მედიამონიტორინგი 02.07.2019
ტელევიზია
02.07.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
კახეთში საპილოტე პროგრამა იწყება, რომელიც მიზნად ისახავს სამი გავრცელებული დაავადების: ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პრევენციას და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187301
---
02.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
20 ივნის დაშავებულთაგან ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობას 4 პაციენტი განაგრძობა. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის მუდმივ მოინიტორინგს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187224
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187697
---
02.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
20 ივნისის ღამეს დაჭრილი დავით გრიგორიანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა - რეგიონულ ჰოსპიტალში კიდევ ორი პაციენტი რჩება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187138
---
02.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ერთი მოშიმშილე გახდა შეუძლოდ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე. მინდია ადაძეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჯერ ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ახლა მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება და პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შეკვეთილში შიმშილობას 2 ადამიანი განაგრძობს. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან, აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და გახარიას გადადგომას ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187141
---
02.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
შიმშილობის 10-ე დღე და ერთადერთი მოთხოვნა - გადადგეს გიორგი გახარია. შიმშილობას ამ დროისათვის 3 მოქალაქე აგრძელებს პარლამენტთან. ერთ-ერთი მოშიმშილე აქტივისტი კი რომელსაც შიმშილობის გამო გუშინ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ექიმის განცხადებით, გიგა ლემონჯავას მდგომარეობა სტაბილურია. მას სავარაუდოდ დღეს გაწერენ სამედიცინო დაწესებულებიდან, რის შემდეგაც ის კვლავ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაბრუნებას გეგმავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187140
---
02.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
მარნეულში დაშავებული 3 წლის ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას ჭრილობა გუილმკერდის არეში მაკრატლით აქვს მიკყენებული. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი მაკრატლით თამაშობდა, რა დროსაც წაიქცა. დედის განცხადებით, მისთვის უცნობია ზუსტად რა მოხდა. ფაქტს შსს იძიებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187278
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187606
---
02.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
საქართველოს სოფლებს პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობა სოფლის ექიმის პროგრამით მიეწოდება. ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 26 მლნ ლარია გამოყოფილი. ამჟამად სოფლის ექიმის პროგრამაში 1292 ექიმი და 1545 ექთანია ჩართული, რაც ხშირად ეფექტური სამედიცინო დახმარების გასაწევად საკმარისი არ გახლავთ. მაღალმთიან სოფლებში ექიმის კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრის მოძიებაც რთულია და ამიტომ ექთნებს ექიმის ფუნქციის შეთავსებაც უწევთ. სწორედ ასეთ პრობლემაზეა საუბარი იმედის დილის რუბრიკაში, რომელიც ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში არსებობს. იქ მხოლოდ ერთი ექიმი და ერთი ექთანია დასაქმებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187457
---
02.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
5 ივლისს ექსპო ჯორჯიაში 60-მდე კომპანია 100-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს ახალგაზრდებს. სამუშაო ადგილი სადაზღვევო, საბანკო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირების გავლის საშუალებაც ექნებათ. თემაზე სასაუბროდ გადაცემაში სტუმრად იმყოფება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6187083
---
01.07.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
"სახელმწიფომ უნდა გამოყოს მედიკამენტები, რაზეც აქვს ინტერესი რომ ფასები დაიწიოს" - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მედიკამენტებზე მოსახლეოპბის დანახარჯების შემცირების მიზნით მთავრობას კონკრეტული ინიციატივა აქვს. კერძოდ ისინი ამ მიმართულებთ დაფინანსების გაზრდას გეგმავენ. ფარმაცევტრული კომპანიების სასოციციაციაში მიაჩნიათ, რომ ეს ინციატივა აკრგია, თუმცა სახელმწიფომ უნდა გამოყოს ის პრეპარატები,რ აზეც ინტერესი აქვს, რომ ფასები დასწიოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186931
---
01.07.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
