From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი 27 აგვისტო
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 27.08.2020 09:59
Attachments :


მედიამონიტორინგი 26-27 აგვისტო

 

 

ტელევიზია

 

 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

26.08.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    26.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: "მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ატარონ პირბადეები, აუცილებელია როგორც დახურულ შენობებში, ასევე, ღია სივრცეში, თუ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება".

---

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ხევსურეთში მომხდარ ავტოკატასტროფას ეხმაურება.

26.08.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    26.08.2020 - I არხი - მოამბე 18:00

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ხევსურეთში მომხდარ ავტოკატასტროფას ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შატილისკენ მიმავალ გზაზე უსაფრთხოების ნორმები ამ დრომდე არ არის დაცული, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მივიდა. შეგახსენებთ, საკითხზე განმარტება გუშინ გააკეთეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში, სადაც აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გონივრული დრო დასჭირდა.

---

ავარია შატილში

26.08.2020

Link:    26.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ამ წუთებში მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილებაში ის მძღოლი იკითხება, რომელიც შატილში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა. როგორც რამაზ სეფისკვერაძე აცხადებს გარდაცვლილი მძღოლი შატილში პირველად მიდიოდა და გზა არ იცოდა. შატილის გზაზე ავტოავრიის დროს დაშავებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა კლინიკაში მოთავსებულ ისამივე პაციენტიდან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიას დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და მომხდარის გამო მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მისივე შეფასებით შემთხვევამ აჩვენა რომ ჩამოშლილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაც.

---

საბავშვო ბაღები იხსნება

26.08.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 20:00

Link:    26.08.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

მთავრობის გადაწყვეტილებით სასწვლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. 2 ოქტომბრიდან კი ფუნქციონირებას დაიწყებენ ბაგა-ბაღები. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. დღესვე ცნობილი გახდა რომ კარანტინი მოიხსნა სვანეთში. იხსნება თეატრებიც და კინოთეატრებიც, თუმცა სტუმრებს კინოში ყოფნის დროს პირბადის გაკეთება და ერთმანეთისგან დისტანცირება მოუწევს.

---

ექიმების საქმე

26.08.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა

Link:    26.08.2020 - ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა

ვიწყებთ ექიმების გახმაურებული საქმით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაცია და ახალგაზრდა გოგო, რომელიც 20 თვეა კომაშია. სტუმრად გვეყოლება ანესთეზიოლოგის მაგდა ხოჭოლავას ადვოკატი, მას პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. ასევე პატიმრობაშია ვახტანგ ყიფიანი, გიორგი ლობჟანიძე კი 100 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გოგონას ოჯახისწევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ცოტნე წერეთელი: ხმა გავრცელდა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს ხმები უსაფუძვლოდ არის გავრცელებული, იძახიან, როგორც პროკურატურის მხრიდან, ისე სასამართლოს მხრიდან, რომ ქალბატონი ყოფილა მიმალვაში. თუმცა მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქალბატონი მაგდა არის როგორც საქართველოს ისე იტალიის მოქალაქეც. (01:55; 02:10) გია გრიგოლია: ჩვენი აქტიურობა გამოიწვია არა იმან, თუ რა დაემართა ახალგაზრდა გოგოს, არამედ იმან თუ როგორ ექცევა სახელმწიფო უდანაშაულო ექიმს. 11 წლის ბიჭი, მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამა. ოჯახის ნათესავები და მეზობლები, რომლებიც ოჯახში ძალადობის შესახებ ჰყვებიან, რომ იცოდნენ. 11 წლის ბიჭი, რომელმაც დას რამდენიმე დღით ადრე საპატრულო პოლიციის ნომერი სთხოვა, ნათესავებს კი უთხრა რომ იქნებ მამისგან თავის დასაღწევად მის სახლთან იქნებ რამდენჯერმე გაეარათ. ბებია, რომელიც ყვება რომ პოლიციაც საქმის კურსში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამბობობს, რომ უწყებას წლების წინ მხოლოდ ერთხელ მიმართეს, თუმცა შემაკავებელი ორდენი არ გამოუწერიათ. მეზობლების თქმით, სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მუდმივად ისმოდა და მოზარდი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამისგან დაცვას ითხოვდა. ბიჭი ხალხს შველას განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში სთხოვდა. მაგრამ მას ვერავინ უშველა. ჩვენ დღეს სხვა კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბრებთ. საქმეში ორი არასრულწლოვანია. ინგა კაპანაძის საქმე, ასე იცნობს სავარაუდოდ საზოგადოება ამ საქმეს, ეს ქალბატონი სასჯელს უმძიმესი ბრალდებით იხდის. მას საკუთარ შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. დედა კი ამ დრომდე ცდილობს დაამტკიცოს, რომ მოძალადე სინამდვილეში მამაა. ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვებზე. ბავშვებმა ოჯახის ინფორმაციით თვითმკვლელობაც სცადეს. რამდენად დაუცველია ძალადობის ქვეშ მყოფი ბავშვი? ელისო რუხაძე: უკვე არსებობს გამამტყუვნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შესული, უკვე ბოლო ინსტანციის მხირდან, როდესაც უკვე დადგა გამამტყუვნებელი განაჩენი მისი მეუღლის მხრიდან. "სახელმწიფო ინსტიტუტებმა ამ შემთხვევაში პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაარკვიეს დედას რატომ ჰქონდა 11 დაზიანება, არ გაარკვიეს ძალიან ბევრი გარემოება და მამის სცენარი განავითარეს ისე, რომ დააკავეს დედა" (1:03:31; 1:03:52)

---

200 ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ

26.08.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    26.08.2020 - I არხი - მოამბე 21:00

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება, საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ, შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა. თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად ბანკი კომერციულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

---

ოქტომბრიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება - რა რეგულაციებია დაწესებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის

26.08.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    26.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

