From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : მედიამონიტორინგი-
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 21.06.2019 07:42
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 21.06.2019

ტელევიზია

21.06.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

აქციის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც. ჯამში 38 პოლიციელმა მიიღო დაზიანებები. ისინი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოინახლა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6164794

მაესტრო -ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6164317

იმედი-ქრონიკა 11:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6164148 (მეხუთე ვიდეო ფაილი)

---

 

21.06.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: საგანგებო გამოშვება

ჯანდაცვის მინისტრმა აქციაზე დაშავებული სამართალდამცველები საავადმყოფოში მოინახულა

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/109388/jandatsvis-ministrma-aqtsiaze-dashavebuli-samartaldamtsvelebi-saavadmkoposhi-moinakhula?fbclid=IwAR0j6E4S8u6NMZuBYa8YFPu63T1TRf_uXCxWALGxZVXCLoR2QnbcLr_FVd4

---

 

21.06.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: საგანგებო გამოშვება

აქციაზე დაშავებული პოლიციელები ჯანდაცვის მინისტრმა და შსს მინისტრის მოადგილემ მოინახულეს

https://1tv.ge/news/aqciaze-dashavebuli-policielebi-jandacvis-ministrma-da-shs-ministris-moadgilem-moinakhules/?fbclid=IwAR0bCjVb_7sraICHzBOgUQNh2dMGMg9VOVKSlSTRhCSYNc7eEkD8wApf7U4

---

 

21.06.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: საგანგებო გამოშვება

დაშავებულების სანახავად ინგოროყვას კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა. ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა ყველა მათგამი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6164310

---

 

21.06.2019

არხი:  რუსთავი2  

გადაცემა: საგანგებო გამოშვება

ჯანდაცვის ახალი და ყოფილი მინისტრები ინგოროყვას კლინიკაში მივიდნენ

http://rustavi2.ge/ka/news/136596?fbclid=IwAR130YrR0I7xawlsGv-Qm7DXv89YNHqQjGMkdjThGuF75cz1lt1UiYDJqlU

--- 

 

 

 

ინტერნეტი

21.06.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/480262?fbclid=IwAR1Q4tzbLQOoTpu6ymdlmHhdYaNifwJQuF3bSiCP9BhHVEc-MZa8hNl_DWA

ჯანდაცვის მინისტრმა აქციაზე დაშავებული პოლიციელები მოინახულა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის დროს დაშავებული პოლიციელები ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავამ საავადმყოფოში მოინახულეს. დაშავებული პოლიციელები თბილისის რამდენიმე კლინიკაში გადიან სტაციონარულ მკურნალობას.

ინტერპრესნიუს.ჯი-https://www.interpressnews.ge/ka/article/552592-rustavelis-gamzirze-dashavebuli-policielebi-saavadmqoposhi-eka-tikarazem-moinaxula

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/480194?fbclid=IwAR0vJB5CjTCHt2ZmyOX6LlPHuLRvIaWIvlP4DRvr7NMo7iEUHVgxe7O_ubQ

დავით სერგეენკო და ეკატერინე ტიკარაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდნენ

ჯანდაცვის ყოფილი და მოქმედი მინისტრები ინგოროყვას კილინკაშ მივიდნენ. დავით სერგეენკო და ეკატერინე ტიკარაძე აქციის დროს დაშავებულებს კლინიკაში მოინახულებენ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცრემლსადენი გაზის გარდა, სხვა რა დაზიანებები აქვთ დაშავებულებს, ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად გაზის სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ დაცარიელდა. აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძრის მხარესა და მეტრო „თავისუფლების“ მხარეს მიმოიფანტნენ. თუმცა, აქციის მონაწილეების ნაწილი კვალვ ცდილობს დაცარიელებული ადგილების შევსებას. ისინი სკანდირებენ შემდეგი სიტყვებით: „საქართველო, საქართველო“.

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/244701?fbclid=IwAR2b9m_nk2TcW8xI0vL2ZNYL0kgGfp3ZZO1LCufuLEa3bwGanTzUfF9iRZw

ჯანდაცვის ძველი და ახალი მინისტრები ინგოროყვას კლინიკაში მივიდნენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, ხოლო 10 მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები დედაქალაქის კლინიკებში გადაიყვანეს. ჯანდაცვის ძველი და ახალი მინისტრები ინგოროყვას კლინიკაში მივიდნენ. დავით სერგეენკო და ეკა ტიკარაძე აქციაზე დარბევისას დაშავებულებს მოინახულებენ. სერგეენკომ და ტიკარაძემ მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს. „ჯერ უნდა ვნახოთ პაციენტები, პაციენტები არის ახლა ჩვენთვის უმთავრეს,“ – განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს. პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქტივისტებმა სპეცრაზმელების მისამართით კვლავ დაიწყეს ბოთლების სროლა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან კვლავ რეაგირება მოჰყვა. ისინი ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს ისვრიან.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/480189 

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/268389-jandacvis-ministrma-aqciaze-dasavebulebi-klinikasi-moinaxula

ჯანდაცვის მინისტრმა აქციაზე დაშავებულები კლინიკაში მოინახულა

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დარბევისას დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა. ეკატერინე ტიკარაძე კლინიკაში პრემიერის მრჩეველთან, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად მივიდა. „პაციენტები და მათი ჯანმრთელობა არის ახლა ჩვენთვის უმთავრესი" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული 35 ადამიანიდან ინგოროყვას კლინიკაში 28 რჩება. მათ ცრემლსადენი გაზის ყუმბარების და რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღეს. ისინი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. აქციაზე დაშავდნენ სამართალდამცველებიც.

