მედიამონიტორინგი 08.07.2019
ტელევიზია
08.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
ცდილობენ თუ არა, რომ საავადმყოფოები ხელისუფლების ზეწოლის შედეგად 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულთა სიმძიმის ხელოვნურად შემსუბუქებას და რეალობის გაყალბებას? სწორედ ამას ეჭვობს 32 ლის გიორგი ოლქიევი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში სისხლიანი ღამის შემდეგ მარჯვენა ხელის ტრავმით მიიყვანეს, აცხადებს, რომ სამედიცინო დასკვნაში არ არსებული დაზიანება უწერია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6199930
---
08.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ტყია საღებავებში, საკვებსა თუ სათამაშოებში არაერთხელ ყოფილა მედიის განხილვის თემა. მძიმე მეტალზე ჩვენთან ეთერშიც ბევრჯერ გვისაუბრია. ამ დროისთის ქვეყანაში ტყვიის წყაროები დგინდება, დღეს ვეცდებით ამ პრობლემაზე განსხვავებული და საჭირო რჩევები მოგცეთ. თამარ კობახიძე გაარკვევს, როგორ შეიძლება დავიცვათ ტყვიისგან ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. სპეციალისტები, ექიმები მშობლებს გარკვეულ რჩევებს, რეკომენდაციებს სთავაზობენ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი და ბავშვების ჯანმრთელობა. კვებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც აქვეყნებს საკუთარ რეკომენდაციებს და მშობლებს მოუწოდებენ კონკრეტული პროდუქტები ხშირად აჭამონ ბავშვებს, იმისთვის რომ მათი ბავშვების ჯანმრთელობა იყოს დაცული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6200064
---
07.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი, სადაც ერთი ქალი მძიმედ დაავადებულ შვილს და ქმარს უვლის, სოციალური დახმარება მოუხსნეს. ხურციების სამ წევრიანი ოჯახი ხონში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახს ღატაკის სტატუსი აქვს მიღებული. იმისთვის, რომ თვიდან-თვემდე თავის გატანა შეძლონ, ნელი ხურცია ბევრს შრომობს, მძიმე საოჯახო საქმეებსაც მარტო უმკლავდება. ოჯახის გაჭირვებას 2017 წელს ისიც დაემატა, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6199361
---
07.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
10 წლის საბა ტოკაევის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ბავშვს, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, უკვე მესამედ ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთდა. მკურნალობის ხარჯების გადასახდელად სესხში ჩადებულ ბინას კი ოჯახი კარგავს. პარალელურად, ოჯახს აღარ დარჩათ არც რეაბილიტაციის გასაგრძელებლად საჭირო თანხები. რამდენიმე თვეში ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6199178,
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6199055
---
06.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თბილისში, ირემაშვილის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. უწყების დაფინანსებით, სამსართულიანი შენობის წყალკანალიზაციის სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება. როგორც დევნილთა სამინისტროს აცხადებენ, ირემაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ეს საკითხი წლების განმავლობაში აწუხებდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6198521
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6198504
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6198320
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6198201
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6198007
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6197875
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6197763
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6197665
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6197564
---
06.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები შეიჭრნენ. მათი განცხადებით, პროტესტის მიზეზი ისაა, რომ 27წელია, საცხოვრებელ ფართს ელოდებიან და ახლა პრობლემის მოგვარება თივთნებურად გადაწყვიტეს. უზნაძის #29-ში ამ დროისთვის 19 ოჯახი იმყოფება. მათი ნაწილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად არის. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კლინიკაში შეჭრილ დევნილებთან მოლაპარაკება დაწყებულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6198499
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6198316
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6197996
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6197912
---
06.07.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
აჭარა ტუბერკულოზის გავრცელებით ლიდერია. რეგიონში პროგრამა „აჭარა - ნულოვანი ტუბერკულოზით“ ამოქმედდა. მოქალაქეებისთვის გამოკვლევები უფასოა. თემაზე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“-სა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სემინარი ჩატარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6198712
---
05.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს 2000 მეტ ვაკანსიას შორის შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალი გამართა. ფესტივალის მონაწილეებს 65-ზე მეტმა კომპანიამ 200-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო, სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6197320
