From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : მედიამონიტორინგი-01.07.2019
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 01.07.2019 08:46
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 01.07.2019

ტელევიზია

01.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 12:00

დავით გრიგორიანი, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ტყვიამ თავის ქალა ჩაუმსხვრია პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა - თალაკვაძე კლინიკაში მედიისგან მალულად შეიყვანეს

http://rustavi2.ge/ka/news/137842?fbclid=IwAR36LozTLvDIkauDXwtz56ey8WOd_KhKMzoIiyrtPhjfjL0RTmAJoqIl0Vc

---

 

01.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 12:00

უშედეგო აღმოჩნდა 20 ივნისს დაშავებული მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობა. როგორ 18 წლის გოგონა სოციალურ ქსელში წერს, ექიმების საბოლოო დიაგნოზით, ცალ თვალში მას მხედველობა არ აღუდგება. მის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებდა, თუმცა გოგონა აცხადებს, რომ არ აპირებს მადლობა გადაიხადოს, რადგან ზიანი მის ჯანმრთელობას სწორედ სახელმწიფოს ქმედებების შედეგად მიადგა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6185206

---

 

01.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

20 ივნისის ღამეს დაშავებული 46 წლის მამაკაცი მმართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6185038

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184881

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184763

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184698

---

 

01.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 10:00

10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებენ ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიპარიძეები. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონდარღვევით აღასრულა და მძინარე ბავშვი ღამით, ძალით, ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა. მამა და ბებია ამტკიცებენ, რომ ბავშვი იძულების გამო ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ოჯახის წევრების თქმით, ძალადობრივი ქმედებების დროს ბავშვის ბებიამ დაზიანება მიიღო. ის უკვე იმყოფებოდა ქუთაისში ექსპერტიზაზე. ბავშვის ძალით და კანონის დარღვევით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ბავშვის ოჯახიდან წაყვანა შექმნილ ვითარებაში აუცილებელი იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184709

---

 

30.06.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  იმედის კვირა

20 ივნისს დაზარალებულები და ღამე, რომელმაც თითოეულის ცხოვრება შეცვალა. დაშავებულების მდგმარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184458

---

 

30.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   პოსტ სკრიპტუმი

პარლამენტის კიბეებზე დაგორებული ბიჭი, გოგონა რომელმაც თვალი დაკარგა...- ვინ არიან ადამიანები, ვინც 20 ივნისს დაშავდნენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184444

---

 

30.06.2019

არხი:  რუსთავი 2 -

გადაცემა:   კურიერი 18:00

20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული, დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, გაუმჯობესდა. კომაში მყოფი მამაკაცი, რომელსაც აქციაზე თავში მიბჯენით ესროლეს, რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება. დავით გრიგორიანს ტყვიამ თავის ქალი ჩაუმსხვრია და ტვინი დაუზიანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184331

---

30.06.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

20-21 ივნისის აქციის შედეგად დაშავბეული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 46 წლის მამაკაცი, რომელსაც ორჯერ ჩუტადა ოპერაცია კომიდან გამოვიდა და კონტაქტური გახდა. რეგიონულ ჰოსპიტალში სულ სამი პაციენტი რჩება. თავის და თვალის მძიმე დაზიანებით შეყვანილ ერთ პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია და ის უკვე გადაყვანილია პალატაში. მას ხვალ გაწერენ. მესამე პაციენტის შემთხვევაშიც დადებითი დინამიკა შეინიშნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184330

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184284

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184220

---

 

30.06.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ბათუმში ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ოთხოთახიანი ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გადასცეს. ბათუმში ორი 16-სართულიანი კორპუსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდა. სამინისტრომ 154 ბინა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხად და  ისინი სხვა დევნილ ოჯახებს გადაეცათ. ამავე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 ეკომიგრანტმა ოჯახმაც მიიღო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184393

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184312

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184264

აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184151

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184117

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184079

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184021

ტვ აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6183812

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6183772

---

 

30.06.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

გალის რაიონის სოფ. ოტობაიას მკვიდრი ქალბატონი, რომელსაც ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმი არ ატარებდა, მკურნალობის მიზნით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოყვანილია. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ამბობენ. უწყების ინფორმაციით, პაციენტის გადმოყვანა სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობის შედეგად მოხერხდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6184308

---

 

