მედიამონიტორინგი 10.07.2019
ტელევიზია
10.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
"გავიგუდეთ!" ასე ჰქვია მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებმაც რუსთავში ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს. მათი თქმით, ქალაქში საწარმოების უმრავლესობას ძველი და სტანდარტებთან შეუსაბამო ფილტრები აქვს, რის გამოც გარემო ბინძურდება. მათ საწარმოებიდან გამონაბოლქვის სუნი უკვე წლებია აწუხებთ, საკუთარ პროტესტს რუსთავის მოსახლეობის ნაწილი აქცია პერფორმანსით გამოხატავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6204797
---
09.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
20 ივნისს აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული ორი მამაკაცი ამ დრომდე რეგიონულ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის ერთ-ერთი დაშავებული დავით გრიგორიანია, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ტყვია თავში მოხვდა და თავის ქალა ჩაუმსხვრია. კლინიკის დირექტორის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის ორივე მათგანი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტების საპალატე რეჟიმში გადაყვანა კვირის ბოლომდე იგეგმება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6204298
---
09.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ILO-ს დახმარებით შრომის უსაფრთხოიების პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროსთან მიმართებაში რეკომენდაციებს მოიცავს. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მით უფრო იმ ფონზე რომ კანონი ფართოვდება და მალე ის ეკონომიკური საქმიენობის ყველა სფეროს შეეხება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ ლიმიტების შესახებ ინფორმაცია მოგვინაებით გახდაბა ცნობილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6203205
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6202787
---
09.07.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 18:00
ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში სულ უფრო ძლიერდება. მედიის განვითარების ფონდმა საქართველოში მოქმედი 18 სხვადასხვა მედია საშუალების საქმიანობა გააანალიზა. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ წინა წლებთან შედარებით 4-ჯერ გაძლიერდა ანტი დასავლური რიტორიკა. თუკი 2016 წელს სხვადასხვა მედდია საშუალებებში 170 შემთხვევა დაფიქსირდა ანტიდასავლური მასალის გამოქვეყნებისა, 2018-ში ეს უკვე 632-ზე იყო ასული. ანტიდასავლური განცხადებებით პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსის და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლები გამოდიან. „წინა წლების მსგავსად ქართულენოვანი ტაბლოიდური მედიები არიან ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო. ერთ-ერთ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ სახელმწიფო უწყებებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან, მინისტრ სერგეენკოს პირადი მიმოწერის გაჟონვას ჰქონდა ადგილი. ბულგარელმა ჟურნალისტმა, რომელიც დაკავშირებულია კრემლისტურ გამოცემებთან, პირდაპირ რუსეთის თავდაცვის არხთან „ზვეზდასთან“, მან გამოაქვეყნა მინისტრ სერგეენკოს მიმოწერა, რომელიც უკავშირდებოდა ლუგარის ლაბორატორიას. რაც აჩვენებს, რომ ამ პროცესს აქვს საკმაოდ ორგანიზებული სახე“, - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6204288
---
ინტერნეტი
09.07.2019
3 თვის ქართველი გოგონა საფრანგეთში სიცოცხლისთვის იბრძვის
უკვე 1 თვეა ქართველი ჩვილი გოგონა მშობლებთან ერთად საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმყოფება. ისინი ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობენ და იქ ელოდებიან საქართელოდან დახმარებას. ბავშვი 1 თვის იყო, როცა კუნთების გენეტიკური სპინალური ატროფიის დიაგნოზი დაუსვეს. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავს დაავადებას ვერ კურნავენ, ამიტომ, ჩვილის სასწრაფოდ საზღვარგარეთ წაყვანა გახდა აუცილებელი. „პრაიმტაიმი“ გოგსაძეების ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ნათია ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ დრო უკიდურესად ცოტაა საჭირო თანხის შესაგროვებლად. იმისათვის, რომ 3 თვის გვანცამ იცოცხლოს 352 000 ევროა შესაგროვებელი. ახლა, შეჭირვებული ოჯახი კეთილი ადამიანების დახმარების იმედზეა. „იმის გამო, რომ საქართველოში ამ დაავადების მკურნალობა არ ხდება, ოჯახი იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო. თუმცა, არც იქ გაუმართლათ. კლინიკამ მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა. ახლა მდგომარეობა საგანგაშოა, ბავშვს ქვედა კიდურები გათიშული აქვს, ხელებს კი დუნედ ამოძრავებს. ახლა, სასუნთქი გზების გადაკეტვის საშიშროებაა. იმისთვის, რომ გვანცამ იცოცხლოს 4 ინექცია ესაჭიროება, თითოეულის ფასი 88 000 ევროა და დრო ძალიან ცოტაა ამ თანხის შესაგროვებლად. გოგსაძეების ოჯახი ხარაგაულიდანაა, მათ არ აქვთ კარგი ფინანსური მდგომარეობა, შეჭირვებულები არიან და საზოგადოების დახმარების იმედი დარჩათ მხოლოდ. ჯანდაცვის სამინისტრო არცერთი თეთრით არ დახმარებია, მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა დაუფინანსა საფრანგეთში წასასვლელად თვითმფრინავის ბილეთების ნაწილი“ - ამბობს სალომე ჭიპაშვილი. „პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ოჯახს ფინანსური დახმარების მიღების მიზნით არ მიუმართავს. სამინისტრომ გოგსაძეებს მხოლოდ მოთხოვნილი დოკუმენტი გადასცა, რომელიც საზღვრის გადაკვეთისთვის ესაჭიროებოდა ოჯახს. დოკუმენტში განმარტებულია, რომ საჭირო სამედიცინო მანიპულაციას - კონკრეტულ ინექციას საქართველოში ვერ აკეთებენ. „პრაიმტაიმის“ კითხვას, მზაობას გამოხატავს თუ არა უწყება მიმართვის შემთხვევაში გოგსაძეებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს, გვიპასუხეს, რომ შემთხვევას სპეციალური კომისია შეისწავლის და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. „პრაიმტაიმის“ მკითხველებს არაერთი ოჯახის, ბავშვის, შშმ პირის თუ მოხუცის მდგომარეობა გაუუმჯობესებიათ. საზოგადოება მუდმივად ერთიანდება იმის ირგვლივ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება და ახლა, საფრანგეთში ლტოლვილთა ბანაკში 3 თვის ჩვილი და მისი მშობლები საქართველოდან დახმარებას ელოდებიან. დრო ცოტაა, გვანცას გადარჩენის შანსი კი ჯერ კიდევ არსებობს...
---
09.07.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/555510-tbilisis-sakrebuloshi-damsaxurebuli-medikosebi-daajildoves/
თბილისის საკრებულოში დამსახურებული მედიკოსები დააჯილდოვეს
თბილისის საკრებულოში დამსახურებული მედიკოსები დააჯილდოვეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით გაიმართა და მასზე სამედიცინო სფეროს 90 წარმომადგენელი დაჯილდოვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს 80-დან 100 წლამდე ასაკის მედიკოსებს დიპლომები, საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცეს. მათივე ინფორმაციით, სტუმრებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმა. მან ქართველი მედიკოსების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. „დღეს საკრებულოში დამსახურებულ, 80 წელს გადაცილებულ, მედიკოსებს ვუმასპინძლეთ. ღვაწლმოსილი ექიმები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება და საქმიანობა სხვა ადამიანებზე ზრუნვას მიუძღვნეს, ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა გადაგვეხადა ჩვენი ქალაქის დამსახურებული ექიმებისთვის, მეცნიერებისთვის, ფარმაცევტებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის საქმეში. მართლაც ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ქართული მედიცინის განვითარებაში. ღვაწლმოსილი მედიკოსების პროფესიული წარმატების ისტორია არის მოტივაცია მომავალი თაობებისთვის, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანეს და რთულ სფეროს ირჩევენ და რომელთა აღზრდაში დიდია მათი წვლილი. ბევრი მათგანი ახლაც საქმიანობს ამ სფეროში და მინდა თითოეულ მათგანს დიდი პატივისცემა დავუდასტურო და წარმატებები და მხნეობა ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემაც მიმართა. მისი განცხადებით, საკრებულოსთვის დიდი პატივია ასეთი დამსახურებული ექიმების მასპინძლობა. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს გვერდით ყოფნა. თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. იყო ღვაწლმოსილი ექიმი ნიშნავს, რომ შეუძლებელი შეძლო. ჩვენი პროფესიის წარმომადგენელთა ცხოვრება პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, რაც უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად ნიჭს, ცოდნას და ადამიანის განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვს. იყო კარგი ექიმი, ეს იგივეა იყო კარგი ადამიანი,“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღნიშნულ ღონისძიებას უკვე მეორედ უმასპინძლა. მსგავსი შეხვედრა პირველად 2017 წელს გაიმართა.
