From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-10.06.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 10.06.2019 08:28
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 10.06.2019

ტელევიზია

10.06.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:      ქრონიკა 11:00

სამედიცინო საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა დასჯადი ხდება. კანონპროექტს დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6138194

---

 

09.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

საფრთხის შემცველი საცხოვრებელი და ბრძოლა ლუკმა-პურისთვის - სოციალურად დაუცველი ოჯახები საქართველოდან. 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6137536

---

 

09.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

14 წლის გოგონა, რომელიც მამაკაცმა ლოგინზე დააბა და ორი დღის განმავლობაში აუპატიურებდა, მოძალადეზე გაათხოვეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6137537

---

 

09.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

„უმწეოები ვართ, ეს არის საშინელება“ - პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს, „ლიბერთი“ ბანკი 36 %-ით ბეგრავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6137533

---

 

09.06.2019

არხი: I არხი

გადაცემა: ახალი კვირა      

გასულ კვირას რეპორტიორები დახურული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ და 24 საათით მოირგეს ბენეფიციარების როლი. თავად ვიხილეთ, როგორ ებრძვიან ახალგაზრდები საკუთარ მავნე ჩვევას ახალი ცხოვრების დასაწყებად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6137527

---

 

09.06.2019

არხი: I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ისჯება სექსუალური კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში განსაკუთრებით აქტუალურია 16 წლამდე ასაკის მოზარდი გოგონების ცოლად მოყვანის პრობლემა, რაც თავისთავად დანაშაულია, რადგან ქორწინება დასაშვებია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან. 2011-2015 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 140-ე მუხლით გამოძიება 189 საქმეზე დაიწყო. მოგვიანებით აქედან 28 საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძვლით, ხოლო 4 საქმეზე სხვა საფუძველი და მხოლოდ 1 საქმეზე დააპატიმრეს დამნაშავე. სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით კი 715 არასრულწლოვანი გოგონა საქართელოში დედა გახდა. 16 წლის მოზარდი შემთხვევით დედა გახდა. არასრულწლოვანი გოგონა ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 40 წლის მამაკაცი და მისი ოჯახის წევრები ბრალდებას უარყოფენ. კახეთში ბავშვის მიერ გაჩენილი ბავშვი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6137524

---

           

08.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: დილა უქმეებზე

რა გავლენას ახდენს მაღალი ტემპერატურა ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6136410

---

 

07.06.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა. ეკიპაჟების აღჭურვილობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გააცნეს, დღესვე გაიმართა სასწრაფო დახმარების ტექნიკური განვითარების შესახებ ფოტოგამოფენაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6134430

---

 

07.06.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს. ამირან გამყრელიძეს განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხევევები, რაც გამოწვეულია საკვების არასათანადოდ შენახვის და არასათანადოდ შენახული საკვების მიღებით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6133857

რუსთავი 2- კურიერი 15:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6134077

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6135012

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6134277

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6134226

---

 

 

ინტერნეტი

10.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/550622-jandacvis-komiteti-sakanonmdeblo-pakets-ganixilavs-romlitac-samedicno-personalistvis-xelis-sheshla-dasjadi-xdeba/

ჯანდაცვის კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლითაც სამედიცნო პერსონალისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა დაუშვებელი ხდება. ასეთი შინაარსის ნორმა რამდენიმე კანონში იწერება. ამასთან, ცვლილებები ხორციელდება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ - ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. “კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, რომელიც დასტურდება კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და სოციალური მუშაკი მოითხოვს მეტ დაცულობას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე და მარიამ ჯაში.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/108193/parlamenti-im-proeqtis-gankhilvas-itskebs-romlitats-sameditsino-personalis-sheuratskhkopa-dasjadi-khdeba

---

 

08.06.2019

მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90/29988392.html

ჯანდაცვის ავთვისებიანი სისტემა

ვიდეო

ონკოლოგიური პაციენტები ქართული ჯანდაცვის ავთვისებიან სისტემას უცხო ქვეყნებში გაურბიან. ონკოპაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი ქვეყანაში უკიდურესად დაბალია. ხელისუფლება ცრუ დაპირებებს იძლევა და მილიარდიან ბიუჯეტს ხარჯავს იმ ჯანდაცვაში, რომლის ხარისხსაც არ ამოწმებს. სარფიან ბიზნესად გადაქცეული კლინიკები სადაც ათეულობით მილიონი ლარი იფლანგება.

