მედიამონიტორინგი 18.07.2019
ტელევიზია
18.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი დღე
მედიკამენტები 1 ლარად - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შედის, ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შშმ პირებსა და სხვა ჯგუფებს მედიკამენტების 1 ლარად შეძენა შეეძლებათ. - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძე, განაცხადა. გადაცემის სტუმარია თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6222776
---
17.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
16 წლის მოზარდმა მშენებლობაზე სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაასრულა. მძიმე სოციალური პირობების გამო სოფლიდან წამოვიდა, თბილისში მძიმე შრომას სკოლის მოსწავლე მინამალური ანაზღაურების სანაცვლოდ დათანხმდა. გიორგი ბეშკენაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6222498
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6222499
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6221420
---
17.07.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მოსახლეობის 66%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - "კურიერმა" IRI-ის კვლევა მოიპოვა. კითხვაზე, რა არის ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი მიღწევა, 35% პასუხობს, რომ არაფერი. ბევრად უფრო ნაკლები - 15% ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების უდიდესი მიღწევა ჯანდაცვის სისტემაა. მიუხედავად ამისა, დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობას აღარ იკავებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6222483
---
17.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
რამდენიმე დღეში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაფართოვდება. ცვლილების მიხედვით 35 დასახელების წამალს ქრონიკული დაავადებების მქონე პირები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიიღებენ. თუ აქამდე პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მათ შორის, პენსიონერებსა და შშმ პირებს უწევდათ მედიკამენტის საფასურის 50 პროცენტის გადახდა, ცვლილების შემდეგ ფასი მხოლოდ ერთი ლარი იქნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6222313
---
17.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
სიმბოლურ ფასად მედიკამენტებს ქრონიკული დაავადებების მქონეებთან ერთად პენსიონერებიც მიიღებენ. აქამდე შეღავათით მხოლოდ სოციალურად დაუცველი და შშმ პირები სარგებლობდნენ. ჯამში 35 დასახელების მედიკამენტია დასახელებული რომელიც ეღირება მხოლოდ 1 ლარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6221440
---
17.07.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
ზურაბ ჭიაბერაშვილი ქონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში დაგეგმილ ცვლიელბების პრემიერის მხრიდან საზოგადოების დაცინვად აფასებს. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ პროგარამაზე გამოყოფილი 4 მლნ ლარიდან მხოლოდ 2 მლნ აითვისა. შეგახსნებეთ, ქონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთდ პენსიონრებს, შშმპ და სხვა ჯგუფებს მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ. მანამდე სოციალურად დაუცველების გარდა სხვა მოქალაქეებს მედიკამენტებზე 50%-ის გადახდა უწევდათ. ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 60 ათასს აჭარბებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6221690
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6222384
---
17.07.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
ქობულეთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი სპეცმანქანა შეემატა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა. ამჟამად მოსახლეობას 6 ავტომანქანა ემსახურება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6220900
---
17.07.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს, არ დალიონ წყალი წყალსატევებიდან, გამოიყენონ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და დაიცვან ცხელ ამინდებში კვებასთან დაკავშირებული წესები. რომელი სეზონური ინფექციები გვხვდება ბათუმში და როგორია მედიკოსების რჩევები - ემზარ დიასამიძე მოგვიყვება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6222553
---
ინტერნეტი
18.07.2019
პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები 1 ლარად 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 118 აფთიაქში, მომავალი კვირიდან შეძლებენ
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარებს 1 ლარად 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 118 აფთიაქში, მომდევნო კვირიდან შეეძლებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, პროგრამაში მთავარი ცვლილებაა, რომ საპენსიო ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფინანსური ბარიერი პრაქტიკულად სრულად მოიხსნა და მათ უკვე შეუძლიათ, რომ 50%-იანი ფასდაკლების ნაცვლად, 35 დასახელების მედიკამენტი1 ლარად შეიძინონ. ცვლილების შედეგად კი, მინისტრის მოადგილე ბენეფიციართა ზრდას მოელის. „ამ დროისთვის პროგრამაში 60 000 ბენეფიციარი, პროგნოზურად ამგვარი საჭიროება ქვეყანაში დაახლოებით, 150 000-200 000 ადამიანს აქვს იმ კატეგორიებში, რომლებსაც პროგრამა აფინანსებს, ამდენად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ბევრად გაიზრდება ამ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა და შემდეგ უკვე ამ გამოცდილების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ანალიზს და ჩამოვყალიბდებით 2020 წლიდან რა მექანიზმით და რა ფორმით გაგრძელდება პროგრამა,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანებმა 1 ლარად შეძლონ მედიკამენტების შეძენა, საჭიროა ფორმა 100 და რეცეპტი წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდნენ. „აქ მთავარია ფორმა 100, სადაც აღწერილია პაციენტის დიაგნოზი და ასევე დანიშნულების სქემა, მედიკამენტი იწერება გენერიული, საერთაშორისო დასახელებით, დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის მითითებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს რეცეპტის ფორმა. ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100-ით და რეცეპტის ფორმით ბენეფიციარი უნდა მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და დარეგისტრირდეს. შემდეგ უკვე შეუძლია 118 აფთიაქში, ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტი,”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, პროგრამით მოსარგებლეთა წრის გაფართოვებიდან გამომდინარე, თუ არის მოსალოდნელი პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პროგრამის ამ ეტაპზე არსებული ბიუჯეტი საკმარისია. „პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც სრულად მოიცავს ამ საჭიროებებს, ამ დროისთვის საკმარისია ანუ მოლოდინი, რომ პროგრამაში ამ ცვლილებიდან გამომდინარე, თანხის დამატება იქნება საჭირო, არ გვაქვს. პირიქით, ამ ცვლილებით უნდა მოხდეს პროგრამის რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 35 დასახელების მედიკამენტი 6 ტიპის დაავადების ჯგუფისთვის, ესენია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის , ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, ეპილეფსიის, პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები. ეს მედიკამენტები გათვალისწინებულია პენსიონერებისთვის, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებისთვის, ეპილეფსიით და პარკინსონით დაავადებული ადამინებისთვის, ასევე სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლებია.
---
18.07.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე “კომერსანტთან“ “ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის“ დეტალებს განმარტავს
ორი დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის განახლებული პროგრამა წარადგინა —კერძოდ, ცვლილება შედის ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში . შესაბამისად, პენსიონერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად შეეძლებათ. როგორც ცნობილია, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წელს დაიწყო და მისი დაფინანსება 20 მლნ ლარით განისაზღვრა. თუმცა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 14 ივნისის მდგომარეობით, დაახლოებით ხუთ თვეში პროგრამის ხარჯი 778.5 ათას ლარს შეადგენდა, რაც პროგრამის არაეფექტურ მუშაობად შეფასდა. სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად არაოფიციალურად ეს პროგრამა დასახელდა. რატომ ვერ იმუშავა 2 წლის წინ დაწყებულმა მედიკამენტების პროგრამა, მაშინ როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამუდმედით წუხს წამლების გაზრდილ ფასებზე და რა იცვლება ახლა, აღნიშნულ თემაზე „კომერსანტს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესაუბრა. მისნისტრის მოადგილე ჩვენთან საუბარში იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მედიკამენტების პროგრამამ სრულოფილად ვერ იმუშავა. სახელმწიფო პროგრამა, მოსახლეობას ეხმარება ჯანდაცვის კუთხით ყველაზე მძიმე ფინანსური ტვირთის შემსუბიქებაში. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა უკვე 2 წელზე მეტია მოქმედებს, თუმცა, წინასწარი გათვლით, მოსალოდნელ მოსარგებლეებზე ნაკლები ადამიანი სარგებლობს, აქვე აღვნიშნავ, რომ 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე დინამიკა გაზრდილია. ჩვენ ჩავატარეთ დეტალური კვლევა, რომ გვენახა სად იყო სუსტი წერტილები. ძირითადად, ეს არის ინფორმაციის სწორი მიწოდება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ექიმის და პაციენტის კომუნიკაციაში ინფორმირებულობაა ამ პროგრამის შესახებ. ჩვენ ისედაც გვქონდა საინფორმაციო კამპანია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვნად გასაძლიერებელი,“— აცხადებს გაბუნია. თამარ გაბუნიას განმარტებით, სამინისტრომ 2-3 თვის წინ ეს კამპანია უკვე ინტენსიური გახადა. იქნება საინფორმაციო კამპანია, სატელევიზიო რგოლი, განსაკუთრებით საჭიროა ოჯახის ექიმების ჩართვაც, რომლებიც გადამზადდებიან ქრონიკული დაავადებების მკურნალობის საკითხებში. როგორც გაბუნია აცხადებს, პროგრამის წარმარტებისთვის და იმისთვის, რომ ის ქმედითი იყოს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც. „პაციენტმა თუ არ გააცნობიერა, რომ წამლის მიღება საჭიროა მთელი ცხოვრება, რეგულარულად, ისე რთულია ამ პროგრამის ეფექტურობა,“-აცხადებს გაბუნია. მისი განმარტებით, ბენეფიციარების რაოდენობა დღეისთვის 600 000-ს შეადგენს. აქედან,ქრონიკული დაავადებები დაახლოებით 150 000-200 000 ადამიანს აქვს. გაბუნიას განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პროგრამა იყოს ეფექტური. ამაში შედის საინფორმაციო კამპანიის თანხაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ძირითადი ცვილილება, რაც პროგრამაში შევიდა, ასაკით პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის (მათ შრის ბავშვებისთვის) ფინანსური ბარიერის შემცირებას შეეხება. გაბუნიას ინფორმაციით, აქამდე ამ ჯგუფებს წამლის ღირებულების 50%-ის გადახდა უწევდათ, რადგან პროგრამა მხოლოდ ნახევარს ფარავდა. გაბუნიას განმარტებით, ქრონიკული დაავადებების სია შესაძლოა საჭიროებისამებრ გაფართოვდეს, თუმცა, ამ დროსითვის ამის აუცილებლობა არ დგას. „წლის ბოლომდე, როდესაც ამ პროგრამის შედეგები გვექნება, ვნახავთ მოხმარებას, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად სწავლობს იმ საჭიროებებს, რომლებიც არსებობს ამ კატეგორიისთვის. შესაძლოა ვიფიქროთ პროგრამის მექანიზმის გაუმჯობესებაზე, რათა მოხდეს უფრო მრავალფეროვანი სპექტრის მოცვა.“ რაც შეეხება პროცედურას, როგორ მოხდება აღნიშნული პროგრამით სარგებლობა — გაბუნიას ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შედარებით გამარტივებულია - თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.