დღეიდან სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლი გამკაცრდა. შრომის ინსპექტორებთან ერთად მონიტორინგში აქტიურად ერთვება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური. როგორც უწყებაში განაცხადეს, დღეიდან ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მშენებლობებზე ორმაგ კონტროლს განახორციელებენ. მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოებჰას ინტეგრირებული ჯგუფები შეამოწმებენ, რომლებიც დაკომპლექტებული იქნებიან სამი ყუწყების წარმოამდგენლეისგან, ეესენია ადგილორბივი მუნიციპალიტეტეები, შრომის ინსპექცია და ეკონომიკის სამინსიტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186929
---
01.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
კოემნტარი გააკეთა 20 ივნისის ღამით დაშავებულმა დემეტრე ნაყოფიამ. შეგახსენებთ, რომა ქციის დაშლისას მას თავი და თვალი დაუზიანდა,. თუმცა ექიმებმა მისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186695
---
01.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
20 ივნისის ღამეს თავში მძიმედ დაჭრილი დემონსტრანტის პალატა ამ დრომდე ხელისუფლების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის მოქცეული. დავით გრიგორიანის ოჯახს აუკრძალეს მედიასთან ურთიერთობა. პაციენტის მნახველები კი მკაცრად კონტროლდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186801
---
01.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
"სროლის შემდეგ, ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად!" - აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს მხედველობა არ აღუდგება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186504
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186108
---
01.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქეები მოინახულა. არჩილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში მივიდა, დაშავებულ მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმებისგან ინფორმაცია მოისმინა. „ევექსის“ დირექტორის განცხადებით, პაციენტი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა უკვე პალატაშია გადაყვანილი. რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, მათი მკურნალობის პროცესიც დადებითად მიმდინარეობს. მძიმედ დაშავებული პაციენტის შესახებ კომენტარი გაკეთდა ალადაშვილის კლინიკაშიც, სადაც ის თავდაპირველად შეიყვანეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186332
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186048
---
01.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
10 წლის ბავშვი პოლიციამ და სოციალურმა მუშაკებმა მამის სახლიდან იძულებით წაიყვანეს. მამა შვილის ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ცდილობს, ფიქრობს, რომ მას საფრთხე ემუქრება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186779
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186027
---
01.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
"ჩემი შვილისთვის ხელი არასოდეს დამიკარებია" - მარნეულში, 2 წლის ბავშვი მუცლის არეში მაკრატლით დაიჭრა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6186621
---
01.07.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
ბათუმში მრავალსულიან დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ. იძლებით გადაადგილებულ პირებს ბინების გასაღებები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გადასცა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6185306
---
ინტერნეტი
02.07.2019
გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობას ვიღებ ახალ ჯანდაცვის მინისტრის საქმიანობაზე, პირად პასუხისმგებლობას კი ვერ ავიღებ“ - დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე
ცოტა ხნის წინ დავით სერგეენკო ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა. საკადრო ცვლილების რეალური მიზეზები , ფაქტობრივად, არ დასახელებულა, თუმცა რამდენიმე პრობლემა მაინც გაჟღერდა, მათ შორის სოციალური მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსების თემა. რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჯანდაცვის სფერო? საყოველთაო ჯანდაცვის, მედიკამენტების დაფინანსების, დაავადებათა პრევენციის და სოციალური მომსახურების კუთხით რა ცვლილებებია საჭირო — ამ თემაზე „კომერსანტი“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა. — ბატონო დიმიტრი, ჯანდაცვის მინისტრების ცვლილების დროს ერთ-ერთ მიზეზად, არაოფიციალურად, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტებზე ხელმიუწვდომობა დასახელდა. ამისთვის 2017 წელს სპეციალური პროგრამაც შეიქმნა, რომელიც არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო. 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის შესაძლებლობას. რატომ ვერ იმუშავა პროგრამამ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ მედიკამენტების სიძვირეზე საუბრობს, მაშინ როდესაც ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი? — ვერ ვიტყოდი, რომ ამ პროგრამამ არ იმუშავა. რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პროგრამა და ის ეტაპობრივად მოქმედების არეალს გააფართოვებს. ყველაფრის ერთიანად მოცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ უნდა გაიზარდოს და იზრდება მედიკამენტებით უზრუნველყოფა. მოსახლეობის რაღაც ნაწილი ღებულობს ამ მედიკამენტებს, მაგრამ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ამ პროგრამით უნდა ისარგებლოს უფრო მეტმა. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 330 მილიონი იყო და დღეს უკვე მილიარდს აჭარბებს, თუმცა რა თქმა უნდა სრული მოცვისათვის გაორმაგებული ბიუჯეტიც არ იქნებოდა ურიგო. რაც შეეხება პროგრამის კრიტიკას, ეს ყოველთვის შეიძლება, კრიტიკის ზოგიერთი ნაწილიც მისაღებია, მაგრამ მხოლოდ ამით საქმე არ კეთდება. ჯანდაცვის ექსპერტებს თუ შეუძლიათ რეკომენდაციების მოწოდება ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ შემფასებლების როლში ნუ იქნებიან. — 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ფინანსდება 754.0 მლნ ლარით- რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა და რამდენად ადეკვატურად იხარჯება ეს თანხები? ამასთან პრემიერმაც განაცხადა, რომ მაინც მაღალია მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაში საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხა. რატომ არ არის გათვალისწინებული პრევენციული მკურნალობა, როცა მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით ვითარდება? — საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ ერთი სიტყვით შეფასება - „ვარგა“ ან „არ ვარგა“ და „ჩავარდა“ ან „არ ჩავარდა“ - არასწორია. პრევენცია და პრევენციული მკურნალობა უნდა იყოს მეტად აქტიური, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ამ კუთხით რეალური ნაბიჯებიც იდგმება, მაგრამ რეფორმას აქვს თავისი მიმდინარეობა და საფეხურები. ის, რომ თანხები ეფექტურად არ იხარჯება, ამაში ვერ დაგეთანხმებით იმიტომ, რომ ჯანდაცვამ მთლიანი შიდა პროდუქტის დაბალი მაჩვენებლით მოახერხა ის, რომ ქვეყანაში სამედიცინო სერვისები არის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჯანდაცვა ეს არის სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი დარგი და ჩვენ ამას არ უნდა ჩამოვრჩეთ, მაგრამ მას სჭირდება ფიანანსური რესურსებიც. გათვალისწინებულია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი უნდა გააქტიურდეს, დიპლომის შემდგომი განათლების რეფორმირებაზეც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და რეალური ნაბიჯები მალე გადაიდგმება , ასევე სამედიცინო დოკუმენტების წარმოებისა და რეცეპტების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა უკვე დაწყებულია და ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა სწორად იმართებოდეს. — ზუსტი სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველწლიურად იზრდება ამ ავადმყოფების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთში მიდიან სამკურნალოდ, ძირითადად მიზეზად არასწორ მკურნალობას ასახელებენ, რატომ ვერ ხერხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება, ვგულისხმობთ ექიმების კვალიფიკაციას, აპარატურას და ა.შ? ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოში ექიმთა კვალიფიკაცია არის დაბალი, არსებობს საექიმო შეცდომები და არსებობენ პაციენტები, რომლებიც არჩევენ საზღვარგარეთ მკურნალობას, ასევე არსებობს სერვისები, რომლებიც ჩვენთან ამ ეტაპზე ვერ ხორციელდება, მაგრამ ეს არ არის დიდი ჩამონათვალი. თუმცა ის, რომ ზოგჯერ არის ცდომა დიაგნოზში და ექიმის შეცდომებს აქვს ადგილი, ეს ნამდვილად არის ჩვენთან, ისევე როგორც სხვაგან. სამედიცინო შეცდომების მზარდი დინამიკა მსოფლიოშიც შეინიშნება, ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც. რამ განაპირობა შეცდომების ზრდა ყველგან? თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა მეტი ქირურგიული თუ არაქირურგიული ჩარევების საშუალებას, გაიზარდა სამედიცინო ჩარევების რიცხვი. ადრე თუ მედიცინა იყო ნაკლებად ეფექტური, მაგრამ ნაკლებად სახიფათო, დღეს მედიცინაში შეუძლებელიც კი შესაძლებელი გახდა, მაგრამ ამ ფონზე იზრდება სამედიცინო შეცდომებიც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიცინა არ ვითარდება. პირიქით, სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი დარგი განაპირობებს ზოგჯერ შეცდომების ზრდასაც. — ხომ არ არის პაციენტების მხრიდან ნდობის პრობლემა ქართული მედიცინისა და მედიცინის მუშაკების მიმართ? მაშ რითი ახსნით უცხოეთში სამკურნალოდ წასულ პაციენტთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდას? აშკარაა, ავადმყოფები კვალიფიციურ მომსახურებას ეძებენ, რასაც აქ ვერ იღებენ და ამაზე ხშირად უცხოელი ექიმებიც საუბრობენ. ზოგჯერ ზედმეტად ხდება ექიმების დისკრედიტირება და საექიმო შეცდომის განაჩენი გამოდის იქვე, თითქოს პაციენტი მოკლა ექიმმა. მე ვფიქრობ, რომ არსებობს შეცდომები და გადაცდომები, ამისთვის კი ფუნქციონირებს რეგულირების სააგენტო. გვქონდა ფაქტები, როდესაც ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი დადგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მედიცინა არის წარუმატებელი. როცა პაციენტი მიდის საზღვარგარეთ, ის უპირატესობას ანიჭებს საკუთარ არჩევანს. თუმცა აქ უამისობაც არ არის, რომ ზოგიერთი სამედიცინო სერვისის განხორციელება საზღვარგარეთ უკეთ ხდება, მაგრამ ადრე თუ უფრო ხშირად იყო საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა, დღეს ასე არ არის. ინსტრუმენტული ჩარევების რაოდენობის გაზრდა განაპირობა ახალმა ტექნოლოგიებმა, ანუ უფრო ახალი და ახალი შემოთავაზებები მოდის