From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : მედიამონიტორინგი-09.07.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 09.07.2019 09:01
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 09.07.2019

ტელევიზია

08.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 17:00

ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. მათ შორის განიხილეს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, იმსჯელეს სამედიცინო განათლების და შრომის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6201417

I არხი- მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6201751

---

 

08.07.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

რა გზით ხვდება ბავშვების ორგანიზმში ტყვია. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მიზეზების კვლევაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამერიკელი ექსპერტებიც ერთვებიან. მონიტორინგის დროს სპეციალისტებმა ის ოჯახები შეისწავლეს, რომლის წევრ მცირეწლოვნებში ტყვიის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია გამოვლინდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6202087

---

 

08.07.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

თბილისში ალერგიისა და სასუნთქი გზების დაავადებების ევროპის პაციენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შესაძლებლობების განვითარებისა და ადვოკატირების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავს ასთმის და ალერგიის საქართველოს პაციენტთა ასოციაციის სტრატეგიის შემუშავების მხარდაჭერის უქრუნველყოფას. მიზანია საზოგადოების ინფორმირების გაზრდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6201786

---

 

08.07.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 12:00

სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალი გამართა. ფორუმის მონაწილეებს 60-მდე კომპანიამ 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები უმეტესად სადაზღვევო, საბანკო, სამშენებლო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობდნენ 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდები როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6200488

---

 

08.07.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:    პალიტრა ნიუს 12:00

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერას გამოეხმაურა. მისი განცხადებით ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - ტკიპებსა და კოღოებზე. მისივე თქმით, მთელი რეგიონისთვის რეალურ საფრთხეს საქართველოში არსებული სამხედრო მიკრობიოლოგიური ლაბორატორია წარმოადგენს რომელიც ყველაზე საშიშ ბუნებრივ ვირუსებთან და მიკრობებთან მუშაობის საშუალებას იძლევა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6200435

---

 

 

ინტერნეტი

08.07.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/jandacvis-ministri-ashsh-is-elchis-movaleobis-shemsrulebels-shekhvda/?fbclid=IwAR0D7jYiNpaH_JvorpmusSXDIPmkYfe4873xQCBND4jIb44NIaAE3OlpgJM

ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა საელჩოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. „ჩემთვის დიდი პატივია, მინისტრის რანგში პირველად სწორედ აშშ-ს საელჩოს ვუმასპინძლო. ამერიკა უკვე მრავალი წელია, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც სამინისტროდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ჯანდაცვის მინისტრმა ელიზაბეთ რუდს გაუზიარა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პრიორიტეტები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამა, იყო და რჩება ქვეყნის მთავარ მიმართულებად. „ამერიკის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ამ უნიკალური პროგრამის შექმნა, რომლითაც უკვე 60 000-მდე ადამიანმა ისარგებლა და ამავდროულად პაციენტების განკურნების უმაღლეს მაჩვენებლებს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, რათა სრულად მივაღწიოთ პროგრამის მთავარ მიზანს – ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას“, – განაცხადა მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის სიმბოლოს – ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ ამერიკა მზად არის შეინარჩუნოს თანამშრომლობა და ამის საფუძველი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის წარმატებული გამოცდილებაა. „მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი ჯანდაცვის ახალ მინისტრს. ჩვენ განვიხილეთ სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, დაავადებათა კონტროლი და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, რომელსაც ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს. ასევე განვიხილეთ შრომისა და შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა, რომლის მიზანიც გახლავთ საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელება, რათა სამუშაო გარემო გახდეს უფრო უსაფრთხო და თავიდან იქნას არიდებული ინციდენტები“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/555258-jandacvis-ministri-sakartveloshi-ashsh-s-elchis-movaleobis-shemsrulebels-shexvda/?fbclid=IwAR28ATq48HeqPeTIjePQc5KyIiLlSELU1KUlGXjpA8iJhRAmQp9lCHRuvcc