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6197233
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6196998
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6196449
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6196140
---
05.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
გურიაში ცე ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება. რეგიონში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელმაც გურიის მხარის რწმუნებულთან ერთად სკრინინგის პროგრამის გარდა, წითელას შემთხვევების, იმუნიზაციისა და კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, ასევე ტყვიის შემცველობის კვლევის საკითხები განიხილა. ცე ჰეპატიტის, აივ ინფექციის, შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებშიც განხორციელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6196951
---
ინტერნეტი
07.07.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=86554
ბათუმში, ტუბერკულოზის თემაზე მედია სემინარი მიმდინარეობს
სასტუმრო „ჰილტონში“ ტუბერკულოზის თემაზე მედია სემინარი მიმდინარეობს. სემინარს აჭარის მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრა ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება. სემინარის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გახსნა. ჟურნალისტებს მიესალმა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე. სემინარზე მოხსენება წარადგინა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში უკანასკნელ წლებში ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია აღინიშნება. „მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს. 2017 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2927 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2131 ახალი შემთხვევაა. ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება რეზისტენტული, მათ შორის ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომლის პროცენტული წილი ტუბერკულოზის საერთო შემთხვევებში მაღალია და აღემატება ევროპის მაჩვენებლებს. 2018 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდა გაეროს ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი ასამბლეა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის საქართველოდან. ასამბლეაზე მიიღეს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის უნდა მოხდეს ტუბერკულოზის ელიმინაცია მსოფლიოში, რისთვისაც უნდა მოხდეს ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის სხვადასხვა სტრუქტურების კონსოლიდირებული ძალისხმევა, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ტუბერკულოზით ინფიცირების შემთხვევები. ამ პროცესში დიდია მედიის როლი, რომლის ჩართულობა ტუბერკულოზის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“. პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში. 2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ვალდებულება ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსებისა. დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით უკვე განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერთა და ტუბსამსახურების თანამშრომელთა ტრენინგი ტუბერკულოზის გამოვლენასა და მართვაში, მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანია, მონიტორინგი და ზედამხედველობა, დამყოლობის ხელშეწყობა ვიდეოს მეთვალყურეობით მკურნალობის (VOT) წარმატებული პრაქტიკის დანერგვით. გადმოგვეცა 3 ერთეული ტრანსპორტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროექტის ფარგლებში აქტივობებს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული პროტოკოლით ახორციელებს, რაც ითვალისწინებს რეგიონის მოსახლეობაში: ▶ ტუბერკულოზის ▶ cჰეპატიტის ▶ აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგს აჭარის რეგიონში სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. ამასთან, ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ რეგიონს აქვს მიზანი და ამბიცია იყოს გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი, რისთვისაც რეგიონის მთავრობა აქტიურად შეუერთდა აჭარის ტუბერკულოზისაგან თავუსფალ ,,კუნძულად“ გადაქცევის ინიციატივას. პროექტის ფარგლებში 2018 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გამოკვლეულია 7077 პირი, პირველადი სკრინინგით დადებითი გამოვლინდა C-ჰეპატიტზე 124, აივ-ზე დასკრინული 6588 -დან 3 დადებითი, ხოლო 7077 პირიდან 735 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში. შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა გაეწია მკურნალობაში ჩართულ 305 პაციენტს. მკურნალობა დაასრულა 146 პაციენტმა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
25ტვ.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=13836
---
06.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saxelmwifom-ver-dainaxa-moqalaqe-romelic-sigaribeshi-kvdeboda-ratom
სახელმწიფომ ვერ დაინახა მოქალაქე, რომელიც სიღარიბეში კვდებოდა — რატომ?