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1561065903-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C?fbclid=IwAR0vj4LlJ_YtDwl5T6Gn8JC2GlZUjXXP60JaqMoOTt_rwv5VoRTwmbYS5IQ

ჯანდაცვის ძველი და ახალი მინისტრები ინგოროყვას კლინიკაში მივიდნენ

ჯანდაცვის ძველი და ახალი მინისტრები ინგოროყვას კლინიკაში მივიდნენ. დავით სერგეენკო და ეკა ტიკარაძე აქციაზე დარბევისას დაშავებულებს მოინახულებენ. სერგეენკომ და ტიკარაძემ მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს. „ჯერ უნდა ვნახოთ პაციენტები, პაციენტები არის ახლა ჩვენთვის უმთავრეს,“ - უთხრა ტიკარაძემ ჟურნალისტებს. საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარებიც წაართვეს. ჯანდაცვის პირველადი ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი. დაშავებულთა რიცხვი ყოველ წუთს იცვლება. ამის შემდეგ პოლიციამ ცრემლსადენი მაშხალები გაისროლა. დაშავებულები არიან როგორც სპეცრაზმელები, ისე აქციის მონაწილეები. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. პარლამენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/373727/?fbclid=IwAR3UOJ_bsFs9rM5qSZpkieBLlTvvYStN1GbaGOyTp3n8ZNDj3UdWQ6POA-A

03:25 საათისთვის, ჯანდავის სამინისტროს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ

03:25 საათისთვის ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს განახლებული ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე,  სპეცრაზმის მიერ დემონსტრაციის დარბევისას რამდენი ადამიანი დაშავდა. როგორც ნეტგაზეთს სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ორი საათის წინ მიღებული ცნობებით, დაშავებულია 17 სამოქალაქო პირი და 38 სამართალდამცავი. ნეტგაზეთის რეპორტიორების ინფორმაციით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ, დაშავებულთა რაოდენობა 17-ზე  დიდია. პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/eqimi-parlamenttan-dashavebulma-orma-adamianma-mkhedveloba-dakarga/?fbclid=IwAR0OYezdlTm2yEXYQYFXZsymDRQjlotpbI40tI7h3zc-Xsh1d6cCZFcTrQQ

ექიმი - პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა, – ამის შესახებ ნიუ ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა ოთხ მათგანს დასჭირდა. „ამ ეტაპისთვის ახლა შემოსულია 24 პაციენტი ღამის საათებში. აქედან უკვე ოთხს ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.

---

 

20.06.2019

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/109389/aladashvilis-klinikashi-gadakvanili-patsientebidan-otkhis-janmrtelobis-mdgomareoba-mdzimea?fbclid=IwAR0CF0wVRr7WqpPfgGoXwAEL6LNYUGOxbnzSog3xnrp3Y0FDPohAN5Y-ISE

ალადაშვილის კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებიდან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 25 ადამიანი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ განაცხადა, პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს. "კლინიკაში შემოსულია 25 პაციენტი, ძირითადი დაზიანებები არის რეზინის ტყვიით მიყენებული ჭრილობები, თავის ტრავმები, გაზით ინტოქსიკაცია. ორ პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი პაციენტი თავის ტრავმით და თვალის დაზიანებით გადაყვანილია რეგიონალურ ჰოსპიტალში. 5 პაციენტი გაეწერა. მძიმეა 4 პაციენტის შემთხვევა. როგორც მოგახსენეთ, ორს ოპერაცია დასჭირდა, მესამე კისრის ტრავმით მძიმე შემთხვევაა და მასთან მეტ-ნაკლები სტაბილურობა მიღწეულია, მეოთხე პაციენტი კი სხვა კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან მას ნეიროქირურგთან ერთად, ოფთალმოლოგის ჩარევა დაჭირდა", - განაცხადა ბესელიამ. ალადაშვილის კლინიკაში ამ ეტაპისთვის 19 პაციენტი რჩება. მათ შორის ჟურნალისტი გურამ მურადოვი. რუსთაველის გამზირის გარკვეულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. თუმცა, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთანაა შეკრებილი. აქციის მონაწილეები უკან იხევენ, რესპუბლიკის მოედნისკენ. ამ დროისთვის სერიოზული დაპირისპირება არაა.  რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე  დატოვა.   პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.  პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს. სწორედ რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.​