---

 

09.06.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/227580-salome-zurabishvili-zhenevashi-shromis-saertashoriso-organizatsiis-100-tslistavisadmi-midzghvnil-konferentsiashi-miighebs-monatsileobas

სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 ივნისს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება და ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი დაესწრება, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე იმსჯელებენ. საქართველოს პრეზიდენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორ მიხაელ მიოლერთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევის გაეროს ოფისთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში ქეთევან მახარაშვილი.

---

 

08.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=206795-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98,%20%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98

"ცალი ხელი და ფეხი სრულიად პარალიზებული მაქვს... ღამით ტკივილები მაღვიძებს" - 68 წლის როზა მარშავას დახმარება ესაჭიროება

68 წლის როზა მარშავას ორიოდე თვის წინ გულმა უმტყუნა. მან ვერ გაუძლო იმ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს, რომელიც მას უკვე 25 წელია, რაც თან სდევს. ამა წლის მარტში, როზა მარშავამ იშემიური ინსულტი გადაიტანა. ახლა იგი ვერ გადაადგილდება და საწოლს არის მიჯაჭვული, მას წამოჯდომაც კი არ ძალუძს, რამეთუ სხეული პარალიზებული აქვს. ხანდაზმულ ქალს უვლის 73 წლის მეუღლე თამაზ ფაჟავა, რომელიც ცდილობს საყვარელ მეუღლეს არ მოაკლოს ზრუნვა, მაგრამ გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები და მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა ავადმყოფის სათანადო მოვლის საშუალებას. თამაზ ფაჟავა და როზა მარშავა აფხაზეთიდან დევნილები არიან. 1993 წელს მათ იძულებით დატოვეს მშობლიური კუთხე და თავი შეაფარეს ზუგდიდს, კერძოდ ე.წ. კობნინატის „ვექტორის“ დასახლებას. შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ საცხოვრებლად გამოუსადეგარია: აქ არ არის სველი წერტილები და გაზი, კანალიზაციის სისტემა მოშლილია, ეზოში ანტისანიტარია სუფევს. ჩვენ ვესაუბრეთ როზა მარშავას და ვთხოვეთ გაეზიარებინა თავისი გულისტკივილი: - ქალბატონო როზა, როგორია, ამჟამად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? როზა მარშავა: ცალი ხელი და ფეხი სრულიად პარალიზებული მაქვს. ღამით ტკივილები მაღვიძებს, მაღალი წნევისგან თავბრუ მეხვევა, საშინელი თავის ტკივილებიც მაქვს... -როგორია თქვენი შემოსავალი? როზა მარშავა: პენსია და სოციალური დახმარება 120 ლარის ოდენობით. ფული, ძირითადად, წამლებზე და პროდუქტებზე გვეხარჯება, ჰიგიენური საშუალებების საყიდლად კი ფული არ გვყოფნის... -ბატონო თამაზ, საიდან ხართ წარმოშობით? თამაზ ფაჟავა: ჩვენ გალის რაიონის სოფელ თაგილონში ვცხოვრობდით. მე ადგილობრივი მეურნეობის ბრიგადირი ვიყავი, ხოლო ჩემი მეუღლე სოფლის საბჭოს აღმასკომის მდივანი გახლდათ. ვცხოვრობდით ბედნიერად, მაგრამ რეგიონის ოკუპაციის შედეგად მოგვიწია სახლ-კარის დატოვება. 2 შვილი გვყავს. ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე კი უკრაინაში წავიდა ამასწინათ სამუშაოდ. აქ, ამ დასახლებაში და ზოგადად ზუგდიდში, საშინელი უმუშევრობა სუფევს. რა უნდა ქნას ახალგაზრდა კაცმა? როგორ უნდა არჩინოს ოჯახი? არც იქ ულხინთ, სადაც ახლა არიან, მაგრამ აქ ხომ სული ამოხდებათ შიმშილით. გვეხმარებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ინსულტის შემდეგ იმდენი წამალი სჭირდება, რომ ვერ ვშოულობთ ფულს, ძალიან გვიჭირს. -ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ? თამაზ ფაჟავა: აქ საშინელი პირობები სუფევს. მაგალითად, მოვითხოვთ, რომ მერიამ მოაგვაროს ამორტიზირებული კანალიზაციის სისტემა. პირველ სართულზე ვართ და ფანჯარას ვერ ვაღებ, რადგან საშინელი სუნი დგას. ახალი მერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაგვპირდა ამ პრობლემის მოგვარებას. ვნახოთ... თუმცა ხალხს უკვე არ სჯერა დაპირებების, სამწუხაროდ. ბატონო თამაზ, რაზე ოცნებობთ? თამაზ ფაჟავა: 25 წელზე მეტი გავიდა, რაც მშობლიური კუთხე დავტოვეთ, მაგრამ ვერ ვივიწყებ მას, დღესაც კი მესიზმრება... ჩემი ოცნებაა საკუთარ სახლში დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება! მეგობრებო, მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ ამ ხანდაზმული ცოლ-ქმრის პრობლემები, ამოვუდგეთ მათ გვერდში, დავეხმაროთ რით შეგვიძლია და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. თქვენ ისინი შეგიძლიათ თავად მოინახულოთ! მისამართი: ზუგდიდი, დევნილთა „ვექტორის“ დასახლება, მექაღალდის ქ. # 26, ტელ: 599557460. თქვენ, ასევე, შეგიძიათ გადარიცხოთ თანხა ამ ადამიანების დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: როზა მარშავა).