58 წლის მარტოხელა ქალის გაუსაძლის სიღარიბეში გარდაცვალება სისტემურ პრობლემებს ამხელს, რომლის გადასაჭრელად ჩამოყალიბებული მწყობრი ხედვა სახელმწიფოს არ აქვს. 3 ივლისს გარდაცვლილ ნანა ნადირაძეზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ამბობენ, რომ მისი არსებობის შესახებ არ იცოდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანახმად, მათ მხოლოდ 2019 წლის თებერვალში გაიგეს მის შესახებ; თუმცა, მათი თქმით, მან ამ დროს უარი თქვა სახლიდან თავშესაფარში გადაყვანაზე, მომვლელის დახმარებასა თუ სხვა შეთავაზებულ სერვისებზე; არადა, მოხალისეებთან, რომლებმაც ნანა ნადირაძე ცხოვრების ბოლო დღეებში იპოვეს და დახმარებას ცდილობდნენ, თავად ამბობდა, რომ მომვლელი სჭირდებოდა. სოციალური მუშაკის თანახმად, მან კატეგორიულად თქვა უარი დახმარებაზე, ხოლო ძალით, ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანს ვერსად გადაიყვანდნენ. სოციალური მუშაკის თანახმადვე, მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. დასვეს თუ არა მათ კითხვა, შეეძლო თუ არა ნადირაძეს გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიეღო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე? რა სისტემურ პრობლემებს ააშკარავებს ნანა ნადირაძის გარდაცვალება? მოიკითხა თუ არა ის სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენელმა ერთჯერადი ვიზიტის შემდეგ? თუ არა, — რა იყო ამის მიზეზი? როგორ ვერ დაინახა მისი საჭიროებები სახელმწიფომ 2019 წლამდე? გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები „სხეულზე გაკავება მაქვს… შუქი არა მაქვს ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც გაკავება დამემართა… სიარული მიჭირს და ვერ გადავაადგილდები. უკვე წელიწადი გახდება, რაც ვწევარ… შუქი გაკეთდება, ოღონდ მთავარია, მე ჯანმრთელობა დავიბრუნო… და მომვლელის საკითხია მთავარი“… ვიდეო, რომელშიც ნანა ნადირაძე ამ სიტყვებს ამბობს, დაახლოებით ივნისის პირველ ნახევარშია გადაღებული მისი უბნელი ბიჭის მიერ. ფეისბუკზე ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნანა ნადირაძესთან მოხალისეების ჯგუფი მივიდა დასახმარებლად. ბაჩო ბერიძე, ამ ჯგუფის წევრი, რომელმაც ნადირაძეს სახლში მიაკითხა 19 ივნისს, „ნეტგაზეთს“ ასე აღუწერს სახლში დახვედრილ სურათს: „იცით, როგორი ამბავი დაგვხვდა შიგნით? ასეთი არაფერი მინახავს: ანტისანიტარია, ფეკალიები… ყურადღებას არავინ აქცევდა მეზობლების გარდა. წელს ქვემოთ იყო მოწყვეტილი“… მოხალისეები ალაგებენ ნანა ნადირაძის სახლს. 19.06.2019. ფოტო: ბაჩო ბერიძე იმავეს გვიდასტურებს აკა სინჯიკაშვილი, — აქტივისტი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანოაშია ჩართული და რომელმაც ასევე მოინახულა ნანა ნადირაძე გარდაცვალების წინა დღეებში: „წელიწადნახევარი საერთოდ არ განძრეულა კუთხიდან… ტუალეტიც იქვე იყო, საწოლიც, სამზარეულოც და ყველაფერი… გადაღებულ ფოტოზე არ ჩანს, მაგრამ მუხლამდე იყო კანალიზაცია და ასეთ მდგომარეობაში იწვა. სახლში შესვლა არ შეიძლება, იქიდან ჯანმრთელი ვერ გამოხვალ“. აკა სინჯიკაშვილიც და ბაჩო ბერიძეც მოხალისეები არიან — მათ არ ევალებათ მოქალაქეებზე მზრუნველობა. მათ და სხვა მოხალისეებმა საკუთარი სურვილითა და რესურსებით გამოიჩინეს ყურადღება. თუმცა სახელმწიფოში, სულ მცირე, ორი უწყებაა, ვისაც ნანა ნადირაძისათვის ყურადღება უნდა მიექცია: ადგილობრივი ხელისუფლება (თვითმმართველი ერთეული) და ჯანდაცვის სამინისტრო. „ფეისბუკიდან გავიგეთ“ ჩუღურეთის გამგეობაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ნანა ნადირაძის არსებობა აკა სინჯიკაშვილის პოსტიდან გაიგეს. „ერთხელ მაინც უნდა შემოსულიყო განცხადება, რომ არსებობს ეს ქალბატონი, რომ აქვს ფსიქოლოგიური ტრავმა, ეწევა ჩაკეტილ ცხოვრებას და ა.