მედიამონიტორინგი 03.07.2019
ტელევიზია
03.07.2019
არხი: არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კიდევ 15 სპეცმანქანა შეემატა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით რთულ რელიეფზე გადაადგილება და ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. რეგიონებში სასწრაფოს ავტოპარკის განახლება 2014 წელს დაიწყო და ძველი ავტოტრანსპორტი ახალი სპეცმანქანებით სრულად ჩანაცვლდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6190423
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6190395
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6190365
---
03.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
20 ივნის დაშავებული პაციენტებისგან 3 კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189832
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189807
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6190448
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6190320
---
03.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ლიპარიძეები 10 წლის შვილის ადგილსამყოფელის დადგენას, ბიოლოგიური დედის, მისი ადვოკატისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გაცემას ითხოვენ - ამ მოთხოვნით აქცია ხონის რაიონულ პოლიციასთან გაიმართა. ოჯახის ადვოკატი განმარტავს, რომ მათ სამართალდამცველებს წარუდგინეს ბავშვზე ძალადობის კადრები და შესაბამის რეაგირებას ითხოვენ. არასრულწლოვნის მამის მტკიცებით, ბავშვი დედასთან მძიმე ფსიქოლოგიურ პირობებში იმყოფება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189798
---
03.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
1 თვის ჩვილის უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს ჟანეტ მინდორაშვილი სოციალურ მუშაკებს. კახეთში მცხოვრებმა დედამ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ის სოციალურ მუშაკებთან ერთად განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189785
---
03.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი დღე
შრომის უსაფრთხოება საქართველოში. სამუშაო ადგილას უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა დღესაც საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება. სტატისტიკური ინფორმაციით, წელს, მშენებლობებზე, სამწუხაროდ, 11 ადამიანი გარდაიცვალა. უახლოეს მომავალში, თბილისსში იწყება მშენებლობების შემოწმება სამი უწყებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფების მიერ. მშენებლობის უსაფრთხოებასა და შრომის რეგულაციების თემაზე გადაცემის სტუმარია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189738
---
03.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ზაფხულის მოსვლასთან ერთად, სხვადასხვა დაავადებები აქტიურდება, რასაც პირობითად "ზაფხულის დაავადებები" დავარქვათ. როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ, რჩევებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამმართველოს უფროსი ლევან ბაიდოშვილი გვაძლევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189659
---
02.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
58 წლის ასაკში ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე მარტოობასა და უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა. საჭმელს მეზობლები რიგ-რიგობით აჭმევდნენ, მაგრამ შიმშილზე მეტად ჯანმრთელობა აწუხებდა. ბოლო წლების განმავლობაში არ ჰონდა შუქი, გაზი და წყალი. ზამთარიც გაუსაძლის სიცივეში გაატარა.
http://rustavi2.ge/ka/news/138004
---
02.07.2019
არხი:
გადაცემა:
02.07.2019
არხი:
გადაცემა:
---
02.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 22:00
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით პარლამენტის შენობასთან ააქციის დაშლის დროს დაშავებულ 46 წლის მამაკაცს კარგი დინამიკა აქვს და კლინიკას ის მალე დატოვებს. თუმცა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საავადმყოფოებში მკურნალობას ამ დროისთვის 4 პაციენტი განაგძობს. ჰოსპლიტალ ევექსში ამ დროისთვის მკურნალობას აქციაზე დაშავებული მხოლოდ 2 ადამიანნი გადის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189411
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189354
იმედი- ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6188560
რუსთავი 2-კურიერი 18:00- http://rustavi2.ge/ka/news/137976
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189513
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6188807
---
02.07.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია
მმართველი გუნდი შს მინისტრს მადლობას უხდის. დღეს უკვე განცხადება ჯანდდაცვის ახალმა მინისტრმაც გააკეთა. გუბდში ვართ ერთიანი და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს. განუცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს და თქვა რომ 20 ივნისს გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრიობა დაიცვა. (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189275
