და საჭირო პროგრამების ეფექტიანობა როგორებიცაა საყოველთაო ჯანდაცვა და C ჰეპატიტის ელიმინაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6142969
---
11.06.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
ხულოს საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის 100 ლარიანი მატერიალური დახმარების დანიშვნას ითხოვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6142638
---
11.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ჰაერი აზოტის დიოქსიდით. რატომ უარესდება ყოველწლიურად მონაცემები და რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6142997
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6143046
---
11.06.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
თამთა ბერბიჭაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება. მას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და დაუყოვნებლივ ქიმიოთერაპიის კურსი ესაჭიროება რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6142385
---
11.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ხმაური მუხიანში - ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, სადაც დევნილები არიან შეჭრილები. ისინი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ეს შენობა კი მერიის საკუთრებაშია. 15-მდე ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორიას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დატოვებს. ადგილზე პოლიციაც არის მობილიზებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6141346
---
11.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. 40 წლის მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურული იყო. არასრულწლოვანი პოლიციამ დაზარალებულად ცნო, მასთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6142330
---
ინტერნეტი
12.06.2019
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც, - ამის შესაბებ პარტია „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პრობლემაზე ყურადღების არ გამახვილებით უფრო დაზიანდება პროგრამა, ვიდრე კრიტიკულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით. „2019 წლის მარტში დავით სერგეენკომ უკვე აღიარა, რომ სამწუხაროდ 2020 წლისთვის კომპანია "გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაფინანსებითა და ეგიდით საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც. ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,” - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე" 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი დახარჯა. „ეს იმ დროს, როდესაც C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება - ე.წ. სწრაფი ტესტი - სავალდებულო და უფასო მხოლოდ ჰოსპიტალური პაციენტებისათვისაა, ხოლო ამბულატორიული პაციენტებისათვის - ფასიანი. არადა ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავს და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიულ პაციენტს ჯანდაცვის სისტემა ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ უტარებდეს C ჰეპატიტზე პირველად შემოწმებას. როგორც ირკვევა, ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა არ დგას, საქმე ჯანდაცვის სამინისტროს გაუმართავ მენეჯმენტშია. ასეთი მენეჯმენტით, ასეთი ტემპებით 2020 წელს - როგორც დასახულია - საქართველოში C ჰეპატტიტის აღმოფხვრა ვერ მოხდება,” - ამბობს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო ამის აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია იმისათვის, რომ ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ. პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი, რომლის მიხედვით: 2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი. ჭიაბერაშვილის თქმით, როგორც წერილშია მითითებული, პროგრამის დაწყებიდან, 2018 წლის დეკემბრამდე პირველადი შემოწმების კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა. წარმოდგენილი მონაცემებით, 123 000-დან განმეორებითი, ე.წ. დადასტურების კვლევა ჩაიტარა 75 400-მა პირმა, ხოლო მათ შორის დაავადება დაუდგინდა 64 200 პირს. ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა. ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51000 და მკურნალობა დაასრულა 48000-მა პირმა. ჭიაბერაშვილის აზრით, თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, საინტერესოა, როგორ მოხერხება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა. „ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
---
11.06.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/266472-ertiani-diplomissemdgomi-sakvalifikacio-da-saxelmwifo-sasertifikacio-gamocdebi-daiwyo
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
სხვადასხვა პროფილით, დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე 753 მაძიებელი დარეგისტრირდა. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მაძიებლები მიიღებენ უფლებას დიპლომისშემდგომი მზადება სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძონ. რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდას, საგაზაფხულო სესიაზე 710 მაძიებელია დარეგისტრირებული. გამოცდის შედეგები წარედინება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელიც დადებითი საგამოცდო შედეგის მქონე მაძიებელს. შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიანიჭებს. "წელს, როგორც ყოველთვის ტარდება საგაზაფხულო გამოცდები, რომლებიც 2 ნაწილად არის გაყოფილი.