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=86669

კვირა.ჯი- http://kvira.ge/484109?fbclid=IwAR3jzXB_lr_9Nt1X9iO2QG1iQYSMIT4DRskt6o9RBjil21iid7K3Z3x1prg

აიპრს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-saqarthveloshi-ashsh-s-elchis-movaleobis-shemsrulebels-elizabeth-ruds-shekhvda/?fbclid=IwAR1heX3IoB2OnPerVUIabjpin4OU6pJSUpeYl0xtKYhFbGz0ShuqgsZbWAM

პია.ჯი- https://pia.ge/post/271444-ekaterine-tikaraze-ass-is-elcis-movaleobis-semsrulebels-elizabet-ruds-sexvda?fbclid=IwAR1heX3IoB2OnPerVUIabjpin4OU6pJSUpeYl0xtKYhFbGz0ShuqgsZbWAM

---

 

08.07.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=209337-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98

"თქვენი მორიგი ლუსტრაციის ღამე იყო გუშინ, საგარეომ გადაუჯოკრა ჯანდაცვას..." - ელენე ხოშტარია რ2-ის საკითხზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება

„რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა P.S-ში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას და ამაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. ხოშტარიას თქმით. ხელისუფლების რეაქციამ ლისტრაცია მოახდინა. „ასეთ ბინძურ ძალასთან ბრძოლაში, როგორიც ქართული ოცნებაა, ნებისმიერი უპასუხისმგებლობა ძვირად გვიჯდება და გვაზარალებს. ჟურნალისტურ სტანდარტებს რომ თავი დავანებოთ, უპასუხისმგრბლობა იყო გუშინდელი პს და მთავრბისთვის საჩუქარი. მაგრამ მთავრობა ტყუილა გგონიათ რომ თქვენი ბინძური ტრიუკებით პროტესტს ჩაახშობთ და თვალების დათხრაზე პასუხისმგებლობას გაექცევით სადმე. თქვენი მორიგი ლუსტრაციის ღამე იყო გუშინ, საგარეომ გადაუჯოკრა ჯანდაცვას და პრიზი გუშინ მათ დაიმსახურეს. ბევრი პრიზი შეგხვდებათ კიდე. ის ‘სტუდენტებიც’ დაჯილდოვდებიან აქციებზე ჯებირთან რომ იდგნენ სტუდენტი ვარ სიტყვით გამოსვლა მინდაო რომ გაიძახოდნენ და გუშინ უმალ რუსთავი2 თან ‘ლიდერობდენ’. ვერ მოიგებთ სიბინძურით და კიდე უფრო მტკივნეული იქნება თქვენთვის“- წერს ელენე ხოშტარია.

---

 

08.07.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/271418-irakli-beraia-genadi-onisenkos-mier-gaxmovanebuli-informacia-dezinformacia-da-rusuli-propagandaa

ირაკლი ბერაია: გენადი ონიშენკოს მიერ გახმოვანებული ინფორმაცია დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდაა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი ბერაია რუსეთის ფედერაციის დეპუტატის, გენადი ონიშენკოს განცხადებას გამოეხმაურა და მის გამოსვლას დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა უწოდა. „უკვე მერამდენედ გვესმის რუსეთის ბრალდებები, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრი არის სამხედრო უწყება, რომელიც ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ქმნის ბიოლოგიურ იარაღს. სინამდვილეში ლუგარის კვლევითი ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისფარგლებში მოქმედი გამჭვირვალე დაწესებულება. მისი საქმიანობა სრულიად შეესაბამება ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური იარაღის კონვენციის მოთხოვნებს, ბიოდაცულობის და ბიოუსაფრთხოების სართაშორისო სტანდარტებს. ამ დაწესებულების საქმიანობა ორიენტირებულია ადრეული გამოვლენის, დაკვირვების და სამეცნიერო კვლევების გზით საქართველოს და რეგიონის ინფექციური დაავადებებისაგან დაცვაზე. ჩვენს მიერ ლაბორატორიაში მოწვეული იყვნენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, მათ შორის რუსეთიდანაც. თუმცა მათგან მხოლოდ უარი მივიღეთ. ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ლაბორატორიის გამჭვირვალობას და მისი საქმიანობის სრულ შესაბამისობას პროფილაქტიკურ, დაცულობის და მშვიდობიან მიზნებთან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით რომ რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, და ამ მიზნით ამ დარბაზის გამოყენება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