29.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი კომაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოჯახი დარბევის შემდეგ სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. გრიგორიანებს ბოლოს ექიმმა დაურეკა და უთხრა, რომ კომაში მყოფი დავით გრიგორიანი რეგიონულ ჰოსპიტალშია. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ის სიკვდილს ებრძოდა. დავით გრიგორიანს ტყვია თავში აქვს ნასროლი, ტყვიამ თავის ქალი ჩაამსხვრია და ტვინი დააზიანა. ძვლის ფრაგმენტები ტვინის არეში გაიფანტა, რამაც მდგომაროება კიდევ უფრო დაამძიმა.  ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ინფორმაცია განზრახ დამალეს, რადგან მრავალათასიანი აქციების ფონზე, ქუჩაში გამოსულ ხალხს არ სცოდნოდა, რომ აქციების ერთ-ერთ მონაწილეს თავში მიბჯენით ესროლეს. „კურიერმა“ გაარკვია, რომ პირი, რომელმაც ოჯახის წევრებს დავით გრიგორიანის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკი აუკრძალა, ალექსანდრე სიყმაშვილია - შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. ის პაციენტ გრიგორიანის მეზობლად ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი „შაბათის კურიერის“ ზარებს არ პასუხობს. მის საცხოვრებელ სახლში მისვლის შემდეგ კი მისმა ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ ხელისუფლებას მძიმედ დაშავებული პაციენტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა და არჩილ თალაკვაძის ძმა პირადად აკონტროლებდა რეანიმაციულ განყოფილებასთან, ვინ და რა მიზნით მოინახულა პაციენტი.

http://rustavi2.ge/ka/news/137727

---

 

29.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

მე მართლა გადარჩენილი ვარ, აბა 18 წლის მაკომ რა თქვას - 20 ივნისს დაშავებულებმა შესაძლოა, ევროსასამართლოს მიმართონ

http://rustavi2.ge/ka/news/137728

---

 

29.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

"გამაკვირვა მათმა სიმშვიდემ და სიძლიერემ" - ექიმები, რომლებმაც სისხლიან ღამეს დაშავებულები გადაარჩინეს

http://rustavi2.ge/ka/news/137717

---

 

29.06.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

ამ დრომდე უმძიმესია 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 46 წლის დავით გრიგორიანი 10-ე დღეა მართვით სუნთქვაზეა. მის შესახებ 3 დღის განმავლობაში ოჯახს ინფორმაციას არ აწვდიდნენ. კლინიკებში რჩება კიდევ 5 დაშავებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6183357

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6183280

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6183148

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6182853

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6183305

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6183495

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6182837

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6182816

---

 

 

ინტერნეტი

01.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/554187-socialuri-momsaxurebis-saagento-axalgazrdebis-dasakmebis-pestivals-gamartavs/

სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალს გამართავს

სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. უწყების ცნობით, დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. „ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც გააცნობენ. ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ. ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ (ასევე სასურველია რეზიუმეს ქონა)“, - აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1561969324-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1?fbclid=IwAR1DL8ueFpT10TAONCrgXuI7YbDpItlvFWAevD8E8rZjdeFIojOGyUfIWq4

---

 

01.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/554185-mako-gomuri-srolis-shemdeg-chems-tvalshi-qvelaperi-napletebad-ikca-garda-kuntebisa-romlebmac-tu-imushava-xelovnur-tvals-chavisvam/

მაკო გომური - სროლის შემდეგ ჩემს თვალში ყველაფერი ნაფლეთებად იქცა, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა, ხელოვნურ თვალს ჩავისვამ

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული მაკო გომურის ინფორმაციით, სამშაბათს, გერმანიაში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს, ერთ თვალში მხედველობა მთლიანად დაკარგული აქვს და არ აღდგება, ხელოვნური თვალის ჩასმაზე კი ფიქრი რამდენიმე კვირის შემდეგ, ჭრილობის შეხორცების მიხედვით გადაწყდება. „სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ ჩემს თვალში არაფერი დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად! გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი - არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა, ჩავისვამ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა. გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე. ნუ დამტირით ხალხო. საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცდენილი ტყვია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მაგრამ გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ჰქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხომ საკმარისია არა ბევრი რამისთვის? სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ, უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა, რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს (საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა). უბრალოდ, აქ გავდივარ კონსულტაციებს, სწორად მიდის თუ არა მკურნალობა. 4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილობები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე, მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალისთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება! კი ბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს. ზოგადად, სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილობდი იმის გამოსწორებას, რადგან ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი. ეს ისე!“ - წერს მაკო გომური.

---

 

01.07.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/554180-xonshi-mcxovrebi-davit-liparize-acxadebs-rom-qopilma-meuglem-10-clis-bavshvi-zalit-caiqvana-razec-samartaldamcvelebs-mimarta/

ხონში მცხოვრები დავით ლიპარიძე აცხადებს, რომ ყოფილმა მეუღლემ 10 წლის ბავშვი ძალით წაიყვანა, რაზეც სამართალდამცველებს მიმართა

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიპარიძეები 10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებენ. მამის, დავით ლიპარიძის ინფორმაციით, ბავშვის დედამ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კანონდარღვევით მოახდინა და 29 ივნისს, ღამე, ბავშვი პოლიციის თანხლებით, ძალით წაიყვანა. მამის მტკიცებით, ბავშვი დედამ და ადვოკატმა ძალით გაათრიეს, რა დროს მისმა ფეხმძიმე მეუღლემ და ბებიამ დაზიანებები მიიღეს. ოჯახი გამოძიების დაწყებას რამდენიმე მუხლით ითხოვს. ბავშვის ძალით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში. ბებიის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. ცაგარეიშვილების თქმით, 7 წლის განმავლობაში ბავშვზე დედის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბავშვის ამ ფორმით დაუყოვნებლივ გაყვანა, აუცილებლობით იყო გამოწვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვის მამის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პრიმა "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება ბრალდებას, პოლიციელების გულგრილობის შესახებ, აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პოლიციამ შესაბამის პირთა უსაფრთხოება უზრუნველყო. ლიპარიძეების ოჯახში კონფლიქტი 2013 წელს დაიწყო, რის შემდეგაც სასამართლომ ამავე წელს ბავშვზე მეურვეობა დედას მიანიაჭა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბავშვის წინააღმდეგობის გამო, აღსრულება ვერ ხდებოდა. 2019 წლის 29 ივნისს დედამ ბავშვი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წაიყვანა.

