From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : მედიამონიტორინგი-05.07.20919
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 05.07.2019 08:11
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 05.07.2019

ტელევიზია

05.07.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული ადამიანების მდგომარეობა - ამ თემაზე თბილისში სპეციალური კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრაში საქართველოში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებაც იმსჯელეს. კონფერენციაში მონაწილეობს დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6195358

---

 

05.07.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

დღეს, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში, ახალგაზრდებისათვის დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მონაწილეებს 60-ზე მეტი კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს, ასევე ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის საშუალებას ექნებათ. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა 18-დან 36 წლამდე ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6194946

---

 

04.07.2019

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

20 ივნისს დაშავებული სამი მოქალაქე რეაბილიტაციისთვის თურქეთსა და ისრაელში გაემგზავრა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ესენი ის პაციენტები არიან, რომლებიც ბოლო დღებში რეგიონული ჰოსპიტალიდან და „ნიუ ჰოსპიტალიდან“ გაწერეს. მათივე ინფორმაციით, თურქეთში მკურნალობის მიზნით უკვე იმყოფება ორი სამართალდამცველი. ორი მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას გერმანიაში, ხოლო კიდევ ორი დაშავებული რჩება ისრაელში. პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯს ფონდი „ქართუ“ ფარავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6194591

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6194121

---

 

04.07.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 16:00

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის, გიორგი ანთაძის განმარტებით, 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაზარალებულ პირებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ. როგორც ანთაძემ პალიტრანიუსთან საუბრისას განმარტა, ჯანმრთელობის ზიანის მიყენებისას შესაძლებელია როგორც მკურნალობის ხარჯების, ასევე, სამსახურში განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, იურისტის განცხადებით, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6193757

---

 

04.07.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

მათთვის, ვინც ეძებს სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტო ხვალ, 5 ივნისს, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს მართვს. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 36 წლამდე ადამიანებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6193355

---

 

04.07.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი  მოადგილე ზაზა ბოხუა იმ რეზიდენტებს შეხვდა, რომლებიც დიპლომის შემდგომ მზადების კურსს პრიორიტეტულ მიმართულებებში გაივლიან. მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და რეზიდენტურის დაფინანსებასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6193102

---

 

04.07.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში თბილისში ახლად აშნებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს. საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათა სისტემით გადანაწილდება. ამასთან განიხილება იმ დევნილი ოჯახების უპირობო განსახლების საკითხი, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ამ ეტაპზე, თბილისში 20-მდე ავარიული შენობა დაიხურება და დევნილი ოჯახები, რომლებიც, წლების განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6193107

ერთსულოვნება -სიახლენი 22:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6194719

---

 

04.07.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

პროტესტი ფოთში - საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. 20-მდე ადამიანს 2 თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღია. დაზარალებული მუშების განმარტებით, კანალიზაციის რეაბილიტაციაზე ამ დროისთვის თურქული კომპანია მუშაობს, რადგან წინა კონტრაქტორმა თანხები გახარჯა და სამუშაოები შუა გზაზე მიატოვა. მათი თქმით, ახალი კომპანია მათი დავალიანების დაფარვას ძველ მშენებელს აკისრებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6194385

---

 

 

ინტერნეტი

05.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/554820-socialuri-momsaxurebis-saagento-axalgazrdebis-dasakmebis-pestivals-gamartavs/

სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალს გამართავს

სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. უწყების ცნობით, დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. „ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც გააცნობენ. ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ. ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ (ასევე სასურველია რეზიუმეს ქონა)“, - აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

---

 

04.07.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/dzalian-bevri-mat-shoris-parlamentis-wevrebic-ewevian-kontrabandul-produqcias-lasha-gociridze

ლაშა გოცირიძე: პარლამენტი იღებს ისეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მხოლოდ კონტრაბანდას გაზრდის - დაჭრილი თამბაქო და უფილტრო სიგარეტი ძვირდება