---
02.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რა მდგომარეობაა სტომატოლოგიურ კლინიკებში საქართველოში. "რისკ ფაქტორი" იმყოფებოდა საქართველოს ხუთ რეგიონში. ეს რეგიონებია: ბორჯომი, ზესტაფონი, ხაშური და გურჯაანი. შემოწმების შედეგად, რეგიონებში ისეთი რთული მდგომარეობა აღმოჩნა, რომ მისი სოტყვით გადმოცემა შეუძლებელია. გასულ წელს, გურჯაანში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ მხოლოდ 10 სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმდა, რომლიდანაც 9 სწორედ სანიიტარული ნორმების დარღვევეის გამო დაჯარიმდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ანგარიშის მიხედვით აღმოჩნდა, რომ შემოწმებული კლინიკების 54% ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილზე თამარ გაბუნია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187768
---
02.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ნაშუადღევს
სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ფესტივალს გამართავს. ფესტივალში 60-მდე კომპანია მონაწილეობს და დაინტერესებულ პირებს 1000-ზე მეტ ვაკანსიას სთავაზობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187848
---
02.07.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
მარტოხელა ქალი სოციალური დახმარების გარეშე - 65 წლის ციალა ცენტერაძე, რომელიც გომარდულში ცხოვრობს, მეზობლების იმედადაა. დახმარება მას მისთვის გაუგებარი მიზეზით მოუხსნეს. გარდა ფინანსური პრობლემებისა, ქალი სპეციალური საჭიროების მქონეა - იგი უსინათლოა. ერთადერთი შემოსავლის, პენსიის ამარა დარჩენილი ბებოს, უსინათლო ცხოვრება, თანასოფლებლების და ადამიანის მეგობრის გარემოცვაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6189296
---
ინტერნეტი
03.07.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-dakhmarebis-centris-avtoparks-15-specialuri-avtomobili-sheemata/
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 15 სპეციალური ავტომობილი შეემატა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კიდევ 15 სპეციალური მანქანა შეემატა. ეკიპაჟების აღჭურვილობა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და მის პირველ მოადგილე ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად გააცნო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით რთულ რელიეფზე გადაადგილება და ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეციალური მანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად.
---
03.07.2019
30 წლის ქალი სოციალურ მუშაკებს შვილის უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს
კახეთში მცხოვრები 30 წლის ჟანეტ მინდორაშვილი სოციალურ მუშაკებს 1 თვის ჩვილის უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს. ქალს შვილი რადენიმე დღის წინ წაართვეს მანამდე კი ისინი თბილისში თავშესაფარში ცხოვრობდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, ქალმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა თუმცა, დაკითხვის შემდეგ ის შენობიდან ჩუმად გაიყვანეს. მათივე თქმით, ბავშვის უკანონოდ ჩამორთმევით დაინტერესებული დედის ნათესავია, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს და სწორედ ამას უკავშირდება ბავშვის უკანონოდ მიტაცება. "ვერ დავიცავით დედა, რომელსაც არ უნდოდა რომ გაშვილებულიყო მისი შვილი. ჩვენ დღეს პოლიციისგან ვართ მოტყუებული, სოციალური მუშაკებისგან ვართ მოტყუებული და ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება იმ კეთილმოსურნე ნათესავის მიმართ, რატომ არის დღეს დაინტერესებული ეს ადამიანი, რომ შვილად აიყვანოს ჟანეტის შვილი, ეს არის ვალერიან კირვალიძე, რამდენადაც ვიცი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი" - აღნიშნა დედის უფლებადამცველმა ნანა ფილაურმა.
---
03.07.2019
10 წლის ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით ხონის რაიონულ პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს
ხონის რაიონულ პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს. ხონში მცხოვრები ლიპარიძეები მათი ოჯახის წევრის, 10 წლის ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენას და მოზარდის დედის, მისი ადვოკატის და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოითხოვენ. ოჯახის ადვოკატის, ლევან ჭელიძის ინფორმაციით, მათ რამდენიმე საათის წინ პოლიციას განცხადებით მიმართეს, ასევე წარუდგინეს ბავშვზე ძალადობის კადრები და რეაგირება მოითხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამ წუთებში პოლიციასთან ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად ლიპარიძეების მეზობლებიც იმყოფებიან. მათი თქმით, არ დაიშლებიან, ვიდრე პოლიცია შემაკავებელ ორდერს არ გამოწერს და ბავშვს დედისგან არ განარიდებენ. არასრულწლოვნის მამის მტკიცებით, ბავშვი დედასთან მძიმე ფსიქოლოგიურ პირობებში იმყოფება, რის შესახებაც შვილმა მამას ტელეფონით აცნობა.