2 ოქტომბრიდან ბაღები ბავშვების მიღებას ისევ შეძლებენ, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების დაცვით. ის, რაც მისაღებია სახელმწიფო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის, მიუღებელია კერძო ბაღებისთვის. სახელმწიფო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად 14 სექტემბრისთვის ემზადებოდნენ, შესაბამისადშენობა ახალ მოთხოვნებს უკვე აკმაყოფილებს. დეზობარიერი , სადეზინფექციო ხსნარები და იზოლირებული ოთახი მზად აქვთ. ახალი რეგულაციები მიუღებელია კერძო ბაღებისთვის. მათ 1 სექტემბერს მეიჯარეებთან კონტრაქტები განაახლეს და აღსაზრდელების ახალი ნაკადი ჯგუფების მიხედვით უკვე გადაანაწილეს. ამბობენ , რომ თუ დროულად მუშაობას არ აღადგენენ ფინანსური პრობლემები დაემატებათ. 15 სექტემბერს სკოლებთან ერთად კონოთეატრები, 1 ოქტომბრიდან, ბაღებთან ერთად კი თეატრებიც გაიხსნება.

---

18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი საბიუჯეტო დახმარება ვადაგადაცილებული სესხების მომსახურებისთვის არავის ჩამოეჭრება

26.08.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

 

Link:    26.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი საბიუჯეტო დახმარება ვადაგადაცილებული სესხების მომსახურებისთვის არავის ჩამოეჭრება. ეს გადაწყვეტილება ბანკების ხელმძღვანელებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. სახელმწიფოსა და ბანკირებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, თანხა ყველა მშობლის ანგარიშზე აისახება, მიუხედავად მათი საბანკო ისტორიისა. 200-ლარიანი დახმარებების გაცემა პირველი სექტემბრიდან დაიწყება. daxmareba.moh.gov.ge-ზე, ამ დროისთვის, ავტორიზაცია 742 ათასმა მოზარდმა უკვე გაიარა.

---

მარტოხელა დედა რომელიც ბავშებს ვერ იბრუნებს

26.08.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    26.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

მარტოხელა დედა რომელიც ბავშებს ვერ იბრუნებს, ის ახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მას 2 არასრულწლოვანი შვილი მინდობით აღზრდაზე ყავდა. სასამართლო გადაწყვეტილებით კი 2019 წლის დეკემბრიდან ბავშვების რეინტეგრაციის პროცესი ოჯახშ დაბრუნების მიზნიტ უნდა დაწყებულიყო თუმცა როგორც დედა აცხადებს სოციალური სამსახური მას რეკომენდაციას არ უწევს რის გამოც ის ბავშებს ვერ იბრუნებს. ქალი ხელისუფლებისგან მოითხოვს რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.

---

კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს რეკომენდაციები გააცნეს

27.08.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    27.08.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

მიხეილ დაუშვილმა და ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს სექტორისთვის დაგეგმილი რეკომენდაციები გააცნეს, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

---

მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

27.08.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

Link:    27.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევვიდან, ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია. მარინა ეზუგბაია: "ოთხი შემოტანილი შემთხვევიდან ერთი კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ. გამოჯანმრთელებულების ციფრი სოლიდურად გაიზარდა. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი არის 82. მკურნალობას კოვიდ ცენტრებში გადის 230 დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, უმეტესი ნაწილის გახლავთ საშუალო სიმძიმისა, მსუბუქი და უსიმპტომო". ეზუგბაიას განცხადებით, 40 გამოჯანმრთელებულში ჯარისკაცები არ შედიან. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 19 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ეზუგბაიას ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში 1 კრიტიკულად მძიმე და 1 მძიმე პაციენტი რჩება. მისი ვარაუდით, ქვეყანაში დაახლოებით 5-7 დაუდგენელი წყაროა, თუმცა ის ამ ეტაპზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

---

მთავრობის სხდომა

27.08.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    27.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან. სხდომის დაწყებამდე კი პრემიერის გააკეთებს განცხადებას. მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს დღის წესრიგით გათვალისწნებულ შვიდ საკითხზე იმსჯელებენ. განიხილავენ მთავრობის დადგენილებას, რომელიც "აწარმოე საქართველოში" პროგრამის დამტკიცებას ეხება. უნდა განიხილონ ასევე განკარგულების პროექტი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ. მომხსენებლები არიან ნათია თურნავა, ვანო მაჭავარიანი, ლევან დავითაშვილი და ეკატერინე ტიკარაძე. გიორგი გახარია:"მოგეხსენებათ, კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით, სახელმწიფო ატარებს რიოგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენს მოქალაქეებს სოციალური დახმარების კონკრეტულ ღონისძიებებს და ქმედით ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელებისა დ რისკების მართვით. მოეგხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითეულ ბავშვზე 18 წლამდე 200 ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომლებიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომლესაც მიიღებენ მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. ასე რომ, უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად. ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შეასბამისად, არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება. 15 სეექტმებერია და ჩვენ ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, სწავლის სასწავლო კლასებში განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვენლოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ოჯახებისთვის. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა დაიწყება პირველი სექტემბრიდან. შესაბამისად, გაგრძელდება წლის ბოლომდე, ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში, უკვე პირველ დეკემბრამდე. მნიშვნელოვანი არის რა, რომ დღეის მონაცემებით, შემოსულია 810 ათას ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 ათას ოჯახს. ასევე ძალიან მნიშვენლოვანია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ. ეს დასტურდება უამრავი სხვადასხვა კვლევით და რაც პირველ რიგში, მიმართულია, კრიზისის პირობებში, მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულა ჩვენი მოქალაქეების, ოჯახების მხარდასაჭერად. პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შემცირდეს რიგები, მობილობა და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი. „მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა არ არის საკმარისი. ჩვენი ზრუნვის საგანია ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და აქაც გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდგომი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში. ეს საბანკო ფილიალებში, განსაკუთრებით ლიბერთი ბანკის ფილიალებში მუდმივად საკმაოდ მაღალი დისკომფორტის საბაბი იყო. თუმცა, პანდემიის პირობებში ეს დისკომფორტის გარდა არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ და ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ და ვერ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს ყველამ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, განსაკუთერბით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რითაც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და ზრუნვას ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბილეთის ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი. „მოგეხსენებათ, სასწავლო წელი იწყება არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამითა და ნიჭით სწავლობს საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით. ეს იყო 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნდა და ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ეფექტური მუშაობის შედეგად, დადგინდა ახალი მიმართულება – ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. ეს ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობდნენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და აქ ბილეთის ღირებულება არ იქნება 199 ევროზე მეტი. მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ამ პროგრამასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვახერხებთ და უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი მიღწევები ვირუსის მართვის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს წამოწყება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ეკუთვნის და მას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. „საინტერესო წინადადებაა, რომელსაც ჰქვია: „იმუშავე საქართველოდან“. მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ მან დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები. ამიტომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს ჩვენ ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, დისტაცნიურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ასევე კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stop.gov.ge-ზე, საიდანაც ყველას შეუძლია ისარგებლოს და დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ გააკეთებს,“ - განაცხადა გახარიამ. „ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მილიონი ლარის საგრანტო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობებს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა. იმისთვის, რომ თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და არ შეშლოდათ მათ ხელი - ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად დღეს გამოვიტანთ აუქციონზე 100 მილიონ ლარიან გარანტიას იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების პერიოდში და ამ პერიოდში დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებენ არამარტო დედაქალაქს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც პირველადი შენატანი უკვე გააკეთეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერნეტი

საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად – ამირან გამყრელიძე

26.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    26.08.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად. გამყრელიძემ 26 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ Covid-19-ის ვაქცინის წარმოება შედის ფინალურ ეტაპზე: „9-მდე ვაქცინა გადის დღეს კლინიკურ კველევებს, აქედან 3 უკვე მესამე ფაზის კვლევებშია“. გამყრელიძის თქმით, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ. მისი განცხადების თანახმად, „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ (Gavi-ს), კოორდინირებით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მოწოდებასთან დაკავშირებით: „ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოც (საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები, NCDC)… ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წინა ეტაპზეა ოქსფორდის და ასტრაზენეკას ერთობლივი წარმოების ვაქცინა და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო [გახდეს ერთ-ერთი, რომელიც მიიღებს ვაქცინას]“. „იქ არის პირობები ვაქცინის მიღებისა, რომელიც ქვეყანას უდგება, როგორ რა პირობები უნდა გავიაროთ განაცხადთან დაკავშირებით, რაც განვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოზე და პრემიერმა შესაბამისი დავალებები მისცა შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა. ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკა“ (AstraZeneca) რამდენიმე თვეა, ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად ვაქცინის შექმნაზე მუშაობს – მის ტესტირებაში სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეები მონაწილეობენ. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ან აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA-ს) არ აქვს დამტკიცებული კორონავირუსის ვაქცინა. ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ AstraZeneca-სთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინის წარმატების შემთხვევაში, ავსტრალიის მოსახლეობისთვის უფასო იქნება. „ოქსფორდის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იმედის მომცემია მსოფლიოში, ამ შეთანხმების შედეგად კი ჩვენ ნაადრევი წვდომა გვექნება ვაქცინაზე, რომელსაც ავსტრალიის ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა. კომპანია 3 მილიარდი ვაქცინის დოზის საწარმოებლად უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანის მთავრობასა და ორგანიზაციებთან.

---

წყალტუბოს ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების მიღება გაიმართა

26.08.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    26.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დირექტორის მოადგილეები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც წყალტუბოში ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დეტალურად განუმარტავენ, ამ ეტაპზე რის საფუძველზე ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი. ბინები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე განაწილდა. წყალტუბოში საცხოვრებელ ფართი 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას დამატებით 420 ოჯახი მიიღებს.

---

წყალტუბოში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით, დევნილი ოჯახების მიღება გაიმართა

26.08.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    26.08.2020 - აიპრეს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დირექტორის მოადგილეები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც წყალტუბოში ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ. 6 Shares facebook sharing button 6 twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დეტალურად განუმარტავენ, ამ ეტაპზე, რის საფუძველზე ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი. ბინები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე განაწილდა. წყალტუბოში საცხოვრებელ ფართი 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას დამატებით 420 ოჯახი მიიღებს.

---

მიხეილ დაუშვილმა და ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს სექტორისთვის დადგენილი რეკომენდაციები გააცნეს

27.08.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    27.08.2020 - კვირა.ჯი

ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სააღმზრდელო დაწესებულებებს დეტალურად გააცნო ის რეკომენდაციები, რომლებიც მათივე აქტიური ჩართულობით შემუშავდა. აღინიშნა, რომ საბოლოო პროტოკოლზე კერძო და საჯარო სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტური თანხმობაა. სააღმზრდელო დაწესებულებები ოპერირების განახლებისთვის უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და ისინი, შრომის ინსპექციისა და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით შემოწმდებიან. შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი გახსნაა. „ჩვენ გვესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც დღეს იმ ბიზნესს აქვს, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღების, კინოთეატრების გახსნის თარიღი უკვე ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ამ სექტორების გახსნა იქნება მდგრადი და წარმატებული“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. ცნობისათვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, კი 1-ლი ოქტომბრიდან – საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები.