„ჯანდაცვის სამინისტროს ურჩვენია, მხოლოდ გადასახადების გაზრდაზე იზრუნოს და ამ გზით მოხმარების შემცირება გამოიწვიოს. თუმცა ამას აქვს დიდი უარყოფითი ეფეტი, ესაა კონტრაბანდის წახალისება. სახელმწიფომ არ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ცალმხრივი გადაწყვეტილება, მოხმარებას მთლიანდ ვერ მოკლავ, გამორიცხულია და ამავე დროს მნიშვველოვნად ავითარებ კონტრაბანულ ბაზარს, ეს ნიშნავს ორმაგ ზიანს,“ - ასე აფასებს ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე გასახვევ თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებას. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დაჭრილ (გასახვევ) თამბაქოზე აქციზის გადასახადი დაწესდება. ამასთან, ძვირდება აქციზი უფილტრო სიგარეტზეც. შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ახალი კანონპროექტით, 1 კგ გასახვევი თუთუნი 60 ლარით დაიბეგრება. ამასთან, უფილტრო სიგარეტზე გაიზრდება ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ის ფილტრიან სიგარეტს გაუტოლდება. „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება აისახოს თამბაქოს ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები პროდუქციის მოხმარებასა და რეალიზაციაზე, ლაშა გოცირიძე პასუხობს, რომ აქციზების დაწესება გასახვევ თუთუნზე და უფილტრო სიგარეტზე აქციზის ღირებულების გაზრდა, მომხმარებლებს არავითარ სხვა ალტერნატივას არ უტოვებს გარდა იმისა, რომ კონტრაბანდის გზით შემოიტანოს, როგორც უფილტრო სიგარეტი ასევე გასახვევი თუთუნი, რაც, მისივე აზრით, სახელმწიფოსთვის მილიონით ზარალის მომტანი იქნება. „როცა მხოლოდ ფილტრიან სიგარეტზე მოხდა აქციზის გაზრდა მოსახლეობამ მიიღო ბუნებრივი გადაწყვეტილება - ნაწილი გადაერთო მოსახვევ სიგარეტზე, ანუ თუთუნზე, ხოლო ნაწილმა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დაიწყო კონრტაბანდული პროდუქციის მომხმარება. მას შემდეგ, რაც მოსახვევ თუთუნზე და უფილტრო სიგარეტზე გაიზრდება გადასახადი, შედეგი დადგება ზუსტად იგივე, ერთადერთი ალტერნატივა არის კონტრაბანდა, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაუჭირდება საბაჟო პოლიციას ამ დანაშაულთან ბრძოლა. რაც უფრო მეტი იქება განსხვავება ჩვენსა დ მეზობელი ქვეყნების თამბაქოს ფასებს შორის, მით უფრო მძიმე იქნება შედეგი და მით უფრო დიდი კონტრაბანდის ნაკადი შემოვა. ადრე თუ იყო მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტის კონტრაბააბნდა ახლა გაჩნდება თუთუნის და უფილტროს კონტრაბანდა. დღეს აიკოს ტიპის ელექტრონული სიგარეტებიც საქართველოში იბეგრება ძალიან მაღალი განაკვეთით, ჩვენთან ისინი ლეგალურად საერთოდ არ შემოდის. თუმცა, ძალიან ბევრი, მათ შორის პარლამენტის წევრებიც ეწევიან აიკოს, ეწევიან კონტრაბანდულ პროდუქციას იმიტომ, რომ არათანაბარზომიერად მაღალი გადასახადითაა დაბეგრილი. თუ ჯანდაცვაზე ზრუნავს სახელმწიფო, მაშინ რატომ არის თუთუნზე გადასახადი 60 ლარი და რატომ არ გახადეს 600 ლარი. რატომ არის ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ღირებულეება 1,9 და რატომ არ არის - 19 ლარი. გავხადოთ 10 ჯერ ბევრი, თუ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით. ეს კეთდება იმიტომ, რომ იყოს რაღაც სწორი ბალანსი ჯანდაცვის მიზნებსა და ფისკალურ მიზნებს შორის. მიკვირს, რატომ იღებს პარლამენტი ისეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მხოლოდ კონტრაბანდას გაზრდის,“ - აცხადებს ლაშა გოცირიძე ხელით გასახვევი თამბაქოს დაბეგვრის ინიციატივით თავდაპირველად ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე 1 მარტს გამოვიდა. ზოიძე თავის ინიციატივას იმით ხსნიდა, რომ თამბაქოზე ფასის ზრდის შემდეგ, მოქალაქეებმა შედარებით იაფი ალტერნატივების ძებნა დაიწყეს.