კვირა.ჯი- http://kvira.ge/476975

---

 

07.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/550377-gadaudebeli-daxmarebis-centrs-7-reanimobili-da-sascrapos-ori-specmankana-sheemata/

გადაუდებელი დახმარების ცენტრს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს ორი სპეცმანქანა შეემატა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა. ეკიპაჟების აღჭურვილობა ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად გააცნო. მანვე სასწრაფო დახმარების ტექნიკური განვითარების შესახებ ფოტოგამოფენაც დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეანიმობილები კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად და საგანგებო სიტუაციების დროს, ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის გამოიყენება. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი. რეანიმობილები ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრომქაჩებით, მაღალი ტვირთამწეობის საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი. მათივე ინფორმაციით, 2 მაღალი გამავლობის, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ეკიპაჟების საშუალებით ყველა ტიპის რელიეფზე გადაადგილება და პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=84885

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/241716

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sagangebo-situatsiebis-koordinatsiisa-da-gadaudebeli-dakhmarebis-tsentris-avtoparki-ganakhlda/

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1559914513-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90

პია.ჯი- https://pia.ge/post/265869-sagangebo-situaciebis-centris-avtoparks-7-reanomobili-da-saswrafos-2-specmanqana-seemata

---

 

07.06.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ra-rekomendaciebit-mimartavs-daavadebata-kontrolis-centri-mosaxleobas

რა რეკომენდაციებით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. „ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები. ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში არა“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მომატებული ტემპერატურა შეიძლება, გარკვეული დაავადებების გამწვავების რისკფაქტორი გახდეს, კერძოდ, არსებობს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების გამწვავების რისკი. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ. „მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინტრპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/550317-daavadebata-kontrolis-centris-xelmzgvaneli-zapxulshi-magal-temperaturastan-dakavshirebit-mosaxleobas-rekomendaciebs-azlevs/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=84869

პია.ჯი- https://pia.ge/post/265866-zafxulis-sezontan-dakavsirebit-daavadebata-kontrolis-centrma-rekomendacia-gasca

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/210175-daavadebatha-kontrolis-centris-khelmdzghvaneli-zafkhulshi-maghal-temperaturasthan-dakavshirebith-mosakhleobas-rekomendaciebs-adzlevs.html?lang=ka-GE

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1559901909-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90

ნიუს.ჯი- https://news.ge/2019/06/07/daavadebata-kontrolis-centris-xelmdzgvaneli/

აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=1588

ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=12962

კვირა.ჯი- http://kvira.ge/476828

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=206736-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1,%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/daavadebata-kontrolisa-da-sazogadoebrivi-djanmrtelobis-erovnuli-tsentri-mosakhleobas-afrtkhilebs/59928

---

 

 

ბეჭდვითი მედია

10.06.2019

მედიასაშუალება:     ასავალ-დასავალი

ზურაბ საბახტარიშვილი: ჩემი შვილი ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოკლეს!

