მედიამონიტორინგი 04.07.2019
ტელევიზია
04.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილეებთან ერთად, იმ რეზიდენტებს შეხვდა, რომლებიც დიპლომის შემდგომ მზადების კურსს პრიორიტეტულ მიმართულებებში გაივლიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6192903
---
04.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 08:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს მაჯორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი თბილისში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ, დევნილ ოჯახებს შეხვდნენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6192425
იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6192486
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6192670
---
04.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
აქციის დროს დაშავებულები. 2 პაციენტი კვლავ რეგიონულ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6192404
---
03.07.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მედიკამენტების მაღალი ფასები სახელდება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს სწორედ ჯანდაცვაზე ხარჯავს. ფასებისა და ხარისხის გათვალისწინებით, კვლავ აქტუალურია მედიკამენტების შესაძენად მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადასვლა. ამისთვის საზღვარს ყოველდღიურად ათობით მოქალაქე კვეთს. ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელში არსებული ფასთა სხვაობა ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია. პრობლემის გადაჭრის გზები კი ჯერ კიდევ არ ჩანს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6191962
---
03.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ინფლაცია პიკზეა - პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასები რეკორდულად გაიზარდა
http://rustavi2.ge/ka/news/138095
---
03.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კიდევ 15 სპეცმანქანა შეემატა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ სპეცტრასპორტით რთულ რელიეფზე შეძლებენ გადაადგილებას და ყყველა სიმძიმის პაციენტისატის სრულფასოვანი დამხარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6190810
---
03.07.2019
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: განთიადი
სოციალური მომსახურების სააგენტო ხალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს გამართავს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6191278
---
03.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
სოციალური მეწარმეობა როგორც ბიზნეს მოდელი და სოციალური საწარმოები საკანონმდებლო ჩარჩოს გარეშე. რატომა არ არსებობს ამ დრომდე კაონმდებლობა რომელიც სოციალურ მეწარმეობას დაარეგურირებს და როგორია შშმ პირების დასაქმების სტატისტიკა საქართველოში. გიორგი ლაღიძე ერთ-ერთია მათ შორის რომელიც არაადაპტირებული გარეომს გაომ იძულებულია სახლიდან იმუშაოს ამბობს, რომ შშმპ დასაქმება რთულია. გიორგი სოციალურ საწარმო კოდალაში რამდენიმე თვის წინ დასაქმდა. ბოლო რამდენიმა წელია ჯანდაცვის სამინისტრომ შშმპ სხვადასხვა პროგრამების განხორციელება დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6190914
---
03.07.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს გამართავს. ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6190414
---
03.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რუსეთის მიერ საქართველოში აღმართულ გამყოფ ხაზებს ადამიანების ცხოვრებაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6191895
---
ინტერნეტი
04.07.2019
ჯანდაცვის ახალი მინისტრი იმ რეზიდენტებს შეხვდა, რომლებიც დიპლომის შემდგომი მზადების კურსს პრიორიტეტულ მიმართულებებში გაივლიან
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა იმ რეზიდენტებს შეხვდნენ, რომლებიც დიპლომის შემდგომი მზადების კურსს პრიორიტეტულ მიმართულებებში გაივლიან. მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და რეზიდენტურის დაფინანსებასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო. „გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომის შემდგომ მზადებასაც სახელმწიფო დააფინანსებს. პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია - ეს იმ პრიორიტეტული სპეცილობების ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სახელმწიფო დიპლომის შემდგომ განათლებას, 2019 წელს აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სრულად დაუფინანსებს. ასევე სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველთა (100 000 ქულამდე) სარეზიდენტო მზადება. პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა.“ - ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, შეხვედრას რეზიდენტების გარდა, სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
პია.ჯი- https://pia.ge/post/270743-jandacvis-ministri-ekaterine-tikaraze-rezidentebs-sexvda
აპირეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-rezidentebs-shekhvda/
---
04.07.2019
საზღვარგარეთ 20 ივნისის აქციაზე დაშავებული 6 პირი მკურნალობს, საიდანაც ორი სამართლდამცველია, სამი დაშავებული კი დღეს გაემგზავრება
