მედიამონიტორინგი 11.06.2019
ტელევიზია
11.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
არასრულწლოვნებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა იმ ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი უკვე გახდა. სამართალდამცველებმა არკადი ძავაშვილი დააკავეს, რომელიც სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალია. გამოძიება მის წინააღმდეგ სწორედ ოჯახში არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის მუხლით, სავარაუდოდ შვილების ინფორმაციის საფუძველზე არის დაწყებული. საუბარია არკადი ძავაშვილისა და ლელა ქსოვრელის საერთო შვილების შესაძლო ცემაზე. ქსოვრელი კი როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საკუთარი შვილის, ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დააკავეს და მას გამოძიება ასევე არასრულწლოვანის წინააღმდეგ ძალადობას ედავება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6140590
---
10.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ კახეთში 40 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით მან გასული წლის სექტემბერში სოფელ კონდოლში 16 წლის გოოგნაზე იძალადა. გასულ თვეში კი არასრულწლოვანმა იმშბიარა. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ბავშვის მამაა. მას ათიდან 13 წლამდე პატიმრობა ელის. პროცესში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტო ხოლო არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სპეციალისტები მუშაობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6140354
---
10.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის გაზრდილი სტატისტიკა - შემზარავი მონაცემები და გამოუძიებელი საქმეები. "ის რომ არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურება, მათთან გარყვნილი ქმედებები და სექსუალური დანაშაული არის მზარდი, ამაზე სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც შინაგან საქმეთა სამინსიტროს, ასევე პროკრუატურას, სასამართლოს და მათ შორის სახალხო დამცველის აპარატს. ამ ოთხი ორგანოს არაეფექტური და არაადეკვატური რეაგირებისა და მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენ უამრავი პატარა გოგო გავწირეთ მოძალადეების საჯიჯგნად." "რეალურად სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს საერთოდ, არათუ შსს, არც ჯანდაცვის სამინისტრო, არც სოციალური მომსახურების სააგენტო, არავინ არანაირ ქმედით ღონისძიებებს იქ არ ახორციელებს ამის შესამციერბლად და აღმოსაფხვრელად." - ამბობს გელა მთივლიშვილი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6140270
---
10.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დღეს სოციალური მუშაკები დაიკითხნენ. როგორც ირკვევა, 6 იანვარს მძიმე დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში მიყვანილი გოგონას შესახებ მათთვის ცნობილი იყო, თუმცა პროკურატურის განცხადებით, მათ შესაბამის სოციალურ მუშაკებს ამის შესახებ არ შეატყობინეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6140241
---
10.06.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
ექიმებისთვის პროფესიულ საქმიანობის დროს ხელის შეშლა შესაძლოა დასჯადი გახდეს. საკანონმდებლო პაკეტს ჯანდაცვის კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ექიმის პატივისა და ღირსების შელახვა დაუშვებელი ხდება. ასეთი შინაარსის ნორმა რამდენიმე კანონში იწერება. მედიკოსების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი ფინანსური სანქცია ორმაგდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6139413
---
ინტერნეტი
11.06.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/550884-paata-imnaze-jerjerobit-citela-tavs-ar-gvanebebs/
პაატა იმნაძე - ჯერჯერობით წითელა თავს არ გვანებებს
წითელას გადაცემა ასეთ სიცხეში ჩერდება-ხოლმე, მაგრამ დღეში 5-10 შემთხვევა მაინც არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, აცრილია 140 000-მდე მოქალაქე და კიდევ ერთი ამდენი მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „წითელამ თავი დაგვანებოს“. „ჯერჯერობით კი წითელა თავს არ გვანებებს. მისი გადაცემა ჩვეულებრივ, ასეთ სიცხეში ჩერდება-ხოლმე, მაგრამ ახლა არ გაჩერებულა და დღეში 5-10 შემთხვევა მაინც არის. ისევ და ისევ, ვინც არ არის აცრილი, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხება და 20-დან 40 წლამდე, ნუ დაიყენებენ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. მინდა, მივმართო ძირითადად ტურისტულ ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს - ამ ასაკის ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს მათ დაწესებულებებში და კარგად ნახონ, თავიანთი თანამშრომლები აცრილები არიან თუ არა. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევებები, როდესაც სასტუმროში თანამშრომელმა ტურისტებს გადასდო წითელა. ან შეიძლება, ეს კაზინოში და მსგავს დაწესებულებებში მოხდეს. ასე რომ, მსგავს ბიზნესებს მოვუწოდებ, აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყება და უბრალოდ, მზად იყვნენ, მოუწოდონ თანამშრომლებს აცრისკენ", - განაცხადა იმნაძემ.