შ. გამგეობაში არცერთი განცხადება — არც ნათესავის, არც მეზობლის — არ იძებნება, ანუ არ მოუმართავს არავის“, — გვითხრეს გამგეობის პრესსამსახურში. გამგეობაში ამბობენ, რომ მათ სრულად დაფარეს ნანა ნადირაძის დაკრძალვის ხარჯები მას შემდეგ, რაც ნათესავმა, მათი მოწოდების შემდეგ, ამის შესახებ განცხადება დაწერა. იგი 3 ივლისს დაკრძალეს. „თანამშრომლობა არ მოისურვა“ რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მათ თანახმად, ნადირაძის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 14 თებერვალს შეუვიდათ მეზობლისგან. სააგენტოს პრესსამსახურმა ნეტგაზეთს 3 ივლისს მიაწოდა განმარტება, რომლის თანახმადაც სოციალური მუშაკები რამდენიმე დღეში განმცხადებელ მეზობელთან ერთად შევიდნენ მასთან სახლში. განმარტების თანახმად, „ქალბატონმა ნანამ არ ისურვა თანამშრომლობა სოციალურ მუშაკებთან, მას არ აქვს სურვილი, დატოვოს საკუთარი სახლი და გადავიდეს სათემო ორგანიზაციაში“. ამას გარდა, სააგენტო ამბობს, რომ „სოციალურმა მუშაკებმა ასევე შესთავაზეს შინ მოვლის სერვისი, თუმცა უარი განაცხადა“, თუმცა „აღნიშნულის შესახებ მოქალაქემ არ ისურვა წერილობით აღნიშნულის დაფიქსირება“. სააგენტოს თანახმადვე, ნადირაძემ თქვა, რომ „ჰყავს თანადგომის ქსელი, ბიცოლა და ბიძაშვილები, რომლებიც ამარაგებენ მას საკვები პროდუქტებით“. ნეტგაზეთისთვის მიწერილ პასუხში ასევე წერია, რომ „სოცმუშაკის კითხვაზე, რატომ არ ეხმარებიან სახლში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ქალბატონმა ნანა ნადირაძემ ითხოვა რამდენიმე დღე, რათა დაუკავშირდეს ბიცოლას და დაეხმაროს ნაგვის გადაყრასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში“. ნეტგაზეთი დაუკავშირდა სოციალურ მუშაკ დიანა ფერაძეს, რომელიც ნანა ნადირაძესთან იმყოფებოდა თებერვალში. სააგენტოს თანახმად, იმ დროს ახალი დაწყებული ჰქონდა სააგენტოში სოციალურ მუშაკად მუშაობა და უფროს სოცმუშაკთან ერთად იმყოფებოდა ნადირაძესთან სახლში, თუმცა ეს უფროსი სოცმუშაკი ამჟამად უწყებაში აღარ მუშაობს. დიანა ფერაძემაც იგივე გვითხრა, რაც სააგენტოს პრესსამსახურმა: რომ მოქალაქემ უარი თქვა ყველა შეთავაზებულ სერვისზე; უარი თქვა პირადი ინფორმაციის მიწოდებაზე; უარი თქვა ნათესავების ტელეფონების ნომრების მიცემაზე… კითხვაზე, გადაამოწმეს თუ არა, მართლაც ჰყავდა თუ არა „თანადგომის ქსელი“, მან გვიპასუხა: „ვთხოვეთ ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ მოგვცა, მე არ ვიცი, თქვენ ვინ ხართო. წარვუდგინეთ საბუთი, რომ სოციალური მუშაკები ვიყავით, მაგრამ მაინც არ მოგვცა… მეზობელსაც ვთხოვეთ, იქნებ მისთვის მიეცა, მაგრამ ვერ გადავამოწმეთ, არანაირად არ სურდა, თავშესაფრის ხსენება ხომ საერთოდ. შინ მოვლის პროგრამაზეც არაო“… ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემები როგორც მოხალისეები, აკა სინჯიკაშვილი და ბაჩო ბერიძე ნეტგაზეთს ეუბნებიან, ნანა ნადირაძეს „სითხის დაგროვება ჰქონდა მუცელში“, სიცოცხლის ბოლო დღეებში კი საერთოდ არ იღებდა საკვებს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები, როგორც ყოველთვის, ამარაგებდნენ. ნეტგაზეთისთვის უცნობია ნადირაძის კლინიკური დიაგნოზი, ან მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი. თუმცა ის, რაზეც მოხალისეები და სოციალური მუშაკიც მიანიშნებენ („გაბერილი მუცელი“), სავარაუდოდ, არის დაავადება ასციტი. ასციტი (მუცლის წყალმანკი), აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის თანახმად, სითხის პათოლოგიური დაგროვებაა მუცლის (პერიტონიუმის) ღრუში. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ციროზი (ღვიძლის დაავადება). თუმცა ეს კლინიკური დიაგნოზი არ არის. ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მეზობლების ინფორმაციით, ნანა ნადირაძე ოდესღაც ჟურნალისტი ყოფილა. როგორც ჩუღურეთის გამგეობაში (რომლის წარმომადგენლებიც გარდაცვალების შემდეგ არკვევდნენ ნადირაძის საკითხს) ნეტგაზეთს უთხრეს, მან სომხეთში 1988 წლის მიწისძვის შემდეგ მიიღო ტრავმა და ამის შემდეგ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და ძალიან იშვიათად უშვებდა ვინმეს სახლში. სასწრაფოსა და პატრულის გარეშე 2019 წლის თებერვალში მასთან მისულ სოციალურ მუშაკებს, მიუხედავად იმისა, რომ შეამჩნიეს, ნანა ნადირაძე, სავარაუდოდ, არც ფსიქიკურად იყო ჯანმრთელი და არც ფიზიკურად, არც პოლიცია და არც სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებიათ. „ფსიქიკურად ჯანმთელი არ იყო, მაგრამ საფრთხეს არ წარმოადგენდა… ჩვენ ფსიქიატრები არ ვართ, მაგრამ ჩვენი შეხედულებით, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ სასწრაფო არ გადაიყვანდა… ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩვენთანაც ასე განაცხადა, ჩალოგინებული ვარ, ვერ ვდგებიო, და მუცელი ჰქონდა ძალიან დიდი. არ ვიცი, რატომ მაქვს ამხელაო. სასწრაფო, ყველაფერი შევთავაზეთ, შინ მოვლა, მაგრამ ყველაფერზე უარი გვითხრა. ამბობდა, რომ ზრუნავენ მასზე“… კითხვაზე, რატომ არ გამოიძახეს სასწრაფო, დიანა ფერაძე გვპასუხობს: „სასწრაფო რომ მოსულიყო, არც პირადობას გვაძლევდა, ყველანაირ კონტაქტზე აცხადებდა უარს. სასწრაფო რას იზამდა“… მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნების საწინააღმდეგოდ, თუ „საკუთარ ან სხვის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს“. მათი შეფასებით, ეს ასეთი შემთხვევა არ იყო. ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა უკეთესი სასწრაფოს გამოძახება, მან გვიპასუხა: „ყველაფერზე განაცხადა უარი… არც ჩვენ არ გვაქვს და არც სასწრაფოს იმის უფლება, რომ ძალით გადაიყვანოს ვინმე“. რა აჯობებდა? სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ქეთი ხუციშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ შემთხვევას აფასებს ძალიან კომპლექსურ საკითხად, რომელშიც იკვეთება სისტემური გაუმართაობების ერთობლიობა. ის ფიქრობს, რომ თუკი სოცმუშაკებს არც დოკუმენტებს აჩვენებდა ადამიანი და მის გარშემოც არავინ არის, სასურველი იქნებოდა, მხარდამჭერი ქსელის მოძიება დაწყებულიყო, — სამეზობლოში, ნათესავებში გაკითხვა, — თუმცა ეს, მისი თქმით, დროის რესურსების საკითხს უკავშირდება, რაზეც უკვე თვეებია, პროფკავშირები საუბრობენ: „არ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ასე უნდა დაეტოვებინათ, როგორც დატოვეს, თუმცა ის მოვალეობები — თემში მოძიება, გაკითხვა, კარდაკარ სიარული, ნათესავებთან დაკავშირება და ა.