---

 

08.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/555222-amiran-gamqrelize-sxvadasxva-kveqnebshi-mosaxleobis-15-dan-20-mde-alergiuli-daavadebebit-aris-avad/?fbclid=IwAR0PwUWwQS3bvUmqGudKWYoOivk81JsAgtYZffbHMwNUl62C8QxYUgsXI00

ამირან გამყრელიძე - სხვადასხვა ქვეყნებში, მოსახლეობის 15-დან 20%-მდე ალერგიული დაავადებებით არის ავად

დღეს, სხვადასხვა მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებში, 15-დან 20%-მდე მოსახლეობისა, არის ავად ალერგიული დაავადებებით, - ამის შესახებ დაავდებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ალერგიული დაავადებები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს წარმოადგენს. „ალერგიული დაავადებები, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია მსოფლიოში. ალერგიულ დაავადებებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულია რინოკონუქტივიტი, ასთმა, სხვადასხვა სახის ალერგიული დერმატიტები და ანაფილაქსია. ეს ოთხი მნიშვნელოვანი ჯგუფია დაავადებების და დღეს, სხვადასხვა მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებში, 15-დან 20%-მდე მოსახლეობისა, არის ავად ალერგიული დაავადებებით. მათ შორის, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში ეს პროცენტი უკვე ადის 20-25%-მდე. პროგნოზია, რომ 2025-2030 წლისთვის, ეს პროცენტი შეიძლება გაიზარდოს და ყოველ მეორე ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ქრონიკული ან მწვავე ალერგიული დაავადება. ალერგიულ დაავადებათა უმრავლესობა მართვას ემორჩილება და დაავადება რომ კარგად მართო, გარდა ექიმის დარიგებისა და პრევენციული ღინისძიებებისა და მკურნალობისა, აუცილებელია, რომ პაციენტი იყოს გათვითცნობიერებული და კარგად იცოდეს თავისი დაავადების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სინქრონიზაცია ექიმის დარიგებებისა და პაციენტის ცოდნისა, იძლევა უკეთეს გამოსავალს დაავდების მართვისას", - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/211672-amiran-gamyrelidze-skhvadaskhva-qveynebshi-mosakhleobis-15-dan-20-mde-alergiuli-daavadebebith-aris-avad.html?lang=ka-GE

---

 

08.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/555221-alergologi-2025-clistvis-mosalodnelia-rom-mosaxleobis-50-daavadebuli-ikneba-romelime-alergiuli-daavadebit

ალერგოლოგი - 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის 50% დაავადებული იქნება რომელიმე ალერგიული დაავადებით

2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის 50% დაავადებული იყოს რომელიმე ალერგიული დაავადებით, - ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა და ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ალერგიის, ასთმისა და სპორტის სექციის ბორდის თავმჯდომარემ მაია რუხაძემ, ალერგიისა და სასუნთქი გზების დაავადებების ევროპის პაციენტების ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა. „ძალიან ამაღელვებელია ის ციფრები, რასაც სტატისტიკა გვეუბნება. 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის 50% დაავადებული იყოს რომელიმე ალერგიული დაავადებით. მიუხედავად ამისა, ევროპაში ჯერჯერობით 45 % - ზე მეტს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილად დიაგნოსტიკა გავლილი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა მაია რუხაძემ. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, ქრონიკული ალერგიული დაავადება 150 მლნ ევროპელს აღენიშნება. ამასთან, დღესდღეობით, 100 მლნ ევროპელს დასმული აქვს ალერგიული რინიტის დიაგნოზი, 70 მლნ-ს ასთმის, 17 მლნ-ს კვებითი ალერგიის, ხოლო 8%- ს ანაფილაქსიის. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე სწორედ აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზებზე გაამახვილებენ ყურადღებას. „სწორედ ამ პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენას, ინფორმირებულობის გაზრდას და შესაბამისად პაციენტების ოჯახების განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ შეხვედრის მიზანი საზოგადოების ინფორმირების გაზრდაა", - აღნიშნა რუხაძემ.