---

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი დიდი ალბათობით სეზონურ ვირუსად იქცევა

27.08.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    27.08.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ „ახალი კორონავირუსი დიდი ალბათობით სეზონურ ვირუსად იქცევა, ცოტა უფრო მძიმე ვირუსად, ვიდრე გრიპია”. ამის შესახებ მან NationalGeographic.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ პანდემიების ეპოქაში ვცხოვრობთ, თანაცხოვრება გვიწევს სხვადასხვა დაავადებასთან. მეცნიერება, ალბათ, შეძლებს კორონავირუსის თანდათანობით დასუსტებას ან შექმნის ვაქცინას და ეს მსოფლიო მეცნიერების მიღწევა იქნება. მეორე მხრივ, კორონავირუსთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ – ეს გარდაუვალია, რადგან ის ხვალ და ზეგ არ გაქრება. მაგალითად, ესპანური გრიპი ორი წლის შემდეგ გაქრა, როდესაც მთელი მსოფლიო მოიარა და იმუნური ფენა შეიქმნა. ახალი კორონავირუსი დიდი ალბათობით სეზონურ ვირუსად იქცევა, ცოტა უფრო მძიმე ვირუსად, ვიდრე გრიპია. ორი თეორიაა – ადამიანები ან სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში დაავადდებიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შეიქმნება მისი საწინააღმდეგო წამალი“, - აცხადებს გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ იმუნიზაციის საშუალება გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში გვექნება.

---

საბავშვო ბაღებს მუშაობის განახლებისთვის რეგისტრაცია მოუწევთ

27.08.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    27.08.2020 - ბიემ.ჯი

პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება, - ამ საკითხზე ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სააღმზრდელო დაწესებულებებს დეტალურად გააცნო ის რეკომენდაციები, რომლებიც მათივე აქტიური ჩართულობით შემუშავდა. საბოლოო პროტოკოლზე კერძო და საჯარო სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტური თანხმობაა. იმისთვის, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა ოპერირება განაახლონ, უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და ისინი, შრომის ინსპექციისა და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით შემოწმდება. შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრობის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი გახსნაა. „ჩვენ გვესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც დღეს იმ ბიზნესს აქვს, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღების, კინოთეატრების გახსნის თარიღი უკვე ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ამ სექტორების გახსნა იქნება მდგრადი და წარმატებული“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, კი 1 ოქტომბრიდან - საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები.

---

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 40-ით გაიზარდა

27.08.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    27.08.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1447 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და 1190-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

---

„ქართული ოცნების“ „კეთილშობილება“ სიყალბეა, 200 ლარიანი დახმარება სახელმწიფო ვალია და მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება- ლევან ბეჟაშვილი

27.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    27.08.2020 - კომერსანტ.ჯი

„ქართული ოცნების“ „კეთილშობილება“ სიყალბეა. 200 ლარიანი დახმარება სახელმწიფო ვალია და მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება“, – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟიაშვილი სახელმწიფოს მიერ გაცემულ 200 ლარიანი დახმარებების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. როგორც „კომერსანტს“ ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული ფინანსური დახმარება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ამას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ უნდა იყენებდეს. „საარჩევნო კამპანია რეგიონებში უკვე მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ აგიტატორები კი მოსახლეობასთან საუბრისას პარტიის „კეთილშობილებასა“ და „წყალობას“, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი დახმარებების გაცემას გულისხმობს, ხშირად აღნიშნავენ და სანაცვლოდ მხარდაჭერას ითხოვენ. ჩვენი განცხადებაც სწორედ იმას უკავშირდება, რომ ეს დახმარება კეთილშობილების წარმოჩენა ნამდვილად არაა და პანდემიის მძიმე პირობებში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა სახელმწიფოს ვალდებულებაა. სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დახმარების უზრუნველსაყოფად კი საერთაშორისო საზოგადოებამ მათ მსხვილი დახმარებები და კრედიტები მისცა. სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ ის, რომ თითოეული დახმარების გაწევაში კორუფციული სქემებია ჩართული. რამდენჯერმე გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომ ჯერ კიდევ დასაქმებული პირებისთვის 300 ლარიანი დახმარების ჩარიცხვასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია დაახლოებით 300 000-მდე ადამიანი, საიდანაც დაახლოებით 85 000 -ს ჯერ კიდევ არ მიუღია ეს დახმარება. ასევე ეს 200 ლარიანი დახმარებები რომელიც გაცემულია არასრულწლოვან მოქალაქეებზე ბუნებრივია არის არა ქართული ოცნების და ხელისუფლების წყალობა, არამედ სახელმწიფო ვალდებულება, რომელიც ასევე მომავალი თაობების, საქართველოს მომავალი ხელისუფლების მიერ უნდა იყოს გასტუმრებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გაცემული დახმარებები, რომლის სანაცვლოდაც ქართული ოცნება მხარდაჭერას ითხოვს, არ არის ქართული ოცნების წყალობა და კეთილშობილება“, - განმარტავს ლევან ბეჟაშვილი. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მაისიდან, კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფომ 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის ბრძანება გასცა. აღნიშნული კომპენსაციებისთვის, რომელსაც უხელფასოდ დარჩენილი პირები 6 თვის განმავლობაში მიიღებენ, საერთო ჯამში 460 მლნ. ლარამდე გამოეყო.

---

მიხეილ დაუშვილმა და ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს სექტორისთვის დადგენილი რეკომენდაციები გააცნეს

27.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    27.08.2020 - კომერსანტ.ჯი

პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება, - ამ საკითხზე ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სააღმზრდელო დაწესებულებებს დეტალურად გააცნო ის რეკომენდაციები, რომლებიც მათივე აქტიური ჩართულობით შემუშავდა. საბოლოო პროტოკოლზე კერძო და საჯარო სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტური თანხმობაა. იმისთვის, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა ოპერირება განაახლონ, უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და ისინი, შრომის ინსპექციისა და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით შემოწმდება. შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი გახსნაა. „ჩვენ გვესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც დღეს იმ ბიზნესს აქვს, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღების, კინოთეატრების გახსნის თარიღი უკვე ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ამ სექტორების გახსნა იქნება მდგრადი და წარმატებული", - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, კი 1-ლი ოქტომბრიდან - საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები.