მედიცინაში, ამიტომ სამედიცინო ტურიზმიც მედიცინასთან ერთად კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი გახდა. რეგიონში ერთერთი საუკეთესო მიმწოდებელია საქართველო სამედიცინო სერვისების კუთხით, თუმცა ჩვენ უნდა გვქონდეს პრეტენზია რომ კიდევ უფრო მეტი გვინდა და ხარისხი უნდა ავწიოთ. — 2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურები ვერ აკონტროლებენ სამედიცინო დაწესებულებებს? — ვფიქრობ, ინფექციების პრევენცია და მისი მართვის მექანიზმები უფრო ეფექტური უნდა იყოს, რამეთუ ხარისხობრივი მაჩვენებლის გაზრდაზე და ხარჯთეფექტურობაზეც ვერ ვისაუბრებთ, თუკი ეს სეგმენტი დარჩა პრობლემური. სისტემა არის ძალიან რთული, პრობლემები რომ ჩნდება მას უნდა მოგვარება და თუ საკანონმდებლო ცვლილება იქნა საჭირო არც ამაზე დავხუჭავთ თვალს. მაგრამ ის, რომ სადღაც რაღაც პრობლემა ჩნდება და ამის გამო სისტემა არ ვარგა, ამაზე ნუ ვისაუბრებთ. კლინიკებზე შეტყობინების ვალდებულებაც კი არ არსებობდა, ანუ ასეთი ობიექტები ჩნდებოდა და სისტემა მას ვერ ხედავდა. ახლა მუშაობს ავტომატური შეტყობინების მექანიზმი - კლინიკა ვერ გაიხსნება ისე, თუ მან არ გააკეთა შეტყობინება და მისი არსებობა არ იქნა ფიქსირებული. ეს საკითხი განხილული იყო საბიუჯეტი-საფინანსო კომიტეტში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჯანდაცვის კომიტეტში უნდა განვიხილოთ ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად. — სოციალური მომსახურება რომ დღემდე პრობლემაა, აშკარად ჩანს იმ საპროტესტო აქციებიდანაც, რომელიც ცოტა ხნის წინ იმართებოდა, არადა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსახურია, ამ შვიდი წლის მანძილზე რატომ ვერ მოხერხდა სოციალური მომსახურების საკითხის ეფექტიანი სტრუქტურული ჩამოყალიბება? — სანამ ქვეყანაში იქნება საჭიროება იმის, რომ სოციალურად დაუცველთა პროგრამა არსებობდეს, მანამდე პრობლემები ამ კუთხით იქნება. სისტემა, რომელიც მაღალი სიზუსტით და 100 პროცენტში ხედავს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მიღმა არ რჩება არცერთი მოქალაქე, ასეთი სისტემა არსად არ ფუნქციონირებს. ამ მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტებში გადავიატნოთ საკითხი და ადგილზე რწმუნებული, მერი თუ შესაბამისი სამსახური ხედავდეს ყველა ოჯახს და მათ ჰქონდეთ ცდომილების გადაფარვის საშუალება. — რას ურჩევდით ჯანდაცვის ახალ მინისტრს, თქვენი აზრით , რა მიმართულებების განვითარებაზე უნდა გააკეთოს მან აქცენტი ? — აქამდე გაკეთებული უნდა შევინარჩუნოთ და რაც ხარვეზები არსებობს უნდა აღმოიფხვრას. ეკატერინე ტიკარაძეს აქვს გამოცდილება, ის არის ჯანდაცვის მართვის სპეციალისტი. რატომღაც გაჟღერდა მოსაზრება , თითქოს მას არავინ იცნობს. მე ვარ კონკრეტული ადამიანი, რომელიც მას პირადად იცნობს. მის საქმიანობას კი შევაფასებ სახელმწიფო მოღვაწის რანგში და ამას დრო დასჭირდება. გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე მე პასუხისმგებლობას ვიღებ მის საქმიანობაზე, პირად პასუხისმგებლობას კი ვერ ავიღებ, რადგან ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის გუნდის გადაწყვეტილება.
---
01.07.2019
ავთანდილ თალაკვაძე - აქვს თუ არა დავით გრიგორიანს ტყვია მიბჯენით ნასროლი, ამაზე ჩემი კომენტარი უპასუხისმგებლო იქნება
აქვს თუ არა დავით გრიგორიანს ტყვია მიბჯენით ნასროლი, ამაზე ჩემი კომენტარი უპასუხისმგებლო იქნება, - ასე უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ექსპერტიზამ უნდა დააზუსტოს, საერთოდ იყო თუ არა გრიგორიანის დაზიანებები ტყვიის ბრალი. „ამ ნაწილთან დაკავშირებით, გამოძიებისა და ექსპერტიზის გარეშე ნებისმიერი რამის თქმა არის უპასუხისმგებლო განცხადება. შესაბამისად, ეს უკვე არის გამოძიებისა და ექსპერტიზის ნაწილი. სწორედ გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს, რა მანძილიდან მოხდა გასროლა, ან საერთოდ მოხდა თუ არა გასროლა, ან ხომ არ არის დაზიანებები რაიმე ბლაგვის საგნისგან და ა.შ. შესაბამისად, ამ ყველაფრის პროგნოზირება წინასწარ გამორიცხულია. ამ ეტაპზე რამის დადასტურება ჩემს სფეროს სცილდება, ეს არის გამოძიებისა და ექსპერტიზის ნაწილი“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გრიგორიანთან მისი ოჯახის წევრების შეშვება არ ხდება. „ეს არის გამორიცხული. მისი ოჯახის წევრები გუშინაც იყვნენ პალატაში, ესაუბრნენ დაშავებულს, დღესაც მივლენ. ოჯახის წევრებთან არანაირი სახის შეზღუდვა არ ყოფილა და არ იქნება. სრული კავშირი აქვს ოჯახს პაციენტთან. რაც შეეხება ოჯახისა და მედიის ურთიერთობას - ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მედიასთან. ეს მათი პოზიციაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ მათ გადაწყვეტილებაში, ისევ როგორც ჩვენ არ გვაქვს უფლება გავცეთ იმაზე მეტი ინფორმაცია, რისი უფლებაც კანონით გვაქვს. ჩვენს მიერ იყო შეთავაზებული, რომ თუ კომუნიკაციას დააპირებდნენ, ეთქვათ ის, რაც რეალობა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომუნიკაცია არ იყო, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ რეგიონულ ჰოსპიტალში 20 ივნისის აქციის დროს დაშავებული, დავით გრიგორიანი რჩება. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიგორიანს ჭრილობა დამიზნებით, ახლო მანძილიდან აქვს მიყენებული.