შ — ეს წაიღებს იმ დროის რესურსს, რაც სოციალურ მუშაკს არ გააჩნია. შეუძლებელია, 200 საქმე როდესაც გაქვს, ამ ტიპის სამუშაო ჩაატარო. მარტო განცხადებას ეცნობი, მიხვალ ოჯახში და მეორედ მისასვლელი არანაირი დროითი რესურსი უბრალოდ არ გააჩნიათ. ამიტომ არის სისტემური პრობლემა: იმის ნაცვლად, რომ კარგად ჩაეძიო ერთ შემთხვევას, სრულფასოვნად იმუშაო, უბრალოდ შეუძლებელია, ეს გააკეთო, რადგან იმავე დღეს 4-5 სხვა შემთხვევა გაქვს სოციალურ მუშაკს. გამორიცხულია, ვინმეს ემუშავა ასეთ შემთხვევაში“. ქეთი ხუციშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველა უწყების [შსს, სასწრაფო] ჩართულობა უკეთესი იქნებოდა, ამბობს ქეთი ხუციშვილი, რადგან ნათელი მაინც გახდებოდა, რომ „ყველა რესურსი მოსინჯული იყო, მიუხედავად იმისა, რომ რთული სათქმელია, როგორი განვითარება იქნებოდა“. თუმცა ის მიუთითებს, რომ საჭიროა, სურათისთვის შორიდან შეხედვა და სოციალური მომსახურების სისტემის გაუმართაობების შემჩნევა. პრევენციის საჭიროება ასეთ სისტემურ პრობლემად კოტე ერისთავი, სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) სოციალური პროგრამის დირექტორი, მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირების მექანიზმის არარსებობას ასახელებს. „სახელმწიფოს – არც მერიას, ანუ თვითმმართველობას და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს- არ აქვს იდენტიფიცირების მექანიზმი. მუშაობს მხოლოდ რეფერალის სისტემა, ანუ მხოლოდ მესამე პირების მიმართვით ხდება მსგავსი შემთხვევების შესწავლა. თავად სახელმწიფო სტრუქტურები ამ მიმართულებით პროაქტიურად არ მუშაობენ“, — გვეუბნება ის. კოტე ერისთავი, EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი. სქრინშოთი: EMC-ის ვიდეოჩანაწერი კოტე ერისთავის თანახმად, დროულად უნდა ხდებოდეს მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება: „სახელმწიფო არ უნდა მოქმედებდეს ბოლო ეტაპზე, ის რეაქციული არ უნდა იყოს. პრევენცია არის სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია, რასაც ამ ეტაპზე არ ასრულებს. პრევენცია უსახლკარობის, გამწვავებული ფსიქიკური მდგომარეობის და ა.შ.. სწორედ სერვისების არარსებობასა და პრევენციის მექანიზმების ხარვეზიანობას მივყავართ ამ სიტუაციამდე“. სათემო სოციალური მუშაკი ქეთი ხუციშვილიც და კოტე ერისთავიც ახსენებენ „სათემო სოციალური მუშაკის“ ცნებას, რაც, მათი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს საქართველოში. ხუციშვილი ამ ცნებას ასე განმარტავს: „სათემო სოციალური მუშაკი არის სოციალური მუშაკი, რომელსაც მიბარებული ექნება ესა თუ ის უბანი და უკვე გამწვავებულ შემთხვევებზე კი აღარ ირეაგირებს, როდესაც შესაძლოა აღარც აქვს აზრი ჩარევას, არამედ პრევენციული მიმართულებით იმუშავებს… ერთი წელი რომ ადამიანს შუქი არა აქვს, ერთი წლის მერე კი არ გაიგოს ამის შესახებ, როდესაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება დადგეს, არამედ თავიდანვე ჩაერთვება და არ მივა ასეთ სავალალო მდგომარეობამდე საქმე“. ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ სოციალური მუშაობის შესახებ კანონი ითვალისწინებს 2021 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სოცმუშაკების გაჩენას. ეს პროცესი, მისი თქმით, 2021 წლიდან კი დაიწყება, თუმცა, „როდის დასრულდება, როგორ განვითარდება, რა ფუნქცია-მოვალეობებს შეითავსებენ სათემო სოციალური მუშაკები, ჯერჯერობით არ ვიცით“. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს (ეს ერთ-ერთი სტანდარტული მუხლია, რომლითაც ადამიანის დაღუპვის შემდეგ იწყებენ გამოძიებას).