დიდი ხმაური მოჰყვა "ასავალ-დასავალის" 21-22-ე ნომრებში გამოქვეყნებული ორ ინტერვიუს, სადაც ჩვენი რესპოდენტი ქეთევან ღოლიჯაშვილი ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (დირექტორი დავით რეხვიაშვილი) ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას მისი შვილისთვის არასწორი დიაგნოზის დასმასა და ქართველ ბავშვებზე ექსპერიმენტების ჩატარებაში ადანაშაულებდა. აღნიშნული პუბლიკაციის კვალდაკვალ მოგვმართა შვილმკვდარმა მამამ ზურაბ მხატრიშვილმა,რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილი ნინო მხატრიშვილი სწორედ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოკლეს და დაჟინებით მოითხოვს, ჩვენი გაზეთის საშუალებით ეს ამბავი მთელ საქართველოს გავაგებინოთ: - ხალხო, დიდი უბედურება ხდება დღეს ჯანდაცვის სისტემაში და ხმის ამომღები არავინაა!.. ჩემი შვილი ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოკლეს! ჩემი ნინოს მკვლელები არიან დალი ჯღარკავა, ეკა ბჟალავა, თინა ღონღაძე, ვახტანგ მალაშხია. ჩვენი ოჯახის ტრაგედიის მთავარი მოქმედი გმირი იყო ლია ლეკიაშვილი, რომელიც 2016 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. კიდევ კარგი, გარდაიცვალა, თორემ ჩემი ხელით მოვკლავდი! რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი იქნა ჩემი შვილის საქმე და ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე დადგა მკვლელი ექიმებისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხი... დავით რეხვიაშვილი ყველაფრის მკადრებელია. როდესაც რეგულირების სააგენტოს დასკვნით შევედი მასთან სასაუბროდ, რომელიც 165 ათას ლარს მედავებოდა, იცით, რა მითხრა? შენი შვილის დაფინანსება შემცირდა სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენთვის მომგებიანი აღარ არის, თან შენ კონფლიქტური კაცი ხარ, გამუდმებით ჩხუბობ და ჯანდაცვაში შეტენილი მაქვს განცხადება შენი შვილი აქედან გადაყვანის მოთხოვნითო... მივმართავ დავით რეხვიაშვილს: მე შენი კლინიკის ვალი არ მაქვს, შენ გაქვს ჩემი ვალი, ჩემი შვილის სიცოცხლე! კონფლიქტი მქონდა მხოლოდ იმ ხალხთან, ვინც ჩუდად მექცეოდა. ჩემს შვილს ვინ კარგად უვლიდა, იდეალური ურთიერთობა მქონდა ყველასთან... ბევრი კარგი ადამიანი მუშაობდა ციციშვილის კლინიკაში. ის უმძიმესი პერიოდი სწორედ კეთილი ადამიანების გვერდში დგომით გადავიტანე! ძალიან დიდი თანხები მჭირდებოდა ყოველთვიურად შვილის მოსავლელად. გვერდში მედგნენ მეგობრები, სანათესავო, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები გურამ გურამიშვილი და თენგიზ თოდუა. პირველ რიგში, მინდა, ჯანდაცვის მინისტრს მივმართო: სერგეენკო, გამოდი კაბინეტიდან, გარეთ უამრავი შვილმკვდარი მშობელი გელოდება! ნუ იყრუებ ყურებს და იბრმავებ თვალებს, უკიდურესად მძიმე სიტუაციაა ჯანდაცვის სისტემაში. ჩვენნაირი ადამიანების გასაჭირი არ ჩანს მეცამეტე სართულიდან!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6137586&name=10.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

10.06.2019

მედიასაშუალება: ალია

ივანიშვილი იტირებს, სერგეენკო თუ სუბარი?