საზღვარგარეთ სამკურნალოდ 20 ივნისის აქციაზე დაშავებული 6 პირი იმყოფება, სამი კი დღეს მიემგზავრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული მოქალაქეები ისრაელში, გერმანიასა და თურქეთში იმყოფებიან. სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ სულ სამკურნალოდ 2 სამართალდამცველია, მათგან ორივე თურქეთში იმყოფება. რაც შეეხება მოქალაქეებს, ამ ეტაპზე, სულ საზღვარგარეთ იმყოფება 4 მოქალაქე, მათგან 2 ისრაელშია, ხოლო 2 გერმანიაში. ასევე, დღეს ისრაელში რეაბილიტაციისთვის მიდის კიდევ 2 მოქალაქე, 1კი თურქეთში მიემგზავრება. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე რუსი დეპუტატი, მათ შორის, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. ოპოზიციამ გავრილოვის პარლამენტში ყოფნა და სპიკერის სავარძელში მოთავსება გააპროტესტა, რის გამოც ფორუმი ჩაიშალა. მოგვიანებით კი, მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც სამართალდამცველებსა და მათ შორის რამდენჯერმა ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაახლოებით, ღამის 2 საათზე კი, სამართალდამცველებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავსდა, მათგან 80 სამართალდამცველი და 33 ჟურნალისტი.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=86447
---
03.07.2019
20 ივნისის აქციისას დაზარალებულებს სახელმწიფოსგან მკურნალობის ხარჯების, სამსახურში განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლიათ
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის, გიორგი ანთაძის განმარტებით, 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაზარალებულ პირებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ. როგორც ანთაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ჯანმრთელობის ზიანის მიყენებისას შესაძლებელია როგორც მკურნალობის ხარჯების, ასევე, სამსახურში განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, იურისტის განცხადებით, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაც. "პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, 20 ივნისს აქციის დაშლისას ამა თუ იმ პირის კონკრეტულად რა უფლებები დაირღვა და შემდეგ უკვე შესაძლებელია ზიანის ანაზღაურებაზე დავა, ან დავის გარეშე სახლმწიფომ თვითონ რომ აანაზღაუროს ის ზიანი, რაც მიაყენა თავის მოქალაქეებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არსებობს, რომ თუნდაც ლეგიტიმური ძალის გამოყენების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ძალის გადაჭარბებას და ამის შედეგად კოკრეტული პირებისთვის ზიანის მიყენებას, შესაძლებელია, ამის გამო სახელმწიფოს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობით, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც გულისხმობს როგორც მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, ასევე, იმის ანაზღაურებას, თუ ეს ადამიანები მუშაობენ, მკურნალობის გამო ცდებიან და ხელფასს ვერ იღებენ. გარდა ამისა, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანი ნიშნავს იმ ტკივილს, რომელიც მათ განიცადეს, თუმცა მატერიალურად არ არის გამოსახული. ვინაიდან, სახელმწიფომ თქვა, რომ თავად უზრუნველყოფს და მოაწესრიგებს კომპენსაციის საკითხს, მოქალაქეებს შეიძლება არ დასჭირდეთ ამაზე სასამართლოში დავა. სავარაუდოდ, სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს იმ წესს, რისი მიხედვითაც მოხდება ზიანის ანაზღაურება, იქნება ეს განცხადებით მიმართვა და შემდგომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება თუ სხვა პროცედურები," - განაცხადა გიორგი ანთაძემ. გარდა ამისა, იურისტის განმარტებით, კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ 20 ივნისის ღამეს დაკავებულ პირებსაც, რომლებიც სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო, თუმცა მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა. "არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ ზიანის ანაზღაურებაზე დავა, რომელთაც ჯანმრთელობა დაუზიანდათ, არამედ შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებიც სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო, თუმცა მათ წინააღმდეგ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება. ჩვენ როგორც ვნახეთ კონკრეტულ შემთხვევებში, ე.წ. კონვეირული წესით ხდებოდა 20 ივნისის ღამეს დაკავებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობა და პატიმრობაში გაშვება. ამაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ცალსახა პრაქტიკა აქვს, რომ ეს არის უკანონობა და არ შეიძლება მოქალაქეების სამართალდამრღვევად მიჩნევა მხოლოდ პოლიციის ახნა- განმარტების საფუძველზე," - განაცხადა გიორგი ანთაძემ. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე რუსი დეპუტატი, მათ შორის, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. ოპოზიციამ გავრილოვის პარლამენტში ყოფნა და სპიკერის სავარძელში მოთავსება გააპროტესტა, რის გამოც ფორუმი ჩაიშალა. მოგვიანებით კი, მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც სამართალდამცველებსა და მათ შორის რამდენჯერმა ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაახლოებით, ღამის 2 საათზე კი, სამართალდამცველებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცველი და 33 ჟურნალისტი.