---
09.07.2019
"ბავშები ხშირად შიმშილობენ, მათ პურის ნატეხიც კი არ აქვთ ხოლმე... იატაკზე გვძინავს" - უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ოჯახს დახმარება სჭირდება
ძველი, შელახული, შუშებჩამტვრეული ფანჯრები, რომელთანაც ახლოს მისვლაც კი შემზარავია. შავი ობით არის დაფარული ყველა კედელი, იატაკი ჩამტვრეულია... ფეხი თუ დაგიცდება, მოტეხილობებს ვერ გადაურჩებით... აქ ყოფნა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, თუმცა გაბუნიების ოჯახი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით აქ ცხოვრობს! ბავშები ხშირად შიმშილობენ, მათ პურის ნატეხიც კი არ აქვთ ხოლმე! ასე გააქვთ თავი დახმარების მოლოდინში და სხვის იმედზე ყოფნით. ყველაზე პატარა - გაბრიელი, ოთხი თვისაა. იგი ძმებისა და დებისგან განსხვავებით ჯერ ვერ ხვდება რამდენად საშინელ პირობებში უწევს ყოფნა! გიგა ოთხი წლისაა, მისი ერთადერთი სათამაშოა - სადღაც ნაპოვნი მანქანაა. ხუთი წლის ილონა ნაყინზე ოცნებობს, მას ის არასოდეს გაუსინჯავს. ნიკოლოზი 12 წლისაა მას არ აქვს ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, რომ იაროს სკოლაში. ბავშვების მამა - აკაკი, მუდმივად სამსახურის ძიებაშია. იშვიათად უმართლებს დღიურ მძიმე სამსახურებზე. გამომუშავებული 5-10 ლარით ბავშვებისთვის პურს ყიდულობს, რომ გადაატანინოს შიმშილი. ჩვენ არ გვაქვს უფლება გულგრილები ვიყოთ ამ ოჯახის გაჭირვების მიმართ! ჩვენს ხელშია ოთხი ბავშვის ბედი! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ! გაბუნია ლეილამ - ოთხი შვილიშვილის ბებიამ გაგვიზიარა ოჯახის რთული ცხოვრება: ლეილა რით ცხოვრობთ, რით საზრდოობთ? გაბუნია ლეილა: სოციალური შემწეობა და ინვალიდობის პენსია, მთლიანობაში 600 ლარი არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ ამ თანხით. ძირითადად პურზე, მაკარონზე და კარტოფილზე გვყოფნის... აგრეთვე ელექტროენერგიის ფულსაც ვიხდით. ჩემს შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ოჯახზე ყველანაირად ზრუნავს და არანაირ სამსახურზე არ ამბობს უარს. როგორ ცხოვრობენ ბავშვები ასეთ სახლში, ეს ხომ სახიფათოა?! გაბუნია ლეილა: საშიშია ნამდვილად, ერთხელ პატარა გიგა კინაღამ ჩავარდა ჩანგრეული იატაკში. ზამთარში სულ ავადმყოფობენ, ფაქტობრივად უსახლკაროები ვართ. არ გვაქვს ფანჯრები, საწოლები - იატაკზე გვძინავს. სახელმწიფო ორგანიზაციები თუ გეხმარებიან? გაბუნია ლეილა: არაერთხელ მიმიმართავს დახმარებისთვის, რომ შეეკეთებინათ სახურავი, თუმცა ყოველთვის უარით მისტუმრებენ. ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი გაბუნიების მრავალშვილიანი ოჯახისთვის იწყებს საქველმოქმედო აქციას. მათ საკვები პროდუქტები სჭირდებათ, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა! თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. დაგვიჯერეთ, ბავშვები უბედნიერესები იქნებიან! მათი მისამართია: ქობულეთი, სოფელი ნაკაიძეები. ტელ.: 595 01 02 65. თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გაბუნიების ოჯახი)
კვირა.ჯი- http://kvira.ge/484251
---
ბეჭდვითი მედია
10.07.2019
მედიასაშუალება: ვერსია
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა
დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი შექმნა, რომელიც მთავრობას, პროფკავშირებს და ბიზნეს სექტორს წარუდგინა. ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით (ILO) საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის,” სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დახმარებით შეიმუშავა და გამოხატავს დამსაქმებელთა ასოციაციის ხედვებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.„ვისურვებდით, რომ სახელმწიფომ სამომავლოდ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები და მოლოდინები, რომლებიც ასახულია დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში და რომელიც დღეს წარვუდგინეთ სოციალურ პარტნიორებს, რათა ბიზნეს სექტორისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს საკმაოდ მკაცრ საკანონმდებლო მოთხოვნებზე ეკონომიკური საქმიანობის მორგება. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების სფეროში ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს, პირველ რიგში ეს არის ცოდნა, კვალიფიკაცია აღნიშნულ სფეროში. როდესაც კომპანიას კანონი სთხოვს, რომ სამუშაო გარემო მოარგოს შრომის უსაფრთხოების ნორმებს, მას უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელი ორგანიზაციის შიგნით, ან მოიძიოს გარე მომსახურება. ორივე მიმართულებით უჭირთ კომპანიებს კვალიფიციური მომსახურების მიღება, რადგან სფერო ახალია და შრომის ბაზარზე რთულია შესაბამისიცოდნით შეიარაღებული კადრების მოძიება,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისაღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე. აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო ბიზნეს სექტორი, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. კონფერენციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები სამინისტროებიდან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან, ბიზნეს სექტორი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ასევე, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან (ILO), დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან (IOE), ბიზნეს ევროპიდან (BUSINESS EUROPE) და ა.შ.
---
10.07.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მითი და რეალობა აცრების შესახებ და ზოგი რამ გენმოდიფიცირებულ კულტურებზეც
5. ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილი და აუტიზმი ვაქცინების შედეგად განვითარებულ ყველა გართულების განხილვას საგაზეთო წერილში აზრი არ აქვს , ამიტომ, ძირითადად ყველაზე ხშირ გართულებაზე - აუტიზმზე და უმძიმესზე ჩვილ ბავშვთა უეცარ სიკვდილზე მოგახსენებთ.. აუტიზმის შემთხვევებო კატასტროფულად მატულობს მთელ მსოფლიოში. თიკო, 1990 წელს ამერიკაში ყოველ 100 000 ახალშობილზე უეცარი სიკვდილის 130 შემთხვევა მოდიოდა, აუტიზმის კი - 50, 2016 წლისთვის სიკვდილიანობამ 1.4-ჯერ იკლო, ხოლო აუტიზმის შემთხვევებმა 44-ჯერ მოიმატა. აბსოლუტურად არავის - არც ჯანდაცვის სამინისტროს, არც ჯანდაცვის მსოლიო ორგანიზაციას და რაღა თქმა უნდა არც სახელმწიფოს არ აქვს უფლება, კანონის ძალით, გონზე მყოფ ადამიანს მისი ნების გარეშე ძალით დაალევინოს , ასუნთქებინოს ან სისხლში შეუყვანოს არანაური საკვები, სასმელი თუ სამკურნალო საშუალება. აქედან გამომდინარე, მას არც იმის უფლება აქვს, რომ უარი უთხრას მშობლებს აუცრელი ბავშვების ბაღში და სკოლაში მიღებაზე(არც ეუბნებიან უარეს ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში)
---