თავის დიდ გასაჭირზე "ალიას" დახმარება სტხოვა დევნილმა ლუიზა კვიციანმა, რომელის თავის შვიდ დედმამიშვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, უშანგი ჩხეიძის 6-ში. აფხაზეთთან დაკავშირებით შევარდნაძემ რამნდენიმე დოკუმენტს მოაწერა ხელი და ყველა ხელმოწერის შემდეგ ტრაგედია დატრიალდა. 1992 წლის ოქტომბერში მოხდა გაგრის ტრაგედია, 1993 წლის 29 სექტე,ბერს, როცა სოხუმი დაეცა და ეს მოღალატე პრეზიდენტი თბილისში იყო და თავის ე.წ. პარლამენტში გამოცხადდა და ამ ვაი - პარლამენტარებმა მას ფეხზე ადგომით ოფიციალური შეხვედრა მოუწყვეს, თითქოს აფხაზეთი არ გაეყიდოს, მაგრამ რაც შევარდნაძე იყო, ისეთივე მოღალატეები იყვნენ მისი პარლამენტის წევრები. ხოლო როცა სააკაშვილის სისხლიანიმა რეჟიმმა დევნილებს მოუწოდა, წადით და სადაც გინდა იქ შედით ცარიელ ობიექტებში, დევნილებიც შევიდნენ წლობით მიტოვებულ და გაპარტახებულ შენობებში. ლუიზა კვიციანს ვიღაცამ მიასწავლა უაშნგი ჩხეიძის ქუჩაზე ძველი სტამბის მიტოვებული შენობა არისო, რომელსაც კარ-ფანჯარა არ ჰქონდა და იქურობა ნაგვით იყო სავსე. ის და მისი დედმამიშვილებიც შევიდნენ და როცა ბანკის სესხი აიღეს და ორი ოთახი კეთილმოაწყვეს, მაშნ მოაკითხეს სააკაშვილის ჯალათებმა და გამოსახლეს, მეიც, სიმწრით ნაყიდი ნივთები ღია ცისქვეშ დაუყარეს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - სააკაშვილის ხელისუფლებამ მტერს კოდორი რომ ჩააბარა და იქაური დევნილები ღია ცისქვეშ აღმოჩდნენ, მათ სანდრა აბინავებდა თურმე. ეს ცხრა ქვეყნის ჯაშუში "ჭირისუფლობდა" დვნილებს ორ კურდღელს იჭერდა - ქმრის ჩასვრილს ვითომ წმენდდა და თან სამომავლოდ თადარიგს წინასწარ იჭერდა. ისიც გავიხსენოთ, მანამდე გამომცემლობა "სამშობლოდან" კოდორის ჩაბარებამდე 4 თვით ადრე, ჟურნალისტები რომ გამოსახალეს, რათა იქ დევნილები შეეშვათ. "საოცნებო" ხელისუფლების მოსვლამდე კი, არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კვიციანებისა და იმავე მისამართზე სტამბის გვერდით მდებარე კორპუსში ჩასახლებულ დევნილთა 200-მდე ოჯახს, ყველა დროის პოლიტიკოსი სოზარ სუბარი დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ ინდივიდებთან ერთად მოადგა თურმე, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა მათ გვერდით, დანარჩენი უკლებლივ ყველა, მხარი დაგვიირეთ, ხმა მოგვეცით და ამ ფართს ყველა დევნილს დაგიმტკიცებთო. ვაი, შენ გულუბრყვილო, მოტყუებულო დევნილო! მერამდენედ მოგატყუა სუბარმა, მერამდენედ დაგიგო ხაფანგი, მაგრამ შენი ჭკუის სწავლება არ იქნა და არ იქნა... ქალბატონო ლუიზა, თავის დაწვა გამოსავალი არ არის, ივანიშვილი იტირებს, სერგეენკო თუ სუბარი? მათ თქვენ არ აინტერესებთ, რაც ნაკლები იქნებით, მით ნაკლები პრობლემა ექნებათ და ამიტომ აზრი არა აქვს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა დაიწყოთ, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ხეისუფლება, სანამ ორგანიზებული არ იქნებით და ტქვენს ძალას არ დაანახებთ, ყველა რეჟიმი ასე მოგექცევათ. ამ ჩემს მონოლ;ოგს ლუიზა კვიციანმა ასე უპასუხა: - ქალბატონო ნანა, როგორ წარმოვიდგენდი, რომ სოზარ სუბარი ასე ნაწამებ, მისი კუთხის ხალხს ასე მოგვატყუებდა. რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ადვოკატს დაცვა შენობაშიც არ უშვებს, გენინსპექციას მივმართეთ და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა რეაგირება, ადვოკატებს თავიანთი მოვალეობა რომ შეესრულებინათ. ისეთ არაადამიანურ მოპყრობას ვხედავთ "ოცნების" ხელისუფლებიდან, რომ ვერ აღგიწერთ. თბილისის მერთან კახი კალაძესთან შეხვედრა მოვახერხე, დახმარებას შემპირდა და როცა დანიშნულ დროს მივედი, მერიის საინფორმაციო სამსახურიდან ვიღაც ნინომ მითხრა, კალაძემ შუამდგომლობა გააკეთა თქვენზე და მალე გეშველებათო. მაგრამ ეს შუამდგომლობა შესაბამის სამსახურებმა არ გაითვალისწინეს, ახლა კი ყოველ წუთს გამოსახლებას ველოდებით. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ტერიტორიაზე დგას კორპუსი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, კულტურის სამინისტრომ ისევ მოითხოვა ბალეტის სკოლის გახსნა, ნინო ანანიშვილი აქტიურობს, რომ იქიდან დევნილები გამოასახლონ. ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, მაგრამ ჩვენი შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6137796&name=10.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.06.2019