---
03.07.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/229035-salome-zurabishvili-sazogadoebas-c-hepatitis-saboloo-damartskhebisaken-moutsodebs
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხებისაკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხებისაკენ მოუწოდებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს დროულად გაიაროს ჰეპატიტთან დაკავშირებული შესაბამისი ტესტირება და ჩაატაროს მკურნალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უსასყიდლოდაა შესაძლებელი. "ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/110672/salome-zurabishvili-mosakhleobas-c-hepatitis-saboloo-damartskhebisaken-moutsodebs
---
03.07.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/554674-grigol-giorgaze-avariul-shenobashi-mcxovreb-devnil-ojaxebs-shexvda/
გრიგოლ გიორგაძე ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი თბილისში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყება უახლოეს მომავალში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათა სისტემით, განაწილდება. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების, უპირობო, განსახლების საკითხი, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ამ ეტაპზე, თბილისში 20-მდე ავარიული შენობა დაიხურება და დევნილი ოჯახები, რომლებიც, წლების განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ გიორგაძე პირადად ეცნობა იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მდგომარეობას, რომლებიც ავარიულ ობიექტებში ცხოვრობენ. „ბინების განაწილებისა და ნგრევადი შენობების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღია ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=86446
პია.ჯი- https://pia.ge/post/270760-grigol-giorgaze-avariul-senobasi-mcxovreb-devnil-ojaxebs-sexvda
03.07
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/554619-ministris-moadgile-avariul-shenobashi-mcxovreb-devnilebs-shexvda/
---
03.07.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sagangebo-situatsiebis-koordinatsiisa-da-gadaudebeli-dakhmarebis-tsentris-avtoparks-15-spetsmanqana-daemata/
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 15 სპეცმანქანა დაემატა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კიდევ 15 სპეცმანქანა შეემატა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ეკიპაჟების აღჭურვილობა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და მის პირველ მოადგილე ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად გააცნო. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით რთულ რელიეფზე გადაადგილება და ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=86411
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/554547-sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-daxmarebis-centris-avtoparks-kidev-15-specmankana-sheemata/
---
03.07.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/483068
მედიკამენტების სასაცილო (სატირალი) ფასები “ავერსში”
“წამლის ერთი ტაბლეტი რომ ლარით მეტი ეღირება, რაზეა საუბარი. მთელი კოლოფი კი არა, 1 ცალი”! მედიკამენტი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელი და გარდაუვალი საშუალებაა. თუმცა ის, თუ რამდენად ხარისხიანია და რამდენად კარგად მოდის ჩვენამდე, დიდ კითხვის ნიშანს ტოვებს. ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში ერთ-ერთი მოწინავეა კომპანია „ავერსი“. ის მოიცავს როგორც სააფთიაქო ქსელს, ასევე – რამდენიმე კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიასაც კი. „ავერსის“ კუთვნილებაშია მედიკამენტების საწარმოც, სადაც დამზადებული წამლები აფთიაქების დახლებზე ხვდება. პენსიონერები და მედიკამენტებზე მუდმივად დამოკიდებული ადამიანები აღნიშნულ ქსელში წამლების სიძვირეს უჩივიან. იმასაც ამბობენ, რომ მათი შემოსავალი მთლიანად აფთიაქებში რჩება. „ავერსი“ ბაზარზე მაღალი ფასებით გამოირჩევა. მას სხვა აფთიაქებთან შედარებით საკმაოდ მომატებული საფასური აქვთ დაწესებული. ამის გამო უკმაყოფილებას უამრავი მომხმარებელი გამოთქვამს. „მე პრობლემა, ძირითადად, ფასებზე მაქვს. 1 ტაბლეტი წამალი რომ ლარით მეტი ეღირება, რაზეა საუბარი?! მთელი კოლოფი კი არა – 1 ცალი. ყველაზე ცუდად “ავერსშია” ამ მხრივ საქმე, რომ ვუყურებ“, – ამბობს მომხმარებელი ქეთევან ჯომიდავა. საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც „ავერსის“ კლინიკაში მისულ პაციენტს ექიმი მხოლოდ „ავერსის“ ფარმაცევტული საწარმოს წამლებს უნიშნავს და მიუთითებს, რომ მედიკამენტი აუცილებლად “ავერსის” აფთიაქში შეიძინოს. ასეთ დროს მომხმარებელს არჩევანი არ აქვს და იძულებულია, ექიმის დანიშნულება შეასრულოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ავერსის“ კომპანიები ერთმანეთს „ამუშავებენ“ და სარგებლობენ პაციენტთა მდგომარეობით. საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო არ ერევა ფარმაციულ ბაზარზე სამკურნალო საშუალებების ფასწარმოქმნისა და რეგულირების პოლიტიკაში. დღემდე დაუდგენელია, იმპორტის შემდეგ ან წარმოების შემდეგ რამდენი პროცენტის მომატების უფლება აქვს ფარმაცევტულ კომპანიას. დარგთან დაახლოებული სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის მედიკამენტებზე არსებული კატასტროფული ფასის მიზეზი.