---

 

30.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/554140-avtandil-talakvazis-inpormaciit-20-ivniss-mzimed-dashavebuli-mamakacis-janmrtelobis-mdgomareoba-gaumjobesda-da-martviti-suntkvis-aparatidan-moixsna/

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, 20 ივნისს მძიმედ დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

20 ივნისს, აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დღეს უკვე გაემგზავრა ერთი პირი, მეორე კი ქვეყანას გამთენიისას დატოვებს. ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა კლინიკაში 5 პაციენტი განაგრძობს სტაციონარულ მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

ფრონტნიუს.ჯი- http://frontnews.eu/news/ge/52187

პია.ჯი- https://pia.ge/post/270057-aqciis-daslisas-dasavebuli-46-wlis-kaci-komidan-gamovida-da-kontaqturia

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=86263

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/377069/    

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/rustavelis-gamzirze-aqciis-dashlisas-dashavebuli-46-wlis-mamakaci-komidan-gamovida-da-kontaqturia

---

 

30.06.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/151600-20-ivniss-aqciis-darbevisas-dashavebuli-davit-grigoriani-komidan-gamovida

20 ივნისს აქციის დარბევისას დაშავებული დავით გრიგორიანი კომიდან გამოვიდა

20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება დაშავებულის სახელსა და გვარს არ ასახელებს, თუმცა კომაში მყოფი ორი ადამიანიდან, 46 წლის მხოლოდ დავით გრიგორიანი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ თალაკვაძემ, თქვა, რომ დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია, თუმცა დაკვირვების მიზნით, ის მკურნალობას რეანიმაციაში განაგრძობს. თალაკვაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში 8 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და ხუთივე მათაგნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "ამჟამად კლინიკებში 5 პაციენტი რჩება. მათ შორის, რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება 3 პაციენტი. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, აპარატიდან მოხსნილია. პაციენტი კონტაქტურია, შემოდის ექიმებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტში. გვრჩება რეანიმაციაში უწყვეტი მონიტრონგის ქვეშ, რათა დაკვირვებები გაგრძელდეს. ასევე, დღეს ერთი პაციენტი ისრაელში გაემგზავრა, გამთენიისას კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრება გერმანიაში, მიუნხენის კლინიკაში,"- ამბობს ავთანდილ თალაკვაძე. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დავით გრიგორიანის 20 ივნისს პარლამენტის წინ ანტირუსული აქციის დარბევისას სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვია თავში მოხვდა. ის 10 დღის განმავლობაში მართვით აპარატზე იყო შეერთებული. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია. ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე მე-10 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

---

 

30.06.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/20-ivnisis-aqtsiaze-dashavebulebidan-statsionarul-mkurnalobas-6-patsienti-ganagrdzobs/

20 ივნისის აქციაზე დაშავებულებიდან სტაციონარულ მკურნალობას 6 პაციენტი განაგრძობს

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ადასტურებს. ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას კვლავ 6 პაციენტი განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. ცნობისთვის, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კონტაქტურია .

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/211379-avthandil-thalakvadze-20-ivniss-dashavebuli-marthvith-sunthqvaze-myofi-pacientis-mdgomareoba-sagrdznoblad-gaumjobesda-da-is-kontaqturia.html?lang=ka-GE

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=86258

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/martvit-suntqvaze-myofi-pacientis-janmrtelobis-mdgomareoba-sagrdznoblad-gaumjobesdaquot/36226/

---

 

30.06.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1561908339-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%97

მრავალსულიან დევნილ ოჯახებს ბათუმში ბინები გადაეცათ

10 მრავალსულიანი დევნილი ოჯახი ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მფლობელი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ოთხოთახიანი ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. სამინისტრომ 154 ბინა, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და ისინი დევნილ ოჯახებს დღეს გადაეცათ. ამავე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 ეკომიგრანტმა ოჯახმაც მიიღო.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/554100-mravalsulian-devnil-ojaxebs-batumshi-binebi-gadaecat/

პია.ჯი- https://pia.ge/post/270036-mravalsulian-devnil-ojaxebs-batumsi-binebi-gadaecat

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=102459

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/mravalsulian-devnil-ojakhebs-bathumshi-binebi-gadaetsath/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=86245

---

 

30.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/saxelmwifom-unda-gamonaxos-gza-avadmyofs-dzviradgirebuli-mkuranloba-srulad-daufinansosquot/36222