---
18.07.2019
ამ „მავნებლურმა“ პროგრამამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, დღეს, უფულობის გამო, ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება” – დიმიტრი ხუნდაძე
„ოპოზიციის მხრიდან, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს და მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით არის განპირობებული. მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან სიკეთის გაუფასურებისა, პრემიერის ინიციატივა მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაჟღერდა და არა ოპონენტების გულის მოსაგებად,“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. ხუნდაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე კარგი შემფასებელი თვითონ საზოგადოებაა. „ჭიაბერაშვილი, ამ პროგრამას, მისი დაწყებიდან მავნებლურს უწოდებს. არადა, ამ „მავნებლურმა“ პროგრამამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს, უფულობის გამო, ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება. მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები, მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმედ აწვებოდა განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს. სწორედ ამიტომ, 2017 წელს ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც, დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა და ზემოთ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები 6 ქრონიკული დაავადების შემთხვევაში 35 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღებენ. ჭიაბერაშვილის შენიშვნა, რომ ეს რიცხვი 41-ია, არის თითიდან გამოწოვილი, რადგან ამ რაოდენობაში იგულისხმება ის მედიკამენტები, რომელიც ერთი და იგივე დასახელებისაა, ხოლო ჩამონათვალში სხვადასხვა დოზირებით შედის,“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული პროგრამის მიმართ ოპონენტების ნეგატიური განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ შიშითაა გამოწვეული. „რაც შეეხება ბიუჯეტში ამ პროგრამის დანახარჯებს, ის 10 მილიონი ლარიდან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ეტაპობრივად უფრო მეტად გაფართოვდება. ოპონენტების მხრიდან ამ სიკეთის გაუფასურება ემსახურება შიშს, რომ ამ ფონზე ისინი მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ და უფრო მეტად დაკარგავენ, ეს კი მათ რევოლუციურ სცენარში ვერ ჯდება“ -აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
---
18.07.2019
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა - EMC და PHR-ის ერთობლივი განცხადება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთის (PHR) ეხმიანებიან კიდევ ერთ უმძმეს ტრაგედიას, რომლის შედეგადაც, მშენებლობაზე სამუშაოს შესრულებისას 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. EMC-ს და PHR-ის შეფასებით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა - არაადეკვატურია. „გარდა ამისა, ბავშვების იძულება, დასაქმდნენ მათი ასაკისთვის შეუფერებელ სამუშაო ადგილზე, როგორც წესი, გამოწვეულია ქვეყანაში ფაქტობრივად არარსებული სოციალური დაცვის სისტემით, რაც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით. შიმშილის გამოწვევის წინაშე მდგარი ოჯახები გამოსავალს ბავშვების შრომის გამოყენებაში პოულობენ. სიღარიბის შემცირების პროგრამა არაეფექტიანია, ბავშვთა დაცვის სისტემა ვერ ფუნქციონირებს, განათლების სისტემა კი სკოლიდან მშენებლობაზე წასულ ბავშვებს ვერ ხედავს, ხოლო სახელმწიფო ამ ყველაფერში თავის პასუხისმგებლობას არ აღიარებს“, - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში და სახელმწიფო უწყებებს შესაბამის რეომენდაციებს აძლევენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალების შემთხვევაზე უზრუნველყოს დროული და ეფექტიანი გამოძიება; შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს - დროულად შეისწავლოს დასაქმების ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, მოახდინოს დარღვევათა იდენტიფიცირება და მიიღოს შესაბამისი სანქციები მათ აღმოსაფხვრელად. ასევე, ჩაატაროს პროაქტიული ინსპექტირება დასაქმების ადგილების და განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტების. საქართველოს პარლამენტს - შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების ეფექტური დაცვის მიზნით, შექმნას ადეკვატური კანონმდებლობა და საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც შეძლებს სამუშაო ადგილზე სრულყოფილი ზედამხედველობის პირობებში დარღვევათა იდენტიფიცირებას და ადეკვატურ რეაგირებას; საქართველოს მთავრობას - უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერა; უწყებათაშორისი ჯგუფების ფარგლებში უნდა მოხერხდეს შრომის ინსპექციასა და ზედამხედველობის სხვა სამსახურებს შორის კოორდინირებული მუშაობა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მონიტორინგი. არსებული რეალობის და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე უნდა