---
03.07.2019
მაკო გომურის და - მაკოს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც გერმანიაში სხვა კლინიკაში დაიწყებს მკურნალობას
მაკო გომურს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც ის გერმანიაში სხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ 20-21 ივნისს დაშავებული 18 წლის მაკო გომურის დამ ია გომურმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაკო გომური კლინიკაში მოთავსებული არც ყოფილა და გერმანიაში ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა. „ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე საქართველოდან წასულს აღარ ჰქონია. აქაურმა ექიმებმა გააკეთეს ის, რომ მაკოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაკოს გაუკეთდა ოპერაცია. თვალში ჩაუდგეს ფირფიტა, რომელიც ხელს შეუშლის თვალის მთლიანობის დახშობას. იყო საშიშროება, რომ პროთეზი ვეღარ ჩაედგათ და ეს ფირფიტა ამისთვის ჩაუდგეს, რომ საშიშროება განეიტრალებულიყო. მას ახლა აღმოაჩნდა დამატებითი პრობლემა ცხვირის ღრუში, რომელიც გამოვლინდა გამოკვლევების შემდეგ. ეს წარმოქმნილია დარტყმის შედეგად. აღნიშნულ პრობლემაზე დღეს მიაკითხავს სხვა კლინიკას“, - განაცხადა მაკო გომურის დამ ია გომურმა.
---
02.07.2019
ჯანდაცვის მინისტრი 20 ივნისს დაშავებულებისთვის კომპენსაციაზე - ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული
კომპენსაციებთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული. ჩვენ ალბათ, ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 20 ივნისის ღამეს დაშავებულებისთვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულებთან მიმართებაში საკმაოდ დადებითი დინამიკა და კარგი შედეგი დგას. „ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი და მათი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ხუთი პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფება და ისინი ჩვენი და პარტნიორი კლინიკების მხრიდანაც მუდმივი მონიტირინგის ქვეშ არიან. ჩვენ გვაქვს მუდმივი ინფორმაცია ამ პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. რაც შეეხება დავით გრიგორიანს, რომელიც საავადმყოფოში თავში მიყენებული ჭრილობებით მკურნალობს, მინისტრის თქმით, მას აქვს ძალიან კარგი დინამიკა და ისიც გაემგზავრება საზღვარგარეთ სამკურნალოდ. რაც შეეხება მიყენებულ დაზიანებებს, ტიკარაძის განმარტებით, ამას გამოძიება დეტალურ პასუხებს გასცემს.
რადიოთავისუფლება-https://www.radiotavisupleba.ge/a/30033334.html?fbclid=IwAR0CymcEZ31jPlO7be1Lpl55eSz9bGA9pGFxsyKNIZ1RFwvhR5m7itNqwbE
მედიაცენტრი მთავარი-
---
02.07.2019
ეკატერინე ტიკარაძე - 20 ივნისის აქციაზე დაშავებულ 46 წლის მამაკაცს კარგი დინამიკა აქვს და კლინიკას მალე დატოვებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულ 46 წლის მამაკაცს ძალიან კარგი დინამიკა აქვს და კლინიკას მალე დატოვებს, თუმცა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება. ტიკარაძის ცნობით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას მხოლოდ ოთხი პაციენტი განაგრძობს, რომელთა მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. „ხუთი პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფება, რომლებიც ჩვენი და პარტნიორი კლინიკების მხრიდან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან. ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. რაც შეეხება 46 წლის მამაკაცს, ტყვიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამ საკითხზე პასუხს გამოძიება გაგცემთ”, – აცხადებს ტიკარაძე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კომპენსაციებთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ არის. „ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული. ალბათ, ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=102621
ფრანთნიუს.ჯი- http://frontnews.eu/news/ge/52249
ნიუს.ჯი- https://news.ge/2019/07/02/jandacvis-ministris-gancxadebit/
---
02.07.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=86354
ჯანდაცვის მინისტრი - გუნდში გახარიას მიმართ კითხვები არ გვაქვს