„სახელმწიფომ უნდა გამონახოს გზა, ავადმყოფს ძვირადღირებული მკურანლობა სრულად დაუფინანსოს"

კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი, ექიმი-კარდიოლოგი ანზორ მელია მთავრობის მთავარ მიღწევად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ სისტემა დასახვეწია და სახელმწიფომ უნდა გამონახოს რესურსი პაციენტებს ძვირადღირებული მკურნალობა დაუფინანსოს. „ამ პროგრამამ დიდი შვება მოგვცა როგორც პაციენტებს, ისე ექიმებს. ჩემს პროფესიაზე ვიტყვი, როცა ახალგაზრდა კაცი შემოდიოდა მწვავე ინფაქტით და მაგას სასწრაფოდ სჭირდებოდა კორონოგრაფია და აუცილებლად პირველ სამ საათში სტენდის ჩაყენება, რომ ინფაქტი უკან დაგვებრუნებინა, ეს ავადმყოფი ვერ წვებოდა იმიტომ, რომ ფული არ ჰქონდა და ჩვენ მაგათთან ერთად ვკვდებოდით. იმიტომ, რომ ასეთი ბევრი იყო. საყოველთაო პროგრამამ ეს პრობლემა მოგვიხსნა, მაგრამ პროგრამა კვლავ დასახვეწია. ის 10%, რომელსაც იხდის ავადმყოფი, ეს თანხა პენსიონერისთვის არის 3 ათასი. როდესაც ამდენი უმუშევარი ჰყავს ქვეყანას, ამდენი გაჭირვებული ჰყავს, არტოკოლონარული შუნტირება 12 500 ლარია, პენსიონერი 10%-ს იხდის. ამიტომ ის უარს ამბობს ოპერაციაზე. რამდენი ხვეწნა-მუდარის და ხელშეკრულებების დადების მიუხედავად არ გვიხდიან მერე იმ ფულს. საბჭოთა კავშირის მედიცინამ ვერ გაუძლო უფასო მედიცინას და ჩემი კლინიკა გაუძლებს? აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა გამონახოს რაღაცა გზა, რომ ავადმყოფს მთლანად დაუფინანსოს ასეთი ძვირადღირებული მკურანლობა. მარილიც მოაყარე ბარემ და გააკეთე ეს მადლია, მაგრამ კონტროლიც გააძლიერე“-აცხადებს ანზორ მელია.

---

 

30.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/7-tvis-dagvianebit-gvixdis-fuls-saxelmwifo-sesxs-vigeb-rom-momwodeblebs-fuli-gadavuxado-/36217

“7 თვის დაგვიანებით გვიხდის ფულს სახელმწიფო-სესხს ვიღებ, რომ მომწოდებლებს ფული გადავუხადო“

ექიმების განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიერ გაწეული მომსახურების დაგვიანებით ანაზღაურება ისევ პრობლემაა. შედეგად ხშირად კლინიკებს სესხის აღება უწევთ, რომ მომწოდებლებს თანხები გადაუხადონ. „სახელმწიფო მე ფულს მიხდის მომსახურების გაწევიდან 7 თვეში. გვიანდება ძალიან. 2 თვეში ამბობენ და ისიც ბევრია, იმიტომ, რომ მე მომწოდებელი უფასოდ არ მაძლევს არაფერს. 340 ათასის სესხი ავიღე და გადავუხადე. წაგებაა და მე ვეცდები ოპერაციები რაც შეიძლება ნაკლები გავაკეთო, რომ კიდევ მინუსებში არ გადავიდე. უეცარი კარდიო სიკვდილის აპარატები 15 000—20 000 ლარი ღირს. ამ 20 ათასიდან ავადმყოფი იხდის 1500-1700 ლარს და იმასაც არ იხდის. სახელმწიფო მირიცხავს 7 თვის შემდეგ. მე რომ დოლარზე ვიყიდი პროდუქციას, 7თვის შემდეგ სულ სხვა ფასია და წაგებაში ვარ“-აცხადებს ექიმი ანზორ მელია. მის აზრს იზიარებს ექიმი ზაზა სინაურიძეც. მისი თქმით, სისტემური ცვლილებებია საჭირო და იმ მეთოდების დანერგვა ქართულ რეალობაში, რაც განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია კარგად მუშაობს. „ჩვენ რომ კონკრეტიკაზე ვილაპარაკოთ, ალბათ არაფრის მომცემი არ იქნება. სისტემა უნდა შეიცვალოს. ამაზე არის დაწყებული მუშაობა დიდი ხანია, თუმცა ველოდებით ყველანი. იმისათვის, რომ არ იყოს ქრონიკული დაავადებების გამწვავება, რომ არ იყოს მოტყუება, მთელს მსოფლიოში არის ე.წ „დი არ ჯი“- რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ეს დიაგნოზი არის, ყველა იხდის ერთ თანხას, აზრი არ აქვს იმის გამწვავებას. ყველა კლინიკაში ვერ დასვავ შემმოწმებელს, იმას მერე თავის მხრივ შემმოწმებელი უნდა. სისულელეზე გავდივართ, ამიტომ პირობა არ უნდა შეუქმნა ისეთი, რომ გააყალბოს. რატომ გვიანდება მომსახურების ანაზღაურება? იმიტომ, რომ ჩაშლილია ძალიან ბევრ ნოზოლოგიად და ამას დათვლა ხომ სჭირდება. ამ ხალხისაც მესმის იმიტომ, რომ დასათვლელია. დრო უნდა ამას. ამიტომ ეს რომ არ იყოს, არსებობს „დი არ ჯის სისტემა“. არის მაგალითად კარდიალური პათოლოგია, იხდის x თანხას და მორჩა. იქ გინდა სისხლი გადაასხი, გინდა ალუბალი აჭამე, მეტ თანხას არ მოგთხოვენ, ამიტომ აზრი ეკარგება გაყალბებას. ასეა მთელს მსოფლიოში. ამ სისტემაზე გადასვლა ჩვენ ძალიან წინ წაგვწევს და უფრო ეფექტური იქნება, ხარჯთეფექტური როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პაციენტისთვის“-აცხადებს ზაზა სინაურიძე.