შემუშავდეს შრომის ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზე და იქნება უსაფრთხო და ღირსეული შრომის გარანტი; უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და უნდა გატარდეს დაუყოვნებელი ღონისძიებები ბავშვთა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი შრომის ეფექტიანი აღმოფხვრისთვის და იმ მიზეზების პრევენციისთვის, რომელიც ბავშვებს აიძულებს სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვონ საკუთარი თავის და ოჯახის რჩენისთვის საჭირო რესურსები. შეგახსენებთ, რომ მშენებლობაზე სამუშაოს შესრულებისას 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა და უსამძიმრებენ ოჯახს. როგოც ცნობილია, 2019 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში არასწრულწლოვანი მუშა ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, ობიექტის პირველადი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები.
---
17.07.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/381156/
ახალი მინისტრისგან შრომის უსაფრთხოებაზე ხედვის გასაჯაროების მოთხოვნით აქცია გაიმართება
ჯანდაცვის ახალი მინისტრისგან შრომის უსაფრთხოებაზე თავისი ხედვის წარმოდგენის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები სამინისტროს წინ პარასკევს, 19 ივლისს შეიკრიბებიან. “16 წლის ახალგაზრდა შეეწირა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების არარსებობას. 1200-ზე მეტი ადამიანია მკვდარი ან დასახიჩრებულია სამუშაო ადგილებზე. ქვეყანაში ან არ არის სამუშაო ადგილები, ან არის და საშინელი პირობებია. შევიკრიბოთ პარასკევს, 2 საათზე, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოვთხოვოთ ახალ მინისტრს პასუხს, რა ხედვა და გეგმა აქვს მას არსებულ კრიზისულ ვითარებაში“, – ვკითხულობთ აქციის აღწერაში. 16 ივლისს თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის მუშა გარდაიცვალა. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა.
---
17.07.2019
ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე 16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა სახელდება. „ლიფტის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობდა დადგენილ სტანდარტთან შეუსაბამოდ, არ იყო კოლექტიური დამცავი საშუალებები, არ იყო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, არ იყო საფრთხეები შეფასებული, ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობდა ზედამხედველის გარეშე“, - ეს იმ დარღვევბის ჩამონათვალია, რომელიც იმ მშენებლობაზე გამოვლინდა, სადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ობიექტი შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორმა მას შემდეგ შეამოწმა, რაც 16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე კომერსანტთან საუბარში ამბობს, რომ სამშენებლო ობიექტს იმ შემთხვევაში ამოწმებენ თუ აქვთ ინფორმაცია, რომ არის დარღვევბის მაღალი ალბათობა, თუ დაფიქსირდა უბედური შემთხვევა, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ობიექტზე რამე კონკრეტული ინციდენტია მომხდარი. ბექა ფერაძის განმარტებით, თბილისში მიმდინარე მშენებლობის გამო შრომის ინსპექციის დეპარტამენტი ყველა ობიექტის შემოწმებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ უბედური შემთხვევის პრევენცია ვერ მოხერხდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უბედური შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, შპს ნირან პროპერტის დეველოპმენტის“ ყველა ობიექტზე სამუშაო პროცესი გაჩერებულია. „შრომის უსაფრთხოების კანონი რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, ამიტომ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიას გეგმა-გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად ვამოწმებთ. ბუნებრივია 1000- ობით მშენებლობა მიმდინარეობას და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული. როგორც კი ჩვენამდე ინფორმაცია მოვიდა, რომ ინციდენტი მოხდა, ჩვენ დავიწყეთ მოკვლევის პროცედურები, შევაჩერეთ მთლიანად ობიექტზე სამუშაო პროცესი. სანამ არ მოხდება პრობლემის სრულად აღმოფხვრა მათ მუშობის უფლება არ მიეცემათ. ეს არის ყველაზე მძიმე ტვირთი კომპანიისთვის. მოკვლევის დასრულების შემდგომ განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა. საჯარიმო სანქციები ჩვენი მხრიდან 100 ლარიდან 50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს“,- აცხადებს ბექა ფერაძე. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ პირველი სექტემბრიდან ინსპექტორებს სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები მოეხსნებათ, რაც უწყებას 2018 წელს მიღებული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ აღსრულების საშუალებას მისცემს. „კომპანიებს აქვთ ვალდებულება დანიშნონ უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დაიცავს უსაფრთხოებას სამუშაო ადგილზე და შეაფასებს იქ არსებულ საფრთხეებს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას, რომ კომპანიები არ ნიშნავენ სპეციალისტებს და, შესაბამისად, გვაქვს ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა. ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემებს ვაყალიბებთ. მომდევნო კვირიდან შრომის ინსპექციის, მერიის ზედამხედველობის ინსპექციის და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ერთად დაკომპლექტებული ჯგუფები აქტიურად დაიწყებენ კონკრეტულად მშენებლობის შემოწმებას“, - განაცხადა ბექა ფერაძე. რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორს. კოტე ერისთავი “კომერსანტთან“ სახელმწიფო უწყების ბრალეულობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის, რომ არასრულწლოვანი სამშენებლო სექტორში არ უნდა მუშაობდეს ეს სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობაა თუმცა, იმის გამო რომ შემთხვევის პრევენცია ვერ მოხდა, თავისი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა აიღონ. „დამატებით, განსაკუთრებული შესწავლა ამ ამბავს არ სჭირდება. ცხადია, რომ არასრუწლოვანი შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით არ უნდა იყოს დასაქმებული ისეთ ადგილას, სადაც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნება. ერთის მხრივ დარღვეული იყო შრომის უსაფრთხოების კანონი დამსაქმებლის მიერ და მეორეს მხრივ შრომის ინსპექციამ ვერ მოახერხა თავის ფუნქციის შესრულება, რომელიც მდგომარეობს ამ გვარი საკითხების პრევენციაში. ახლა გვიდასტურებენ, რომ დარღვეული იყო კანონი და მიიღებენ შესაბამის ზომებს მაგრამ, ეს უკვე უმნიშვნელოა. სახელმწოფოს პირველადი ვალდებულება მოახდინოს უბედური შემთხვევის პრევენცია და ჰქონდეს პრევენციისთვის საჭირო ეფექტიანი მექანიზმები“. კოტე ერისთავი ამბობს, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი აქტიურად უნდა ამუშავდეს, რადგან საწარმოები მასიურად უგულებელყოფენ უსაფრთხოების ნორმებს. მისი თქმით, საჭიროა ინსპექციის ძალა და მექანიზმი დაფიქსირდეს, რათა გაჩნდეს შიში და ობიექტებმა უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ერისთავის განმარტებით, აუცილებელია ინსპექტირების მექანიზმის კადრების და რეგიონული წარმომადგენლობის მხრივ გაძლიერება. „შრომის ინსპექციის დეპარტამენტს დაახლეობით 40 ინსპექტორი ჰყავს, რეალურად ბევრად მეტი არის საჭირო, მათ კვალიფიციური კადრები სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპარტამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განყოფილებაა, აუცილებლად უნდა მოხდეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა“, - განმარტავს კოტე ერისთავი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს სამშენებლო კომპანიების მიერ წარდგენილ დასკვნებზე. მისი თქმით, თბილისის მერია უბრალოდ დოკუმენტაციას იღებს და ეყრდნობა კერძო გეოლოგიურ სამსახურს, რომელიც გასცემს დასკვნას. კოტე ერისთავი კომერსანტთან საუბრისას სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების არაეფექტურ მუშაობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „მშენებლობის სექტორზე საუბრისას მარტო შრომის ინსპექციის პასუხისმგებლობა არ შემოდის, ასევე შემოდის მერიის ზედამხედველობის ინსპექციისა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსი. პრობლემა არის ის, რომ ამ სამ ინსპექციას შორის არ არის კოორდინაცია. საჭიროა, რომ ეს პრობლემა როგორც კრიზისი ისე აღიქვას სახელმწიფომ, შექმნას საბჭო, სადაც ამ სამივე ინსპექციის მობილიზება მოხდება, სადაც გამოიკვლევენ ხარვეზებს და შესაბამისი რეაგირება ექნებათ ამ ხარვეზებზე“, - განაცხადა კოტე ერისთავმა. 16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაცვალებას ეხმიანება თბილისი მერია. კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „ობიექტზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, შეჩერებული იყო მშენებლობა 6 წლის მანძილზე. სამშენებლო სამუშაოები განახლდა 2019 წელს, გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტის შემოწმება მოხდა ჯერ კიდევ სამუშაოების განახლებამდე. შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ობიექტს მიეცა მითითება უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებასთან დაკავშირებით, რომელიც მშენებელმა გამოასწორა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.უბედური შემთხვევა უკავშირდება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას“, - განმარტავენ თბილისის მერიაში. რაც შეეხება აღნიშნული მშენებლობის დამკვეთი შპს ნირან პროპერტის დეველოპმენტს. კომპანიასთან დაკავშირება კომერსანტმა ვერ შეძლო. მშენებელ კომპანიასთან კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძეს. ფერაძის ინფორმაციით კომპანიის დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კომპანია „ნირან პროპერტის დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე სასონ ჰოკია, მას ორმაგ მოქალაქეობა (საქართველო, ისრაელი) აქვს. სასონ ჰოკი ასევე არის შპს ახალი მშრალი ხიდის მფლობელი და დირექტორი, შპს ნორჩი დინამოელის მფლობელი და დირექტორი, შპს ჯორჯიან ფაინანშიალ სოლუშენს ( შემოკლებით შპს ჯი ეფ ეს) მფლობელი და დირექტორი. შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას აღწერს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციია, რომლის მიხედვითაც დასაქმების ადგილებზე 2010 წლიდან 2018 წლამდე 399 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1183 დაშავდა.