გუნდში ვართ ერთიანი და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრიობა დაიცვა. „მინდა ვიყოთ კორექტულები და გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და გიორგი გახარიას ვალდებულება ამ შემთხვევაში იყო სახელმწიფოებრიობის დაცვა, რაც მან შეასრულა. ჩვენ გუნდში ვართ ერთიანი და გიორგის მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს”,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/554416-jandacvis-axali-ministri-gundshi-vart-ertiani-da-giorgi-gaxarias-mimart-aranairi-kitxvebi-ar-gvakvs/
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=102618
კვირა.ჯი- http://kvira.ge/482855
---
02.07.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/554398-jandacvis-axali-ministri-parlamentshi-imqopeba/
ჯანდაცვის ახალი მინისტრი პარლამენტში იმყოფება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში იმყოფება. ის ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის კაბინეტში იმყოფება. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
---
02.07.2019
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში წითელათი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა
ქვეყანაში წითელათი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო თვეა, წითელას გავრცელების კუთხით არსებული ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა. კერძოდ, გამყრელიძის განცხადებით, თუ მაისში ყოველდღიურად, საშუალოდ წითელათი დაინფიცირების 15-20 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ დიაგნოზს დღეში საშუალოდ 3-6 პაციენტს უსვამენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვითარების გაუმჯობესებას ვაქცინაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ დამატებითი აცრა 150 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა. თუმცა, მისივე თქმით, მიზნობრივი მაჩვენებლით, ეს მონაცემები 250 ათასამდე უნდა ავიდეს, რათა წითელას გავრცელება კიდევ უფრო შემცირდეს. ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი 20-დან 40-წლამდე ასაკის პირებს, რომლებმაც დაზუსტებით არ იციან, აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ვაქცინაცია ჩაიტარონ.
---
02.07.2019
ამირან გამყრელიძე - ბავშვების ორგანიზმში ტყვიის სავარაუდო წყაროები საყოფაცხოვრებო ნივთები, სამონადირეო საგნები და ნიადაგია
„ორგანიზმში ტყვიის შემცველობის სავარაუდო წყაროებს შორის საყოფაცხოვრებო ნივთები, ნიადაგი, ასევე სანადირო იარაღი და ტყვიებია“, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის თქმით, მსგავსი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა იმ 16 ბავშვის ოჯახების შემოწმება, რომელთა სისხლშიც კვლევის შედეგად, ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. საუბარია „იუნისეფთან“ ერთად ჩატარებულ, რამდენიმეთვიან კვლევაზე, რომლის მიზანიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა იყო. გამოკვლეული 1578 ბავშვიდან 650 მათგანს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოაჩნდა. მათგან 16-ს კი, ორგანიზმში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. საუბარია აჭარაში, გურიაში, იმერეთში, გორსა და თბილისში მცხოვრებ ოჯახებზე. ოჯახების შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ტყვია ორგანიზმში შესაძლოა, მოხვედრილიყო სამონადირეო საგნებიდან – იარაღი და ტყვია, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებიდან და ნიადაგიდან. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წყაროების უფრო ზუსტი იდენტიფიცირების მიზნით, დღეიდან კვლევის პროცესში ორი ამერიკელი სპეციალისტი ჩაერთო. ისინი აღნიშნულ 16 ოჯახში არსებულ სიტუაციას სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლიან. შესწავლის ობიექტები იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები, საღებავები, სათამაშოები, ნიადაგი, ონკანის წყალი, საკვები. ამერიკელი სპეციალისტების დასკვნა აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე თვიდან სპეციალისტები ყველა ბავშვს გამოიკვლევენ, რომელთა ორგანიზმში ტყვია სხვადასხვა შემცველობით დაფიქსირდა, საუბარია 650 ბავშვზე.