---

 

29.06.2019

მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=2888

დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნება“ არ ყოფს მოქალაქეებს - ჩვენთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე 20 ივნისს პარლამეტის წინ მიმდინარე აქციაზე დაზარალებულ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "სამწუხაროდ, საპროტესტო აქცია მოქალაქეების ჯანმრთელობის ზიანის გარეშე არ დასრულდა. დაზიანდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელთა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფა მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 2 პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან, ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და შემდგომი რეაბილიტაციისთვის იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ მკურნალობა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია. პაციენტები პირველივე დღიდან აღნიშნავდნენ, თუ როგორ თავდაუზოგავად უწევდნენ შესაბამის დახმარებას ჩვენი მედიკოსები, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლისას დაშავებული ყველა მოქალაქის და პოლიციელის მკურნალობას და საჭირო მედიკამენტებს სრულად უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობას და მის ხარჯებს ფონდი “ქართუ” სრულად აანაზღაურებს. გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი ანტალიაში დასასვენებლად გაემგზავრა, რაც არის ასევე სიცრუე, ვინაიდან დაშავებულ სამართალდამცველს აქვს დაზიანებული შუბლის ძვალი და აღენიშნება ქალაშიდა ჰემატომა, რის გამოც ორშაბათს მას თურქეთში, კერძოდ სტამბოლში ჩაუტარდება რიგით მე-3 ოპერაცია. ხოლო, მეორე სამართალდამცველს აქვს თვალის გუგის ტრავმული დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში, „აჯიბადემის“ ჰოსპიტალში. აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ ყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად, პოლიციელებად და პოლიტიკოსებად. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია, რისთვისაც ძალისმხევას არ დავიშურებთ " - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

29.06.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/aqtsiaze-dashavebuli-6-patsienti-saavadmqhophoshi-rcheba-aqedan-erthi-kvlav-reanimatsiul-ganqhophilebashi/

აქციაზე დაშავებული 6 პაციენტი საავადმყოფოში რჩება, აქედან ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ 20 ივნისს დაშავებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდა. დღეის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრება რეაბილიტაციისთვის. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი ჰემოდინამიკა დადებითია , რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ცალსახად გამორიცხულია ამ ეტაპზე იმის დადასტურება, თუ რისგან მიიღეს პაციენტებმა დაზიანებები ეს ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ საზღვარგარეთ, ერთ-ერთ პოლიციელთან მიმართებაში ორშაბათს იგეგმება სამი ოპერაციული ჩარევა. მეორე პოლიციელს აქვს თვალის დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მიმდინარეობს რეაბილიტაცია. მესამე პაციენტი, რომელიც იმყოფება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის დიაგნოსტიკურ კვლევებს. უახლოეს დღეებში რამდენიმე პაციენტის საზღვარგარეთ გამგზავრება კიდევ იგეგმება.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/211355-20-21-ivnisis-ghames-dashavebulthagan-klinikebshi-6-pacienti-rcheba-math-shoris-1-kvlav-marthvith-sunthqvazea.html?lang=ka-GE

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/20-21-ivnisis-games-dashavebultagan-klinikebshi-6-pacienti-rcheba-mat-shoris-1-kvlav-martvit-suntqvazea

კვირა.ჯი- http://kvira.ge/482328

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/554024-20-21-ivnisis-games-dashavebultagan-klinikebshi-6-pacienti-rcheba-mat-shoris-1-kvlav-martvit-suntkvazea/

---

 

29.06.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/211359-avthandil-thalakvadze-am-etapze-gamorickhulia-dadastureba-risgan-miighes-20-ivniss-dashavebulma-pacientebma-dazianebebi.html?lang=ka-GE

ავთანდილ თალაკვაძე: ამ ეტაპზე გამორიცხულია დადასტურება, რისგან მიიღეს 20 ივნისს დაშავებულმა პაციენტებმა დაზიანებები