---

კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა შესაძლოა დამტკიცდეს | ამირან გამყრელიძე

26.08.2020

მედია საშუალებები:    ტივი25.ჯი

Link:    26.08.2020 - ტივი25.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა დამტკიცდეს. მისივე განცხადებით, საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება მოლაპარაკებებში ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა რომ, ამ ეტაპზე, კორონავირუსისგან სამედიცინო ნიღაბზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს და მოსახლეობას მისი ტარებისკენ მოუწოდა. "პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის. როგორც დახურულ შენობებში, ასევე ღია სივრცეში, თუ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს სერიოზულად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა ფინალურ ეტაპზეა. რამდენიმე ვაქცინა დღეს კლინიკურ კვლევას გადის 9-დან სამი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. Tags:

---

‘მშობლები ვერ შევლენ შენობაში’ – რა რეკომენდაციები დაწესდება საბავშვო ბაღებში

26.08.2020

მედია საშუალებები:    ესქეინიუს.ჯი

Link:    26.08.2020 - ესქეინიუს.ჯი

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომლის დაცვაც საბავშო ბაღებს 1–ლი ოქტომბრიდან მოუწევთ. ‘მშობლები ვერ შევლენ შენობაში’ – რა რეკომენდაციები დაწესდება საბავშვო ბაღებში პირველადი რეკომენდაციების თანახმად, მშობლებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ, ბავშვის მიღება და შემდგომ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კი ადმინისტრაციის თანამშრომელი იქნება. „გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად, დამატებით ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. მისივე თქმით, შეზღუდვები დაწესდება ბავშვის გამოყვანის დროსაც, რადგან მშობელი ვერც ამ დროს შევა შენობაში. „მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან. ასევე დაწესებულია რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში. იკრძალება ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე, ეს ყველაფერი დეტალურად იქნება გაწერილი," - განაცხადა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან, სკოლები და თეატრები კი 15 სექტემბრიდან დაიწყებენ ფუნქციონირებას.

---

როდის და რა პირობებით გაიხსნება თეატრები და კინოთეატრები

26.08.2020

მედია საშუალებები:    ესქეინიუს.ჯი

Link:    26.08.2020 - ესქეინიუს.ჯი

15 სექტემბრიდან კინოთეატრები, პირველი ოქტომბრიდან - თეატრები იხსნება. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რა რეგულაციები იმოქმედებს თეატრების გახსნის შემდეგ. როდის და რა პირობებით გაიხსნება თეატრები და კინოთეატრები თეატრში მაყურებლის ყოფნის მაქსიმალური დრო სამი საათი იქნება, გარდა ამისა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით ღონისძიებები უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე უნდა გაიმართოს. „ზოგადი მოთხოვები, რაც შეეხება სკრინიგის და სადეზინფექციო სამუშაობის განხორციელებას, რჩება უცვლელი. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე, თეატრში, ზედა ზღვარი, თუ რა ოდენობით უნდა განისაზღვროს, ეს არის 3 საათი, ეს მოიცავს, როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს“ – განაცხადა ფერაძემ. მისივე თქმით, მაყურებლები შენობაში დაიშვებიან მხოლოდ პირბადით, განთავსება კი თითო სკამის გამოტოვებით უნდა მოხდეს.

---

ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 საათი, დასხდომა 1 სკამის გამოკლებით - თეატრები 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება

26.08.2020

მედია საშუალებები:    ქართლი.ჯი

Link:    26.08.2020 - ქართლი.ჯი

მაყურებლები დარბაზში უნდა დასხდნენ ერთი სკამის გამოკლებით.2020 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თეატრებში მუშაობა განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დადგინდა ის რეგულაციები, რომლითა თეატრის ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს. მაყურებელს თეატრის შენობაში მაქსიმუმ 3 საათი შეუძლია ყოფნა, სპექტაკლმა კი, ანტრაქტის გარეშე უნდა ჩაიაროს. გარდა ამისა, მაყურებლები დარბაზში უნდა დასხდნენ იმდაგვარად, რომ მათ შორის ერთი სკამი იყო ცარიელი. "ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება სკრინიგის და სადეზინფექციო სამუშაობის განხორციელებას, რჩება უცვლელი. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე, თეატრში, ზედა ზღვარი, თუ რა ოდენობით უნდა განისაზღვროს, ეს არის 3 საათი, ეს მოიცავს, როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს და ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. შესაბამისი პროცედურებია ასევე განსაზღვრული სადენზინფექციო სამუშაოების მიმართ. დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება",- განაცხადა შრომის ინსპექციის დეპარტმანეტის უფროსმა ბექა ფერაძემ. კორონავირუსის პანდემიის გამო, თეატრებში მუშაობა 2020 წლის მარტიდან შეწყდა.

---

შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღებისა და სკოლების შემოწმებას იწყებს

26.08.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    26.08.2020 - გურიანიუს.ქომ

შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს, _ ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ხვალ გახდება ცნობილი. "ბაღების ფუნქციონირება აღდგება პირველი ოქტომბრიდან. ჩვენ ბიზნესომბუდსმენთან ერთად დღეს გვაქვს დასკვნითი შეხვედრა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და შევჯერდებით საბოლოო პროტოკოლზე. დღეს სრულად მოგახდენთ შეჯერებას და ხვალ იქნება უკვე საბოლოო რეკომენდაციები. სკოლების ნაწილში შემოწმება განხორციელდა რესურს-ცენტრების მხრიდან, რომელმაც მოამზადა შემოწმების შემდეგ დადებითი შეფასება. ახლა უკვე შრომის ინსპექცია იწყებს სრულად შემოწმებას, როგორც ბაღების, ასევე სკოლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის საფუძველზე მოხდება მათი ფუნქციონირების განახლება,"- განაცხადა ბექა ფერაძემ. მისივე თქმით, რიგი რეკომენდაციები ბაღებში აკრძალვებთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია. კერძოდ, იკრძალება მშობლის შენობაში შესვლა, დადგენილია ჭურჭლის და სათამაშოების რეცხვის პროტოკოლი. "რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა დაწესდეს ბაღებში, პირველ რიგში იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში და ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურების განხორციელება. გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად, დამატებით ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას. წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს, რადგან მშობელი ვერ მოახდენს შენობაში შესვლას, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან. ასევე დაწესებულია რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში. იკრძალება ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე და გაშრობაც როგორ უნდა განხორციელდეს, დეტალურად იქნება გაწერილი,"- განაცხადა ფერაძემ. კითხვაზე, თუ როგორ მოგვარდება სკოლებსა და ბაღებში, კლასებსა და ჯგუფებში ბავშვების გადატვირთულობის პრობლემა და ხომ არ მოხდება ჯგუფებად დაყოფა, ფერაძემ განაცხადა: "ასეთი გეგმა უნდა იქნას შემუშავებული ადმინისტრაციის მხრიდან, იქნება ეს სკოლა თუ ბაღი, თუ რომელი ბავშვი რომელ ჯგუფში უნდა იქნას განთავსებული, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც ადმინისტრაციას გააჩნია“.