პირველი არის საკვალიფიკაციო გამოცდები, რომლებსაც აბარებენ სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ამის შემდეგ მათ აქვთ უფლება მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება სხვა აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში. მეორე არის სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც 10 ივნისს დაიწყო და გრძელდება. ეს არის მათთვის, ვინც უკვე დაამტავრა სარეზიდენტო პროგრამა და გამოცდის ცაბარების შემდეგ ისინი ხდებიან სერტიფიცირებული ექიმები, იმ დარგში, რომელშიც მათ გაიარეს სწავლება",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ. გამოცდებზე სარეზიდენტო მზადებასთან დაკავშირებული სიახლეებიც გაჟღერდა. გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებასაც სახელმწიფო დააფინანსებს. პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია - ეს იმ პრიორიტეტული სპეცილობების ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სახელმწიფო დიპლომისშემდგომ განათლებას, 2019 წელს აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სრულად დაუფინანსებს. ასევე სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველთა (100 000ქულამდე) სარეზიდენტო მზადება. "მაძიებლები, რომლებიც გამოირჩევიან ნიჭიერებით და აქვთ ფინანსური ბარიერი, სახელმწიფომ გადაწყვიტა დააფინანსოს ისინი და ამით ხელი შუწყოს სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი კავლიფიციური კადრების მომზადებას. ასევე არის სპეციალობები, რომელიც პრიორიტეტულია სახელმფიწოსთვის და ამ მიმართულებებით სახელმწიფომ გადაწყვიტა დააფინანსოს მაძიებლები, განასაკუთრებით რეგიონების წარმომადგენლები",- განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრუკლებელმა თეიმურაზ პირველაშვილმა. პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებულო მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა. სასერტიფიკაციო გამოცდებების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/550955-ertiani-diplomisshemdgomi-sakvalipikacio-da-saxelmcipo-sasertipikacio-gamocdebi-daicqo/
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85093
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/diplomisshemdgom-sakvaliphikatsio-gamotsdebze-753-madziebeli-daregistrirda/
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/ertiani-diplomisshemdgomi-sakvalifikatsio-da-sakhelmtsifo-sasertifikatsio-gamotsdebi-daitsko/60051
---
11.06.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samedicino-universitetebis-socialurad-daucvel-kursdamtavrebulebs-saxelmwifo-rezidenturas-srulad-daufinansebs
სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს
სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების იმ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ (100 000 ქულამდე), სახელმწიფო სარეზიდენტო მომზადებას სრულად დაუფინანსებს. ამასთან, გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებასაც აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. ეს სპეციალობებია: პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია. ცვლილებებს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ითვალისწინებს. პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა. ქვეყნის მასშტაბით ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები 11 ივნისს დაიწყო. სხვადასხვა პროფილით, დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე 753 მაძიებელი დარეგისტრირდა. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მაძიებლები მიიღებენ უფლებას დიპლომისშემდგომი მზადება სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძონ. რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდას, საგაზაფხულო სესიაზე 710 მაძიებელია დარეგისტრირებული. გამოცდის შედეგები წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელიც დადებითი საგამოცდო შედეგის მქონე მაძიებელს შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიანიჭებს. სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.
---
11.06.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/370976/
დააკავეს იმ ოჯახის კიდევ ერთი წევრი, სადაც 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს
22 იანვარს თბილისში დაღუპული 4 წლის ბავშვის მამინაცვალი სხვა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. კაცს ბრალი 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბრალდებული 20 მაისს დააკავეს. 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მამინაცვლამდე ბავშვის დედა დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენა: 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) 111.381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, 3 შვილიდან ორი არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს. მამინაცვალს სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთზე ძალადობა ედება ბრალად. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, ამჟამად ორივე ბავშვი მინდობით აღზრდაში ერთად იმყოფება და ორივეს როგორც ფიზიკური, ასევე ფსქიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა ორივე ბავშვს ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა. “4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ეს ბავშვები მყისიერად განთავსდნენ მინდობით აღზრდაში და ამ დროიდან მოყოლებული ისინი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებიან. ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ ადგილი ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა, შესაბამისად, როგორც ჩანს, აქედან მიეცა ძიებას საფუძველი, რომ მამა პატიმრობაში აყვანილიყო. ძალადობის ნიშნები განსაკუთრებით უფროსს აღენიშნება, ამიტომ მასთან მუშაობს ფსიქოლოგი და ნევროპათოლოგი. რაკიღა ჩვენი ფსიქოლოგი დატვირთული იყო, ჩვენ დაგვეხმარა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“, რადგან მყისიერი რეაგირება იყო საჭირო. ბავშვს აქვს გამოვლენილი საჭიროებები, თუმცა ის კეთილსაიმედო და დაცულ გარემოში იმყოფება. ის თავს კარგად გრძნობს, დადის ბაღში, ხდება მისი სოციალიზაცია“, – ამბობს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია. მისი თქმით, მეორე, უმცროსს ბავშვს წონის დეფიციტი აღენიშნებოდა, რაც გარკვეული უგულებელყოფის ნიშანი არის. ასევე განიხილება, როგორც ძალადობის ფორმა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობაც ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია.