---
17.07.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ombudsmeni-arasrulwlovani-mushis-dagupvaze-gancxadebas-avrcelebs
ომბუდსმენი არასრულწლოვანი მუშის დაღუპვაზე განცხადებას ავრცელებს
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება, - ამის შეასხებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი ეხმაურება არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ, დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. „2019 წლის 16 ივლისს საზოგადოება მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი პირის გარდაცვალების უმძიმესმა შემთხვევამ შეძრა. თბილისში, დოლბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მომუშავე არასრულწლოვანი ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც სამშენებლო პროცესი შეჩერდა. სამწუხაროდ, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება. არსებული შემაშფოთებელი ვითარების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტორების სამუშაო ადგილებზე დაშვებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან მოიხსნება, ხოლო, მეორე მხრივ - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები. აღნიშნული ფაქტორების გამო, დასაქმების ადგილებზე ინსპექტირება ვერ ხორციელდება იმდენად ხშირად და სრულყოფილად, რამდენადაც ეს აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. შედეგად, უკანასკნელი შემთხვევის მსგავსად, მონიტორინგის გარეშე რჩება არაერთი დასაქმების ადგილი, სადაც სამუშაო პროცესი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ - დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც ომბუდსმენი მიიჩნევს, სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმებისა და საშიშპირობებიან გარემოში მუშაობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ეფექტური რეაგირების განხორციელება და პრევენცია. „ამასთან, სახელმწიფოს აღნიშნულ ეტაპამდე არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის სფეროში. შედეგად, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების და საშიშ პირობებში მუშაობის შემთხვევების გამოვლენა სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს მიღმა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, აღნიშნული საქართველოში ამ დრომდე არ სრულდება. სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება, შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უკიდურესი სიღარიბის, ოჯახში უგულებელყოფისა და არასათანადო სოციალური პირობების გამო თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ. აღნიშნული ტენდენცია არის ყოვლად შემაშფოთებელი და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. ომბუდსმენი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დროულად და ეფექტურად შეისწავლონ დოლბაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა და მოახდინონ საზოგადოების სრული ინფორმირება გამოძიებისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე. ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და მათ მიერ მავნეპირობებიანი სამუშაოს შესრულების პრევენციისთვის.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/556605-ombudsmeni-arasrulclovani-mushis-dagupvaze-gancxadebas-avrcelebs/
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/381239/
---
17.07.2019
ოპოზიციის კრიტიკა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე, მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით არის განპირობებული - დიმიტრი ხუნდაძე
„მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან სიკეთის გაუფასურებისა, პრემიერის ინიციატივა მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაჟღერდა და არა ოპონენტების გულის მოსაგებად“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე კარგი შემფასებელი თვითონ საზოგადოებაა. „ჭიაბერაშვილი ამ პროგრამას მისი დაწყებიდან მავნებლურს უწოდებს. არადა ამ „მავნებლურმა“ პროგრამამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება. მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმედ აწვებოდა განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს. სწორედ ამიტომ, 2017 წელს ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა და ზემოთ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები 6 ქრონიკული დაავადების შემთხვევაში 35 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღებენ. ჭიაბერაშვილის შენიშვნა, რომ ეს რიცხვი 41-ია, არის თითიდან გამოწოვილი, რადგან ამ რაოდენობაში ნაგულისხმევია ის მედიკამენტები, რომელიც ერთი და იგივე დასახელებისაა, ხოლო ჩამონათვალში სხვადასხვა დოზირებით შედის. რაც შეეხება ბიუჯეტში ამ პროგრამის დანახარჯებს, ის 10 მილიონი ლარიდან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ეტაპობრივად უფრო მეტად გაფართოვდება. ოპონენტების მხრიდან ამ სიკეთის გაუფასურება ემსახურება შიშს, რომ ამ ფონზე ისინი მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ და უფრო მეტად დაკარგავენ, ეს კი მათ რევოლუციურ სცენარში ვერ ჯდება“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