მედიასაშუალება: ალია

„გაუკეთეს ნემსი, არაფერია საგანგაშოო და... 1 საათში ბავშვი გარდაიცვალა“ - ერთ-ერთ კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა

„ემიგრანტების იმედის” დამფუნებელი შოთო სიხარულიძე სოცალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს: „გარდაიცვალა 6 წლის ემიგრანტის შვილიშვილი ჟანა გოგია… ბატონო შოთო მე ვარ გამწარებული ბებია თეთრიკო გოგია ძალიან გთხოვ შენ და ემიგრანტების არხს რომ დამეხმაროთ... 26 მაისს 6 წლის გახდა ჩემი შვილიშვილი მოგიყვებით ზუსტად რაც მოხდა: 27 მაისს ბავშვს მისცა ტემპერატურა დედამ ბავშვი გადაიყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, (ბებიამ კი გვითხრა მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ კლინიკის სახელის გაჟღერებისგან გასაგები მიზეზებისდაგამო) სადაც გაუკეთეს ნემსი და ექიმმა დედას უთხრა, რომ ბავშვი კარგად იყო და საგანგაშოც არაფერიაო, და გაუგზავნიათ ბავშვის ნივთების მოსატანად სახლში, დედა გზაში იმყოფებოდა ისე შეატყობინეს რომ ბავშვი გარდაიცვალა, სრულიად გაურკვევლად 1 საათის შიგნით ბავშვი გარდაიცვალა…. არც ექსპერტიზა არც სიკვდილის მიზეზი ისე გამოატანეს ბავშვი… 10 დღეში ჩამოვდივარ საქართველოში და ბავშვის სიკვდილის მიზეზის დადგენა მინდა. რატო არ ჩაუტარდა ექსპერტიზა და 1 საათში რა მოუვიდა ბავშვს. (ოჯახმა ბავშვი კვირას დაკრძალა). ყველას გთხოვთ დამეხმაროთ ჟურნალისტებს ტელევიზიებს და მიიტანოთ გულთან ჩემი შვილიშვილის ტრაგედია. განსაკუთრებით ვთხოვ ემიგრანტების იმედს ბ.ნ. შოთო სიხარულიძეს არ დამტოვოს უყურადღებოდ და უპასუხოდ. თეთრიკო გოგია ხობიდან რომელიც ახლა ვიმყოფები ემიგრაციაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6137920&name=10.06.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.06.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"დასჯილი" ბავშვობა