---
01.07.2019
ავთანდილ თალაკვაძე სიცრუეს უწოდებს, რომ აქციაზე მძიმედ დაშავებული დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის შესახებ ექიმებს ზუსტი ინფორმაციის გაცემა აეკრძალათ
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მას განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ ჰყავს აყვანილი 21 ივნისს თავის არეში დაჭრილი დავით გრიგორიანი. როგორც თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომ გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს ზუსტი ინფორმაციის გაცემა ეკრძალებათ. „არამარტო აღნიშნული პაციენტი, არამედ ყველა პაციენტი, რომელიც მოთავსებული იყო და არის კლინიკაში, ყოველთვის მყავს მონიტორინგზე აყვანილი და მუდმივად ვაკონტროლებ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. შესაბამისად, ის, რომ მე მხოლოდ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკონტროლებ, არის სიცრუე. ასევე სიცრუეა ისიც, თითქოსდა გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და გუშინ დღის მეორე ნახევრიდან მოხდა მისი აპარატურიდან მოხსნა. პაციენტი კონტაქტურია, დღეს კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტი მოვინახულე და მათ შორის გრიგორიანიც. პირადადაც ვესაუბრე - საკმაოდ დადებითი და კარგი დინამიკა აქვს, თავისუფლად შემოდის კონტაქტში“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. მან ასევე დაადასტურა, რომ დღეს პაციენტები მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი ვიდეო-კადრებიც გავრცელდება. შეგახსენებთ, დავით გრიგორიანი ერთ-ერთია, რომელიც 20-21 ივნისს აქციაზე დაშავდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
---
01.07.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/2019/07/01/sasikvdilod-dajrili-aqciis/
სასიკვდილოდ დაჭრილი აქციის მონაწილე – ხატია დეკანოიძე დავით გრიგორიანისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
ესროლეს თუ არა სპეცრაზმელებმა სასიკვდილო ტყვია დავით გრიგორიანს თავში მიბჯენით – ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს დეკანოიძე ამბობს, რომ სისხლიანი დარბევიდან მეთორმეტე დღესაც უცნობია, ესროლეს თუ არა სპეცრაზმელებმა სასიკვდილო ტყვია დავით გრიგორიანს თავში მიბჯენით. მისი მდგომარეობა ურთულესია, გრიგორიანს თავის ქალა აქვს ჩამსხვრეული. რეზინის სასიკვდილო ტყვია კი სავარაუდოდ მას სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე ამოუღეს, კვალის დაფარვის მიზნით. „ექსპერტიზის ჩატარება არის აუცილებელი რეალურად, ვინაიდან, როდესაც ის თავის ქალის ტრავმით გადაიყვანეს ალადაშვილის კლინიკაში, მათ შორის, ფორმა 100-ში არის მითითებული, რომ არის ნაფლეთოვანი ჭრილობა, ტრეპანაციის შემდეგ და რეალურად, ექიმებიც ზუსტად ამას ამბობენ, რომ ასეთი ჭრილობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მიჯრით არის ნასროლი. ამიტომ, რეალურად ექსპერტიზა არათუ მიზანშეწონილია, არამედ აუცილებელია, პირველი, იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ისროლეს, რა მანძილიდან იყო და რეალურად ის კვალი, რომელიც აქვს ნასროლს, შენარჩუნებული იქნება და რომ დავადასტუროთ მართლა მიჯრით არის თუ არა ნასროლი და დიდი ვარაუდით და ალბათობით, მიჯრით არის,“ – აცხადებს დეკანოიძე. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გრიგორიანისჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მალავდნენ და
ამას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა. „მეორე, რატომ მალავენ ინფორმაციას და რატომ აქამდე არ ჩაუტარდა ექსპერტიზა და სხვათა შორის, კიდევ ტყუილებს ამბობენ, რომ ეს ადამიანი გაუმჯობესებისკენ წავიდა, რაც არ არის მართალი. ამ ადამიანთან, რეანიმაციის განყოფილებასთან იმიტომ, რომ ინფორმაცია არ გასულიყო, იდგა თალაკვაძის ძმა, მთელი 11 დღის მანძილზე. მესამე, განვსაზღვროთ დავადასტუროთ ექსპერტიზა, ვინ ესროლა, როგორ ესროლა და დაისაჯონ ასევე რიგითი შემსრულებლები, აღარ მაქვს საუბარი სისხლის სამართლის დამნაშავე გახარიაზე,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
---
01.07.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/saxelmwifom-unda-gamoyos-medikamentebi-razec-aqvs-interesi-rom-fasebi-dawios/36269/
„სახელმწიფომ უნდა გამოყოს მედიკამენტები, რაზეც აქვს ინტერესი, რომ ფასები დაწიოს“
ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტზე წარდგენისას განაცხადა, რომ ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება სამინისტროსთვის პრიორიტეტი იქნება, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელის ირინა ჭელიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა იგულისხმა ახალმა მინისტრმა ბაზრის მოწესრიგებაში, თუმცა სექტორმა უკვე მიმართა ჯანდაცვის უწყებას მის ხელმძღვანელთან შეხვედრის თხოვნით, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა ჯერ ვერ შედგა. „ალბათ განგვიმარტავს, რა ჰქონდა მხედველობაში“, - აცხადებს BM.GE-ისთან ირინა ჭელიძე. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯების შემცირების კუთხით მთავრობას აქვს კონკრეტული ინიციატივა, კერძოდ, ისინი გაზრდიან დაფინანსებას, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა სახელმწიფომ უნდა გამოყოს ის პრეპარატები, რაზეც ინტერესი აქვს, რომ ფასები დაწიოს. „ალბათ უმჯობესია ასოციაციაში ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ჩვენი ინიციატივით შევიდეთ, რათა გამოყოს სახელმწიფომ ის პრეპარატები, რამდენიმე დასახელების მედიკამენტი, ათეული იქნება თუ ასეული, რაზეც ინტერსი აქვთ, რომ დაიწიოს ფასებმა. თანადაფინანსებას მე ვუყურებ დადებითად. ეს რეალურია, რომ გაკეთდეს, მაგრამ თუ ფიქსირების კუთხით წავიდა სახელმწიფო ეს უარეს შედეგს გამოიღებს“, - აცხადებს ირინა ჭელიძე. რაც შეეხება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, კითხვაზე - როგორ აფასებს ინდუსტრია ამ პროგრამის ეფექტიანობას, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ის ამ პროგრამაში ხარვეზს ხედავს. „ვისაც ეს პროგრამა ეხებოდა, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ინტენსიურად უნდა ყოფილიყო გაშუქებული ტელევიზიით, პენსიონრებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია პენსიის აღებისას ბუკლეტების საშუალებით და ა.შ. ბევრმა დღესაც არ იცის ამ პროგრამის შესახებ, ვისაც ეხება“, - აცხადებს ირინა ჭელიძე. შეგახსენებთ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს 10 მილიონი გამოყო, წელს კი უფასო მედიკამენტების პროგრამისთვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებს 41 დასახელების მედიკამენტით სარგებლობა შეუძლიათ. ის, რომ პროგრამის მონაწილეთა ჩართულობა დაბალი იყო, ამას ჯანდაცვის უწყებაც აღიარებს, თუმცა მათი განმარტებით, ჩართულობის ტემპი ეტაპობრივად იზრდება და თუ ყოველთვიურად პროგრამაში მხოლოდ 800 პაციენტი ერთვებოდა, სამინისტროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 4100 ბენეფიცირამდეა გაზრდილი.