05.07
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/378393/
ფორ.ჯი- https://for.ge/view/170148/rogor-gardaicvala-nana-nadiraZe.html
---
06.07.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=86551
გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თბილისში, ირემაშვილის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სამინისტროს დაფინანსებით, სამსართულიანი შენობის წყალკანალიზაციის სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ირემაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ეს საკითხი წლების განმავლობაში აწუხებდა. სამინისტრომ დევნილი ოჯახების პრობლემა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქის) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობითა და აქტიური ჩართულობით გადაჭრა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს და მისი ღირებულება 50 000 ლარზე მეტს შეადგენს. ახალი საცხოვრებელი ფართების გადაცემის პარალელურად, სამინისტრო იმ ობიექტების რეაბილიტაციასაც ახორციელებს, სადაც დევნილი ოჯახები უკვე წლებია ცხოვრობენ. 2015 წლიდან დღემდე, სამინისტროს ბიუჯეტით დევნილთა საცხოვრებელი 500-მდე შენობის წყალკანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/554977-grigol-giorgazem-devnilta-sacxovrebeli-shenobis-sareabilitacio-samushaoebi-daatvaliera/
---
06.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tbilisis-kardiologiuri-saavadmyofos-shenobashi-devnilebi-sheichrnen
თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში დევნილები შეიჭრნენ
გვიან ღამით თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები შეიჭრნენ. ამ დროისთვის უზნაძის #49ა-ში 19 ოჯახი იმყოფება. მათი ნაწილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად არის. დევნილები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა, რომელსაც უკვე 27 წელია ელოდებიან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკაში შეჭრილ დევნილებთან მოლაპარაკება დაწყებულია. სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში დევნილებს შეუძლიათ დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლონ.
---
06.07.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=23407
ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის
საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება. მაშინ როცა, მაგალითად სლოვენიაში იმავე რაოდენობისთის 772 სოციალური მუშაკია გათვალისწინებული. კადრების სიმცირე ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომელთა მოგვარებასაც სოციალური მუშაკები უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ. ახალი საქმეების დიდი რაოდენობა, შრომითი უფლებები, ინფრასტრუქტურული პრობლემები, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისების არარსებობა ან სიმცირე - ამ და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით სოციალური მუშაკები 2019 წლის 25 მარტს გაიფიცნენ. ბენეფიციარების დროული დახმარების მიზნით ისინი ერთკვირიანი გაფიცვის შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდნენ. თუმცა ამბობენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ და არ გაჩერდებიან მანამ, სანამ სამინისტრო მათ ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. მასალის სანახავად გადადით ბმულზე – ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის
---
05.07.2019
გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება
ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გურიის რეგიონში. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარის რწმუნებული ბატონი ზურაბ ნასარაია, გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ სამსახურების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები. შეხვედრაზე ბატონმა ამირან გამყრელიემ ისაუბრა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის, წითელას შემთხვევების, იმუნიზაცია და კერძოდ წითელა/წითურა/ყბაყურას (წწყ) არაგეგმიურ იმუნიზაციის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, ტყვიის შემცველობის კვლევის საკითხებზე. გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ შეხვედრაზე განნაცხადა, რომ მზად არიან პროგრამის განხოციელებას ხელი შეუწყონ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებშიც.