---

პრესა

პანდემიის დასასრულის დასაწყისი - შემოდგომის ბოლოს საქართველომ შეიძლება, ვაქცინა დაამტკიცოს

27.08.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    27.08.2020 - რეზონანსი

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს მსოფლიო ეტაპობრივად ხსნის, ამის ფონზე იყო შემთხვევები, როდესაც რიგ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობამ შედარებით მოიმატა, თუმცა მსოფლიო ეპიდემიოლოგების რჩევას ითავლისწინებს და კორონავირუსთან თანაცხოვრებას თანდათანობით ეჩვევა. ქართველი ინფექციონისტები „რეზონანსთან" საუბრისას იმედს იტოვებენ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობით მატება არ იქნება. კოვიდ-19-ის პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინა მიიჩნევა, რომელზედაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მუშაობს და მისი შექმნა უკვე ფინალურ ეტაპზეა. ისინი კლინიკურ კვლევებს გადის. 9-იდან სამი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია. გაჩნდა იმედი, რომ შემოდგომას ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამასვე ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა კომენტარი. ამბობს, რომ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ეს დავალებები პრემიერმა ყველა უწყებას მისცა. გარდა ამისა, ასევე ცნობილი გახდა თუ როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში. პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები და თეატრები 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლები და კინოთეატრები კი 15 სექტემბრიდან გაიხსნება. ახალი წესების თანახმად, ბაღის შენობაში მშობელი შესვლას ვეღარ შეძლებს. ფუნქციონირების აღდგენამდე კი ბაღებს შეამოწმებენ, ხოლო აღმზრდელებს სპეციალურ სწავლებებს ჩაუტარებენ. წესდება შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებითაც. რაკი მშობელი ამიერიდან შენობაში ვერ შევა, მან მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის აღმინისტრაციის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის ბაღიდან გაყვანა. რაც შეეხება სკოლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა სკოლას შემოწმება გავლილი აქვს და გახსნისთვის აუცილებელ სტანდარტებს აკმაყოფილებს. „მიღებულია გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალით, 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები. ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებელებთან, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ. მივიღეთ ასევე გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნაზე. კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ორი კვირის ინტერვალით, 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, კვლავ რჩება ადგილები, სადაც საყურადღებო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. საუბარია მესტია-ლენჯერზე, ქობულეთზე, ყაზბეგსა და გარდაბანზე. აქედან საკარანტინე შეზღუდვა მხოლოდ მესტია-ლენჯერზეა დაწესებული, რომელიც პრემიერის განცხადებით 2 სექტემბრიდან მოიხსნება. ზღვისპირა ქალაქებში აქტიური ტესტიება მიმდინარეობს, გახსნილია სპეციალური დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც ტურისტებისა და დამსვენებლების ტესტირება მიმდინარეობს. „პანდემია გრძელდება, დაძაბულობა დაახლოებით იგივე დონეზეა მთელს მსოფლიოში. ჩვენთან რეგიონში, უშუალოდ მეზობლებში, ვისთანაც გვაქვს საზღვარი, სიტუაცია კვლავ დაძაბულია, რამდენიმე ათასია რუსეთსა და თურქეთში ყოველდღიური შემთხვევების ოდენობა. სომხეთსა და აზერბაიჯანში ყოველდღიური შემთხვევები ასზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 1 436 დადასტურებული შემთხვევა, 7-ია ახალი. 1 150-ია გამოჯანმრთელებული და ახალი დღეს არ დამატებულა. მესტიის მუნიციპალიტეტში გვაქვს სულ 72 დადასტურებული შემთხვევა, 36 უშუალოდ მესტიაში, დანარჩენი მის გარეთ და ესენია მეორეული და მესამეული კონტაქტები. აქედან გამოკვეთილია ლენჯერის თემი. საკარანტინო ვადა დაუმთავრდა 85%-ს და დაახლოებით 600-მდე ადამიანმა საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა. დანარჩენს 2 სექტემბერს გასდის საკარანტინო რეჟიმის ვადა და ეს ორი ჩაკეტილი თემი გაიხსნება 2 სექტემბრიდან, თუმცა ლენჯერის თემში ტესტირების მეორე რაუნდი იქნება, რადგან მთლიანად ყველა მოქალაქე იყოს ტესტირებული," - თქვა ამირან გამყრელიძემ. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-19-თან არსებული ყველა რეკომენდაცია ბოლომდე იქნეს დაცული, რათა დაავადების შემდეგი გავრცელების რისკი მინიმმამდე შემცირდეს. „ზუსტად არ ვიცით, იქნება თუ არა ვაქცინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის საუკეთესო საშუალებაა ინფეციის პრევენციითვის. მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალიან დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევები, ჯერ კოვიდი იქნება და ამას უნდა მივეჩვიოთ. „თუ სკოლები და ბაღები ყველა რეკომენდაციას დაიცავენ დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მოსწვალემ, მასწავლებელმა და ყველამ, ვინც დაწესებულებაში შედის მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები", - თქვა მარინა ენდელაძემ „რეზონანსთან".