---
10.06.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/550726-sam-tveshi-mivlinebebze-biujetidan-18-milion-larze-meti-daixarja/
სამ თვეში მივლინებებზე ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
2019 წლის პირველ სამ თვეში მივლინებებზე 18.3 მლნ. ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის სამ თვეში ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან მიმართული ადმინისტაციული ხარჯების შეჯამებაშია აღნიშნული. უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში მივლინებებზე დახარჯული თანხა დაახლოებით 1.6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს პირველ სამ თვეში მივლინებეზე ბიუჯეტიდან 16.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება მივლინების ხარის მხარჯავი უწყებების მიხედვით გადანაწილებას, ყველაზე მეტი თანხა, კერძოდ 9.9 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა, თუმცა უწყების ინფორმაციით, 9,540,489 ლარიდან 8,385,843 ლარი მისიებში დაიხარჯა, 859,670 ლარი ქვეყნის გარეთ, მათ შორის ავღანეთში მივლინებების ხარჯებია, 294,976 ლარი კი - ქვეყნის შიგნით მივლინებებზე მოდის. განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯი სამ თვეში 1.2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს შინაგან საქეთა სამინისტროს ხარჯი კი 1.1 მლნ ლარით განისაზღვა. სხვა სამინისტროების მიერ სამი თვის განმავლობაში მივლინებებზე დახარჯული თანხა კი ასე გამოიყურება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი - 66,360 ლარი; ფინანსთა სამინისტრო - 456,330 ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 541,870 ლარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 38,942 ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 196,746 ლარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 377,379 ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - 576,472 ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 621,820 ლარი. ამასთან, აუდიტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სამ თვეში მივლინებებზე 1.2 მლნ. ლარი დახარჯა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 558,702 ლარი, ხოლო საქართველოს პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა 771,865 ლარი.
---
10.06.2019
მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=1641
სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება
სამედიცინო პერსონალისთვის შეურაცხყოფის მიყენება დასჯადი ხდება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ცვლილებების თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა დასჯადი გახდება. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს 1 000–ლარიან ჯარიმას, იქივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი – 2 000–ლარიან ჯარიმას. ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, საგრძნობლად მოიმატა სამედიცინო პერსონალსა და სოციალურ მუშაკებზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა.
---
10.06.2019
4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, რომლის მეუღლე გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პატიმრობაშია, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის მუხლით დააკავეს
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი არკადი ძავაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებული ლელა ქსოვრელის მეუღლე სამართალდამცავებმა 20 მაისს დააკავეს. არკადი ძავაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარედგინდა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ასევე გოგონას დედა ლელა ქსოვრელი. შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.