---
01.07.2019
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ, ხმაური იყო
დილიდან ხმაური იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ხატია დეკანოიძე და გიორგი ბოტკოველი მივიდნენ. მათ დღის წესრიგში მუნიციპალიტეტისთვის რეანიმობილის შეძენის საკითხის ჩასმა მოითხოვეს. აღნიშნულს კამათი მოჰყვა, რის გამოც საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. ხატია დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ყვარელში რეანიმობილის არქონის გამო, ადგილობრივები შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. „ყვარლის მუნიციპალიტეტს არ აქვს რეანიმობილი, რის გამოც, უკვე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, დედაჩემის ძმა. მაინტერესებს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა გაკეთდა 7 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა დეკანოიძემ. ბრალდებებს უპასუხა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით ქევხიშვილის განცხადებით, პრობლემების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს და საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაყენებულია.
---
01.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/socialuri-momsaxurebis-saagento-axalgazrdebis-dasaqmebis-festivals-gamartavs-2
სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალს გამართავს
სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს გამართავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც გააცნობენ. ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/482504
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/socialuri-momsaxurebis-saagento-axalgazrdebis-dasaqmebis-festivals-gamartavs
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sotsialuri-momsakhurebis-saagento-akhalgazrdebis-dasaqmebis-festivals-gamartavs/60583
---
01.07.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/dgeidan-samsheneblo-obieqtebze-shromis-usafrtxoebis-pirobebis-kontroli-gamkacrda/36267/
დღეიდან სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლი გამკაცრდა
დღეიდან, სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლი გამკაცრდა. დღეიდან, შრომის ინსპექტორებთან ერთად სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პირობების მონიტორინგში აქტიურად ერთვება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური. როგორც უწყებაში BM.GE-ის განუცხადეს, დღეიდან ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მშენებლობებზე ორმაგ კონტროლს განახორციელებენ. უწყების ცნობითვე, ადამიანური რესურსის დამატება არ მომხდარა და მონიტორინგის გაორმაგება არსებული კადრების ფარგლებში განხორციელდება. დღეიდან შრომის ინსპექციის დეპარტამენტთან ერთად მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოებას ინტეგირებული ჯგუფები შეამოწმებენ, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 3 უწყების წარმომადგენლებისგან, ესენია: ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, შრომის ინსპექცია და ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერისა და კერძო სექტორის 13 ივნისის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრის მიზანი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც, პირველი ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიურ მონიტორინგს დაიწყებენ.
---
01.07.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/482593
ხონში არასრულწლოვნის მამა ყოფილ მეუღლეს შვილის გატაცებას ედავება
ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიპარიძეები 10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებენ. მამის, დავით ლიპარიძის ინფორმაციით, ბავშვის დედამ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კანონდარღვევით მოახდინა და 29 ივნისს, ღამე, ბავშვი პოლიციის თანხლებით, ძალით წაიყვანა. მამის მტკიცებით, ბავშვი დედამ და ადვოკატმა ძალით გაათრიეს, რა დროს მისმა ფეხმძიმე მეუღლემ და ბებიამ დაზიანებები მიიღეს. ოჯახი გამოძიების დაწყებას რამდენიმე მუხლით ითხოვს. ბავშვის ძალით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში. ბებიის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. ცაგარეიშვილების თქმით, 7 წლის განმავლობაში ბავშვზე დედის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბავშვის ამ ფორმით დაუყოვნებლივ გაყვანა, აუცილებლობით იყო გამოწვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვის მამის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პრიმა "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება ბრალდებას, პოლიციელების გულგრილობის შესახებ, აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პოლიციამ შესაბამის პირთა უსაფრთხოება უზრუნველყო. ლიპარიძეების ოჯახში კონფლიქტი 2013 წელს დაიწყო, რის შემდეგაც სასამართლომ ამავე წელს ბავშვზე მეურვეობა დედას მიანიაჭა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბავშვის წინააღმდეგობის გამო, აღსრულება ვერ ხდებოდა. 2019 წლის 29 ივნისს დედამ ბავშვი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წაიყვანა.