---

 

08.07.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/damsaqmebelta-asociacia-shromis-usafrtxoebis-sferoshi-arsebuli-gamowvevebis-shesaxeb-saertashoriso-konferencias-gamartavs

დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

9 ივლისს, 10:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA პროექტი) ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია - „გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის,” გაიმართება. კონფერენციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დახმარებით შეიმუშავა და გამოხატავს დამსაქმებელთა ასოციაციის ხედვებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. შრომის უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო ბიზნეს სექტორი, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი აერთიანებს სოციალურ დიალოგში ჩართულ მთავარ პარტნიორებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ შრომისა და ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები, რეკომენდაციები და ა.შ. კონფერენციას გახსნიან ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, კარლო ნატალე - ევროკავშირის ელჩის მოადგილე, თამარ ბარკალაია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, აკაკი ზოიძე - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რაისა ლიპარტელიანი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე - ბიზნეს ომბუდსმენი, ოლგა კულაევა - აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორი. კონფერენციას დაესწრებიან წარმომადგენლები სამინისტროებიდან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან, ბიზნეს სექტორი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ასევე, მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან (ILO), დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან (IOE), ბიზნეს ევროპიდან (BUSINESS EUROPE) და ა.შ. მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი #1. საკონტაქტო პირი: ცირა იობაშვილი, Mob.: +995 598 544 415, E: pr@employer.ge

---

 

08.07.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=209380-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,

"იმედია, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და იხსნიან გოგას ტკივილისგან" - 13 წლის ბიჭს გადასარჩენად სულ რაღაც 3. 500 ლარი სჭირდება

13 წლის გოგა ბაბილოძეს სულ რაღაც 3. 500 ლარი სჭირდება. საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე ამბობს, რომ 11ივლის სახელმწიფოსგან გაცემულ ვაუჩერს ვადა გასდის. "თუ ფული ვერ შეგროვდა მომდევნო წელს მოუწევს დაელოდოს, მაგრამ იმედია გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და იხსნის გოგას ტკივილისგან. გოგას ათი წელია კოხრეალური იმპლანტი აქვს ჩასმული. სმენის დაქვეითებასთან ერთად მას აქვს აუტიზმი ერთ-ერთი უიშვიათესი ფორმა ასპერგერის სინდრომი. გოგო გარესამყაროსთან ურთიერთობას მხოლოდ იმპლანტის საშუალებით ახერხებდა , ჰქონდა წარმატებული განვითარების ეტაპები, მაგრამ სამწუხაროდ უკვე 2 თვეა გაუფჭდა აპარატი , არ ესმის , დაზიანებული სენსორი ხშირად გადასცემს სიგნლას ტვინში რაც იწვევს ტკივილს. გოგა ძალიან განიცდის და ნერვიულობს როცა არ ესმის, სენსორის შეცვლა სულ 18 ათას 500 ლარი ჯდება ,აქედან 15 ათასი ლარი დაუფინანსა აჭარის ჯანდაცვამ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და შესაძლებლობა არ აქვთ რომ დარჩენილი თანხა შეგაგროვონ სენსორის შესაცვლელად. უკვე 11 ივლისს აჭარის ჯანდაცვის დაფინანსებას ვადა გასდის ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა თანხის შესაგროვებლად მაგრამ მჯერა გოგოას გამოუჩნდება კეთილი ადამიანები დაეხმარებიან"- ცხადებს აბაშიძე. დახმრების მსურველებისთის ქვემოთ მოცემულია ორგანიზაცის ანგარიშის ნომრები ☎ 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ გოგა თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

​