---
10.06.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/477370
აკაკი ზოიძე: ვიმსჯელეთ, როგორ გახდეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების მედიკამენტები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანია – „ფაიზერის” ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელს, ჰოდიკ მიქაელს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ფაიზერის” კომპანიას თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამა აქვს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. ეს შეეხება თამბაქოსგან თავის დანებების მედიკამენტოზურ საშუალებებსა და შესაბამის საკონსულტაციო მომსახურეობებს. ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო ურთიერთობებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა. „ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდნენ ამ მავნე ჩვევისგან. საქართველოს მოსახლეობის 1/3 თამბაქოს მომხმარებელია, რაც, თავის მხრივ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული – ეს არის ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებები, რომლებიც 15 წლით ნაადრევ სიკვდილს იწვევს და თამბაქოს მოხმარება, ასევე, მნიშვნელოვნად აისახება მომხმარებელთა ფინანსურ ნაწილზე. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების მედიკამენტები და შესაბამის პროგრამაში მონაწილეობა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/550754-akaki-zoize-amerikuli-parmacevtuli-kompaniis-regionul-xelmzgvanels-shexvda/
---
10.06.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/209172/
როცა სმენისარმქონე ხარ და სამსახურს ეძებ
უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, სამსახურის პოვნა ბევრად რთულდება, როცა სამუშაოს მაძიებელი სმენისარმქონეა. 33 წლის ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებს, თვითრეალიზაციის გარდა, დასაქმება უპირველეს ყოვლისა შემოსავლისთვის სჭირდებათ: “ჩვენი შემოსავლის წყარო, ძირითადად პენსიაა 100 ლარი. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვყავს ოჯახები, გვყავს ბავშვები, ძალიან რთულია ჩვენთვისაც ცხოვრება. შემოსავლის წყარო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს”. ნათია ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სმენისარმქონე ადამიანებისთვის სულ უფრო და უფრო რთულდება სამსახურის პოვნა – “ახალგაზრდებსაც უარით გვისტუმრებენ ხოლმე და ასაკოვნებისთვის კიდევ უფრო რთულია სამუშაოს დაწყება”. ნათია ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებისთვის, ძირითადად დამლაგებლის სამუშაოებია, თუმცა მათ გაცილებით უფრო მეტი რამის კეთება შეუძლიათ. ამის საჩვენებლად საცდელი ვადით მაინც უნდა აიყვანონ სადმე, მათ კი ამის საშუალება ძალიან იშვიათად ეძლევათ: “ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სმენისარქონის გამო, ვერ გავუმკლავდებით სამუშაოს, ვერ შევისწავლით საქმეს. საცდელი პერიოდით რომ აგვიყვანონ, რამდენიმე დღე, იქნებ მოსინჯონ ჩვენი შესაძლებლობები, რისი გაკეთება შეგვიძლია, ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და სრულფასოვანი ადამიანობის შეგრძნება ჩვენც უნდა გვქონდეს”. ნათია სალონის მიმართულებით აქვს პროფესია მიღებული, უნდა კიდევ რამდენიმე საქმე ისწავლოს, მაგრამ ამბობს, რომ სმენის არქონის გამო, ხშირად იმაშიც კი ეპარებათ ეჭვი, რომ აითვისებს: “მინდა ყურადღებას გვაქცევდეს სახელმწიფო ისე, რომ საზოგადოებაში მეტად ვიყოთ ჩართული და მეტი განათლების მიღება შეგვეძლოს. ძალიან მონდომებული ვარ და თუ სწავლას დავიწყებ, მაქსიმალურად ვეცდები დავეუფლო პროფესიას. მე ვმუშაობდი სუპერმარკეტში კონსულტანტად, მაგრამ ძალიან დატვირთული გრაფიკით მიწევდა მუშაობა და ამიტომ დავტოვე სამუშაო. ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია მუშაობის დაწყება, ჩვენი კომპეტენციებიდან გამომდინარე. ჩვენთვის არ არის ეს რთული. შევხედავთ სამუშაოს სპეციფიკას, თუ არ არის ჩვენთვის რთული და ვერ მოვერგებით, თავად ვამბობთ უარს”. ნათია ფიქრობს, რომ დამსაქმებლები სმენისარმქონე მოქალაქეებს შეშინებული უყურებს – “თვლიან, რომ თავს ვერ გავართმევთ ვერაფერს, მაგრამ უნდა ვცადოთ ყველაფერი. აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ ყველაფერის კეთება შეგვიძლია. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ სხვადასხვა პროფესიაზე მიგვიღონ, ვისწავლოთ, ან სამუშაო დავიწყოთ, განათლებას ვერ მივიღებთ და ასე უფრო ვაკუუმში ვიქნებით”. 27 წლის სალომე მანეჟაშვილი პროფესიით ფოტოგრაფია – კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის სპეციალისტი. განათლება პროფესიულ კოლეჯში მიიღო, თუმცა ოთხი წელია თავისი სპეციალობით სამსახური ვერ იპოვა. მცდელობა ჰქონდა დროებით სხვა სამსახურიც ენახა, მაგრამ სმენისარქონის გამო – ყველგან ბარიერი შეხვდა. სალომე, ერთ-ერთ უშედეგო მცდელობას იხსენებს, როცა მარკეტში, კონსულტანტად სურდა დროებითი სამუშაო დაეწყო. იქ უარი იმის გამო უთხრეს, რომ სმენისარმქონეა და ჩათვალეს, რომ კომუნიკაციას ვერ შეძლებდა კლიენტებთან – “კომუნიკაცია ჩემთვის პრობლემა არ არის, პირის აპარატით ვხვდები რას ლაპარაკობენ. მე კი წერილობით შემიძლია მივახვედრო ფასი, თუ სხვა დეტალი”. საბოლოოდ ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში დასაქმდა, თუმცა ყველაზე მეტად, კვლავ თავისი პროფესიით მუშაობაზე ოცნებობს. “სურვილი მქონდა ფოტოგრაფი გავმხდარიყავი, მე თითონ გამოვთქვი სურვილი რომ მესწავლა. როცა თბილისში სკოლა დავამთავრე, მიმიღეს პროფესიულში. ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი პროფესიას. მინდოდა გადამეღო ფოტოები ბუნებისთვის, შემდეგ კი ჩემი ხელით დამემუშავებინა პეიზაჟები ფოტოშოპში. ახლაც ვცდილობ, რომ ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა. 4 წელია ბათუმში ვცხოვრობ. სადაც ვიკითხე ამ პროფესიით არავინ გამოთქვა სურვილი, რომ დამეწყო მუშაობა, ამის შემდეგ წავედი ფარმადეპოში სამუშაოდ”. სალომე აფთიაქში უკვე 10 თვეა მუშაობს, აქ დასაქმების ფორუმიდან მივიდა – “საცდელად მივედით „ფარმადეპოში“, გავესაუბრეთ დამსაქმებელს, მკითხეს თუ როგორ შევძლებდი კომუნიკაციას. ავუხსენი, რომ პირის აპარატით ვხვდები საუბარს, დაიტოვეს ჩემი მონაცემები და მალევე შემეხმიანეს”. სალომე ამბობს, რომ თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მას კერძო შეკვეთებზეც შეუძლია მუშაობა, ასეთი საქმისთვის კი წერილობითი ფორმითაც შესაძლებელია კომუნიკაცია. “თუ ვინმესთვის უფრო მოსახერხებელია, შეგვიძლია წერილობით ვიკონტაქტოთ. მთავარია, მაჩვენოთ რისი გაკეთებაა აუცილებელი და მე ჩემს საქმეს გავაკეთებ კომპეტენციიდან გამომდინარე. რეკლამების შეკვეთებზე შემიძლია მუშაობა, წერილობითაც რომ ამიხსნან რა მევალება, რა უნდა ვაკეთო, გავაკეთებ”, – ამბობს ის. 22 წლის თეკლა ძნელაძემ, რომელიც ასევე სმენის არმქონეა, პროფესიული კოლეჯი გასულ წელს დაამთავრა. მზარეულია, მაგრამ ერთი წელია სამსახური ვერ იპოვა. ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი – სმენისარქონაა. თეკლა ამბობს, რომ კომუნიკაცია მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მას ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევს სმენისმქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და ამას თავისუფლად ახერხებს – “ერთი წელია სამუშაოს ვეძებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. უარის მიზეზი ის იყო, რომ სმენის შეზღუდვა გაქვს და თანამშრომლებთან კომუნიკაცია პრობლემა იქნებაო. მაგრამ კომუნიკაცია ჩემთვის პრობლემა არ არის. ეს მე სამუშაო პროცესში ხელს არ შემიშლის. არ ვიცი, რატომ გახდა ეს პრობლემა. ჩვეულებრივ ადამიანებთან კომუნიკაცია შემიძლია. მათი პირის აპარატით ვხვდები საუბარს, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ ფიქრობენ, რადგან სმენისარმქონე ვარ, ჩემთან ურთიერთობა გაუჭირდებათ. რამდენიმე ორგანიზაციაში ვცადე მუშაობა დამეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სმენისარქონა გახდა პრობლემა”. თეკლა ამბობს, რომ მისი თანატოლები უფრო მეტ დაბრკოლებასაც აწყდებიან, რადგანაც მათ ნაწილს, პირის აპარატით საუბრის გაგება არ შეუძლია – “ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად უნდა იცოდეს ჟესტური ენა, კომუნიკაცია ჩვენც რომ გაგვიმარტივდეს. ჟესტურის სწავლა მარტივია, თუკი ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი. ვფიქრობ, მალე შეისწავლიან სალაპარაკო ჟესტურ ენას”.