---
11.06.2019
ექიმებზე თავდასხმა, საავადმყოფოებში შეჭრა - რეალური ისტორიები და არარსებული სტატისტიკა
პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 2 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტში მითითებულია, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია „გახშირებული ძალადობის შემთხვევები“. სამედიცინო პერსონალზე თავდასხმის სტატისტიკა არ არსებობს. მონაცემები არ აქვთ არც ჯანდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან აქამდე კანონში ჩანაწერი „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა”-არ არსებობდა. კანონპროექტის ავტორების თქმით, სამედიცინო პერსონალზე თავდასხმებმა მოიმატა. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ სამედიცინო პერსონალზე და დაწესებულებებზე თავდასხმების გახმაურებულ ისტორიებს: 47 წლის მამაკაცს, რომელმაც გამოძახებაზე სასწრაფოს ექიმები მიიყვანა, პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები და ყბა-სახის არე. ექიმები ასევე ყვებიან, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, რომელსაც პაციენტი აპენდიციტის დიაგნოზით კლინიკაში გადაჰყავდა. პაციენტის ნასვამი ნათესავები მანქანას უკან დაედევნენ და ხელს უშლიდნენ გადაადგილებაში. დაპირისპირება საავადმყოფოს ეზოში გაგრძელდა, რა დროსაც ისინი მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ დაცვის თანამშრომელს სცემეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და პაციენტის ნათესავებს შორის მოხდა. მიზეზი პაციენტთან არშეშვება გახდა. კლინიკაში 17 წლის პაციენტის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს. დაზიანება მიიღო საავადმყოფოს დაცვის წევრმაც. სამედიცინო ცენტრ „გორმედში„ რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებას პაციენტის ახლობლების მხრიდან, საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ აგრესია მოჰყვა. გარდაცვლილის ნათესავები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ქუთაისში, კლინიკაში „მედიქალსიტი“ მცირეწლოვანი პაციენტი გარდაიცვალა. მომხდარის გამო, გარდაცვლილის ახლობლები შენობაში შეიჭრნენ და ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ, ასევე, დააზიანეს კლინიკის კუთვნილი ტექნიკა. ზუგდიდში ბავშვის გარდაცვალებაში მოზარდის მშობლები და ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. შენობაში შეჭრილმა ნათესავებმა ჩაამტვრიეს ფანჯრები და ექიმებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ცხვირის ოპერაციის შემდეგ, კომაში მყოფი გოგონას ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ. პაციენტთან გამოძახებულ მედპერსონალს პაციენტის მეუღლე, დახვდა არაფხიზელ მდგომარეობაში, აგრესიით გამოირჩეოდა, ექიმებს უყვიროდა დაგვიანებაზე, შემდეგ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და უფროს ექიმს მიადო შუბლზე. უფროსმა ექიმმა თავის არიდება სცადა, რა დროსაც ზურგზე შეახტა მამაკაცი, რომელიც პაციენტის მამა იყო. ბრიგადა გამოიქცა მისამართიდან.
---
11.06.2019
გაფიცვა ხარაგაულის რაიონში - 50-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს
ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში, 50-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა - ინფორმაციას ამის შესახებ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, შპს ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა. ადგილობრივი დასაქმებულების ცნობით, ისინი მეორე დღეა სრული მაშტაბით არიან გაფიცულები, ითხოვენ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგებას და სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას. მათივე თქმით, ამ დრომდე კომპანია მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს. დასაქმებულებმა დახმარებისთვის უკვე მიმართეს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს. პროფკავშირი, თავის მხრივ მოუწოდებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“-ს, სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები სოფელ ძირულაში ხვალ დილიდან ჩავლენ, მუშებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ.
---
11.06.2019
ზაფხულის საშიში დაავადება, რომელიც ტკიპებისგან გვემუქრება - პაატა იმნაძე "ყირიმ-კონგოს" შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. როგორ მოვიშოროთ ტკიპა და რამდენად საშიშია ის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. ეს არის გარკვეული სახეობის ტკიპა, რომლიც ინფიცირებულია. პანიკური შიშია ამ ტკიპების მიმართ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი იქნება თუ დიდი, გარედან დაბრუნდება, ბალახებში იარა, უნდა დავათვალიეროთ რომ ტანზე, სადმე ტკიპა არ ჰქონდეს მიკრული. თუ სადმე ვნახავთ ტკიპას, ის საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა მოშორდეს, რომ საცეცები ადამიანის სხეულში არ ჩატოვოს. მისი მოშორება ხელით არ შეიძლება. არც ცხოველებიდან შეიძლება ტკიპას ხელით ტკიპის მოშორება“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით, ტკიპას სხეულიდან მოსაცილებლად საჭიროა პინცეტი და ხელთათმანი. „აუცილებლად ხელთათმანი უნდა გქონდეს და პინცეტით უნდა მოვაშოროთ. კარგად უნდა მოედოს პინცეტის პირი ტკიპას და ფრთხილი მოძრაობით, მოტრიალებით უნდა ამოვიღოთ, რომ მისი სხეულის ნაწილები არ ჩარჩეს კანში. ტკიპას რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ, შემდეგ, მით უკეთესია. რადგან ის რაც უფრო დიდი ხანი რჩება კანზე, მით მეტი შანსია, დაავადება ადამიანზე გადავიდეს. უამრავი სახეობის ტკიპა არსებობს. აქედან, ზოგი შეიძლება იყოს რაიმე დაავადების გადამტანი. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს ტკიპასთან დაკავშირებული დაავადება, ეს არის „ყირიმ-კონგოს ცხელება“, რომელიც ხაშურიდან მოყოლებული სამცხე-ჯავახეთისკენაა გავრცელებული“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც იმნაძემ აღნიშნა. მნიშვნელოვანია მეცხოველეობით დაკავებული მოქალაქეები, რომლებმაც ტკიპები ცხოველებს ხელით არ უნდა მოაშორონ.
---
11.06.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/paata-imnadze-daavadebebis-tavidan-asacileblad-zafkhulshi-pirveli-da-dziritadia-frtkhilad-viyot-wyaltan/
პაატა იმნაძე – დაავადებების თავიდან ასაცილებლად ზაფხულში პირველი და ძირითადია, ფრთხილად ვიყოთ წყალთან
“დაავადებების თავიდან ასაცილებლად ზაფხულში პირველი და ძირითადია, ფრთხილად ვიყოთ წყალთან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძემ „ზაფხულის დაავადებების“ თავიდან ასაცილებლად საჭირო რამდენიმე ფაქტორი გამოჰყო, მათ შორის აღნიშნა, რომ წყალთან სიფრთხილე უპირველესია. “პირველი და ძირითადია, რომ ფრთხილად ვიყოთ წყალთან. ბევრს ჰგონია, რომ ნებისმიერი წყარო სუფთაა, სამწუხაროდ, ასე არ არის და თუ არ ვართ დარწმუნებულები წყლის უსაფრთხოებაში, გადადუღებული წყალია საჭირო, 1 წუთი დუღილი ნებისმიერ წყალს უვნებელს გახდის – საბანაოს, სარეკრეაციოს თუ დასალევს. ფრთხილად უნდა ვიყოთ ასევე პატარა წყალსაცავებში ბანაობასთან დაკავშირებით. ასევე, თუ სადმე წყვეტილად მოდის წყალი, წამოსვლის შემდეგ 10 წუთი მაინც უნდა იდინოს, სანამ სასმელად ან საკვების გასარეცხად გამოვიყენებთ. ზაფხულში ყველაზე ხშირი ნაწლავების ინფექციებია, ამიტომ საკვებთანაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით, როცა ბუნებაში გავდივართ. ასევე გვახსოვდეს, რომ პროდუქტების შენახვა დიდი ხანი მაცივრის გარეშე საშიშია. პროდუქტში მოხვედრილი 1-2 მიკრობი არაფერს დაგვიშავებს, მაგრამ თუ ამ ტემპერატურაზე მისთვის ხელსაყრელ გარემოში მოხვდა, მაშინ უცებ გამრავლდება და რამდენიმე საათში უკვე სახიფათო გახდება. მაგალითად, თუ ის სალათის ფურცლებზე მოხვდა, საშიში არ არის, ხოლო თუ არაჟანში ან რძის სხვა პროდუქტში, იქ უკვე სახიფათო ხდება”, – განაცხადა იმნაძემ. მან ასევე ისაუბრა მწერების შესახებ და აღნიშნა, რომ მათგან თავდაცვა დამაფრთხობლებით, რეპელანტებით არის შესაძლებელი. “კოღოების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ შეგვაწუხებს, მაგრამ როგორც დაავადების გადამტანი, ამისთვის ორი პირობა უნდა იყოს: დაავადებული ადამიანი, რომლისგანაც კოღო გადაიტანს რაიმე დაავადებას და უნდა იყოს კოღოს ის სახეობა, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების გადატანა. ჩვენთან არის მალარიის გადამტანი კოღო. თბილისში არ არის, მაგრამ მის გარეთ ბევრია. ეს ყველა მწერს ეხება, რომ თუ გავდივართ ბუნებაში, შეგვიძლია თავი დავიცვათ რეპელენტებით, დამაფრთხობლებით, რომელთაც სხეულის ღია ნაწილებზე თუ წავისვამთ, მწერები აღარ მოგვეკარებიან. დაავადების გადამტანი მწერები საღამოობით გამოფრინდებიან ხოლმე, ამიტომ შებინდების მერე ძალიან პატარა ბავშვებს თუ გარეთ გამოვიყვანთ, ჯობს, იყვნენ გრძელსახელოებიანი ტანსაცმლით“, – განაცხადა იმნაძემ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/550908-paata-imnaze-daavadebebis-tavidan-asacileblad-zapxulshi-pirveli-da-ziritadia-prtxilad-viqot-cqaltan/
---
ბეჭდვითი მედია
12.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
როგორ დავიცვათ ბავშვები ძალადობისაგან
არასრულწლოვნებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა იმავე ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი სავარაუდოდ, უკვე შეეწირა ფიზიკურ ძალადობას. ხოლო გარდაცვლილი გოგონას დედა შვილზე ძალადობის ბრალდეებით უკვე დაკავებულია. ამჯერად სამართალდამცველებმა გარდაცვლილი 4 წლის ნონო ზალინაშვილის მამინაცვალი დააკავეს. ირკვევა, რომ არკადი ძავაშვილი ფიზიკურად ძალადობდა შვილებზე, რომლებიც ახლა მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ძიება სწორედ ბავშვების ინფორმაციის საფუძველზეა დაწყებული. როგორც ირკვევა, ბავშვმა მამინაცვლის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რომ ის მასზე სისტემატიურად ძალადობდა. გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდებულის დედის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. „უთხრეს, რომ შენ ბავშვი გიცემია და ბავშვმა ამის შესახებ თავად მოყვა. ხო, ერთხელ ვცემეო, ვერ გავტეხეო. განა უარყოფს, წამოარტყა ალბათ, ძალიან კი არ სცემდა. ამბობს ხო, განა არ ამბობს. აღიარებს, რომ მსგავსი ფაქტი იყო. არ არის მოძალადე, მაგ ბავშვებს თავად ზრდიდა და მეზობლებმაც კარგად იციან, რომ არ სცემდა. პირიქით, მუშაობდა, რომ ბავშვები შეენახა და არაფერი მოეკლო "-აცხადებს არკადი ძავაშვილის დედა ბაბულია ძავაშვილი „რეზონანსთან". მისივე თქმით, მამინაცვალზე ცემის ფაქტი პოლიციელებს ბავშვმა მოუყვა და უთხრა, რომ მამობილი მასზე ძალადობდა. არკადი ძამისაშვილი დედის ინფრომაციით, დაკითხვაზე დაიბარეს, აღიარების შემდეგ კი ის პოლიციის შენობაშივე დააკავეს. არასრულწლოვნებზე მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ მეზობლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მედიით გაიგეს. ისინი ამბობენ, რომ დედის მხრიდან ძალადობის ფაქტი ბავშვებზე არა ერთხელ გაუგიათ და დაუნახიათ, ხოლო მამაზე ვერაფერს იტყვიან. თუმცა, მეზობლები აცხადებენ, რომ თუ პოლიციამ დააკავა, მაშინ გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთებოდა. 5 წლის ბავშვს, რომელზე ძალადობაშიც მამას ადანაშაულებენ, დაზიანებები სხეულზე ეტყობა - ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ. სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, ბავშვის ოჯახში თანაცხოვრების პერიოდში მოხდა, რადგან 4 წლის ნონო ზალინაშვილის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფომ ბავშვები სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანა. „როგორც კი დაფიქსირდა არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტი, ბავშვები მყისიერად გადაყვანილ იყვნენ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში. ჩაუტარდათ ექსპერტიზა და ერთ-ერთზე დადასტურდა ფიზიკური ძალადობის კვალი. "ბავშვებთან ჩართულები არიან ფსიქოლოგები, ნევროლოგები და ისინი მუდმივად იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ ეტაპზე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ.