---

რა რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი თეატრებსა და კინოთეატრებში

27.08.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    27.08.2020 - რეზონანსი

კინოთეატრებში დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზოგადი რეკომენდაცია თერმოსკრინინგისა და დეზინფექციის ჩატარების შესახებ კინოთეატრებშიც უცვლელი რჩება. „მოგახსენებთ, იმ რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება დაწესებული. ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება თერმოსკრინინგის ჩატარებასა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებას, უცვლელი რჩება. 5 კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე განისაზღვრება ღონისძიების ჩატარების დროის ზედა ზღვარი. ამ შემთხვევაში თეატრს ვგულისხმობ, ეს იქნება 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ისე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. შესაბამისი ღონისძიებები არის ასევე განსაზღვრული სადეზინფექციო სამუშაოების მიმართ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გახლავთ ის, რომ დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

---

რა გავლენას ახდენს კორონავირუსის პანდემია სოციალურ უთანასწორობაზე

27.08.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    27.08.2020 - რეზონანსი

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში არსებული სოციალური უთანასწორობა უფრო მეტად გამოაჩინა. პანდემიამდე არსებულ დროს, ქვეყანას ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა თუმცა, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის არსებული სხვაობა კიდევ მეტად გაიზარდა. საქართველოში სოციალური უთანასწორობა საკამოდ მაღალ ნიშნულზეა და შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ დონეს 2-ჯერ მაინც აღემატება. კორონავირუსის პანდემიამ, უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა ანდა შეუმცირა, სწორედ ამის ფონზე გაიზარდა სოციალური უთანასწორობაც. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სოციალური უთანასწორობის დონე კიდევ უფრო გაუარესდება. არსებული პარამეტრით, მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის მთლიანი შემოსავლების მიხედვით სხვაობა 17%-ია. ხოლო ფულადი შემოსავლების მხრივ კიდევ უფრო მაღალი - 27-28%-ის ფარგლებში. ეს მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებული სტანდარტით 10%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ქვეყანაში ამ მხრივ არასებული ვითარება ყოველწლიურად მძიმდება. პანდემიამ კი, მდგომარეობა უფრო მეტად გაართულა, რადგან კრიზისულ ვითარებაში ყველაზე მეტად მოსახლეობის იმ ნაწილმა იზარალა, რომელთა შემოსავალი ისედაც მცირედი იყო. ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა საკმაოდ პრობლემატურია, რომლის მოგვარებაც აუცილებელია. "სოაციალური უთანასწორობა ძირითადად სიღარიბისა და შემოსავლების კუთხით უნდა აღვიქვათ. ბოლო დროინდელი ვითარების გამო, ეს საკითხი მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ძალიან პრობლემატურია. მოსახლეობის ნაწილს, რომელთა შემოსავალი მთლიანად ხელფასზე იყო დამოკიდებული, გარკვეულწილად შემოსავლები შეუმცირდა, რადგნაც იკლო სამუშაო ადგილებმა. ისეთი სამუშაო ადგილები, რომელიც იყო დაკავშირებული ყველაზე მეტად აქტიური დასაქმების სფეროსთან, კერძოდ ტურიზმთან. გარდა ამისა, თუ არ შემცირდა გარკვეული სამუშაო ადგილები, იკლო ხელფასებმა. ამიტომ, სრულიად მართებულად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიამ სოციალური მდგომარეობა გააუარესა და რა თქმა უნდა, რთულია ძველ ნიშნულზე დაბრუნება. უფრო მართებული იქნება, რომ ეს ვითარება მსოფლიო კრიზისს დავაბრალოთ, რადგან კრიზისმა გამოიწვია ეს პრობლემები. თორემ, ის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა, ხელისუფლება ასრულებს და პლუს ამას დახმარებების სოციალური პაკეტებიც შემოიღო. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან, რომლის წინაშეც მოსახლეობა აღმოჩნდა. სოციალური უთანასწორობის დაძლება პირველ რიგში, შესაძლებელი დასაქმების ადგილების შექმნით. სახელმწიფო დასაქმების ადგილებს პირდაპირი გზით ვერ შექმნის. ის ხელს უწყობს ბიზენსს. ბიზნესი კი, ქმნის დასაქმების ადგილებს. უთანასწორობა, ქვეყანაში არსებული სიღარიბის გამო არსებობს. სახელმწიფო ამ მდგომარეობში მეტს ვერაფერს ვერ გახდება, გარდა იმ დახმარებებისა, რომელიც მან შემოიღო. სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა ქმედების განხორციელება, რომელიც ბიზნესს არ აუარესებს, შეიძლება ითქვას, რომ ესეც ხელშეწყობაა", - უთხრა "რეზონანსს" პაატა აროშიძემ. სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და რაც უფრო გაღარიბდება მოსახლეობა, სოციალური უთანასწორობაც მით მეტად გაზრდება. რადგანაც, საქართველოსთვის სოციალური უთანასწორობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, საჭიროა მისი მოგვარების გზები მოიძებნოს, რათა მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის არსებული სხვაობა შემცირდეს. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე სოციალური უთანასწორობის გამოსწორების გზებს კონკრეტული კანონების და პროგრამების გაუქმებაში ხედავს. "ასეთ კრიზისულ ვითარებაში ყველა ღარიბდება და უფრო დიდი შანსია იმისა, რომ იგივე მდგომარეობა დარჩეს სოციალურის უთანასწორობის მხრივ. ახლა, როდესაც პანდემიის გამო ხალხი ღარიბდება, არამგონია უთანასწორობა გაიზარდოს. საუკეთესო შემთხვევაში, სოციალური უთანასწორობა იგივე დარჩება. ზოგადად, რაც უფრო ვღარიბდებით, მით უფრო თანასწორები ვხდებით და რაც უფრო ვმდიდრდებით მით უფრო უთანასწორები. მე მირჩევნია, მდიდრები და უთანასწოროები ვიყოთ, ვიდრე ღარიბები და თანასწორები. მსოფლიოში 120 ქვეყანა მაინც მოიძებნა, სადაც ჩვენზე დიდი სოციალური უთანასწორობაა. თუმცა, ევროპის დაახლოებით 50 ქვეყნიდან, სადღაც 43-44 ქვეყანა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უთანასწორობა არსებობს. გამოსაკვლევია რითია ქვეყანაში არსებული სოციალური უთანასწორობა გამოწვეულია. ერთმნიშვნევლოვნად იმის თქმა, რომ საქართველოში არსებული უთანასწორობის გამო, ძალიან დიდი პრობლემები გვექმნება და ვერ ვითარდებით, არ იქნება სწორი. ჩემი აზრით, რაღაც მომენტში უთანასწორობის მიზეზი შეიძლება იყოს, 90-იანი წლების კოლაფსი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ ჯერ კიდევ მოვდივართ იმ პერიოდის ინერციით. ქალაქებში მცხოვრებლებმა მოახერხეს გამდიდრება, სოფლის მოსახლეობამ - ვერ. უთანასწორიბის მთავარი მიზეზი არის სხვაობა სოფლის და ქალაქის მოსახლეობის შემოსავლებს შორის. სამწუხაროდ, სოფელმა ვერ მოახერხე ფეხი აეწყო ქვეყნის ეკონომიკისთვის. უთანასწორობის გამოსწორება შეიძლება პირველ რიგში, უცნაური კანონების და პროგრამების, (ხალხის სოფლად დამაგრება, მთის კანონი) გაუქმებით. ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს ნაკლებ გადასახადს უნდა ვახდევინებდეთ. საუბარია, საშემოსავლო გადასახადებზე. ძალიან ბევრი უცნაური პროგრამის შეწყვეტა, დაგვეხმარება სოციალური უთანასწორობის გამოსწორებაში. თუნდაც, ის 2 მლრდ, რომელიც სოფლად დაიხარჯა, ჯობდა მომხდარიყო ყველაზე გაჭირვებული ადამიანების აღრიცხვა და ფულადი სახით დახმარება. ძალიან გაჭირვებულ ადამიანებს თანხები უნდა ურიგდებოდეთ და არა რაღაც უცნაური პროგრამები არსებობდეს", - განუცხადა "რეზონანსს" გივი მომცელიძემ.