დედაქალაქში არც ისე ცოტაა ადგილი, სადაც ეს ბავშვები ღამეს ათევენ. მაგალითად, რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ უამრავი ათენებს ჭუჭყიან და ნაგვით სავსე ყუთებში, რაც იქ მომუშავე ღამის დაწესებულებებს ხელს სულაც არ უშლის ე.წ. ქუჩის ბავშვების ისტორიაში არაერთი თავზარდამცემი ფაქტია. პრობლემა ჯადოსნური გველეშაპივით არის, რომელსაც მოკვეთილი თავის ადგილზე ახალ-ახალი ამოსდის! დღეს ქვეყანაში ქუჩის ბავშვების იდენტიფიცირებაზე რამდენიმე სოციალური ჯგუფი მუშაობს, რომელთაც ამ ბავშვების ნდობის მოსაპოვებლად და დასახმარებლად უმძიმესი ეტაპების გავლა უხდებათ. სოფო ბედოშვილი სოციალური მუშაკია, რომელიც ქუჩის ბავშვებთან მუშაობს: - დედაქალაქში არც ისე ცოტაა ობიექტი, სადაც ეს ბავშვები ღამეს ათევენ. მაგალითად, რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ უამრავი ათენებს ჭუჭყიან და ნაგვით სავსე ყუთებში, რაც იქ მომუშავე ღამის დაწესებულებებს ხელს სულაც არ უშლის. ასეთ ადგილებში ღამით სიარული არცთუ უხიფათოა, ამიტომ მათთან შესახვედრად მობილური ჯგუფით დავდივართ ხოლმე. ასეთი უამრავი ბავშვი ცხოვრობს ე.წ. აფრიკის დასახლებაშიც, სადაც მათ ოჯახებს ბარაკები აქვთ აგებული. ამ ბავშვებთან დალაპარაკება იოლი არ არის, მათი ნდობის მოპოვებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, უფრო მძიმე კი მათ მშობლებთან საუბარია. მათ არ უნდათ ჩვენთან ურთიერთობა, მით უფრო - შეთავაზება, რომ მათ შვილს სიცოცხლისთვის უსაფრთხო ადგილზე წავიყვანთ. არ უნდათ, რადგან ეს ბავშვები ოჯახებისთვის ბევრ ფულს შოულობენ. - ერთხანს ქუჩის ბავშვებს შორის აზერბაიჯანელები, ქურთები და ბოშები ჭარბობდნენ. ახლა როგორ არის? - აზერბაიჯანელებთან და ბოშებთან ერთად ბევრი ქართველი ბავშვია. მაგალითად, ორთაჭალაში ქართველი ქალი მათხოვრობდა, რომელსაც ბავშვი ზამთარ-ზაფხულ ასფალტზე ეწვინა. ვცადეთ დედასთან გასაუბრება, მაგრამ ჩვენი გაკარებაც არ მოისურვა. ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების იყო და ცივ ასფალტზე წოლით სიკვდილი ელოდა. იძულებული გავხდი, პოლიცია გამომეძახებინა და ბავშვის წამოსაყვანად იმ ეზოში მივსულიყავი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. დედამ პოლიციელი რომ დაინახა, წივილ-კივილით მივარდა და ცემა დაუწყო. კიდევ კარგი, სახლს უკანა გასასვლელი აღმოაჩნდა, საიდანაც ბავშვთან შევედი და ვკითხე, არ გინდა, ჩემთან წამოხვიდე-მეთქი? იმდენჯერ ვყავდი ნანახი, მიცნო და სიამოვნებით გამომყვა. - დედამ ბავშვის თავშესაფრიდან გატაცება არ სცადა? ასე ხომ ხშირად ხდება... - დიდხანს არ იცოდა, სად იყო მისი შვილი. მერე მიხვდა, რომ მის გატაცებას ვერ შეძლებდა და ფაქტს შეეგუა. თავშესაფრიდან ბავშვებს მართლაც იტაცებენ. საქმე ის არის, რომ ბავშვებს თავშესაფარში თავისუფლად სიარულს არ ვუკრძალავთ. როდესაც მშობლების ხმა ესმით, გამოცვივდებიან ხოლმე და სწორედ ამ დროს მიჰყავთ მშობლებს. სამწუხაროდ, ამ ბავშვებს თავიანთი ოჯახების გარდა არასოდეს არაფერი უნახავთ და ეს გარემო ნორმალური ჰგონიათ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ 8 წლის ბავშვი შევამჩნიე ქუჩაში, რომელსაც თებერვალში ღამის პიჟამა და შიშველ ფეხებზე რეზინის კედები ეცვა. ამ დროს დედები ყოველთვის იქვე არიან ხოლმე და მეც რამდენჯერმე მივმართე დედამისს, წესიერად მოექეცი ბავშვს, თორემ უფლება მაქვს, თავშესაფარში გადავიყვანო-მეთქი. ერთხელაც გამოვიძახე პოლიცია და გაყინულ-აცახცახებული ბავშვი თავშესაფარში წავიყვანე. დედამისი გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევდა. როგორც კი ბავშვი გონს მოვიდა, სადილად გავიყვანეთ, მაგრამ ვერ მიხვდა, ან კოვზი რა იყო, ან - მაგიდა. კოვზს სათამაშოსავით ათვალიერებდა, მაგიდიდან კი საჭმელს ყრიდა და მერე იატაკიდან ჭამდა. ერთი თვის შემდეგ დედამ შვილს მოაგნო, შვიდი კაცი მოიყვანა და თავშესაფრის კედლებზე თავის ცემა დაიწყო. სანამ მას ამშვიდებდნენ, მისმა მხლებლებმა ხმაურზე გარეთ გამოვარდნილი ბავშვი გაიტაცეს. სამი დღის შემდეგ ეს ბავშვი იმავე ადგილზე ვნახე სამოწყალოდ გამოსული. ისევ პოლიციის ძალით წამოვიყვანეთ ისეთ თავშესაფარში, რომელიც დედამ არ იცის, სად არის. ახლა ბავშვს მასთან ტელეფონით ლაპარაკიც აღარ უნდა. როცა მომვლელები ეუბნებიან, დაელაპარაკეო, გარბის. რვა წლის ბავშვი უკვე მიხვდა, რა არის უკეთესი. 14 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში ვიპოვეთ - ფაქტობრივად, მოძრაობის უნარი ჰქონდა დაკარგული და გაბმით ახველებდა. ტუბერკულოზი აღმოაჩნდა, მაგრამ პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც კლინიკაში ვერ ვაწვენდით. ბავშვმა გვითხრა, დედაჩემი მეტროებთან ვაჭრობსო. როცა ვიპოვეთ, წამოსვლა არ უნდოდა. იმიზეზებდა, პირადობა არ მაქვსო. - ეს ადამიანები მცირეწლოვანი შვილების ჯანმრთელობას არაფრად აგდებენ... "იუნისეფი" ამის მიზეზად საქართველოში ქუჩის ბავშვთა დაცვის გაუმართავ ქსელს ასახელებს, თუმცა უფრო გასაოცარი ის არის, რომ ეს ბავშვები ოჯახის წევრების ძალადობას უსიტყვოდ იტანენ. - მე მისაუბრია ბავშვთან, რომელიც მიყვებოდა, როგორ დაწვა გახურებული კოვზით მშობელმა იმისთვის, რომ შინ ბევრი ფული ვერ მიიტანა. ბავშვების დასჯის სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, ჩვენ გვყავს ბენეფიციარი ქართველი გოგონა, რომელიც 9 წლისა მშობლებმა ბავშვთა სახლში დატოვეს და აღარსოდეს უნახავთ. ბავშვი ისეთი ტრავმირებული იყო, რომ როდესაც მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს, ოჯახიდან გაიქცა და 15 წლამდე ქუჩაში იცხოვრა. შემდეგ ჩვენ წამოვიყვანეთ თავშესაფარში, საიდანაც პერიოდულად ისევ იკარგება ხოლმე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6137857&name=10.06.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.06.2019

მედიასაშუალება:  ალია

 

08.06.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

მოსალოდნელია ყველაზე ცხელი ზაფხული

ცხელი ზაფხული და მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. მისი თქმით, ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ. გამყრელიძის ძირითადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება: "ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები. მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში არა. მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6135266&name=08.06.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​