---
01.07.2019
პაციენტს, რომელსაც ექიმბაში ცხენის ოფლით დამზადებული მალამოთი „მკურნალობდა“ ფეხი მოკვეთეს
„პაციენტი უჩივის ტკივილს, დისკომფორტს, გაციებას, კანის აჭრელებას, განგრენოზული ცვლილებების არსებობას მარცხენა ქვემო კიდურში. ჩივილები აქვს რამდენიმე თვეა. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მომართა კლინიკას. ამპუტირებული აქვს მარცხენა ფეხის მეორე თითი“ - ვკითხულობთ კლინიკა „მედისონის“ მიერ შევსებულ სამიცინო დოკუმენტაციაში. აღნიშნულ კლინიკაში 71 წლის ზაურ ცომაია 25 ივნისს, მას შემდეგ მოათავსეს, რაც ე.წ. სახალხო მკურნალის, ვინმე მაკა გოგიშვილის მიერ ჩატარებულმა პროცედურებმა ფეხის სრული პარალიზება და სეფსისი გამოიწვია. ზაურ ცომაიას ვაჟი, ლევან ცომაია „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მამა ახლობლის რჩევით ქუთაისიდან თბილისში ექიმბაშთან თავისი ფეხით ჩამოიყვანა, ერთ თვეში კი ცალი ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო, ახლა ექიმები მეორე ფეხის შენარჩუნებას ცდილობენ. ირკვევა, რომ სისხლძარღვების პრობლემის მქონე პაციენტს მაკა გოგიშვილმა ორ კვირაში განკურნების 100-პროცენტიანი გარანტია მისცა, სანცვლოდ კი 4000 ლარი მოითხოვა. ექიმბაშმა ოჯახი დაარწმუნა, რომ პაციენტებს უნიკალური, ცხენის ოფლით დამზადებული მალამოთი კურნავს. ლევან ცომაიამ ექიმბაშს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 2800 ლარი იმავე დღეს გადასცა და „მკურნალობაც“ დაიწყო. ლევან ცომაია, პაციენტის შვილი: - მამაჩემს ჰქონდა სისხლძარღვთა შევიწროება, მივიყვანეთ ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები. იყო საუბარი, რომ შურტირება გაეკეთებინათ, თუმცა ახლობლის რჩევით თბილისში დავუკავშირდით ექიმბაშს, მაკა გოგიშვილს, რომელმაც მოგვცა 100 პროცენტიანი გარანტია და გვითხრა, რომ ორ კვირაში ყველანაირ პრობლემას მოუხსნიდა. მასთან მისვლამდე კაცი ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა საკუთარი ფეხით, ახლა კი ცალი კიდური მოკვეთილი აქვს ბარძაყის არეში და ექიმები იბრძვიან მეორე ფეხის შენარჩუნებაზე. -და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? -მივედით მაკა გოგიშვილთან. გვითხრა 4000 ლარი უნდა გადაიხადო და 15 დღეში თავისუფლად ივლისო. თანხის ნაწილი დავუტოვეთ იმავე დღეს - 2800 ლარი. გვითხრა - ქიაჩელზე არის ასეთი ქირურგი - გოგი ფესვიანიძე, მე მხოლოდ მას ვენდობი და იმის ჩართვაც დაგვჭირდება მკურნალობის პროცესშიო. გამიკვირდა - თუ ქირურგია საჭირო, მაშინ სახალხო მედიცინას რატომღა მივმართავდით, პირდაპირ ქირურგთან მივიყვანთ მაშინთქო. არა, გოგიმ უნდა ნახოსო. ორი დღის შემდეგ გაგვზავნა ამ ქირურგთან, რომელმაც გვითხრა, რომ ფეხის ერთი თითი მოსაკავეთიაო. იქვე მოკვეთა ეს თითი და გამოგვიწერა კიდევ წამლები. პარალელურად მაკამ სასტუმროს ნომერი დაგვაქირავებინა იქვე ავლაბარში, მე შორს ვერ ვივლი პროცედურებზეო. მოკლედ, საერთო ჯამში 10 000 ლარზე მეტი დაგვიჯდა ეს ყველაფერი. ერთ კვირაში მდგომარეობა გაუარესდა. მაღალი სიცხე მისცა, მაკა გვარწმუნებდა არანაირი სიცხე არ აქვსო, არადა კაცს კანკალმა დააწყებინა. მაინც გადავიყვანეთ ისევ ამ გოგისთან და იმან გვითხრა უარესი მდგომარეობაა და ამიტომ ახლა ტერფიც უნდა ამოვაჭრათო. იქვე დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება. ქირურგმა უთხრა - მე რა მაზიც გითხარი, ის მაზი რატომ არ გამოიყენე თითის მოკვეთის შემდეგო. აქეთ მაკამ დაიწყო თავის მართლება... ნუ მოკლედ, ერთმანეთს აწმენდნენ ხელს (ქირურგსა და ექიმბაშს შორის კამათი ასახულია ჩანაწერშიც, რომელიც პაციენტის შვილმა ფარულად გააკეთა - ავტ). საბოლოოდ, ქირურგმა გვითხრა, რომ ტერფი უნდა ამოვაჭრათ სასწრაფოდ თორემ დაიღუპებაო, სეფსისი განვითარდა. დავთანხმდით, გაჭრეს