---

 

04.07.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sikvdilianobis-wamyvani-mizezebi-saqartveloshi

სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზები საქართველოში

2018 წლის განმავლობაში საქართველოში 46,524 ადამიანი, 23,836 კაცი და 22,688 ქალი გარდაიცვალა. გასულ წელს გარდაცვლილთა 74% 65 წელზე ხანდაზმული იყო. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას მხოლოდ 4,614-ით ჩამოუვარდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გაულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია, მეორე ადგილზე კი სხვა და სხვა ტიპის სიმსივნეებია. სიკვდილიანობის მიზეზები საქართველოში, 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით: სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები 21,549 ადამიანი; სიმსივნეები 7,329 ადამიანი; კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში 6,927 ადამიანი; სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები 3,676 ადამიანი; ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი 2,015 ადამიანი; საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები 1,587 ადამიანი; ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები 675 ადამიანი; შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები 642 ადამიანი; ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა 588 ადამიანი; ნერვიული სისტემის ავადმყოფობები 521 ადამიანი; სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევა 491 ადამიანი; პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა 297 ადამიანი; თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები), დეფორმაციები და ქრომოსომური დარღვევები 105 ადამიანი; ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები 52 ადამიანი; ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები 30 ადამიანი; ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა 20 ადამიანი; კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები 20 ადამიანი.

---

 

04.07.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1562244458-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ფოთში, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 20-მდე ადამიანი სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით გაიფიცა. ისინი 2 თვის ანაზღაურებას ითხოვენ. „2 თვის ხელფასი არ აგვიღია, ჩვენს უკან ოჯახები დგანან. უამრავი პრობლემა გვაქვს, მათ შორის ბანკის დავალიანებები. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისი ანაზღაურება. არ განვაახლებთ საქმიანობას, ვიდრე დავალიანებას ბოლო თეთრამდე არ მოგვცემენ,“- განაცხადა აქციის მონაწილე ზაურ კუპრეიშვილმა ჟურნალისტებთან. ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებს თურქული კომპანია TAHAL GROUP-ი ახორციელებს. აღნიშნული პროცესი ქალაქში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ სამუშაოებს სხვა ფირმა ასრულებდა, რომელმაც ტენდერით დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა. შეკრებილებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა მან მუშებს დავალიანების დაფარვის კონკრეტული დრო ვერ დაუსახელა. დასაქმებულები მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამუშაოების გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

---

 

04.07.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=209089-%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ახალგაზრდა ბიჭის 5 წლიანი ტანჯვა და უგონო მდგომარეობა - აჩიკო ბაირამოვას საზოგადოების დახმარება სჭირდება