---

იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში - რა წესები უნდა დაიცვან მშობლებმა?

27.08.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    27.08.2020 - რეზონანსი

იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში და ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურების განხორციელება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში, ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შესაბამისად, შემდგომი პროცედურების განხორციელება. გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. წესდება შეზღუდვები ბავშვის ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან მშობელი ვერ შევა შენობაში, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ზარი ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და შესასვლელში მოხდეს ბავშვის გაყვანა. განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა იყოს გადანაცვლებული. ჯგუფებში ირკძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან და აკრძალულია ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფექცია რთულია", - განმარტა ბექა ფერაძემ.

---

დაპირისპირება და მიჩქმალული პრობლემები

27.08.2020

მედია საშუალებები:    გზა

Link:    27.08.2020 - გზა

პოლიტოლოგები თუ პოლიტიკოსები, ოპოზიცია და ხელისუფლება - ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მმართველი გუნდის ყველაზე დიდი პოლიტიკური დივიდენდი პანდემიასთან წარმატებული ბრძოლაა. ისიც აშკარაა, რომ ამბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული ბერკეტი ინფექციური კლინიკა გახლავთ. მით უფრო უცნაურია, რომ ხელისუფლება, კერძოდ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ინფექციური კლინიკის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს უპირისპირდება. დაპირისპირების მიზეზი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში არსებული პრობლემები გახდა. როდესაც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პაციენტების მისაღებად შეუსაბამო პირობების გამო, კოვიდინფიცირებულებს ვეღარ მიიღებდა, მინისტრმა ტიკარაძემ ის უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. "მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შიძნა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებებისაა და ამჟამად რემონტის საკითხს აგვარებენ, რათა მიეცეთ მათ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რაც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, რაც შეეხება აივ-ინფექციის შემთხვევას, ამასთან დაკავშირებით ,მნიშვნელოვანია აღინიშნოს: კლინიკას, რომლის პროგრამას წინასწარი წერილობითი მიმართვა სჭირდება, რაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს არ გაუკეთებია. კანონის ფარგლებში ერიცხება 10%-იანი ჯარიმა, წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში", - განაცხადა მინისტრმა. თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას "სიცრუე და თავის მართლების უსუსური მცდელობა" უწოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე გვესაუბრება: -ჯანდაცვის სამინისტრომ და ზოგადად, მთავრობამ საკუთარი პიარისთვის მაქსიმალურად გამოიყენა ჯანდაცვის სპეციალისტების გამოცდილება, რომელთა წყალობითაც, დღემდე წარმატებულად ვულკლავდებით პანდემიას. თუმცა, მათ არაფერი გააკეთეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დარტყმის ცენტრის, ანუ ინფექციური კლინიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. წელიწადზე მეტია, ტიკარაძე მინისტრის პოსტზეა, მერვე თვეა, ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიაა. ამასობაში მინიმალური პრობლემის მოგვარება მაინც ხომ შეიძლებოდა?! დღეს დღის შუქზე ჩანს მთელი ის პრობლემები, რომლებიც აქამდე დაგროვილი იყო ამ კლინიკაში. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან ცუდი ტრადიცია დაუტოვა "ქართულ ოცნებას", რომელმაც თავის მხრივ, შეისისხლხორცა ეს მავნე ჩვევა, - საქმის ფასადურად კეთება და რეალური პრობლემების მიჩქმალვა. ასე მოხდა ახლაც, უბრალოდ, ყველაფერი ტიკარაძისა და ცერცვაძის დაპირისპირებამ გამოააშკარავა.

---

​