ცალსახად გამორიცხულია ამ ეტაპზე იმის დადასტურება, თუ რისგან მიიღეს პაციენტებმა დაზიანებები და ეს ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი, - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას "რეგიონალურ ჰოსპიტალში". "ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრება რეაბილიტაციისთვის. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი ჰემოდინამიკა დადებითია , რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა თალაკვაძემ. მანვე ისაუბრა იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ. "ერთ-ერთ პოლიციელთან მიმართებაში ორშაბათს იგეგმება სამი ოპერაციული ჩარევა. მეორე პოლიციელს აქვს თვალის დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მიმდინარეობს რეაბილიტაცია. მესამე პაციენტი, რომელიც იმყოფება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გადის დიაგნოსტიკურ კვლევებს. უახლოეს დღეებში რამდენიმე პაციენტის საზღვარგარეთ გამგზავრება კიდევ იგეგმება", - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა.

ინტერპრესნიუს.ჯი-  https://www.interpressnews.ge/ka/article/3554039-avtandil-talakvaze-am-etapze-gamoricxulia-dadastureba-risgan-miiges-20-ivniss-dashavebulma-pacientebma-dazianebebi/

---

 

29.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/anzor-melia-eqimebi-ukmayofiloebi-vart-eleqtronuli-istoriebis-shemogebit-/36184/

ანზორ მელია: ექიმები უკმაყოფილოები ვართ ელექტრონული ისტორიების შემოღებით

ექიმები bm.ge-სთან ელექტრონული ისტორიების შემოღებით შექმნილ დისკომფორტზე საუბრობენ და ჯანდაცვის უწყებას უნიფიცირებული სისტემის დანერგვას ურჩევენ. "ექიმები უკმაყოფილოები ვართ. ელექტრონული ისტორიები შემოიღეს, ანუ შეგყავს მონაცემები და ეს ისტორიები მიდის სამინისტროში. საშინელებაა, 2 საათი მაინც სჭირდება ამ ისტორიის შეყვანას კომპიუტერში. თანაც ექიმი ძალიან დაძაბულია, შეცდომა არ უნდა დაუშვას. კი აქვს 5 დღეში შესწორების უფლება, თუ არა, მერე გაჯარიმებენ 5000 ლარით ერთჯერად შემთხვევებზე. ავადმყოფი როცა ჰყავს ექიმს, 6 საათი სჭირდება, მარტო მონაცემების შეყვანას. სამუშაო საათი არის 6 საათი, დრო არ რჩება ავადმყოფთან ურთიერთობის. უნდა იყოს ელექტორნული, მაგრამ უნიფიცირებული ფორმა", - აცხადებს ექიმი კარდიოლოგი, კლინიკა "გულის" დამფუძნებელი ანზორ მელია. "დიახ, უნდა იყოს უნიფიცირებული ფორმა, რომელიც პორტალზე წაიღებს იმას, რაც აუცილებელია. ანამნეზი ხშირად ვრცელია, ეს არ ნიშნავს, რომ ყევლაფერი უნდა იდოს პორტალზე. არის მნიშვნელოვანი რაღაცეები ანამნეზიდან, ის უნდა იყოს უნიფიცირებული და ატვირთული", - აცხადებს ექიმი ზაზა სინაურიძე.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/anzor-melia-eqimebi-ukmayofiloebi-vart-eleqtronuli-istoriebis-shemogebit

---

 

29.06.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=208795-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98

"ტვინი შეშუპებული იყო და ჭრილობიდან გარეთ გადმოდიოდა..." - რას აცხადებს "გავრილოვის ღამეს" დაშავებულის ექიმი