---
17.07.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/556613-jandacvis-saministro-zurab-chiaberashvilis-gancxadebas-pasuxobs/
ჯანდაცვის სამინისტრო ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას პასუხობს
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტს ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ადამია აცხადებს. ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ პრემიერმა პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების რაოდენობა არასწორად დაასახელა. „ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტექნიკური დეტალის დაზუსტება გვიწევს და გაურკვეველ კომენტართან გვაქვს საქმე. პროგრამის ფარგლებში ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტია შესყიდული და მიეწოდება ბენეფიციარებს. რამდენიმე მედიკამენტი გვაქვს განსხვავებული დოზირებებით შესყიდული, 2 ან 3 სხვადასხვა დოზის სახით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა რაოდენობა მუდმივად მზარდია. დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 60 500-ზე მეტი ბენეფიციარი, რომლებიც სარგებლობენ ამ პროგრამით. უახლესი ცვლილება ემსახურება ხელმისაწვდომობის გაზრდას საპენსიო ასაკის და შეზღუდული დესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც მედიკამენტებს იღებდნენ 50%-იანი ფასდაკლებით. ცვლილების დაფუძველზე სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ისინი მედიკამენტებს 1 ლარად მიიღებენ. ეს კიდევ უფრო გაზრდის ბენეფიციართა ჩართულობას პროგრამაში“, - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=87182
---
17.07.2019
რომელ მედიკამენტებს შეიძენთ 1 ლარად - ნახეთ სია
---
17.07.2019
მედიასაშუალება: http://topnews.com.ge/news/17094
ჭიათურაში მცხოვრებ 12 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჭიათურაში იმყოფებოდა. მინისტრი ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან და ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან ერთად ე.წ ჯარბელას დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრაზე განაცხადა, სახელწიფო ჭიათურაში მცხოვრებ 12 დევნილ ოჯახს ქალაქ ქუთაისში საცხოვრებელი სახლებს საკუთრებაში გადასცემს. მინიტრის თქმით, საცხოვრებლებს დევნილი ოჯახები 2019 წლის სექტემბრის თვეში მიიღებენ, მას შემდეგ რაც ქუთაისში სპეციალურად დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა დასრულდება. დღეს გამართული შეხვედრისას ეკატერინე ტიკარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იძულებით გადაადგილებული პირების ამჟამინდელი საცხოვრებლები დაათვალიერა და მათი ცხოვრების პირობების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
---
17.07.2019
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს
თბილისი (BPI) – თამარის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი დონე აღმოუჩინეს. თამარმა კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სხვა მშობლებთან სოციალურ ქსელში საუბრისას აღმოაჩინა, რომ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე ბავშვების ყველა სიმპტომი მისთვის ნაცნობი იყო. მას შემდეგ რაც გაბრიელს სისხლში ტყვიის მაღალი დონე დაუდგინდა, კვლევა მეორე შვილსაც ჩაუტარა. თამარი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს, რადგან არ იცის რა არის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის წყარო და არ არის ინფორმირებული როგორ უნდა მოიქცეს. ამ პრობლემას თამარის შვილები წლებია უკვე ებრძვიან, თუმცა უშედეგოდ. გაბრიელისა და მისი ძმის სისხლში ტყვიის შემცველობა 150 მკ/გ-ს აჭარბებს. ოჯახმა ინტოქსიკაციის წყაროს დღემდე ვერ მიაკვლია. სწორედ ამას მიიჩნევს, თამარი მთავარ პრობლემად. “მომაწოდონ ინფორმაცია რა წამალი დავალევინო, სად ვასეირნო, რა სათამაშოები ვუყიდო“...
---
17.07.2019
არსებული ინფორმაციით, ქობულეთში ექიმი დააკავეს, რომელიც ნარკოტიკების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა
ქობულეთში 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს. იგი ერთ-ერთ კლინიკაში ექიმის პოზიციაზე მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ექიმი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 267-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს.