---
10.06.2019
ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება სასამართლომ ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა
---
ბეჭდვითი მედია
11.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ხალხს ახალ-ახალი დაავადებები უტევს, მოსახლეობა ხარჯს ვერ უმკლავდება
ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა, ატიპიური ვირუსები და გაახალგაზრდავებული დაავადებები - ასეთია 21-ე საუკუნის რეალობა, რომელსაც დაბინძურებული ეკოლოგია, კვების რეჟიმი, თავად საკვები და ცხოვრების წესი განაპირობებს. ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის მკურნალობა და მართვა კი წლიდან წლამდე უფრო ძვირდება. მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები და სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობა აწუხებს. გარდა ამისა, მომრავლდა ახალი სნეულებანი, რომელიც გასულ საუკუნეშია საერთოდ არ არსებობდა და ამასთან გაახალგაზრდავდა დაავადებულთა ასაკიც. `საქსტატის~ ინფორმაციით, იმ რეგისტრირებულ დაავადებათა პირველი ათეული, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული, შემდეგნაირად გამოიყურება: 1) სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები - 405 641 შემთხვევა; 2) ჰიპერტენზია - 376 219 შემთხვევა; 3) პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები - 282 518 შემთხვევა; 4) შაქრიანი დიაბეტი - 112 299 შემთხვევა; 5) ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები - 109 265 შემთხვევა, 6) დორსოპათიები (ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები) – 70 773 შემთხვევა; 7) კატარაქტა - 57 707 შემთხვევა; 8) პერიფერიული ნერვული სისტემის ავადმყოფობები - 49 923 შემთხვევა; 9) დერმატიტი და ეგზემა - 45 952 შემთხვევა; 10) შუა ყურის ანთება (ქრონიკული ოტიტი) – 33 595 შემთხვევა. 2018 წლის მონაცემები, სტატისტიკის ეროვნულ დეპარტემენტს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ქვეყანაში რამე მნიშვნელოვანი ცვლილება ამ კუითხით არ მომხდარა, გარდა წითელას ეპიდემიისა, რომელიც 2018-19 წლის პრობლემაა. ავადობის რიცხვი და ასევე მისი სიმპტომები წლიდან წლამდე მატულობს და იცვლება, ასევე ახალგზარდავდება დაავადებებიც. მაგალითად, წნევის მატება ადრე თუ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდებოდა, ახლა ის 20-25 წლის ახალგაზრდებშიც საკმაოდ ხშირია და სეზონურ დაავადებას წარმოადგენს. ასევეა გრიპის ვირუსიც კი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, არაქრონიკული დაავადებაა ატიპიური სიმპტომებით. გარდა იმისა, რომ გაზრდილია სხვადასხვა ავადმყოფობის რიცხვი და ეს მოსახლეობის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს, მათი მკურნალობის ან მართვის ხარჯიც უფრო და უფრო მატულობს. ჟურნალისტი თეო გუდავაძე უკვე წლებია ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემის, შაკიკის მატარებელია. ბოლოს აუტანელმა ტკივილმა თავი წინა კვირას იჩინა. საავადმყოფოში კი მიუხედავად იმისა, რომ არც ღამით დარჩენილა და არც განსაკუთრებული პროცედურები ჩატარებია, გადასახდელი 150 ლარი გამოუწერეს. `შაკიკი წლებია მაქვს, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებით ვახერხებ მართვას. გასულ კვირას თავის ისეთი საშინელი