20 ივნისის „გავრილოვის“ სისხლიან ღამეს ათეულობით მძიმედ დაშავებული ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი კვლავაც უმძიმეს მდგომარეობაშია. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეს რეზინის ტყვია თავში აქვს ნასროლი. მას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის პრაქტიკულად სიკვდილს ებრძვის. არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება დაშავებულის ოჯახზე ზეოწლას ახორციელებს, პაციენტის ოჯახის წევრები ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა, რომ მედიასთან კომუნიკაცია არ დაემყარებინათ, რათა პაციენტის რეალური მდგომარეობა ცნობილი არ გახდეს. პაციენტი კლინიკაში 8-9 ქულიანი კომით შეიყვანეს - უთხრა „ნიუპოსტს“ კლინიკის ექიმმა. ნეიროქირურგის ზაზა ქობულიას განმარტებით, პაციენტს თავზე დაფლეთილი ჭრილობა აღენიშნებოდა , ჭრილობიდან კი ტვინის სითხე გადმოდიოდა. როგორც ზაზა ქობულიამ „ნიუპოსტთან“ განაცხადა ამჟამად გრიგორიანი რეგიონალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, დანარჩენ ორ მძიმე პაციენტთან ერთად. „აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ტრავმა, მარცხენა თხემის მიდამოში, დაფლეთილი ჭრილობა, ქალა-სარქველის დაზიანება, რადიუსით სადღაც 2 სმ. დეტრიტი მოდიოდა ჭრილობაში, ანუ ეს ნიშნავს, რომ ტვინი შეშუპებული იყო და ამ ჭრილობიდან გარეთ გადმოდიოდა. ჩვენ ვაძლევთ კვალიფიკაციას, როგორც ქალა-ტვინის ღია ტრავმას, დანარჩენი ექსპერტის დასადგენია. კომის სკალით იყო 8-9 ქულა, მძიმე ტრავმა იყო, თავის ტვინის დაზიანებით. ქერქი, ქერქქვეშა უბანი იყო დაზიანებული. ოპერაციაც ნორმალურად წარიმართა, ოპერაციის შემდგომაც ნორმალური მდგომარეობა იყო. თავის ტვინის შეშუპება არაა, განმეორებითი სისხლჩაქცევა არაა. სამინისტროს გადაწყვეტილება იყო რომ სამივე პაციენტი რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაეყვანათ, სავარაუდოდ კონცენტრირებულად, ერთად რომ მოუარონ.“- განაცხადა ზაზა ქობულიამ. ექიმის თქმით, პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მისი მდგომარეობით დაინტერესდა და ინფორმაცია მოიძია, ქობულიას ამბობს, რომ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია : „გუშინ ველაპარაკე ექიმებს, პიროვნულად მაინტერესებდა პაციენტის მდგომარეობა. მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ცნობიერების ელემენტები გაჩნდა, დაცვითი ნარკოზიდან გამოყავთ, უნდა გაიღვიძოს წესით პაციენტმა და სტაბილურად უნდა იყოს.“- განაცხადა ქობულიამ. დაშავებულის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა ევექსის რეგიონალური ჰოსპიტალის დირექტორმა. „პაციენტი სტაბილურად მძიმეა, თუმცა არ აღენიშნება გაუარესება, გუშინდიელი დღიდან მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება“ - აცხადებს „ევექსის“ რეგიონალური ჰოსპიტალის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.

---

 

29.06.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=208793-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98

13 წლის გოგა ბაბილიძეს სულ რაღაც 3. 500 ლარი სჭირდება - მოზარდის ოჯახი დახმარებას ითხოვს

13 წლის გოგა ბაბილიძეს სულ რაღაც 3. 500 ლარი სჭირდება - მოზარდის ოჯახი დახმარებას ითხოვს

გოგას ათი წელია რაც კოხრეალური იმპლანტი აქვს ჩასმული. სმენის დაქვეითებასთან ერთად მას აქვს აუტიზმი ერთ-ერთი უიშვიათესი ფორმა ასპერგერის სინდრომი. გოგა გარესამყაროსთან ურთიერთობას მხოლოდ იმპლანტის საშუალებით ახერხებდა , ჰქონდა წარმატებული განვითარების ეტაპები, მაგრამ სამწუხაროდ უკვე 2 თვეა გაუფჭდა აპარატი , არ ესმის , დაზიანებული სენსორი ხშირად გადასცემს სიგნალს ტვინში რაც იწვევს ტკივილს. გოგა ძალიან განიცდის და ნერვიულობს როცა არ ესმის, სენსორის შეცვლა სულ 18 ათას 500 ლარი ჯდება, აქედან 15 ათასი ლარი დაუფინანსა აჭარის ჯანდაცვამ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და შესაძლებლობა არ აქვთ რომ დარჩენილი თანხა შეაგროვონ სენსორის შესაცვლელად. უკვე 11 ივლისს აჭარის ჯანდაცვის დაფინანსებას ვადა გასდის ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა თანხის შესაგროვებლად მაგრამ მჯერა გოგას გამოუჩნდება კეთილი ადამიანები დაეხმარებიან. დახმრების მსურველებისთის ქვემოთ მოცემულია ორგანიზაცის ანგარიშის ნომრები 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ გოგა თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

29.06.2019

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/15425-prang-da-qartvel-medikosta-me-8-konperenzia

ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია

29 ივნისს, 09:00 საათიდან ყვარლის სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემში“ მიმდინარეობს ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია თემაზე: ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები. მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე ირმა ხონელიძე, საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, მისი მოადგილე ნანა ქირია; საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტუბერკულოზის პროგრამის მართვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი მარინა ჯანჯღავა; აგრეთვე საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რუსუდან ასპინძელაშვილი და ინგა ქინქლაძე; ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ტუბერკულოზის განყოფილების მმართველი გულნარა გონაშვილი; საფრანგეთის პარიზის „კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის“ ექიმი ფილიპ მორანი და პროფესორი დიმინიკ სალმონი; საფრანგეთის „ესპას სანტე ბლუას“ ექიმი ამად ჯიბაუი. კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი და ფრანგი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას. ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“, ფრანგი ექიმების, „საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა“ და ორგანიზაცია „ექიმი-ბიოლოგები საზღვრებს გარეშე“-ს მხარდაჭერით განხორციელდა. დღეს დღეისობით, სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის ცენტრი, ონკოლოგია-ქიმიოთერაპიისა და ტუბერკულოზის განყოფილება ისევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ცენტრის წლევანდელი ძირითადი მიმართულება კი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაა საფრანგეთსა და საქართველში. [R] "სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონის“ ინფორმაცია

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

01.07.2019

მედიასაშუალება:    ალია

რამდენით გაძვირდება პური და როდის დაიწყება დეფიციტი ხორბალზე?

