From : hr <HR@moh.gov.ge>
To : everymoh@moh.gov.ge <'everymoh@moh.gov.ge'>
Subject : გენდერი საჯარო სამსახურში
Received On : 02.12.2020 12:02
Attachments :

მოგესალმებით,

 

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, დაფუძნდა საჯარო მოხელეთა ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ტარდება თემატური შეხვედრები საჯარო სამსახურში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, მიმდინარეობს 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

 

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია რიგით მეორე მოხელეთა ფორუმის ჩატარება თემაზე - გენდერი საჯარო სამსახურში“. ფორუმი გაიმართება 7 დეკემბერს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 

ფორუმი გაიმართება ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით. დარეგისტრირებული მოხელეები მიიღებენ ZOOM-ის ელექტრონულ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ფორუმზე დასწრებას.

 

შეხვედრაზე დასასწრებად  წინასწარ უნდა გაიარო რეგისტრაცია ქვევით მოცემულ ბმულზე.

 

https://docs.google.com/forms/d/1iLoGUbRBO09Uf-MpXJym3CbN5t3EEFmq5pjR97sNJ8Y/closedform 

სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 3 დეკემბერს 15:00 საათიდან. სარეგისტრაციო ბმული ავტომატურად დაიხურება მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება პირველი 100 პროფესიული საჯარო მოხელე.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს: ტელ.: 577 244 599; 593 733 700

 

მადლობა თანამშრომლობისთვის

 

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო  0159

 

MOH 1 Logo-GEO