---
03.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/strategiulad-dasaxelebuli-obieqtis-mshenebloba-shecherda-mushebi-uxelfasobis-gamo-gaificnen-3
სტრატეგიულად დასახელებული ობიექტის მშენებლობა შეჩერდა: მუშები უხელფასობის გამო გაიფიცნენ
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ახალქალაქიში, სოფელ ყულალისთან გადის, უკვე მეოთხე დღეა, სამუშაოები შეჩერებულია. დაახლოებით 65 მუშა სახელფასო დავალიანებას აპროტესტებს,– იუწყება ადგილობრიბი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" „თებერვლიდან არ აგვიღია ხელფასები, ზოგს კი, არც თებერვლის ანაზღაურება აქვს აღებული. გვინდა, რომ კუთვნილი თანხა მივიღოთ, ამიტომ არ ვაგრძელებთ სამუშაოებს. ხუთი კილომეტრის მონაკვეთზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობდა, ყველაფერი შეჩერებულია“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა. რკინიგზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი შპს „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს. „ხელფასს ველოდებით, ფირმებს შორის ობიექტების გადაბარება მიმდინარეობს და ამიტომ მოხდა ასე. მომავალი კვირიდან განახლდება ყველაფერი. ხელფასი ზოგს დაუგვიანდა, მაგრამ ეს სასწაული არ არის, გადაბარება ხდება“, - ამბობს შპს „დემირიოლსერვისის“ ახალქალაქის კარწახის უბნის უფროსი მურად ბუაძე. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზაში" აცხადებენ, რომ დავალიენება ერთ კვირაში დაიფარება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე, პროექტის მიხედვით, 826 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის.
---
03.07.2019
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის სავარაუდო წყაროები საყოფაცხოვრებო ნივთები, სამონადირეო საგნები და ნიადაგია
ორგანიზმში ტყვიის შემცველობის სავარაუდო წყაროებს შორის საყოფაცხოვრებო ნივთები, ნიადაგი, ასევე სანადირო იარაღი და ტყვიებია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, მსგავსი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა იმ 16 ბავშვის ოჯახების შემოწმება, რომელთა სისხლშიც კვლევის შედეგად, ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. საუბარია "იუნისეფთან" ერთად ჩატარებულ, რამდენიმეთვიან კვლევაზე, რომლის მიზანიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა იყო. გამოკვლეული 1578 ბავშვიდან 650 მათგანს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოაჩნდა. მათგან 16-ს კი, ორგანიზმში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. საუბარია აჭარაში, გურიაში, იმერეთში, გორსა და თბილისში მცხოვრებ ოჯახებზე. ოჯახების შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ტყვია ორგანიზმში შესაძლოა, მოხვედრილიყო სამონადირეო საგნებიდან – იარაღი და ტყვია, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებიდან და ნიადაგიდან. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წყაროების უფრო ზუსტი იდენტიფიცირების მიზნით, დღეიდან კვლევის პროცესში ორი ამერიკელი სპეციალისტი ჩაერთო. ისინი აღნიშნულ 16 ოჯახში არსებულ სიტუაციას სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლიან. შესწავლის ობიექტები იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები, საღებავები, სათამაშოები, ნიადაგი, ონკანის წყალი, საკვები. ამერიკელი სპეციალისტების დასკვნა აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე თვიდან სპეციალისტები ყველა ბავშვს გამოიკვლევენ, რომელთა ორგანიზმში ტყვია სხვადასხვა შემცველობით დაფიქსირდა, საუბარია 650 ბავშვზე.
---
03.07.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/483144
“20-21 ივნისს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ დაფარავს, „ფონდი ქართუ“ სრულად ანაზღაურებს”
„20-21 ივნისს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ დაფარავს, „ფონდი ქართუ“ სრულად ანაზღაურებს“, – ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი. „სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს აქცია ვერ დავასრულეთ ისე, რომ მოქალაქეებს, მათ შორის, პოლიციელებს, ასევე, ჟურნალისტებს არ მიეღოთ ჯანმრთელობის ზიანი. დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ზიანი იყო მიყენებული, რამდენიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. საბედნიეროდ, იმ მძიმე პაციენტების დინამიკა, რომლებიც გამორჩეული იყვნენ მდგომარეობის სიმძიმით, დღეს დადებითია. ერთი პაციენტი მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, მეორე პაციენტის მდგომარეობა უკვე კეთილსაიმედოა და დინამიკა ყოველსაათობრივად ხდება დადებითი. რამდენიმე პაციენტი უცხოეთის კლინიკებშია სამკურნალოდ. ამ ხარჯებს, ყველაფერს – მედიკამენტებსა და ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ, ანაზღაურებს ჯანდაცვის სამინისტრო და, ასევე, იმ ხარჯებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო, უბრალოდ, ვერ გასწვდება, „ფონდი ქართუ“ თავიდან ბოლომდე დაფარავს. ასევე, აქ არის კომპენსაციების ნაწილი და ამ წუთას მე ამაზე არ შევჩერდები. რაც ყველაზე მთავარია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კეთილსაიმედოა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
---