---
17.07.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=14031&fbclid=IwAR29v4-BZLmbAANxSd8prBJs8An6dBj88eHmwhXVIe02gufAJ85lYDjjnZg
სკანდალი: ხელვაჩაურის სოციალური სააგენტოს კაცმა თანამშრომელმა ქალ თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა
---
ბეჭდვითი მედია
18.07.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
თბილისში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა
16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიცი პალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა, რომელიც სოფელ აფენის თემში შედის. აფენში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხელმოკლედ ცხოვ რობდნენ. _ კარგა ხანს ეხმარებოდა მუნიციპალიტეტიცა და წითელი ჯვარიც. ბოლო ერთი წელია, ხშირად იმყოფებოდნენ მეზობელ სოფელ ლელიანში ბიძასთან, _ თქვა გაფრინდაშვილმა. რამდენიმე წლის წინ, ბეშკენაძეებს თავს ტრაგედია დაატყდა. გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა გარდაცვლილის უფ როსმა ძმამ. ოჯახის მამა შვილზე დარდს ვერ გაუმკლავდა და შვილის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
---
18.07.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
მშენებლობაზე 16 წლის მუშა გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მშენებლობაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა ბავშვთა შრომა უკიდურეს და საფრთხის შემცველ პირობებში. “განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ – დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმებისა და საშიშპირობებიან გარემოში მუშაობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ეფექტური რეაგირების განხორციელება და პრევენცია. ამასთან, სახელმწიფოს აღნიშნულ ეტაპამდე არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის სფეროში. შედეგად, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების და საშიშ პირობებში მუშაობის შემთხვევების გამოვლენა სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს მიღმა რჩება“,- ამბობს ლომჯარია. სახალხო დამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, აღნიშნული საქართველოში ამ დრომდე არ სრულდება. “სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უკიდურესი სიღარიბის, ოჯახში უგულებელყოფისა და არასათანადო სოციალური პირობების გამო თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ. აღნიშნული ტენდენცია არის ყოვლად შემაშფოთებელი და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 2019 წლის 16 ივლისს საზოგადოება შეძრა მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი პირის გარდაცვალების უმძიმესმა შემთხვევამ. თბილისში, დოლბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მომუშავე არასრულწლოვანი ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც სამშენებლო პროცესი შეჩერდა. გარდა ამისა, ლომჯარია განცხადებაში წერს, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა უმწვავეს გამოწვევად რჩება. ამ ვითარების გაუმჯობესებას კი აფერხებს, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტორების სამუშაო ადგილებზე დაშვებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები, ხოლო, მეორე მხრივ – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები. “აღნიშნული ფაქტორების გამო, დასაქმების ადგილებზე ინსპექტირება ვერ ხორციელდება იმდენად ხშირად და სრულყოფილად, რამდენადაც ეს აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. შედეგად, უკანასკნელი შემთხვევის მსგავსად, მონიტორინგის გარეშე რჩება არაერთი დასაქმების ადგილი, სადაც სამუშაო პროცესი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დროულად და ეფექტურად შეისწავლონ დოლბაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა და მოახდინონ საზოგადოების სრული ინფორმირება გამოძიებისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე. “ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და მათ მიერ მავნეპირობებიანი სამუშაოს შესრულების პრევენციისთვის“,- ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში. თბილისის მერია აცხადებს, რომ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და ახლახანს განახლდა. გაფრთხილების შემდეგ უსაფრთხოების ნორმები უზრუნველყოფილი იყო.
---
18.07.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
თბილისის მერიის სპეციალური განცხადება ისანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, ობიექტზე, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, მშენებლობა შეჩერებული იყო ექვსი წლის მანძილზე და სამშენებლო სამუშაოები ორი თვის წინ, გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განახლდა, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტის შემოწმება მოხდა ჯერ კიდევ სამუშაოების განახლებამდე და შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ობიექტს მიეცა მითითება უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებასთან დაკავშირებით, რომელიც მშენებელმა გამოასწორა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. „უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება", - განაცხადეს მერიაში. გავრცელებული ინფორმაციით, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებლობაზე დაღუპული მამაკაცი 16 წლისაა. ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დილით მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, გარდაცვლილის ასაკის დადგენის მიზნით, მათ კომპანიისგან დასაქმებულთან ხელშეკრულება გამოითხოვეს, თუმცა ჯერ არ მიუღიათ. ამასთან, მისი თქმით, პირველადი მონაცემებით, სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რის გამოც დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა და მომხდარის შესახებ დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს.
---