---
12.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ხარაგაულის რაიონში, 50-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა
ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში, 50-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა - ინფორმაციას ამის შესახებ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, შპს ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა" დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა. ადგილობრივი დასაქმებულების ცნობით, ისინი მეორე დღეა სრული მასშტაბით არიან გაფიცულები, ითხოვენ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგებას და სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას. ამ დრომდე კომპანია მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს. დასაქმებულებმა დახმარებისთვის უკვე მიმართეს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს. პროფკავშირი, თავის მხრივ მოუწოდებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო"-ს, სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები სოფელ ძირულაში ხვალ დილიდან ჩავლენ, მუშებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ.
---
12.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
რა დაავადება გვემუქრება ზაფხულში, როცა ტკიპა განსაკუთრებით აქტიურია - პაატა იმნაძის გაფრთხილება
ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების - „ყირიმ-კონგოს ცხელების" გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან - მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. როგორ მოვიშოროთ ტკიპა და რამდენად საშიშია ის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში" ისაუბრა. „ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. ეს არის გარკვეული სახეობის ტკიპა, რომლიც ინფიცირებულია. პანიკური შიშია ამ ტკიპების მიმართ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი იქნება თუ დიდი, გარედან დაბრუნდება, ბალახებში იარა, უნდა დავათვალიეროთ რომ ტანზე, სადმე ტკიპა არ ჰქონდეს მიკრული. თუ სადმე ვნახავთ ტკიპას, ის საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა მოშორდეს, რომ საცეცები ადამიანის სხეულში არ ჩატოვოს. მისი მოშორება ხელით არ შეიძლება. არც ცხოველებიდან შეიძლება ტკიპას ხელით ტკიპის მოშორება" - აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში". მისივე ინფორმაციით, ტკიპას სხეულიდან მოსაცილებლად საჭიროა პინცეტი და ხელთათმანი. „აუცილებლად ხელთათმანი უნდა გქონდეს და პინცეტით უნდა მოვაშოროთ. კარგად უნდა მოედოს პინცეტის პირი ტკიპას და ფრთხილი მოძრაობით, მოტრიალებით უნდა ამოვიღოთ, რომ მისი სხეულის ნაწილები არ ჩარჩეს კანში. ტკიპას რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ, შემდეგ, მით უკეთესია. რადგან ის რაც უფრო დიდი ხანი რჩება კანზე, მით მეტი შანსია, დაავადება ადამიანზე გადავიდეს. უამრავი სახეობის ტკიპა არსებობს. აქედან, ზოგი შეიძლება იყოს რაიმე დაავადების გადამტანი. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს ტკიპასთან დაკავშირებული დაავადება, ეს არის „ყირიმ-კონგოს ცხელება", რომელიც ხაშურიდან მოყოლებული სამცხე-ჯავახეთისკენაა გავრცელებული" - განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც იმნაძემ აღნიშნა. მნიშვნელოვანია მეცხოველეობით დაკავებული მოქალაქეები, რომლებმაც ტკიპები ცხოველებს ხელით არ უნდა მოაშორონ.
---