---
02.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/377487/
მავთულხლართზე დასერილი ხელები – როგორ იპარებიან აბიტურიენტები გალიდან
---
02.07.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/15484-%E2%80%9Ekaxeti-ionis%E2%80%9C-organizebit-prang-da-qartvel-medikosta%20-me-8-konperenzia-gaimarta
„კახეთი-იონის“ ორგანიზებით ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია გაიმართა
„ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ორგანიზებით, 2019 წლის 29 ივნისს, ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები იყო. კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ამირან გამყრელიძე; სსიპ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ირმა ხონელიძე; ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებატა დოქტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი; უფროსი ექიმი მარინა ჯანჯღავა; პროფესორი ნანა ქირია; ექიმი ინგა ქინქლაძე. ასევე, საფრანგეთის პარიზის კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის პროფესორი დიმინიკ სალმონი, საფრანგეთის პარიზის კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის ექიმი ფილიპ მორანი და საფრანგეთის ესპას სანტე ბლუას ექიმი აჰმად ჯიბავი. „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია
---
02.07.2019
"ისეთი საშინელება ხდება სახლში აირწინაღებით ვმუშაობთ" - თბილისში, ყოფილი ჟურნალისტი უკიდურეს სიღატაკეში, შიმშილით დაიღუპა
ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე უკიდურეს სიღატაკეში, შიმშილით დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი ავცელებს: „ბოდიშს ვიხდი, ძალიან მძიმე ამბავია! გუშინ ნაპოვნი ნანა დეიდას გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დილას გარდაიცვალა. ქალი რამდენიმე წელი იწვა გაუნძრევლად, პასპორტის და ყველანაირი საბუთის გარეშე და ავადმყოფობით და შიმშილით გარდაიცვალა გესმით? შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა! სპეციალური სამსახურის გამოძახება დაგვჭირდა რომ უბრალოდ მაცივარში ჩავასვენოთ. აირწინაღებით ვმუშაობთ სახლში, ისეთი საშინელება ხდება. ერთ დროს ცნობილი, გაზეთი "თბილისი"-ს ჟურნალისტი, ქალაქში ცნობილი ლამაზი ქალი - ნანა ნადირაძე რამდენიმე წელი უშუქოდ, უწყლოდ და ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა. ნანა დეიდას დავკრძალავთ ისე, როგორც მას შეეფერებოდა, გავუკეთებთ ყველაფერს, თუკი რამეღაა შესაძლებელი, მაგრამ გული მერევა იმ ქვეყანაზე, სადაც ადამიანი შიმშილით კვდება ნაგავში. გული მერევა ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ ამ ქალის სიკვდილს. გული მერევა ყველაზე ვინც პრემიებით სკდება და მის ქალაქში უპატრონობით კვდება ახალგაზრდა ქალი. ეხლა ნანა დეიდას პროზექტურაში გადავასვენებთ, პანაშვიდსაც გადავუხდით და ღირსეულადაც გავასვენებთ მისი სახლიდან. დაკრძალვა იქნება ზეგ, ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვართ ბიჭები, ნანა დეიდას ჭირისუფლები. მოსვლა თუ გინდათ ვინმეს, ტელეფონზე დამირეკეთ, ინფოში მიწერია. ბოდიში, მეტი აღარაფერი შეგვიძლია.“- წერს აკა შინჯიკაშვილი. მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალზე სინჯიკაშვილმა ინფორმაცია პირველად გუშინ გაავრცელა: „ქალი ვიპოვეთ ოქროს უბანში. ასე წევს ასე ნაგვის კუთხეში და ვერ დგება. ვერ ჭამს საჭმელს, რაღაცა სჭირს და მოძრაობა თითქმის არ შეუძლია. ერთი წელია შუქი და წყალი არ აქვს. ძალიან სასწრაფოდ სჭირდება ექიმი და მკურნალობა, თორემ მართლა რამდენიმე დღეც შეიძლება ვერ იცოცხლოს, კი ხედავთ ფოტოზე, რა პირობებშია , რაც შეიძლება სწრაფად მივხედავთ და როგორც შეძლებთ, მოგვეხმარეთ რა, ესე ადამიანს როგორ ვუყუროთ , სასწრაფოდ კარგი ექიმი გვინდა და კლინიკაშია გადასაყვანი, აქ გაჩერება მართლა შეუძლებელია.“- წერდა სინჯიკაშვილი.
---
02.07.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=102587
გავერთიანდეთ 11 წლის ლუკას დასახმარებლად
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 11 წლის ლუკა კუკავას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლუკას პერიტონეული დიალიზი და თირკმლის ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა. მას საზღვარგარეთ თირკმლის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. მკურნალობა დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშზე: საქართველოს ბანკი - GE92BG0000000161440328. მიმღები: ავთანდილ კუკავა.
---
ბეჭდვითი მედია
03.07.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვა არ გვაქვს" - ჯანდაცვის ახალი მინისტრი
გუნდში ვართ ერთიანი და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრიობა დაიცვა. „მინდა ვიყოთ კორექტულები და გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და გიორგი გახარიას ვალდებულება ამ შემთხვევაში იყო სახელმწიფოებრიობის დაცვა, რაც მან შეასრულა. ჩვენ გუნდში ვართ ერთიანი და გიორგის მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს”,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
---