---
05.07.2019
გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება
ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გურიის რეგიონში. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარის რწმუნებული ბატონი ზურაბ ნასარაია, გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ სამსახურების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები. შეხვედრაზე ბატონმა ამირან გამყრელიემ ისაუბრა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის, წითელას შემთხვევების, იმუნიზაცია და კერძოდ წითელა/წითურა/ყბაყურას (წწყ) არაგეგმიურ იმუნიზაციის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, ტყვიის შემცველობის კვლევის საკითხებზე. გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ შეხვედრაზე განნაცხადა, რომ მზად არიან პროგრამის განხოციელებას ხელი შეუწყონ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებშიც.
---
05.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/socialuri-momsaxurebis-saagentom-axalgazrdebis-dasaqmebis-festivali-gamarta
სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გამართა
სოციალური მომსახურების სააგენტომ საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში”, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალი გამართა. ფესტივალის მონაწილეებს 65-ზე მეტმა კომპანიამ 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - გიორგი წოწკოლაური და თამილა ბარკალაია, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე ესწრებოდნენ. დასაქმების ფესტივალში, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. მსგავსი ღონისძიებები უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტიანი ინსტრუმენტია და მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს. ფესტივალის მიმდინარეობისას ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლებს, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან, რაც ხელს უწყობს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც აცნობენ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/index.php?id=86522
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/554881-socialuri-momsaxurebis-saagento-axalgazrdebis-dasakmebis-pestivals-martavs/
---
05.07.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/idzulebiti-gadaadgilebis-sakitkhebze-konferentsia-gaimarta/60725
იძულებითი გადაადგილების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე დევნილებთან დაკავშირებული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით. შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილებისა და მიდგომების შესახებაც ისაუბრეს. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. კონფერენციაში დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი სესილია ხიმენეს-დამარი მონაწილეობდა. სესილია ხიმენეს-დამარიმ მონაწილეებს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებითა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით გაიმართა.
პია.ჯი- https://pia.ge/post/271012-izulebiti-gadaadgilebis-sakitxebze-konferencia-gaimarta-
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/554908-izulebiti-gadaadgilebis-sakitxebze-konperencia-gaimarta/
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=86517
---
05.07.2019
კახეთში C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების ნაწილი მკურნალობაზე უარს ამბობს
კახეთში C ჰეპატიტით დაავადებულების დაახლოებით, 10 პროცენტი, მკურნალობაზე უარს ამბობს. კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მკურნალობა ნებაყოფლობითია და სახელმწიფოს პაციენტის მხოლოდ დარწმუნება შეუძლია. „მედიკამენტები უფასოა, თუმცა, რაღაც ნაწილი მაინც უარს ამბობს მკურნალობაზე. დაავადებულების უმრავლესობა მამაკაცია და ხშირ შემთხვევაში, რეჟიმის დაცვას, რომელიც მკურნალობის პროცესს ახლავს, თავს არიდებს“,- თქვა ხიზანიშვილმა „პრაიმტაიმთან“. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო და ის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას მოიცავს. ვირუსით დაავადებულები ძვირადღირებულ მედიკამენტებს სახელმწიფოსაგან უფასოდ იღებენ.
---
ბეჭდვითი მედია
08.07.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
იძულებითი გადაადგილების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზ ედევნილებთან დაკავშირებული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით. შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილებისა და მიდგომების შესახებაც ისაუბრეს. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. კონფერენციაში დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი სესილია ხიმენეს-და მარი მონაწილეობდა. სესილია ხიმენეს-დამარიმ მონაწილეებს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებითა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით გაიმართა.
---