ტერფი, ამოიღეს ხორცი ძვლამდე. ამის შემდეგ მაკა განაგრძობდა ვითომ მკურნალობას. - და რაში გამოიხატებოდა ეს მკურნალობა? -არ ვიცი. რაღაც მალამოს ხმარობდა, ვითომ ცხენის ოფლით არის დამზადებულიო. ტაშტში სოდას ჩაყრიდა, თბილ წყალს ჩაასხამდა, ჩააყოფინებდა ფეხს მამაჩემს და ჭურჭლის სარეცხის საწმენდით ხეხავდა მთელი ძალით. არადა ფეხმა უკვე ლპობა დაიწყო, უსიამოვნო სუნი და წარმოუდგენელი ტკივილი ჰქონდა კაცს. საშველი რომ არ იყო, ამ გოგიმ გვითხრა, რომ კიდევ ერთი თითი უნდა მოვაჭრათო. ეს რომ გვითხრა გადავწყვიტეთ სხვა კლინიკაში გადაყვანა. მართლაც გადავიყვანეთ „მედისონში“, სადაც გაგიჟდნენ ექიმები - აქამდე რას ელოდებოდითო. ფეხი პრაქტიკულად მკვდარია, სისხლი არ მიეწოდება და ლპობაში მიდისო. სასწრაფო ამპუტაცია არის საჭიროო. მოკლედ, მოკვეთეს ბარძაყთან ფეხი. თავის დროზე რომ მოსულიყავით შესაძლოა ფეხი გადაგვერჩინაო. -რატომ ენდეთ ექიმბაშს? ეჭვი არ გაგჩენიათ? -არ ვიცი, ახლა კი მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ რა დამემართა არ ვიცი. თაღლითებმა ხომ იცით, როგორ იციან დარწმუნება.... ცნობილი სახეები მოვარჩინეო. მაგალითად ასახელებდა მეუფე კალისტრატეს - ეტყობა არ იცოდა მძიმედ რომ იყო მეუფე, ამ დღეებში გარდაიცვალა კიდეც. მოკლედ, ამ ექიმბაშის მიერ მამაჩემის ერთთვიანი წამება საბოლოდ ფეხის ამპუტაციით დასრულდა. „პრაიმტაიმმა“ სცადა მაკა გოგიშვილთან დაკავშირება. ე.წ. სახალხო მკურნალმა არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც შეტყობინებებს. ავლაბარში, მის საცხოვრებელ ბინაში მისულებს კი გვითხრეს, რომ სახლში არ იმყოფება და არც ის იციან, როდის დაბრუნდება. ჩვენ დავუკავშირდით იმ ქირურგსაც, რომელთანაც მაკა გოგიშვილი თანამშრომლობს. გოგი ფესვიანიძემ დაგვიდასტურა, რომ ექიმბაშმა მის მიერ დანიშნული პრეპარატი არ გამოიყენა, რამაც პაციენტის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. გოგი ფესვიანიძე, ქირურგი: „პაციენტი ჩემთან მოვიდა მაკასგან, მე მასთან, როგორც სხვა სახალხო მკურნალებთან ვთანამშრომლობ. მე არ ვიცი, რას პირდებოდა მას მაკა გოგიშვილი. ეს მას უნდა კითხოთ. საუბედუროდ ჩვენ ყველა პაციენტს ვერ ვშველით. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. დამაყენეს ფაქტის წინაშე და ჩავვარდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ცხოვრებაში ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ. მე ვუთხარი, რომ უნდა დაედო მალამო, რომელიც არ დაადო. იქვე განვუმარტე, რომ თუ არ გქონდათ ეს მალამო, რაღას გამრიეთ ამ საქმეშითქო. ოპერაციის შემდეგ ვუთხარი, რომ დაედო მალამო, მაგრამ არ მოხდა იმ მალამოს გამოყენება რომელიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ამან კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა“. ზაურ ცომაიას ოჯახი იურისტთან ერთად სარჩელს ამზადებს, რომელსაც უახლოეს დღეებში გენერალურ პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში შეიტანს. პაციენტის ოჯახი ირწმუნება, რომ თანხის გამოძალვის მიზნით თაღლითური სქემის მსხვერპლია, რამაც ზაურ ცომაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა.
---
ბეჭდვითი მედია
02.07.2019
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
თბილისში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება
სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს გამართავს. ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა 18-დან 36 წლამდე ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც გააცნობენ. ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ. ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ, ასევე სასურველია რეზიუმეს ქონაც.
მესინჯერი-
საქართველოს რესპუბლიკა-
---