აჩიკო ბაირამოვი 5 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა. იგი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ საწოლს არის მიჯაჭვული. 30 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამჟამად არის უმძიმესი - მთელი სხეული ატროფირებულია, გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე, ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები. გასულ წელს, როგორც კი გავიგეთ ამ შემზარავი ამბის შესახებ, მომენტალურად გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია აჩიკოს დასახმარებლად. მასში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო. ჩვენ შევიძინეთ ძვირადღირებული მედიკამენტები და გადავეცით აჩიკოს დედას. კიდევ ერთხელ გვინდა უღრმესი მადლობა მოვახსენოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ამ ოჯახის დიდი ტკივილი. სამწუხაროდ, აჩიკო ბაირამოვის ჯანმრთელობა ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა. იგი კვლავ ვერ მოდის გონს, ძალიან უჭირს სუნთქვა, ტანზე გაუჩნდა ჩირქოვანი ნაწოლები. თუ ასე გაგრძელდა, ახალგაზრდა კაცი განწირულია სიკვდილისთვის. მეგობრებო, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და აუცილებლად უნდა გავუწოდოთ მას დახმარების ხელი! საკითხი ეხება ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს! ჩვენ ვესაუბრეთ აჩიკო ბაირამოვის დედას - ჯამილას. გეხმარებათ თუ არა ქალაქის მერია? ჯამილა: მერია იძლევა წამლების ფულს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ჩემს შვილს ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, ამის საშუალება კი არ გაგვაჩნია. მაგალითად, ნაწოლების მალამო, რომელიც 100 ლარი ღირს, 1 თვეც კი არ ჰყოფნის. განსაკუთრებით ძვირია ეპილეფსიის წამლები, 300 ლარამდე ჯდება. ჯანდაცვის სამინისტრო თუ გეხმარებათ? ჯამილა: მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მასაჟის კურსის დაფინანსების თაობაზე. გამომიყვეს 300 ლარი, არადა საჭირო იყო 3000 ლარი. საიდან უნდა მომეტანა ეს ფული. შესაბამისად, ვერ ჩავუტარეთ აჩიკოს მასაჟის კურსი, რასაც მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ვინმე გეხმარებათ? ჯამილა: მეზობლები მეხმარებიან, თქვენი ფონდი დამეხმარა...ძალიან მწყდება გული, რომ ხელისუფლება არ აქცევს ჩემს შვილს სათანადო ყურადღებას. შარშან ჩვენ სოციალური შემწეობაც კი მოგვიხსნეს და მხოლოდ თქვენი ფონდის ჩარევის შემდეგ კვლავ დაგვინიშნეს ფულადი დახმარება. თანხა არის მიზერული, მაგრამ ჩვენთვის თითოეული თეთრი ბევრს ნიშნავს. უაღრესად რთულია დედისთვის უცქირო მომაკვდავ შვილს... ჯამილა: ჩემი გულის მკვდარია. ღმერთს შევთხოვ, რომ ასეთი ტრაგედიას აშოროს ყველა დედას, ყველა ადამიანს. ახლა სასოწარკვეთაში ვიმყოფები, რადგან საშინელებაა, როდესაც უყურებ მომაკვდავ შვილს და ვერ შველი მას... სადღაც გულის კუნჭულში მაინც ვფიქრობ, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, გაუწვდიან აჩიკოს დახმარების ხელს და გაუხანგრძლივებენ სიცოცხლეს. მეგობრებო, აჩიკო ბაირამოვის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს თანადგომაზე. მოდით, კვლავ დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდში და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ აჩიკო და პირადად გაუწიოთ მას დახმარება. მისამართი: თბილისი, კვანტალიანის 108, ტელ.: 555642894. მას ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური კვება.

---

 

ბეჭდვითი მედია

05.07.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

20 ივნისს დაშავებული სამი მოქალაქე თურქეთსა და ისრაელში გაამგზავრეს

20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული ორი მოქალაქე დღეს დილით ისრაელში, ერთი კი თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ესენი ის პაციენტები არიან, რომლებიც ბოლო დღებში რეგიონული ჰოსპიტლიდან და „ნიუ ჰოსპიტლიდან“ გაეწერენ. მათივე ინფორმაციით, თურქეთში მკურნალობის მიზნით უკვე იმყოფება ორი სამართალდამცველი. ორი მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას გერმანიაში, ხოლო კიდევ ორი დაშავებული რჩება ისრაელში. ყოველი მათგანის სამედიცინო მომსახურების ფინანსებს ფონდი „ქართუ“ ფარავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6195144&name=05.07.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​