რას გადაარჩინა სერგეენკო მოხსნით ივანიშვილმა?

რამდენიმე კვირის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ეროვნულ ვალუტაზე შეტევას ვლადიმირ პუტინიც განახორციელებდა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლას აუკრძალავდა. მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ არ მოითხოვა აქ ჩამოსვლის აკრძალვა, მაგრამ 8 ივლისიდან საჰაერო გადაზიდვებს აჩერებს და კონკრეტულად რუსი ტურისტებისთვის, საქართველოს საფრთხის შემცველ ქვეყნად გამოაცხადა. ეს კი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რათა ხუთი დღის მანძილზე, საქართველოდან რუსი ტურისტების 90% უკან დაბრუნებულიყო და ამ ზაფხულს გაკეთებული 80 ათასი ჯავშანი გაუქმებულიყო... ..."ქართულ ოცნებას" ოფიციალურად თ არაოფიციალურად, არაერთი ექსპერტი ჰყავს ჩართული, მაგრამ საქმეს რეალურად ვერაფერს შველის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, ლარი ცუდმა მოლოდინებმა გააუფასურაო, ძალიან სასაცილოდ ჟღერს, რადგან ვერავინ ახსნის, რატომ და რის საფუძველზე უნდა იყოს კარგი მოლოდინები. ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა კი ხვდება, სერიოზულ შარში რომ არის. აქეთ ლარის გაუფასურება, იქით - ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი სკანდალი, რომელიც აუცილებლად დამატებით იმოქმედებს ლარის კურსზე, კარგს არაფერს გვიქადის. თურნავამ კი თქვა, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურების ნიშნებს ვერ ვხედავო, მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ამას ამბობდა ყველა მინისტრი, ლარი უფასურდებოდა, შემდეგ რამდენიმე პუნქტით იკლებდა და ამ ყველაფერს დედის რძესავით ვირგებდით. ახლაც ასეთი პერსპექტივა ჩანს, საქართველოს მთავარი პროდუქტის, ანუ პურის პრობლემა დაუდგეს. ქართული წისქვილკომბინატები კი ამბობენ, რომ მარაგი მინიმუმ ერთი თვე ეყოფათ, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რა მოხდება, პროგნოზს ვერავინ აკეთებს. მას შემდეგ, რაც დავით სერგეენკო მოხსნეს, კულუარებში გარკვევით თქვეს, ივანიშვილმა პირადი მეგობარი და წარმატებული ექიმი ვერ გაიმეტა იმისთვის, რასაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ აპირებსო. საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებაზე, რადგან წლიურად თითქმის 2.5 მილიარდიანი ხარჯი სახელმწიფოს უმძიმეს ტვირთად აწევს. სწორდ ეს დაგვიდასტურა ჩვენმა წყარომ და არც ის დამალა. რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან გაუქმდება ცე ჰეპატიტის დაფინანსების პროგრამა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6184538&name=01.07.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 

01.07.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

"დედისთვის უთქვამს, რამე რომ დამემართოს, ინერვიულებო?" - 14 წლის გოგონა ისევ სიკვდილს ებრძვის

ერთ კვირაზე მეტია 14 წლის გოგონა სიკვდილს ებრძვის. მას თავის ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გულის მუშაობაც აღდგა და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა. 9 ივნისის დილას გოგონა დედამ გააღვიძა. ის საწოლზე წამოჯდა და უცებ გონება დაკარგა. დედამ პირიდან გადმოსული ქაფი რომ დაინახა, შველა ითხოვა. მეზობელმა "სასწრაფო" გამოიძახა და ექიმებმა ელექტროშოკით ბავშვს გული აუმუშავეს. კლინიკაში გაირკვა, რომ გოგონა გაურკვეველი ნივთიერებით არის მოწამლული. ინეზა ბურდული, გოგონას დეიდა: "ბოლო დროს სკოლაშიც შეამჩნიეს, რომ სულ მერხზე ედო თავი, მოთენთილი ყოფილა. ორი კვირით ადრე ვკითხე, შეყვარებული ხომ არა ხარ-მეთქი, ამისთვის არ მცალია, უნდა ვისწავლოო. საავადმყოფოს ექიმმა მარჯვენა ხელზე ორი ნაჩხვლეტი აღმოაჩინა. როგორც ამბობენ, ისეთი წამალია გაკეთებული, სისხლში კვალს არ ტოვებს. ტვინს დიდხანს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და თავში შეექმნა პრობლემები, ამიტომ ურთულესი ოპერაციის ჩატარებაზე დავთანხმდით. ძალიან მეგობრული დედა-შვილი არიან, მაგრამ არაფერი მოუყოლია. რამდენიმე დღით ადრე უკითხავს, დედა გიყვარვარო? რამე რომ დამემართოს, ინერვიულებო? დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთანავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდ ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6185090&name=01.07.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 ​