ტკივილი მქონდა, ვერაფერმა მიშველა. სასწრაფო გამოვიძახე და ღუდუშაურის საავადმყოფოში გადამიყვანეს. ჯერ ყურადღება არავინ მომაქცია, რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ, მხოლოდ წნევა გამიზომეს და ბოლოს, როგორც იქნა, მივიქციე ყურადღება და `ატარაქსი~ მომიტანეს. ამის გარდა, საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. ექიმმა ნორმალურად არც კი გამსინჯა, არც დიაგნოსტირება მომხდარა და არც მკურნალობა. ტკივილგამაყუჩებელი მომცეს და მორჩა. სახლში გაწერისას კი ამაში 150 ლარი გადამახდევინეს. ვერც კი მივხვდი რაში. ვიკითხე და ექიმთან კონსულტაციაშიო, რაც ძალიან გასაკვირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში სასწრაფომ შემიყვანა, ამხელა თანხა გადამახდევინეს~, - აღნიშნს ჟურნალისტმა. დაავადების მკურნალობა რომ დიდ ხარჯს მოითხოვს და ის წლიდან წლამდე იზრდება ადასტურებს, ეკა ჟიჟიაშვილიც. თავდაპირველად ხარჯზე არც უფიქრია, რადგან დიაგნოზმა შოკში ჩააგდო, მაგრამ შემდეგ რთულ ვითარებაში ჩავარდა. მის 5 წლის შვილს ნაღვლის ბუშტში კენჭები აღმოაჩნდა და ორგანოს მთლიანად ამოღება გახდა საჭირო. ექიმებმა კი უთრეს, რომ ეს უიშვიათეს შემთხვევაში ხდება. `5 წლის ბავშვი რომ საავადმყოფოში მიგყავს, ნამდვილად არ ფიქრობ, რომ რამე სერიოზული იქნება. პროფილაქტიკისათვის მივედით და ექპსკოპისტმა რომ გვითხრა, ნაღვლის ბუშტში კენჭებიაო. დარწმუნებული ვიყავი შეცდა და გადავამოწმე სხვასთან. იგივე დიაგნოზი აღმოჩნდა და ორგანო უნდა ამოვიღოთ, დაშლას ან განკურნებას აზრი არ აქვსო. დიაგნოზი შკისმომგვრელი იყო, მიუხედავად იმისა რომ ნაღვლის გარეშეც თავისუფლად შეიძლება ცხოვრება. უფრო მეტად იმან ამანერვიულა, რომ ექიმებისათვისაც გასაოცარი აღმოჩნდა ასეთ პატარა ბავშვვში რას უნდა გამოეწვია პათოლოგია. მაშინ, ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა და ახლა რომ ვიაზრებ, ოპერაციაზე ძვირი და არაადეკვატურად დიდი თანხა, პოსტოპერაციულ მკურნალობაში გადავიხადე~, - ამბობს `ბიზნეს-რეზონანსთან~ ეკა ჟიჟიაშვილი. არასამბათვრობო ორგანიზაცია `გვახსოვდეს ჰიპოკრატეს~ დამფუძნებელი, მარინა ბერაძე აღნიშნავს, რომ ექიმების დიდი ნაწილი ივიწყებს მედიცინის მთავარ პრინციპს - `არ ავნო!~ ამიტომაც, სამედიცინო სფერო ჩარევაზეა ორიენტირებული და არა პრევენციაზე. `მსოფლიო ტენდენცია ასეთია, რომ პრევენციაა მთავარი. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ ხდება. 21-ე საუკუნის დაავადებების უდიდესი ნაწილი ეკოლოგიისა და საკვებისაგანაა გამოწვეული, იქნება ეს სიმსივნე, ფსიქიკური დაავადებები და ინფექციები. ჰიპოკრატე ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. შესაბამისად, კვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ კომპონენტების გამო, რასაკვირველია, გაზრდილია დაავადებების რიცხვი, მკურნალობის ხარჯს კი სააფთიაქო ბიზნესი ზრდის. მაგალითად, ევროპაში ერთ აბს ვერ გამოწერს ექიმი გადაუდებელი საჭიროების გარეშე, ჩვენთან კი ყველაფერი მიშვებულია და შესაბამისად, დაავადებებთან, ერთად ხარჯიც მკვეთრად იზრდება~, - ამბობს ბერაძე `ბიზნეს-რეზონანსთან~. გარდა ეკოლოგიის და საკვებისა, დაავადების გავრცელების ყველაზე სახიფათო გზებს შორის გადამდები დაავადებებია. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკებია.
---